შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში (8)


20-03-2017, 21:23
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 264

თავი 8

დილით ადრე გამეღვიძა და თავში ისევ წუხელ ღამით მიღებული გაფრთხილება მიტრიალებდა, ვინ იყო ის ჩრდილი ან საიდან იცოდა ვინ ვიყავი, კითხვები არ მასვენებდა, საწოლში ვეღარ გავჩერდი ამიტომ ავდექი ხალათი მოვიცვი და ფანჯარასთან მივედი ფანჯრიდან დავინახე როგორ ისხდნენ ბაღში კაილა და ჯოზეფი და საუბრობდნე
-გინდა ბებიას ვთხოვ და ყავას აქ მოგიტანს
-არ არის საჭირო ჯოზეფ, ყავის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს
-გუშინდელმა დღემ კარგად ჩაიარა და ეს შენი დამსახურება კაილა
-მე მხოლოდ მეგობარს ვეხმარებოდი
-კაილა შენი მშობლები რას ფიქრობენ შენს სალემში გადმოსვლაზე?
-მშობლები არ მყავს
-ვწუხვარ არ ვიცოდი
-ტყუილად სწუხხარ მათ მე ბავშვთა სახლში დამტოვეს
-მესმის რომ ეს რთული თემაა მაგრამ თუ დალაპარაკება მოგინდება მე ყოველთვის მოგისმენ
-სალაპარაკო რა არის, მშობლებმა ნაგავივით მომისროლეს, 16 წლის ვიყავი როდესაც ბავშვთა სახლი დავტოვე და ცხოვრება დამოუკიდებლად დავიწყე
-ალექსი სად გაიცანი?
-ალექსი სავაჭრო ცენტრში გავიცანი, როდესაც ბავშვთა სახლიდან წამოვედი ფული საერთოდ არ მქონდა, მაღაზიაში ტკბილეულის მოპარვას ვცდილობდი, დაცვამ დამინახა და რომ არ დავეჭირე ალექსმა გადაიხადა საფასური,
-ვერ ვიჯერებ ტკიბილეულის საფასური გადაგიხადა ახლა კი განუყრელი მეგობრები ხართ, შენ მის გამო სახლი მიატოვე და სალემში გადმოხვედი
-მარტო ტკბილეულის საფასური არ გადაუხდია, მაღაზიიდან გამოსულმა სახლში ვახშმად დაპატიჟა იქ ები გავიცანი, როდესაც ებიმ გაიგო რომ წასასვლელი არ მოქნდა ცოტახანს სახლში შემიფარა, მეგობრები შეაწუხა და სამსახური მიპოვა, ამის შემდეგ ცალკე გადავედი მაგრამ ისინი ყოველთვის ჩემი ოჯახი იყო
-ამას შეიძლება ბედიც ვუწოდოთ - საუბარში გართულ კაილას და ჯოზეფს ვიღაც ძონზებში გამოწყობილი ბიჭი მიუახლოვდა, ფეხზე ძვლივს იდა, ძვლივს სუნთქავდა, მისმა დანახვამ ორივე დააფრთხო
-ეი შენ აქ როგორ შემოხვედი?
-მე ის უნდა ვნახო
-ვინ უნდა ნახო დაიკარგე აქედან -დაუყვირა ჯოზეფმა და ხელით გასასვლელისკენ მიუთითა
-ვერ წავალს სანამ მას არ ვნახ -ჯოზეფი გაბრაზადა მის ძალით გაგდებასაც კი აპირებდა მაგრამ კაილამ ნება არ მისცა
-უკაცრავად ვისი ნახვა გსურთ?
-ამ სახლის ქალბატონის მან უნდა იცოდეს რომ საფრთხეშია
-ვწუხვარ მაგრამ ჩემს მეგობარს ვერ ნახავ, აჯობებს წახვიდეთ
-არა აუცილებლად უნდა ვნახო, მას შეუძლია გაგება, ის უნდა გავაფრთხილო -მეტად ვეღარ შევძელი გულგრილად დგომა ფანჯარასთან, ამიტომ კიბეები სწარფად ჩავირბინე და ეზოში გავედი
-აი ისიც ჩემო ქალბატონო თქვენთვის რაღაც სათქმელი მაქსვს -უცხო ჩემკენ გამოიწია თუმცა ჯოზეფმა არ გამოატარა
-ჯოზეფ ყველაფერი რიგზე გამოუშვი
-ჰო მაგრამ სახიფათოა ის ნამდვილი გიჟია
-გამოუშვი, ჩემთვის რისი თქმა გინდა
-აქედან უნდა წახვიდეთ ჩემო ქალბატონო, საფრთხეში ხართ, დროულად უნდა გაეცალოთ სალემს
-საიდან იცი რომ საფრთხეში ვარ?
-ბოროტებამ უკვე იცის რომ აქ ხართ, იცის რომ მისი შეჩერება შეგიძლიათ და ამიტომ თქვენს მოკვლას შეეცდება
-დამშვიდდი მე არაფერი მემუქრება -მე ვიქტორიას დავუძახე
-გისმენ ალექს
-ვიქტორია გთხოვ ამ ახალგაზრდას რაიმე აჭამე და ძველი ტანსაცმელი მიეცი
-დარწმუნებული ხარ შვილო?
-კი ვიქტორია ყველაფერი კარგადაა, ის აქ ჩემს გასაფრთხილებლად მოვიდა
-კარგი როგორც იტყვით, ახალგაზრდავ გამომყევით -ვიქტორიამ უცნობი სახლში შეიყვანა, კაილა და ჯოზეფი კი გაოცებული მიყურებდნენ
-ამაზე უნდა ვილაპარაკოთ
-ვიცი კაილა, ამიტომ ორივე კაბინეტში წამოდით. ჰო მართლა ჯეიკობი სად არის?
-ბარზარში პროდუქტების საყიდლად
-კარგი ზევით ავიდეთ -სამივე კაბინეტში ავედით, ჯოზეფი ნერვიულად სცემდა ბოლთას, კაილა გაუჩერებლად საუბრობდა მე კი წიგნს ვეძბედი და ვცდილობდი მათთვის ყურადღება არ მიმექცია. ჩემი უყურადრებობა კაილასთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მისი ყვირილი მთელს სახლში ისმოდა
-რა დაგემართა ალექს, საქმე შენს სიცოცხლეს ეხება
-მარტო ჩემსას არა, ყველას სიცოცხლეს ეხება
-რას გულისხმობ? -გაოცებით შემომხედა ჯოზეფმა
-თუ მე საფრთხეში ვარ ყველა საფრთხეში ხართ, ჩემს წინააღმდეგ შეეცდებიან თქვენს გამოყენებას
-როგორ უნდა მოვიქცეთ? -კაბინეტში ჯეიკობი შემოვიდა, მის სახეზე სიცივე იკითხებოდა, ჯეიკი ყოველთვის მხიარული იყო ახლა კი მის სახეზე მხოლოდ სიცივეს ვხედავდი
-თქვენ არაფერს გააკეთებთ, ამას მე მივხედავ
-როგორც იტყვით მის - ჯეიკობი შეტრიალდა და წავიდა, ოთახში მყოფნი ერთნაირად გაგვაოცა მისმა საქციელმა
-რა უნდა გავაკეთოოთ ალექს?
-ჯოზეფ შენ და კაილამ ეს შეშფოთებული სახეები მოიშორეთ სხვა არაფერი მჭირდება
-აქ რატომ ვართ ალექს?
-კაილა თქვენ ორნი წუწუნებთ, მე კი საჭირო წიგნს ვეძებ
-რა წიგნს?
-წიგნს რომელშიც დამცავი შელოცვის შექმნის ინსტრუქციაა
-დაგეხმაროთ?
-ვერ დამეხმარებით, ამ წიგნების გახსნა მხოლოდ მაგიას შეუძლია, ნეტავ არსებობდეს შელოცვა რომელიც ამ წიგნებში ჩაწერილი ყველა შელოცვის დამახსოვრებაში დამეხმარება
-ასეთი შელოცვა არსებობს -კაბნეტში უილიამი შემოვიდა- ყავა მოგიტანეთ ბავშვებო
-რატომ შეწუხდით თავად ჩამოვიდოდით -კაილამ ლანგარი გამოართვა
-წეღან რაც თქვი უილიამ სიმართლეა?
-შელოცვა არსებობს, ის ბაბუაშენმა გამოიყენა ბოლოს
-არ მითხრა რომ რიჩარდს გულისხმობ
-არა, პიტერს ებიგეილის მეუღლეს
-ანუ ბაბუა პიტერმა გამოიყენა შელოცვა რომელმაც ეს ცოდნა წიგნებიდან მის გონებაში გადაიტანა?
-სწორედ ასე იყო ჩემო გოგონა, ამ შელოცვამ მას ძალა მისცა ისეთი ძალა როგორიც სხვა ჯადოქრებს არასდროს ჰქონიათ
-ახლა სად არის შელოცვა?
-არავინ იცის, როდესაც შენი მშობლები აქედან წავიდნენ მან შელოცვა დამალა
-ნუთუ მინიშნება არ დაუტოვებია?
-მან სიკვდილის წინ მითხრა რომ ნამდვილი მემკვიდრე შეიცნობს ყოველ დამალულ შესაძლებლობას ამ სახლისას
-ანუ ის აქ არის და მე ის უნდა ვიპოვო
-ძებნა საიდან უდა დავიწყოთ
-ბავშვებო ვიცი რომ ორივეს ალექსის დახმარება გინდათ მაგრამ თუ შელოცვა ამ სახლშია მას მხოლოდ ალექსი იპოვნის
-გასაგებია მადლობა უილიამ ახლა კი უნდა წავიდე
-სად მიდიხარ შვილო?
-თუ ის უცნობი ბიჭი მართალია სახლს დამცავი შელოცვა უნდა დავადო
-ის ბიჭი უკვე წავიდა, ვიქტორიამ საჭმელი და ტანსაცმელი მისცა და წავიდა
-კარგია, ალბათ ასე აჯობებს
-რაიმე გჭირდება?
-არა მადლობა, ცოტა ხანში დავბრუნდები -მე სახლიდან გამოვედი და მთავარი შემოსასვლელისკენ წავედი, შელოცვების წიგნი გადავშალე საჭირო შელოცვა ვიპოვნე და შელოცვა წარმოვთქვი, ეს იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი, მოულოდნელად ფეხის ხმა გავიგონე
-რას აკეთებ?
-ჯეიკ შენ ხარ?! დამცავი შელოცვა შევქმენი
-და გგონია ეგ დაგიცავს ალექსანდრა ქეროლაინ სმიტ
-ჯეიკ ჩემი მეორე სახელი საიდან იცი ან ასე რატომ მესაუბრები?
-ჯეიკს ცოტა ხნით სძინავს, ის ჩემი ზეგავლენის ქვეშაა -მოულოდნელად ჯეიკმა დანა ამოიღა, ან იმან ვინც მას აკონტროლებდა. ჯერ კიდევ არ მესმის როგორ არის შესაძლებელი ადამიანის კონტროლი, მე ვუყურებდი მას ის ჯეიკივით გამოიყურებოდა თუმცა ჯეიკი არ იყო
-ჯეიკ რას აკეთებ დანა გაწიე, შენ იცი რომ მაგით ვერაფერს დამიშავებ
-ძვირფასო ალექს მას არ შეუძლია გაჩერება, ან ის მოკვდება ან შენ თავად გადაწყვიტე
-ვინ ხარ და ამას რატომ გვიკეთებ?
-კარგად დაფიქრდი ალექსანდრა მე გაგაფრთხილე რომ წასულიყავი შენ კი არ მომისმინე
-შენ ის ხარ ვინც წვეულებაზე ვნახე -ეს ყველაზე უცნაური რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემს წინ იდგა ბიჭი რომელთან ერთადაც ვცეკვავდი თუმცა მის ნაცვლად სხვა მესაუბრებოდა, რაღაც ბნელი და ამოუცნობი. მე ჯეიკის შეჩერებას ვცდილობდი მინდოდა გამომეფხიზლებინა რადგან თავს ვერ ვაპატიებდი თუ ჩემს გამო რაიმე დაუშავდებოდა -ჯეიკ წინააღმდეგობა გაუწიე ეს შენ არ ხარ, გთხოვ არ მაიძულო რომ რაიმე დაგიშავო
-მაპატიე ალექს თავს ვერ ვაკონტროლებ, გააკეტე რამე უფლება არ მომცე რაიმე დაგიშავო
-არ შემიძლია ჯეიკ მე არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს ისე რომ შენ არაფერი დაგიშავდეს -ჯეიკი თანდათან მიახლოვდებოდა მე კი უკან ვიხევდი თუმცა წასასვლელი ბევრი არ იყო, ჩემს უკან შელოცვით დახურული დიდი ჭისკარი იყო
-შენ უბრალოდ გაფიქრებით ქარიშხლის გამოწვევა შეგიძლია ასე რომ ჩემს მოგერიებასაც შეძლებ
-ეს რომ გავაკეთო რაღაც დაგიშავდება- ჩემს და ჯეიკს შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო, ან მისთვის უნდა მიმეყენებინა ტკივილი ან ის მომკლავდა, სხვა გზა აღარ იყო, მე ბევრი ვეცადე თუმცა ამოდ, ჯეიკმა დანა მომიღერა, ის იყო გულში დანას დამარტყამდა, რომ მე რამდენიმე მეტრის დაშორებით მოვისროლე, ის უგონოდ დაენარცხა მიწაზე არ ვიცოდი მოკვდა თუ არა, ან თუ შეწყდა მასზე კონტროლი. ფრთხილად მივუახლოვდი დანას ფეხი ვკარი და მოშორებით გადავაგდე
-ჯეიკ ცოცხალი ხარ? -მისი სუნთქვის ხმა გავიგე ეს იმედის მომცემი იყო
-ალექს რაიმე ხომ არ დაგიშავე?
-ყველაფერი კარგად მაქვს, შენ როგორ ხარ რაიმე ხომ არ მოიტეხე?
-არ ვიცი, მგონი ადგომა შემიძლია - ჯეიკი ძვლივს წამოვაყენე, ის ბარბაცებდა, არც ისე უმტკივნეულოა ალბათ რამდენიმე მეტრის მოშორებით დანარცხება, ჯეიკი მხარზე დამეყრდნო და ასე მივიყვანე სახლამდე. სახლში შესულები ვიქტორიამ რომ დაგვინახა განწირულად დაიყვირა
-ჩემო ბიჭო რა დაგემართ? -მე ჯეიკი დივანზე დავაწვინე და მოშორებით დავდექი, მას თავს ულიამი, ვიქტორია, ჯოზეფი და კაილა ეხვედონენ. ვუყურებდი ამ ხალხს ისინი ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან ჩებთვის ების შემდეგ, ჯეიკს ვუყურებდი და მივხვდი რაც მას დაემართა ჩემი ბარლია, განა მარტო ის რომ მიწაზე დავანარცხე, არა ყველაფერი, ის ჩემს გამო მოაჯადოვეს. იმის გამო რომ ის ჩემთვის ახლობელი იყო. თუ მინდა რომ ძვირფასი ადამიანები დავიცვა მათგან თავი შორს უნდა დავიჭირო
-შვილო ვინ გაგიკეთა ეს? -მოსიყვარულე თვალებით უსვამდა უილიამი კითხვებს ჯეიკს თუმცა ის არ პასუხობდა
-ეს ჩემი ბრალია
-ეს შენ ჩაიდინე ალექს? -ვიქტორიამ შეშფოთებული სახით დამისვა შეკითხვა
-ბებია მას არაფერი გაუკეთებია
-არა ჯეიკ ყველაფერი ჩემი ბრალია, რაც დაგემართა ჩემი ბრალია, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე
-ეს როგორ გაუკეთე ჩემს ბიჭს, ასე მოქცევა როგორ შეგეძლო -ვიქტორიას სახეზე შეშფოთება სიბრაზემ და წყრომამ შეცვალა
-მაპატიეთ, შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ
-შენ საკმარისი გააკეთე, ამიერიდან შენ უბრალოდ ამ სახლის მეპატრონე და ჩვენი უფროსი ხარ, არავითარი ოჯახური სადილები. -ვიქტორიამ ეს სიტყვები ისეთი სიბრაზით მითხრა რომ თავი ვერ შევიკავე და ლოყაზე ერთი ცრემლი ჩამომიგორდა
-ბებია რას ამბობ, ალექს ასე ნუ ელაპარაკები -ჯოზეფმა ჩემი დაცვა სცადა თუმცა ამაოდ
-ის ყველა ჩვენგანისთვის მის სმიტია, ამაზე სიტყვა აღარ გავიგო
-ძალიან გთხოვთ მაპატიეთ ვიქტორია, ამიერიდან თქვენი ოჯახისგან თავს შორს დავიჭერ -მე შევტრიალდი და კიბეები ავიარე, ჯეიკს ცემი შეჩერება უნდოდა თუმცა ფიზიკური ტკივილის გამო ეს არ შეეძლო. მე ჩემს ოთახში შევედი ცრემლი შევიმშრალე და სარკესთან მივედი, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი, რა მომიტანა მაგიამ?! მე მაგიის გამო ნამდვილი ოჯახი დავკარგე, ახლა კი ის ხალხი რომელიც ჩემთვის ოჯახივით იყო ვერ მიტანს, ვიქტორია მართალია მე მის ოჯახს საფრთხეს ვუქმნი. სარკეში ჩემი გამოსახულება თითქოს შეიცვალა, ახლა იქედან სხვა ადამიანი მიყურებდა, მე ის გოგო აღარ ვარ რომელიც სალემში ჩამოვიდა ახლა ჩემში შურისძიებით გამოწვეული სიბნელეა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ოჰოჰოოო, დედაა აქ რეები ხდებაა. ჩვენი ალქაჯი საფრთხისშემცველია.
არ მომეოწნა ვიქტორიას, ასეთი განსჯა, ალბათ სწორად ვტთქვი, უეჭველია ბოდიშIს მოხდა მოუწევსდა მე ასეტ დაუფიქრებლობები არ მიყვარს. გირჩევ რაღაცისთ დააკავშIრო პერსონაჟები ერთმანეთს რამით რითაც გაარჩევნ ვინაა ნამდვილი და ვინ არა, ხო შეიძLება რომ ეს ნამდვილი ჯეიკი არ იყო და უბრალოდ თამაშOბდა. ასე რომ....
ველი შემდეგს!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent