ასეც ხდება ხოლმე (17 თავი)
რამდენიმე წუთი გაოგნებული უყურებდა მობილურს. შემდგომ გაიაზრა რაც ხდებოდა... სწრაფად წამოდგა საწოლიდან და ოთახი დატოვა.. დერეფანში გაღიმებული ნიკა დახვდა.. -ნიკა ეს რა არის? ტელეფონი აუფრიალა ცხვირ წინ. -ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შემცვლელი, რომელსაც მხოლოდ შენ კი აკლია.. ტუჩის კუთხე ჩატეხა, გოგონას ხელი მოკიდა და თავის ოთახში შეიყვანა.. ბიჭები ოთახიდან გაყარა და ნიდას წინ დადგა.. ცოტახანს ორივე ჩუმად იდგა . ნიკოლოზი ნიდას გაბწყინებულ, დაბნეულ, გაოცებულ და სიყვარულით სავსე თვალებს ჩასჩერებოდა.. თითქოს პასუხი მის თვალებში დაინახა.. ფართოდ გაიღიმა, გოგონას ჩაეხუტა და თავზე აკოცა.. -ვიცი ნიდ, რომ მზად არ ხარ ოჯახისთვის.. ჯერაც პატარა ხარ, მაგრამ მე შენ მჭირდები.. რა აზრი აქვს ლოდინს ? შენ ხომ მაინც ჩემი იქნები ორი, სამი, თუ ხუთი წლის შემდეგ.. მე არ შემიძლია, ვერ ვსუნთქავ შენს გარეშე... იმ სი*ობებს არ დავიწყებ პატარა ხარ და მე გაგზდითქო..არც მე ვარ დიდი, ჩემი 22 წელი არაფერია ამ ცხოვრებაში.. კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი და მე მინდა ერთად გავიაროთ .. შენ თუ დაეცემი მინდა, რომ მე ვიყო ის ვინც წამოგაყენებს.. მე თუ დავეცემი შენ იქნები ჩემი"ყავარჯენი" .. ეხლა არც ვიცი რას ვბოდავ მარა ერთი ის ვიცი , რომ მართლა ბედნიერები ვიქნებით.. არ ვმუშაობ მარა მუშაობას დავიწყებ, თან ვისწავლით კიდეც.. შენ თუ მოგინდება მუშაობა გაგძელე თუ არა, არც ეგ იქნება პრობლემა. მილიონერი არ ვარ , მაგრამ ოჯახის რჩენას შევძლებ. შენ თავს ვფიცავარ ყველაზე მაგარი ოჯახი გვექნება.. -ნიკოლოზ გაიმეორე სურათზე დაწერილი სიტყვები. ბძანება გასცა ქალბატონმა და ბიჭს მოსცილდა. -ცოლად გამომყვები? ეშმაკურად გაიღიმა ნიკამ და პატარა ბარხატის ყუთი ზურგჩანთიდან ამოიღო.. -მართალია მომავალი 7წლის განმავლობაში გეგმაშიც არ მქონდა გათხოვება, მაგრამ ისე გამომაშტერე, რომ გთანხმდები.. ხელი გაუწოდა მომცინარ დვალს, რომელმაც ბეჭედი გაუკეთა..მაგრამ იცოდე.. გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ნიკას.. ღალატს არასოდეს არ ვპატიობ ადამიანს .. -შენს იქით ვერც ვერასდრის ვერ გავიხედავ. მე შენ პატივს გცემ და ვერასოდეს გადავაბიჯებ ამ პატივისცემას , სიყვარულს და ღირსებას.. -ნიკოლოზ ქორწინება მარტო ის არ არის გიყვარვარ, მიყვარხარ ჰოპ და მორჩა წავედით შევქმენით ოჯახიო.. მინდა რეალური იყოს ეს , მინდა სწორი ნაბიჯი გადავდგათ.. არ მინდა წლების შემდეგ ვთქვათ, რომ ერთმანეთს ვერ გავუგეთ.. მეშინია .. ნიკა შენი დაკარგვის მეშინია. თვალებში ცრემლი ჩაუდგა ნიდას და თავი ძირს დახარა.. დვალი გოგონასთან მივიდა, ლოყაზე აკოცა და ჩაიხუტა.. -მე და შენ ვიქნებით ჩვენ და მარადიულად ასე იქნება .. შენ ხარ ჩემი ნაწილი და ვერასოდეს ვერ დაგკარგავ.. ადამიანს, როგორც სუნთქვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია , მე შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ღმად ჩაისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი.. -როდის იქნება ჩვენი ქორწილი? თვალებ გაბწყინებულმა ახედა დვალს.. -თუ გინდა დღესვე იყოს .. გაიღიმა ნიკამ.. მაგრამ ჯერ მამაშენს უნდა დაველაპარაკო.. მე 2წლის შემდეგ ვვარაუდობდი ამ მოვლენას, მაგრამ აზრი არ აქვს ლოდინს. თან სულ შენთან ვარ, ამიტომ დღესვე ვბრუნდებით თბილისში. გეგას დავურეკე და ჩამოგვაკითხავს.. ქორწილის დეტალები ერთად განვიხილოთ. -ვერ ვიჯერებ, რომ ვთხოვდები და თან ვისზე? თვით ნიკოლოზ დვალზე. გადაიკისკისა ნიდამ.. -ვერ ვიჯერებ, რომ ვქორწინდები 22 წლის ასაკში . აჰყვა ნიკაც ნიდას. დვალმა კარები გამოაღო ოთახიდან, რომ გასულიყვნენ .. კარების გაღება და ბიჭების ოთახში "შემოგორებაც“ ერთი იყო.. როგორც ჩანს ყური ქონდათ მიდებული კარისთვის . ნიკოლოზმა ძირს გართხმულ ბიჭებს შეხედა. -გილოცააავთ. ფეხზე წამოხტა აკო. -ჭორიკნები.. ამოიღრინა ნიკამ.. თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? -კი როგორ არ გვაქვს.. შენს ქორწილში რა ჩავიცვათ იმაზე ვფიქრობთ . -ნეტა ვინ გპატიჟებთ. სიცილით თქვა დვალმა.. -რას ქვია ვინ? რა თქმა უნდა ნიდაჩკა.. არა ნიდუ ? გოგა ნიდას ამოუდგა გვერდით.. . ნიდამ თავი გააქნია სიცილით და ნიკასთან ერთად გავიდა ოთახიდან . ბავშვებთან ერთად ისადილეს .. ყველა ულოცავდა და იდეებს სთავაზობდნენ თუ სად უნდა დაეწერათ ჯვარი და სად გადაეხადათ ქორწილი. ნიკოლოზი ბედნიერი შეჰყურებდა გოგონას და აღარაფერი არ ანაღვლებდა. გეგა რამდენიმე საათში ჩავიდა მათთან . სმს მიწერა ნიკას სასტუმროს წინ ვარ და ჩამოდითო. ბავშვებს და ლექტორს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ.. წინ იოანე იჯდა გაბრაზებული სახით. საჭესთან რა თქმა უნდა გეგა. დვალმა თავით ანიშნა რა ჭირს ამასო. გეგამ კი ტუჩებით დაუბრუნა პასუხი "მოგკლავსო".. ნიკამ საწყალი თვალებით შეხედა იოს და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -ნიდა.. იოანე დისკენ შებრუნდა .. თანახმა ხარ ? წარბაწეულმა გახედა ნიდას და დვალს მკვლელი მზერა ესროლა . -ჰო .. ამოიკნავლა და მომავალ ქმარს ხელი მკლავში ჩაავლო .. - და რომ მოიცადოთ ? -რას დაველოდოთ ? ნიკამ იოს შეხედა -და რატომ უნდა გათხოვდეს ჩემი და ეხლა? -იმიტო რომ, ეს ეხლა, რომ არა მერეც მოხდება -ჯობს მერე მოხდეს..თვალებ ანთებულმა შეხედა უკან მჯდომებს.. -მე ნიკა მიყვარს.. ჩუმად თქვა ნიდამ და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა.. იოს ჩაეღიმა.. ნიკოლოზს კი სიხარულისგან რა გაეკეთებინა არ იცოდა.. - კაი ჯანდაბას შევეგუები შენს გარეშე ცხოვრებას. ბედნიერმა გახედა დას და გეგას მიუტრიალდა.. გააჩერე ბიჭო მანქანა ჩემ დას უნდა ჩავეხუტო.. სიცილით თქვა იომ.. გეგამ მანქანა გადააყენა და თვალი გააყოლა იოანეს, რომელიც სწრაფად გადახტა მანქანიდან და ნიდას გვერდით დაჯდა.. გოგონა გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.. ასე როდის გაიზარდე ნიდ, რომ უკვე ბუდიდან მიფრინავ? არა და მაინც ჩემი პატარა გოგო იქნები.. თბილად დახედა გაღიმებულ დას.. -შენი აღარაა ნიკოლოზისაა უკვე. გეგამ სარკიდან გახედა უკან მჯდომ იოს.. -შენ წინ იყურე. დაუბღვირა საჭესთან მჯდომს. თბილისში როდესაც ჩავიდნენ ნიკა ატყდა სადმე მარკეტთან გააჩერე ბამბანერკა და შამპანური უნდა ვიყიდოო. ბიჭებმა გაოცებულებმა შეხედეს ანერვიულებულ დვალს.. -ბიჭო შენ თავი სადმე ხომ არ მიარტყი? იოანემ ნიკოლოზს შეუტია.. -სირცხვილია ასე ხელცარიელი ვერ მივალ, ხელის სათხოვნელად.. -ხელცარიელი ვერა და მაგ დახეული ჯინსებით კი კარგად მიდიხარ.. სიცილით თქვა გეგამ -ფუ შენი.. მაგაზე არ მიფიქრია.. ჯერ ჩემთან წავიდეთ და მერე გამოვიდეთ მაშინ აქეთ... -აუ მოიცა რა . წამოდი მასე შენი რეალური სახით ხომ უნდა იყო.. დასცინასავით იომ ბიჭს.. - მართლა ტეხავს.. გეგა მიდი რა ჯერ ჩემთან წავიდეთ.. -არა .. წამოიკივლა ნიდამ... ნახე რა მაცვია ასე შენთან ვერ წამოვალ.. ახლა ნიდა გაჯიუტდა.. - კაი რა .. დედაჩემს ისედაც ნანახი ყავხარ... ისე დედაჩემის მოწონება რა შუაშია, როცა მე მომყავხარ ცოლად? -აღარ მოგყვები.. წარბები შეკრა ნიდამ.. -ნუ მაბრაზებ.. ცალი წარბი აწია ნიკოლოზმა და გოგონას ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. იოს და გეგას მათ შემყურე ეღიმებოდათ... ნიდას წინააღმდეგობის მიუხედავად ნიკასთან წავიდნენ. გეგამ სახლის წინ გააჩერა მანქანა.. ნიკამ ეზოს ჭიშკარი შეაღო და კარებზე "დააბრახუნა" .. ქალბატონმა ნათიამ გაღიმებულმა გააღო კარი.. -ნიკოლოზ ასე მალე დაბრუნდით დედა ? -ჰო.. საქმე მაქვს შენთან .. სერიოზულ სახეს ინარჩუნებდა დვალი.. -რამოხდა დედა ხო ყველაფერი კარგადაა.? თვალი მოავლო ბავშვებს.. მისაღებში შელაგდნენ და დივანზე დასხდნენ. ნიდა ნერვიულობით კვდებოდა. -მოკლედ... ნათი ცოლი მომყავს.. პირდაპირ ახალა დედამისს. -ცოლი ? გაოცებულმა შეხედა შვილს -ჰო -ვინ? -ნიდა -ვინ ნიდა? -მე .. ძლივს გასაგონად ამოთქვა ნიდამ და ქალს შეხედა.. -დადადადადააააამ .. სიტუაციას მუსიკა დაადო გეგამ.. ქალბატონი ნათია ვერ იაზრებდა შვილის ნათქვამს.. როცა გონს მოვიდა თვალცრემლიანმა შეხედა ნიკოლოზს და მოეხვია .. -დედა შვილო სულ ბედნიერები ყოფილიყავით ერთად.. ცრემლებს იწმენდდა ქალი და ნიკოლოზს ეხვეოდა.. -ნათია .. სახლში შესულმა თენგომ ცოლს უხმო.. ჩამოხვედი ბიჭო შენ უკვე? ნიკოლოზს შეხედა მისაღებში შესულმა კაცმა.. - რა გატირებს ქალო შენ კიდე? -ჩემს შვილს ცოლი მოყავს და აღარც ვიტირო ბედნიერებისგან? შეუბღვირა ქმარს.. -მამა გაიცანი შენი რძალი .. გაღიმებულმა ნიკა ნიდას გვერდით დადგა და გოგონას ხელი წელზე მოხვია.. -ამაზე კარგ გოგოს რძლად ვერც ვინატრებდი.. ღიმილით შეხედა ნიდას, რომელიც მორცხვად იდგა და თვალებს აქეთ იქით აცოცებდა. -ბიჭებიც აქ ყოფილან..ბატონი თენგო ბიჭებს მიუბრუნდა.. როგორ მიდის თქვენი ბიზნესის საქმე? -მიდის რა.. თავი გააქნია გეგამ.. ბატონმა თენგომ ღვინო მოითხოვა ბავშვები, რომ დაელოცა.. ქალბატონმა ნათიამ სუფრა გაშალა და ბიჭები მიიპატიჟა.. ნიკამ ნიდას მოკიდა ხელი და თავის ოთახში შეიყვანა.. -ეს იქნება ჩვენი ოთახი.. გაიღიმა ნიკოლოზმა და ოთახში შუქი აანთო.. ჯერ აქ ვიცხოვროთ, მერე ფულს დავაგროვებ და გადავიდეთ სადმე.. მანქანა, რომ გავყიდე იქიდან ნახევარი იმ ბიზნესში ჩავდე, მეორე ნახევარი კი მაქვს და იმ ფულით გავაკეთოთ ქორწილი.. გაბრწყინებული თვალებით უყურებდა გოგონას.. -მეც მაქვს შეგროვებული თანხა.. მიამიტი თვალებით ახედა ბიჭს -ეგ შენი შეგროვებული თანხა გამოიყენე შენ.. თვალი ჩაუკრა ნიდას -ვერ ვიჯერებ ტო.. მე და შენ ვიქნებით ჩვენ სულ მალე. ლოყაზე აკოცა და გარდირობთან მივიდა ..მუქი ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და შავი ტყავის კურტკა გამოიღო.. -მე გავალ და მერე გამოიცვალე. -თუ გინდა იყავი.. მაცდურად გაუღიმა დაბნეულ გოგოს.. -ნიკოლოზ .. -ჰო კაი.. იყავი შენ აქ.. აბაზანაში შევალ და იქ გამოვიცვლი .. აი ან რა საჭიროა ? კი არ ვტიტვლდები ტო.. ამოიბუზღუნა ნიკოლოზმა და ტანსაცმლიანად შეაბიჯა სააბაზანოში.. რამდენიმე წუთში გამოვიდა „გამოწკეპილი“.. -ხო ვარ ზე სიძე.. გადაიხარხარა ნიკოლოზმა. ნიდამ თავი გააქნია სიცილით და ბიჭთან ახლოს მივიდა.. -თმები გაქვს შესაჭრელი. ნიკას აჩეჩილი თმების გასწორება სცადა ნიდამ.. -ხვალ გადავიპარსავ დაბალზე.. თბილად გაუღიმა გოგოს და ოთახის კარი გამოაღო.. სამზარეულოში შესულებს, მოხარხარე ბიჭები დახვდათ, რომლებიც თენგოს მოყოლილ ანეგდოტზე სიცილით კვდებოდნენ.. -ადექით ეხლა წამოდით.. მაგიდიდან აყარა ძმაკაცები.. მანქანაში ისხდნენ და ნიდას სახლისკენ მიემართებოდნენ.. ნიკოლოზს შამპანური და ბამბანერკა ეჭირა ხელში.. იოს მის ასეთ ოფიციალურობაზე ეცინებოდა.. -ნიკუშ ერთი ჰალსტუჰი გალია . საჭესთან მჯდომმა გეგამ სიცილით გახედა ნიკას. -უნდა გამეკეთებინა? ანერვიულებულმა შეხედა ნიდას.. -არ უსმინო მაგას.. შურს შენი სიმპატიურობის. გაიცინა ნიდამ და ნიშნის მოგებით გადახედა დაბღვერილ გეგას -ჩემზე სიმპატიური კაცი შვილი არ არის.. გაიჯგიმა გეგა.. ნიდას რაღაც უნდა ეთქვა მარა მისმა მომღერალმა მობილურმა ხელი შეუშალა. -ლუკიტოოო.. მხიარულად ჩასძახა -ეუფ შენ მაგრად ხარ უკვე.. დალიე გოგო ? -არა -აააა მივხვდი -რას მიხვდი? -სიყვარულით ხარ მთვრალი.. გაიცინა ლუკამ -ვაი რა გეშველება.. სად ხარ ? -ვაგდივარ სახლში .. -ადექი და გამოდი ჩემთან.. ჩემი ხელის სათხოვნელად მოდის დღეს ნიკა. გაინაზა ქალბატონი.. ნიკოლოზს მის ქცევაზე გაეცინა.. მისკენ მიიწია და ყელში აკოცა. -პროშნა კოცნა დაქორწინების მერე. სარკიდან გამოხედა იოანემ ბატონ ნიკოლოზს.. დვალს ვითომაც არაფერი გაუგია, ისევ მიიწია ნიდასკენ და კვლავ ყელში აკოცა.. იოანემ თვალები დაუბრიალა.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.. -ეხლა მოდის ? ლუკამ მხიარულად ჩასძახა ტელეფონში .. -ხო -აუ მოიცა რა მეც მოვალ .. -წამოდი მალე .. მანქანა სახლის წინ გააჩერეს .. ნიკა ამაყად გადმოვიდა მანქანიდან და ნიდასთან ერთად ჩავიდა ეზოში. -ეხლა რა მაგარი იქნება მამაშენმა ის შამპანურის ბოთლი თავზე თუ დაალეწა და ბამბანერკაც მიაყოლა.. ჩაიფხუკუნა გეგამ და მომცინარ იოს შეხედა.. კარები ქალბატონმა დალიმ გააღო.. -მოხვედი დედა ? შემოდით ბავშვებო მე მოსწავლე მყავს და ხელს არ შეგიშლით გავალ იქით ოთახში. მისაღებში შევიდნენ და დასხდნენ.. ნიკამ შამპანიური და ბამბანერკა მაგიდაზე დადო.. -დედა ერთი წუთით მოდი .. იომ გასძახა დედამისს.. ქალბატონი დალიც შებრუნდა მისაღებსი.. -დე ვთხოვდები.. გაიკრიჭა ნიდა .. -მითხრა ახლა ამანაც ახალი ამბავი.. ნათიამ დამირეკა და მითხრა უკვე.. მერე დაგელაპარაკებით . მოსწავლეს, რომ გავაცილებ.. ქალბატონმა დალიმ ოთახი დატოვა.. ყველა გაოცებული იჯდა. -დედაშენს საიდან იცნობს დედაჩემი? გაკვირვებულმა ნიკამ ნიდას გახედა . -ეტყობა რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი ანის ქორწილში. მხრები აიჩეჩა ნიდამ და ბამბანერკა გახსნა. საღამოს ბატონი ზაზაც მოვიდა .. ნიკოლოზმა ნიდას ხელი სთხოვა მის მშობლებს . ამ ყოველივეს ლუკა მობილურით იღებდა . მარა ყველაზე მთავარი ის იყო , რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ვიდეო კი არ იყო, არამედ "ლაივი" ქონდა ფბში ჩართული, წარწერით "როგორ არ უნდა თხოვო გოგოს ოჯახს მისი ხელი".. სუფრაც გაშალა ქალბატონმა დალიმ და დაიწყეს მოლხენა. ისე დათვრნენ არსად წასვლის თავი არ ქონდატ, ამიტომ ოთახებში განაწილდნენ.. ნიკოლოზი კი ნიდას ოთახში შებარბაცდა და ნიდასთან ერთად ტკბილად დაიძინა. ეს დღე ასე მშვიდობიანად დასრულდა. მეორე დღეს ყველა ნიდას სახლში იყო შეკრებილი და ქორწილის ამბებს განიხილავდნენ.. -22 მაისს იქნება ანუ ? ქორწილის თარიღის გადამოწმება სცადა ილიამ. -ორი თვე რათ გვინდა ქორწილის დასაგეგმად მაინც ვერ გავიგე.. ამოიფრუტუნა ნიკამ და ნიდას გაბრაზებულმა შეხედა .. -თუ ქორწილი გეჩქარება მოიყვანე სხვა .. მე მაისში მინდა. თან სითბო იქნება მაგ დროს.. -ხოდა ჩოხას არ ჩავიცმევ . წრბები შეკრა ნიკოლოზმა -ჩაიცმევ.. ეშმაკურად გაიღიმა ნიდამ.. -შანსი არ არის. -არის. .. -არათქო -კიითქო -ნიდა ჩავიხარსები იმ ჩოხა-ახალიხში. -არაფერი მოგივა . -მორჩით კამათს და გამაგებინეთ რას აპირებთ ზუსტად .. მათი კამათით მობეზრებულმა გეგამ წყვილს შეხედა.. -ნუ მოკლედ .. დაიწყო ნიდამ -მოკლედ არ მინდა გძლად მოყევი.. შეაწყვეტინა გეგამ .. -მაცადე.. შეუბღვირა დაინტერესებულ ბიჭს. ჯვარს დავიწერთ ჩოხში, გუდამაყარში, ჩოხის წმინდა გიორგის პატარა ტაძარში მთაზე, რომ დგას. მარტო ჩვენი სასტავი წავალთ ორონდ ... ორი მანქანა კი გვეყოფა .. 20ში დავიწერთ ჯვარს და 22ში გვექნება ქორწილი, რადგანაც ჩოხში წასვლა წამოსვლას მინიმუმ 4-5 საათი სჭირდება ქორწილს იმ დღესვე ვერ მოვასწრებთ ამიტომ მასე ჯობია. გაიღიმა ნიდამ და მის მომავაკ ქმარს ჩაეხუტა. ჯვრისწერაზე ყველას გეცმევატ ჯინსები და სარუჭკები ჰალსტუჰის გარეშე, კეტებითურთ, რათა ასვლა შევძლოთ იმ მთაზე.. იქიდან წამოსულებმა სადმე შევიაროთ და ავღნიშნოთ. ნუ ქორწილს რაც შეეხება... რესტორანი ნაპოვნი არ გვაქვს ჯერ, მაგრამ მე ვფიქრობ სადმე ცის ქვეს გავაკეთოთ . ჩოხა ახალუხს კი ყველა ჩაიცმევთ მაგ დღეს. ერთხელ მაქვს ქორწილი და შემარგეთ.. თვალებ გაბრწყინებულმა გადახედა ბიჭებს .. გაბრაზებულ ნიკოლოზს ხმაურიანად აკოცა ლოყაზე და ღიმილით მიუბრუნდა ილოს.. -ილარიონ შენ და აგათონიკე იქნები ჩემი ქმრის მეჯვარეები.. -მეეე? ილიამ ნიკას შეხედა.. დვალმა თავი დაუქნია. -ჩემი მეჯვარეები კი იქნებიან ლიკუნა და ერთი ჩემი მეგობრები, არ იცნობთ და გაგაცნობთ ამ დღეებში.. -გამიკვირდებოდა ეგ ქაჯი, რომ არ ყოფილიყო.. ამოიღრინა ლუკამ. ქორწილისთვის მზადება უკვე დაწყებული იყო. ნიდამ ანი და იკაც არ მოასვენა და სასწრაფოდ დააბრუნა თაფლობის თვიდან .. თუ მაგას თვე ერქვა . ნიდას საქორწინო კაბას დიზაინერი უკეთებდა და იყო გადარბენებში.. თან სამსახურში და უნიშიც დადიოდა. ბიჭები რესტორნის ამბებს არკვევდნენ.. ნიდას რაც რესტორანი ანახეს არც ერთი არ მოეწონა.. ხან კიბებს იწუნებდა.. ეს რა უბედური კიბეებია ქუსლიანებით ფეხს მოვიტეხო.. ხან საცეკვაო სცენას.. ეს რა პატარა დარბაზია ვერავინ ნორმალურად ვერ იცეკვებსო.. ხანაც მენიუ არ მოსწონდა .. ნუ მოკლედ ..ნიკას ნერვები აღარ გააჩნდა ნიდას ხელში.. -ნიდუ იმედია ეს რესტორანი მაინც იქნება შენი მოსაწონი და უაზრო მიზეზით არ დაიწუნებ . საჭესთან მჯდომმა ნიკოლოზმა ნიდას შეხედა .. -უაზრო მიზეზია ის, რომ ნორმალურად მინდა ყველაფრის ჩატარება? იწყინა გოგომ. -ყველაფერი ნორმალურად იქნება ისეც .. მანქანა რესტორნის წინ გააჩერა .. ნუდას ავტომობილის კარი გაუღო, გადმოსვლაში მიეხმარა და წელზე ხელი მოხვია.. -წამოდით ეხლა რაღას უცდით? წინ წასულმა იომ წყვილს შეხედა. -ჰო მოვდივართ. შეუღრინა ნიკამ. ნიდა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ულამაზეს რესტორანს. -ნიდუ ხო ლამაზია ?.. უკნიდან ჩაეხუტა საყვარელ გოგოს და კისერში აკოცა.. -ჰო მარა... -რა მარა ? ცალი წარბი ზევით ასწია ნიკოლოზმა და ნიკაპი გოგონას მხარს ჩამოადო. -კლასიკური სამოსი უფრო მოუხდება ამ რესტორანს.. ჩოხა ახალუხი უფრო ტრადიციულია და ბუნებას უხდება . მგონი ჯობია ქორწილი რაჭაში გავაკეთოთ.. -ისე ეგ მეც მინდოდა ტო.. მთაში სადმე.. მაგარი იქნება რაჭაში. იმენა დაგლიჯავს . გაიცინა ნიკამ და გოგონას ყელში ჩააცოცა ტუჩები.. -მაშინ პატარა წრეში გავაკეთოთ. თან ისედაც დიდი ქორწილი არ მინდოდა...მასე უფრო გავერთობით ფულიც დაგვჩება და სადმე წავიდეთ. თვალებ განათებულმა შეხედა ნიკოლოზს.. -ანუ გადაწყდა? გაიღიმა დვალმა.. -კი -ამ კვირაში ჩავიდეთ მაშინ ჩემთან სოფელში , თუ მოგეწონება ჩემი ეზო იქ გავაკეთოთ თუ არა რამე მოვიფიქროთ კაი? -აუუუ რა მაგარია.. ნიდა ნიკას ჩამოეკიდა კისერზე.. -აქ გექნებათ ხო ქორწილი? გეგა და იო მიუახლოვდა წყვილს.. -აქ არა რაჭაში... ამაყად თქვა ნიკამ -ესენი ვერ არიან ტო.. გეგამ იოს გადაუჩურჩულა.. -თქვენ ხომ არ უბერავთ? გაცოფდა იო. 200 კაციანი ამალით იქ უნდა წავიდეთ? -პატარა წრეში ვაკეთებთ. ვსო გადაწყდა ქორწილი გვექნება ჩვენს გემოზე . ნიკოლოზმა ნიდა ხელში აიყვანა და რამოდენიმეჯერ დააბზრიალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.