შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი ექიმი მატარებელში (5 თავი)


29-03-2017, 22:20
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 2 280

მუქი მწვანე კედლები, მუქი შიდისფერი იატაკი, კარადა,შავი რკინის ჩუქურთმებით შემკობილი ერთკაციანი საწოლი, პატარა კომოდი, სავარძელი, სამზარეულოს პატარა კუთხე და აივანზე მდგომი ორი სკამი მაგიდასთან ერთად. აივნის ჭრიალა კარები გავაღე და სკამზე ჩამოვჯექი. ასე ვიჯექი მანამ სანამ კარგად არ დაბნელდა. სიგარეტი მომინდა არადა გადავეჩვიე... არა ვიტყუები, როცა მიჭირს მაშინ ეს ყველაზე კარგია. ოთახში შევბრუნდი საფულიდან ფული ამოვიღე ჯიბეში ჩავიდე და კარი გამოვიხურე. მაღაზიე იქითა უბანში იყო. მივსეირნობდი და მეტირებოდა ბექას საქციელზე თუმცა ემოციები მოვთოკე და გზა გავაგრძელე. მაღაზია საკმაოდ თანამედროვე ქუჩაზე იყო გამიკვირდა სიმართლე გითხრათ ადრე პატარა მაღაზია იყო. შიგნით შევედი პირდაპირ სალაროსთან მივედი.
-მალბორო, წითელი-ვთქვი და მოლარეს იქით სივრცეში ვიყურებოდი.
-ინებეთ-მომაწოდა ფული გადავიხადე და ზღვაზე გავედი.
ვეწეოდი და ზაფხულის ნელი სიო თმებს მიბურდავდა. მზე უკვე აოდიოდა ნელნელა ნათდებოდა არემარე ხმა, რომ გავიგე.
-ყველაფერთან ერთად მწეველიც ყოფილხარ-გვერძე ამომიდგა
-მერე შენ რა?-ვკითხე ისე,რომ არც გამიხედავს მისკენ.
-არაფერი,გიხდება-შეჩერდა და გააგრძელა-გცივა
-საიდან მოიტანე?-ძლიერი ნაფაზი დავარტყი
-კანკალებ-ჟაკეტი გაიხადა-ჩაიცვი.-მომაწოდა მეც ჩავიცვი და ისიც უცბად აორთქლდა. ცოტა ხანს ისევ ვუყურებდი სივრცეს ჟაკეტი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და სასტუმროს გზას დავადექი. 10 საათზე გამეღვიძა თავს ძალა დავატანე და უკუვაგდე ბექაზე ფიქრები. შავი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი ზედ ლურჯი სარაფანი გადმოვიცვი და ფეხზე შავი კეტები ჩავიცვი. საჭირო ნივთები შავ გადმოსაკიდ ჩანთაში ჩავიდე და გარეთ მზის სათვალესთან ერთად გავედი. გზაში რაც კი ახალი გაუკეთებიათ და რისი გავლაც მიწევდა დავათვალიერე და 11 საათზე უკვე ვიწექი პლიაჟზე. ერთი კვირა ზუსტად ასე გავლიე და იმაზე ფიქრშიც თუ ვინ იყო უცნობი რომელს არც კი გავხედე. ბექას რაც შეეხება ერთხელაც არ უფიქრია მოეწერა,დაერეკა ან ვენახე, ასე უბრალოდ გამიმეტა და შეყვარებულში მისი და გამცვალა. ამ ერთ კვირაში იმდენად ,გავშავდი’ რომ გავიცინებდი სიბნელეში ჩემი კბილები ანათებდა. თბილიში ისევ მატარებლით დავბრუნდი იმედი არც მქონია იმ სამის ნახვის თუმცა მეწყინასავით. დადგა 27 ივნისი დღე, როცა ვნახავდი ჩემს ძმას ჩემს სიხარულს და ერთად დავიპყრობდით თსუს. ჩემს ზაგარს თეთრი კაბა თუ მოუხდებოდა. ამიტომ თეთრი მუხლს აცდენილი და მკერდზე საკმაოდ ჩახსნილი კაბა ჩავიცვი, ფეხზე შავი მაღლები, წითელი ტუჩსაცხი, შავი კლაჩი და თმები ჩამოვივარცხნე. თავი კმაყოფილმა შევათვალიერე სარკეში და ნიკოს მანქანაში ჩავუჯექი.
-ჩემო ფერია რა ლამაზი ხარ-შემაქო ნიკომ
-აუ ნიკო ნეტა რა რეაქცია ექნება?-ვკითხე ნერვიულად
-აი ნახე ისე გაუხარდება დაიმხობს თსუს გამოსაშვებს-გამიცინა ნიკომ
-ჩემი ყველაზე კარგი ხარ შენ-ვუთხარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
მთელი გზა ნერვიულად ვცქმუტავდი ნიკო კი დამცინოდა და მაწყნარებდა. მანქანა რესტორან ,,შარბათთან’’ გაჩერდა.
-მიდი აბა ჩემო გოგო-ხელი ხელზე დამადო ნიკომ
-ნიკო მადლობა ჩემო ვიხარულო-მაგრად მოვეხვიე
-კაი გოგო ქადი ახლა-სიცილით ,გადამაგდო’ მანქანიდან და იქამდე არ წასულა სანამ შიგნით არ შევედი.
კარის ზღურბლს გადავაბიჯე და ვიგრძენი მწველი მზერა, ყველა მხრიდან გაკვირვებული მიყურებდნენ. მივაბიჯებდი დარბაზში და ვგრძნობდი როგორ მაყოლებდნენ თვალს. ლუკა ზურგით იჯდა მივუახლობდი თვალებზე ხელი ავაფარე და ვუთხარი
-აბა გამოიცანი ვინ ვარ-ჯერ დადუმდა მერე კი აბლუყუნდა
-შენ... შენ..-წამფრინდა-არ არსებობს-და ისეთი ძალით ჩამეხუტა ლამის ძვლები დამემსხვრა
-ნელა ლუკა ნელა-ვიცინოდი მე ის კი ლოყაზე მკოცნიდა
-აბა ხალხო ყველა ჩუმად-დაიყვირა ლუკამ
-ეს ჩემი დაა ნუცა ახალაია-და ჩემი თავიწარუდგინა მათ
-სასიამოვნოა-ერთხმათ წამოიძახა დარბაზმა. ლუკას გვრდით დავიკავი ადგილი და თვალების აქთ-იქით ცეცება დავიწყე. ჩვენს მაგიდასთან ბიჭები მოვიდნე და დასხდნენ
-ბიჭებო ეს ჩემი გადარეული დაა ნუცა-ჩაახველა-ესენი კი-ვაჩე, თედო, გიო და ვატოა. ხო მართლა ცოტნე სად არის?-იკითხა ლუკამ
-პირველ რიგში თქვენო უდიდებულესობავ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ახლა კი ვუპასუხებ-მითხრა ვაჩემ-ბათუმში იყო ძმაკაცებთან ერთად და მოვა მალე.-რაო ცოტნეო? ბათუმიო? ძმაკაცებიო? ლამის ადგილზე ვიცეკვე ოღონდ ვფიცავ თუ ვიცოდე რა მაცეკვებდა. ცეკვა იქით იყოს და კარებში სმოკინგში გამოწყობილი სამეული, რომ შემოვიდა ლამის ჩამოვდნი. თავისუფალ სკამებზე ჩამოჯდნენ და იკას გაკვირვებული სახე შემრჩა ხელში
-ჟენია?-აღმოხდა მას
-ჟენი ვინაა ბიჭო-სიცილით დაკრა ხელი ძმაკაცს ვატომ
-აი ის-თითი ჩემკენ გამოიშვირა ლუკას კი სიცილი აუტყდა
-ისევ დაიწყე შე ცუღლუტო არა?-მკითხა სიცილით
-ოო რაგინდა რა გავერთე-ავბუზღუნდი მე
