შეგეჩვიე XVIII
ოღონდ ახლა სამსახურში არ ვიყო წასასვლელი და ყველაფერს დავთმობდი, წუხანდელი ღამისთევის შემდეგ თავის აწევაც კი მეზარება ბალიშიდან. მაგრამ საქმე მიხმობს. თებეა უკვე ამდგარიყო. მასზე ფიქრში ვიყავი და ოთახის კარი შემოაღო, -იოანე ლიანა გირეკავს. -რაა? ჩემს ტელეფონზე რატომ არ არეკა? -შენსაზე რეკავს, სამზარეულოში დაგიტოვებია. -მიპასუხა და ტელეფონი მომაწოდა. ასე დილაადრიან რატო მირეკავდა გამიკვირდა. -გისმენ ლიანა. -დილამშვიდობის ბატონო იოანე, მაპატიეთ ასე ადრიანად რომ დაგირეკეთ მაგრამ, მოწილეები არიან შეკრებილნი და თქვენთან შეხვედრას ითხოვენ. -რა უნდათ ხომ არ იცი. -არა სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს. -კარგი რამდენიმე წუთში მოვალ მანამდე ყავა ან რაიმე შეთავაზე. -ასე მალე ცხოვრებაში არ მოვმზადებულვარ. სახლიდან გიჟივით გამოვვარდი თებეასთვის ვერაფრის ახსნა ვერ მოვასწარი. ინტერესი მკლავდა რა უნდოდათ თან ასე ადრიანად. ნამდვილად რაღაცაში არის საქმე. ოფისში მისულს შემომეგება ლიანა. -ყველა მოწილე ადგილზეა და საკონფერენციო დარბაზში გელოდებიან. -კარგი. გთხოვ არავინ შეგვაწუხოს. -კარი შევაღე და ყველა ფეღზე წამოდგა. -მოგესალმებით ბატონებო. ასე დილაადრიან რამ შეგაწუხათ? -ჩემს სკამს მივუახლოვდი და ის ისაა უნდა დავჯდე რომ ჰოი საოცრებავ, იქ ვიღაც ახალგაზრდა გოგო ზის. სკამი დაატრიალა და გამჭოლი მზერა მესროლა. სკამიდან ადგომაც კი არ უფიქრია. მხარი სახელურზე ჩამოედო და ტუჩებთან მაცდურად ატრიალებდა. ფეხი ფეხზე ქონდა გადადებული და რაღაცნაირად იღიმოდა. მივხვდი რომ ყველაფერი კარგად ნამდვილად არ იყო. -გამარჯობა ძამიკო, -ძამიკოო რომ თქვა თავბრუ დამეხვა, მეგონა წავიქცეოდი. -მიხარია შენი გაცნობა. -გაკვირვება აშკარად სახეზე შემეტყო. ჩაიცინა. მაგიდაზე ხელები დააწყო, წამოდგა და ხელი გამომიწოდა. -ვიქტორია, შენი და. -სასიამოვნოა. -ხელი ჩამოვართვი თორე ნამდვილ იდიოტად გამოვჩნდებოდი. -მაგრამ ჩემს სავარძელში ზიხართ დაიკო. -ირონიულად გავიღიმე მეც. -მეეჭვება დიდხანს იყოს ეს თქვენი სავარძელი. -უკაცრავად მაგრამ ვერ მიგიხვდით. -მე აგიხსნით ბატონო იოანე. -ერთერთმა აქციონერმა საკუთარ თავზე აიღო სიტუაციაში გავერკვიე. -ქალბატონმა ვიქტორიამ შემოგვთავაზა ჩვენი წილების მისთვის მიყიდვა და ბატონ დიმიტრისთან ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე ჩვენც დავთანხმდით. ყველამ ჩვენი წილი გავყიდეთ და ახლა ის გახლავთ თანამესაკუთრე. -ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ნამდვილად არა. სიტუაცია იმაზე უარესად აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა. ნეტა იმ დამპალი ნაბიჭვრის ხრიკებია თუ მამამისზე გველია ეს . -ასე რომ ძამიკო დღეიდან ერთად მოგვიწევს მუშაობა. -ძალიან კარგი მაგრამ ეგ სავარძელი მაინც ჩემია. შეგახსენებთ რომ აქციების 51 პროცენტს მე ვფლობ და გენერალური დირექტორიც მე ვარ. -მეც შეგახსენებთ რომ წესით ეგ ყველაფერი მე მეკუთვნის და დავიბრუნებ კიდეც. -ძვირფასო დაიკო მგონი დაგავიწყდათ რომ ოჯახის მემკვირდეობაზე თანაბარი უფლებები გვაქვს და მეტიც მე როგორც ოჯახის ერთადერთ ვაჟს უპირატესობა მაქვს. -შეიძლება, მაგრამ მე შენს ადგილზე ნაბიჭვრობით არ ვიამაყებდი. -სისხლი კისერში მომებჯინა, ისე მინდოდა ყელში ვწდომოდი და მიმეხრჩო. საშინლად გამამწარა. -არც მე ვიამაყებდი შენს ადგილას მოღალატე და ნაგავი მამის ყოლით. -მერე ვინ გითხრათ რომ ვამაყობ? ჩემზე კარგად არავინ იცის რა დამპალი და ნაგავიცაა მამაჩემი, მაგრამ მშობლებს არ ირჩევენ ჩემო ძამიკო, უბრალოდ უნდა მიიღო ისინი როგორებიც არიან. და საბედნიეროდ მამაჩვენი ამ ყველა უბედურებასთან ერთად ძალიან მდიდარია რაც მას საყვარელს და კეთილს ხდის. -ფულის მაძიებელი, ძალაუფლების მოყვარული ქალის ტიპური მაგალითი დგას ჩემს წინაშე. ისე გესაუბრება ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ მოუგებ პოლემიკაში. -სიმრთლე გითხრა თავიდან გამიხარდა კიდეც შენი არსებობის შესახებ რომ გავიგე მაგრამ. -უცებ გაჩერდა და ყოფილ აქციონერებს მიუბრუნდა. -სამწუხაროთ ჩვენი ურთიერთობა აქ დასრულდა ჯენტლმენებო. უნდა დაგემშვიდობოთ. გმადლობთ თანამშრომლობისა და ერთგულებისათვის. -ყველამ თავი დაგვიკრა და სათითაოდ გაიკრიფნენ ოთახიდან. ახლად გამომცხვარი და გვერდით სკამზე გადაჯდა მანიშნა დავმჯდარიყავი. მეც ვემორჩილებოდი მის სიტყვას, ჩემდაუნებურად. შემომხედა და საუბარი გააგრძელა. -სად გავჩერდით?, ჰო იმას გეუბნებოდი რომ თავიან გამიხარდა შენი არსებობის შესახებ რომ გავიგე რადგან დედმამიშვილი არასოდეს მყოლია და ეს კარგი იყო მაგრამ მერე რომ გავიგე რომ მამას შენთვის უნდოდა ყველაფრის გადმოფორმება ეს არ მომეწონა. უფლება არ აქვს ასე უბრალოდ ყველაფერი შენ მოგცეს. -ხო მაგრამ ეს ბანკი ხომ ყველაფერი არ არის. რაში გჭირდება ამის გაკეთება. დანარჩენი ხომ ყველაფერი შენია. -ეგ შენ გგონია ეგრე. ტყულად კი არ მითქვამ რომ მამაჩემი ნაგავია. მას დედაჩემი არასოდეს ყვარებია. სულ დედაშენს ადარებდა. ბავშვობიდან მახსოვს როგორ ატარებდა დედა ტირილში ღამეებს. უფლებას არ მივცემ რომ ნაგავში მომისროლოს. გამუდმებით შორს მამყოფებდა მისი გარემოდან. ეგონა ქარაფშუტა, შოპინგის მოყვარული გოგო ვიყავი რომელსაც მარტივად გაასულელებდა მაგრამ მისი მოცემული ფულის უმეტესი ნაწილი საქმეში ჩავდე და თითქმის ყველა მისი ქსელის თანამოსაკუთრე თუ არა აქციონერი მაინ ვარ. რაც შეგეხება შენ არ მეგონა თუ მიიღებდი მემკვიდრეობას. -არც ვაპირებდი მაგრამ ყველა გზა მოჭრილი მქონდა. ისე გააკეთა რომ რომელიც მქონდა სამსაური ისიც დამაკარგვინა ახლის პოვნაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ბევრი ტკივილი გადავიტანე მის გამო ამიტომ რევანშის აღება გადავწყვიტე. გარწმუნებ მხოლოდ ამ ბანკზე არ ვაპირებ გაჩერებას. ყველაფრის გამო უნდა ვაზღვევინო და შენც კი ვერ შემიშლი ამაში ხელს. -სულაც არ ვაპირებ ხელის შეშლას. ჩათვალე შენს გვერდით ვარ. ყველაფერი 50-50-ზე გაწყობს? -სასიამოვნოა შენნაირი თანამზრახველის ყოლა. მიხარია რომ მოვრიგდით. -არ მეგონა ამდენად საინტერესო პიროვნება თუ იქნებოდი. ჩვენ ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ. -თვალი ჩამიკრა. წამოდგა ფეღზე, ხელი ჩამომართვა და ოთახი დატოვა. იმწამსვე ლიანა შემოყვა, თვალებდაჭყეტილი მიყურებდა ელოდა რას ვეტყოდი. -ყველაფერი რიგზეა. -ხმის კანკალით მკითხა. -იმაზე კარგად ვიდრე ველოდი. თანამზრახველი ვიპოვე. -შევატყვე რომ ვერ მიხვდა ჩემი ღფრთოვანების მიზეზს მაგრამ არც იყო საჭირო. ახლა თებეას უნდა გავაგებინო ყველაფერი.ტელეფონზე მის ნომერს ვკრებ და ზარი ბოლომდე არ იყო გასული უკვე რომ მიპასუხა. -შენ რა ტელეფონთან იჯექი. -დავცინე. მაგრამ მთელი სერიოზულობით გამცა პასუხი. -მალე მოხვალ? -რა იყო კარგად ხარ? -დამაბნია მისმა ასეთმა ტონმა. -კი, უბრალოდ მალე მოდი სახლში. -ხმა აღარ ამომაღებინა ეგრევე გათიშა ტელეფონი. აღარც კი მახსოვს როგორ წამოვედი და მოვედი სახლში. სულამოუთქმელად ავირბინე კიბეები. სახლის კარი შევაღე და რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ის სიტუაცია დამხვდა. -თქვენ რა დამცინით? მოილაპარაკეთ დღეს ოჯახმა თუ რა ხდება? -გამარჯობა იოანე. -იოანე, ბატონი დიმიტრი უკვე დიდი ხანია გელოდება. რატომ დაიგვიანე ასე? -სულ ერთიანად გაფითრებული იყო თებეა და კანკალებდა. -კარგად ხარ თებეა? ცუდად გამოიყურები. -კი კარგად ვარ, წავალ ჩემს ოთახში თქვენ ილაპარაკეთ. -ზრდილობიანად დაუკრა თავი დიმიტრის და წავიდა. -აბა ბატონო დიმიტრი, რას მივაწერო თქვნი უეცარი სტუმრობა? -იოანე შვილო.. -აპა პა პაა. ძალიან გთხოვთ ეგრე ნუ მომმართავთ -კარგი იოანე. შენთან ერთი საკითხის გარკვევა მინდა. დიდი სურვილი მაქვს რომ მემკვიდრეობა შენ გაგიფორმო მაგრამ ამის ერთი რამ უშლის ხელს. -რა? თქვენი ქალიშვილი ვიქტორია? -ვიქტორიას შესახებ შენ საიდან იცი, თანაც