შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XXIII ნაწილი)


19-03-2017, 23:48
ავტორი nina.d.
ნანახია 2 215

დილით კარზე ბრახუნის ხმა მაღვიძებს, ბალიშიდან ძლივს ვწევ თავს. ეს თუ ავთოა მივასიკვდილებ, ნერვებ მოშლილი ავდექი და კარი გავაღე, ხელში მართლაც, რომ ავთო შემრჩა. ბუზღუნით მივბრუნდი უკან და საწოლში შევძვერი ისევ. ლუდის ბოთლს და ჩიფსებს, რომ მოკრა თვალი ოთახში შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. საბანი გადამაძრო, თმა სახიდან გადამიწია და ლოყაზე მომეფერა.
-ნინი რა გჭირს?_გვერდით მომიწვა და სახეზე მოფერება განაგრძო.
-არაფერი._ტირილნარევი ხმით ვუთხარი.
-მაშინ რატომ გაქვს ცრემლით სავსე თვალები და ნაღვლიანი ხმა? ხომ იცი, რომ მე ვერ მომატყუებ!_მშვიდი ტონით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-მე უბრალოდ შემიყვარდა._ამოვიტირე და ავთოს ჩავეხუტე, ხელები ძლიერად მომხვია და თავზე მაკოცა.
-ვინ შეგიყვარდა?_ნაღვლიანი ხმით მითხრა.
-დამიანე. არ გამიბრაზდე რა._ამოვისლუკუნე.
-არა ჩემო გოგო, რატომ უნდა გაგიბრაზდე? იმას უყვარხარ? -არ ვიცი, მგონი არა._სხეული დაეჭიმა, წამოჯდა და მეც წამომაყენა.
-ნუ ტირი გთხოოვ. შენ ცრემლებს არავის ვაპატიებ და ტყუილად ნუ მაცემინებ დამიანეს._ღიმილით მითხრა, უნებურად მეც გამეღიმა და ავთოს ლოყაზე ვაკოცე.
-გავუძლებ.
-კი შენ ყველაფერს გაუძლებ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ.
-მიყვარხარ ავთუკ.
-მეც მიყვარხარ ჩემო გოგო._ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა. ფეხზე წამომაყენა, აბაზანაში შემიყვანა, ჯაკუზი წყლით გაავსო, კაბის ელვა შემიხსნა, ლოყაზე მაკოცა და გავიდა. კაბა გავიხადე, საცვლებიც მივაყოლე და წყალში ჩავედი. თბილმა წყალმა მომადუნა, დავმშვიდდი და დამიანეს ნერვების მოსაშლელად ახალი მაიმუნობების მოფიქრება დავიწყე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ამოვედი წყლიდან, პირსახოცი მოვიხვიე, ტანი გავიმშრალე, სპორტულები ჩავიცვი და აბაზანიდან გავედი. თმა შევიკარი და ქვემოთ ჩავედი. ბავშვები როგორც ყოველთვის მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ, მათ შორის დამიანეც. ყველას მივესალმე, გოგოებს შუაში ჩავუსკუპდი და ორივეს მოვეხვიე. სალოს მხარზე ჩამოვადე თავი, ხელი მომხვია და ჩამეხუტა, თვალები დავხუჭე და ვისმენდი ბავშვების უაზრო ხუმრობებს.
-ნინი რა გჭირს?_აკოს ხმამ შემაფხიზლა, თვალები გავახილე, ლოყაზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა.
-არ ვიცი არაფრის ძალა არ მაქვს.
-ნინი გუშინ ჭამე რამე?_გაბრაზებულმა მკითხა.
-მგონი არა._შუბლი მოვისრისე და თავი წამოვწიე სალომეს მხარიდან.
-როგორ მიშლი ნერვებს, ადექი._ძალით წამომაგდო და სამზარეულოში გამიყვანა. მაგიდასთან დამსვა, მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო, ჭიქაში დაასხა და წინ დამიდგა, ცოტა მოვსვი. ხილი დაჭრა, ერთად ჩაყარა თასში და წინ დამიდგა, ყავაც გამიკეთა, შოკოლადის ნამცხვარი მომიჭრა და ესეც მაგიდაზე დადო. სოსისი შეწვა, სალათის ფურცლები და ყველა მწვანილი დაჭრა რაც კი ხელში მოხვდა, ამას დაუმატა ბულგარული წიწაკები, წითელი ყვითელი და მწვანე, სოსისიც დაჭრა და ჯამში ჩაყარა ამ ყველაფერთან ერთად. მარილი მოაყარა და ზეთი მოასხა, მაგიდაზე დადო, თეფში, დანა და ჩანგალი მომიტანა, წინ დამიდგა და თვითონ გვერდით მომიჯდა. კმაყოფილი სახით მიყურებდა, მე კი მის ამ მზრუნველობაზე მეღიმებოდა. სალათით დავიწყე, ყავითა და ნამცხვრით კი დავამთავრე. მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავაწყე, ჭიქაში ბროწეულის წვენი დავისხი და მისაღებში გავედი, რატომღაც ძალიან მიყვარს ბროწეულის წვენი მაგრამ რატომ არ ვიცი. დამიანეს განერვიულებულ სახეს წავაწყდი, თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ცოტაც და დაიმტვრევდა. სალოს მივუჯექი გვერდით, ჭიქა დაინახა თუ არა ახლოს მოიწია და ყურში მიჩურჩულა:
-მეც მომიტან? მინდა._გამეკრიჭა.
-კი მოგიტან._ფეხზე წამოვდექი, სამზარეულოში გავედი და სალოს წვენი გამოვუტანე. რამდენიმე ყლუპი დალია, დაიჯღანა და მაგიდაზე დადო, ვაიმე ამან თუ ასე უნდა მიშალოს ნერვები ამ სახლიდან გავიქცევი მალე. ჩემს ფიქრებზე გამეცინა, თვალი მოვავლე ყველას, რა ბედნიერი ვარ როცა ისინი ჩემთან არიან. მარის მივუბრუნდი, გავუღიმე და ხელი მოვხვიე.
-მარი შენი სახლია მოსართავი.
-არა რაა._სახე დამანჭა და თავი უკან გადააგდო.
-მიდი ადე რა წავიდეთ, ვერ ვიტან დაუსრულებელ საქმეს.
-დამიანე წაიყვანე._თვალი ჩამიკრა, დამიანეს გაბრწყინებულ სახეს მოვკარი თვალი მაგრამ ვერ მოგართვით.
-ალექსანდრე გთხოვ ასეთი ზარმაცი რძალი არ მინდა რა არ მოიყვანო._ყველას გაეცინა მარის გარდა. თვალი ჩავუკარი, მხარში მუშტი დამარტყა. ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე.
ღია ფერის დახეული ჯინსი, შავი მაისური, ტყავის ქურთუკი და დაბალ ყელიანი ჩექმა ჩავიცვი, პერანგიც ავიღე ყოველი შემთხვევის, თმა გავიშალე, სათვალე გავიკეთე და ჩანთა ავიღე. ქვემოთ ჩავედი და ვიგრძენი მწველი მზერა, გავიღიმე.
-წავედი მე, მარტოც მოვაგვარებ._მარის ენა გამოვუყავი.
-დაგეხმარები._გაისმა მისი მშვიდი, ნაზი და მამაკაცური ბარიტონი, რომელიც ასე შემიყვარდა.
-არ მინდა გმადლობ._ძალით გავუღიმე. არაფერი აღარ უთქვამს, ავთოს მომღიმარ სახეს მოვკარი თვალი. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ბავშვებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი, მანქანაში ჩავჯექი და ეზოდან წამებში გავქრი. სავაჭრო ცენტრში მივედი, ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, ნათურებით დაწყებული და ფეიერვერკებით დასრულებული. ამ ყველაფრის მანქანამდე მიტანაში სავაჭრო ცენტრის დაცვის ორი ბიჭი დამეხმარა, ყველაფერი საბარგულში ჩააწყეს, მადლობა გადავუხადე და ღიმილით დავემშვიდობე.
ბატონი ირაკლის სახლში მივედი, მისაღებში დამიანეს მოვკარი თვალი. ფუ ამის გავიფიქრე და ნივთების შემოზიდვა გავაგრძელე. -დაგეხმარები. -როგორც გინდა._მხრები ავიჩეჩე და უემოციო სახით ვუთხარი. ყველაფერი სახლში შევიტანეთ. ყველაფერი მე გავაკეთე, ის იჯდა და მიყურებდა, მაგრამ მის მზერაზე არ დავბნეულვარ, ყოჩაღ ნინი ასე განაგრძე, შემომძახა მეორე მემ. მეც გავმხნევდი, კიბეზე ავედი და კედლებზე ნათურების დამაგრება დავიწყე, რომ მოვრჩი კიბეზე ჩამოსვლისას წონასწორობა დავკარგე და ფეხი ჩამომიცურდა, ერთი შევკივლე და მოვემზადე ძირს დასაცემად. მაგრამ ძირს არ დავეცი, თვალები ნელა გავახილე და დამიანეს მომღიმარ სახეს შევეჩეხე. მეორე მემ განგაშის სიგნალი ჩართო, მაშინვე ავფართხალდი და მის მკლავებს მოვშორდი.
-კარგად ხარ?_მკითხა მზრუნველი ხმით.
-კი კარგად ვარ._უხეშად ვუთხარი და გვერდი ავუარე. ჩემი ნივთები ავიღე, სახლიდან გავდიოდი, როდესაც ბატონი ირაკლი და მისი მეუღლე ეკა მოვიდნენ.
-გამარჯობა ნინი._მომესალმნენ.
-გამარჯობა.
–მიდიხარ?_მკითხა ეკამ.
-კი, ყველაფერს მოვრჩი უკვე.
-დარჩი ცოტახანს ვისაუბროთ.
-კარგით._სხვა რა გზა იყო დავრჩი.
მისაღებში დავსხედით, ცოტახანს ვისაუბრეთ. იმდენად მომაბეზრებელი იყო ეს ყველაფერი, რომ დაღლილობა მოვიმიზეზე და მასპინძლებს დავემშვიდობე და სახლში წავედი. მისვლისთანავე ოთახში ავედი, დასაწოლად მოვემზადე და საწოლში შევწექი. დამიანეს შეტყობინება მოვიდა ტელეფონზე ვნახე.
-როდემდე უნდა იყო გაბრაზებული?
-სამუდამოდ._მივწერე და მობილურს ხმა გავუთიშე. საწოლში გემრიელად მოვკალათდი და ტკბილად დავიძინე.



***
ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ <3 ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით და მიხარია, რომ მოგწონთ. მიყვარხართ <3 <3



№1  offline წევრი anuki15

კარგია მომწონს მართლა heart_eyes მაგრამ მგონია ძალიან გიწელა უკვე :/

 


№2  offline წევრი nina.d.

anuki15
კარგია მომწონს მართლა heart_eyes მაგრამ მგონია ძალიან გიწელა უკვე :/

მეც მასე მგონია, რაც გამოვა გამოვა. მიხარია, რომ მოგწონს <3
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი maaaaaar

kargi iyo magram es gaurkvebloba da amati sijiute cota ariyos mosabezrebelia ukve.bolosda bolos damianem ragac gadawyvitos.zogjer ise kargad arian ertmanettan da zogjer nervebs mishlis mati uazro saqcieli:-)bolosda bolos gadaawyvetine damianes rame torem codoa nini.

 


№4  offline წევრი nina.d.

maaaaaar
kargi iyo magram es gaurkvebloba da amati sijiute cota ariyos mosabezrebelia ukve.bolosda bolos damianem ragac gadawyvitos.zogjer ise kargad arian ertmanettan da zogjer nervebs mishlis mati uazro saqcieli:-)bolosda bolos gadaawyvetine damianes rame torem codoa nini.

მალე მოეღება ბოლო გაურკვევლობას :დ
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent