შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (26)


28-03-2017, 18:34
ავტორი jina
ნანახია 3 298

თენგიზის გახსენებაზე სისხლი მაწვებოდა და გონებას მიბინდავდა, საკუთარი ხელით მინდოდა მისი გატყავება, უსასტიკესი წესებით მსურდა მისი მოკვლა, მან ეს დაიმსახურა! ყველაფერი დაიმსახურა!
რამდენიმე წამი უხმოდ ვისხედით ოთახში და დუმილი ისევ მე დავარღვიე
–დევილთან მარტო დამტოვეთ! მკაცრი ხმით წარმოვთქვი ისე რომ თავი არ ამიწევია და ძირს ერთ წერტილს მივშტერებოდი
–დაბლა ვიქნებით. თოკამ მხარზე ხელი ჩამომისვა და მასთან ერთად ყველამ დატოვა ოთახი დევილის გარდა. იგი ჩემგან ზურგით იდგა და ფანჯრიდან უკაცრიელ მინდორს და ტყეს გადაჰყურებდა. ორივე ღრმად და მძიმედ ვსუნთქავდით. ლაპარაკი მე დავიწყე
–მოკვდები? ამ კითხვის დასმისთანავე ვიგრძენი თვალების წვა და ყელში ბურთის გაჩხერა, წარმოთქმის დროსაც კი ვერ ვიკავებდი თავს, შიშს და აღელვებას ვერ ვმალავდი, ნელა წამოვდექი და უკნიდან მივუახლოვდი, პასუხის მოლოდინში მძიმედ ჩავისუნთქე და გავშეშდი
–ჰო. მტკიცე ხმით მითხრა და მაშნვე დავხუჭე თვალები და ცრემლები წამომივიდა, გვერძე გავატრიალე თავი, ქვედა ტუჩი სიმწრისგან კბილებს შორის მოვიქციე და ვეცადე არ ავქვითინებულიყავი, ღრმად ჩასუნთქული ჰაერი გამოვუშვი ფილტვებიდან და თვალები კიდევ ერთხელ დავხუჭე. რამდენიმე წამი ასე ვიდექი სრულ სიბნელეში რომელიც დახუჭულ თვალებში ჩამდგარიყო, მერე მისი გაყინული თითები ვიგრძენი ლოყაზე, სიცივისდა მიუხედავად მაინც სული გამითბა რომ შემეხო, ჟრუანტელმა დამიარა და უფრო მეტად წამოომივიდა ცრემლები დახუჭული თვალებიდან, თავი ჩავხარე და მის მაჯას ჩემი ხელი მოვკიდე, მეორე თავისუფალი ხელი კისერზე ძალიან ნელა ამატარა და ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა, მისი ცივი ნაცრისფერი თვალები პირდაპირ შემომანათა, მის ამჟამინდელ მდგომარეობაში მაინც არ იშორებდა იმ მკაცრ იერს, ცივი და კუშტი გამომეტყველებით მომჩერებოდა
–არ გაბედო ჩემი გლოვა! ხავერდოვანი და სერიოზული ტონით მითხრა
–მაშინ არც შენ გაბედო სიკვდილი! არანაკლები ტემბრით ვუთხარი. ოდნავ ჩაეღიმა, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია, მაკვირდებოდა, თვალებში მიყურებდა. ნელა ასწია თავი ოდნავ მაღლა და ძალიან ნაზად მისი ტუჩები ჩემს შუბლს შეეხნენ, მაშინვე დამეწვა შეხების ადგილი, ამან მეტად ამაღელვა და თან გული დამწყვიტა, ვერ ვუშვებდი მის სიკვდილს, არ შემეძლო, სასოწარკვეთილებას ვგრძნობდი, ჩემი გული ამოხტომას ლამობდა, უკვე ვიგუდებოდი ამდენი ემოციისგან, გათავისუფლება მჭირდებოდა, ყველაფერის თქმა რასაც ვფიქრობდი. ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩემი შუბლიდან ტუჩები მოშორებული, როცა მის მაისურს ჩავებღაუჭე მთელი ძალით, ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე ყველა ცრემლი
–არაა... არ შეგიძლია... სიკვდილის უფლება არ გაქვს!... გეხვეწები ამას ნუ გამიკეთებ... გემუდარები ვერ გადავიტან... შენ დაკარგვასაც ვერ გადავიტან... ( მიუხედავად იმისა რომ შეიძლება საცოდავ და პათეთიკურ ადამიანად ჩამთვალოთ მაინც გეტყვით რომ მთელი ხმით ვბღაოდი და ვემუდარებოდი, ჰაერი აღარ მყოფნიდა და პირით ვსუნთქავდი, უკვე ვხაოდი, ასეთი ჩემი თავი მშობლების დაკრძალვის დღეს მახსოვს, როცა სახლშ ყველაფერი დავლეწე. ჩემი ცრემლებით მის მაისურს ვასველებდი და ხელებსაც არ ვუშვებდი, ის კი გაშეშებული იდგა, არც ჩემ დაწყნარებას ცდილობდა არც არაფერს, უბრალოდ იდგა და თვალებდახუჭული უემოციო სახით მისმენდა)–გესმიის... დევიილ... შენც ვერ დაგკარგავ არ შემიძლია უბრალოდ... ისევ ვქვითინებდი მაგრამ ნელნელა ვმშვიდდებოდი, ცრემლიც თითქოს გამიშრა და აღარ მდიოდა, მის მაისურსაც ნელა გავუშვი ხელი, სუნთქვა დამირეგულირდა, იდნავღა ვსრუტუნებდი, მის სახეს შევხედე, ამჯერად მიყურებდა
–მორჩი ისტერიკებს? გაბრაზებული ხმით მკითხა. სახტად დავრჩი, მეგონა მეტყოდა ვიბრძოლებ და ანტიდოტს ვიპოვითო, ერთად შევძლებთო. მაგრამ მე რა მეგონა ეს ლოდი ასე გალღვებოდა?! ისეთი სიბრაზე ვიგრძენი მის სიტყვებზე რომ სახეზე ალმური მომედო, თავი ვერ შევიკავე და სილა გავაწანი
–აზრზე რომ მოხვალ მერე ვილაპარაკოთ! ამჯერად მეარ დავიხიე უკან და გავჯიუტდი.
ლოყაზე ხელი მოისვა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, თვალები ოდნავ მოჭუტა და ისე შემომხედა
–ვერაფერს შეცვლი! დამცინავი გაუხდა ხმაც და მზერაც
–ვნახოთ! კბილებში გამოვცერი და კარისკენ წავედი
–თუ გინდა გამოსამშვიდობებელ კოცნას გაჩუქებ. ზუსრგს უკან მისი სიცილი მომესმა
–იდიოტი! მის გასაგონად ჩავიბურტყუნე და დაბლა ჩავედი.
იქ რა სიტუაცი დამხვდა არ გაინტერესებთ? მ,ოკლედ საწყალი ნიკო გაგიჟებული ბელასა და ირონიულად მომღიმარი თორნიკეს შუაში იდგა და აშველებდა, ბელა არ ცხრებოდა და მისკენ იწევდა რაზეც თოკა კვლავ იღიმოდა ბელასთვის გამაღიზიანებლად. ალექსი კედელთან იდგა ჩაფიქრებული, მემგონი არც იყო აზრზე იქ რა ხდებოდა
–რა ამბავია? გაკვირვებულმა ვიკითხე
–აუ მოდი ტო მიშველე დაჭამეს ერთმანეთი. საცოდავი სახით შემომხედა ნიკომ
–რა ვერ გაიყავით? თოკასკენ მივბრუნდი
–მე და ალექსი საქმეზე გავდივართ და ამ ქაჯანასაც უნდა წამოსვლა. უდარდელად მომიგო თოკამ
–ქაჯანას გაჩვენებ ერთი გამიშვი ნიკო სახე უნდა გავულამაზო. გაკაპასებული ფართხალებდა ნიკოს ხელებში
–რა საქმეზე? ისევ მე ჩავერთე
–ლაბორატორიაში ნაცნობი გვყავს და იმას მივაკითხავთ, როგორმე ანტიდოტს ვიშოვით ან დროებით წამალს მაინც ( თორნიკე)
–მაშინ სწრაფად მოაგვარეთ! ბელა დევილთან ადი ცოტახანი ალექსთან საქმე მაქვს და ამოვალ მეც.
ბელა დამშვიდდა და ჩემ ნებას დაყვა, მაგრამ წასვლისას თოკას მხარი მაინც გაკრა და ღიმილით გაემართა მეორე სართულისკენ
–ველური! ისევ ცინიკური ხმით დააწია სიტყვა თოკამ.
–ალექსანდრე საქმე მაქვს! გავიმკაცრე ხმა
–ჩვენ დაგტოვებთ მაშინ. ნიკომ გამოთქვა აზრი და არც გამიპროტესტებია
–გისმენ... როცა მარტონი დავრჩით მაშნ ამოიღო ხმა ალექსმა
–მაინც ვერ ვიჯერებ რომ ს**სი არ გვქონია... რატომღაც გამეცინა
–როგორ დაგაჯერო რომ ქალიშვილი ხარ? არც ის ჩამომრჩა და გამეკრიჭა
–მართლა მომწონდი.. სრულიად გულწრფელად ვუთხარი
–მეც ძაან მევასებოდი, პირველი კოცნა მაინც ჩემია... ისევ გამიღიმა. საერთოდ არ მეუხერხულებოდა მასთან ამაზე საუბარი, მერჩივნა ყველანაირად გულწრფელები ვყოფილიყავით ერთმანეთთან
–დაბნეული ვარ.. არარეალურია ეს ყველაფერი თავი სიზმარში მგონია... მეც კი მგონია რომ არარეალური ვარ, როგორ შეიძლება არსებობდეს ადამიანი რომლის სისხლიც დაავადებებს კურნავს მაგრამ ამავე დროს შხამია, გეფიცები ვერ ვიჯერებ ეს რა ბოევიკში ვარ... ბოლოს ვეღარ დავმალე აღშფოთება
–როგორც იტყვიან ყველაფერი ცაშია დაწერილი.
–ანტიდოტი რომ ვერ ვიშოვოთ... ( აქ ისევ სიტყვა გამიწყდა, მაგრამ ამჯერად შევიკავე თავი)–უნდა ვიშოვოთ! ბოლოს მაინც ისევ ჩემ აზრს მივაწექი
–ვიშოვით! მანაც დამაიმედებლად გამიღიმა
–კარგი იმედია გავარკვიეთ ყველაფერი. გავუღიმე
–ყველაფერში თუ იმას გულისხმობ რომ ნათლად დავინახე დევილი გიყვარს მაშინ კი... ეშმაკურად გამიღიმა
–მე არ.... თქმა აღარ დამაცადეს რადგან ბელა გამოვარდა გაფითრებული ოთახიდან
–შეტევა აქვს!
მაშინვე შევვარდი ოთახში, დევილი საწოლზე იჯდა და ახველებდა, ისევ სისხლი ამოსდიოდა პირიდან. გულში იმხელა ტკივილი ვიგრძენი იმის გახსენებისას რომ ჩემი სისხლის გამო იყო ამ დღეში, საკუთარი თავი შემზიზღდა. მინდოდა შევხებოდი და დავხმარებოდი მაგრამ ვერ გავბედე, ჩემ გამო იტანჯებოდა, დანაშაულის გრძნობა შიგნიდან მჭამდა და სულს მიკაწრავდა. გაუაზრებლად გავვარდი ოთახიდან, კიბეები ჩავირბინე ძალიან სწრაფად და დევილის მანქანაში ჩავჯექი, დავქოქე და უკვე ნაცნობი გზისკენ ავიღე გეზი...
..........
‘’დევილთან’’

თოკა და ნიკო მივარდნენ დევილს და მის მოსულიერებას ცდილობდნენ, ბელა წყლიან ხელებს სახეზე უსვამდა, ალექსი ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა მობილურზე და 10 წუთში შეხვედრაც დაუთქვა.
რამდენიმე წუთში მოასულიერეს დევილი, მაშინვე შენიშნა ლინას არყოფნა და დაფეთებული წამოხტა
–ის გოგო სად წავიდა! გაბრაზებულმა წარმოთქვა. ვერავინ გასცა პასუხი რადგან არც იცოდნენ და რა უნდა ეთქვათ. არცისე კარგ მდგომარეობაშ იყო დევილი მაგრამ იმის გაგებამ რომ ლინა სადღაც გაქრა ერთიანად მოაკრებინა ძალა და მის საძებნელად წასვლა დააპირა
–დევილ გაგიჟდი? ბელა გადაეღობა წინ
–გამატარე! კბილებშ გამოსცრა დევილმა
–არსადაც არ გაგატარებ! სჯობს დაწვე ვერ ხედავ რომ რამდენიმე საათის სიცოცხლე დაგრჩა? არ ნებდებოდა ბელა
–ის ლინაა გესმის! ლინაა და არა რომელიმე თქვენგანი! გამატარე! თვალები ისე დაუბრუალა ვეღარავინ შეაკავა.
გაგიჟებული გავარდა გარეთ, მანქანა წაყვანილი რომ დახვდა ამაზე უფრო მეტად გაცეცხლდა, კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა... ქალაქმდე ფეხით ვერ ჩავიდოდა რადგან დიდი ალბათობით გზაშივე მოკვდებოდა. მერე გაახსენდა თოკას მოტოების ამბავი და უკან შევარდა ისევ
–გასაღები! პირდაპირ თოკასთან მიიჭრა და ყოველგვარი კითხვების და ახსნების გარეშე მიახალა. ეს უკანასკნელიც დათანხმდა, ბოლობოლო მენტალისტი ადამინი იყო და დევილისნაირ გამწარებულ არსებასთან შეწინააღმდეგებას არ აპირებდა, აზრიც არ ჰქონდა თორემ...
არც კი იცოდა სად მიდიოდა, მოტოციკლი მთელი სისწრაფით მიყავდა, არც ჩაფხუტი ეკეთა და არც რაიმე დამცავი, საღამო ხანი იყო... მოძრაობა უფრო გდატვირთული, რაც აღიზიანდებდა, რაც უფრო ვერ ხვდებოდა ლინას ადგილსამყოფელს მით უფრო უმატებდა სიჩქარეს, ამასთან ერთად ადრენალინიც აწვებოდა.
შესაძლო ვარიანტებს განიხილავდა გონებაში, ძველ სახლში არ წავიდოდა რადგან იქ ყველაფერი დააასრულა, მის ახლანდელ სახლში ხო მითუმეტეს ვერ წავიდოდა რადგან იქაურობა სავსე იქნებოდა ალისიას ხალხით, გაბრაზებული და გაცეცხლებული სად წავიდოდა ჯავრისა საყრელად? შურისძიების გამო ალისიასთან ვერ წავიდოდა რადგან სულელი არ იყო ლინა პირდაპირ მგლის ხახაში რომ ჩავარდნილიყო, თუმცა მოიცაა.. პირდაპირ არა მაგრამ ირიბად მივიდოდა ალისიამდე, მაგრამ ვისი მეშვეობით? ვის იცნობდა ისეთს ვინც იმ ალქაჯამდე ასეთი სახით მიიყვანდაა... ოდნავ დაამუხრუჭა მოტო დევილმა და ბინგო! გონებაგანათებული ლინასკენ წავიდა....

‘’ლინასთან’’
ქალაქში რომ შემოვედი მაშინღა გავიაზრე რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ერთი წუთითაც არ დამიხევია უკან. დროა ჩემებური წესებით ვიხელმძღვანელო! თავდაჯერებული ვიყავი და ძალიან სწრაფადაც მივედი დანიშნულ ადგილამდე.
მანქანიდან გადმოვედი და ეზოში შევედი სადაც დაცვის წევრები იდგნენ, მათკენ წავედი და ღიმილით შევეგებე
–უკაცრავად ბატონმა იცის რომ მოხვედით? ერთ–ერთი გამომელაპარაკა
–არა და სიურპრიზს ვუკეთებ. თვალები ავუციმციმე
–მაინც უნდა გავაფრთხილოთ. ახლა მეროე გამოვიდა სიტყვით. აქ უკვე ჩემებური გავუშვი
–მომისინე ახალგაზრდავ! შენი უფროსი მაშინვე დაგახვევინებს აქედან როცა გაიგებს რომ მისი საცოლე ამდენი ხანი აყურყუტეთ გარეთ სულელური მიზეზების გამო! ტკბილად მაგრამ მაინც მკაცრი ტონით ვესაუბრებოდი, ისე ორმ კარგად გასაგები ყოფილიყო მათთვის. ჯერ ერთმანეთშ გადახედს გაკვირვებულებმა, მერე კი გამატარეს
–აი ასე... ( კმაყოფილმა ჩავიღიმე) ვეტყვი რომ პრემია დაგინიშნოთ დამატებითად. ერთ–ერთს „ჰალსტუხზე“ ჩამოვუსვი ხელი და სახლში შევედი. შესასვლელი ცარიელი იყო, ეს უფრო გამართლებას დავაბრალე, სამზარეულოში ძალიან ჩუმად შევედი, მოსამსახურე ქალი დამხვდა
–ქალბატონო ლინა, გაღიმებული მომესალმა
–გახსოვარ? გაოცება ვერ დავმალე
–ბატონი დემეტრე და ქალბატონი მას შემდეგ რაც გნახათ სულ თქვენზე ლაპარაკობენ, როგრო არ მემახსოვრებით. ისევ თბილად გამიღიმა–მე ქიმწმენდაშ მიმაქვს ტანსაცმელი, სახლში მხოლოდ ბატონი დემეტრეა ასე რომ თავისუფლად იყავით. ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავი მითხრა, დამემშვიდობა და მარტო დამტოვა.
გაზქურასთან მივედი, რამდენიმე წამი დამშვიდებული ვუყურებდი, დანაშაულის გრძნობას მხოლოდ დევილისმიმართ ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი ჩემი ქმედების შემდეგაც იგივენაირად იქნებოდა. გაზის სახელურები გადავატრიალე და ბუნებრივი ჰაერი გამოვუშვი, ფანჯრები დავხურე ყველგან, სამზარეულოში საკმაოდ იდგა უკვე გაზის სუნი, სანთებელა და საშუალო ზომის დანა ავიღე შემდეგ კი საძინებლისკენ გავემართე, კიბეები ნელა ავიარე, მყარად ვიდექი ჩემ აზრზე, გეგმიდან გადახვევას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი. დემეტრეს საძინებლამდე რომ მივედი ეგრევე გავაღე კარი. ლეპტოპში რაღაცეებს აკეთებდა, კარის გაღებაზე მაშინვე გამომხედა
–ლინაა... გაოცება ვერ დამალა. ჩემკენ წამოვიდა, სულ რამდენიმე სანტიმეტრიღა აშორებდა როცა დანა დამინახა და შეცბა–ლინა კარგად ხა....... სიტყვა აღარ დავასრულებინე და დანა მუცელში გაუვყარე, გაურკვეველი ბგერები გამოსცა
–ნუ გეშინია ჯერ არ მოკვდები! ცინიზმი არ დავიშურე
–ლინაა... რას...
დანა გამოვაცალე და შებარბაცდა, მისი აღნაგობიდან გამომდინარე ვიცოდი ეს ჭრილობა ძალიან არ დაასუსტებდა, თანაც მისი პროფესია ისეთი იყო რომ ეს ჭრილობა პირველი არ იქნებოდა... მაინც მე მქონდა სადავეები, მასზე ძლიერი და ჯანმრთელი ვიყავი, საყელოში ვწვდი და მოელვარე თვალებით შევხედე
–ალისიას მოკითხვა გადაეცი! თამაში დაიწყო!
იქვე საწოლზე მივაგდე და გარეთ გამოვედი. პირველ სართულზე ისევ არავინ იყო, კარებში დავდექი და დაცვას გავძახე
–ბიჭებო დამეხმარეთ გაზის სუნია! სასოწარკვეთილი ხმა მივიღე და მსახიობობა დავიწყე. მაშინვე სახლში შეცვივდნენ და სამზარეულოსკენ გაიქცნენ. მათ უკან კარები გამოვხურე, სანთებელა ავანთე, გავიღიმე და სახლში შევაგდე, მთელი სისწრაფით გამოვეცალე ეზოს, სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული და შავი ბოლი უფრო ამუქებდა ისედაც ნაცრისფერ საღამოს... ვიდექი და შევყურებდი ღიმილით როგორ იფერფლებოდა იქაურობა, ახალ ნადვილად ომი წამოვიწყე, რომელშიც არ დავმარცხდებოდი!
–კმაყოფილი ხარ? ზურგს უკან ცივი გამყინავი ხმა მომესმა და უმალ შევბრუნდი მისკენ. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დევილი მიყურებდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ღმერთო რა სექსუალურია... წამით გავიფიქრე და ოდნავ გამეღიმა, მისკენ სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი და იმ გაცრეცილ ტუჩებზე ვეცი... ისე მჭირდებოდა მისი კოცნა როგორც უდაბნოში მომაკვდავ ადამიანს წყალი, ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე და ჩემკენ მოვქაჩე, მიუხედავად იმისა რომ ჩემი რეაქცია გაუკვირდა მაინც ვნებიანად ამყვა, არ შეუძლია ამ ბიჭს ისე და რა ქნას. მომთხოვნად და ვნებიანად ვკონციდით ერთმანეთს, მისი ხელი წელზე შემომეხვია და თეძოზე ხელი მომიჭირა, სიამოვნებისგან თავი უკან გადავწიე და ამოსუნთქავს მსუბუქი კვნესა ამოვაყოლე...

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ და მოგწონთ ჩემი მოთხრობა <3 ძალიან მიყვარხართ და მაბედნიერებთ <3
მეორე რიგში ვისაც არ მოსწონს ესმოთხრობა შეუძლია ძალიან ლაკონურად და ზრდილობიანად, ყოველგვარი დამცირებისა და შეურაცხყოფის გარეშე დააფიქსიროს საკუთარი აზრი თუ მაინცდამიანც ვერ აჩერებთ ხელებს და კომენტარის დაწერა გინდათ <3
მესამე რიგში ისევ და ისევ ჩემ ერთგულ მკითხველებს მივმართავ! მიყვარხართ და მიხარიხართ<3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მეც მიყვარხარ!!!ტან ძაან!!1
ნუ ძაან მომწონს და არ ვიცი კიდე რა უნდა გითხრა.
ხო იცი რო მოუთბენლად ველი ხოლმე!!!!!
აბა შენ იცი
გელიიიიი.............

 


№2  offline წევრი Niioo

დევილი რომ მოკვდეს თან გავყვებიი :-( :-( ;-D ;-D ;-D

 


№3  offline წევრი jina

nawkas12345
მეც მიყვარხარ!!!ტან ძაან!!1
ნუ ძაან მომწონს და არ ვიცი კიდე რა უნდა გითხრა.
ხო იცი რო მოუთბენლად ველი ხოლმე!!!!!
აბა შენ იცი
გელიიიიი.............

chemi gogo ♡♡♡

Niioo
დევილი რომ მოკვდეს თან გავყვებიი :-( :-( ;-D ;-D ;-D

mashin vizam rames :D

 


№4  offline წევრი M^d G1rl

დევილს მოკლავ და ძაან ჩვეულებრივად მიგაყოლებ ზეედ!!!! :დდდ
არა რა ასეთი პატარა თავებისთვის მოსაკლავი კიხარ მარა ჩემ თავს რავუთხარი რომ გგრძელება მაინტერესებს :დდ
ნუ იგვიანებ და ცოტა გაზარდე თავები❤️

 


№5  offline წევრი jina

M^d G1rl
დევილს მოკლავ და ძაან ჩვეულებრივად მიგაყოლებ ზეედ!!!! :დდდ
არა რა ასეთი პატარა თავებისთვის მოსაკლავი კიხარ მარა ჩემ თავს რავუთხარი რომ გგრძელება მაინტერესებს :დდ
ნუ იგვიანებ და ცოტა გაზარდე თავები❤️

dzalianac didi tavi iyo :D ar geyo albat :D gamocdebis gamo rasac vaswreb vweer ♡♡♡ madloba chemo sayvrelo romkitxulob ♡♡

 


№6  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ემოციები ემოციებიი და ისევ ისევ ისევ და სულ სულ სულ, როცა ვკითხულობ ამ მოთხრობას ერთად იყრის თავს ყველა ის გრძნობა , რაც კი არსებობს-სიხარული, სიყვარული, დაძაბულობა და ა.შ :) :*
შენ გვახარებ და გვაბედნიერებ ამ ისტორიით <3

 


№7  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
ემოციები ემოციებიი და ისევ ისევ ისევ და სულ სულ სულ, როცა ვკითხულობ ამ მოთხრობას ერთად იყრის თავს ყველა ის გრძნობა , რაც კი არსებობს-სიხარული, სიყვარული, დაძაბულობა და ა.შ :) :*
შენ გვახარებ და გვაბედნიერებ ამ ისტორიით <3

chemo tkbilo gogo <3 <3

 


№8  offline წევრი gogona tbilisidan

Es tavi sauketeso iko rac dacerili gakvs da tan daxvewili ❤️Martla saswauli xar))kidev gimeoreb da devili ro mokvdes tan gamikolebs martla ogond:dd

 


№9  offline წევრი jina

gogona tbilisidan
Es tavi sauketeso iko rac dacerili gakvs da tan daxvewili ❤️Martla saswauli xar))kidev gimeoreb da devili ro mokvdes tan gamikolebs martla ogond:dd

ugrmesi madloba ♡♡♡ miyvarxar :*

 


№10  offline წევრი gogona tbilisidan

jina
gogona tbilisidan
Es tavi sauketeso iko rac dacerili gakvs da tan daxvewili ❤️Martla saswauli xar))kidev gimeoreb da devili ro mokvdes tan gamikolebs martla ogond:dd

ugrmesi madloba ♡♡♡ miyvarxar :*

მეც :დ და ვის არ მოსწონსს მიმიშვი:))))

 


№11  offline წევრი jina

gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
Es tavi sauketeso iko rac dacerili gakvs da tan daxvewili ❤️Martla saswauli xar))kidev gimeoreb da devili ro mokvdes tan gamikolebs martla ogond:dd

ugrmesi madloba ♡♡♡ miyvarxar :*

მეც :დ და ვის არ მოსწონსს მიმიშვი:))))

wina tavis komebi waikitxe da mixvdebi :D :*

 


№12  offline წევრი gogona tbilisidan

jina
gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
Es tavi sauketeso iko rac dacerili gakvs da tan daxvewili ❤️Martla saswauli xar))kidev gimeoreb da devili ro mokvdes tan gamikolebs martla ogond:dd

ugrmesi madloba ♡♡♡ miyvarxar :*

მეც :დ და ვის არ მოსწონსს მიმიშვი:))))

wina tavis komebi waikitxe da mixvdebi :D :*

ამ კოლხეთის დაბლობ ხალხზე რეაქციაც არ უნდა გქონდეს((((

 


№13  offline წევრი jina

gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
Es tavi sauketeso iko rac dacerili gakvs da tan daxvewili ❤️Martla saswauli xar))kidev gimeoreb da devili ro mokvdes tan gamikolebs martla ogond:dd

ugrmesi madloba ♡♡♡ miyvarxar :*

მეც :დ და ვის არ მოსწონსს მიმიშვი:))))

wina tavis komebi waikitxe da mixvdebi :D :*

ამ კოლხეთის დაბლობ ხალხზე რეაქციაც არ უნდა გქონდეს((((

ra kargad gamacine :DDDDDD CHEMO TKBILO ♡♡♡

 


№14  offline წევრი ninuca)))

მომეწონა. შემდეგ თავს როდის დადებ?
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№15  offline წევრი jina

ninuca)))
მომეწონა. შემდეგ თავს როდის დადებ?

vwer am wutas daa davdeb male <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

მართალია ცოტა არალეალურ ადამიანეზეა, მაგრამ საინტერესოდ წერ და მომწონს.

 


№17  offline წევრი jina

lalita
მართალია ცოტა არალეალურ ადამიანეზეა, მაგრამ საინტერესოდ წერ და მომწონს.

tavidanve agvnishne rom cota fantastika iqneboda janris mixedvit :D mixaria rom mogwons <3

 


№18  offline მოდერი Eleniko13

ფანტასტიკა მესმის,
ჰორორი მესმის,
ყველაფერი მესმის მაგრამ,
+18_მა უბრალოდ მომკლა, გამანადგურა.
რა საჭიროა, ვინ გითხრა, ვინ გასწავლა?
ნუ რავი, სისულელეა მაგის მიწერა
და არც ღირს.
მკითხველს ააგდებ უბრალოდ.
რამდენიმეს.
უხარისხო მკითხველს.

ზოგადად მთელს ამ ნაწერს
რაც შეეხება,
მომწონდა, ვერთობოდი და დრო
გამყავდა,
უბრალოდ მერე ზედმეტად
გადაიჭერი
ფანტასტიკაში და რბილად,
ძალიან რბილად რომ ვთქვათ,
დებილობა გამოვიდა.
არ მინდოდა იმედები გაგეცრუებინა
და მაინც გამიცრუე.
იცი, როგორ მომწონდა?
ალექსი მომწონდა, ალექსის და ვიკას
წყვილი მომწონდა,
მომწონდა "შემოტენებული" დევილი
და რაღაცნაირი სიუჟეტი, მაგრამ
ბოლო ორი თავი
არანაირად არ მომეწონა.
გადაიკითხე და ინანებ, რომ დაწერე.

მოკლედ,
იმედი მაქვს კიდეც ერთხელ
დაიწერება ამის
მსგავსი მოთხრობა მსგავსი
პერსონაჟებით,
თუმცა ასეთს არაფერს იზამს ავტორი...
იმედი მაქვს.

გუდ ლაქ, დარლინ'
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent