შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო (თავი 12)


29-03-2017, 22:26
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 375

ჩემს წინ უცნობი დგას და მისი მრისხანე თვალები მაიძულებს მორჩილად შევცურო მათში. მისი სიღრმე მეძახის და ვცდილობ შიგნით ჩავძვრე, მინდა შევესისხლხორცო და ამაზე ფიქრი ჩემს სულს აფორიაქებს, სხეულს კი არაადეკვატურობას ძენს და ვიწყებ ისტერიკულ სიცილს. გონებაში, სადღაც შიგნით ვაანალიზებ, რომ ასეთ დროს სიცილი ნიშნავს ჩემი ხელით მოვაწერო ხელი საკუთარი სიკვდილის კონტრაქტს, მაგრამ ნარკოტიკი ტვინით ქმედების საშუალებას მიქვეითებს და მეც სრულიად ვემორჩილები მომაკვდინებელ ინსტიქტებს. უფრო და უფრო ვუმატებ ხარხარს და უფრო და უფრო მიზიდავს მისი სისხლად დაძარღვული თვალები, დაბერილი მთრთოლვარე ძარღვი მის კისერზე. უეცრად ვჩერდები და ინსტიქტურად ქვედა ტუჩს ვკბენ, ხელებს ვერ ვიმორჩილებ, უნდათ უცნობის სხეულს შეეხონ და ნელ-ნელა მისკენ მიიწევენ. ძალიან ახლოსაა ჩემი მარჯვენა ხელი მისი კისრის ძარღვთან, როცა უცაბედად ხელს კრავს და მეუბნება:
-ნუ შეაბიჯებ მორჩილად, ბნელ და მიმზიდველ ღამეში.
ვიგრძენი რომ გაუაზრებლად წამოცდა, სინამდვილეში სწორედ ეს უნდოდა, მაგრამ რატომ წამოცდა ნუ?!
-არ მოგწონს? - მშვიდად და ირონიით ვეკითხები, მაგრამ პასუხი არ ისმის.
-ეს ის არის, რაც შენ გაინტერესებდა. -გულზე მუჭს ვკენკავ და ყვირილით ვეუბნები.
მუსიკა ჩაირთო, დიჯეი აღგმზნებ ბიტებს ფანტავს, მაგრამ მე ძალიან ყრუდ მესმის. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოცეკვავე დარბაზის შუაში ვდგავართ მე და უცნობი და გაუაზრებლად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. მაშინ ვიგრძენი, რომ მის თვალებს განსაკუთრებული ძალა აქვთ და მე მისი ყურება დიდხანს არ შემიძლია.
უცნობისკენ ზურგით შევტრიალდი და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. იგივე გოგონები დამხვდნენ, მაგრამ ორით მეტნი. მშვიდად შევდივარ და სარკესთან ვდგები. რამოდენიმე წამში გოგონები გადიან, უკან ვიხედები და ისევ ეს თვალები... შევამჩნიე, რომ მისი თვალები აგრესიას და ირონიას მმატებს. ნიჟარის დაფაზე შემოვჯექი, ფეხები გავშალე და საჩვენებელი თითით ჩემსკენ ვიხმობ. სახე ისევ ისეთი სერიოზული აქვს და ჩემი ყველა მცდელობა, ვიყო სექსუალური, უშედეგოდ სრულდება. ბოლოს, ფარ-ხმალი დავყარე, ხელებით ნიჟარის დაფას ვეყრდნობი და ინტერესით ვეკითხები:
-ვერ ვხვდები, რა გინდა? რატომ დამდევ? თუმცა რატომ გეკითხები, შენ ხომ როცა გინდა მაშინ საუბრობ?! იქ რაც დაინახე, აი იქ რომ ვცეკვავდი... -უცებ, სიტყვას მაწყვეტინებს.
-ცეკვავდი? -ჩაეცინა.
-ჰო, ვცეკვავდი. თანაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს. სიმართლე გითხრა, მსიამოვნებდა კიდეც რაც ხდებოდა... ეს რატომ ვთქვი? ამის თქმა სულაც არ მინდოდა. რა მჭირს? -დაბნეულად, თავში შემოვირტყი ხელი და თვალების ცეცება დავიწყე.
მისი დუმილი მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის და კონტროლს მაკარგვინებს. ჩემს გვერდით დაყრილ კოკაინს უახლოვდება და ურცხვად ყნოსავს. ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებს, როგორც შავთმიანმა გამიკეთა. დაფიქრებით იყუება ზევით.
-უცნაური შეგრძნებაა, ამით როგორ კაიფობთ? -ძალიან გაკვირვებული ჩანს.
-მე არ ვკაიფობ. პირველად გავსინჯე... და შენ? შენც პირველად?
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და ისევ აკვირდება საკუთარ შეგძნებებს, როგორ იმოქმედებს ნარკოტიკი, ამაზე ოდნავ მეღიმება.
-გამიკვირდა. -ღიმილნარევად ვეუბნები, თან ფეხებს ვათამაშებ.
დაკვირვებულად შეავლო ჩემს ფეხებს თვალი და ნელი მოძრაობით ზევითკენ ამოაჩოჩა, ბოლოს მზერას ტუჩებთან აჩერებს და ხაზგასმული ირონიით მეკითხება:
-ჰოო? რატომ?
-არ ვიცი, რატომღაც მეგონა, რომ განასინჯი გექნებოდა. -მხრების ჩეჩვით ვუბრუნებ პასუხს და ცოტათი გაკვირვებული ვარ საკუთარი გულწრფელობით.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალს ავლებს და უეცრად მზერა ჩემზე გადმოაქვს.
-კარგი, ემილი. ანუ ის რაც იქ იყო, გსიამოვნებდა?
-შენ არ მითხარი, გამოუშვი ვინც შიგნით გყავსო? -დავიბენი, სიტყვებს ვერ ვარჩევ.
-ანუ, შიგნით ნარკოტიკებით გაჭყეპილი, აღგზნებული გოგო ცხოვრობს? -ცალყბად ეცინება. -ასეთი მარტივი ხარ, ემი?
თავი ჩავღუნე, ცოტა ხანი ასე ვიჯექი. გამბედაობა მოვიკრიბე, თავი ავწიე, ენით ტუჩები დავისველე და სივრცეს მივაშტერდი. გავიგონე, როგორ ამოიოხრა და ამან შემაშინა. რისი შიშია ეს? რატომ მაქვს შეგრძნებები? ნუთუ სიტყვები ვერ აღწერს შეგრძნებებს?!
-მე... მე... შენ მითხარი, რომ გამომეშვა... ასეთი არ ვარ, არ მინდა ვიყო. -წარმოდგენა არ მაქვს რას ვბოდავ.
-მე გითხარი? ჰაჰ, არ მეგონა თუ ასე მარტივად დანებდებოდი.
-საკმარისია! -გაგიჟებული გადმოვხტი ნიჟარიდან და ნერვიულად დავიწყე აქეთ იქეთ სიარული. ბოლოს ყურებთან ხელები მჭიდროდ მივიჭირე, რომ სიტყვა ვერ გავიგო.
-საკმარისია! მეგონა, არ მეგონა... იქნებ ყველაფერზე ვნებდები? შენ რა იცი საერთოდ როგორი ვარ? ვინ ჯანდაბა ხარ? რა უფლება გაქვს რომ მაფორიაქებ ან მაფიქრებ ვინ ვარ?! შენი საქმე არ არის გაიგე? წადი, თავი დამანებე! -უკონტროლო ვარ, ბოლო ხმაზე ვყვირი, მასთან მივრბივარ და მკერდზე მუჭებს ვურტყამ, თუმცა ის ადგილადანაც არ იძვრის, არც კი ირყევა.
უკან სვლით ვშორდები, ხელს შუბლზე ვიდებ და მარცხენა მხარეს ვიყურები. მერე ოდნავ მზერას ვაპარებ, გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ და ფრთხილად ვეკითხები:
-სამაელი შენ ხარ, არა? იმ შავტუჩსაცხიან გოგოსთანაც მიდიხარ?
-აქ მისთვის ვარ.
-რა? ჩემთან მის გამო ხარ?
ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა.
-მოიცა, თანმიმდევრობით მითხარი. ანუ შენ სამაელი ხარ?
თვალი თვალში გამიყარა და ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად. დავიბენი და შიშმა შიგნეულობა ჩამიწვა. ენა დამება და საკმაო დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ქრონოლოგიას მივყოლოდი. ის კი თვალს არ მაშორებდა, იდგა გაუნძრევლად, არც კი ირხეოდა და მაკვირდებოდა. როგორც იქნა თავს ძალა დავატანე და ძლივს ამოვილუღლუღე:
-ვინ არის ის გოგო?
-ლილი.
-მგონი ხვდები, რომ მხოლოდ სახელი არ მაინტერესებს. -უშედეგო ლოდინის შემდეგ ვუთხარი, როცა მივხვდი რომ სახელის გარდა არაფრის თქმას არ აპირებდა.
-მის სულთან შენ არაფერ შუაში ხარ.
-ღმერთო, მე მისი სული კი არ მაინტერესებს... -თავში ხელი შემოვირტყი და ვიგრძენი, რომ ეს გაურკვევლობა მტანჯავს. -არამედ...
-მე ღმერთი არ ვარ. -მაწყვეტინებს საუბარს.
-ვიცი, რომ ღმერთი არ ხარ. ვინ იცის, იქნებ ის საერთოდაც არ არსებობს...
ეღიმება, ძალიან მწარე და ყველაფრისმცოდნე ღიმილი ეფინება სახეზე და მე ეს ღიმილიც კი მაშინებს. მაშინებს ის, რომ მან ბევრი რამ იცის... მის მზერაში ეს ისე ნათლად ჩანს, მისი თვალები... ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი და უცნაურია... საუბრის გაგრძელება აღარ მინდა, გამოვდივარ საპირფარეშოდან და სწრაფად ვეძებ ჩემს დუტს, რომ ამ საშინელი ადგილიდან გავაღწიო. მეგონა გამომყვებოდა, მაგრამ იმ დღეს ის აღარ მოსულა ჩემთან.

***

უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას ვადგავარ და გონება სრულიად გათიშული მაქვს. აღარც სამაელზე ვფიქრობ, აღარც ლილიზე, აღარც ქალბატონ ელენეზე და აღარც დანტეს ჯოჯოხეთზე... ინსტიქტურად, უშეგრძნებოდ მივუყვები გზას. შევდივარ უნივერსიტეტის შენობაში, რატომღაც ყველას სახე ჩამოსტირის, თითქოს რაღაც უბედურება აერთიანებთ. გოგონების ჯგუფს ვამჩნევ, ხმადაბლა საუბრობენ რაღაც ძალიან სერიოზულზე. ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები და მესმის მათი საუბარი:
-ძალიან უცნაური გოგო კი იყო, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. -გულდაწყვეტით ამბობს ლამაზმანი, გამახსენდა რომ ის ლიტერატურის სემინარიდან არის - მარიამი.
-მეგობარი არ ჰყავდა? -ინტერესით კითხულობს ერთ-ერთი.
-არ ვიცი, მე თითქმის ვერასდროს ვამჩნევდი. მხოლოდ რამდენიმე სემინარი გვემთხვეოდა და სულ მარტო იჯდა, მისი პირიდან სიტყვაც კი არ გამიგია არასდროს. -ამბობს მარიამი.
არ ვიცი ეს ინტუიცია იყო თუ შიში, მაგრამ რატომღაც ლილიმ გამიელვა თვალწინ და ცნობისმოყვარეობამ გამბედაობა მომცა. ჩემგან სრულიად მოულოდნელი რამ გავაკეთე, გოგონების ჯგუფს მივუახლოვდი და ჩემთვის ნაცნობ მარიამს ვკითხე:
-რა ხდება?
-გამარჯობა. ემილი ხო? -ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე და მკრთალად გავუღიმეთ ერთმანეთს. გამიკვირდა ჩემი სახელი საიდან იცოდა?!
-გახსოვს, ჩვენს ჯგუფში რომ იყო ლილი გასვიანი?
-შავებში ჩაცმული გოგო, არა? კი ვიცი.
-გუშინ თავი მოიკლა. -სევდიანი სახით მეუბნება და ეს სევდაც კი ძალიან ალამაზებს.
თითქოს ამას ველოდი, გავშეშდი... ხმა ვერ ამოვიღე. სამაელი დამიდგა თვალწინ. გამახსენდა მისი სიტყვები „აქ მისთვის ვარ“ და შიშისგან კანკალი დავიწყე.
-ხომ კარგად ხარ? -დამესივნენ გოგონები.
ძლივს გავარჩიე ცალ-ცალკე მათი სახეები, ბინდი გადამეკრო და ყველაფერს ერთმანეთში არეულს ვხედავდი.
-სად იპოვეს? -ისევ მარიამს მივუბრუნდი, როცა გარკვევით დავინახე მისი სახე.
-რაღაც მიტოვებულ შენობაში. ჩვენი ერთ-ერთი კურსელი დაკითხვაზე ყავთ. როგორც ჩანს, ის იცნობდა. -მპასუხობს მარიამი.
უეცრად, ყველა ერთ მხარეს გარბის, მეც მათ მივყვები ინსტიქტურად. დაკითხვიდან გამოსულ გოგონას უამრავ კითხვას უსვამენ, მაგრამ ერთადერთი ფრაზა რამაც ადგილზე გამაშეშა იყო ის, რომ პოლიცია სერიულ დამნაშავეს ეძებს. ლილის თვითმკვლელობა უკვე მე5 იყო ბოლო 3 თვის განმავლობაში და საეჭვოა, რომ ხუთივე თვითმკვლელობა ერთი და იგივე ადგილას მოხდა.

***

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი გაშეშებული კიბის საფეხურზე... გონს მოვედი თუ არა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისკენ გავვარდი და წიგნის ძებნა დავიწყე ლეგენდებზე, კერპებზე, გამოგონილ ღმერთებზე თუ დემონებზე. ბიბლიოთეკის კონსულტანტი გაკვირვებით მათვალიერებდა, რადგან სიტყვა „დემონი“ უამრავჯერ ვახსენე. ბოლოს, რაღაც უზარმაზარი წიგნი გადმომიღო. დავჯექი და ნერვიულად დავიწყე ფურცვლა. სარჩევში გადავშალე და ვეძებ „ს“ ასოზე დაწყებულ ყველა ინფორმაციას. „სრული სიგიჟეა, რას აკეთებ ემილი? მგონი მართლა შეიშალე.“ სარჩევში ნაცნობ სახელს გადავაწყდი, მაგრამ მოგვიანებით გამიელვა და გადაშლილი გვერდი, უკან დავაბრუნე. „სამაელი? სამაელი წერია?“ თვალებს არ დავუჯერე და შიშით გადავშალე შესაბამის გვერდზე. არ ვიცი ვარ თუ არა მზად ამის წასაკითხად, მაგრამ შეგრძნებები ვეღარ მაჩერებენ. ინსტიქტებს მივყვები...

Samael - უმაღლესი სული. დაუბადებელი, შეუქმნელი. სიბნელე, ყოველგვარი სინათლის გარეშე. ყველაფრის გამანადგურებელი, უდიდესი სიძულვილის მქონე. მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგისა და ბუნების დემონისთვის. სატანა და ბელიალი -განდგომა/ უარყოფა და სივერაგე. ეს არის სამაელის ორი მხარე.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ემილის განწირული კივილი ისმის.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
საინტერესოა, ძალიან საინტერესო.
არა.
ზედმეტად საინტერესო !
აღმაფრთოვანებ.
გელოდები მოუთმენლად.

ტე ამო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent