შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე (XXVIII ნაწილი)


1-04-2017, 00:08
ავტორი nina.d.
ნანახია 2 029

დილით ისეთ კარგ ხასიათზე გამეღვიძა, რომ სიხარულისგან დავფრინავდი. დავითს და მარინას ვუთხარი, რომ დღეს დამიანესა და მარის მშობლები გვესტუმრებოდნენ, ამიტომ ბიცოლამ საღამოსთვის მზადება დაიწყო. ავთომ სალომესთან გაქუსლა, მე სამსახურში წავედი. როგორც ყოველთვის საბას ყავა მივუტანე და გვერდით მივუჯექი.
-შენ კიდე ნაბახუსევზე ხარ?_ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი.
-კი თავი მისკდება._დაბღვერილმა მითხრა.
-გალოთდები შენ მალე._სიცილით ვუთხარი და თმაზე ხელი გადავუსვი.
-ჩემი მზრუნველი გოგო._ლოყაზე მაკოცა და ყავა მოსვა. დამიანე თავისი კაბინეტიდან გამოვიდა, რომ დამინახა ჩვენთან მოვიდა ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა, მეც მოვეხვიე ჩემ ბიჭს და მხარზე თავი დავადე.
-რაზე საუბრობდით?
-ნაბახუსევზეა._სიცილით ვუთხარი დამიანეს და საბას შევხედე.
-კარგით ეხლა ასეც ნუ გამალოთეთ._მანაც სიცილით გვითხრა.
-ისე ნინი ჩემთვის რატომ არ მოგაქვს ყავა?
-აქეთ უნდა მომიტანო ყავა, ამას უყურე ერთი როგორ გაბლატავდა._ვითომ სერიოზულად ვუთხარი მაგრამ ძლივს ვიკავებდი სიცილს.
-ვითომ რატომ უნდა მოგიტანო?
-იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ჩემი ატანა მოგიწევს._ენა გამოვუყავი და ჩავეხუტე.
-უი ხო მართლა ნინი, იმედია შენს ქორწილში მეცეკვები._მითხრა საბამ და გამიცინა.
-თუ გინდა მარტო შენ გეცეკვები, ჩემ უჟმურ საქმროს არ უყვარს ცეკვა._თვალი ჩავუკარი და დამიანეს წარბაწეულმა გავხედე.
-მაგასაც ვნახავთ._სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კარგი წავიდეთ ეხლა დავასვენოთ ეს ბიჭი თავი აქვს გახეთქვაზე._ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე.
-საღამოს ნინისთან ვახშამია და შენც მოდი._უთხრა დამიანემ და მხარზე ხელი დაჰკრა.
-კარგი მოვალ._გვითხრა და გაგვიღიმა.
-ოჰო აღარ ეჭვიანობ?_გაკვირვებულმა შევხედე დამიანეს.
-საეჭვიანო არაფერია, მხოლოდ ჩემი ხარ და მორჩა.
-ძალიან კარგი._ჩემ კაბინეტში შევედით, მე საქმეს შევუდექი ის კი იჯდა და მიყურებდა. ასე იჯდა ერთი საათი გაუნძრევლად, მიყურებდა და იღიმოდა. მისი ქერა მდივანი მოვიდა და უთხრა შეხვედრა გაქვთო, ჩემთან მოვიდა ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ღიმილით დატოვა კაბინეტი. იმ ქერას სახე უნდა გენახათ ისეთი ბოღმა თვალებით მიყურებდა, რომ მეტი არ შეიძლება. სამუშაო დღე, რომ დასრულდა ოთახი დავტოვე, დამიანე ლიფტთან შემხვდა, ხელი მომხვია და ჩამეხუტა. შენობიდან გავედით, მანქანასთან მივედით.
-დღეს 9-ზე მოდით.
-კარგი ჩემო დედოფალო._ამბორით დამემშვიდობა და თავისი მანქანისკენ წავიდა. სახლში მისვლამდე ხილის ტორტი შემდეგ კი ბანანი, შავი შოკოლადი და ქოქოსის ფანტელები ვიყიდე. სახლში მივედი, სამზარეულოში შევედი, ხელები დავიბანე და დესერტის კეთება დავიწყე. ბანანი ორ ნაწილად გავჭერი და ნაყინის ჯოხებზე ჩამოვაცვი, საყინულეში ნახევარი საათით შევდგი. შემდეგ შოკოლადი გავადნე, ბანანი შიგ ამოვავლე, ქოქოსის ფანტელები მოვაყარე და ისევ საყინულეში შევაბრუნე. ჩემ ოთახში ავედი და შეხვედრისთვის დავიწყე მზადება. ვერაფრით გადავწყვიტე რა უნდა ჩამეცვა, შარვალს ვერ ჩავიცმევდი, კაბას ხომ საერთოდ არ მიყვარს ეს პრინცესულკი ამბები. ბოლოს ბორდოსფერი საროჩკა ჩავიცვი, შავი მუხლს ზემოთ ქვედა ბოლო და საროჩკის ფერი ადიდასის კეტები. თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სუნამო მივისხურე და ქვემოთ ჩავედი. ისე ვნერვიულობდი ცოტაც და გული გამისკდებოდა, სამზარეულოში შევედი და ცოტა ღვინო მოვსვი, სულ ერთი ყლუპი. ცოტა დავმშვიდდი, ნელ-ნელა მეგობრები შეიკრიბნენ, საბაც მოვიდა და ყვავილები მომართვა. ვსაუბრობდით როცა დამიანეს შეტყობინება მომივიდა.
-ეხლა გამოვედით ჩემო დედოფალო.
-კარგი, გელოდები._ისევ დამეწყო კანკალი, ხელები გამიოფლიანდა. საბა, რომ არა ალბთ იქვე მოვკვდებოდი, მაგრად ჩამეხუტა და დამამშვიდა. 15 წუთში დამიანეც გამოჩნდა მშობლებთან ერთად, ხელში ვარდების თაიგული ეკავა, ამჯერად წითელი არა მოვარდისფრო ვარდები იყო. ყვავილები გამოვართვი, ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. სანამ მაგიდასთან დავსხდებოდით, დამიანემ ღვინით სავსე ბოკალი აიღო და ყველას ყურადღება მიიქცია.
-ბატონო დავით, მინდა, რომ ნინის ხელი გთხოვოთ, მართალია ის უკვე დამთანხმდა მაგრამ ეს მაინც უნდა გავაკეთო._წელზე ხელი მომხვია და გვერდულად მიმიხუტა. დავითს ჩაეღიმა, ჩვენთან მოვიდა და თქვა.
-დამიანე შვილო, ხომ იცი, რომ აწყენინო ცუდად წაგივა საქმე.
-არასდროს არ ვაწყენინებ.
-მჯერა შენი ამიტომ ბედნიერებას გისურვებთ._დამიანემ ხელი გამიშვა და ბიძაჩემს გადაეხვია. ბავშვებმა ტაში შემოკრეს, ერთი ჟრიამული იყო. მე და დამიანე გვერდი-გვერდ ვიდექით და მილოცვებს ვიღებდით, მისი მშობლები მოვიდნენ და ჩამეხუტნენ, ისეთი თბილები არიან.
-ვიცოდი, რომ ის ერთადერთი იყავი ვინც ამ გადარეულს მოარჯულებდა._სიცილით მითხრა ეკატერინემ და მომეხვია.
-მართალია, პირველად სამსახურში, რომ მოხვედი ისეთი გაბრწყინებული თვალებით საუბრობდა შენზე, რომ ეტყობოდა უკვე მოჯადოებული გყავდა._მითხრა ირაკლიმ და ისიც ჩამეხუტა.
-კი მომაჯადოვა და მიმისაკუთრა._ღიმილით თქვა და მომეხვია. მარტო, რომ დაგვტოვეს დამიანე ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მითხრა:
-კარგი გოგო ხარ კაბა, რომ არ ჩაიცვი.
-რატომ?_ხელი წელზე მოვხვიე და გაკვირვებულმა შევხედე.
-მიყვარს შენი პერანგების გაფუჭება._თვალებში ჭინკა ათამეშებულმა მითხრა და ლოყაზე მაკოცა. მთელი სხეული ამეწვა და მისი ვნება მეც გადმომედო, ხელი ზურგზე ჩაასრიალა და მალევე პერანგის ქვეშ ვიგრძენი. იდაყვი მივარტყი და სიცილით ვუთხარი:
-მაგის დრო არ არის.
-ხო კარგი._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მაგიდასთან გადავინაცვლეთ, დაიწყო ეს სადღეგრძელოები და ერთი ამბები, დამიანე არ სვამდა, არც საბა რაც ძალიან გამიკვირდა. დაშლა, რომ დააპირეს დამიანემ ხელი ჩამავლო და კარისკენ გამაქანა ისე, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. მანქანაში ჩამსვა, საჭესთან ადგილი დაიკავა და დაძრა. გაშტერებული ვიჯექი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მისი ხელი ფეხზე, რომ შემეხო მაშინ გამოვფხიზლდი.
