ძველი პიანინო - 22
22. სავარძელში ჩათვლემილი მიმი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. შინაურმა არაყმა და მხატვრის დინჯმა საუბარმა ძილისკენ წაიყვანა... ფიფოს ურეკავდნენ. მორიგი მკვლელობა იყო. - თუ გინდათ წაგიყვანთ ორივეს... მხატვარი ზანტად გაიზმორა. ღამის სამი საათი... აღარც ყავა, აღარც სიგარეტი... არყის ცარიელი ბოთლიც „უსიცოცხლოდ“ უმზერდა... სახლში დარჩენას ისევ ფიფოსთან ერთად წასვლა სჯობდა, მით უმეტეს, რომ უკვე დაინტერესებული იყო ამ საქმით... მიმი ნამძინარევი თვალებით ამოხედა წამომდგარ ბიჭებს. ფიფომ ღიმილით გადახედა: - ამის წაყვანას რა აზრი აქვს, ტყუილად დაგვეტანჯება იქ. - ხომ ვიცი, ზედმეტად სათრევი ბარგი არავის უნდა... - რატომ ბრაზობ მიმი? დარჩი აქ და გამოიძინე. - ჩვენ დილამდე მაინც ვერ მოვალთ, თან რაიმე გემრიელსაც წამოგიღებთ საუზმისთვის. დაუმატა ფიფომ. - შოკოლადის კრუასანები მინდა რა, აქვე აცხობენ... სანამ შემოუხვევ.. *** ფიფომ გზაში მხატვარი გააფრთხილა, თავი ისე უნდა დაეჭირა თითქოს ასეთ საქმეზე პირველად არ იყო, თანამშრომლებს კი ისე გააცნო, როგორც მის მიერ სპეციალურად ამ საქმისთვის მოწვეული ფსიქოლოგი, რომელსაც მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტი უნდა შეექმნა. - ვინ არის? სანდოა? გადაულაპარაკა ფიფოს თანამშრომელმა. - რა ვიცი, კი შეაქეს და... ისე თუ არ ივარგებს დავითხოვ. მაინც ჯერ შტატის გარეშე მუშაობს და ჩემი ხელფასიდან უნდა ვუხადო. ფიფო მშვენივრად ცრუობდა, თუმცა აბა სხვა რა უნდა ეთქვა. მხატვარი მდუმარედ დაჰყურებდა სახე გალურჯებულ მამაკაცის გვამს სიკვდილი ბუნებრივად ჩაითვლებოდა რომ არა მსხვერპლის სახეზე სიკვდილის მერე სახეზე დაყრილი აბები... დაყრილი კი არა ფრთხილად შემოწყობილი, ისე, რომ სახეზე ერთ მთლიან ნახატს ქმნიდა... და ისევ ნიღაბი... მკვლელობის ფაქტი უტყუარი იყო... თვითმხილველი არავინ იყო, მაგრამ თითქოს მსხვერპლის ბინიდან გამოსული კაცი კი შენიშნეს, რომელსაც მეზობელი ხან ადასტურებდა და ხანაც თავადაც ეპარებოდა ეჭვი ნამდვილად დაინახა თუ არა... ფიფოს ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, სანამ თვითონ არ მივიდოდა, მანამდე არავის ჰქონდა უფლება გვამი დაეთვალიერებინა, ამჯერად კი პირველი მხატვარი მიუშვა და ამას ახალი ექსპერიმენტი დაარქვა... თანამშრომლებიდან კი არავის ესიამოვნა ვიღაც, მოუწესრიგებლად ჩაცმული, თმა გაჩეჩილი, უცხო პირის გამოჩენა და მათზე წინ დაყენება. უკმაყოფილოდ იდგნენ და ელოდნენ, როდის მორჩებოდა ეს ვიღაც ექსპერტი თუ ფსიქოლოგი თავის ექსპერიმენტულ დათვალიერებას... მხატვარი კი არ ჩქარობდა, ისევ მდუმარედ იდგა დაჰყურებდა გვამს... ცოტა ხანში ფიფოსაც მოუთმენლობა დაეტყო, მალე გათენდებოდა კიდეც, თანამშრომლები გამწყრალი თვალებით შეჰყურებდნენ.. - აბა რა გაარკვია ჩვენმა ექსპერტმა?... ფიფომ უჩუმრად ჩაუკრა თვალი მხატვარს. მხატვარი მიხვდა, ყველანი მას უცდიდნენ როდის გამოვიდოდა ოთახიდან და როდის მისცემდა სხვებს მუშაობის საშუალებას... - ცოტა უნდა დავფიქრდე... ასე აბა რა გითხრა... - კარგი, მანქანაში დამელოდე, მეც მალე მოვალ. ფიფომ მხატვარს მანქანის გასაღები გაუწოდა და თავის ჯგუფს დანაშაულის ოთახში შეუძღვა. იატაკზე გაწოლილი, ტრუსებისა და მაისურის ამარა შუახნის კაცი ალბათ ას კილოს მაინც იწონიდა, დიდი ფართე სახეზე სილურჯე იმდენად ძლიერად ეტყობოდა, რომ სახეზე შემოწყობილი აბებიც კი ვერ ფარავდა. - ასფიქსიაა! მედ.ექსპერტმა გვამის მიახლოვებისთანავე დაასკვნა. - გვითარგმნეთ თუ შეიძლება, ეს თქვენეული ტერმინები, ჩვენ, უბრალო ხალხს არ გვესმის. ირონიული ხმით გადაულაპარაკა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მედექსპერტს, რომელიც ყურადღებას არავის აქცევდა, მხოლოდ ფიფოს მოხიბვლით იყო დაინტერესებული. თან გვამს ათვალიერებდა და თან თავის პრობლემებზე ცოტა შეფარული ფლირტით თავს აცოდებდა ფიფოს... უყვებოდა, როგორ ვერაფრით ვერ მოახერხა ამდენი ხნის მანძილზე მანქანის შეძენა... ძლივს მოაღწია აქამდე და როგორღა უნდა წასულიყო სახლში ასეთ დროს სახლში... აქ მოუწევდა ყურყუტი სანამ არ გათენდებოდა და ქალაქში ტრანსპორტი არ ამოძრავდებოდა... იმდენი იწუწუნა სანამ ფიფოს სახლში გაცილება არ გამოსტყუა. მანქანაში, რომ ჩასხდნენ ფიფო მაშინ მიხვდა თუ რა ჩაიდინა.. ქალი არ ეშვებოდა, უკვე აშკარად არც ფარავდა მის მიმართ ინტერესს. არავის გამო არ სურდა ფიფოს მიმისთან, ძლივს მოპოვებული ურთიერთობის გაფუჭება... რამდენჯერმე მალულადაც კი გახედა მხატვარს... ის კი ისე იყო ფიქრებში იყო ჩაძირული, რომ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მანქანის სხვა მგზავრებს... ან იქნებ სულაც არ იმჩნევდა... LEX·2016 წლის 19 ივნისი, კვირა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.