ასეც ხდება ხოლმე (16 თავი)
უნივერსიტეტიდან ერთად გამოვიდნენ.. ნიკოლოზი გამხიარულებული იყო.. ბიჭებმა დაურეკეს რესტორანში მივდივართ და წამოვო.. ნუ რა თქმა უნდა დვალს უარი არ უთქვია.. ნიდასაც ჩაკიდა ხელი და თან წაიყვანა. რესტორნის წინ იდგნენ იო, ლუკა, ლიკა, გეგა, ილო და უცნობი გოგო, რომელიც ნიდამ ნიას ქორწილში ვერ გაიცნო.. -სდაროვა სასტავ . ნიდამ იამაჰას „გადმოალაჯა“ , ჩაფხუტი ნიკას მიუგდო და ბიჭებს გაეკრიჭა.. -წესიერად მოიქეცი.. თვალები დაუბრიალა იომ.. ნიდამ წარბებშეკრულმა გახედა.. -ნიდაჩკა გაიცანი ეს არის ჩემი განო.. გაიღიმა ილიამ და გოგონას ჩაეხუტა.. -სასიამოვნოა.. ერთდროულად თქვეს და ერთმანეთს გაუღიმეს.. -აუ შევიდეთ რა გახმა კუჭი . საცოდავად დამანჭა სახე ლუკამ -ტვინი გაქვს შენ გამხმარი.. წაკბინა ლიკამ -შენ ენა გაქვს გასახმობი.. არ შეარჩინა სიტყვა გოგოს. -რა გაბურღეთ ტვინი ტო.. შედით თუ შედიხართ.. მათი კამათით მობეზრებულმა გეგამ ხელით უბიძგა ლუკას, რომ შესულიყო.. -რას მეჯიკავები ტო.. შეუბღვირა ლუკამ გეგას. ნიკამ ნიდას წელზე მოხვია ხელი და ასე ერთად შებძანდნენ რესტორანში.. ჯენტმენის როლი კარგად მოირგო და მაგიდასთან მისულს სკამიც გამოუწია. მის გვერდით გაღიმებულმა დაიკავა ადგილი .. ლუკამ ოფიციანტს ანიშნა მასთან მისულიყო.. მანაც არ დააყოვნა .. -რას ინებებთ? ხუჭუჭა გოგონამ იოანეს შეხედა. იო გოგოს თვალებს, რომ გადააწყდა დაიბნა.. ამიტომ მშიერმა ლუკამ მისცა შეკვეთა. აბა სად სცხელოდა ეხა ლუკიტოს იოს „ლავსთორისთვის“? გოგონა გაღიმებული მოსცილდა მათ.. იოანემ თვალი გააყოლა მიმავალს. ნიდამ ჩაიცინა.. -ნიდუ წამო რა ვიცეკვოთ.. გაიღიმა ნიკამ და გოგონას ხელი ჩაკიდა. -არავინ არ ცეკვავს ნიკა.. თვალიტ სცენისკენ ანიშნა, რომელიც სრულიად ცარიელი იყო.. -ხო და ჩვენ ვიცეკვოთ.. საცეკვაო ადგილისკენ წავიდნენ და წყნარ მუსიკას აჰყვნენ.. -ნიკა -ჰო - მე ვერ წამოვალ იმ ტურზე. -რატო? -სამსახურს ვერ გავაცდენ.. თან ლექციებიც მაქვს მაგ დღეებში.. -მეთქი რაღაც სასწაული ხდებათქო.. კაი რა. მაგას მოვაგვარებ.. თვალი ჩაუკრა გოგონას და ლოყაზე აკოცა. -ნიკა მგონი წვერი ამოგდის.. ლოყაზე, რომ მკოცნი მჩხვლიტავ.. გადაიკისკისა ნიდამ -აუ კაი რა ნიდუ .. ნაწყენმა გახედა გოგოს. ეხა ეგ რა საღადაოა? -ნუ წვერიანი უფრო სიმპა იქნები, მარა ესეც არაგიშავს რა.. სახე დამანჭა და გაბრაზებულ ბიჭს ლოყაზე აკოცა.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მშია.. ამოიკნავლა ნიდამ -წამო ვჭამოთ და მერე სახლში მე წაგიყვან.. კაი? გოგონამ თავი დაუქნია .. საჭმელი გემრიელად მიირთვეს და რესტორანიც დატოვეს.. -მგონი ტელეფონი დამჩა.. იომ სასტავს გადახედა -მე ვიცი შენ რაც დაგჩა. ჩაიცინა ლუკმ და ლიკას მანქანის კარი გაუღო. -ჰო კაი იმ გოგოს გაცნობა მინდა. ჩაიცინა იომ.. -მული ვიქნები სასწაული.. გაიკრიჭა ნიდა და ძმას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. იომ თავი გააქნია სიცილით -კაი მაშინ მე ლუკას დავემგზავრები.. შენ ჩემი მანქანა გყავდეს.. გასაღები ესროლა გეგამ „უმანქანო“ ძმაკაცს.. იომ გასაღები დაიჭირა და რესტორანში შებრუნდა. ლიკა და გეგა, ლუკას მანქანაში მოთავსდნენ.. განო და ილო ერთად წავიდნენ. ნიკამ ნიდა მოისვა „მოტოზე“ და ადგილს მოწყდა.. გოგონას სახლის წინ გააჩერა და გადმოსვლაში დაეხმარა.. -ძილინებისა ნიდ.. -ძილინებისა.. ბიჭს გაუღიმა და ეზოში შევიდა.. მეორე დღეს ნიკას მონაწერი დახვდა - კახეთში წავედით ბიჭები და ჭკვიანად იყავიო.. ნერვები ისე აეშალა უნივერსიტეტში წასვლაც გადაიფიქრა.. მთელი დღე სახლში იყო მოწყენილი და ტელევიზორში გასულ უაზრო გადაცემებს უყურებდა.. ტელეფონის ხმამ მოიყვანა გონს და სწრაფად უპასუხა ნიკას ზარს.. -გისმენ.. გაბრაზებულმა მიმართა -როგორაა ჩემი ცხოვრება? -მშვენივრად .. -რაღაც არ გეტყობა.. რა გჭირს ტო? გამხიარულებულ ნოტაზე მყოფი ნიკა სწრაფად დასერიოზულდა. -რატო არ მითხარი გუშინ თუ კახეთში წასვლას აპირებდი? -არც მე არ ვიცოდი აქ, რომ წამოვიდოდი და რა მეთქვა? ჩითილი რომელიც დაგვაკლდა წინა ჩამოსვლაზე, ეხლა მოიტანეს და დარეკეს დილაუთენია მაგაზე, მაგიტომ ჩამოსვლა მოგვიწია.. იომ მითხრა ძინავსო, ხო და მეც აღარ დაგირეკე რო არ გამეღვიძებინე და სმს მოგწერე. შაბათს წამოვალთ და გნახავ ეგრევე.. -ლექციები არ გაქვს შეენ ? -დღეს არა.. ხვალ კიდე გოგოჭურის ლექცია მაქვს, მარა ვაცდენ.. -ნიკა კიდევ რამე, რომ ჩაქჩეს ხმას არ გაქცემ საერთოდ.. გაიბუსხა ნიდა -არ ჩამჩება შენ თავს ვფიცავარ.. აი იქით კვირიდან დავიწყებ მეცადინეობას და ვაფშედა სტიპენდიაზე გავალ. -იცოდე ვიმახსოვრებ ამ სიტყვებს.. გაიცინა ნიდამ -ბიჭო რას ჩამოეკიდე მაგ ტელეფონზე მოდი მოგვეხმარე.. ტელეფონში გეგას ხმა გაისმა. -ესენი ხო არაფრის მაქნისები არ არიან უჩემოდ.. ნიდუ წავედი მე და შაბათს გნახავ.. მანამდე დაგირეკავ კიდეც.. ჭკვიანად იყავი.. შაბათს ლექციაზე იყო ნიდა ნიკოლოზის ესემესი, რომ მიუვიდა.. რომელ აუდიტორიაში ხარო? .. სიხარულით ლამის გული გაუსკდა. ფართოდ გაიღიმა და ლექტორს, რომ შეხედა ბედნიერებაც წაერთვა.. -ნიკა ბათიაშვილის ლექციაზე ვარ, რომ გამოვიდე აღარ შემომიშვებს .. მიწერა დვალს -აუდიტორია მომწერე.. ბძანებასავით გამოუვიდა. ნიდაც დამორჩილდა დვალს და მიწერა სადაც იმყოფებოდა. რამდენიმე წუთში აუდიტორიის კარი გაიღო და დვალიც გამოჩნდა.. ნიდას ნიკოლოზის დანახვაზე სახე გაუბწყინდა.. -დვალი დატოვე აუდიტორია.. გაისმა ბატონი ზურას ხმა -ნიდას გავიყვან და წავალ.. არც შეუხედავს ლექტორისთვის ისე გაემართა მონატრებულ გოგონასკენ. -ჩემი ლექციიდან ვერავის ვერ გაიყვან.. ახლავე გადი.. მკაცრად თქვა კაცმა -გავიყვან.. წარბაწეულმა შეხედა ბატონ ზურას და ნიდას ხელი ჩაკიდა….. ოთახიდან გავიდნენ .. გოგონას ჩაეხუტა და მონატრებული სურნელიც ჩაუშვა ფილტვებში.. -მომენატრე.. გაიღიმა ნიკოლოზმა და გოგონას შუბლზე აკოცა. -ნიკა მეც მომენატრე, მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლება. გაბრაზებულმა ახედა ბიჭს.. ნიკოლოზს გოგოს საყვედურისთვის სულ არ ეცალა.. მონატრებულ სხეულს ჩაბღაუჭებოდა და სულ არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა. ნიდას გული აჩქარებით ფეთქავდა და არ ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ კურსელები ჩახუტებულებს მიშტერებოდნენ.. მთელი დღე ერთად გაატარეს.. თბილისის ქუჩებში ხელჩაკიდებულები დადიოდნენ.. მთაწმინდაზეც ავიდნენ .. დვალმა ღამე მიიყვანა ნიდა სახლში , მაგრამ მისი გაშვება სულ არ უნდოდა, ამიტომ როცა ნიდას ოთახში შუქი ჩაქვრა მეორე სართულზე აძვრა და კარებზე დააკაკუნა.. ნიდა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და კარი გამოაღო.. -ნიდუ შენთან დავჩები რა .. საწყლად შეხედა გოგოს. -არა -მოვკვდები -არაფერი მოგივა -აი აქედან გადავხტები თუ არ დამტოვებ შენთან.. მოაჯირს იქით გადავიდა ნიკოლოზი.. -ნიკა გაგიჟდი? გადმოდი აქეთ -ჯერ მითხარი, რომ შენთან დამტოვებ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა დვალმა -ჰო კაი დარჩი.. ოღონდ გადმოდი მანდედან.. ნიკოლოზი აივანზე გადავიდა, გოგონა ხელში აიყვანა და გაღიმებულმა დააბზრიალა .. ნიდას გაეცინა.. ოთახში შევიდნენ . -ნიკა ასე არ შეიძლება. წარბებშეკრულმა შეხედა ბიჭს და საწოლზე ჩამოჯდა. -ხო აი ასე არ შეიძლება.. არაფერი არ გაქვს ჩალაგებული არა და ხვალ ტურზე მივდივართ.. -არც ფული მაქვს და არც დრო ნიკა. სად უნდა წამოვიდე? -გადავიხადე უკვე ფული და ნუ წუწუნებ .. მშვენივრად გაქვს დრო . ამიტომ ადექი ეხა და გაამზადე ბარგი.. ლოყაზე აკოცა გაოგნებულ გოგოს.. -მოიცადე ანუ მე და შენ მივდივართ? -მე და შენ რა .. 20 ბავშვიც მოდის.. გაიღიმა ნიკამ.. -შენი ბარგი? -გამზადებული მაქვს. შენ ეხლა ჩაალაგე თორე ხვალ ვერ მოასწრებ.. დილას ჩემთან გავიაროთ ბარგს ავიღებ და მერე უნის წინ უნდა შევხვდეთ იმათ.. -მართლა მივდივართ? თვალებ გაფართოებულმა შეხედა ბიჭს -ჰო .. გაიცინა დვალმა -სამსახურს რო ვერ გავაცდენ? -ვატოს დაველაპარაკე და გიშვებს ერთი კვირა.. ოღონდ ხელფასს დაგაკლებს მარა ეგ არაფერი . -აუ რა მაგარია .. გარდირობს მივარდა ნია და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო ჩანთაში.. -თბილი ტანსაცმელი ჩააწყვე ყინავს სვანეთში... გაუღიმა გოგოს .. დილით ნიკოლოზმა გააღვიძა ტკბილად მძინარე ნიდა.. ოჯახისწევრებს სიტუაცია აუხსნა ნიკოლოზმა, იომ ნიკოლოზს ჩააბარა ნიდას თავი. ბატონმა ზაზამ თბილად გაუღიმა წყვილს, ქალბატონმა დალიმ კი ლოცვით გააცილა შვილი და მომავალი სიძე. ჯერ ნიკოლოზთან გაიარეს ბარგი აიღეს.. ნათიამ ნიდა რომ დაინახა ეშმაკურად გაიღიმა.. ბავშვები დალოცა და ასე გაღიმებულმა გააცილა.. ნიკამ მოტოთი წასვლას ტაქსით წავიდეთო, ამიტომ ტაქსი გააჩერეს და უნივერსიტეტამდეც მიაღწიეს. ბარგი მიკრო ავტობუსში აიტანეს და ადგილიც დაიკავეს .. გვერდიგვერდ იჯდნენ და ბედნიერები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.. ნიკოლოზი ნიდას ხელს ეფერებოდა, ნიდას ნიკას მხარზე დაედო თავი და თვალები დაეხუჭა... -ყველა აქ ვართ? იკითხა ქალბატონმა ლარისამ და სიის წაკითხვა დაიწყო, ყოველი შემთხვევისთვის.. როცა დარწმუნდა, რომ არავინ არ აკლდათ მძღოლს მიუბრუნდა და წასვლისკენ მოუწოდა.. 1საათი იყო ავტობუსი ზუგდიდში, რომ შევიდა. მალევე გაჩერდა .. ქალბატონმა ლარისამ ბავშვებს მიმართა.. -ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ დადიანების სასახლე, ამიტომ მომყევით.. ნიკამ მის მხარზე ჩაძინებულ გოგონას შეხედა. -ნიდუ გაიღვიძე რა ლამაზო.. ლოყაზე აკოცა მძინარეს. -ნიდ .. ზანტად გაახილა თვალები გოგონამ და 2წლის ბავშვივით მუჭებით დაისრისა.. -ყველა ჩავიდა ნიდუ და წამო ჩვენც თორემ ვერაფერს ვნახავთ.. გაუღიმა ნიკოლოზმა გოგოს და სკამიდან წამოდგა.. ავტობუსიდან ჩავიდნენ.. ნიდას არ ესიამოვნა ცივი ჰაერი, რომელიც თმებს უწეწავდა და სიცივისგან მის სხეულს აბუჟებდა.. დვალმა თავისკენ შემოატრიალა საყვარელი გოგონა, კურტკა შეუკრა, კაპიშონიც დააფარა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.. ხელი ჩაკიდა კარგად ჩაფუთნულ ნიდას და ჯგუფისკენ გაემართა.. -ახლა ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიუ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1921 წელს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან , კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. - ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები . -ლექტორი გაუჩერებლად, თვალე გაბწყინებული და გაღიმებული ყვებოდა ისტორიას, რომელიც საინტერესო და გასაოცარი იყო.. ნიდა აღფროვანებული შესცქეროდა ულამაზეს სასახლეს და ინტერესით უსმენდა ლექტორს.. ყველაფერი დაათვალიერეს .. ისტორიაც მოისმინეს და იმის დროც დადგა, რომ წასულიყვნენ სხვა ღირსშესანიშნაობის სანახავად.. შემდეგი გაჩერება ენგურის კაშხალი იყო.. ულამაზესი და გასაოცარი სილამაზე, რომლითაც ნიდა გაოცდა.. - უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. რომელიც მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწვეულმა ცნობილმა პეტერბურგელმა ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ენგური აირჩიეს. მიზეზთა გამო, რაც მშენებლობის სიძვირესაც უკავშირდებოდა, პირველ მსოფლიო ომსაც და მოწვეული ინვესტორების ყოყმანსაც, ამ საკითხვისთვის თანხის დაბანდების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისათვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. -ლექტორი გიდობას აგძელებდა და ისტორიას, რომელი ამ შესანიშნავ ადგილს უკავშირდებოდა მშვენივრად ფლობდა.. ბავშვები უკვე დაღლილები იყვნენ, აიტომ ლექტორმაც არ გააწვალა ისინი და პირდაპირ მესტიაში წავიდნენ, სასტუმროში დასაბინავებლად . ღამის 8 საათი იყო , რომ ჩააღწიეს.. ნიდა გაბწყინებული თვალებით უყურებდა მესტიის სილამაზეს.. იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ციდა... ციოდა კი არა ყინავდა.. ყველამ ერთად ივახშმა და დაღლილები განაწილდნენ ოთახებში. ნიკას ნიდასთან ყოფნა კი უნდოდა მარა რას იზამდა, ლექტორისთვის ის, რომ ეთქვა ნიდა და მე ერთ ოთახში ვიქნებითო.. ეს ნიდას უპატივცემულობა იქნებოდა, ამიტომ მოღუშული შევიდა ბიჭებთან ერთად თავის სამყოფელში.. -დვალი ბიჭო.. ნიდა და შენ ერთად ხართ? გოგამ შეხედა მოწყენილ ნიკოლოზს. -ჩათვალე, რომ ჩემი ცოლია.. მტრული მზერა ესროლა ბიჭს.. -მე კი არ გართმევ ტო.. ადექი და მოიყვანე მერე ცოლად თუ მასეა. -ჯერ ადრეა.. ოჯახისთვის მზად არაა..ამოიოხრა ნიკამ და ხელი სახეზე მოისვა.. -რაღა ადრეა შეჩე*ა 20წლის ხედება გოგო.. თან ნიდა არ გავს იმ გოგოების კატეგორიას თამაში, რომ უყვართ სიყვარულთან.. თუ სერიოზულადაა საქმე ბარემ ვაფშე სერიოზულად იყოს.. აკომ აუბა მხარი გოგას და ძმაკაცს რჩევა მისცა.. ნიკოლოზი სულ დაიბნა.. როგორ უნდოდა მართლა მოეყვანა ნიდა ცოლად, მაგრამ ნიდას პასუხი აშინებდა.. მის თვალებში, უარყოფითი პასუხი რომ ამოეკითხა ან დაენახა მოკვდებოდა.. ამას ისიც ემატებოა, რო ნიდას ნიკასთვის მიყვარხარ არასდროს უთქვამს.. ნიკოლოზს ამის თქმაც არ ჭირდებოდა, ისედაც ხვდებოდა ნიდას სიყვარულს და არც ეპარებოდა გოგონას გძნობებში ეჭვი.. ანერვიულებული გავიდა აივანზე და სიგარეტს მოუკიდა. რამდენიმე საათი სიცივეში იდგა და თავის გონებაში ალაგებდა გეგმებს.. მეორე დღეს დილაუთენია ისაუზმეს.. შმდგომ კი სასტუმრო დატოვეს .. ქალბატონმა ლარისამ მკაფიოდ თქვა, რომ სირცხვილი იყო სვანეთში ჩამოსულებს მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი არ ენახათ, ამიტომ პირველ რიგში მარშუტი სწორედ ამ მუზეუმის სანახავდ დაიძრა.. -გეძინება? ღიმილით გახედა ნიკოლოზმა გოგონას.. -ჰო. -დაიძინე თუ გინდა და მერე მე გაგაღვიძებ.. შუბლზე აკოცა გოგონას და ჩაიხუტა.. -კაშნე რატომ არ გიკეთია? გაბრაზებულმა დახედა ნიდას. -დამავიწყდა.. წარბებშეკრულმა შეხედა ნიკოლოზს.. -რომ ჩავალთ შეიკარი ეგ კურტკა.. უბძანა დვალმა ნიდას.. მუზეუმში შევიდნენ და დათვალიერებაც დაიწყეს.. ქალბატონი ლარისა არც გაჩერებულა, როგორც კი მუზეუმი დაინახა ისტორიის თხრობაც დაიწყო - მუზეუმი მესტიაში, რომელიც დაარსდა 1936 წელს.მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური, უძველესი ხელნაწერები, ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.. -ეს უეჭველი გუგლიდან ამოიღო და დაიზეპირა..გაოცებულმა ნიკოლოზმა ნიდას გადაჩურჩულა.. -გაჩუმდი და უსმინე.. ჩუმად დაუბრუნა პასუხი გოგონამ და მოაკეტინა.. რაა მამული თუ ხერგიანების მუზეუმი არ ვნახეთო, ხოდა მოკიდა ბავშვებს ხელი და სულ ძალით „წაათრია“ სანახავად.. -აუ დავიტანჯე რა .. ამოიწუწუნა ნიკამ.. ქალბატონო ლარისა სადმე, რომ გავჩერდეთ და ვჭამოთ არ შეიძლება? შეწუხებული სახით შეხედა გამხიარულებულ ქალს, რომელიც გაბწყინებული თვალებით იყურებოდა ფანჯრიდან.. -ნიკოლოზ, როგორ შეიძლება ასეთ ადგილზე იყო და საჭმელზე ფიქრობდე? -თვითონ მეფიქრება და რა ვქნა? საწყლად შეხედა ქალს .. -შვილო მივიდეთ მოვინახულოთ ეს შსანიშნავი ადგილები და შევჭამოთ მერე.. -ნიკა მოისვენე.. რა ჭამა აგიტყდა ეხლა? გადახედა ნიდამ გვერდით მჯდომს.. -ეე მშია და .. წარბებშეკრულმა შეხედა გოგოს.. -მორჩითქო.. თვალები დაუბრიალა გოგონამ.. ნიკას გაეცინა... ნიდასკე გადაიხარა და ყელში აკოცა.. -აუ შენ თავს ვფიცავარ მაგრად მშია.. ცხვირი მოჭმუხნა და ნიდას თავი მხარზე ჩამოადო.. ნიდამ ზურგჩანთა აიღო და ჩანთიდან „ პლიტკა“ ამოაძვრინა.. -აიღე.. შოკოლადი ნიკას გაუწოდა .. დვალმა მშიერი მზერა დაასო საჭმელს, მაშინვე გახსნა და ერთი ფილა პირში გაიქანა.. გაღიმებულმა შეხედა გოგოს, მისკენ გადაიწია და ლოყაზე აკოცა.. როგორც იქნა მიაღწიეს მუზეუმამდეც.. ქალბატონმა ლარისამ მაშინვე დაიწყო ისტორიის თხრობა.. მუზეუმის 1 სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარებისისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ... ნიკოლოზი უკვე დაღლილი იყო ლექტორის გაუჩერებელი ლაპარაკით, რომელიც „უბრალო კენჭის“ ისტორიასაც კი ყვებოდა.. ნიდა სურათებს უღებდა უმშვენიერეს გარემოს .. ყველაზე მაგარი სათხილამურო საბაგირო იყო..მაგრამ ლექტორმა კატეგორიული უარი განაცხადა ბავშვების იქ ასვლაზე.. ჰაწვალის მთა შესანიშნავად მოჩანდა.. ულამაზესი და გასაოცარი იყო მზის ჩასვლის სცენაც.. სასტუმროში ღამე დაბრუნდნენ და ივახშმეს.. ნიკა უკვე ნაჭამი იყო, ამიტომ აღარც წუწუნებდა და გაბადრული დადიოდა.. ნიდა ძალიან დაიღალა და ვახშმის შემდეგ დასაძინებლად წავიდა.. ნიკოლოზმა დრო იხელთა სანამ ბავშვები შევიდოდნენ იმ ოთახში და ნიდას შეაკითხა. მძინარეს დახედა, შუბზე აკოცა და ოთახიც გაღიმებულმა დატოვა. მესამე დღეს სიყვარულის კოშკის სანახავად წაიყვანა ქალბატონმა ლარისამ.. ისტორიის მოყოლა რა თქმა უნდა არ გაჭირვებია.. ნიკოლოზი კოშკის წინ იდგა და თვალებ დაწვრილებული უყურებდა.. -ნიდუ -ჰო -არ გეშინია? -რისი ნიკოლოზ? გაოცებულმა კითხა კოშკზე მიშტერებულ ბიჭს.. -ბეშქენის და მირანგულას ამბავი ჩვენც, რომ გამოვცადოთ .. -ეგ როგორ? - შენ არ გითქვამს, რომ მე გიყვარვარ.. მე კი მიყვარხარ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.. შეიძლება დრო გავიდეს შენ სხვა შეგიყვარდეს, წახვიდე და გაქრე ჩემი ცხოვრებიდან.. ნიდა შენზე არასოდეს ვიტყვი უარს, მაგრამ დავუშვთ წახვედი ჩემგან, დრო გავიდეს და მე ცოლი მოვიყვანო.. ერთ დღეს შევხვდეთ ამ ცინიკური ბედის წყალობით და აღმოვაჩინოთ, რომ ერთმანეთი "გვყვარებია".. რა იქნება? გეყვარები ცოლიანი ? იტყვი უარს ჩემზე, რომელმაც შეცდომა დავუშვი და ცოლი მოვიყვანე, თან ის ადამიანი, რომელიც არ მყვარებია? მიპასუხე ნიდა .. გეყვარები მერე? -არ ვიცი.. დაბნეულმა შეხედა დვალს -მაშინ „მიყვარხარს“ ნუ დააგვიანებ.. შესაძლებელია მერე გვიანი იყოს.. სევდიანად გაიღიმა ნიკოლოზმა და გაჩერებული მიკრო ავტობუსისკენ გაუყვა გზას.. ნიდა კი უყურებდა მიმავალს, თვალებში ცრემლ ჩამდგარი და იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ მის ნიკას მის გარდა ვინმე სხვა შეეხებოდა. ის სხვა იქნებოდა ნიკას ცოლის სტატუსით .. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა, სიყვარულის კოშკს გახედა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ნიკოლოზისკენ. აღარაფრის დათვალიერების სურვილი არ ქონდა, მაგრამ იძულებული იყო ავტობუსიდან ჩასულიყო და ლექტორისთვის ესმინა.. ღამე დაბრუნდნენ სასტუმროში.. ნიდას არც უვახშმია ისე ავიდა ოთახში.. აივანზე იყო გასული და არემარეს უყურებდა თან ნიკოლოზის სიტყვებზე ფიქრობდა.. უკანა ჯიბეში ჩადებული ასანთი ამოიღო და დააშტერდა.. ეშმაკური ღიმილით გაემართა ნიკოლოზის ოთახისკენ.. -ნიკა.. კარი დაუკაკუნებლად შეაღო. -ჰო ნიდ.. ფეხზე წამოდგა ნიკა .. -არ მეძინება და გავისეირნოთ რა .. თხოვნით ახედა ბიჭს -კაი წამო.. ნიკოლოზმა კურტკა ჩაიცვა და გოგონას ხელი ჩაკიდა.. სასტუმროს წინ მდგომ ხის საქანელაზე ჩამოჯდა ნიდა.. ნიკოლოზმაც მის გვერდით მდგომ საქანელაზე დაიკავა ადგილი. -იომ დამირეკა დღეს .. ღიმილით თქვა ნიკამ .. მიხედე ჩემ დაასო.. -ოო... არ მომასვენოს რამოდენიმე დღე.. ამოიბუზღუნა ნიდამ.. ნიკოლოზს ჩაეცინა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.. ტუჩებს შორის მოიქცია ერთი ღერი და სანთებელა მოუკიდა.. ჯიბეში ჩაბრუნებას აპირებდა ნიდამ , რომ შეაჩერა.. -ნიკა მანახე ეგ სანთებელა.. ხელი გაუწოდა ბიჭს.. ნიკამ დაბნეულმა შეხედა ნიდას და სანთებელა მიაწოდა. -ლამაზია.. ამოთქვა ნიდამ -ჩვეულებრივი სანთებელაა.. უცნაურად შეხედა გოგონას და მხრები აიჩეჩა.. ნიდამ სანთებელა გაუწოდა.. დვალმა ისე გამოართვა არც შეუხედავს .. -ცივა .. ჯობია შევიდეთ . სიჩუმე ნიდამ დაარღვია და ნიკოლოზს გახედა.. -შენ შედი მე სიგარეტს მოვწევ ჯერ.. გაუღიმა გოგონას . -კარგი მაშინ.. ძილინებისა ნიკოლოზ.. -ძილინებისა ნიდ.. რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა ჩაფიქრებული ნიკოლოზი და სიგარეტს ეწეოდა.. ერთი ღერი სწრაფად ჩაწვა, ამიტომ მეორე ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან .. როგორც ყოველთვის ტუჩებს შორის მოიქცია, სიგარა და სანთებელა მოუკიდა.. განათებული ჩააქრო .. ეგონა მოეჩვენა, მერე ისევ აანთო და იგივე წარწერა დაინახა .. გონებაში სწრაფად გადახარშა მომხდარი და ბედნიერებისგან გაიღიმა.. სანთებელაზე დაწერილ „მიყვარხარ“ს დააშტერდა.. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და დაანათა კიდეც, რომ ნამდვილად დარწმუნებულიყო რეალობაში.. აი თურმე რაში ჭირდებოდა ნიდას სანთებელა.. უბრალოდ გაცვალა .. ფეხზე წამოდგა და სირბილით წავიდა ნიდას ოთახისკენ.. ბედნიერებისგან დაფრინავდა.. მუჭში მოქცეულ სანთებელას ჩაბღაუჭებოდა.. ოთახის წინ დადგა, მაგრამ ქალბატონმა ლარისამ შეაჩერა.. -ნიკოლოზ, როგორ შეიძლება ამ ღამით გოგოების ოთახში შესვლა? სძინავთ უკვე .. თუ ვინმესთან რაიმე საქმე გაქვს ხვალ უთხარი . -ნიდას ნახვა მინდა.. გაღიმებულმა შეხედა ქალს და კარის შეღება სცადა.. -ხვალ ნახე .. დაღლილი იქნება ეხლა და ეძინება.. ნიკოლოზმა სანთებელას დახედა.. ქალს თავი დაუქნია და თავისი ოთახისკენ წავიდა.. ახლა ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა.. საწოლზე მიგდებული ჩანთა აიღო და გახსნა. იქიდან პატარა, ბარხატის ყუთი ამოიღო და მობილურით სურათი გადაუღო, მერე წარწერაც გაუკეთა. შემდგომ სასტუმროში დაყენებული wi-fi დაიჭირა და ფბზე სურათი ატვირთა, რომელზეც ნიდა მონიშნა.. ყურებამდე გაღიმებული უყურებდა სანთებელაზე დაწერილ „მიყვარხარს“ და ნიდას ეშმაკობაზე მომენტებში ეცინებოდა.. დილით გაღვიძებულ ნიდას ანისგან სმს დახვდა .. (და არა მარტო ანისგან)... ამას როგორ მიმალავდიო... ვერაფერი ვერ გაიგო.. მერე ლუკიტოს სმს გახსნა.. გილოცავ ბოთეო.. დღეს არც ნიდას დაბ დღე იყო და არც რაიმე დღესასწაული, ამან უფრო დააბნია.. დანარცენ მონაწერებშიც სულ მოლოცვები იყო.. -ეს ხალხი სულ გაგიჟდა.. ამოიფრუტუნა ნიდამ და ფბზე შევიდა იქნებ რაიმე ხდება და მე არ ვიციო.. Nika dvali added a photo of you - სახე შეეცვალა ფოტოს გახსნისას... ფოტოზე გამოსახული იყო ბეჭედი და მასზე დაწერილი „ცოლად გამომყვები?“ ...მაშინვე სიცილი დაიწყო .. მერე თითქოს გაიაზრა ფოტოზე დაწერილი სიტყვები, მაგრამ ბოლომდე ვერც ჩააღწია მის გონებამდე იმ ფაქტმა, რომელიც ახლა აოცებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.