-სად მივდივართ?
-გიტაცებ.
-ჰა?_თვალებ გაფართოებულმა ვკითხე, ჩემ რეაქციაზე გაეცინა და ხელი ლოყაზე ჩამომისვა.
-ხო გიტაცებ.
-და აზრი?_სიცილით ვუთხარი.
-უშენოდ ვეღარ ვძლებ და ქორწილამდე სულ ერთად ვიქნებით.
-მშვენიერია, მაგრამ ტანსაცმელი?
-შენი ტანსაცმელი სალომემ და მარიმ ჩაალაგეს და საბარგულში დევს, თუ კიდე რამე დაგჭირდება ვიყიდით.
-სამსახური მერე.
-მამას ვუთხარი და თავისუფლები ვართ.
-ოჰო მოგიგვარებია ყველაფერი. სად მივდივართ?
-საგურამოში.
-კარგია._გზად სუპერმარკეტში შევიარეთ და ყველაფერი ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა. საგურამოში ავედით, მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა და გადავიდა, ეზოს კარი გააღო, მე საჭესთან გადავძვერი და მანქანა ეზოში შევიყვანე. ყველაფერი ამოვალაგეთ და სახლში შევედით, ძალიან მომეწონამ დამიანე სამზარეულოში ტრიალებდა მე კი ოთახებს ვათვალიერებდი.
ერთ-ერთში დიდი ბიბლიოთეკა იყო, ერთი სააბაზანო, ორი საძინებელი და ჩემდა გასაკვირად ერთი ოთახი დაკეტილი იყო. მეორე სართულს დიდი აივანი ჰქონდა, რომელიც სახურავით იყო დაფარული, საქანელაც იდგა, პატარა მაგიდა გარშემო სავარძლებით. წარმოიდგინეთ რა სილამაზე და სიმყუდროვე იქნება აქ გაზაფხულზე, ყველაფერი, რომ ყვავის და ახალ სიცოცხლეს იძენს. სამზარეულოში ჩავედი, დამიანე სალათს ჭრიდა, ზურგზე მივეკარი და ხელები მუცელზე მოვხვიე. ჩემკენ მობრუნდა და ხელები წელზე მომხვია.
-აუ იცი ის მომეწონა ბანანი, რომ იყო შოკოლადით._მითხრა და ტუჩებზე ენა გადაისვა.
-მე გავაკეთე._კისერზე მოვხვიე ხელები და თითის წვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს მივუახლოვდი. ჰაერში ამწია და დახლზე შემომსვა, მუხლებქვეშ ხელები ამომდო და თავისთან ახლოს მიმწია.
-მიყვარხარ._ყურში ვუჩურჩულე და ყელზე ვაკოცე.
-მიყვარხარ._მანაც იგივე გაიმეორა და ჩამეხუტა.
-მაღლა ერთი ოთახი დაკეტილია.
-იქ სიურპრიზია.
-მართლა?
-კი.
-როდის მაჩვენებ?
-ხვალ.
-კარგი._ტუჩებზე ვაკოცე და ჩავეხუტე.
-დავლიოთ?
-დავლიოთ._კარგი ლოთი კაცივით მივარტყი მხარზე ხელი და დახლიდან ჩამოვხტი. მისაღებში მოვიმარაგეთ სასუსნავები და ლუდი. დამიანემ ფილმი შეარჩია, ამჯერად "სხვა სამყარო 5", რომელიც ვამპირებზე და მაქციებზეა. 2 საათი ხდებოდა ფილმის ყურებას, რომ მოვრჩით. თვალების ფშვნეტით ავედი ოთახში, დამიანე აბაზანაში შევიდა, მეც მინდოდა წყლის გადავლება ამიტომ ტანსაცმელი გავიხადე და მეც შევუერთდი. ჩემ დანახვაზე გაეღიმა, წელზე ხელი მომხვია და წყლის ჭავლის ქვეშ დამაყენა. 1 საათის განმავლობაში ვნების ქარცეცხლში ვტრიალებდით და ამას წყალიც კი ვერ შველოდა. ხელში ამიყვანა და სააბაზანოდან გამომიყვანა, საწოლზე ჩამომსვა თმიდან პირსახოცი მომხსნა და მისი გაშრობა დაიწყო. მაისური და საცვალი ჩავიცვი და საწოლში შევწექი, გვერდით მომიწვა და გულზე მიმიკრა. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ წამებში ჩამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent