შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ზმანება (12 ნაწილი)


17-10-2015, 22:45
ავტორი ანკა
ნანახია 4 590

ტანზე ვიცვამდი, როდესაც ოთახის კარი დემემ შემოანგრია და განერივულებულმა ამათვალიერა.
-რა ხდება? - ვკითხე შეშინებულმა და თან ჩემი სხეულის შიშველი ნაწილები ხელით დავფარე.
-მამაშენმა გაიგო რომ აქ ხარ და მოდის - მიპასუხა დაუყოვნებლად.
-რაა? - უცბად წარმოვიდგინე რა მოხდებოდა თუ მამაჩემი დემეს ნახავდა და გული საშინლად ამიჩქარდა.
-ბიჭები მოდიან უკვე, მაგრამ არამგონია ჩამოასწრონ - თქვა საქმიანად და ტანსაცმელბის ჩემოდანში ჩაყრა დაიწყო.
-დემე რას შვები? - ვკითხე ხმის კანკალით.
-ჩემოდნები უნდა გადავმალოთ და ჩვენც მოშორებით წავიდეთ. შემდეგ თოკო ან ვახო დამირეკავს და წავალთ - ორივეს ჩემოდან მხარზე მოიგდო და გარეთ გავიდა აჩქარებული ნაბიჯით.
-აუ დემეე... - ავეკიდე პატარა ბავშვივით.
-რაიყო... - წამსვე მოტრიალდა და ცოტა უხეშად მომმართა.
-მეშინია... სად უნდა წავიდეთ? - ვკითხე ტირილის პირას მისულმა. ჩემოდნები ძირს დადო, მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. შემდეგ თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
-ნუ გეშინია... არ ვიცი, მოვიფიქრებ... ალბათ სჯობს მშობლებს გაყვე, არ მინდა რომ ცხოვრება დაინგრიო და დედ-მამასთან ურთიერთბა გაიფუჭო.
-კარგი რაა... - ამოვიკნავლე განწირულად და ცრემლების ნაკადს გასაქანი მივეცი.
-აბა რა გავაკეთო? რა გავაკეთო ამის დ***ც!!! - მომშორდა და ბოლო ხმაზე იღრიალა. მე ტირილს ვუმატე და თავი დავხარე. ასე წოწიალი არ შეიძლებოდა, მეც ვიცოდი, მაგრამ სხვა რა გამეკეთებინა?
-ისინი დაგვაშორებენ... - ამოვიჩურჩულე სევდიანად. დემემ ამოიოხრა და ისევ მე მომიახლოვდა.
-მომისმინე... - მითხრა და ღრმად ამოისუნთქა - მოდი ასე მოვიქცეთ. შენ გაყევი მშობლებს და დაუჯერე რასაც გეტყვიან. შეეცადე დამივიწყო. წადი და ის გიო გაიცანი, იქნებ შენც მოგეწონოს
-რატომ? - ლაპარაკი გავაწყვეტინე და თვალებში დავაკვირდი, რომელიც აქამდე არნახული სევდით მიმზერდა.
-იმიტომ, რომ შენთვის ასე ჯობია - მიპასუხა დარწმუნებით.
-შენ? დამივიწყებ ხო? მეც მორიგი გოგო ვარ არა?! - გავბრაზდი და ბოლო ხმაზე ვუყვირე.
-მართლა ასე გგონია? - მკითხა სევდიანად.
-როგორც ჩანს ასეა - ვუპასუხე გულდაწყვეტილმა.
-არაა ასე! მე გიშვებ, იმიტომ რომ მინდა შენ იყო კარგად! მე ვერ დაგივიწყებ! შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ შენს გარეშე მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ შენი ცხოვრება მე არ დავანგრიე! - მითხრა გაღიზიანებულმა ხმამაღალი ტონით და ბოლოს ხელები ჩამოუშვა.
-ჩემი ცხოვრება ყველა ვარიანტში დაინგრევა! თუ შენ აგირჩევ, მშობლებს დავკარგავ და თუ მათ ავირჩევ შენ დაგკარგავ! მე კიდევ არჩევანს შენზე ვაკეთებ, მაგრამ როგორც ჩანს შენ არ გინდა ჩვენი სიყვარულისთვის ბრძოლა - ვიცოდი, რომ ამ სიტყვებით მათ მოქმედებისკენ წავაქეზებდი და სპეციალურად ვეუბნებოდი.
-კი მაგრამ...
-არა! - გავაწყვეტინე მაშინვე - მე შენთან მინდა გესმის?! სხვასთან არ მინდა! არ მინდა და მორჩა! თავს მოვიკლავ იცოდე! - ისტორიულად ვისვრიდი სიტყვებს და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი. უეცრად დემე ჩემთან მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა. მთლიანად გამაშეშა. მკლავებში მჭიდროდ ვყავდი მოქცეული, რომ ვერ გავნძრეულიყავი.
-დამშვიდდი... ჩუუ... - დამიწყო დაწყნარება და იქვე დივანზე ჩამოჯდა, მე კიდევ კალთაში ჩამისვა.
-მიყვარხარ... - ძალაწართმეულმა ამოვისრუტუნე მისი კისრიდან და უტიფრად განვაგრძე მაისურის დასველება.
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა. ჩემი ცხოვრება ხარ, ხომ იცი... - სახეზე მომეფერა და ცრემლები მომწმინდა, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა და ისევ ძლიერად ჩამეხუტა.
-მეშინია... - ვუთხარი გაბზარული ხმით, ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და უფრო ავეკარი.
-საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ - მითხრა დარწმუნებით.
-შენი დაკარგვის მეშინია... - ვუთხარი ცრემლმორეულმა და ძლიერად ჩავეხუტე.
-არ ინერვიულო... ყველაფერს გავუძლებთ. არამგონია შენმა მშობლებმა შენს გრძნობებზე წინ ფული დააყენონ - მითხრა შედარებით მშვიდად და ძლიერად ჩამიხუტა. მშვიდად არა? გული ჩიტზე სწრაფად უცემდა... ვიცოდი რომ ისიც ღელავდა.
-არ ვიცი... - ამოვისლუკუნე უღონოდ.
-გთხოვ, შენი ცრემლები არ დამანახო რაა... - დემემ თვალებში სევდიანად შემომხედა და ცრემლები ცერა თითით მომწმინდა.
-არ შემიძლია... - თავი დავხარე და ისევ ტირილი განვაგრძე...
აი, სიზმარიც ახდა! მაინც ახდა ეს საზიზღარი სიზმარი! სიტყვა-სიტყვით! და ამან კიდევ უფრო მეტად დამაღონა...
-მომისმინე. ახლა დაიძინე კარგი? ცოტას დაისვენებ - მითხრა მზრუნველად.
-მამაჩემი რამდენ ხანში ჩამოვა? - ვკითხე და დაბინდული თვალებით შევხედე.
-3 საათში - მიპასუხა მაშინვე.
-კარგი... - ვუპასუხე და ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი, როდესაც მან ისევ თავის კალთაში დამაბრუნა.
-აქ დაიძინე - მითხრა და ისე საყვარლად შემომხედა, რომ ღიმილი ვერც მე შევიკავე. მის მკლავებში გავიყურსე, თვალები დავხუჭე და დავიძინე...

..........
არ ელოდით ხომ???
მიყვარხართ! ველი კომენტარებს!!!



№1  offline წევრი kora

ოღონდაც არ დააშორონ ფულზე დახამებულმა მშობლებმა რა, შენი იმედი მაქ მე, მჯერა არ გაწირავ ამ საყვარელ გვრიტებს
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონს და არ დააშორა რა

 


№3  offline წევრი dadeshqeliani

ძალიან ძალიან კაია <3 რა სიცოცხლეა დემე <3 გთხოვ ესენი არ დააშორო რა :(

 


№4  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს ნუ აგვიანებ და ჩემი დემეს არაფერი დაუშაო თორე იცოდე მოგკლავ love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent