მორჩილება 18
დილით ორივეს ერთდროულად გაეღვიძათ.ზურა მარიამისკენ გადაიხარა და მოეხვია და ლოყაზე აკოცა.მარიამმაც იგივე გააკეთა. -დილამშვიდობის - მიესალმა ზურა -დილამშვიდობის -როგორ ხარ? -კარგად,შენ? -კარგად -ვიყოთ ცოტა ხანს - უთხრა ზურამ -ვიყოთ - უპასუხა მირიამმა და ერთმანეთს ძლიერად ჩაეხუტნენ.ცოტა ხანს ორივე დუმდა,სემდეგ ისევ ზურამ გააგრძელა ლაპარაკი. -შენს ადგილას პოლიციაში წავიდოდი -არ ღირს მაგ ნაგავის გამო,დიდი ამბები ატყდება მერე -უნდა დაისაჯოს -დაისაჯა უკვე -ეგ ნაგავი.ალბათ გამოფხიზლდა და სახლშია უკვე -ან საავადმყოფოში - უნდა მომკვდარიყო - არ ჩერდებოდა ზურა -მერე შენ დაგსჯიდნენ - უთხრა მარიამმა ზურას ახედა და უფრო ძლიერად მიეკრო -არაუშავს.არ უნდა გაყოლოდი -რას ვიფიქრებდი.გუშინ ვერ გკითხე და საიდან იცოდი სად ვიყავით? -პოლიციაში ბევრი ნაცნობი მყავს.შენი ტელეფონის და ნომრის მიხედვით გავიგე -და რატო არ დამირეკე? -წინასწარ გავთვალე.რომ მომწერე მეშინიაო,მივხვდი,რომ სახლში არ იყავი და რომ დამერეკა გიორგი ტელეფონს გამოგირთავდა ან რამეს უზავდა.თან რომ გავიგე სადაც იყავი,ისეთი ადგილი იყო,რომ მივხვდი,რომ რაღაც ხდებოდა -მადლობ,რომ მოხვედი - უთხრა მარიამმა და კისერში აკოცა -აღარ გაეკარო მაგ ბიჭს.ეხლაც მოვკლავდი სიამოვნებით -არ გავეკარები - ამოისუნთქა მარიამმა და ზურას აკოცა.მალე ადგნენ და წასასვლელად გაემზადნენ. * * * მარიამი სახლში წავიდა,ზურაც სახლში წავიდა.მივიდა თუ არა,ცოლმა კითხვები მიაყარა. -სად იყავი მთელი ღამე? -ჩემი ძმაკაცი სცემეს და იმასთან დავრჩი,ჩხუბი მოუვიდათ -რომელი ძმაკაცი? -არ იცნობ,ვახო ქვია -ხო,არ ვიცნობ - გაიღმა ნათიამ და სავარაუდოდ მიხვდა სად იყო თავის ქმარი წინა ღამით -უნდა გავიდე ეხლა,საქმე მაქვს და მოვალ საღამოს - უთხრა და ცოლს შუბლზე აკოცა ნათია მარტო დარჩა და არ იცოდა რა ექნა,რითი დაემტკიცებინა თავისი ეჭვი.უნდოდა ქმარს გაყოლოდა უკან,მაგრამ ამ მომენტში იცოდა,რომ მართლა საქმეზე მიდიოდა.საგონებელში ჩავარდა,სახლი დაათვალიერა,უნდოდა რამე ნიშანი მაინც ეპოვა.მიუხედავად იმისა,რომ ვერაფერს პოულობდა და ქმარიც არაფერს იმჩნევდა,მაინც გული უგრძნობდა,რომ ღალატობდა და ეჭვი ქონდა,რომ იმ გოგოსთან ღალატობდა,რომლის ნომერიც ზურას ტელეფონში ნახა,მაგრამ იმ მესიჯს ვეღარ პოულობდა,მის ტელეფონში რომ ნახა.რაც მთავარია,სულ რომ არ ენახა ნომერი,იმას მაინც ადვილად ამჩნევდა,თუ როგორ შეიცვალა და გაცივდა მის მიმართ ზურა.სამზარეულოში გავიდა,ფანჯარა გააღო და სიგარეტს მოუკიდა.გაახსენდა ყველა ის ბედნიერი მომენტი,რომელიც საყვარელ ქმართან ერთად ქონდა გატარებული,გაახსენდა ის ბედნიერი მომენტი,როცა 22 წლის ასაკში ცოლობა სთხოვა,გაიხსენა ქორწილიც,როგორ ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი.შემდეგ მეხსიერებაში ამოუტივტივდა ის სასიხარულო მომენტი,როცა გაიგო,რომ ორსულად იყო,შემდეგ გაახსენდა პირველი შვილის დაბადება,როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად დღემდე და ახლა,უცებ ეს ოჯახური იდილია გაქრა და სავარაუდოდ ამაში წვლილი ვიღაც ლაწირაკს მიუძღოდა და როგორც ნათია ფიქრობდა,სავარაუდოდ მისი ქმარი ამ 18 წლის ლაწირაკზე უგონოდ იყო შეყვარებული.ბრაზი მოაწვა ისე ძლიერად,რომ გაუცნობიერებლად დაეცა ლოყებზე ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით.მოწევა რომ დაიწყო და ასე რომ ნერვიულობდა,ესეც იმ გოგოს ბრალი იყო,მისი ქმარი რომ მის მიმართ გაცივდა,ისიც იმ გოგოს ბრალი იყო.ის კი ნამდვილად უხაროდა,რომ სახლში მარტო იყო და შვილები არ იყვნენ,რადგან არ სურდა ოდესმე ცოლ-ქმრული თუ დედ-მამური უთანხმოების და ჩხუბის გამო ატირებული რომელიმე მშობელი ენახათ.აზრი მოუვიდა,რომ ზურას და იმ გოგოს ჩაუსაფრდებოდა და ერთად გამოიჭერდა,მაგრამ თავს უსუსურად გრძნობდა,დამცირებულად გრძნობდა და ყველაზე სუსტ არსებად დედამიწაზე,რომელსაც არ შეეძლო ქმრისთვის თვალი გაესწორებინა და რეალობისთვის შეეხედა.რომც გაყოლოდა,ზურა ალბათ უცებ მოაკეტინებდა თავისი ჩხუბით და თავს მაინც უსუსურ არსებად აგრძნობინებდა,მაგრამ ამის გაკეთება მაინც საჭიროდ მიაჩნდა.ყავა დაისხა და ისევ გააბოლა ერთი ღერი.ფიქრებმა ჩაითრიეს,როცა უცებ კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა.ცრემლები მოიწმინდა და კარგის გასაღებად გაემართა.გააღო და არავინ დახვდა,აქეთ-იქით მიმოიხედა და არავინ დახვდა,არც ნაბიჯების ხმა გაუგია.იფიქრა,ვიღაცამ იხუმრაო,როცა კარის დაკეტვა დააპირა და სწორედ ამ დროს თვალი იატაკის საფენისკენ გაექცამსადაც ფურცელი დაინახა.გაუკვირდა და ფურცელი აიღო,კარი დახურა და სახლში შევიდა.ფურცელი დაკეცილი იყო,გაშალა და წაკითხვას შეუდგა.მოულოდნეად სკამზე დაეცა,გაშტერდა და შოკში ჩავარდა.იმდენად განერვიულდა,რომ სახეზე არავითარი ემოცია არ ეწერა,უბრალოდ ფიქრის უნარი წაერთვა,ვეღარ აზროვნებდა და ემოციური შოკი მიიღო.ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ამ წერილის გამო.წერილის შინაარსი ასეთი იყო:თქვენს ქმარს მიხედეთ,თავისზე ბევრად პატარას ხვდება და გღალატობთ.ჯობია თავი დაანებოს,თორემ კარგი არაფერი ელის.თქვენ კი ფრთხილად იყავით,არც ისე სანდო მეუღლე გყავთ. თქვენი კეთილის მსურველი.“ სიტყვები გონებაში უმეორდებოდა და უტრიალებდა.ცოტა ხანში აზრზე მოვიდა და წერილი საიმედო ადგილას შეინახა.ახლა კი მართლა გადაწყვიტა,რომ როცა ზურა სახლიდან გავიდოდა მართლა უკან გაყოლოდა. ისევ გაახსენდა მასთან ერთად გატარებული მომენტები და ცრემლები წამოსცვივდა.ისევ მათი ქორწილი გაახსენდა.რას არ მისცემდა,ახლა რომ ის დრო იყოს და ისევ ისეთი ბედნიერები იყვნენ.თუმცა ზურა ალბათ ბედნიერია იმ გოგოსთან.იმ დროის დაბრუნებას ნატრობდა,აი მაშინ კი იმ გოგოს არ დაუთმობდა საყვარელ მეუღლეს,რომელიც ამდენი წლის შემდეგ დღემდე ძალიან უყვარდა.მიუხედავად იმისა,რომ ნათია დარწმუნებული იყო იმაში,რომ ზურა არ დაშორდებოდა,მაინც შეიპყრო მისი დაკარგვის შიშმა,რომ ძველებურად აღარ ეყვარებოდა,ისევ ისე აღარ შეხედავდა და სხვა სამყარო ექნებოდა სხვასთან ერთად,ის კი მისთვის აღარაფერი იქნებოდა.სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი შესძულდა,იმის გამო,რომ აღარ იყო ისევ ისეთი მომხიბვლელი როგორც ადრე,ვეღარ მოაწონებდა ქმარს თავს,რადგან უკვე 38 წლის იყო და თითქმის 40 წელს მიუკაკუნა.ამ წუთში იმ სილამაზესაც ვერ ამჩნევდა,რომელიც დღემდე შემორჩენოდა,სარკეში იყურებოდა და ამას ვერ ხედავდა.ხედავდა მხოლოდ სუსტ ადამიანს,რომელიც ძალიან ეზიზღებოდა,ეს ცრემლები კი კიდევ უფრო უკარგავდა იერს მის სახეს.ახლა იმ ახალგაზრდა გოგოსი შურდა,მის ქმართან რომ იყო,თვითონ კი ქმრისთვის სასურველი აღარ იყო,ისევ ისეთი ახალგაზრდა არ იყო.ისევ გაახსენდა ქმრის კომპლიმენტები,მათი ნიშნობა,ქორწილი,შვილები და ამ ტკივილს ვეღარ უძლებდა.ლოგინზე უგონოდ დაეგდო,ტირილისგან და ტკივილისგან დაღლილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.