ასეც ხდება ხოლმე (15 თავი)
ქორწილი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა .. ყველა მხიარულობდა, ცეკვავდა, ერთობოდა.. მხოლოდ ნიდა იჯდა ფანჯარასთან განმარტოებით.. ღვინის ჭიქა ეჭირა ხელში და ჩაფიქრებული მიშტერებოდა დვალს . -ნიდუ რა გჭირს? გვერდით მიუჯდა იო და ნიდას ჭიქა ხელიდან გამოართვა.. -არ ვიცი . მხრები აიჩეჩა და იოს ჩაეხუტა.. -თურმე ვუყვარვარ.. ამოისლუკუნა ნიდამ -ვის ? -იმას.. თითი ნიკასკენ გაიშვირა და ცრემლი თვალიდან მოიცილა.. -შენ ? -არა .. -როგორ არა ? გიყვარს .. უბრალოდ არ გინდა მაგის გააზრება.. ნიდა დაფიქრდი .. ნიკას მართლა უყვარხარ.. აი შენ თავს ვფიცავარ რო უყვარხარ.. მშვიდად თქვა და გოგო ფეხზე წამოაყენა.. მაგაზე მერე... ეხლა კი წამო ვიცეკვოთ.. -კარგი რა იო .. არ მინდა ცეკვა.. მკლავზე მოკიდებულ იოს ხელს დაეჯაჯგურა.. -გინდა.. ცეკვავდნენ წყნარ მელოდიაზე ..ნიკა გაღიმებული აკვირდებოდა საყვარელ გოგონას.. -წამო ჩვენც ვიცეკოთ.. ხელი ჩაავლო ლუკამ ლიკას და სწრაფად წაიყვანა საცეკვაოდ. -იქნებ გეკითხა მინდოდა თუ არა შენთან ცეკვა? გაბრაზებულმა შეუბღვირა ბიჭს -რათ უნდოდა კითხვა მაგას? თვალებით მჭამდი მოდი მეცეკვეო .. -შენ გეპეის კიბეებიდან ხო არ დაგორებულხარ ? -არა... რა იყო რო? წარბაწეულმა დახედა გაღიზიანებულ ლიკას -ტვინის შერყევის ნიშნები გაქვს .. ამოიღრინა ლიკამ და „ვითომ შემთხვევით“ ბიჭს ქუსლი დაადგა ფეხსაცმელზე. ლუკამ ამოიოხრა.. -ვაიმე ბოდიში.. დანაღვილიანებულმა ახედა სახე დამანჭულს.. -აუტანელი ხარ .. ხელი უშვა ქალბატონს და კოჭლობით წავიდა სკამისკენ, რომ დამჯდარიყო.. ლიკამ ჩაიცინა და კმაყოფილი დაუბრუნდა თავის ადგილს.. -ნიკუშ ნახე ის გოგო რა ლამაზია.. მაგარი ნაშაა .. გეგა ნიკას ამოუდგა გვერდში და თვალით ანიშნა შავგვრემან გოგონაზე.. -ერთი მაგის დედაც ვატირე.. გოგოსთვის არც შეუხედავს ისე თქვა. ღვინის ჭიქას მოკიდა ხელი და „გადაკრა“.. - ბიჭო რა გჭირს ? გეგამ ნიკას გადახედა, რომელიც მოცეკვავე და ძმას შესცქეროდა -ვუთხარი, რომ მიყვარს. ნიდაზე თვალმოუცილებლად ამოთქვა -ვა მერე.. ინტერესით შეხედა გეგამ.. -არაფერი.. -ნეტა იმ ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდეს .. ბოროტულ ფიქრებში გართული ლუკა ნიკას გვერდით დაჯდა.. -არა ფეხსაცმელს რას ვერჩი? თვითონ იმას უნდა მოტყდეს ფეხი.. -ვიზე ამბობ? გეგამ გაბრაზებულ ბიჭს გახედა.. -იმ ალქაჯზე .. თვალით ლიკასკენ ანიშნა, რომელიც ანის ელაპარაკებოდა. გეგამ ჩაიხითხითა.. ნიკას არც მოუსმენია ძმაკაცების საუბარი.. „რაღაც“ სცენას თვალებდაწვრილებული აკვირდებოდა.. შემდეგ სწრაფად წამოხტა ფეხზე და ანის თანამშრომლისკენ გაქანდა.. მუშტი მოუქნია ბიჭს და ძირს დააგდო.. არც მერე გაჩერებულა.. ლუკაც ჩაწვდა სიტუაციას და მაშინვე მივარდა ნიკასთან.. სიტუაცია ასეთი იყო.. ანის თანამშრომელმა ზუკამ, სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა იკას ბიძაშვილ იას.. ეს ყოველივე ვერ აიტანა ნიკამ და ატყდა ჩხუბი.. ნუ ეს მოსალოდნელიც იყო.. აბა ისე როგორ? ქართული ქორწილი მამა პაპური გინებითა და ჩხუბით, რომ არ დამთავრებულიყო.. იოც მოსცილდა ნიდას და მაშინვე დვალისკენ წავიდა.. -ანი ეს ტორტი კაია? გადახედა მის გვერდით მდგომ გაოცებულ პატარძალს, რომელიც შეჯგუფებულ ხალხს უყურებდა და სადაც იყო ტირილს დაიწყებდა.. -ნიდა რა დროს ტორტია? არ გამაგიჟო ეხლა.. შეხედე რა ხდება? -ანუ კაია? ტორტის ნაჭერს ჩანგალი ჩაარჭო.. აკანკალებული ხელით „ვითომ“ გემრიელად ჭამდა და ნერვიულად აკვირდებოდა მოჩხუბარ საზოგადოებას.. -გოგო წადი დროზე ნიკა დაამშვიდე.. თხოვნით გახედა ანიმ ნიდას. -ვაიმე მართლა გემრიელი ყოფილა ეს ტორტი.. ხო გეუბნებოდი შოკოლადის ტორტი ყველაზე კაიათქო? ანის სიტყვები დააიგნორა, რადგან სულ არ უნდოდა ახლოს მისულიყო ნიკასთან.. იცოდა ემოციებს ვერ შეიკავებდა და ტირილს დაიწყებდა, ამიტომ არჩია „ჩხუბისთვის“ გვერდი აევლო.. -ნიდა წადითქო.. გაბრაზებულმა გაიშვირა თითი ნიკასკენ, რომელიც „ ლამაზი სიტყვებით“ ამკობდა ზუკას.. -ოოო მოიცა რა .. ხელი აიქნია ნიდამ.. -დროზე.. უბძანა ანიმ და ნიდას თვალცრემლიანმა შეხედა .. -ხო კაი.. კანკალით წამოდგა ფეხზე და ნიკასკენ გაემართა.. გულისცემა აუჩქარდა ნიკას გაცოფებულ სახეს, რომ გადააწყდა.. ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.. -ნიკა შეეშვი.. მკაცრად უთხრა იომ და როგორც იქნა მოგლიჯეს, ძირს დავარდნილ ბიჭს დვალი. -ნიკა.. ამოიკნავლა ნიდამ .. ნიკოლოზმა მაშინვე შეხედა აწყლიანებულ მწვანე თვალებს.. იმ თვალებს რომელიც ძაან უყვარდა.. განსაკუთრებით მაშინ თუ მასში ცრემლიც იყო ჩამდგარი.. მაგრამ ახლა ის წყლიანი თვალები არ მოეწონა, საშინლად გაბრაზდა თავის თავზე.. ნიდას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წაიყვანა.. მანქანაში ისხდნენ და თვითონაც არ იცოდნენ სად მიდიოდნენ.. ნიდა ნიკას ხელს მიშტერებოდა, რომელიც ჩაწითლებული ქონდა.. ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა.. საშინლად ანერვიულდა.. -ნიკა სისხლი მოგდის.. -არაუშავს... ხელით მოიწმინდა ტუჩიდან წამოსული სისხლი.. -ნიდუ დღეს დარჩი რა ჩემთან..თხოვნით შეხედა გოგოს.. - მხოლოდ დღეს.. შენ თავს ვფიცავარ ამის შემდეგ თვალით აღარ დაგენახვები.. საერთოდ გავქრები .. ოღონდ დღეს ბოლოჯერ მაინც იყავი ჩემთან.. ნიდას ხელი აიღო და ხელისგულზე აკოცა.. -ნიკა მე.. დაბნეულმა შეხედა ბიჭს .. -არაფერი თქვა.. გოგონას სიტყვა გააწყვეტინა დვალმა... უბრალოდ აი ამ წუთებით ვიცხოვროთ.. მე და შენ.. მხოლოდ მე და შენ.. ამოიოხრა ნიკოლოზმა.. მანქანა დიღმის ტრასაზე გააჩერა. -ნიკა მომწონხარ. ნიდას ჩურჩულით ნათქვამი გაიგო და თავი სწრაფად მიატრიალა მისკენ.. -თავიდან სხვანაირი იყავი ან უბრალოდ მე მეგონე ისეთი, როგორიც არ ყოფილხარ.. ნიკას არც უყურებდა ისე ამბობდა გულში დაგროვილ სიტყვებს.. პირველად ბათიაშვილის ლექციაზე გნახე გახსოვს? ლეპტოპის წასაღებად გამომგზავნა ლექტორმა.. შენ ბატონ ზურას ეჩხუბებოდი თან თითებს შორია დაკავებულ სიგარეტს ცხვირ წინ უფრიალებდი .. არ მომეწონა შენი ქმედება .. აი აქედან დავიწყე შენთვის მინუსების დაწერა... მერე მეორედ ლიფტში ლენკასთან ერთად გნახე.. ისიც გავიგე, როგორ შიაგინე. ეგეც მინუსში ჩაგითვალე და აი ამ დრომდე მინუსებში იყავი, მაგრამ ეხლა არ ვიცი.. ავირიე.. ადრე ასე ახლოს არც ვიყავით.. საერთოდ არც მიცნობდი... ნუ რაში გაინტერესებდი ? შენ შენი სასტავით მოძრაობდი, მე ჩემით. ნიკოლოზ დვალი, რომელიც ყოველთვის არის უნივერსიტეტის შუაგულში.. მუდმივი ჩხუბების, „კაჩავის“ და გინების დამსახურებით .. რა იქნებოდა იოს და, რომ არ ვყოფილიყავი ? შენ ვერც გამიცნობდი და ვერც გაიგებდი ჩემი არსებობის შესახებ... ნიკა მე არ ვეკუთვნი იმ შენს სამყაროს, რომელიც შენ შექმენი .. მე მე ვარ.. აი ასეთი ჩვეულებრივი ნიდა . არაფრით არ გამოვირჩევი ადამიანებისგან .. ნუ თუ ასეთი გიყვარვარ ნიკოლოზ? ასეთი ნიდა გიყვარს ? -ნიდ ეს არც მე არ დამიგეგმავს , უბრალოდ გულს შეუყვარდი .. შენ ხარ ის ვინც ჭირდება.. ხო აი ეს უბრალო ალქაჯი, უმაკიაჟო, შარვლით მოძრავი, თმაგაწეწილი ნიდა შემიყვარდა ... თავისი შხამიანი ენითურთ. ჩაიცინა ნიკამ და ნიდა თავის კალთაში გადასვა, რომ ჩახუტებოდა. -არ მინდა რომ იმედი გამიცრუვდეს.. ჩაიბურტყუნა ნიდამ და ნიკოლოზის ყელში ჩარგო გაყინული ცხვირი. -არ გაგიცრუვდება ნიდ. არც იმაზე იდარდო, რომ ჩემს შექმნილ სასტავს არ ეკუთვნი. მთავარია მე მეკუთვნოდე.. გაიღიმა დვალმა და ნიდას შუბლზე აკოცა.. პირველად ბათიაშვილის ლექციაზე კი არა, ბიბლიოთეკაში გნახე .. გაიცინა ნიკოლოზმა.. ჩემს სიგარეტის ცხვირ წინ ფრიალს კი ქონდა მიზეზი.. მაგ დროს შესვენება უნდა ყოფილიყო და გავიდოდი კიდევაც შარი, რომ არ მოედო ბატონ ზურას.. სხვანაირად იყო კაროჩე ყველაფერი.. შენ სულ სხვა დასკვნა გაგიკეთებია და მინუსიც შეცდომით დამიწერე.. თითი ჩამოკრა გოგონას ცხვირზე.. ლენკა კი ნამდვილად იმსახურებდა იმ გინებას, მაგრამ გეთანხმები არ უნდა შემეგინა.. მაგრამ წყობიდან გამომიყვანა და წამომცდა.. -გიხდება ეს სამოსი.. ნიდამ დვალს ახედა. -ჰო წლოვანებას მმატებს და დასტოინ იმიჯს კარგად ვირგებ .. გაიცინა ბიჭმა. -რატომ ეჩხყბე ზუკას ? -იმიტომ, რომ არაკაცია... არ მინდა მაგაზე ლაპარაკი მაგას მერე მივხედავ კიდე . დასერიოზულდა დვალი.. რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, მარტო მათი სუნთქვის ხმა ისმოდა.. ნიდას გული გამალებით ცემდა იგივე მდგომარეობაში იყო ნიკა.. -იოს და, რომ აღმოჩნდი მაგან ყველაფერი გაადვილა...სიჩუმე დვალმა დაარღვია.. მაგრამ გინდაც იოს და არ ყოფილიყავი, მე მაინც შემიყვარდებოდი.. შენ ჩემი პლიუსი ხარ, მე კი შენი შეცდომებიანი მინუსი.. ჩაიცინა ნიკამ და გოგონას თავზე აკოცა... რომ ამბობენ მეორე ნახევარიო.. აი ეგა რა .. ვიპოვეთ ჩვენ ჩვენი თავი და გავმთლიანდით. გოგონას წელზე ხელები მოხვია და ჩაეხუტა.. -რა იცი, რომ ერთმანეთის ნახევრები ვართ? დაეჭვებულმა შეხედა ნიკას. -ვგძნობ.. გაიღიმა დვალმა.. ნიკას მობილური „ამღერდა“. -ხო იკა.. -ბიჭო სად გავარდი ? ხო კარგად ხარ ? -კარგად ვარ .. ბოდიში რა ჩაგიშალე ქორწილი.. -მეც იგივეს ვიზამდი არ იღელვო მაგაზე.. -ია როგორაა? -გეგამ წაიყვანა სახლში.. ბიჭო ნათიამ მოვკლავ მაგასო.. -ფუ შენი... დაინახა? მე მეგონა აივანზე იყო მაგ დროს. -არა მარტო ეგ .. ისიც დაინახა ნიდას, რომ ჩაავლე ხელი და გააქანე.. ჩაიცინა ირაკლიმ. ხო მართლა, იომ სახლში მიიყვანოს ჩემი და დროზეო.. -აუ მაგანაც რა შეჭამა ტვინი რა.. ვაფშედა ცოლად მომყავს .. ისეთი კატეგორიული ხმით თქვა ნიდა მაშინვე „გადაძვრა“ მეორე მხარეს.. დვალმა გაიცინა. -პატარძალი მიხმობს წავედი მე და ხვალ დაგირეკავ კიდე ჭკვიანად. ნიკამ ტელეფონი გათიშა და ნიდას გახედა.. ტუჩის კუთხე ჩატეხა დაბნეული გოგოს დანახვისას.. მანქანა დაქოქა და ნიდას სახლისკენ გაემართა.. იმ დღეს ნიკა ნიდასთან დარჩა, სანამ იო არ დაადგა თავზე და არ გააგდო..მძინარე ნიდას გვერდით იწვა და მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა.. -ოჰ მოგვიწყვია კომფორტი.. ამოიღრინა იომ და ოთახის კარი ნელა მიხურა.. -რაო მიყვარხარო? ტუჩის კუთხე ჩატეხა იოანემ და მძინარე დას იქვე მიგდებული პლედი დააფარა.. -არა მომწონხარო.. გაიღიმა ნიკამ და საწოლიდან ფრთხილად წამოდგა. -მიყვარხარსაც გეტყვის.. ჩაიცინა იომ -არ მინდა მაგის თქმა . გაიღიმა დვალმა და ძმაკაცს გახედა.. - დღეს დავინახე მის თვალებში ის სხივი, რომელიც მინდოდა, რომ დამენახა. მარა სხვა სიტუაცია, რო ყოფილიყო კაი იქნებოდა.. დანანებით თქვა და მძინარე ნიდას გახედა.. -იოანე რატო ჩაკეტე შვილო კარი? ნიდა ხო კარგადაა? კარებზე დააკაკუნა ქალბატონმა დალიმ.. -დედაჩემია. გაფითრებულმა იომ ნიკას გახედა.. -დამერხა? პირდაღებულმა ამოთქვა -არა დაგვერხა..შეასწორა იომ დვალის ნათქვამი. იოანე კარებთან მივიდა და გააღო.. თავი გაყო გარეთ .. -რა იყო დალი? -გაღე კარი რა გჭირს შვილო? -პირსახოცის ამარავარ დალი რა გავაღო.. ნიდასტან შემოვედი ფენი მინდოდა .. სხვა ვერაფერი მოიფიქრა იოანემ და რაღაც უაზრობა „დაბეთქვა“ - მშრალი გაქვს შვილო თმა.. ეჭვისთვალით გადახედა შვილს და კარებში მდგარი გვერდით „გაწია“.. ჩაცმული იოს დანახვისას ქალი გაკვირვებული დარჩა.. სწრაფად მოავლო თვალი ოთახს და უფს....ნიკაც დაინახა. -გამარჯობათ.. გაიკრიჭა ნიკოლოზი.. იომ შუბლზე იტკიცა ხელი.. -აქ რა ხდება? კითხა შვილს -მე აგიხსნით ყველაფერს, ოღონდ სხვა ოთახში გავიდეთ ნიდა, რომ არ გავაღვიძოთ.. თბილად გადახედა მძინარეს შემდგომ კი , მომავალ სიდედრს შეხედა. მისაღებში იჯდნენ ბატონი ზაზა, ქალბატონი დალი, აღელვებული იო და ანერვიულებული ნიკა.. -ბატონო ზაზა მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს.. პირდაპირ აჯახა კაცს.-შეყვარებულობანის თამაშს არ ვაპირებ.. უბრალოდ ნიდა ჯერ არ არის ოჯახის შესაქმნელად მზად, ამ მიზეზის გამო კი ჩვენი ქორწილი, რამდენიმე წლით გადაიწევს, მაგრამ აუცილებლად შედგება.. მკაცრად თქვა ნიკამ. ვიცი აქამდეც უნდა მეთქვა ამის შესახებ. დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.. - ბიჭო.. ბატონმა ზაზამ შვილს გახედა. რას დამიდექი აქ ხესავით მოიტანე ღვინო დავლოცოთ აწ მომავალი სიძე.. ჩაიცინა კაცმა და ნიკას შეხედა.. დვალს გაეღიმა და ღმად ამოისუნთქა.. იოანე ეგრევე სარდაფში გავარდა ღვინის მოსატანად.. ქალბატონი დალი რამის გაგიჟდა.. -რადროს დალევაა კაცო რესტორანში ვერ ჩაისხი კარგად? გაბრაზებულმა შეხედა ქმარს.. კაცმა ხელი აიქნია და სახე დამანჭა ცოლის ქოთქოთით შეწუხებულმა.. იოანე ღვინის დოქით ხელდამშვენებული, გაღიმებული „შევარდა“ მისაღებში. ბატონმა ზაზამ სიძეც და შვილიც დალოცა ნუ ამაზე რათქმაუნდა არ გაჩერდებოდნენ, ამიტომ ახალ-ახალი სადღეგძელოებიც შეამატეს და კარგადაც დათვრნენ.. იოანემ ნიკა ნიდასთან დააწვინა.. მასაც დაეზარა თავის ოთახში გაბოდიალება და გვერდით მიუწვა ძმაკაცს.. აი რა კარგია ორ საწოლიანი და მისი ჯანი.. ამოიბურდღუნა იომ .. დილით ნიდას ბიჭებზე ადრე გაეღვიძა და გაღიმებულმა შეხედა ნიკოლოზს.. ნიკოლოზმაც იგძნო გოგოს მზერა და ქუთუთოეი ერთმანეთს დააცილა.. -დილამშვიდობისა ნიდუ. გაუცინა საყვარელ გოგოს და მისკენ მიჩოჩდა. -ხელი უშვი ჩემ დას .. დაბოხებული ხმით ბძანა იომ.. ნიკა იოს ხმის გაგონებაზე შეხტა და სწრაფად გადაბრუნდა მისკენ.. -შენ აქ რა გინდა ტო? წარბებშეკრულმა იოანეს შეხედა. -შენ მგონი გავიწყდება ნიდუჩკა, კაი ბიჭის და რომაა.. გაიცინა იომ და ლოგინიდან წამოდგა.. აუ თავი მისკდება. შეწუხებული სახით თქვა იომ და სიცილი უკმაყოფილო სახემ ჩაანაცვლა.. -ხვალ უნივერსიტეტი იწყება.. ნიდამ ნიკოლოზს გახედა.. -ვიცოდი რაღაც გამიხარდებოდა დილიდან და აი თურმე რა.. ირონიულად თქვა ნიკამ. -ხვალ კახეთში არ უნდა წავსულიყავით? შენ არ მოდიხარ? იომ ნიკოლოზს კითხა -მოვდივარ .. მაინც პირველი კვირა ქულებს არ წერენ და მისვლასაც აზრი არ ააქვს.. თქვა და საწოლიდან წამოდგა.. სამზარეულოში ჩასულებს ქალბატონი დალი და ბატონი ზაზა შეეგებათ.. -სიძეც მოსულა.. გაიცინა კაცმა და ნიდას გადახედა, რომელსაც ამის გაგონებაზე წყალი გადასცდა და ხველება აუტყდა.. -ვინაო? გვერდით მდგომ ნიკას გახედა. -სიძეო.. ამაყად თქვა და გაიჯგიმა.. ნიდამ გაფართოებული თვალებით შეხედა დვალს. -რა არ ვარ სიძე ? .. რათქმაუნდა ვარ .. გაიკრიჭა ნიკა.. -რეგვენი.. ამოიბურტყუნა ნიდამ.. ერთი კვირა ისე გავიდა ნიკას ნიდა არ უნახავს.. კახეთში წავიდა ბიწებთან ერთად, სათბურების გასაკეთებლად.. ამასთანავე კიტრის ჩითილიც უნდა ეყიდათ. ნუ თავიანთ ბიზნესს ხედავდნენ, ამიტომ სიყვარულისთვის აღარ ეცალა ნიკოლოზს.. თან ნიდას ფიქრის საშვალებაც მისცა.. ნიდა უნივერსიტეტში მოწყენილი დადიოდა. ნიკოლოზის ყოველდღიურ „სიგიჟეს“ და ყურადღებას ისე იყო შეჩვეული, რომ დვალის არ გამოჩენამ მის ცხოვრებაში რაღაც დაუკმაყოფილებლობისა და სიცარიელის გძნობა დატოვა.. არაფრის ხალისი არ ქონდა.. ყოველწუთს ამოწმებდა ტელეფონს და ელოდა ზარს ან ესემესს დავალისგან.. -უყვარდა? .... რა თქმა უნდა უყვარდა .. ის თმა გაბურძგნული, თაფლისფერ თვალება, სიყვარულის გამოხედვითა და გულწრფელი სიტყვებით მოლაპარაკე ნიკოლოზი.. -ენატრებოდა? .. თან როგორ .. ყოველ ღამით კადრებივით იხსენებდა ნიკასთან გატარებულ დღეებს.. ორშაბათი დღე იყო, სამ საათიანი ლექციიდან გამოსული კაფეტერიაში ავიდა, ნოესთან ერთად.. ღიმილი სახეზე შეეყინა ბატონი ნიკოლოზი, რომ დაინახა ლენკას გვერდით მჯდომი .. თავის სასტავთან ერთად ბძანდებოდა .. გულიანად ხარხარებდა და სულ არ ეტყობოდა მოწყენილობა, რომელიც ნიდას ნახვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ბიჭმა მაშინვე შენიშნა გოგო. სკამიდან წამოდგა და გღიმებული წავიდა მისკენ.. ნიდამ გაცოფებულმა გახედა დვალს და კაფეტერიიდან გავარდა. -ნიდა .. კიბეებზე დაეწია საყვარელ გოგონას. მკლავში ხელი ჩაავლო და ჩაეხუტა.. -მომენატრე.. ამოთქვა ჩუმად.. -გეტყობა.. ამოიღრინა გაბრაზებულამ. -ეხლა არ თქვა ლენკაზე ვიეჭვიანეო.. სახედამანჭული მოსცილდა ნიდას და თვალებში ჩახედა. -მე ეჭვიანი არ ვარ მესაკუთრე ვარ .. რაც ჩემია ჩემია და ვსო.. გაიმეორა ნიკას ფრაზა და წარბ აწეულმა გახედა ბიჭს.. დვალს ჩაეცინა.. -ხო ატრიალე ჩემი სიტყვები მეტი ლექსიკონი შენ არ გაგაჩნია და.. მიბაძა ნიკამ გოგოს, ცხვირი აიბზუა და ხელები გადაჯვარედინა. -რატომ არ მნახე, რომ ჩამოხვედი? ნაწყენმა ახედა ბიჭს -ეხლახანს ჩამოვედი შენ თავს ვფიცავარ.. სახლშიც არ მივსულვარ, პირდაპირ აქ წამოვედი. აუდიტორიაში ხო არ შემოგივარდებოდი, ამიტომ კაფეტერიაში დაგელოდე და ნოეს მივწერე ამოეყვანე.. სურპრიზი მინდოდა მარა არ გამომივიდა.. -და რატომ არ დამირეკე იქიდან? -მინდოდა გაუსაძლისად მოგნატრებოდი და მაგიტომ.. გაიღიმა ნიკამ და გოგონას ლოყაზე აკოცა.. - წამო რა სადმე წავიდეთ... ხელო ჩაკიდა ნიდას და კიბეზე დაეშვა. -ჯერ ბიბლიოთეკიდან წიგნს გამოვიტან და მერე წავიდეთ.. თვალები გაუნათდა ნიდას.. გული სწრაფად უცემდა და ისეთი გძნობა ქონდა თითქოს ფრენა შეეძლო.. წიგნი გამოიტანეს და უნივერსიტეტიც დატოვეს.. -გიკომ დამირეკა ამოდით ჩემთანო და ავიდეთ, რამდენიმე საათით და მერე სადმე წავიდეთ მხოლოდ მე და შენ.. ღიმილით შეხედა გოგონას და მანქანის კარები გაუღო.. -მეგონა იამაჰათი იყავი.. გახედა საჭესთან მჯდომს.. -ლუკამ წამართვა ლიკა უნდა გავასეირნოო და ასე გავცვალეთ.. გაიცინა დვალმა -გააგიჟებს მაგ გოგოს.. თავი გააქნია ნიდამ და თვალები გადაატრიალა. კორპუსის წინ გააჩერა ავტომობილი.. სადარბაზოში შევიდნენ და ლიფტი გამოიძახეს. როგორღაც ააღწიეს და კარებზე დააკაკუნეს.. გაკრეჭილმა გიკომ გააღო კარები .. -ნიდაჩკა კიდე ამ უწვეროსთან ერთად ხარ ტოოო? გაიწელა გიკო -გადი იქით რა .. გაბრაზებულმა დვალმა შეუღრინა ბიჭს და ხელი კრა სახლში, რომ შესულიყო. მისახებში შევიდნენ და გუროს გადააწყდნენ. -სადაც გიკოა იქ გუროცაა. სიცილით თქვა ნიკამ. -რა გინდა რას მომიყვანე თქვი ეხლა? გახედა გიკოს. -შენ ვაფშე ვინ დაგპატჟა მე ნიდას მოყვანა გთხოვე თორე შენ თუ გინდა წადი.. უდარდელად თქვა და დივანზე დაჯდა. -ნიდა წამო ეხლა მე და შენ წავიდეთ კინოში.. ახალი იდიით გახარებულმა გიკომ გახედა გოგონას.. -წავიდეთ.. დაეთანხმა ნიდაც. -და რა ვნახოთ? .. სიტყვა ჩააკვეხა ნიკამ -ა შენც მოდიხარ.. სახე დამანჭა ბიჭმა. -ნიდას ხელი მოკიდა და კარებისკენ გააქანა.. -დაგველოდე ბიჭო ჩვენც მოვდივართ.. მიაძახა გურომ გამხიარულებულ ძმაკაცს.. გიკომ სახლის კარები კარგად ჩარაზა და ლიფტში შევიდა.. -გაზი ჩართული ხომ არ დამჩა? გიკომ გუროს კითხა. -არა .. -შუქი? -არა -წყალი? -არათქო.. გაბრაზდა გურო -და ფანჯარა ღია ხო არ.... -არა .. ერთდროულად იყვირეს ნიდამ, ნიკამ და გურომ... -ფუ რა უჟმურ სასტავთან ვმოძრაობ ტო.. ამოიფრუტუნა გიკომ მანქანაში იჯდნენ და რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.. -პიპიაში ვზივაროოოო ვზივაროოო.. კინოში მივდივაროოო მივდივაროოო.. ყროყინებდა გიკო და გაჩერებას არ აპირებდა.. საჭესთან მჯდომ ნიკას მოთმინების ფიალა ამოეწურა.. -ეხლა ამას მოვკლავ.. ხელი გაუშვა საჭეს და უკან მიბრუნდა გაცოფებული.. -ბიჭო საჭეს მიხედე.. ყვიროდა გურო და თვალებს ხუჭავდა სიკვდილის მოლოდინში.. ნიდა საჭეს ჩაფრენოდა.. -ნიკაააა .. იყვირა ნიდამ და როგორც იქნა ნიკაც მობრუნდა წინ.. -კიდევ ერთხელ ხმას ამოიღებ და ცოცხლად დაგწვავ.. გააფრთხილა ნიკამ -გიჟი.. შეშინებულმა გიკომ ნიკას მიმართულებით თქვა. -რამე მითხარი? სარკიდა გამოხედა ნიკამ -არა .. სწრაფად თქვა და ფანჯარაში გახედა.. კინოში გაღიმებულები შევიდნენ.. -მე წავალ პოპკორნს და კოლას ვიყიდი.. და თქვენ ბილეთები იყიდეთ.. ბძანება გასცა ნიკოლოზმა.. უკვე სკამებზე ისხდნენ და კინოს დაწყებას ელოდნენ.. დადამ ...დაიწყო... მარა მოიცა.. ეს რა არის.. „ტროლები“? ..ნიკამ და გურომ მაშინვე გიკოს გახედეს, რომელიც თვალებ გაბწყინებული უყურებდა მუტფილმს.. -ამის ნაყიდი ბილეთები რა იქნებოდა.. მუჭში დაჭერილი პოპკორნი ისევ ყუთში ჩაყარა გურომ.. -ნიდა წამო ჩვენ სხვა რამეს ვუყუროთ გადაუჩურჩულა ნიკამ გოგონას. -მოიცა რა ნახე რა საყვარლები არიან .. ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია ისე თქვა. სხვა რა გზა იყო . უყურებდა „ რაღაც“ არსებებს და გიკოს „ მშვენიერი“ ფრაზებით ამკობდა.. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უფრო საინტერესო გახდა სიტუაცია.. გუროს გიკოს მხარზე კომპორტულად ეძინა.. გიკო გაღიმებული უყურებდა ეკრანს.. ნიდაც იგივე პოზიციას ინარჩუნებდა.. ნიკა კი გოგონას უყურებდა და სულ არ აინტერესებდა ტროლი... -გურო ბიჭო ნუ ხვრინავ .. ვერ ვუყურებ მასე.. მუტფილმის ყურებაში ხელის შემშლელ მეგობარს მუშტი ჩაარტყა გვერდში. გურო დაფეთებული წამოხტა.. სიტუაციაში გარკვევაც ვერ მოასწრო უკან მჯდომი ქალის წიკვინი რომ გაისმა. -იქნებ დაჯდეთ თქვენს ადგილას, ხელს უშლით ბავშვებს .. -ოჰ ბოდიში.. ამოიღრინა გურომ და თქვის ადგილს დაუბრუნდა.. შემდეგში ბილეთების საყიდლად წავალ მე..გაბრაზებულმა გახედა ნიკას.. -გიკოსთან ერთად აღარ წამოვალ კინოში.. აჰყვა გუროს ნიკაც.. -გაჩუმდით ხელს მიშლით ყურებაში.. წარბებშეკრულმა ნიდამ ბიჭებს გადახედა.. ეს დღე ასე ლამაზად დასრულდა, გიკოს წყალობით.. ოთხშაბათი დღე იყო.. ნიდა ტურიზმის გეოგრაფიის ლექციას ესწრებოდა. აუდიტორიაში ნიკოლოზ დვალი შევიდა და ნიდას გვერდით მოკალათდა. -ტურიზმის გეოგრაფიაა ნიკა.. გადაუჩურჩულა ბიჭს. -ვიცი.. არჩევითიდან ავირჩიე..თვალი ჩაუკრა ნიდას და ლექტორს გახედა.. -დვალი მენეჯმენტზე არ ხარ შეენ? ქალბატონმა ლარისამ ნიკას შეხედა -კი .. უბრალოდ ეს მინორში ავიღე.. -გასაგებია.. წინაზე როგორც ტურიზმის საფუძვლებში აიღე 82 ქულა წელსაც იგივეს ველი ამ საგანში.. გაიღიმა ქალმა.. -ვეცდები. -რახან ყველა შევიკრიბეთ მაშინ დავიწყებ.. ჯერ იმას გეტყვით, რომ ხუთ დღიანი ტურის უფლება გვაქვს .. ვისაც გინდათ წამოდით .. თანხა თქვენ შეკრიბეთ.. ტურიზმის ბავშვები ხართ უმეტესობა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ბევრნი ვიქნებით.. მარშუტს ახლავე გაგაცნობთ. მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - ქორულდის ტბები - თბილისი; ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო.. სატრანსპორტო საშუალება: მიკრო-ავტობუსი; კვება: სამჯერადი განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო; ტურის ხანგძლიობა: 5 დღე; ტურის ღირებულება 350 ლარი.. ვისაც გსურთ ამ ტურში მონაწილეობის მიღება შაბათს მომიტანეთ შეკრებილი თანხა.. კვირას კი ჩვენი მარშუტი გავა.. ღიმილით დაასრულა ლექტორმა მონოლოგი და ბავშვებს გადახედა.. -მე და შენ მივდივართ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა და გოგონას შეხედა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.