ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 6-7) დასასრული
-ჩემი პრინცესა დაგარქვი!!-მხოლოდ ეს სამი სიტყვა თქვა და ბეჭზე აკოცა.. სიტყვებს არ უჯერებდა...გაოგნებულმა ახედა ლუკას, დაინახა ბიჭის თვალებში მოციმციმე პატარა ჭინკებს..მარიამს გაეღიმა და მაგრად ჩაეხუტა მისთვის მიუწვდომელ და თბილ სხეულს..ლუკა ვერ იჯერებდა,რომ ახლა მის მკლავებში მარიამი იყო. ხელები სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა, შუბლზე აკოცა და ჩუმად ტუჩებთან უჩურჩულა -მიყვარხარ-მარიამმა პასუხის ნიშნად, ფრთხილად შეახო მისი წითელი ტუჩები ლუკას დიდ სქელ ტუჩებს, იმ წამს მათ ირგვლივ არავინ და არაფერი იყო, ერთმანეთით ივსებოდა ეს ორი ადამიანი. დაბადების დღე დარჩა მათი ცხოვრების უტკიბილეს მომენტად, რომელიც მუდამ იარსებებდა ამ ორის გულში.. 8 თვის შემდეგ -ბექა-ჰკრა ნინიმ ხელი საწოლზე გაშოტილ მამაკაცს -ჰო ჩემო ცხოვრებავ-გადაბრუნდა გოგოსკენ, გამობურცულ მუცელზე ხელი ნელა დაუსვა და ეამბორა მასში არსებულ პატარა სიცოცხლეს -მე და ჩვენს პატარას მწნილი გვინდა-კმაყოფილმა აწია წარბები ზემოთ -კარგი, გაგიხსნი ახლავე -არა, აღარ გვინდა!-შეაჩერა კარებთან მდგარი-ჰმმ, იცი რა მოგვინდა? ნაყინის ტორტი მარწყვით, კიდევ ვაშლი და წაბლი-ემოციებს ვერ მალავდა ნინი -კარგი ახლავე ჩემო ტკბილებო-გაუღიმა ნინის ბექამ-მაგრა წაბლი სად გავჩითო?-დაიწუწუნა -აღარ გვინდა -აბა რა გინდაათ?-გიჟს გავდა მთელი 8 თვე ბექა, თუმა თავისი ცოლისა და შვილის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი -მაგარი მოვიფიქრე, ახლავე დაურეკე ჩვენებს -რატო ნინიკო? რამე ხდება? -კი-ტაში შემოჰკრა -გვიანია ახლა ეძინებათ -არ მაინტერესებს!-გაბრაზებულმა თქვა-მე დავურეკავ-დაავლო ხელი მობილურს და სწრაფად აკრიფა მარიამის ნომერი * * * მე და ლუკას ჩახუტებულებს გვეძინა ტელეფონის ზუზუნის ხმა, რომ გავიგონე, წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ლუკა ხელს არ მიშვებდა -ლუკა -დაიძინე -ტელეფონია -არაუშავს -რა იცი ვინა? დაიცა 2 წუთით რა-ხელი ჰკრა ოდნავ და წამოდგა, როცა ნინის ნომერი დაინახა სწრაფად უპასუხა -ჰო ნინ? -... - რა ხდება?-ხმა შეეცვალა მარიამს -... -კარგი,მაგრამ მითხარი, რომ ყველაფერი კარგადაა და 10 წუთში მანდ ვარ -.... -კარგი ახლავე გამოვალთ-გათიშა მობილური და ლუკას გაღვიძება სცადა -ლუკა -ჰო -ნინი იყო -რა მოხდა?-წამოჯდა სწრაფად ლუკა -ახლავე წამოდით ჩემთანო -ჰო ყველფერი რიგზეა? -არ ვიცი წამოდი-სწრაფად ამოიცვა მარიამმა შორტი და ტოპი გადაიცვა * * * 10 წუთში კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა,ბექა კიბეებზე დაეშვა და კარები ლუკასა დამარიამს გაუღო -ჰო ყველაფერი რიგზეა?-ნერვიულად შევარდა სახლში მარიამი და ნინის ძებნა დაიწყო -კი ნუ დარდობ -რას ნუ ვდარდობ ბიჭო, რა ხდება? -ადი ზემოთ ნინისთან ოთახის კარი შეაღეს, დაინახა მარიამმა, საბა, ნინაკა, ირაკლი და ლილე როგორ იჯდა ოთახში და ნინის გაფაციცებით უყურებდა -ძალიან კარგი-გაიღიმა ნინიმ-ახლა მხოლოდ სანდრო დარჩა მოსასვლელი და დავიწყებ -იმედია მალე წამოგცდება პირიდან სიტყვები, ღამის 4 საათზე იმედია ტყუილად არ მომიყვანე აქ-დაამთქნარა ირაკლიმ და თავი საზურგეს მიადო -რა ხდება?-შავარდა ოთახში სანდრო -მშვიდობა და სოლიდარობა-აუწია ხელი ლუკამ ახლადმოსულს -ბექა, შენ მაინც თქვი რამე-გახედა ნინაკამ ბიჭს -მეც არაფერი ვიცი -მაგისთვის რომ მეთქვა აქ აღარ მომაყვანიებდა თქვენს თავს -დაიწყე ახლა-დაუქაჩა თვალები მარიამმა -მაცადე ახლა-გაიცინა ნინიმ-ესეიგი, როგორც იცით ჩემი პატარა სულ მალდ დაიბადება, მე კი მინდა 1 თვე ჩემს მეგობრებთან ერთად დავტკბე, ამიტომ გთავაზობთ მთაში წასვლას-გაიკრიჭა ნინი -ამიტო მომიყვანე შუაღამეს აქ?-ხელები მოხვია ლილეს სანდრომ და ნინის გადახედა -ჰო-ტაში შემოჰკრა ნინიმ -ამან სულ გაუბერა-დაქაჩა თვალები ირაკლიმ -არ გამიბერია-თვალები ცრემლებით აევსო ნინის -ჩაი*ვი ირაკლი-შეუბღვირა ბექამ ბიჭს -ჩემო თოჯინა როდის გინდა წავიდეთ? -დღეს 12 საათზე-გაიცინა ნინიმ -სად?-გაუღიმა საბამ ორსულს -ფშავში -ვაუ-გაუხარდა მარიამს-მაგარი იქნება -კი გეთანხმებით, მაგრამ ახლა თუ არ დავიშალეთ და გამოვიძინეთ ვაი მერე ჩვენ-თვალები მილულა ირაკლიმ -მართალია-დაეთანხმა ლუკა-სჯობს დავიშალოთ 11 ზე შევიკრიბოთ და წავიდეთ -ბარგი?-გახედა ლილემ ძმას -დილით ადგები და ჩაალაგებ-სანდრომ აკოცა ყელში თავის გოგოს -ჰო 2 მანქანით წავალთ, საბა შენით წავიდეთ-ბექამ გადახედა ბიჭს-და მეორე ჩემით -კაი, მასე ვქნათ-დაეთანხმა ბიჭი -ვაიმე ხვალ ჩემი ბიძაშვილი რომ ჩამოდის?-შეიცხადა მარიამმა -გიორგი?-გაუხარდა ნინას -ჰო -მაშინ გიო რომ ჩამოვა მერე წავიდეთ, რომელზე ჩემოდის?-საათს დახედა სანდრომ -2 საათზე შუადღეს -ჰოდა ჩავტენოთ მანქანაში ბარგიანდ და წავიყვანოთ -მასე აჯობებს-მოიწონა ლუკას აზრი ირაკლიმ და წყალი მოსვა -დავიშალოთ მაშინ-ბექამ ცოლს ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და საწოლზე ჩამოჯდა..ყველა წამოიშალა და თავიანთი სახლებისკენ დაიძრნენ.. * * * -გიო-ყვირილით გაიქცა მარიამი მამაკაცისკენ და მაგრად ჩაეხუტა -მარუს-მთელს სახეზე კოცნიდა ბიჭი გოგონას, ლუკას ეღიმებოდა და უხაროდა, რომ ასე უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ეჭვიანობდა, ფიქრობდა ასეთი რაღაც სხვანაირ სიტუაციაში რომ მენახა ნამდვილად მოვკლავდი ჯერ გიორგის, მერე მარიამს და ბოლოს საკუთარ თავს ჩავა*აღლებდიო. როგორც იქნა მოშორდა მარიამი გიოს, ბავშვებისკენ დაიძრნენ, ბიჭს თვალები შუბლზე აუვიდა როცა ნინის გაბერილი მუცელი დაინახა, ძარღვები დაებერა, რა აღარ იფიქრა, თვალებით ეძებდა ამ ყველაფრის ჩამდენს -სადაა ის ნაბი*ვარი ვინც ეს ჩაიდინა? დაგაორსულა და მოგაგდო ჰო? ვინა? სახელი? გვარი? ასაკი? ნომერი? სად აგდია ის...-სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ბავშვებმა სიცილი რომ ატეხეს -რა გაცინებს გოგო სრულ ჭკუაზე ხარ?-დაიგრგვინა გიორგიმ -გიუშ გაიცანი ჩემი ქმარი და მომავალი ბავშვის მამა ბექა-წარუდგინა ბექა გიორგის და მაგრად აკოცა მეუღლეს -ტუპიაკო-გაიცინა გიორგიმ-ვერ ამოიღე ხმა მანამდე?-იცინოდა და ხელი გაუწოდა სიძეს -ვინ დამაცადა-წარბები აათამაშა ნინიმ..