danger/საფრთხე (თავი 2)+18
ინსტიქტურად ფეხი უკან გადავდგი და საწერ მაგიდას შევეჯახე -აქ რატომ მოხვედი? ხმაზე მეტყობოდა რომ ძალიან შეშინებული ვიყავი.ჩემსა და მას შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა იყო დაშორება და ისიც მალევე დაფარა.ხელები მკერდზე მივაბჯინე და შეშინებულმა ავხედე -რატომ არ მომწერე? ზევიდან დამყურებდა და საშინლად მაშინებდა -უბრალოდ...უბრალოდ დრო არ მქონდა ხმის კანკალით ძლივს ამოვილუღლუღე.არაფრისმთქმელი სახით დამყურებდა.ცოტა არ იყოს მაშინებდა მისი ასეთი სახე.თავი ახლოს მოწია.მისგან გაწევა ვცადე მაგრამ ხელი თეძოზე დამადო და მაგრად დამიჭირა -ხვალ ათის ნახევარზე გზაჯვარედინთან დაგელოდები ეს მითხრა და აივნიდან ძალიან სწრაფად გადახტა.რამოდენიმე წამი ერთ წერტილს მივშტერებოდი.გამაბრუა, ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი.თავი ოდნავ გავაქნიე რომ გონზე მოვსულიყავი.მაგიდას მოვშორდი და სააბაზანოში შევედი.ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში ჩემს თავს დავუწყე თვალიერება.სულ აწითლებული ვიყავი.ჯანდაბა რა გამიკეთა ეს.სახეზე ცივი წყალი შევისხი და ოთახში დავბრუნდი.ღამის პერანგი ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.დაძინება ვცადე მაგრამ ვერ მოვახერხე.დიდხანს ვწრიალდებდი საწოლში,ბოლოს მომწყინდა და აივანზე გავედი.სავარძელში ჩავჯექი და ვარსკვლავებს დავუწყე ყურება.მშვიდი, სასიამოვნო ღამე იყო.მხრებზე პრედი ძლიერად მოვიხვიე.გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. შიშველ ფეხებზე უსიამოვნოდ მომხვდა ცივი ჰაერი.თვალები ბრთხილად გავახილე და წამოვდექი.ძირს დაგდებული პლედი ავიღე და ოთახში შევბაჯბაჯდი.საათს შეხვხედე შვიდი საათი იყო ჯერ დრო მქონდა ამიტომ ლოგინში შევწექი და ძილი გავაგრძელე.რამოდენიმე წუთში კი მშვიდად ვფშვინავდი. რვას უკლდა თხუთმეტი წუთი ისევ რომ გამეღვიძა.საწოლიდან წამოვდექი.ორშაბათი იყო ამიტოომ სკოლაში უნდა წავსულიყავი.თვალების ფშვნეტით კარადასთან მივედი და შავი,ვიწრო ჯინსის შარვალი გამოვიღე წითელ,კუბოკრულიან პერანგთან ერთად საწოლზე დავაწყვე და სააბაზანოში შევედი.თმა ავიკარი და თავის მოწესრიგება დავიწყე. რამოდენიმე წუთში ოთახში ვიყავი.გამზადებული ტანსაცმელი მოვირგე და ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავიწყვე.ოთახიდან გავედი და პირველ სართულზე ჩავედი.დედაჩემი წასული იყო.მაგიდაზე დადებული გასაღები ავიღე და სახლიდან გავედი.კარები ჩავკეტე და გაჩერებასთან დავდექი.ავტობუს დიდხანს არ დაგვიანებია, მალევე მოვიდა ამიტომ სკოლაში დროულად ვიყავი. ავტობუსიდან გადავედი და ეზოში შევედი.რამოდენიმე ბავშვს მივესალმე და სკოლის კარებთან მდგარ ლილისთან და სარასთან მივედი.ისინი კლასელები არიან მე კი მათზე ერთი წლით უმცროსი ვარ.გოგოები გადავკოცნე და შუაში დავდექი.რაღაც უაზრო თემაზე ვსაუნრობდით როდესაც მარცხენა მხარეს ძლიერი დარტყმა მივიღე -ნახე რა სიმპატიურია ბიჭია სარამ მითხრა და ეზოში მდგარ ბიჭზე მიმითითა.თვალები ავატრიალე და ღრმად ამოვიხვნეშე -შენ სულ ბიჭებზე როგორ ფიქრობ წარბებ შეჭმუხნულმა ვუთხარი და კიბეები ავირბინა -საღამოს შევხვდებით დავიყვირე და კლასში შევედი.ჩემი ადგილი დავიკავე და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა.დერეფანში გოგოებს შევხვდი და სკოლიდან ერთად გასვლა გადავწყვიტეთ.სკოლის ეზოდან გავდიოდით როდესაც ქუჩის გადაღმა მანქანაზე მიყუდებული ზეინი დავინახე რომელიც როგორც ყოველთვის სიგარეტას ეწეოდა.გამიკვირდა არ ველოდი მას აქ.თვალი ავარიდე და ტროტუარს დავადექით და ლაპარაკში ჩავერთვე.მწველ მზერას ვგრძნობდი ზურგიდან მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევი.მოსახვევში უნდა შევსულიყავით და მაინც გამექცა თვალი. ზეინს გავხედე ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა.ნეტა ვინ არის? -ჯუდი ხო წამოხვალ? ფიქრებიდან ლილის ხმამ გამომიყვანა.თავი გავაქნიე და მას გავხედე -სად უნდა წამოვიდე? წარბებაწეულმა ვკითხე -კლუბში მივდივართ სარამ მითხრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო საათი სანახავად -ამმ...ვერ წამოვალ დედაჩემს მივყვები სადღაც გამახსენდა რომ ზეინს უნდა შევხვედროდი ამიტომ რაც მომაფიქრდა თავში ის მოვიმიზეზე -აუუ წამოო რაა მაგრად გავერთობით შემეხვეწა ლილი მაგრამ თავი გავაქნიე -მაპატიე დღეს ვერა... ტუჩების კვნეტა დავიწყე.მართლა ძალიან მინდოდა მათთან ერთად წასვლა და გართობა მაგრამ ამავდროულად ზეინის ნახვაც მინდოდა.ამიტომ საბოლოოდ გადავწყვიტე ზეინს შევხვედროდი. სახლში მივედი თუ არა ეგრევე ჩემს ოთახში ავედი.დედაჩემი მოსული ჯერ არ იყო.გაკვეთილების მეცადინეობას რომ მოვრჩი რვა საათი იყო. სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე.პირსახოც შემოხვეული დავბრუნდი ოთახში და კარადასთან დავდექი.ჯინსის დახეული შარვალი და შავი ბრეტელებიანი მაიკა გამოვიღე.თმა გავიშრე და ტანზე ჩავიცვი.კეტებს ვიკრავდი როდესაც კარების დახურვის ხმა გავიგე.ალბათ დედაჩემი მოვიდა.ტელეფონი ავიღე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე -დე მოხვედი უკვეე? საათს დავხედე.ათის ოცი წუთი იყო -სად მიდიხარ? დაღლილი ხმით მითხრა და სავარძელში ჩაეშვა -ამმ...სარასთან მივდივარ და ალბათ გვიან დავბრუნდები არ დამელოდო დაიძინე საუბრის გაგრძელება არ მინდოდა.მასთან მივედი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე,შემდეგ კი კარებში სწრაფად გავედი.ღრმად ჩავისუნთქე და გზას დავადექი. ზეინი დათქმულ ადგილას იყო.მანქანასთან იდგა და ასფალტს მიშტერებოდა.მასთან ახლოს მივედი და წინ დავუდექი -გამარჯობა ხმადაბლა ვუთხარი -დააგვიანე არც შემოუხედავს ისე მითხრა,მანქანას შემოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა -დაჯექი მბრძანებლური ტონით მითხრა.მეც მას დავემორჩილე და მანქანაში ჩავჯექი -სად მივდივართ? დაინტერესებულმა ვკითხე მან კი ყურადღება არ მომაქცია მანქანა დაძრა და სწრაფად მოსწყდა ადგილს -ასე ადვილად ენდობი ხალს?იქნებ გიტაც?ან საერთოდ სერიული მკვლელი ვარ სერიოზულად მითხრა და ირონიულად გაიღიმა.მისმა სიტყვებმა ამაფორიაქა და უხერხულად შევიშმუშნე.მან კი იმხელა ხმაზე გადაიხარხარა მოულოდნელობისაგა შევცბი და ერთიანად გამაკანკალა.ვირი! რამხელა ხმაზე იცინის -სა..ა..დდ მ..ი.ი..ვ..ვდ.დ..ი..ვ...ა..ა.რ..თ? ხმის კანკალით ვკითხე და ვიგრძენი როგორ ავხურდი ნერვიულობისგან სახეზე -დაწყნარდი არაფერს გიპირებ უბრალოდ გავისეირნებთ ცოტა არ იყოს მოვეშვი და საზურგეს ძლიერად მივაწექი,თავი გადავწიე და თვალები დავხუჭე.რამოდენიმე წუთი ასე ვიყავი შემდეგ კი გზას გავხედე. დაახლოებით ოცი წუთი ვიარეთ შემდეგ კი მანქანა ტბის პირას გააჩერა.მანქანიდან სწრაფად გადავედი ჰაერი არ მყოფნიდა.მანაც მომბაძა და ისიც გადმომყვა.ცივი ჰაერი ღრმად შეისუნთქე და ოდნავ დავმშვიდდი -კარგად ხარ? ზეინმა მკითხა და ჩემს გვერდით დადგა -კი კარგად ვარ ძალით გავიღიმე და მდორე,მშვიდ წყალს გახედე -ხოარ გცივა? დიდ ხნის სიჩუმის მერე მკითხა -არა თავი გავაქნიე და ფრთხილად ავხედე.მისი თვალები იმდენად საშიში იყო.შავი და მისტიური.დიდი ხანი ვაშტერდებოდი მერე მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და სხვაგან გავიხედე -ის გოგო ვინ იყო დღეს სკოლაში ღმერთო რა ცნობის მოყვარე ვარ!ენაზე მწარედ ვიკბინე და სირცხვილისგან ლოყები ისევ შემივარდისფერდა.ზეინს გაეღიმა და თავი გადააქნია -ჩემი და არის მშვიდად მითხრა.მეც თავი დავუქნიე და ისევ გავჩუმდი -რაიყო უკვე ეჭვიანობ? ჩაიხითხითა და ზევიდან დამაშტერდა. გაბრაზებულმა ავხედე და წარბები შევჭმუხნე -სულაც არა! მკაცრად ვუთხარი და ისევ სხვაგან გავიხედე -კლუბში ხშირად ვერ გხედავ რასაც შენს მეგობრებზე ვერ ვიტყვი ჩემს მეგობრებზე მაინც საიდან იცის?იმაზე მეტი იცის ჩემზე ვიდრე მე მასზე! -ამმ ჰოო არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები მაგრამ მათ გამო იძულებული ვხდები მეც წავიდე -ჰოო არც დალევა არ გიყვარს ირონიულად თქვა და მანქანას მიეყრდნო -არ მიყვარს! შევუბღვირე -ჰმმ ალბათ წარბაწევით მითხრა და ჯიბეებში ხელბი ჩაიწყო -სახლში წამიყვანე მინდოდა ცოტა მკაცრად გამომსვლოდა მაგრმ არ გამომივიდა.კარები გამოვაღე და ჩავჯექი.რამოდენიმე წუთში ისიც მომყვა და მანქანა დაძრა.მალევე ჩმი სახლის კარებთან გააჩერა -მადლობა ვუთხარი და მანქანიდან გადავედი -შეხვედრამდე მომაძახა სანამ კარებს მივხურავდი.თავი გავაქნიე და სახლში სწრაფად შევედი.დედაჩემს ეძინა ამიტომ ჩუმად ავირბინე კიბეები და ოთახში შევედი.ტანსაცმელი გავიხადე და ჩემი ვეფხვებიანი პერანგი ჩავიცვი შემდეგ კი საწოლში შევწექი.რამოდენიმე წუთში კი მშვიდად მეძინა და ტკბილ სიზმრებს ვხედავდი ველი კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.