შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dream! (თავი 8)


26-03-2017, 00:14
ავტორი ანუკი (ანნა)
ნანახია 1 407

ტასო და მარიამი სახლში იყვნენ ფილმს უყურებდნენ და თან ჩიფსებს მიირთმევდნენ , დიდიხანი გავიდა რაც ბიჭები არ ჩანდნენ , ცოტახანში ხმაურით შემოვვიდნენ და როგორც ყოველთვის სანდრო რაღაცაზე გაბრაზდა , მერე ხან მარიამს ხან ტასოს თვალს უშტერებდა და უკმაყოფილო სახე ეჭირა .
_ტასო რაარის რას ჭამ?!
_ჩიფსს
_ვხედავ! ხო გთხოვე ეგეთი რაღაცეები არ გინდათქო .
_ოო კაი რა
_შენ რაღამ გამოგაშტერა მარიამ?!
_მინდოდა და ...
_მომეცით აქ, დღეიდან არანაირი ჩიფსი და მსგავსი რამ , გეყოთ არ შეიძლება .
_ეუუ კაი რა !
_სტაფილო მოგიტანეთ ხო გიყვართ
_აუუ კი ,
_ჭამეთ მიდით .
_აუ შენ მოგვიტანე რა .
_კაი კაი ეხავე .

მარიამმა და ტასომ ფილმის ყურება გააგრძელეს , ისე რომ საერთოდ ვერ ამჩნევდნენ იქ ბიჭებიც თუ იყვნენ . ბიჭები კი გამუდმებით რაღაცაზე კამათობდნენ .
_გოგოებო
_ჰო
_ჩვენ წავალთ და გვიანობამდე ვერ მოვალთ, თუ რამეადარეკეთ კაი?
_კაი, და დედაჩემია ჩამოსული აქ ვერ მოვადა დღეს იქ ვაპირებდი წასვლას , მთხოვა ძალიანდა .
_მე გაგიყვან მარიამ .
_წამოხვალ ხო შენც ტასო?!
_აუუ არა რა , გთხოვ. ვიქნები აქ
_ტასო მარტო ვერ დაგტოვებთ ამდენხანს . ვთქვი გვიან მოვალთქო .
_აუ რას აიტეხე რა, მინდა და ვრჩები ! წადით . თუ რამეა ტელეფონი მაქ და დაგირეკავთ.
_მივდივარ, და იცოდე ფრთხილად იყავი , ჰო კიდე მე მიჯდება ტელეფონი და დატენვასაცვერ ვერ ვასწრებ და ამიტომ ლაზარეს დაურეკე თუ რამეა .ჰო კიდევ ყურადღებით !
_კარგი კარგი ! წადით თუ მიდიხართ .
_მოიცადეთ ნივთებს ჩავალაგებ , ტასო ამომყე რა .
ოთახში ავიდნენ , ტასო საწოლზე ჩამოჯდა, მარიამმა მობილურის მიწოდება სთხოვა ,ტასომაც მაშინვე აიღო ტელეფონი და როდესაც წამოდგა საშინელი ტკივილი იგრძნო მუცელში და ცდილობდა არ შეემჩნია , მოწყვეტით დაეცა საწოლზე და ცდიოლობდა სახეზე ტკივილი არ დამჩნეოდა . მარიამმა შეამჩნია დაშეშინებული მივარდა .
_არაფერია არაფერი, დამშვიდდი , ჩუ . ხმა არ ამოიღო თორემ არ გაპატიებ იცოდე .
_გაგიჟდი ? რამე რომ დაგემართოს მერე? იქნებ რა ჭირს?
_არაფერია, ალბად ბავშვი გამოძრავდა
_ და მასე გეტკინა?
_არ მტკენია უბრალოდ მოწყვეტით დავეცი, ძალით.
_წამოდი ჩემთანერთად რაა
_არადა გეყო ეხხა. მიდი მიდი წადი.
მარიამი არ ტოვებდა ტასოს რადგან ძალიან ეშინოდა რამე რომ მოსვლოდა , მაგრამ ტასოს დაჟინებული თხოვნით წავიდა და ბიჭებსაც ვერაფერი ვერ უთხრა . ტასოსაც ძალიან ეშინოდა მაგრამ ფიქრობდა რომ ეს გაუვლიდა , თავის ოთახში დაწვა გამაყუჩებელი დალია და ჩაეძინა ფიქრებში . ცოტახანში ტკივილი ისევ იგრძნო , ახლა უფრო ძლიერად , თვალების გახელა უჭირდა , მთელს სხეულში ბჟუილს გრძნობდა, ყველაფერი ტკიოდა , სისველე იგრძნო , მერე თვალები როგორც იქნა ოდნავ გაახილა და ხელზე სისხლი შენიშნა , შიშისგან ცრემლები წამოუვიდა , ერთდროულად ეშინოდა, ტკიოდა და სძულდა საკუთარი თავი, ეს არ იყო სხეულის ტკივილი, ეს იყო სულიერი ტკივილი იმისა რომ თავისი სიჯიუტის გამო შეიძლებოდა ბავშვებს რამე დამართოდა,ისევ და ისევთავისი სისულელეის გამო , ტელეფონი აიღო ახლა ხელის მოძრაობაც კი ძალიან უჭირდა , დარეკა სანდროსთან , მხოლოდ ერთი ზარი გავიდადა გაითშა , ახლა კი ტელეფონიც გაუვარდა ხელიდან . ცდილობდა ძალა მოეკრიბა მაგრამ საერთოდ ვერ ინძრეოდა , გული წაუვიდა და მიუხედად ამისა თვალებიდან ცრემლები შეუწყვეტლად სდიოდა. და ებღაუჭებოდა უკანასკნელ იმედს , იმედს იმისა რომ მოვიდოდა ვინმე.. ვინმე ვინც მის შეცდომას გამოასწორებდა ვინც იხსნიდა ამ ტკივილისგან ....
სანდრო ბიჭებთან ერთად ლუკას საქმეების მოსაგვარებლად იყო ტელეფონი კი გიორგის ქონდა , დაინახა რომ ტასოსგან ზარი შემოვიდა მაგრამ მალევე გაითიშა და იფიქრა სასწრაფო არ იყო , თანაცახლა სანდრო ლაპარაკობდადა გვერძე ვერ გაიყვანდა , ამიტომ გადაწყვიტა თავად დარეკა , მეორედ რეკავს და არავინ პასუხობს , ცოტა შეშინდადა როცა დაინახა რომ ახლა საუბარი ლაზარემ გააგრძელა და სანდრო მოსაწევად გვერდით გავიდა მაშინვე მივიდა მასთან და უთხრა რომ ტასოსგან ზარი შემოვიდა , მანაც დარეკა ისევ მაგრამ არავინ უპასუხა , შეშინდა და ნერვიულად სიარული დაიწყო .
_უნდა წავიდე გიო .
_კარგი რა ისევ რამე მოუნდებოდა და ამიტომ დაგირეკავდა .
_ჰო რავი... მაგრამ არა , არა უნდა წავიდე . რატომ არ პასუხობს , წავალ და დავბრუნდები თუ არაფერია .
_კარგი მიდი და გამაგებინე მეც .

სანდრო მანქანისკენ გაექანა და სწრაფად წავიდა , გზაში რეკვას არ წყვეტდა მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდა რისთვის რეკავდა ამდენს ტყუილად . მაგრამ ტასო ხომ გრძნობდა , ხომ არ აძლევდა ეს ზარი საშვალებას ბოლომდე გათიშულიყო , სანდრო საშინელ ბრაზს გრძნობდა იმისგამო რომ ტასოსდაუჯერა, და საკუთარ თავზე მეტად ბრაზდებოდა რომ მარტო დატოვა , ყველაფერზე ეფიქრებოდა გარდა კარგისა მაგრამ მაინც ქონდა იმედი რომ ახლა როდესაც სახლში შევა და კარებს შეაღებს დაინახავს დიდ ეკრანთან მჯდომ ტასოს რომელსაც გარშემო უამრავი საჭმელი ეწყობოდა მათ შორის კოლაც და ალბად მეათასედ უყურებდა ზოოტოპიას გაბრწყინებული სახით ისე თითქოს არ იცის რა მოხდებაო არადა თითოეული სიტყვა თითოეული მოძრაობა თითოეული კუნთის მოძრაობაც კი უკვე ზეპირად იცოდა ...
მერე მიახლოებით ნახევარი საათის შემდეგ როგორღაც შეამჩნევდა და გამაღიზიანებლად მაინც კითხავდა , _მოხვედი?! თანაც ისე რომ გვერდით არც გაიხედებოდა და არც პასუხს დაელოდებოდა , რომც გეპასუხა ვერ გაიგებდა რას ეტყოდი . ცოტახანში კი ისევ ისე რომ ეკრანს თვალს არ მოაშორებდა ხელისქნევით ანიშნებდა და ტუჩებს გამობერავდა ... მერე არც სანდრო დააყოვნებდა და მაშინვე დაეწაფებოდა ტასოს ... მაგრამ მერე აბუზღუნდებოდა გაიწიე ყურებაში ხელს ნუ მიშლიო და სანდროც ჩაუჯდებოდა ამ ანიმაციას უინტერესოდ მაგრამ მოუბეზრებლად რადგან ტასოს მიმიკების ყურება სულ სხვა იყო ... დაეფიცება ტასოსთან ერთად ამ ეკრანის წინ მილიონჯერ მაინც მჯდარა მაგრამ ფილმებიდან მხოლოდ რამდენიმე ნაწყვეტი ახსოვს რადგან ამ დროს ყველაზე საინტერესო ტასოს მიმიკებიიყო რომელიც ბოლომდე ვერ შეისწავლა რადგან ყოველთვის სხვადასხვანაირი იყო და ყოველთვის სასწაულად საყვარელი . ამ ფიქრებში სახლამდეც მივიდა და მანქანიდან გადმოხტა , კარებთან მივიდადა ბრაგუნი აუყენა .. მაგრამ კარებს არავინ აღებდა .. შუქი მხოლოდ ტასოს ოთახში ენთო და არც ეკრანის სინათლე ჩანდა , მერე ჯიბიდან გასაღები ამოიღო , უკვე მესამედ გაუვარდა ხელიდან ... ხელი უკანკალებდა და ვერ ახერხებდა კარის გაღებას . როგორც იქნა მოახერხა კარის გაღება და რასაც ქვია შევარდა .... გარშემო მიმოიხედა და ვერსად ვერ დაინახა ... ტელეფონზე რეკვა განაგრძო და ხმას გაყვა .. ოთახში შევარდა და იმაზე საშინელი სანახაობა დახვდა ვიდრე ელოდა ... ტასო სულ სისხლიანი იყო და თვალებიდან ცრემლები სდიოდა ... ხელები მომუშტული ქონდა და ვერაფერს ამბობდა ...
სანდრო გაშეშდა არ იცოდა რა ექნა ... ყველაფერი ახსენდებოდა , ის საზიზღარი დღე , ის შაშინელი სანახაობა როცა მტელი ოჯახი დაეხოცაერთ წუთში და ყველანი სისხლის გუბეში იწვნენ . სიმწრის ცრემლები მოადგა , სახეზე ხელი მოისვა და თავზე დაიწყო ხელის მოძრაობა ... გონებას ვერ იკრებდა არ იცოდა რა ექნა .. ეშინოდა .. სუნთქვა უჭირდა ... ცრემლები აწვებოდა და აზროვნების უნარი დაკარგა ... ვერ უყურებდა ტასოს მაგრამ სისხლის გუბის ზრდას ამჩნევდა ... ყველაზე საშინელი გრძნობა .. როდესაც ვერ ეხმარები ადამიანს რომელიც გიყვარს ... ვერ ხვდები რა უნდა ქნა მაგრამ გახსენდება ადამიანები რომლებიც თითქმის ზუსტად ასე დაკარგე ... ადამიანები რომლებიც ძალიან გიყვარდადა ვერ გადაარჩინე ... ვერ დაეხმარე შენს დას რომელიც ჯერ კიდევ სუნთქვდა და ბოლოს მის თვალებში შენი სახე იყო არეკლილი ...
ხვდები რომ ასე ვერ უყურებ ... ასე თუ გააგრძელებ კიდევ ერთი ადამიანი შეემატება იმ ადამიანების რიცხვს რომლებსაც ვერ დაეხმარე ... რომლებიც გთხოვდნენ დახმარებას და შენ ეს უბრალოდ ვერ შეძელი ... გტკივა ყველაფერი გტკივა ..... ფიქრს მორჩა და აზროვნება დაიწყო .. ხვდებოდა რომ მისი გრძნობები ამ შიშის გრძნობებზე მეტად ძლიერი იყო ... ვერავინ წარმოიდგენდა ამას თუ შეძლებდა ... ეზიზღებოდა საკუთარი თავიო რადგან ამდენად სუსტი იყო .... ნებისმიერი პატარა ბვავშვიც კი იქნებოდა მასზე ძლიერი ... ცდილობდა მხოლოდ იმ ბედნიერ დღეებზე ეფიქრა როდესაც ერთად იყვნენ ... როდესაც ტასო მის გვერდით იყო ... როდესაც ერთად ამარცხებდნენ დაბრკოლებებს ... ახლაც აქ იყო ტასო , მის გვერდით , მაგრამ სანდროს არ შეეძლო... ვერ იყო მის გვერდით ... ძნელიიყო . ძალიან ძნელი .ფიქრი დაიწყო მხოლოდ იმ დღეებზე როდესაც ბედნიერი იყო ... ბედნიერი ტასოთი ... მხოლოდ და მხოლოდ მისით ... და თუ ახლა ასე იდგებოდა იმასაც მიხვდა რომ ვეღარავინ დაეხმარებოდა ტკივილების გადატანაში ... ვეღარავინ გაუგებდა ასე კარგად... ეს მხოლოდ ტასოს შეეძლო . და ვეღარავისთან ერთად ვეღარ იქნებოდა ასეთი ბედნიერი . იქნებ მარტოობა უფრო დიდ შიშს იწვევდა მასში ვიდრე სისხლი ...
შეუჩერებლად უმეორებდა საკუთარ თავს რომ ეს უბრალოდ წითელი სითხე იყო და მეტი არაფერი... მხოლოდ და მხოლოდ წითელი სითხე ... რომლის გამოც შეიძლებოდა დაეკარგა რაც კი გააჩნდა .. რისი შეძენაც კი შეძლო დიდი დანაკარგის შემდეგ ... და ეს ფიქრები ... ეს აზრები ... ეს სიყვარული და ეს შიში რომ მარტო დაჩებოდა სისხლის შიშზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა . გადადგა ნაბიჯი და აღარ შეჩერებულა რადგან იცოდა ახლა თუ გაჩერდებოდა უბრალოდ ვეღარაფერს იზავდა ... ვეღარ გადადგამდა წინ ნაბიჯს ... ტასოს მიუახლოვდა და ჯერ კიდევ გაბერილი მუცლით ხელში აიყვანა ... თავი გულზე მიადო და კიბეებზე ისეთი სიჩქარიტ მიდიოდა რამდენჯერმე რამის დაგორდა ... ხელებიც უკანკალებდა ... სუნთქვა უჭირდა . უკანა სავარძელში ჩასვა .. არც სახლზე უფიქრია და არც იმაზე რომ ვინმესთვის დაერეკა ... ხელები მთლიანად სისხლიანი ქონდა და ცდილობდა არ ეყურებინა მისთვის ... თითქმის სულ უკან იხედებოდა და თხოვდა რომ არ მიეტოვებინა .. რომ მისი ტკივილი კიდევ უფრო არ გაეზარდა ... უახლოეს საავადმყოფომდე მიიყავნა და გადმოიყვანა .. შიგნით ყვირილით შევიდა .. დახმარებას თხოვდა ... საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს ... იქვე ჩაიმუხლა .. თავზე სისხლიან ხელებს მთელი ძალით იჭერდადა ახლა უკვე ხმით ტიროდა ... არ შეეძლო .. ვერ ჩერდებოდა .. თვითონაც სულ მთლად სისხლიანი იყო ...
ადამიანებს არ შეუძლიათ ბოლომდე ბედნიერები იყვნენ რადგან მოსალოდნელი უსაფუძვლო დაკარგვის შიში მაინც აქვთ ყოველთვის სადაცარ უნდა წახვიდე ვისთან ერთადაც არ უნდა იყო .. თუნდაც არავინ გყავდეს ... არავინ გიყვარდეს ... ეს შიში ჩვენია ... ყველასი და არასდროს ჩერდება ... ძალიან პატარა მარცვალია მაგრამ მოგეხსენებათ ჩვენ ადამიანებს ყველაზე კარგად საკუთარი თავის ტანჯვა გვეხერხება და ჩვენ თავად ვაღვივებთ ჩვენში ამ მარცვალს .. და ისიც იზრდება და ჩვენ გვაპატარავებს .. ჯერ გვკლავს და მერე გვაქრობს ... და ეს პატარა მარცვლები ჩვენ ვარ თავად ...
ბიჭები ხან ტასოს და ხან ალექსანდრეს შეუჩერებლად ურეკავდნენ მაგრამ არცერთი არ პასუხობდა ... ამასობაში ჩხუბიც მოასწრეს რადგან საწინააღმდეგო მხრიდან გაღიზიანება დაიწყეს , ამბობდნენ რომ სანდროი გაიპარა რადგან შეეშინდა ...
და ამას რომელი მათგანი მოითმენდა ... საშინლად ცემეს მაგრამ არც ამათ აკლდათ ჩალურჯებები . ბოლოს მანქანებში განაწილდნენ და სახლისკენ წავიდნენ ... ლაზარე სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სახლის კარები შეღებული რომ დახვდა და ყველაფერი ჩაბნელებული გაბრაზდა ძალიან უყურადღებოდ იქცევიანო ... კარის სახელურს როგორც კი შეეხო სისველე იგრძნო მერე შუქები აანთო და სისხლი დაინახა .. მაშინვე ტასოს ოთახში ავარდა გზას სისხლის წვეთებიც უკვალავდა და უფრო და უფრო ეშინოდა ... მასაც იპყრობდა დის დაკარგვის შიში ... ოთახში შევარდა და გარშემო მხოლოდ სისხლი დაინახა .. მაშინვე უკან გაბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა ... ბიჭები გაოცებულები უყურებდნენ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა და სახლში შევიდნენ მათაც იგივე სიტვაცია დახვდათ და უკან გამოვარდნენ მაშინე მანქანაში ჩასხდნენ და ცდილობდნენ უკვე ხედვის წერტილიდან გამქრალ ლაზარეს დაწეოდნენ... ლაზარე მაშინვე საავადმყოფოში შევარდა და სანდროს ძებნა დაიწყო .. რომ დაინახა მაშინ ყველაზე მეტად შეეშინდა ... სულ სისხლიანი იყო და ისევ ისე ჩამუხლული .. არსადარ იყურებოდა .. თავი დაბლა ქონდა დახრილი და საერტოდ არაფერს აკეთებდა ... ლაზარე მაშინვე მივარდა და ხელები სცადა ...
_რა ხდება ??! რა გჭირს სანდრო?!!!ტასო სადაა??!!
_ხმა ამოიღე სანდრო ! სადაა ტასო?!! რა გჭირს
ამ წუთს ყველაფერი ერჩივნა ისიც კი ახლა სანდროს ადგილას ტასო მდგარიყო ვიდრე ტასოს რამე მოსვლოდა ... ისიც ერჩივნა ახლა იქ ტასოს მაგივრად თავად წოლილიყო . სანდროც ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ მას უყურებდა, მაგამ ისე უყურებდა იფიქრებდით მის წინ, არც ლაზარე, არც ლაზარეს შემდეგ კედელი და არც იმის იქით არაფერიაო .ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ , ლაზარე კი ღრიალს არ წყვეტდა .
_სანდრო ამოიღეთქო ხმა ! თქვიი სადა ტასო და რა დაემართა .
ვერაფერს ამბობდა სანდრო , უბრალოდ იდგა და თვალები ამღვრეოდა . ლაზარესაც სხვა გზა არარ ქონდადა გაარტყა . რაზეც სანდრომ დიდი ხმით ამოისუნთქა , თითქოს აქამდე ჰაერი შეკავებული ქონდა და არ სუნთქავდა თანაც ახლა კი არა თითქოს არასდროს ,თითქო არასდროს არ შეუსუნთქავს , თითქოს ახლა პირველად გაეხსნა ფილტვები და ჰაერით ამოივსო , ჰაერ რომელიც გაჟღენთილი იყო წამლების , ავადმყოფობის და ტკივილის სუნით .
_ტასო! ტასო და ბავშვები! არ ვიცი ლაზარე არ ვიცი! ტასო და ბავშვები ლაზარე ! მიშველე ! დამეხმარე გთხოვ !
ლაზარეს გადაეხვია და მთელი ძალით ხვევდა ხელებს , ისე თითქოს ბავშვების და ტასოს გადარჩენის იმედს იჭრსო . გადაეხვია და მთელი ძალით დაიწყო ღიალი . ვეღარ აჩერებდნენ . მერე ისევ ჩაიმუხლა და იგივე მდგომარეობაში გააგრძელა ლოდინი . ყველა საშინლად გამოიყურებოდა , არცერთმა არაფერი იცოდა ... ვერაფერს ამბობდნენ.
ლაზარეც სკამზე ჩამოჯდა და ვერაფერს ამბობდა , მხოლოდ მან იცოდა როგორ ჭირდებოდა ახლა მარიამი . მაგრამ არ აპირებდა არაფრის თქმას რადგან ასე თავის პატარასაც და _ხო მამარიამსაც ცუდად გახდიდა. ლაზარეს ტელეფონზე ზარები არ ჩერდებოდა და იძულებული გახდა ეპასუხა .რიამ
_ლაზარე , ცუდს მიგრძნობს გული ... ტასოს ვურეკავ და არ მპასუხობს , არ ვიცი რა ვქნა . სად ხარ?! არ იცი როგორაა?! გთხოვრა მიდი ნახე . ეხლა ჩავალაგებ მეცდა სახლში მოვალ...
_არა არა პატარა მისმინე ... ტასოს ახლახანს ჩაეძინა ხვალ მე წამოგიყვან .. იყავი რა გთხოვ მეც დაღლილი ვარ და დასვენება მინდა ბიჭებსაც ჩაეძინათ . ნუ ნერვიულობ ყველანი სახლში ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ.
_კაი. და ბიჭები ასე ადრე რომ არ იძინებენ ხოლმე ?! ლაზარე საერთოდ რანაირი ხმა გაქ ?! რა გჭირს ?!
_გითხარი დავიღალეთთქო ! რა ვერ გაიგე ?! დასვენება მჭირდება .
_კი მაგრამ ... კარგი .. ბოდიში ალბად ორსულობის ბრალია .. ბოდიში .
მთელი ძალა მოიკრიბა რომ არ შეტყობოდა ხმაზე არაფერი და ის ვეღარ გააცნობიერა როგორი ტონით ელაპარაკებოდა . მარიამსაც უკვე უჭირდა ლაპარაკი ძალიან ეწყინა ლაზარეს ასეთი ლაპარაკი და ვერაფერი უთხრა მეტი .
_მისმინე პატარა , მართლა ძალიან დავიღალე , არ ინდოდა ცუდად გამომსვლოდა , მიდი ეხლა შენც დაწექი თბილად და მეც ვიძინებ , ერთად დავიძინებთ . არ ინერვიულო კარგი?! ჩვენი პატარასთვის .. გთხოვ...
_კაი , ძილინებისა .
მარიამი მაინც ვერ ჩერდებოდა ... ნერვიულობდა მაგრამ ეცადა თავი დაემშვიდობებინა და ცოტახანში ჩაეძინა .
ბიჭები გვიანობამდე საავადმყოფოში იყვნენ და ვერცერთი ხმას ვერ იღებდა . ახლა შეიძლებოდა სხვისთვის ერთი ადამინი გარდაცვლილიყო მაგრამ მათთვის იღუპებოდა საყვარელი და , საყვარელი ქალი , საყვარელი დედა , საყვარელი შვილი , დეიდაშვილი , მეგობარი და ყველასთვის გამგები თბილი ადამიანი , ეს უბრალოდ დიდი შეცდომა იქნებოდა .


(პს: პატარაა მაგრამ ვერ ვასწრებ <3 )



№1  offline წევრი LSD

Es ukve sxvaa bervi emocia grdznoba rac me momwons istoriashi madloba ro gaitvaliswine chemi rcheva❤️❤️Gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

Es ukve sxvaa bervi emocia grdznoba rac me momwons istoriashi madloba ro gaitvaliswine chemi rcheva❤️❤️Gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე არ დაკარგონ ბავშვები რა ფლიიიზ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი ანუკი (ანნა)

თაკოთაკო
ვაიმე არ დაკარგონ ბავშვები რა ფლიიიზ

ვნახოთ

LSD
Es ukve sxvaa bervi emocia grdznoba rac me momwons istoriashi madloba ro gaitvaliswine chemi rcheva❤️❤️Gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

მადლობ საყვარელო ❤️❤️❤️

Es ukve sxvaa bervi emocia grdznoba rac me momwons istoriashi madloba ro gaitvaliswine chemi rcheva❤️❤️Gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent