სადღაც შორს... მთებში თავი 27
სოფო არც მეორე დღეს არ დაბრუნდა. რამდენჯერმე დაურეკა თამუნამ მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა. გადაწყვიტა ყაზბეგში ჩამოსულიყო და იქ ეკითხა იქნებ ვინმეს რამე სცოდნოდა მის შესახებ. მარო ბებოს ნაჩქარევად დაემშვიდობა და საჭეს მიუჯდა. მაღაზიისკენ აიღო გეზი. იქ ზეზვა დახვდა. თბილი მოკითხვების შემდეგ სოფოზეც ჰკითხა ხომ არ იცოდა სად იყო. ბიჭმა მოკლედ მოუყვა წუხენდელი ამბები. გოგოს გულწრფელად გაუხარდა მათი ამბავი. -ხომ არ იცი სად შეიძლება იყვვნენ ახლა?მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -არა თამო. ალბათ რეზომ სიუპრიზი მოუწყო და სადმე განმარტოვდნენ გვრიტები.-გაეცინა ზეზვას -კარგი მე წავალ. უკან უნდა დავბრუნდე.სამსახურს დიდხანს ვერ მივატოვებ. თუ გამოჩნდნენ სოფოს გადაეცი აუცილებლად დამირეკოს. მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი. -გადავცემ აუცილებლად. მანქანში რომ ჩაჯდა ტელეფონმა დაურეკა. სამსახურიდან ირაკლი იყო -სად დაბოდიალობ გოგო?მეორე დღეა არ ჩანხარ.გელოდებიან პაციენტები -მაპატიე ირაკლი, ძალიან მნიშვნელოვანი სქმე გამომიმიჩნდა. რომ არ წამოვსულიყავი არ შეიძლებოდა. -როდის მოხვალ? - დილამდე ვერა. რა ხდება? -მოკლედ ასე მოემზადე, ხვალ საღამოს ლონდონში მიფრინავ კონფერენციაზე. ჩვენი კლინიკა შენ უნდა წარმოადგინო. შენთან ერთად რამდენიმე ექიმი მოდის. დაახლოებით ერთი თვე დარჩებით. იქაურ კლინიკაში ოპერაციებს დაესწრებით და მასტერკლასებს გაივლით. ჩაარაკრაკა ირაკლიმ.-ყველაფერი მოგვარებულია -ახლა?აუცილებელია ჩემი წასვლა?სხვა რომ წავიდეს? დაიმანჭა თამო. ახლა ყველაზე ნაკლებად ამას ელოდა. -შენ უნდა წახვიდე და მორჩა. ნუღა მეკამათები. გელოდები ხვალ კლინიკაში. -კარგი. თამუნას ძალიან მოეშალა ნერვები და სწრაფად დაძრა მანქანა ადგილიდან. იცოდა გზად ბექაურის სასტურმოსთან უნდა გაევლო და გული აუფანცქალდა. შეიძლებოდა სადმე დათას გადაყროდა. არც შემცდარა. მისი ინტუიცია ყოველთვის ამართლებდა. ის შესასვლელ კართან იდგა და ვიღაც ახალგაზრდა ქალს ელაპარაკებოდა გაცხარებით. თამუნამ ერთი კი იფიქრა რომ გავაჩერებ და დაველაპარაკები. მოვიკითხავო მაგრამ ვერ შეძლო. ეჭვიანობის საშინელი გრძნობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა. ვერც თავმოყვარეობას გადააბიჯა. ის ხომ დარწმუნებული იყო რომ დათა მის ცხოვრებაში აღარ გამოჩნდებოდა. აღარ ისურვებდა მის ნახვას. მართალიც იქნებოდა. განა იმ დღეს თვითონ არ ეხვეწებოდა მასთან დაწოლას. რა ჯანდაბად დალია იმდენი რომ თავი ვერ გააკონტროლა და კისერზე ჩაოეიკდა. ახლა რაა?ის რომ ბიჭმა საწადელს მიაღწია და მასთან რატომ , მოინდომევდა ურთიერთობის გაგრძელებას? დათამ თვაელბს არ დაუჯერა თამუნა რომ დაინახა. რამდენი ეძება და ვერ მიაგნნო მის კვალს.. გადაწყვეტილი ჰქონდა დღეს უკან დაბრუნდებოდა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეპოვა. ის კი თურმე თავისი ფეხით ჩამოვიდა. წასვლა არ მოუწევდა. ქალს ნაჩქარევად დაემშვიდობა და მისკენ წამოვიდა. ეგონა თამუნა მის სანახავად ჩამოვიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გზის პირას ერთმანეთს გაუსწორდნენ. ერთმანეთს თვალი-თვალში გაუყარეს, თითქოს დრო გაჩერდა, წამი გაიყინა.ბიჭს ღიმილმა გაუპო სახე. მისკენ წავიდა. თუმცა იმედები გაუცრუვდა. გოგომ სიჩქარეს მოუმატა და სწრაფად გაშორდა იქაურობას. დათა გონს რომ მოეგო მაშინვე თავის მაქნანისკენ გაიქცა საჭეს მიუჯდა და უკან გამოეკიდა. -ჯანდაბა ,ჯანდაბა. რაღა მაინცდამაინც ახლა. რატომ შევხვდი? ბრაზობდა და სიჩქარეს უმატებდა თან სარკეში იყურებოდა ხომ არ მომდევსო. ჯერ არავინ ჩანდა. მაგრამ მთავარ გზაზე რომ გავიდა მაშინ დაინახა მდევარი..დათა მალევე წამოეწია, ჯერ სიგნალებით ანიშნებდა გაჩერდიო,. მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა ბოლოს გაუსწრო მის მანქანასდა წინ გადაუდგა. შუა ქუჩაზე გააჩერა. გოგომ მოაწრო მუხრუჭის პედალისთვის ფეხის დაჭერა. -ნორმალური ხარ შენ?გადმოხტა მანქანიდან და მაშინვე იერიშზე გადავიდა -მე კი და შენ? შენ ხარ არანორმალური. გაეცინა ბიჭს მის რეაქციაზე -გადადი გზიდან და გამატარე. წინ აესვეტა გოგო -არა. თავი გააქნია მან -დათა გადადი თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ -მართლაა?და რას იზავ? -ნახავ რასაც ვიზავ, არ ჩერდებოდა გოგო -თუ იმავეს გამეოებას აპირებ რასაც იმ ღამეს მე თანახმა ვარ. -ის ღამე შეცდომა იყო. -შენ ამას შეცდომას ეძახი? -ხო შენ ჩემი ცხოვრების შეცდომა ხარ. სულელი ვარ რომ გენდე და საწოლში ჩაგიგორდი. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.. -გაჩერდი კარგი. გააწყვეტინა ბიჭმა და ხმას აუწია.-საკუთარ თავს შეურაწყოფას აყენებ. იქნებ ჩემთვისაც გეკითხა იყო თუ არა ის ღამე შეცდომა. -რა აზრი აქვს?იმას მეტყვი რაც ისედაც ვიცი. -რა?რა იცი?ამიხსენი აბა?ბიჭი წინ გადაუდგა და ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში. -ის ვიცი რომ შენ საწადელს მიაღწიე, საწოლში ჩამიგორე. შენი გეგმა შესრულებულია, ახლა შეგიძლია მშვიდად წახვიდე. ნუ გეშინია არ გიჩივლებ და არ მოგთხოვ ცოლად მომიყვანეო. -საიდან ამდენი ირონია და ცინიზმი?ვერ გცნობ. თურმე არ ყოფილხარ ის ვინც მეგონე.... არადა მე ამას არ ვფიქრობდი. მე შენზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა...როგორ ვცდილობდი დამემტკიცებინა რომ შენთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები მქონდა შენ კიიი... ჩაჯექი მანქანში და წადი.გული ძალიან მატკინე.არ მჭირდება იმ ადამიანთან ურთიერთობა ვინც არ მედნობა.დათა მოწყენილი და იმედგაცრუელბული შემობრუნდა და მანქანისკენ წავიდა -განა შენ არ მითხარი ქალს თავშეკაება მართებსო?განა შენ მექალთანის იმიჯი არ გაქვს რომელიც ქალი მარტო ერთი ღამისთვის სჭირდება?მიაზახა თამუნამ მაგრამ ბიჭს პასუხი არ გაუცია. მანქანაში ჩაჯდა. მოაბრუნა და გულდაწყვეტილმა გახედა.. გოგომ მის თვალებში სევდა და ტკივილი ამოიკითხა.... დარცხვენილმა გააყოლა თვალი, მერე თვითონაც გაბრაზებული მიუჯდა საჭეს და დიდი სისწრაფით დაძრა ადგილიდან.. რეზომ ნომერში შეუკვეთა საუზმე ორ კაცზე. მანამდე შხაპი გადაივლო. სპორტული შარვალი ამოიცვა. დივანხე ჩამოჯდა. ტელევიზორი ჩართო და სხვადასხვა არხებზე რთავდა. მოულოდნელად საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. "ბიზნესმენი რეზო ბექაური ქორწინდება. ვინ არის მისი რჩეული და როდის აპირებენ დაქორწინებას?როგორ სთხოვა ხელი საცოლეს?ამ ყველაფერს სულ მალე მოგვითხრობს ჩვენი გადამღები ჯგუფი რომლებიც უკვე ამზადებენ სიუჟეტს" ხმაური შემოესმა და ტელევიზორი სხვა არხზე გადართო. არ უნდოდა სოფოს ეს ყველაფერი მოესმინა. მან ხომ არ იცოდა რას იტყოდნენ ჟურნალისტები. საძინებლისკენ გაიხედა და კარში მდგარი სოფო დაინახა. მისი მაისური ჩაეცვა რომელიც ოდნავ უფარავდა საცვალს -მეტი ვერაფერ ვნახე. გაეცინა მას -თვალისმომჭრელი ხარ. სექსუაალური გაეცინა რეზოს სოფო მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. ბიჭმა კალთაში ჩაისვა და შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა უკან გადაუწია. მერე მის ტუჩებს დაეწაფა და გული იჯერა -ასე აპირებ შენ გაგრძელებას? -როგორ? -სულ კოცნასა და ალესრში დროის გაყვანას? -წინააღმდეგი ხარ? ეშმაკურად ჰკითხა მან -არა, თვალი ჩაუკრა გოგომ . ხელები კისერზე შემოხვია და მკერდზე აეკრო. -სანამ საუზმე მოვა მგონი დრო გვაქვს და ერთხელ კიდევ მოვასწრებთ. რეზიმ ხელში აიყვან და საწოლისკენ გააქანა. ზემოდან მოექცა და სწრაფად გააძრო მაისური... -გადარეული ხარ. კისკისებდა სოფო და უფრო ახელებდა ბიჭს.. რამდეიმე წუთში ორივე დაღლილი მოესვენა საწოლზე... -მიყვრხარ სოფო. ჩემი ოცნების ქალი ხარ და რაც არ უნდა მოხდეს არასოდეს არ დაგთმობ. არასოდეს არ მიგატოვებ. -რატომ უნდა მიმატოვო?ან რა უნდა მოხდეს?წამოიწია ქალი და დაეჭვებულმა ჰკითხა- -არაფერი ისე ვთქვი. უპასუხა ბიჭმა. სწორედ ამ დრონ კარზე დააკაკუნეს. -საუზმე მოიტანეს. წავალ კარს გავიღებ. წამოხტა სწრაფად დ აარასასურველი საუბრისგან თავის დასაღწევად კარის გასაღებად წავიდა..... მშვიდად ისაუზმეს. ერთმანეთით ტკბებოდნენ.ეფერებოდნენ, ეალერსებოდნენ, მერე ფილმი ჩართეს და უყურეს. რეზომ კალთაში ჩაუდო თავი და ისე მოკალათდა დივანზე. სოფო სახეზე ეგფერებოდა თან ეკრანს მისჩერებოდნენ... ბედნიერი იყო. თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ რაღაც ვერ იყო ისე.. აი თავს ისე გრძნობდა თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. ავის მოლოდნში იყო. მაგრმ რეზოს არ გაუმხილა... შუაღამე იყო. რეზო მობილურის ზარმა გააღვიძა.. ჩუმად უპასუხა. სოფოს მშვიდად ეძინა. სააბაზანოში გავიდა რომ გოგო არ გაეღვიძებინა....