მისთვის რის დატოვებასაც ვაპირებ საკმარისი იქნება დიდხანს რომ ეყოს მაღაზიებში. -ეჰ ბატონო დიმიტრი მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე თქვენ ფიქრობთ. -რაც შეგეხება შენ ჩემს კანონიერ შვილად მინდა გაღიარო და ჩემს გვარზე გადმოგიყვანო. -ვაიმე, როგორ გეტყობათ ბატონო დიმიტრი რომ თქვენს არცერთ შვილს არ იცნობთ სათანადოდ. -რას გულისხმობ,ვერ მიგიხვდი. -იმას რომ, ფიქრადაც არ უნდა გაივლოთ რომ მე იოანე ლომიძე თქვენ მამად გაღიარებთ. შეგიძლიათ დეენემის ტესტით დაადასტურიდ ჩემი შვილობა და მაგით დასრულდება. -ხო მაგრამ შენ ხარ ჩემი შვილი და მინდა შენი იყოს ყველაფერი. -შენ მეორე შვილიც გყავს და მასაც ჩემსავით თანაბარი უფლება აქვს. -რა დაიკერე პირზე ის ქერქეტა გოგო. რომც მივცე ეგ ერთ თვეში გაფლანგავს ყველაფერს. -გეცადა, წინასწარ რა იცი რა მოხდება. -როგორც ვატყობ შენ უარს ამბობ ჩემს შემოთავაზებაზე. ასე რომ მეც ვაუქმებ წინადადებას. -რას გულისხმობთ? -რას და უკან გამოვითხოვ შენს აქციებ ან დანარჩენი აქციონერების წილებს ვიყიდი და ჩემი ნებართვის გარეშე ვერაფერსაც ვერ შეძლებ. როგორც ვხედავ შენც არაფრის ღირსი არ ხარ ვიქტორიას მსგავსად, უკვე ეჭვის შეტამაც კი დავიწყე იმაში ასეთი უამბიციოები ჩემი შვილები ხართ თუ არა. -ზედმეტი ხომ არ მოგდით, არ დაგავიწყდეთ რომ ჩემს სახლში ხართ და აქ თქვენ ხმის აწევის და ჩემი შეურაცხყოფის უფლება არ გაქვსთ. -ძალიან კარგად ვიცი რისი უფლებაც მაქვს. სიმართლეს ვეუბნებოდი დედაშენს რომ ეს გოგო შენს განვითარებას უშლის ხელს. -განვითარებას რას ნიშნავს. საცდელი ბაჭია ვარ თუ რაა? -შენში დიდი პოტენციალია და ის მას ამის განვითარების საშუალებას არ აძლევს. გზღუდავს მისით. როგორც ვატყობ უნდა ჩავერიო რომ გონზე მოგიყვანო და ნამდვილი შენი თავი გაპოვნინო. -არ გაბედო და თებეას და ჩემს შვილს ხელი არ დააკარო თორემ გეფიცები ვერსად დამემალები გიპოვი და ცოცხლად დაგმარხავ. -შვილი, სიახლეა, ანუ კიდევ ერთი ხელის შემშლელი. -შენ რა ადამიანი ხარ. მაგის მერე როგორბედავ და მეკითხები მინდა თუ არა რომ შვილად მაღიარო. არაკაცი და არარაობა ხარ. ფულია შენთვის მთავარი და ადამიანური აღარაფერია შენში. გამიკვირდა ისე მარტივად რომ მომეცი ბანკის მართვის სადავეები მაგრამ ვიფიქრე რომ მაინც გული ქონიათქო თურმე შევმცდარვარ. -სულაც არ მადარდებს რას ფიქრობდი. ყველაფერს გავაკეთებ რომ აზრზე მოგიყვანო. -არ დამამთავრებინა სათქმმელი უემოციოდ წამოდგა და სახლიდან გავიდა. ისე მინდოა მისი დახრჩობა, დანაწევრება დანაკუწება და გადაყრა. ბოროტი სული. ყველაფერზე ფრთხილად უნდა ვიყო, რა ვიცი რა მზაკვრულ გეგმას მოიფიქრებს ჩემს გასამწარებლად. თებეას ოთახში შევაკითხე ტიროდა. -რა გატირებს, ჩემო ფერია. გთხოვ დამშვიდდი, ეგრე ხომ პატარაც ინერვიულებს. -ისე შემეშინდა კარის ზღურბლზე ეგ რომ დავინახე. გულში ყველაფერი ჩამწყდა. მითხრა რომ არ დამერეკა შენთვის და დაგელოდებოდა. მანამდე მე გამიცნობდა კარგად. -რაო რა გითხრა, ისეთი ხომ არაფერი უთქვამს. -მხოლოდ ჩვენს ურთიერთობაზე მეკითხებოდა. როგორ გავიცანით ერთმანეთი. ან დიანაზე თუ ვიცოდი. რაიმე საიდუმლო თუ მქონდა შენგან და ასეთი რაღაცეები. ისიც კი მკითხა რაზე ხარ იოანეს გამო წამსვლელიო. ვერაფერი ვერ ვუპასუხე. ენერგოვამპირია. სრულად გამომაცალა ძალა რომ ხმა ამომეღო. რომ არ მოსულიყავი ალბათ მოვკვდებოდი. -ჩემსკენ გადმობრუნდა და ჩამეხუტა. ისევ გულ ამოსკვნით ტიროდა. -კარგი დამშვიდდი მე შენთან ვარ, ვერაფერს დაგიშავებს ეგ ბებერი ნაძირალა. -იოანე ძაალიან მეშინია, მაშინ რომ დამემუქრა ის გამახსენდა. ჩვენს შვილს არაფერი დაუშავოს. მოვკვდები იოანე. ვერცერთს ვერაფრის გულისათვის ვერ დაგთმობთ. -არავის და არაფრის დათმობა არ მოგიწევს ნუ გეშინია. მე და ვიქტორია მოვიფიქრებთ რამეს. -როგორც კი ქალის უცხო სახელი მოხვდა ყურში, ტირილი შეწყვიტა, ჩემი მხრიდან თავი ასწია და ეჭვის თვალით შემომხედა. -ვინ არის ვიქტორია. -გამეცინა მის ამ ქმედებაზე და აშკარად გაბრაზდა. -დიმიტრის მეორე შვილია. დღეს სამსახურში გამომეცდხადა და აღმოჩნდა რომ აქციონერებისგან ყველა წილი უყიდია და ახლა თანამოსაკუთრეა. -მერე, შენ რაიმე პრობლემას გიქმნის.. რატომ გამოჩნდნენ საერთოდ ჩვენს ცხოვრებაში. -არა პირიქით. ამ ეტაპზე ორივე ერთ მხარეს ვიბრძვით. მაგარი იქნება მაგის სახის დანახვა რომ გაიგებს რომ ვიქტორიამ ყველა წილი იყიდა. და პლიუს კიდე იმას რომ გაიგებს რომ არ ისეთი ქარაფშუტაა როგორც მაგას გონია. -რას გულისხმობ ვერ გავიგე. -რა და მამას გონია რომ შვილი მხოლოდ მაღაზიებში ხარჯავს ფულს სინამდვილეში კი ვიქტორი თანდათან მისი ყველა კომპანიის მეწილე და თანამოსაკუთრე ხდება. მაგას რომ გონია მშრალზე დავტოვებო, ფრთხილად თუ არ იქნება იქეთ დატოვებს მშრალზე. -ძალიან კარგი. საშინლად მძულს და მაღიზიანებს ეგ კაცი. -თებეას თელეფონი აწკრიალდა ნატუკა იყო. -ხო ნატუ როგორ ხარ? -კარგად თებეა შენ როგორ ხარ? -სპიკერზე ჩართო რომ მეც გამეგონა -ჩვენც კარგად ვართ. -ნამტირალევი ხმა გაქვს. მოხდა რამე? -არა არაფერი უბრალოდ გული ამერია და ეგაა სულ. -ჯობდა მერე დაჩისთვის მე მომეყოლა ყველაფერი. -გოგო ახლა უჯრებს ვაკაგებდი და ქორწილზე რომ საგზურები გვაჩუქეთ ის ვიპოვე და გადავწყვიტეტ წავიდეთ სანამ პატარა გაჩნდება. -აუ რა მაგარია. მაგრამ შეიძლება შენთვის თვითმფრინავში ასვლა -კი ვკითხე ჩემს ექიმს და ყველაფერი რიგზე გაქვსო და არაფერი პრობლემა იქნება. ხოდა წავიდა გუშინ დაჩი და იყიდა ბილეთები ხვალ ღამით მივფრინავთ როგორც იქნა მეღირსება საფრანგეთში წასვლა. -მაგარია, პირველია მაგრამ არა უკანასკნელი დარწმუნებული ვარ. აბა თვქვენ იცით მაგრად გაერთეთ. გაგაცილებთ მე და იოანე. -არა რად გვინდა გაცილება უნდა შეგაწუხოთ ტყუილა. გვიან ღამითაა ფრენა და ჩემ პაწუას მაგ დროს უნდა ეძინოს. -კარგი მაშინ. როგორც კი ჩახვალთ დაგვირეკეთ და გაგვაგებინეთ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება. -კარგი, ძალიან გვიყვარხართ ბავშვებო და აბა თქვენ იცით ჩვენს ჩამოსვლამდე მიხედეთ ერთმანეთს და ჭკუით იყავით. ყოველთვის ერთად იყავით. -რა იყო რამდენი ხნით მიდიხარ ასე რომ გვემშვიდობები. -რა მნიშვნელობა აქვს შე საზიზღარო რამდენი ხნითაც არ უნდა მივდიოდე. თქვენ სულ უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე. კარგი წავედი ჩემოდანი უნდა ჩავალაგო. მიყვარხართ და მოგვენატრებით. -კარგი ნატუ. მშვიდობით მგზავრობა. აბა თქვენ იცით ბოლომდე ისიამოვნეთ თაფლობის თვით. ჩვენც გვიყვარხართ და ძალიან მოგვენატრებით. -რა გეშველება ახლა ვიღასთან იჭორავებ. -დავცინე მე და გაბრაზებული თვალებით გამომხედა. -არ იდარდო შენ ეგ. უფრო მეტი საჭორაო გვექნება. ის იქაურ ამბებს მომიყვება მე აქაურს და უფრო მეტს ვილაპარაკებთ. -ენა გამომიყო და ცხვირი გვერძე გაწია. -როგორ მიყვარდა ასე რომ აკეთებდა. ჩემსკენ მოვიზიდე და ტუჩებზე დავეკონე. -გინდა შხაპი ერთად მივიღოთ. -მაცდურად გამომხედა და მაისურზე წამეტანა გასაძრობად. -დიდი სიამოვნებით. დილით პატარა ბავშვივით მოსვენებულს გამეღვიძა. უკვე დიდი ხანია ასე ტკბილად არ მძინებია. ალბათ წუხანდელი ერთან ბანაობის ბრალი იყო. ეს გოგო რელაქსაციასავითაა ჩემთვის. მამშვიდებს და მშთანთქავს. ამ ბოლო დროს რომ ვაკვირდები დილით სულ ადრე დგება და ჭამს. ვეღარ ვითვლი უკვე მერამდენედ დამხვდა ტელევიზორთან დილაუთენია დიდი ჯამით ან ბოსტნეულს ჭამდა ან ხილს. თადათან მუცელიც ეტყობოდა უკვე. უცებ რაღაცის დაცემის და დაფშვნის ხმა გავიგონე. უეცრად შემეშინდა მაგრამ ვიფიქრე რომ თეფში დაუვარდა ალბათ. მაინც ავდექი თორემ მერე შარს მომდებდა არ დაინტერესდი იქნებ რა დამემართაო. მისაღებში გამოვედი და ტელევიზორის წინ დამხობილი დამხვდა თებეა და მოთქმით ტიროდა. -რა გჭირს თებეა კარგად ხარ? -ცრემლიანი თვალებით ამომხედა და ხელი ტელევიზორისკენ გაიშვირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.