საბოლოოდ ახლა ყველა მანქანაში იჯდა და მიემართებოდნენ თუშეთისკენ 2 მანქანით წავიდნენ.. საბას მანქანაში იჯდა:საბა, ნინაკა, ირაკლი და გიორგი. მეორე მანქანაში- ბექა, ნინი, სანდრო და ლილე, ლუკა და მარიამი. მეორე მანქანა სიყვარულს მოეცვა მთლიანად..ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ეფერებოდნენ..ჭკუაზე არ იყვნენ ისე უხაროდათ...რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ -გამარჯობა თუშეთო!!!-დაიყვირა მარიამმა და იქვე ბალახის მძოველ ძროხას გახედა, რომელიც კუდს აქეთ-იქეთ აქნევდა -ჰალელუია-გაუხარდა ლილეს -დავისვენებთ!-გაუხარდა საბას -ბავშვებო ახლა ბინა უნდა ვეძიოთ?-თვალები გადაატრიალა ირაკლიმ -სასტუმროში წავალთ-გახედა სანდრომ -ჰმ, ჰმ-ჩაახველა ნინაკამ-იცით სასტუმრო არ დაგვჭირდება-გაიღიმა ფართოდ -რატო?-გაუკვირდა ლილეს -ჩემი დაქალების მამას აქ სახლი აქვს 3 სართულიანი, გოგონებმა იქ დაგვპატიჟეს, თავადაც იქ არიან და წავიდეთ -სირცხვილია ნინაკა, სჯობს სასტუმროში წავიდეთ-საბამ ხელი მოხვია გოგოს -მართალია საბა-დაეთანხმა ყველა ბიჭს -ჰო, მაგრამ უფროსები არ არიან, მშობლები საზღვარგარეთ ჰყავთ, ისინი მარტო არიან და წავიდეთ, გაბრაზდებიან, რომ ვუთხრა უარი-საცოდავად გახედა ნინის ნინაკამ -კაი გოგოები არიან?-იკითხა ნინიმ, ყველას გაუკვირდა რას კითხულობსო -ტყუპები არიან, მართლაც კარგები -ჰოდა მივდივართ, ირაკლის და გიორგის გოგოები ვუშოვეთ-გაიკრიჭა ნინიმ, რა ჰქნან, ნინის ვერ ეწინააღმდეგებიან ვერაფრით -დაიცადე შე პატარა ჭორიკანა დაიფუშო-თითი დაუქნია გიორგიმ-მერე ერთი როგორ გასცემ ბრძანებებს ვნახავ აგერ -აუ, შემარგე რა-გაიკრიჭა ნინი და მანქანაში დაიკავა ადგილი * * * -ნინაკა-დაიყვირა ერთ-ერთმა ტყუპმა და გოგონას მაგრად ჩაეხუტა -ნინა-გამოვარდა მეორეც და მიიკრა დაქალი გულში -სესილი და ემილი-ჩაიხუტა გოგოები ნანკამ -გაიცანით, ჩემი გოგოები-წარუდგინა ყველას ნინაკამ ტყუპები..გოგოებმა ღიმილით და დიდი სიხარულით მიიღეს ბავშვები..ოთახებიც დაინაწილეს, საქმე ის იყო, რომ უბრალოდ და შეძლებისდაგვარად ირაკლი და გიუშა ერთად წვებოდა, ვინ შეუშვებდათ აბა ამათ ცალ-ცალკე, წყვილები ერთად ნებივრობდნენ, მოეწყვნენ და ყველა პირველ სართულზე შეიკრიბა -მოკლედ სტუმრებო ხვალ დაგათვალიერებინებთ ძალიან მაგარ ადგილებს, აქ ერთი საოცარი მდინარე გვაქვს, უმაგრესია, იქ წავიდეთ, კოშკებს განახებთ კიდევ, მოკლედ გიდები ვიქნებით-გაიცინეს ტყუპებმა -უკაცრავად გიდი გამოძახებით არა?-ტუჩი მოიკვნიტა ირაკლიმ -ასეთ გიდებზე არც მე ვიტყოდი უარს-განაცხადა გიორგიმ და ერთი გემრიელი მუშტიც მიიღო მარიამისგან -რა იყო გოგო? შენ თუ ერთობი მე არ მინდა? -24 წლის ხარ და ჭკუა ისევ ბავშვის-დაუბღვირა გიორგის -დაანებე-გაუცინა ლუკამ და მარიამს მაგრად აკოცა ყელში -აუ-დაიკრუსუნა ნინიმ -რა იყო სიცოცხლე?-ბექა მივარდა მაშინვე -მუცელი ამტკივდა -რატო?-გაიკვირვა ლილემ-ჯერ ჰო ადრეა? -ვაიმე, რავიცი რამდენიმე დღეში მეცხრე თვეში გადავალ -წყალი ჰო არ გინდა?-იკითხა მარიამმა -არა მადლობა-გაუღიმა ნინიმ და ისევ გასწორდა-ვითამაშოთ რა-გაიცინა გოგონამ -რა უნდა ვითამაშოთ?-გაუკვირდა ემილის -ჰმმმ, მოდი ვითამაშოთ სურვილებზე წეროები -აუჰ-გაიცინა სანდრომ -მოგებულს ყველა დანარჩენთან აქვს სურვილი, ჩემს გარდა-და მუცელზე ხელი გადაისვა -კარგი-გაიცინეს და დიდი ჯაჭვი გააკეთეს -წეროები? -მიფრინავენ -სად? -შორს -რამდენი? -35 -1..-ყველა თამაშობდა, ჯერ სანდრო, მერე საბა, სესილი, ემილი, ირაკლი, ლილე, ნინაკა, გიორგი და ლუკა გამოვარდა, დარჩა ნინი, მარიამი და ბექა..ბრახ!-და ნინი გამოვარდა, ქმარმა არ დაინდო, ახლა უნდა იბრძოლოს მარიამმა...! -რამდენი? -4 -1.. -2.. -3.. -მიდი დაარტყი მარუს-იცინოდა ბექა -მაცადე! -ვერ დაარტყამ ბრახ!!-გაისმა ვიღაცის დაცემის და ჭიქის გატყდომის ხმა, ყველა სამზარეულოში შევარდა, დაინახეს იატაკზე გულწასული ნინაკა, სწრაფად მივარდა საბა, მაშინვე ჩასვეს მანქანაში და ემილის წყალობით სწრაფად მიიყვანეს სახლის ექიმთან. ყველა იქ იყო, ზოგი გარეთ იდგა, ზოგიც ოთახთან ან ფოიეში -მოკლედ, თქვენი ნინაკა სუსტადაა, მიზეზი თავად კარგად იცის ამ ყველაფრის, თან უკვე დიდი ხანია-გაიცინა ქალმა -რა სჭირს?-ადამიანს აღარ ჰგავდა საბა -შებრძანდით და თავად გაიგებთ-გაუცინა ექიმმა და ოთახისკენ გაუძღვა.. -ნინაკა-შესვლისთანავე ჩაეხუტა საბა გოგონას -საბა-აკოცა ბიჭს -როგორ ხარ? რა დაგემართა? -გული წამივიდა, მაგრამ უკვე კარგად ვართ -რა?-სახე გაუფითრდა ბიჭს -რა?-გაუკვირდა გოგონას -რა..რა თქვი? გაიმეორე-სუნთქვა აუჩქარდა ბიჭს -კარგად ვარ-თ -გამოკვეთა სიტყვა ნინაკამ და გაუღიმა საბას, საბა სწრაფად გავარდა ოთახიდან, გაიქცა გარეთ, ნინაკა ატირდა, ოთახში ყველა შევიდა და ეკითხებოდნენ რა მოხდა, თუმცა როცა საბას ყვირილი გაიგონეს, ყველანი გაჩუმდნენ -მამა ვხდებიი-ყვიროდა ბოლო ხმაზე-მომილოცეეთ!!! მე მამა ვხდეებიიი!!! ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი 6) დასასრული!! ჰო, აი ამ დღეს კი ყველა უბედნიერესი იყო, ორი გაბერილი ჰყავდა სამეგობროს, ერთი მალე მოუვლენდა ქვეყანას კიდევ ერთ პატარა ანგელოზს, მეორეს კი დააგვიანდება, თუმცა ისიც ჰო მალე გვაჩუქებს პაწიას ყველა ერთად იყო და უხაროდათ ახალი ამბავი, განსაკუთრებით საბას. საწოლში იწვა ლუკა და მარიამი, მამაკაცს გოგონას სიფრიფანა სხეულზე ხელი მოუხვევია და ყელში ნაზად კოცნის, გახელებული მარიამი კი იღიმის და ლუკას მაგრად ეხუტება -ჩვენ როდის უნდა ჩავსახოთ აქ ჩვენი პატარა?-ხელით მოეფერა მუცელზე გოგონას -უჰ, რა სულელი მყავხარ ლუკაჩო-გაუცინა და ტუჩებზე დააკვდა... დილით თვალები გაახილა მარიამმა, თუმცა ლუკა გვერდით არ დახვედრია, გაუკვირდა, არასდროს დგებოდა მარიამის გარეშე, სწრაფად ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა..ლილე და სანდრო დახვდა მისაღებში -გამარჯობათ გვრიტებო-მიესალმა გოგონა და სავარძელში მოკალათდა -პრივეტ-გაუცინა ლილემ-როგორ გრძნობ თავს? -მშვენიალურად, მაგრამ სხვები სად არიან?-გაიკვირვა მარიამმა -საბა და ნინაკა ქალაქში წავიდნენ, შენი აზრით საბა მოისვენებდა, სანამ ნინაკას არ ჩაუტარებდა გამოკვლევებს? -ეგეც მართალია-გაიცინა -ტყუპები,გიორგი და ირაკლი მდინარეზე წავიდნენ, ნინისა და ბექას სძინავს, ლუკა კიდევ პროდუქტებზე წავიდა ქალაქში -რატომ არ გამაღვიძა წავყვებოდი-მოწყენით ჩაილაპარაკა -რავიცი-გაიცინა ლილემ-ჩვენ გასეირნებას ვაპირებთ, წამოხვალ? -არა იყოს, ხელს არ შეგიშლით-გაუღიმა და ოთახში ავიდა.. მთელი დღე ელოდა, მაგრამ რა! არა და არ მოვიდა ლუკა სახლში, რამდენჯერ დაურეკა, ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა, ბოლოს კი საერთოდ გაითიშა ტელეფონი..რამდენჯერმე ავიდა ნინი, მაგრამ ლუკმა ვერ შეაჭამა გოგონას -რა მეგონა ასე თუ ინერვიულებდი, რა იყო მოვა, ვაბშე ბექას გავუშვებდი რომ მცოდნოდა-იცინოდა ნინი -კარგი რა ნინი -აბა ახლა გამოფხიზლდი შენ!-გაუმკაცრდა ხმა ნინის-მე და ჩემს პაწიას ნუ გვანერვიულებ იცოდე -კარგი ჰო-გაუღიმა გოგონას საღამოს ცხრა საათი იყო...ყველა მოსული იყო ლუკას გარდა, კარების ხმა გაისმა, აი! როგორც იქნა შემოაბიჯა სახლში პარკებით დახუნძლულმა ლუკამ -ლუკა-სიხარულით გაიქცა მარიამი და მაგრად ჩაეხუტა ბიჭს -მარუს, რა იყო?-ყელში აკოცა ლუკამ -ცუდი ბიჭი ხარ ლუკა!-მაშინვე მოშორდა გოგო შეყვარებულს-ასე უნდა მოქცეულიყავი? აი შენ ყოჩაღ! ბრავო! -რა მოხდა მარიამ-დასერიოზულდა ლუკა -ჯერ ერთი ვიღვიძებ და არ მხვდები, მერე მეორე რომ წახვედი არ უნდა გაგეღვიძებინე? მერე მესამე ქალაქში წასულხარ და არ გამაფრთხილე, მერე მეოთხე ამ ყველაფერს ვიგებ ლილესაგან, მერე მეხუთე გირეკავ და არ მპასუხობ მერე კი საერთოდ თიშავ ტელეფონს და მეექვსე-მოდიხარ გვიან სახლში, შენი აზრით მე როგორ უნდა ვიყო? აი შენ ყოჩაღ!-გაბრუნდა და გაბუტული დადგა -ვაიმე ჩემი ბოთე-ჩაეხუტა უკნიდან ლუკა-კარგი რაზე ბრაზდები ჩემო სიყვარულო-გაუცინა ბიჭმა და ყელში გემრიელად აკოცა-ჯერ ერთი ისე გემრიელად გეძინა ვერ გაგაღვიძე, შორს მივდიოდი და არ მინდოდა, რომ დაღლილიყავი, ამიტომ გავაფრთხილე ლილე, ტელეფონს ვერ ვპასუხობდი,რადგან არ იჭერდა, საღამოს მოვახერხე გათავისუფლება და გზაზე ნელა ვიარე, ამიტომ დამაგვიანდა -არ გამართლებს-გაბრაზდა და ოთახში შევიდა * * * დილით -სალამი ლუკას-გაიცინა ბექამ -ზდ-მიესალმა საბა ძმას -დილამშვიდობის ყველას-გადაავლო თვალი ძმაკაცებს და მის დაიკოს -შენი გვრიტი სადაა?-გაიცინა ლილემ -სძინავს -ოჰ, როგორ ადექი მის გარეშე?-გაიცინა ირაკლიმ -ოო, დაიცა ახლა საქმე მაქვს თქვენთან -რა ხდება ჰო მშვიდობა?-გაიკვირვა სანდრომ -ხვალ არის მარიამის დაბადების დღე და მინდა სიურპრიზი მოვუწყო -აუ რა მაგარია-გაუხარდა ლილეს -ჰოდა დახმარება მჭირდება -კი ბრატ-თვალი ჩაუკრა ირაკლიმ -ესეიგი, 4 კაცი მჭირდება, რომ წამომყვეს ქალაქში -ჩვენ და ტყუპები წამოვალთ-გიორგიმ მიანიშნა ირაკლიზე და გოგოებზე -კარგი-გაიღიმა ლუკამ -ჩვენ?-გადახედა საბამ ძმას -ნანკას დახმარებაც დამჭირდება-თავზე გადაისვა ხელი -რაზე დაგჭირდება?-შემოვიდა ოთახში ნანკა -მდინარეზე უნდა წახვიდეთ შენ და საბა -რას ვაპირებთ?-იკითხა მომლოდინედ სანდრომ -მოკლედ, ასე ვიქცევით..... * * * ახლა: გაბრაზებული ავიდა მარიამი ოთახში..ლუკამ გადაავლო თვალი მეგობრებს -მოემზადეთ ახლა-თავი დაუქნიეს ბავშვებმა -ჩემს ნიშანს დაელოდეთ, როგორც კი ჩამოვალთ მაშინ დაიწყეთ -არის ბოს!-გამოკუნკულდა ნინი სამზარეულოდან და ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა ოთახის კარი ფრთხილად შეაღო ლუკამ, დაინახა როფორ იჯდა ფანჯარასთან მარიამი და ვარსკვლავებს უყურებდა -მარუს-გვერდით მოუჯდა ლუკა გოგონას -ჰო -მაპატიებ?-ჩუმად დაიჩურჩულა ბიჭმა -მეც მაპატიებ?-გახედა მარიამმა -მიყვარხარ ჩემო პატარა ქალო-ჩაიკრა გულში გოგონას სიფრიფანა სხეული -მეც მიყვარხარ ლუკ-ტუჩებში ნელა და ნაზად აკოცა გოგონამ -ჩემი გემრიელი-ჩურჩულებდა ლუკა და გოგონას კოცნას არ წყვეტდა, ფრთხილად გადააწვინა მარიამი და კოცნა განაგრძო, ვნებამორეული ეფერებოდნენ ერთმანეთს, მაიკა ფრთხილად გადააძრო ლუკამ, მადიანად დააჩერდა გოგონას მიმზიდველ სხეულს და სტოოპპ!!! სტოპპ!!! აქ გონებამ უცებ განგაშის ზარი დარეკა!! რას აკეთებ ლუკა? ახლა ამის დროა? ოჰ, რა ცუღლუტი ხარ! ცუდ დროს გავჩერდი ჩვენდა საბედნიეროდ, მაგრამ ლუკას სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ! უკეთესი გეგმები აქვს ბოლოს და ბოლოს ბიჭს, ჰმმ, მოდი განვაგრძოთ! ნელა აკოცა მარიამს და მოშორდა, გოგონას გაუკვრიდა და შეცბუნებული წამოდგა -არ უნდა გამეკეთებინა ეს-თქვა ლუკამ -არაფერია, არაუშავს, მეც ვეღარ მოვთოკე თავი -წამოდი გავისეირნოთ -ახლა? ასე გვიან? -ჰო, არ წამოხვალ? -კარგი წავიდეთ, მაგრამ გვიანია და საშიშია -ჩემთან ერთად არ შეგეშინდეს -მიყვარხარ-ჩაეხუტა გოგონა და ორივე ქვემოთ ჩავიდა.. სესილი, ბექა, ირაკლი და საბა ჯოკერს თამაშობდნენ, ნინაკა და ნინი ორივე ,,ღორმუცელა" ტელევიზორთან მოკალათებულიყვნენ, შოკოლადებს შეექცეოდნენ და მულტფილმს გაფაციცებით უყურებდნენ, სანდრო და ლილე კი ბუხართან ისხდნენ და ერთად წიგნს კითხულობდნენ. ლუკასა და მარიამის დანახვისას ყველა გაჩერდა და მათ მიაშტერდა -საით ბეღურებო?-იკითხა ბექამ -გავისეირნებთ ჩვენ-გაიცინა ლუკამ და გოგონას კარებისკენ უბიძგა, ლუკამ უკან მოიხედა, ბექას თვალი ჩაუკრა და კარები მიხურა -დავიწყოთ!!-წამოდგა ბექა და ყველას მიანიშნა კარადაში დამალული დიდი ყუთებისკენ * * * -ლუკა სად მივდივართ? -ერთი ადგილი მინდა განახო -ჰო? რა ადგილი? -აქ როცა ადრე დავდიოდი შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა ჩამოვდივარ სულ იქ მივდივარ -ვაუ, ძალიან მაინტერესებს -იმედია მოგეწონება -ჰომ-გაუცინა გოგონამ და ტყეში სიარული განაგრძეს დიდი ხნის სიარულის შემდეგ ლუკა გაჩერდა -რა იყო ლუკა -მინდა,რომ თვალებზე ეს სახვევი გაიკეთო -რატომ? -სიურპრიზია -კარგი რა-გაიცინა მარიამმა -ჰო, გთხოვ!-მუდარა გაისმა -კარგი-გაიღიმ მარიამმა და თვალები დახუჭა, ლუკამ თვალებზე გაუკეთა სახვევი, დააკვირდა მადისააღმძვრელ ტუჩებს და უეცრად აკოცა -თავი ვერ შევიკავე-გაიცინა ბიჭმა -არაუშავს-გაუღიმა მარიამმა -მენდე-მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა და მდინარის პირად გაიყვანა -მოვედით, დაითვალე 20-მდე და მოიხსენი -კარგი-გაიცინა და თვლა დაიწყო- 1..2..3.. და 20..ვიხილები-დაიძახა მარიამმა და თვალები გაახილა, მის ირგვლივ წარუშლელი სილამაზე გადაიშალა, ირგვლივ ლამაზი ჩირაღდნები ენთო, მიწაზე ვარდის ფურცლები ეყარა, მდინარეში ნავი იყო, ცრემლები მოადგა თვალებზე, როცა აბრაზე წაიკითხა:,, გილოცავ დაბადების დღეს ჩემო პრინცესა" უცებ აბრაზე შემდეგი სიტყვები გაჩნდა:,,ჩემო პატარავ, მინდა ნავში ჩაჯდე, არ შეგეშინდეს, მენდე!" სიხარულით გაიქცა და ნავში ადგილი დაიკავა, ნავი დაიძრა, შეეშინდა, მაგრამ ლუკას ენდობოდა! უყვარდა და ახარებდა ის აზრი, რომ თავის ბიჭს არ დაავიწყდა გოგონას მე-18 დაბადების დღე..მდინარის ნაპირზე მთელს ჩაყოლებაზე იდგა ჩირაღდნები, აქა-იქ აბრებსაც წააწყდებოდი შემდეგი სიტყვებით: ,,მიყვარხარ, მუდამ ჩემი პატარა იქნები". ,,უშენოდ ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია" ,,შენხარ მიზეზი, თუ რატომ ვცოცხლობ" უბედნიერესი იყო მარიამი, ნავი ნელ-ნელა უახლოვდებოდა დიდ ტივს, რომელზეც მაგიდა და ორი სკამი იდგა, ნავი გაჩერდა -მადამ!-მოესმა ხმა, გაიხედა და როცა სანდრო დაინახა გაგიჟდა, გადაირია -სანდრო-გაკვირვებული იყურებოდა,კოსტუმში გამოწყობილმა ბიჭმა გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ხელი გაუწოდა-გადმობრძანდით-მარიამი გადმოვიდა ნავიდან -სანდრო-კიდევ მიუგო გოგონამ -მე სანდრო გახლავართ ქალბატონო მარიამ, დაბადების დღეს გილოცავთ, წინ მიუძღვოდა გოგონას, თუმცა ტივისკენ ნამდვილად არა, ტყეში შევიდნენ, ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო, გაიცანით ეს ჩემი დამხმარე სესილი გახლავთ, ის მოგემსახურებათ-გაუღიმა სანდრომ მარიამს -გილოცავთ მარიამ-სესილი ჩაეხუტა გოგონას-წამომყევი-მარიამი გაოცებული მიჰყვებოდა გოგონას..სესილი გაჩერდა და მარიამს მიუთითა პატარა მაგიდისაკენ და სარკისკენ -აქეთ-მიუახლოვდნენ მაგიდას, გოგონა დააჯინეს სკამზე, საღაციდან ემილი და ლილე გამოჩნდა კაბებითა და კოსმეტიკური საშუალებებით, ლამაზი მოკლე თეთრი, გაშლილი კაბა ჩააცვეს, თეთრი მაღლები, თმა მაღლა აუწიეს, ტონალური მსუბუქად გადაუსვევს, კონტური წაუსვეს მის სავსე ტუჩებს და გოგონებმა მომლოდინე ბექას გადახედეს -პრინცესა მზადაა-გაიგონა ნინის ხმა -ნინი-გახედა მარიამმა დაქალს -დაბადების დღეს გილოცავ კრასავიცა-ჩაეხუტა გოგონას-ბექა წაიყვანე მარიამი-ბიჭმა მარიამს ხელი გამოსდო და წაიყვანა -ბექა რა ხდება? -ჰომ, მაგას გაიგებ -ახლა ავტირდები, უბედნიერესი ვარ-ცრემლი მოადგა, ბიჭი გაჩერდა -ეი, პრინცესა ნუ ტირი, ეგრე არ დაენახო ლუკას თორე გაბრაზდება -უბედნიერესი ვარ -ასეც უნდა იყოს, მიდი-თავით ანიშნა ლუკასკენ, რომელიც ტივზე იდგა კოსტუმში გამოწყობილი და მარიამს ელოდა -ლუკა-გახარებული დაიძდა ბიჭისკენ -დაბადების დღეს გილოცავ პრინცესა-ჩაეხუტა გოგონას და ტივზე აიყვანა, მაგიდას მიუსხდნენ ლუკამ შამპანური ჩამოასხა და გოგონას გახედა -მოკლედ ჩემი მზე და მთვარე ხარ მარიამ, ყველაფერს მირჩევნიხარ, როცა დაგინახე მაშინვე შემიყვარდი და ჩემი გული დაიპყრე, იმ დღიდან შენი მონა გავხდი, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ არ გამომდის ერთი სიტყვით იმის გადმოცემა თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ, მხოლოდ ერთ ადამიანს გამსგავსებ, ჩემი პატარა ანგელოზების შვილების დედას, მინდა ჩემი პატარა ცოლი გახდე, რომელიც ყოველ დილით გვერდს დამიმშვენებს, ჩემს პატარა ბავშვებს გამიზრდის, მინდა შენ მყავდე გვერდით, მინდა, იმდენად მინდა, რომ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე, მარიამ ცოლად გამომყვები?-ფრთხილად ამოაძვრინა ჯიბიდან პატარა ყუთი და გოგონას გაუწოდა, მარიამის სახეზე ფრთხილად დაეშვა პატარა ცრემლი, უბედნიერესი იყო, უხაროდა, გიჟდებოდა თავის მამაკაცზე, რომელიც სულ მალე სამუდამოდ მისი გახდებოდა -კი, კი ლუკა თანახმა ვარ-ცრემლიანი თვალები შეანათა და ჩაეხუტა ბიჭს, ლუკას რა დაემართა? მეცხრე ცაზე იყო, სწრაფად გაუკეთა ბეჭედი, გაისმა ფეიერვერკების გასროლის ხმა, ბავშვები სწრაფად გამოჩნდნენ სხვადასხვა მხრიდან, ფოტოებს იღებდნენ, ვიდეო კამერა როგორც ყოველთვის სანდროს მეგზური იყო, ყველა სიმღერით და ჟრიამულით მივიდა აწ უკვე წოდებულ მომავალ ცოლ-ქმართან, ყველა შამპანურს სვამდა და ულოცავდა მათ გაბედნიერებას, საშინელი კივილის ხმა გაისმა -ვაიმე, დამეწყო-ყვიროდა ნინი -ნინი-მივარდა ბექა -სასწრაფოდ მანქანა დროზე-დაიძახა ირაკლიმ, ბექამ ნინი ხელში აიყვანა და სწრაფად გაიქცა, ყველა უკან მიჰყვებოდა, მანქანებში ელვის სისწრაფით ჩაჯდნენ, მარიამი მიუახლოვდა ლუკას მანქანას, მაგრამ მოიცა! ეს ლუკასი არაა! ლუკას მანქანის სერიაა KI-001-NG, ამ მანქანის სერია კი არის QU-001-EN -ვაიმე-დაიძახა მარიამმა -ეს შენია ჩემო პატარა-გაუღიმა ლუკამ-მაგრამ ახლა ამის დრო არაა, ჩქარა ჩაჯექი წავიდეთ -ლუკა შენ მე ოცნება ამისრულე, ეს დღე უბედნიერესია ჩემთვის -მიყვარხარ მარიამ -მეც მიყვარხარ ლუკა * * * -გილოცავთ-გამოვიდა ექიმი საოპერაციოდან გახარებული-თქვენ მამა გახდით-მიუგო ბექას, ყველა ერთმანეთს გადაეხვია, უბედნიერესები იყვნენ -გოგო არის თუ ბიჭი?-იკითხა ნინაკამ -ტყუპები, 2 ბიჭი-გახარებულმა მიუგო ექიმმა -ვაიმე, ჩემი ბიჭები-ყვიროდა გახარებული ბექა, ჩემი ორი სიცოცხლე-მეცხრე ცას ეწია ბექა...ეს დღე მარიამისათვის უბედნიერესი იყო, მე-18 დაბადების დღე, მისი ნიშნობა, ოცნების ასრულება და ბოლოს ორი ახალი სიცოცხლის დაბადება.. 3თვის შემდეგ -ვაიმე ამას შეხედეთ-კისკისებდა ლილი -ვაიმე რაებს აკეთებდი ირაკლი-სიცილის ძლივს იკავებდა ემილი --მთვრალი ვიყავი-თავი იმართლა ირაკლიმ -მთვრალი რომ იყავი მიტო უნდა გეცეკვა ჯაივი?-სიცილი დაიწყო გიორგიმ -შენ ვის ეუბნები ერთი, კარგად უყურე აქ რას შვები!-გახედა სესილიმ ვიდეოს, კარგად სჩანდა როგორ იხდიდა პერანგს და ჰაერში აფრიალებდა -და ლუკა და მარიამი სად არიან მათივე ქორწილში? -იკითხა ლილემ -ჰო სად გაქრით?-გადახედა საბამ ლუკასა და მარიამს -ჩვენ...ისა..-ენა დაება ლუკას -კარგი ლუკა გაჩერდი, მე ვიტყვი ახლა ყველაფერს-წამოდგა მარიამი -რას იტყვი გოგო?-ცივმა ოფლმა დაასხა ლუკას, მარიამს გაეცინა და მეგობრებს გადახედა -ორსულად ვარ-ორი სიტყვა და კიდევ ერთი ბედნიერება მათ ცხოვრებაში..ყველა უბედნიერესი იყო, განსაკუთრებით მარიამი და ლუკა -ახლა ორი პრინცესა მეყოლება-ჩაიხუტა ცოლი -იქნებ პრინცი გვყავს -ჰმმ...მე პრინცესა მინდა-ყელში აკოცა მარიამს და მუცელზე მოეფერა.. დასასრული.!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.