-ჩემი ჩერჩერტი-თავზე მაკოცა-ხო ბიჭებო ჩემი დაა ნუცა
-ვიცეკვოთ?-მომადგა გიორგი
-აბა როგორ-მეც ავყევი, ვერ გეტყით ძალიან მინდოდათქო უფრო ლექსოს დასანახად ავდეი,რომელსაც ხმა არ ამოუღია ისე დაჯდა და ისევე მშვიდად გვისმენდა. ვალსზე მე და გიომ ვიცეკვეთ, ჯაივზე მე და თედომ, აჭარული მე და ვატომ, ასე გამოვეცეკვე ყველას და ბოლოს კარგად მთვრალმა ლექსოსთან ერთად ტანგო ვიცეკვე. მისი შეხება. მისი მოძრაობა, თვალეი, ქერა წვერი და გადავარცხნილი თმა, ზღვისფერი თვალები, თლილი თითები, რომელიც ხელს მწვავდა და გაოხედვა რომელიც ვნების კორიანტელი იყო. ბურუსიდან ტაშისა და შტვენის ხმამ გამომიყვანა. უხმოდ დავჯექი მაგიდასთან და გავაგრძეკე ხალისი ლექსომ მარტო, რო დამიგულა და ხელი ჩამჭიდა
-საით?-ვიკითხე გაოცებულმა
-წამო რა-მითხრა სიცილით
-მოგყვები-მეც სიცილით ვუპასუხე. მანქანაში ჩავჯექით და გაურკვეველი მიმართულებით წავედით.
-საით?-ვკითხე ცოტახანში
-მთაწმინდაზეე-გრაციოზულად მიპასუხა და გამიღიმა
-ოქაიი-გავწელე სიტყვა და გავიცინე.
მთაწმინდაზე მალე ავედით. მანქანიდან გადმოვედით და თბილისს გადავხედეთ
-ლამაზიაა-ვთქვი ჩემთვის
-შენსავით-გამიღიმა მან
-კაი ნუ გამაწითლე-ვთქვი სიცილით
-ეეე მართლაც ილამაზესი ხარ-გაიბუსხა ის
-აუუ მნქანაში ჩავჯდეთ რა-ვთქვი მე
-რატო?-მკითხა მან
-ასე მინდა-ვთქვი სიცილით
-როგორც თქვენ იტყვით მის იმთვრალესობავ-კარი გამიღო და რევერანსით დამაჯილდოვა
-ოჰ მისტერ, როგორი ჯელტმენი ბრძანდებით-გავიცინე და დავჯექი. კარები მოხურა მანქანას მოუარა და წამში ჩემს გვერდთ აღმოჩნდა


პ.ს მოვლენების სწრაფად განვითარებას და გაუგებრობას რაც შეეხება ეს საჭიროა დამიჯერეთ ეს სპონტანურა არ კეთდება. მადლობა ვინც კითხულობთ. ბოდიშით შეცდომებისთვის და მეტის დაწერას რომ ვერ ვახერხებ რაც შეეძლება ასე გაწყვტას მინდა მეხუთე თავში საოცრებები ოვახდინო ამიტომ მელოდეთ. ლანას და ელეს დიდი მადლობა <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.სულმოუთქმელად ველი ახალ თავს,რომ დაგვაინტრიგე smile ბექამ მომიშალა ნერვები.ის ბიჭი ალბათ ლექსო იყო.ძაან მაინტერესებს რა გაქვს ჩანაფიქრი
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო ველოდები ახალ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3  offline წევრი triniti

Lanarkshire vinmem vin aris cotne da vin leqsooo cota avirieee

Gamarkviet vinmem vin aris cotne da vin leqsooo cota avirieee[/quote]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent