შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 14


22-03-2017, 09:09
ავტორი Lex
ნანახია 1 589

14.
ფიფომ ძველი საქმის მასალები გამოითხოვა. ყველაფერი ისევ და ისევ თავიდან იყო დასაწყები, ხელჩასაჭიდი კვლავ არაფერი ჰქონდა. მხოლოდ გუმანით ხვდებოდა, რამდენიმე დანაშაული ერთმანეთთან კავშირში უნდა ყოფილიყო და მათ ერთი საერთო მკვლელი ჰყავდათ...
„თუმცა შეიძლება ორიც... ან რაიმე დაჯგუფებაა და...“
ათასნაირად ატრიალებდა ფიქრებს...
ცნობილი ფაქტია, მკვლელს ჩადენილი დანაშაულის ადგილას დაბრუნება სჩვევია, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე გაუხსნელი რჩება.
სწორედ ამ ჩვევის გამო კინაღამ ლამის ხელში ჩაუვარდა დამნაშავე, მაგრამ ისე ოსტატურად გაექცა, თვალის მოკვრაც ვერ მოასწრო... დიდ ხანსაც სდია და ფაქტიურად გამოვიდა, რომ ლანდს უფრო დასდევდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს... და ასევე განმეორდა რამდენჯერმე...
„რა არის ეს?.. მოჩვენებას მივყვები კვალ და კვალ და მერე ქრება...“
მასალა უზარმაზარი იყო, რაც კი რამ იყო მკვლელობასთან დაკავშირებული, არა მარტო წლევანდელი, გასული წლების საქმეებიც თავიდან იყო გადასახედი, თუნდაც უკვე გახსნილი ან სხვისი გამოძიებული.
სამსახური რომ დაიწყო, პირველივე საქმე ძალიან ადვილად გახსნა, ფაქტიურად არც არაფერი იყო გასახსნელი, თვითმკვლელობის ფაქტი სახეზე იყო, თუმცა მაინც წარმატებად ჩაუთვალეს და მაშინათვე იღბლიანად მონათლეს, რესტორანიც კი აკისრებინეს...
„ღირს კი ამ საქმის გადახედვა? თვითმკვლელობა იყო და მორჩა!.. ტყუილად დროს ვკარგავ“
ამ ფიქრებში იყო, როცა შემთხვევით სიკვდილის თარიღს მიაქცია ყურადღება... „თვის ბოლო შაბათიიი...“
ამის აღმოჩენაც, ისევე როგორც შენიღბვა მიმის დამსახურება იყო.
ყველას ის საქმე ქრონოლოგიურად დაალაგა, რომელიც თვის ბოლო შაბათს იყო ჩადენილი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი სულ ოცდათხუთმეტი შემთხვევა აღმოჩნდა. აქედან ყველა ის მსხვერპლი გამოჰყო, ვინც ოცდაათი-ორმოც წელს გადაცილებული იყო, ან უფრო მეტი...
ხელში სულ თხუთმეტი საქმე შერჩა...
„მდააა... ანგარიშს უსწორებს იმ ხალხს, ვინც მკვლელად აქცია... “
ფიფო უკვე ხმამაღლა ფიქრობდა, გვერდით არც მიუხედავს ისე დასწვდა ყავის ფინჯანს... გაცივებული ყავა საშინლად უგემურად მოეჩვენა... რა დროს ყავააო... თავიც აღარ აუწევია ისე განაგრძო მუშაობა...
მისი პირველი საქმე... ფიფოს კარგად ახსოვდა ის დღე. ორმოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი, თავისი სახლის აივანზე იპოვნეს ჩამომხრჩვალი.
ძველი ურემონტო, უსუფთაო, მოუვლელი სახლი, ვირთხების სოროდ იყო ქცეული. გაურეცხავ, ჭერამდე ასულ ჭურჭელს ობიც მოჰკიდებოდა. საშინლად ჭუჭყიან საწოლზე, ზეწარიც კი აღარ ეფინა, დაფლეთილი, ბამბებად ქცეული საბანი. ნახევრად დაშლილი კარ მომტვრეული კარადა... დაცარიელებული ოთახები ნაგვით იყო სავსე. თუ რამ ებადა რა ხანია გაფლანგული ჰქონდა, არც ოჯახი ჰყავდა, მის ერთადერთ ქონებას, ქალაქის განაპირა, ძველი, ნახევრად სახურავ მოხდილი სახლი წარმოადგენდა. დიდი ხნის უმუშევრობის გამო დეპრესიამდე მისული სულ მთვრალი დაიარებოდა. ვინ იცის რამდენჯერ ქუჩაში უპატრონო ძაღლივით დაგდებული პატრულს მიუყვანია საავადმყოფოში... ყველასგან და ყველაფრისგან მივიწყებული კაცისგან თვითმკვლელობაც აღარ იყო გასაკვირი. ეს საქმე გახსნილივე შემოვიდა, ფიფოს გონზე მოსვლა არ აცალეს, ისე ულოცავდნენ და სამსახურის წარმატებით დაწყების აღნიშვნას მოითხოვდნენ. საქმის მასალებსაც ბოლომდე აღარც ჩაუკვირდა.. მედ.ექსპერტი ცოტას კი ყოყმანობდა მაშინ რაღაცას... თითქოს... „ყველაფერი თვითმკვლელობაზე მიუთითებს, თუმცა...“
მაგრამ თანამშრომლებმა აღარ დააცადეს მოსმენა ისე სტაცეს ხელი...
მშვენივრად მოილხინეს რესტორანში... მეორე დღეს ბახუსისგან თავი ისე უსკდებოდა, ისე ჩააბარა ანგარიში და ახალი საქმის მოლოდინში გაიტრუნა, სიამაყე ამბიციაში გადაეზარდა, თავს გენიოსად გრძნობდა...
ფიფო ფოტოებს გულისყურით აკვირდებოდა. მსხვერპლს, სახე ცალკე ლოთობისგან და ცალკე ასფიქსიისაგან ჰქონდა გალურჯებული, სადღაც ესეც ნიღაბს აგონებდა, თუმცა ბუნებრივს...
„და მაინც ნიღაბი... ისევ ნიღაბი... ნეტა რის თქმას აპირებდა მაშინ ჩვენი ექსპერტი?.. ემახსოვრება კი?..“
სამწუხაროდ ექსპერტს არც ახსოვდა რის თქმა სურდა მაშინ:
- და რამ გადაგაწყვეტინა გახსნილი საქმის თავიდან ამოქექვა?.. თუ ჩემს შესაძლებლობაში გეპარება ეჭვი?
ექსპერტი ახალგაზრდა ლამაზი ქალი იყო, გაცნობის დღიდანვე მოეწონა ფიფო, რომელმაც ყურადღებაც კი არ მიაქცია, ისე იყო აღფრთოვანებული, პირველივე წარმატებული საქმის გამო სიხარულისგან ძლივს იდგა ფეხზე.
- შენ არაფერ შუაში ხარ, მინდა ყველაფერს თავიდან გადავხედო, რაღაც ეჭვები გამიჩნდა, მინდა ყველა ჩემი საქმე ამოვქექო.
- და რა ეჭვებია არ გამიმხელ?
ქალი ახლა უკვე აშკარად გაეკეკლუცა ფიფოს
ფიფომაც შეიფერა:
- რატომაც არა... არა ყავა არ მინდა, გმადლობ, პირდაპირ საქმეს შევუდგეთ, წინ კიდევ უამრავი მასალაა.
მედექსპერტი ცოტა უკმაყოფილო სახით მიუჯდა მაგიდას, უნდოდა ყავა შეეთავაზებინა, რომ შემდგომ ფიფოს დაპატიჟების ჯერი დამდგარიყო, თუმცა მისდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე არაფერი გამოუვიდა. ფიფო მთელი გონებით იყო ჩაფლული საქმეში და ქალს ზედაც არ უყურებდა.
- სამწუხაროდ შეცდომა დამიშვია, ჩემდა სამარცხვინოდ ასეა...
ფიფო გაშტერებული უყურებდა მონიტორს და ვერაფერს ხვდებოდა
- ხედავ ამ ზოლს კისერზე?
ფიფომ თავი დაუქნია, რა თქმა უნდა ხედავდა, თოკის სქელ ნაჭდევს
- ეს ზოლი ზედმეტად თანაბარი რგოლივით სწორად მიდის, ისეა რომ თითქოს თავი უნდა გადაჭრან, ჩამოხრჩობილს კი წონის სიმძიმის გამო ეს ზოლი უფრო დამრეცად ექნებოდა... ცალკეულად რომ განვიხილოთ, ნაჭდევს ოვალის ფორმა უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე წრის.
- ესე იგი ჯერ მოგუდეს და მერე ჩამოჰკიდეს ხომ?.. ეს...
- ეს მკვლელობაა ფიფო!

LEX·2016 წლის 21 მაისი, კვირა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent