დაუჯერებელი 'თავი 11'
თავი 10 -ჩქარა, ჩქარა უკვე მანქანიდან გადმოვიდა-მამზადებდნენ ელენე და ანანო და თან წამდაუწუმ ფანჯრიდან იხედებოდნენ -მზად ვარ, აბა შემაფასეთ?-სწრაფად ჩავიცვი მაღლები და მათ წინაშე წარვსდექი -ძალიან მაგარი ხარ, უბრალოდ შესანიშნავი-ცერა თითი ამიწია ანანომ მოწონების ნიშნად და კვლავ შემათვალიერა, წითელი თმები მაღლა მქონდა აწეული და ტანზე შავი გამოყვანილი კაბა მეცვა მაღალ ქუსლებთან ერთად. რადგან ზაფხული იყო და თანაც აგვისტო რათქმაუნდა მოსაცმელი არ ჩამიცვავს ისე გავყევი ლაზარეს, რომელთანაც უკვე თითქმის 6 თქვეა რაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. თუმცა ჯერ სერიოზულად არცერთს გვისაუბრია ამ თემაზე. -ლამაზი ხარ-ლოყაზე მაკოცა და წელზე ხელი მომხვია ურიადმყოფელმა -შენც კარგად გამოიყურები-თვალი ჩავუკარი მე და სახლიდან გავედით -მგონი დღეს სახლში აღარ გამოგიშვებ-ჩამჩურჩულა ყურში მან და ლიფტში შემოძღვა როდესაც კარი გაიღო -ჰო, ჰო იოცნებე-ენა გამოვუყავი მე -ჰო, ჰო ვიოცნებებ-გამცინა და ენა გამომიყო მანაც -ნუ დამცინიი-ამოვიბუზღუნე და იდაყვი გავკარი, თუმცა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო რადგან ლიფტის კარი გაიღო და გარეთ გავედით, უხმოდ დავჯექით მანქანაში და წავედით -რას ავღნიშნავთ?-ვკითხე მას და ჩანთა მუხლებზე დავიდე -გაიგებ მალე-გაიცინა მან და ამავდროულად სადღაც გადაუხვია -კარგი, მაშინ დაველოდები-გავიცინე მეც და თმა ხელით შევისწორე -სხვა რა გზა გაქვს?-გამომხედა მან ეშმაკური ღიმილით და თვალი ჩამიკრა -რატომ ხარ ესეთი დამპალიი?-წარბშეკრულმა გავხედე და ბეჭზე ხელი მივარტყი, თუმცა მისგან პასუხად მხოლოდ სიცილი მივიღე, მალევე გააჩერა მანქანა ურიადმყოფელმა და მანქანიდან გადავიდა, შემდეგ წინა მხრიდან მოუარა და კარი მეც გამიღო -მადამ-გამიღიმა მან და ხელი გამომიწოდა, მეც ღიმილით ჩავჭიდე ხელი და მანქანიდან გადმოვედი -შევიდეთ სხვები უკვე შიგნით არიან-მითხრა მან და ხელი წელზე მომხვია -სხვები?-გამიკვირდა მე და გაკვირვებულმა გავხედე -ხო სხვები-ჩაიცინა მან და რესტორანში შევაბიჯეთ, რესტორანში უამრავი ხალხი ირეოდა, ჩვენ კი ერთ-ერთი კარისკენ წავედით, როდესაც შევაბიჯეთ ყველამ ჩვენ გამოგვხედა და ოდნავ ავწითლდი სახეზე, თუმცა არ შევიმჩნიე და კვლავ ლაზარეს მივყევი, რომელიც პირველიად ორ ადმიანს მიუახლოვდა. -დედა, მამა-ღიმილით გადაკოცნა ისინი. -ლუ გილოცავ დაბადების დღეს-გადაეხვია ქალი -რას მჩუქნით?-წარბები აათამაშა მან და კვლავ წელზე მომხვია ხელი, მე კი უხერხულად ვიდექი მის გვერდით და მხოლოდ ახლა შევამჩნიე მსგავსება ქალსა და ლაზარეს შორის -ჯერ ეს გოგონა გაგვაცანი და საჩუქარზე მერე ვისაუბროთ-გაიღიმა ქალმა და მე გადმომხედა -რათქმაუნდა, ეს ჩემი საცოლეა, ვიქტორია, ესენი კი ჩემი მშობლები არიან, თემური და ირინა-გამაცნო ლაზარემ ისინი, მეც გავუღიმე და ისე გადავკოცნე ორივე -რაც შეეხება საჩუქარსს-კვლავ საუბარი დაიწყო ლაზარემ -კარგი, ნუ შეგვჭამე, ხომ იცი რომ უსაჩუქროდ არ მოვიდოდით-როგორც იქნა ხმა ამოიღო თემურმა და გაიღიმა -ხო ვიცი, მაგიტომაც ველი-წარბები აათამაშა ურიადმყოფელმა -ერთ წუთში დავბრუნდები-სწრაფად გავიდა ირინა და უკან რაღაც ყუთით დაბრუნდა -აუ რა არის?-ბავშვივით უხაროდა ლაზარეს, სწრაფად შემოხსნა ყუთს შეფუთვა და თავი მოხადა -ღადაობთ?-თვალები გაუფართოვდა მას როდესაც საჩუქარი დაინახა, მეც ინტერესით მივაჩერდი ყუთს, თუმცა ლაზარეს ისე ეჭირა ვერ ვხედავდი -არ ვღადაობთ, ეს ჩვენგან შენ 28 წლის იუბილეზე-გაიღიმა თემურმა -კარგი რა მამა, მიწისთხილი?-გაოგნებული სახით ამოიღო მიწისთხილის შეფუთვა ყუთიდან და მშობლებს გახედა, რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ, ბოლოს ორივეს სიცილიაუტყდათ, მეც გამეცინა, თუმცა ლაზარეს გაბრაზებულ სახეს რომ წავაწყდი კვლავ სერიოზული სახე მივიღე -აქ გაბრაზებულ დგომას სხვა სტუმრებს მიესალმე-ურჩია მამამისმა და ანიშნა იქვე მდგომ დაახლოებით 10 კაცზე -ამას დავიმახსოვრებ-უთხრა მშობლებს ლაზარემ -ეს კი შენ ჩემგან-გაიღიმა და მიწისთხილი ყუთში ჩააბრუნა ყუთი კი მე გადმომცა -ეს გოგო ჩვენ დაგვიტოვე-უთხრა ირინამ ლაზარეს, ისიც მალევე წავიდა სხვა სტუმრებთან სასაუბროთ მე კი მის მშობლებთან დავრჩით -სინამდვილეში სხვა საჩუქარი გვაქვს, უბრალოდ გავეხუმრეთ-ამისხნა თემურმა და გაიღიმა -კარგი ხუმრობა იყო-გავიღიმე მე და ყუთი იქვე დავდე სადაც სხვა საჩუქრები ეწყო -ბევრი გაგვიგია შენზე, ვიცით რომ კარგი გოგონა ხარ, სწავლა დაამთავრე ხო?-ღიმილით მესაუბრებოდა ირინა -დიახ, წელს, უკვე იურისტი ვარ-მეც ღიმილითვე ვუპასუხე და ლაზარეს გავხედე რომელიც რაღაცაზე იცინოდა, ზუსტად ამ დროს გამომხედა მანაც და ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი -უკაცრავად, ლაზარე მეძახის, წავალ-ვუთხარი მათ და ლაზარესკენ წავედი -მოდი-ღიმილით გამომიწოდა ხელი მან, მეც ჩემი შევაგებე და გვერდით ამოვუდექი -ესენი ჩემი მეგობრები არიან, ვაკო და ლევანი, ეს კი ჩემი საცოლეა, ვიქტორია-გაგვაცნო ერთმანეთი მან -სასიამოვნოა-გავუღიმე მათ და ხელი ჩამოვართვი, ცოტა ვისაუბრეთ კიდევ, შემდეგ კი გამოვეცალეთ -მოგკლავ, ან გეთქვა დაბადების დღე თუ გქონდა, ან შენი საცოლე როდედან ვარ?-დაბღვერილმა ავხედე მას -შეგიძლია ახლა მომილოცო, მე ჯერ კიდევ ვიღებ მილოცვენს, საცოლეს რაც შეეხება, მგონი არავითარი წინააღმდეგობა არ გაგიწევია როდესაც ეს ვთქვი, ამიტომ მოეჭვი ამ წიკებს-ეშმაკური ღიმილით ამიწია წარბი მან და წელზე ხელი მომხვია -დამპალი ხარ-ამოვიბურტყუნე და დაბღვერილმა ავხედე ქვევიდან -მოლოცვა დაგავიწყდა-ეშმაკურ ღიმილს არ იშორებდა ის სახიდან -გილოცავ, დაესწარი მრავალს, საჩუქარს შემდეგში გიყიდი-ენა გამოვუყავი და თავი მხარზე ჩამოვადე, მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ, მხიარული ხალხი აღმოჩნდა ლაზარეს მშობლები და მეგობრები, ბევრი ვიმხიარულეთ, ბოლოს ისე დაღლილი ვიყავი სკამიდან ვეღარ ვდგებოდი -ადექი წავიდეთ-თავზე დამაგდა ლაზარე და ყელში მაკოცა -ტაქსით წავალ, სირცხვილია იუბილარი ხარ და რომ წამოხვიდე-ვუთხარი და ფეხზე ავდექი -ნუ სულელობ, ყელში ამომივიდნენ ისედაც-თვალები აატრიალა მან -უჟმურო-ვუთხარი სიცილით და თან რესტორანი დავტოვეთ -არ გაინტერესებს რა მაჩუქეს მშობლებმა?-გადმომხედა მან და გაიღიმა -მიწისთხილი?-გამეცინა მე -არა აი ეს-ხელში აათამაშა მან გასაღები -ბინა?-ვკითხე და გასაღებს მივაშტერდი, თან გამიკვირდა, მშვენიერი სახლი ჰქონდა და ბინა რატომ უნდა ეჩუქებინათ -არა, აგარაკი, ძალიან მაგარ ადგილზე-მითხრა მან და მანქანის კარი გამიღო -სად?-ვკითხე როდესაც მანქანაში დაჯდა და ძრავა აამუშავა -ბაკურიანში, გინდა წავიდეთ?-გადმომხედა მან -კი ოღონდ, ახლა სახლში წამიყვანე რა დავიღალე, ფეხები მეტკინა უკვე-მაღალქუსლიანები სწრაფად გავიძვრე ფეხებიდან და თვალები დავხუჭე დაღლილმა -კარგი, შეგიძლია დაიძინო-გაიცინა მან და სიჩქარეს მოუმატა, თითქმის ღამის 3 საათი იქნებოდა, ამიტომ ქუჩაში ბევრი მანქანები არ მოძრაობდა, მეც თვალები მივლულე და ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა -- თვალებს ვახელ და თბილ საბანში ვეხვევი, მიკვირს საბანი რომ მაფარია, რადგან წესით აგვისტოს ბოლოა და ძალიან ცხელა. სახეზე ხელს ვისვავ რომ კარგად გამოვფხიზლდე და საწოლზე ვჯდები, ოთახი რომ არ მეცნობა გაკვირვებული ვუყურებ ყველაფერს, ერთ კედელზე თითქმის ნახევარი დიდ მინის კარს უკავია რომელზეც ფარდაა ჩამოფარებული. ორი კარია ერთი ხის და მეორე პლასტმასის, როგორც ჩანს ერთი სააბაზანოა, ოთახი თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და შავი ავეჯია. გაკვირვებული ვათვალიერებ ყველაფერს და ბოლოს გაკვირვებული ვდგები ფეხზე. -ლაზარეე-ვიძახი ხმამაღლა და ფეხშველი მივდივარ ხის კარისკენ, ახლაღა ვაკვირდები, ტანზე ლურჯი სპორტული შარვალი და ამავე ფერის მაისური მაცვია, მოკლე სახელოიანი. გაკვირვებული ვაღებ კარს და დერეფანში გავდივარ -ლაზარეე-ვყვირი უფრო ხმამაღლა და დერეფანში მივბოდიალებ, აქ მხოლოდ კარს ვხვდები რომელსაც აივანზე გავყავარ, კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ, წამში მხვდება სიცივე შიშველ მკლავებსა და ფეხებზე, თუმცა არ ვიმჩნევ და აივანზე გავდივარ, დიდ აივანზე სარწეველა სკამები და მაგიდა დგას, აივანი ტყეს გაჰყურებს, რაც მაფიქრებინებს რომ ბაკურიანში ვარ.ტყის გარდა რომ ვერაფერს ვამჩნევ კვლავ უკან ვბრუნდები და სახლის სითბო მსიამოვნებს, ახლა პირიქით მივუყვები დერეფანს და კიბესაც ვპოულობ, ქვემოთ ჩავდივარ თუმცა ვერ გავიგე სად წავიდე, კიბეს კიდევ ერთი სართულით ქვემოთ ჩაყავარ -ლაზარეე-ვყვირი კიდევ და კიბეებს მივყვები, მალევე მესმის ნაბიჯების ხმა -ვიკა, სად ხარ?-ყვირის ისიც, ხმა აშკარად ზემოთ სართულიდან მოდის, მეც კიბეზე ავრბივარ -ლაზარეე-ვიძახი და მალევე ვამჩნევ მის სხეულს როგორც ჩანს მეორე სართულზე იმყოფებოდა ვაჟბატონი -აქ ვარ ნუ გეშინია-მიხუტებს ის და თავზე მკოცნის, მეც ხელებს ვხვევ შემდეგ კი გაკვირვებული ვუყურებ მას -აქ რა გვინდა?-ვეკითხები და სწრაფად ვშორდები მას როგორც კი ვაანალიზებ რა სიტუაციაში ვარ -მაინტერესებდა ჩემი ახალი აგარაკი, მე კი ვერ მოვითმინე და წამოვედი-გაიკრიჭა ის -მერე სახლში ვერ მიმიყვანე?-ვუბღვერ მას -რატომ? ჩემი ცოლი ჩემთან ერთად არ უნდა იყოს?-გაიკვირვა მან -ღადაობ ხო?-თვალებგაფართოებულმა გავხედე მას -რა გიკვირს, შენ ხომ დამთანხმდი გუშინ ცოლობაზე, მეც ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე მალე მომეყვანე ცოლად-გაიკრიჭა ის -მე არაფერს მეკითხები? როდის დაგთანხმდი ცოლობაზე? ღმერთო მთელი ღამე სახლში არ ვყოფილვარ, ალბათ ლუკა და დაჩი გაგიჟდებიან, ჯანდაბა-სახეზე ხელები ავიფარე და იქვე კედელთან იატაკზე ჩამოვჯექი - კარგი, ნუ ნერვიულობ, უკვე დავურეკე შენებს და ვუთხარი რომ ერთად ვართ, უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით-ჩემს წინ ჩაიკუზა ის -მეხუმრები ხო?-გავხედე განცვიფრებულმა და სახიდან ხელები მოვიშორე -არა რატომ? ვიკა, მე სერიოზულად გეუბნები-სერიოზული სახე ჰქონდა მას -ღმერთო რა ჯანდაბას აკეთებ ლაზარე? იქნებ ჯერ ჩემთვის გეკითხა მინდოდა თუ არა შენთან? ის რომ 6 თვეა ერთად ვართ არ ნიშნავს რომ მინდა შენი ცოლობა-ყვირილით წამოვდექი ფეხზე -დაწყნარდი, ვიცი ამაზე არ გვისაუბრია, არც ის იყო ლამაზი ასე უცებ რომ წამოგიყვანე, თუმცა იცოდე, რომ შენ შეგიძლია დაფიქრდე მართლა გინდა თუ არა ჩემი ცოლობა, დაწყნარდი, აქ ვიქნებით ერთი კვირა, და თუ დაბრუნებას მოინდომებ მე შემიძლია დაგაბრუნო, თუ ჩემს ცოლობას მოინდომებ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, რომ არ მდომოდა შენი ცოლად მოყვანა არც წამოგიყვანდი-ჩემი სახე ხელებში მოიქცია ლაზარემ და ისე მელაპარაკებოდა -ჩემს უკითხავად ეს ნაბიჯი მაინც არ უნდა გადაგედა-ვუთხარი აკანკალებული ხმით და მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე -მაპატიე რომ ეს ასე გამოვიდა, მეტს აღარ გავიმეორებ, აბა ჩემს ცოლს მეორედ ხომ არ მოვიტაცებ?-გაიცინა ურიადმყოფელმა და ცერა თითით ცრემლები მომწმინდა -როგორ ხარ დაწმუნებული საკუთარ თავში, ღირსი ხარ უარი გითხრა-წარბები შევკარი მე -ანუ მხოლოდ ამის გამო მეუბნები უარს, და ისე აპირებდი დამთანხმებოდი?-სიცილს არ წყვეტდა ის -დამანებე თავი-სწრაფად მოვიშორე მისი ხელები გაბრაზებულმა და გავიქეცი, ისიც უკან გამომეკიდა სიცილით, მის სიცილზე მეც გამეცინა და სწრაფად ავირბინე კიბეები, ნაცნობ დერეფანში სიცილით გავვარდი და აივნისკენ დავიძახი -ნუ გარბიხარ დაეცემი-ყვიროდა ლაზარე და ტან უკან მომსდევდა, მე კი აივნის კარი სწრაფად გავხსენი და გარეთ გავვარდი ლაზარესკენ შემოვტრიალდი და ენა გამოვუყავი -რა სწყარად დარბიხარ რა-სიცილით მიახლოვდებოდა ის, მე კი უკუსვლით მივდიოდი რა დროსაც ფეხი ამისტა, უნებურად შევკივლე, შემდეგ კი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი ზურგზე, მალევე მივხვდი რომ ვეღარ ვსუნთქავდი და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, ამღვრეული თვალებიდან მხოლოდ ის გავარჩიე რომ ლაზარე მომიახლოვდა და რაღაც მასაჟის კეთება დამიწყო გულზე, შემდეგ კი ამოვისუნთე, და ხველება ამიტყდა -კარგად ხარ?-სწრაფად მომხვია წელზე ცალი ხელი, მეორე მუხლებ ქვეშ ამომიდო და ხელში ამიყვანა -ზურგი მტკივა-ამოვიხავლე და ხელები მის კისერს მოვხვიე, ის სწრაფად შევიდა სახლში, მერე იმ ოთახის კარი გააღო სადაც გამეღვიძა და ლოგინზე დამაჯინა -როგორ შემეშინდა-ტუჩები ლოყებზე მომაკრო მან და თმა რომელიც სახეზე მქონდა ჩამოყრილი თითით უკან გადამიწია ბიძა გარდამეცვალა და ვეღარ ავტვირთე თავები, ბოდიშს გიხდით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.