ორად ორი სიტყვა აიგო მარტო, მეტი არაფერი გაუგია. ტელეფონი გათიშა და ძლიერად მოუჭირა ხელი სიმწრისგან. ჩუმად ჩაიცვა. სოფოს გადახედა. შუბლზე აკოცა.ობოლი ცრემლი მოიწმინდა და ნომრიდან ქურდივით გავიდა.... სოფოს კი უშფოთველად ეძინა.. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა იქნებოდა ხვალ ან რა ელოდა..... ************** დათა უკვე თბილისში იყო და იქ ელოდა. რაღაცნაირი ცარიელი ეჩვენა სახლი. სახლი დედის გარეშე. ოთახის შუაგულში მდიდურლ ჩასასვნებელში ესვენა დედა. ქალბატონი ქეთევანი. მამა იქვე კუთხეში იდგა, ბიჭს მოეჩვენა რომ თითქოს რამდნეიმე წლით დაბერებულიყო. გატეხილიყო. რამდენიმე შორეული ნათესავი. დეიდა თამარი რომელიც დას დასტიროდა. ახლობლები და ნათესავები..... მასთან მივიდა. თითქოს სიზმარში იყო, თითქოს ეჩვენებოდა და მის ადგილზე სხვა იყო. მდუმარემ შუბლზე გადაუსვა ხელი დედას. მერე მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და მიაჩერდა.... ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ დედა აღარ იყო. გულში ძლიერად ეტკინა. ისე წავიდა ქვეყნიდან რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ვინ იცის როგორ უნდოდა მისი ნახვა.. როგორ ეტკინა გული როცა არჩევანი საყვარელი ქალის სასარგებლოდ გააკეთა... თავი დამანაშავედ იგრძნო მის სიკვდილში.... სოფოს რომ გაეღვიძა და საწოლში რეზო არ დახვდა გაუკვირდა. რამდენჯერმე დაუძახა მაგრამ ხმა არავინ გასცა. იფიქრა ალბათ ქვემოთ ჩავიდაო.წამოდგა სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო, ამასობაში დაბრუნდებაო. მაგრამ მისდა გასაკვირად ბიჭი არ ჩანდა, სააბაზანოს ხალათი მოიცვა და ტელეფონს დასწვდა რომ დაერეკა.მობილური ჩართო. უამრავი შეტყობინება. უამრავი გამოტოვებული ზარი და ყველაზე მთავარი შეტყობინე რეზისგან. "-მივდივარ. მნიშვნელოვანი რამ მოხდა. დაგირეკავ ყველაფერი რომ მოგვარდება" მეტი არაფერი. სხვა რამისთვის არ მიუქცევია ყურადღება. მხოლოდ რეზოსკენ იყო მისი ფიქრები მიმართული. რა მოხდა?რტომ წავიდა ისე რომ არაფერი აუხსნია. არ გააღვიზა.?ნუთუ არ ენდობოდა მას?წამში უამრავი აზრი და ფიქრი აირია ერთმანეთში და ყველაზე მთავარი ის იყო რომ სოფოს არ ენდო. საყვეარლ ქალს არ ენდო და ისე წავიდა რომ არ აუხსნა რა უჭირდა რა პრობლემა ჰქონდა. რა მოხდა ასეთი...ქალს ძალიან ეტკინა გული.. მორიგი იმედგაცრუება?საკუთარ თავს ეკითხებოდა და არ უნდოდა იმის დაჯერება რომ შეცდა.... განადგურებული დაბრუნდა სახლში.. იქ უარესი ამბავი დახვდა. მარომ ჟურნალები დაახვედრა რომელიც თამუნამ ჩამოიტანა და მისი წერილი "-სოფო ვიცი მე და შენ ვიჩხუბეთ და ვიკამათეთ, მაგრამ ახლა ეს არაა მნიშვნელოვანი. ახლა მთავარი ესაა რაც აქ წერია. არ დაიჯერო ეს ყველაფერი და არავის დაუდგო ყური. მე შენი მჯერა. ჩვენ შენი გვჯერა და გვიყვარხარ. ეს უკვე ძველი ამბავია და წასული.ყველამ კარგად ვცით ყველაფერი. მთავარი ისაა რომ რეზის შენი სჯერა და უყვარხარ შენი დადებითით და უარყოფითით. შენი შეცდომებით. არ შეშინდე და იყავი ბედნიერი. იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის, ძალიან მიყვარხარ. შენი თამო: სოფოს თვალები შუბლზე აუვიდ რაც ჟურნალ-გაზეთებში წაიკითხა. მაინც არ ანებებდნენ თავს. ამ შეცდომმის შედეგებს ამენი წლის მერე ისევ იმკიდა. ცრემლებმა თავისით მონახეს გზა. წერილი გულში ჩაიხუტა. თავი დამნაშავე იგრძნო მეგობრის წინაშე. იმის მიუხედავდ რომ ძალიან აწყენინა თამუნა მაინც მასზე ზრუნავდა. მობილური მოძებნა და მისი ნომერი აკრიფა მაგრამ მასაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი. -ჯანდაბა ყველამ ჩემ წინაარმდეგ შეკრა პირი ,მოისროლა გაბრაზებულმა. აპარატი კედელს მიანარცხა და ნანსხვრევებად იქცა.. -რა მოხდა შვილო?შემოვარდა მარო ოთახში შეშინებული სოფო ადმიანს აღარ ჰგავდა. ყველაფერს აქეთ იქით ისროდა რაც ხელში ხვდებოდა.მისი დამსვიდება სცადა ქალმა მაგრამ ვერ შეაჩერა სანამ ძლიერად არ შემოარტყა სახეში. გოგო აზრზე მოვიდა კედელთან ჩაიკეცა და მხოლოდ ეს ამოთქა -ყველაფერი მეორდება. ისევ თავიდან იწყება...იმეორებდა ამას... თამუნა?სად იყო ამ დროს?ამ დროს გოგო თვითმფრინავში იჯდა და ლონდონში მიფრინავდა. მისი ფიქრები ახლა მთლიანად სოფოსკენ და დათასკენ იყო მიმართული ხან ერთზე ფიქრობდა ხან მეორეზე. გული უკვდებოდა რომ მეგობრის გვერდით არ იყო.აეროპორტიდან დაურეკა სოფოს მაგრამ არ უპასუხა გოგომ. ნუთუ ისევ გაბრაზებულიაო შემზე გაიფიქრა და გული ეტკინა. გულის ტკვილი...იმედგაცრუებ, სინდისის ქეჯნა.. ეს იქცა ოთხეულის თანმდევად. მათ ცხოვრებაში ყველაზე მკტკივნეული დღეები დაიწყო.. **************** -რა დაემართა?-იკითხა ყრუდ რეზომ როცა საღამოს მარტო დარჩა მამასთან ერთად -არ ვიცი. ექიმმა თქვა ძლიერი სტრესის ბრალიაო. მისმა გულმა ვერ გაუძლო. ბოლო დროს ისედაც აწუხებდა... მერე მე რატომ არ ვიცოდი ეს?-ყვირილით გააწყვეტინა რეზომ -არ უნდოდა რომ გცოდნოდა. -მამა რატომ მოხდა ?რა სტრესი მიიღო ასეთი? -არ ღირს ამაზე ლაპარაკი -ღირს და ძალიან გთხოვ მითხარი ყველაფერი. -შენი და სოფოს ნიშნობის ამბავი გაიგო და მაშინ გახდა ცუდად. ფრთხილად შეაპარა მამამ -ჩემი ბრალია ჩემი.- ყვიროდა ის და ყველაფერს ისროდა რაც ხელში ხვდებოდა. ძლივს დაამშვიდა ჩუმად მყოფმა დათამ -შენი ბრალი არაა. დაუყვირა ბოლოს.-რაც მოსახდენი იყო ის მოხდა. -ეს სოფოს გამო მოხდა. მის გამოოო..მისი ბრალია... ბუტბუტებდა ბექაური -არ გაბედო და ის გოგო არ დაადაანაშაულო რამეში. მოთმინება დაელია მამამისს და შვილს უყვირა. -თუ ვინმე დამნაშავეა ეს დედაშენი. ამაყი იყო და ჯიუტი, რამდენჯერ ვუთხარი შვილს დავკარგავთ-თქო ასე ნუ იქცევი, მაგრამ არ დამიჯერა, არც ექიმთან წამომყვა რომ ემკურნალა,მ ას ასე უნდოდა და მორჩი ახლა. ბოლოსდაბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო. ყველაზე მეტად ის მე დამაკლდა. აიყვანე თავი ხელში და იმ გოგოს არაფერი აგრძნობინო. ის ყველაზე მეტად დაიტანჯა. წარმოგიდგენია მაინც რას გრძნობს ან იგრძნოს ეს ამბავი რომ გაიგოს?ან ის ყველაფერი წაუკითხოს რაც მასზე დაწერეს?შენ მართლაა გგონია რომ მე არაფერი არ ვიცი?რეზო მე ყველაფერი ვიცი და მე მას ვიღებ ოჯახში რძლად, იმიტომ რომ ის შენ გიყვარს. შენ გინდა. ის შენი არჩევანია. დაასრულა მამიმისმა და ოთახი დატოვა.. დათამ სასმელი ჩამოასხა და ერთი ჭიქა რეზოს მიაწოდა, მეორე თვითონ. -ვიზიარებ ძმაო. როგორც იქნა დარჩნენ მარტო. -მეც ძალინ დამაკლდება ნათლია. -ვიცი ჩემი დათა, იცი ამის დაჯერებაც კი მიჭირს. -მეც ასე გამიჭირდა მაგრამ შევეჩივიე. მე შენზე ადრე დავკარგე მშობლები. იცი თავიდან თითქოს სიზმარში ხარ და გეჩვენება. გგონია რომ ყოველ წამს შეიძლება კარი გაიღოს და შემოვიდეს ოთახში. მერე ნელ-ნელა ეჩვევი და ცხოვრების დინებას მიყვები..ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდები. ახლა შენ იმ მდინარეს გავხარ, გაზაფხულზე რომ ადიდდება და კალაპოტიდან გადმოდის. ყველაფერს მიანგრევს და ანადგურებს, რაც გზად ხვდება, მაგრამ მერე ნელ-ნელა მშვიდდება და საწყის დონეს უბრუნდება.თუმცა ნაკვალევს მაინც ტოვებს.უკვალოდ არ ჩაივლის მისი ეს გაგიჟება. -ფილოსოფოსობა როდის აქეთ დაიწყე?-ირონით ჩაეცინა რეზოს -ეს ფილოსოფოსობა კი არა გამოცდილებაა.. რამდნეიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.მერე ისევ დათამ ჰკითხა -სოფომ იცის ეს ყველაფერი? -არა. -რატომ არ უხარი?ის ახლა შენს საცოლედ ითვლება და აქ უნდა იყოს. -არ მინდა გაიგოს. რომ დავმშვიდდები და დავწყნარდები მე თვითონ ჩავალ და დაველაპარაკები. ყველაფერს ავუხსნი.. ვეტყვი რომ.. რეზოს სიტყვები გაუწყდა შუა გზაზე -რა ეტყვი?ოღონდ ის არა რასაც მე ვფიქრობ? -სრულებით შესაძლებელია. მასაც ხომ მიუძღვის ბრალი.. ყველას ჩვენი წვლილ გვაქვს შეტანილი დედას სიკვდილში... -ის არაფერ შუაშია და ამას რომ მიხვდები შეიძლება მერე ინანაო.. ასე რომ ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რის გამოსწორებასაც მერე ვერ შეძლებ....უთხა დათამ და გაბრაზებულმა გაიხურა კაბინეტის კარი მომდევნო დღეებმა ისე გაიარა თითქოს კოშმარს ხედავდა. სამძიმარზე მიმსვლელი ხალხის რიგი არ წყდებოდა. დამღლელი გახდა ეს ყველაფერი. დღე როგორღაც უძლებდა. საღამოს კი სასმელს მიეძალებოდა და იქამდე სვავდა სანამ არ გაითიშებოდა. დაკრძალვაზე ცოტა აზრზე მოვიდა. ხალხი რომ წავიდა თვითონ საფლავზე დარჩენა ისურვა და გვიანობამდე იქ იყო. სვავდა და თან დედას ელაპარაკებოდა. თავის ტკვილიზე უყვებოდა. თითქოს ესმოდა ქალსაც, სურათიდან ღიმილით უმზერდა...მერე დათას მობეზრდა მისი ლოდინი და ძალით წაიყვანა სახლში...უგონოდ გათიშული დააწვინა საწოლზე და მანამდე დარჩა მასთან სანამ ღრმად არ ჩაეძნა... სოფო.... არ იკითხოთ როგორ იყო... ისევ ისე როგორც ადრე..როგორც ზაზასთან დაშორების შემდეგ. საწოლი ოთახიდან არ გამოდიოდა..არ რეაგირებდა არავის ნათქვამზე. დროდადრო ზეზვა და კესო აკითხავდნენ და ცცდილობდნენ საუბარში აეყოლიებინათ, მაგრამ არაფერი გამოსიოდათ. მეგობრებს გული სტკიოდათ მის დანახვაზე. ბოლოს ზეზვამ ვერ მოითმინა და გიოს დაურეკა. გიო გაგიჟებული ჩამოვიდა მაიკოსთან ერთად. ბავშვიც ჩამოიყვნა. ამან ცოტა უშველა და ძმსიშვილთან თამაშმა ცოატ გაამხიარულა. საღამოს სავახშომოდაც გამოვიდა ოთახიდან. რაც მთელ ორი კვირა არ გაუკეთებია. ბავშვი ენას არ აჩერებდა და სასაცილო რაღაცეებს იძახდა მთელი ვახშმის განმავლობაში. -მამიდა რეზო ბიძა არ მოვა?მომენატრა გოგო გვლენაკბენივით შეკრთა -არ მოვა. არ სცალია. აიყვანა თავი ხელში და მშვიდად უპასუხა. -იმედია მალე მოიცლის და ისევ წავალთ ერთად გასართობ ცენტრში. მაშინ კარგად ვიმხიარულეთ. ტიტინებდა ბავშვი. -სოფი დეე, მამიდას აწუხებ. თან გვიანია მოდი ჩვენ წავიდეთ და დავიძინოთ.სიტუაციის განმუხტვა სცადა მაიკომ -არ მინდაა. დაიწუწუნა ბავშVვა მაგრამ მაიკო მის ჭირვეულობას არ დაელოდა და მარტო დატოვა და-ძმა ერთამენთთან. -აბა მეტყვი რა ხდება ?რა გჭირს? გვერდით მიუჯდა გიო დას -არაფერი -შენ მე ისევ პატარ ბიჭი ხომ არ გგონივარ?მკაცრად ჰკითხა მან -პატარა აღარ ხარ ვიცი -მერე -რა მერე? -შენგან ახსნას ველი. რა მოხდა ან რა გჭირს?დაშორდით შენ და რეზო თუ რა ხდება? -უბედურებაც ეგაა რომ არაფერი არ ვიცი. რამდნეიმე დღის უკან ცოლობა საქვეყნოდ მთხოვა და ერთსდ რამდნეიმე უბედნიერესი დღე გავატარეთ, ახლა კი ორი კვირაა არ ჩანს. ისე გაუჩინარდა ვერ ვუკავშირდები..სევდიანად თქვა სოფომ-ნუთუ ის სტატიები ნახა და ამან იმოქმედა -ეგ არაფერ შუაშია. ეს შენამდე დიდი ხნით ადრე ნახა. _შენ რა იცი?> -სტატიები რომ დაიბეჭდა და წავიკითხე ერთადერთი რაც მაინტერესებდა ეს მისი აზრი იყო. დავურეკე და შევხვდი. ვილაპარაკეთ. მაინტერესებდა რას იტყოდა. მითხრა ეს ველაფერი მე ისედაც ვიცი და ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედებსო.მეტიც ისე ძალიან მიყვარს ახლა უფრო მეტად მინდა მოსი ცოლად შერთვაო და საიდუმლოდ გამანდო რომ სასტუმროს გახსნაზე ამას აპირებდა -და ეს შენ მე არ მითხარი -რომ მეთქვა სიუპრიზს ჩავუშლიდი. გაუღიმა გიომ.-იცი იმ დღეს რა დავინახე მის თვალებში?დიდი სიყვარული, შენი სიყვარული დავინახე. პატარა თინეიჯერი ბავშვივით შეყვარებული ბექაური დავინახე და ვუთხარი რომ ჩემს დას მას ვაბარებდი.და თუ რამეს გაწყენინებდა საქმე ჩემთან ექნებოდა. კი ნადვილი,ღირსეული კაცია და იცი რა მითხრა ეგ არ მოხდება, არასდროს ვიტყვი მასზე უარსო.ასე რომ დაელოდე. რა იცი რა ხდება და რა მიზეზი აქვს ადმიანს. ასე რომ ჩამოგტირის სახე და დარდობ. ზმის სიტყვებმა ცოტა გამხნევა სოფო. მეორე დღეს თითქოს საქმიანობასაც დაუბრუნდა მაგრამ სახლიდან არ გადიოდა. ეზოში საქმიანობდა და თავის ყვავილების ბაღს უვლიდა... კიდევ რამდენიმე დღეში უღონობა დასჩემდა, ადვილად იღლებოდა. მარო ეჩხუნებოდა ამდენი დატვირთვისგან ხარ ასეო და თითქმის ძალით აჭმევდა საჭმელს. გახდა და საშინლად გადაფითრდა. ამიტომ საწოლიდან ადგომას მოუკლო და ძირითადად იწვა... თამუნამ ლონდონში გულს ვერაფერს უდებდაა.კონფერენციებზეც გონებით სხვაგან იყო.თავს ვერ გრძნობდა კარგად. ოპერაციებზე რომ მიიწვიეს ამან უფრო მეტად გადაღალა და ერთი სული ჰქონდა ხოლმე რომ სასტუმროში დაბრუნებულიყო. .რამდენჯერ სცადა სოფოსთან დარეკვა მაგრამ გოგოს ტეეფონი გამორთული ჰქონდა. ფეისბუქზე დაუტოვა შეტყობინებები იმსი იმედად რომ ნახავდა და დაურეკავდა.... სამი კვირა გავიდა უკვე უკან დაბრუნების დრო ნელ-ნელა ახლოვდებოდა. წამოსვლის წინა საღამოს წვეულება იყო დაგეგმილი და წასავლელად ემზადებოდა. მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და შეუძლოდ გახდა.სამზარეულოში წყლის დასალევდ გავიდა.ერთი მოყუდებით გამოცალა წიქა მაგრამ არ დასცალდა. მაშინვე წამოაზიდა და სააბაზანოსკენ გავარდა. სული რომ მოითქვა სახეზე ცივი წყალი შეისხა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუსწორა თვალი.. -ჯანდაბა ნუთუ ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ?- ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა.. -სოფო ბებოო. ხაჭაპურები გამოვაცხე და მოგიტანე, აქ მაინც მიირთვი საწოლში ბებო გენაცვალოს. მარო ოთახში შემოვიდა. ლანგარზე ცხელი ხაჭაპური დაელაგებინა, ჯერ კიდევ ასდიოდა ორთქლი. გვერდრით ჩაის ჭიქა ედგა. სოფოს წინ დაუდო და თვიითონაც გვერდით ჩამოჯდა -სანამ არ შეჭამ იცოდე არ გავალ აქედან.უთხრა მკაცრად სოფომ ნელა მოკბიჩა და ძალით დაიწყო ჭამა. უცებ საშინელი შეგრძნება დაეუფლა. მუცელი აეწვა. წამოაიზდა და ძლივს შეასწრო სააბაზანოში. შეშინებული ქალი უკან მიჰყვა. -რა დაგემართა ბებო?რა გჭირს? -ეტყობა რამემ მაწყინა. ჩაილაპარაკა და უკან დაბრუნდა.-ეს ბოლო კვირაა ასე მემართება. -სოფო შვილოო ამ ბოლო დროს მადა არ გაქვს, მალე იღლები. ახლა ესეც.. იქნებ... შეაპარა ქალმა -არა მარო ბებო ეგ გამორიცხულია.-შეშინებულმა წამოიყვირა გოგომ -აბა კარგად დაფიქრდი, შენ ხომ ექიმი ხარ, იქნებ ეს შესაძლებელია? -მე ხომ ექიმმა მითხრა რომ არასოდეს მეყოლებოდა შვილი? ბოლომდე ვერ იაზრებდა გოგო ამ შესაძლებლობას -შვილო ეს წყალობაა რაც უფალმა გამოიმეტა შენთვის. ჩაეხუტა მოხუცი. -მარო ბებო ეს ხომ შანსია. ეს სწორედ რასაც ველოდი -რისი დროა ბებო?ვერ გავიგე? -დაბრუნების დრო დადგა ბებ. დროა ძველი ცხოვრება დავიბრუნო. უკან ვბრუნდები ბებო... ომახიანად შესძახა სოფომ და საწოლიდან წამოდგა ტანსაცმელი რომ ჩაელაგებინა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.