შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XXVI ნაწილი)


27-03-2017, 00:43
ავტორი nina.d.
ნანახია 2 424

ძალიან ადრე გამეღვიძა, საათს, რომ დავხედე დილის 6 უჩვენებდა. სულ ოფლიანი ვიყავი, დამიანე კი ზურგიდან მყავდა მოკრული და ჩემ კისერში ჰქონდა თავი ჩარგული. მისი მკლავებიდან გამოძრომა ვცადე, მაგრამ უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები.
-ნინი რა არ გასვენებს?_ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა და კისერზე ტუჩები მომაკრო.
-მაისური უნდა გამოვიცვალო._მიხვდა, რომ სულ სველი ვიყავი, ხელი გამიშვა, წამოდგა და სხვა მაისური მომიტანა. როგორ დატანტალებდა ჩემ წინ მხოლოდ საცვლით, გაქანებული სიცხე მაქვს და რაზე ვფიქრობ.
-მეფეო, სიცხის გამო მეჩვენები ასეთი სექსუალური თუ მართლა ესეთი ხარ?_წარბები ავუთამაშე, გაეცინა და მაისური მომაწოდა.
-ჯერ გამოკეთდი და გაჩვენებ როგორიც ვარ._ვნებიანად მითხრა, ტუჩზე იკბინა და თითის ბალიშები ნაზად ჩამომისვა ყელზე. ჟრუანტელმა დამიარა, თვალები დავხუჭე და ჩემი ხელი მისაში ავხლართე.
-თვალები დახუჭე, უნდა გამოვიცვალო._გაეცინა, თვალებზე ხელი აიფარა. ზურგი შევაქციე, მაისური გავიხადე და სხვა ჩავიცვი. მისკენ მივბრუნდი და თვალებზე ვაკოცე, ხელი მომხვია და სხეულზე მიმიკრა, ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა და ტუჩებზე მაკოცა. საწოლზე გადავწექი, გვერდით მომიწვა, მისკენ გადავბრუნდი და სახეზე დავუწყე მოფერება. ჩემი წამალია ეს ბიჭი, ყველაფერს მავიწყებს და მაბედნიერებს.
-დედოფალო._მშვიდად მითხრა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
-გისმენ მეფეო._გავუღიმე.
-უნდა წავიდე.
-აუ რატო არ შეიძლება, რომ ჩუმად არ ვაკეთოთ ეს ყველაფერი?_ნაწყენი ხმით ვუთხარი და ტუჩები გავბუსხე.
-ეგ დღეც მოვა ჩემო დედოფალო, არ მოიწყინო._შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-კარგი და იცოდე იმ გოგოსთან ერთად, რომ დაგინახო ვერ გადამირჩები.
-ვაიმე ჩემი ეჭვიანი, ერთი მამიკოს განებივრებული გოგოა შენ არ ინერვიულო. ხომ იცი მე მარტო შენი ვარ._ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კი მარტო ჩემი ხარ._ბაგეებზე მივეკარი, ამყვა და ბევრი მაკოცა.
-ნინი ნუ მაიმუნობ უნდა წავიდე._მიხვდა, რომ გასაჩერებლად ვკოცნიდი.
-კარგი ხოო._გაბუტული მოვშორდი და გვერდით გავიწიე.
-ასე ნუ მებუტები კარგი რაა._მოწყენილი სახით მითხრა.
-ხო მიდიოდი ეხლა რაღა გინდა._გაბრაზებულმა ვუთხარი.
-არ წავალ და დილით ბიჭები ერთად გვნახავენ, გინდა?_ღიმილით მითხრა.
-წადი, გადი მოშორდი აქედან._მუშტი მივარტყი, ღიმილით წამოდგა, შარვალი აიღო და ნელა დაიწყო ჩაცმა. თვალს არ ვაშორებდი, ისიც ჯიბრით ნელა იცვამდა ტანსაცმელს.
-შემდეგზე იცეკვებ?_სიცილით ვუთხარი.
-შეიძლება._ვნებიანად მითხრა და თვალი ჩამიკრა. მასთან მივედი და ჩავეხუტე, კისრიდან თმები გადამიწია და ნაზად მაკოცა. მისი ძლიერი მკლავები, რომ არა ალბათ იქვე გავითიშებოდი.
-იცი რა მიყვარს?_ყურთან მიჩურჩულა და იქვე სველი კოცნა დამიტოვა.
-რა გიყვარს?_ინტერესით ვკითხე.
-ჩემ ყოველ შეხებაზე ასე, რომ დნები ეგ მიყვარს._ყელში მაკოცა და მაგრად ჩამეხუტა.
-ჩემი მეფე.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ._ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ქურთუკი ჩაიცვა.
-კარიდან გადი ჯერ მაინც ბნელა ვერავინ დაგინახავს.
-რატომ ჩემო ცხოვრება?
-კარგი რა, რამე არ იტკინო თან გაყინული იქნება.
-კარგი ჩემო დედოფალო, ოღონდ შენ არ ინერვიულო და.
-გაგაცილებ._ხალათი მოვიცვი, ქვემოთ ჩუმად ჩავედით, სანამ კარში გავიდოდა მობრუნდა და მაკოცა. სანამ ეზოს არ გაცდა მანამდე იქ ვიდექი, კარი მივხურე და ოთახში ავედი, საწოლში შევწექი და დავიძინე.
დილით აკომ გამაღვიძა, სახეზე მეფერებოდა, საწოლზე წამოვჯექი და გავუღიმე.
-სიცხე გაქვს?
-კი.
-ჩვენ გავდივართ და იმიტომ გაგაღვიძე, მეგონა წამოხვიდოდი.
-არა ვერ წამოვალ.
-კარგი ჩემო გოგო, თუ რამეა ეგრევე დაგვირეკე.
-კარგი.
-თუ გინდა დავრჩები.
-არა არ მინდა წადით თქვენ.
-კარგი._შუბლზე მაკოცა და წავიდა, საწოლიდან წამოვდექი, სპორტული შარვალი ამოვიცვი, ზემოთ ჯემპრი გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ბიჭები უკვე წასულები იყვნენ, სამზარეულოში შევედი, ჩემი საყვარელი ბროწეულის წვენი დავლიე და ოთახში დავბრუნდი. მობილური, ლეპტოპი და თერმომეტრი ავიღე, ქვემოთ ჩავედი მისაღებში დივანზე წამოვწექი და პლედი მივიფარე. ლეპტოპი ჩავრთე, ფბ-ში შევედი სიახლეებს ვათვალიერებდი სალომემ სკაიპში, რომ დამირეკა.
-როგორ ხარ?_მხიარულად მითხრა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ?_ხველებით ვუთხარი.
-კარგად ვართ, შენ რა გაცივდი გოგო? ერთ დღეში როგორ მოასწარი?
-მათეს ჰკითხე ეგ. მამიდას პატარა როგორაა?
-მშვენივრად, არ გვასვენებს.
-ჩემი პაწაწკუნტელა როდის დაიბადება?
-5 თვეში.
-აი 4 თვე როგორ მიმალავდით თქვენ სიყვარულს?
-კაი ეხლა არ დაიწყო. დამიანე სადაა?
-აქაა მოპირდაპირე სახლში ბიჭებთან ერთად.
-ოჰოო გამოგყვა ბიჭი? შეურიგდი უკვე ხომ?
-კი შევურიგდი.
-აეეე რა მაგარია, ყველაზე მაგარი წყვილი ხართ თქვენ._ტაში შემოკრა და სიცილით მითხრა.
-გაგიჟებულხარ შენ. მოგწონს ჰავაი?
-კი ძალიან._გაბრწყინებული სახით მითხრა.
-ისე მე ვუთხარი ჰავაიზე შენ ქმარუკას._თვალი ჩავუკარი.
-მითხრა უკვე._სიცილით მითხრა. კარზე ზარის ხმა გავიგე მაგრამ ადგომის თავი არ მქონდა.
-ღიაა._ხმამაღლა დავიძახე და სალომესთან გავაგრძელე საუბარი. უკან მივიხედე და ხელში ვარდების თაიგულიანი დამიანე შევნიშნე, გავუღიმე და ისევ სალოს მივუბრუნდი, მერე დაგირეკავო მითხრა და გათიშა. ლეპტოპი გვერდით გადავდე და დივანზე წამოვჯექი.
-არ გეწყინოს რა, უბრალოდ ადგომის თავი არ მაქვს._დამიანეს ვუთხარი და გავუღიმე.
-არა ჩემო პატარავ რა უნდა მეწყინოს, ეს ვარდები შენ._ღიმილით მითხრა და თაიგული მომაწოდა. სისხლისფერი ვარდები, როგორი განსხვავებული სურნელი აქვს სხვა ვარდებთან შედარებით. მაგიდაზე გადავდე თაიგული და დამიანეს შევხედე, რომელიც დივანზე ჩემ წინ იჯდა.
-მადლობა._ღიმილით ვუთხარი საყვარელ მამაკაცს და ისევ წამოვწექი.
-წავალ ჩაის გაგიკეთებ, ჟოლო თუ ლიმონი?
-ლიმონი.
-კარგი ეხლავე მოვალ._თაიგულიც წაიღო, უკან კი ვაზაში ჩაწყობილი ვარდებით დაბრუნდა. წიგნების თაროს გვერდით დადო და სამზარეულოში გავიდა, ლიმონის ჩაი მომიტანა და გვერდით მომიჯდა. სიცხე გამიზომა 39 მქონდა, ოთახიდან წამლები ჩამოიტანა, სიცხის დამწევი დამალევინა და შუბლზე მაკოცა. ჩემი მზრუნველი ბიჭი, ღიმილით ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას და მინდოდა სულ ასე ყოფილიყო მთელი ცხოვრება, სულ ასე ეზრუნა ჩემზე და მეც ასე მეზრუნა მასზე. ჩაი დავლიე და ფინჯანი მაგიდაზე დავდგი, ახლა დამიანე მჭირდებოდა.
-გვერდით მომიწექი რა._საწყალი სახით ვუთხარი, უსიტყვოდ დამთანხმდა. გვერდით მომიწვა და გულში ჩამიკრა, ხელი ზურგზე მოვხვიე, თავი კი მის ყელში ჩავმალე. ცხელმა ჩაიმ, სიცხემ, წამალმა და დამიანეს სურნელმა ერთიანად მომადუნა და ჩამეძინა.
რაღაც ხმაურმა შემაფხიზლა, თვალები ნელა გავახილე, ბიჭები რაღაცაზე საუბრობდნენ და იცინოდნენ, მათ შორის დამიანეც. თვალები მოვიფშვნიტე და წამოვჯექი.
-გაგაღვიძეთ პატარავ?_ღიმილით მითხრა დამიანემ და გვერდით მომიჯდა, გამიკვირდა მისი საქციელი და ბიჭებს გავხედე, რომლებიც იღიმოდნენ.
-ჩვენ ყველაფერი ვიცით უკვე._მითხრა აკომ და თვალი ჩამიკრა.
-როდის მოასწარით?_სიცილით ვუთხარი და დამიანეს ჩავეხუტე. თავზე მაკოცა და სახეზე ჩამოყრილი თმები ყურსუკან გადამიწია.
-სანამ გეძინა მოვუყევი ყველაფერი.
-ჭორიკნებო.
-დღეს არაფერი გიჭამია პატარავ._ღიმილით მითხრა დამიანემ და ფეხზე წამოდგა. წამოვჯექი, ძირს ბალიში დავაგდე და იქ დავჯექი. მათემ პლედი მომახურა და თავზე მაკოცა. დამიანემ და ბაჩომ მაგიდა გაშალეს, მე ლიმონის ჩაი მომიტანესა და მაგიდას გარშემო დასხდნენ, ჩემი ბიჭი ჩემ გვერდით დაჯდა და თეფშზე სპაგეტი გადმომიღო.
-შენ გააკეთე?
-კი._ღიმილით მითხრა დამიანემ და სპაგეტს ყველი მოაყარა.
-უკვე მომწონს._ვუთხარი და გავუღიმე. ბიჭები გვიყურებდნენ და იღიმოდნენ, ამაზე კიდე მათეს გოგო გამახსენდა.
-მათე ის გოგო სად არის?
-არ ვიცი.
-რატომ?
-ჩემგან ვასვენებ, არ ვუყვარვარ.
-რომ ჩავალთ მივხედოთ მაგ საქმეს.
-აზრი არ აქვს.
-რომ ჩავალთ მივხედოთ თქო და შენი გოგო დავიბრუნოთ.
-ვნახოთ._უემოციო სახით მითხრა და ჭამა გააგრძელა. რომ დავამთავრეთ მე დივანზე გადავჯექი, დამიანე გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა. მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით, მერე ბიჭებიც გადმოვიდნენ და გოგოებიც მოიყოლეს. დამიანემ ეგრევე ჩვენზე ახარა, ბიჭები ისეთი გახარებულები იყვნენ სამივე ერთდროულად ჩამეხუტა. მათ საქციელზე სიცილი ამიტყდა და დამიანემ ჩხუბით მომაშორა ყველა. იმ გოგოს სახე უნდა გენახათ, კრუელასავით ჰქონდა თმები გაწეწილი. ჩემი მეფე სულ თავზე დამტრიალებდა, მეფერებოდა, მკოცნიდა და მეხუტებოდა. მე არაფრის თავი არ მქონდა ამიტომ ოთახში ავედი და აბაზანაში შევედი, თბილ წყალში ჩავწექი. ცოტახანს მარტო ვიყავი მაგრამ დამიანე შემოვიდა და ძირს ჩამოჯდა. მიყურებდა და იღიმოდა თან ვსაუბრობდით, წყლიდან ამოსვლას, რომ ვაპირებდი აბაზანიდან გავიდა, ტანი გავიმშრალე ხალათი შემოვიცვი და მეც გავედი, ოთახში არ დამხვდა, მაისური და საცვალი ჩავიცვი, თმა შევიკარი და საწოლში შევწექი. რამდენიმე წუთში დამიანე შემოვიდა, ხელში სინი ეჭირა, რომელზეც ორი ფინჯანი და ორი თეფში იდო შოკოლადის ნამცხვრით. კალთაზე დამიდო და ჩემ წინ ჩამოჯდა. მე ისევ ჩაი მეგონა და ყავა, რომ დავინახე გამიხარდა. მისკენ ფრთხილად გადავიხარე და ბაგეებზე მოწტყვეტით ვაკოცე. ე.წ რომანტიული ვახშამი გვქონდა, რომ მოვრჩით სინი მაგიდაზე დადო, ტანსაცმელი გაიხადა, გარდერობიდან სპორტული შარვალი გამოიღო და ჩაიცვა. მოიცა ეს სპორტული აქ საიდან გაჩნდა?
-შენი სპორტულია?
-კი, სანამ გეძინა ჩემი ტანსაცმელი გადმოვიტანე.
-ჩაესიძე უკვე?_სიცილით ვუთხარი, გამოიქცა და საწოლზე დახტა, ორივეს სიცილი აგვიტყდა. ლეპტოპი აიღო და "ნერვი" ჩართო, კალთაზე დამადო თავი და გაიტრუნა, რადგან თმაზე ვეფერებოდი.
ფილმი, რომ დამთავრდა ლეპტოპი გამორთო და ტუმბოზე გადადო, წამოწვა და ჩამეხუტა. მაისურის ქვეშ ხელი შემიცურა და წელზე მომეხვია, გულზე მივეკარი და თვალები დავხუჭე.
-მაბედნიერებ._ყურთან მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.
-შენ კი მე მაბედნიერებ._ლოყაზე ვაკოცე და ისევ საწყის პოზას დავუბრუნდი. ცოტახანში ჩაგვეძინა.
დილით დამიანეს კოცნამ გამაღვიძა, ტუჩებზე მაკოცა თუ არა მეც ავყევი, ჩაეღიმა და კოცნა განაგრძო. ასეთი ბევრი დილა მინდა, რომ გვქონდეს, ძალიან ძალიან ბევრი. აშკარად უკეთ ვიყავი, საწოლიდან წამოვხტით და აბაზანისკენ გავიქეცით, ორივე შევედით სხვა გზა არ იყო, თავი მოვიწესრიგეთ და გამოვედით. თეთრი მაისური ჩავიცვი ზედ პერანგი მოვიცვი და სანტას გამოგზავნილი ლურჯ თვლიანი ყელსაბამი გავიკეთე. დამიანემ საათი გაიკეთა, რომ დავაკვირდი ჩემი ნაჩუქარი საათი იყო, ჩემი რა სეკრეტ სანტას გაგზავნილი.
-ახალი ყელსაბამია?_ღიმილით მითხრა და ხელში მოიქცია.
-კი, საიდუმლო სანტასგან.
-იცი ვინ იყო შენი სანტა?
-არა არ ვიცი და შენ იცი?
-არა.
-მე გაჩუქე ეგ საათი.
-ეს ყელსაბამი და სამაჯური მე გაჩუქე._ორივეს გაგვეცინა.
-ძალიან მომწონს.
-ლურჯი ფერი, რომ გიყვარს გავითვალისწინე.
-მე რაც მომეწონა ის გიყიდე._სიცილით ვუთხარი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ._ტუჩებზე ვაკოცე და კისერზე ჩამოვეკიდე.
ქვემოთ ჩავედით, საუზმე მოვამზადეთ, ბიჭებიც ჩამოვიდნენ და ერთად ვისაუზმეთ. ძლივს დავიყოლიე დამინე და სასეირნოდ წავედით მანქანით ოღონდ. სასეირნოდ კი არა ტიმოთეს უბანში მივედით. მანქანა ტაძართან გააჩერა და გადავიდა, მეც გადავედი. ცოტახანი ვიყავით იქ შემდეგ კი სახლში დავბრუნდით. მთელი დღე სახლში ვიყავით, ხან რა ვითამაშეთ, ხან რას ვუყურეთ და რა არ ვიმაიმუნეთ. საღამოს წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი. დამიანეც ამოვიდა, მანაც წყალი გადაივლო და გვერდით მომიწვა, ზურგიდან მომეხუტა და კისერში მაკოცა.
-მიყვარხარ._ვუთხარი და ჩემი ხელი მისაში ავხლართე.
-მეც მიყვარხარ._მიჩურჩულა და ისევ მაკოცა. ცოტახანი ვისაუბრეთ, შემდეგ კი ორივეს ჩაგვეძინა.


***
ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent