შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7.მხიარული რომანი


2-04-2017, 04:06
ავტორი blue witch
ნანახია 3 833

-არა! ანა გამოფხიზლდი! ანააა! იცოდე მოგკლავ! ვერ გადამირჩები! ანაა!-თეკლა გაფითრებულ სახეს დაჰყურებდა, მთელი არსებით გრძნობდა ვენებში მჩქეფარე სისხლს, წითელ, მაცოცხლებელ სითხეს, ყველაზე მთავარს, ყველაზე ბინძურს, ყველაზე სუფთას, ყველაფრის გადამწყვეტს, შეუცვლელს, ძარღვებში მთის მდინარესავით სწრაფ ნაკადად მდინარე სისხლს. კანს, მყესებს, ძვლებს, სხეულს, საკუთარ ორგანიზმს გრძნობდა. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოცხალი იყო, ანა კი ... არა! ამის გაფიქრებაც არ სურდა, თუმცა მის სისხლისფერ კაბას კიდევ უფრო ცხადად ემჩნეოდა სისხლის ლაქები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა, სისხლის რომელიც ანასი და ანას ჯერ კიდევ მოქმედ სხეულში, ჯერ კიდევ ორი საწყისის კუთვნილება იყო.
არ შეეძლო. ასე მოკვდებოდა, ანა ხელიდან ეცლებოდა, საპნის ბუშტივით უსხლტებოდა, მიიწევდა ზევით ,მაღლა და მაღლა.
იქ კი, თეკლა ვეღარ მიწვდებოდა.
ლოყებზე ცრემლბმა იწყეს დენა.
როგორც ვენებში სისხლმა.
სისხლმა
ანუ სიცოცხლისა და სიკვდილის სიმბოლომ, სიცოცხლისა და სიკვდილის გამყოფმა და გამაერთიანებელმა ხაზმა.
* * *
ბექამ ისევ გადაიხედა უკან, თეკლას ტკივილისაგან დამანჭვოდა სახე, ანა მილეულ მთვარეს ჰგავდა, გეგონებოდათ მოკვდაო...
* * *
-ამას ვერ იზამ!-გოგონას ყვრილიმა ღამის სიბნელე გააპო, მისმა ხმამ ყველა სულიერი შეძრა.
შემდეგ თეკლამ ანას სახეში გაარტყა, იმდენად ძლიერად, რომ ექო მანქანის სალონში გაისმა.
-ჭკუიდან შეიშალე?!-ყვირილითვე წამოვარდა ანა მისი მკლავებიდან.
-აბა რა გეგონა, მთაში იმისთვის ვიყურყუტე, ცხოვრების ერთი თვე იმისთვის შემოგწირე, იმისთვის ვთქვი ზღვაზე ვოიაჟზე უარი, რომ ხელებში ჩამაკვდე?-მხეცივით იბრდღვნიდა ყველაფერს, თითებს პარჭყავდა და ფილტვების დასკდომამდე წიოდა.
-ჩემი ბრალია?-არც ანა ჩამორჩებოდა.
-ხმა ჩაიგდეთ!
ყველამ ბექას შეხედა.
-იქნებ გავჩუმდეთ, თითქმის თბილისში ვართ, ახლა ყვირილის დრო არ არის.-უფრო მშვიდად წარმოსთქვა ბიჭმა.-ანა, შენ რა რაღა მოგივიდა, მშობიარობ და ამ გველაძუა ალქაჯის პროვოკაციაზე უნდა წამოეგო?
-მოიცათ!-თითი ასწია ოფლში გაუწურულმა გიომ.-თქვენს დაახლოვებაზე ამდენი ვიწვალეთ, ვინევიულეთ, ამ დღეში ჩავვარდით და მაინც თქვენსას მიერეკებით? უკაცრავად და თქვენ თავი რამეს ხომ არ მიარტყით?
-ერთი წამით, შენ ვაჟბატონო, გაიმეორე რა მიწოდე?
-გველაძუა ალქაჯი!
-ამას ხომ არ ახველებს?-თეკლამ წინა სავარძლისკენ გაიწია.-გინდა ისე მიგასინიაკო ვეღარ ადგე ლოგინიდან!
-ეხლა შეგაგინებთ!-ხელები გაშალა ანამ.-დავხოცოთ ერთმანეთ თუ რა ვქნათ?
ალბათ კიდევ მოინდომებდნენ შეპასუხებას თუმცა, ცოტა ხანში კვლავ განწირულმა ბგერებმა ააავსო ჰაერი.
თბილისამდე ცოტა მანძილი რჩებოდა.
* * *
-ქალაქში შევედით!-წარმოუდგენლად შვების მომგვრელი იყო გიორგის სიტყვები, ლამპიონებით გაჩახჩახებული თბილისის სინათლე ოთხივე მათგანს ნარინჯისფერ ციალად გადაეფინა სახეზე.
მორჩა! გადარჩნენ!
* * *
სამშობიაროში, საკაცეზე გაჭიმული ქალი და გალურჯებული კაცი მალევე გაუჩინარდნენ.
ახლა ყველაფერს ექიმი მოაგვარებდა. გიოს ანა მარტო ერთი წუთითაც კი არ დაუტოვებია.
* * *
საავადმყოფოს ჰოლს საშინელი, ავადმყოფური და ხელოვნური განათება ჰქონდა.
ხალხი გაოცებული მიშტერებოდა გამოპრანჭულ წყვილს. ბექა ფრთხილად მიუახლოვდა თეკლას. გოგოს ფეხებში თითქოს ტყვია ჩაეღვარა, ჩაიკეცა, დაღლილობის უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა და ერთიანად ჩანთქა, ჩაყლაპა. ბიჭმა დროზე შეაშველა ხელი, დაიჭირა და პლასტიკატის სკამზე ჩამოსვა.
-ძალიან მეძინება.-ამოილუღლუღა ვესტიბულის შუქისგან თოვლივით გათეთრებულმა თეკლამ.
-ყავას მოვიტან.
* * *
ღამის ოთხი საათი შესრულდა და წყვილმაც ზედიზედ მეოთხე ჭიქა ყავა დალია. ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა . დარჩნენ მარტოები.
* * *
მთაში ინათა, ფანჯრებს მიღმა დღემ გადაიქნია ფრთები. სოფლის განაპირას მდგომ სახლში აღარავინ იყო, სამაგიეროდ ანა დაიჩუტა და ახალ დღეს, ნუცა და ბარბარე შეეგებნენ.
ანასა და გიორგის პირმშოები.
განთიადის მახარობლები.
აისმა ისინი გამჭვირვალე ფრთებქვეშ მოაქცია.
* * *
-წავალ ვნახავ რა ხდება.-ბიჭმა ძლივს აითრია გაკავებული წელი სკამიდან.

* * *
-თეკლა! ორი გოგოა, ანა კარგად არის. წარმოგიდგენია?-ბექას თვალები გაბრწყინებოდა, სახე გაცისკროვნებოდა და პატარა ბავშვივით უხაროდა.
-მადლობა ღმერთს!-თეკლამ თითქოს მძიმე ტვირთი მოიხსნა მხრებიდან.
* * *
ანას პალატაში იყვნენ. გიორგი რაღაც საბუთებს დასტრიალებდა, ბექა და თეკლა მზერით ბურღავდნენ ერთმანეთს.
საწოლზე გოგოს მკვდარივით ეძინა.
„ეს ამ საუკუნეში არ გაიღვიძებს“დაასკვნა თეკლამ.
ბექამ საუბრის წამოწყება სცადა.
-მე შენ ძალიან მომწონხარ, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ , კიდე...
თეკლამ ბიჭს დამთავრება აღარ აცადა, ტოროლასავით მიაფრინდა, ზედ შემოეჭდო და ტუჩებზე ველური პანტერასავით დაეძგერა.
-შენ რა...-ამოიბლუყუნა სუნთქვაშეკრულმა ბექამ.
-რა იდიოტი ხარ ! მოკეტე და მაკოცე!
ბექას ბევრი აღარ უყოყმანია, თვითონაც შემოჰხვია მკლავები და მაღლა ასწია.
თეკლამ გადაიკისკისა, მის თვალებში ათასობით ვარსკვლავმა გაიბრწყინა.
„შუაღამის მზე!“ გაუელვა ბექას გონებაში.
მერე კი გალაქტიკაში დაიკარგა.
-დიდხანს უნდა იყოთ ერთმანეთზე გადაფსკვნილები?-რეალობაში ანას ხმამ დააბრუნათ.
-გცემ!-დაემუქრა თეკლა .
ბექას აგურისფერი დაედო.
-ცოტა ხანი წყნარად ვერ ეგდე?
-თეკლა, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა მსგავსი რაღაცეების ყურება.-თავი მოისაწყლა ანამ.
-უფ, რასამბობ უარესი არაფერი გინახავს.-დასცინა.
-გავალ რა.- დაიქოშინა ბიჭმა.-გიოს ვნახავ.
კარი დაჯახუნდა.
დეიდაშვილებს ისტერიკული სიცილი აუტყდათ.
* * *
წესით არ უნდა დამედო, დაღლილი დაძინებას ვაპირებდი მაგრამ ნამუსმა არ მომასვენა. უკვე დასასრულისკენ მიდის მაგრამ პარასკევამდე ახალ თავს ვეღარ დავწერ და შემრცხვა, მუზა მოვიდა და ბარემ რაღაცას ვიბოდიალებ-მეთქი.
როგორც ყოველთვის, კომენტარების გარეშე ახალ თავს არ დავდებ. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ თავზე და ზოგადად ისტორიაზე, ავტორზე , პერსონაჟებზე და ასე შემდეგ.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შენ თუ პარასკევამდე უნდა მალოდინო ჯობია გავჩუმდე თორე კარგს არაფერს გეტყვი.

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

გაადიდე ძალიან პატარა თავებია.

 


№3  offline წევრი triniti

Ragacnairad ar meyo titqos patara tavia magram dzalian sainteresoa veli axaltavs sulmoutqmelad

 


№4  offline წევრი blue witch

ჩემო საყვარლებო, heart_eyes ბევრი ფიქრის შემდეგ დავიწყე ახალი ისტორია რომელსაც მალე იხილავთ, ეს კი მხიარული რომანის პირველი ნაწილის დასასრულია. ბოდიში, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ მაგრამ ჩემმა მუზამ სხვა რამეზე აიღო სტარტი, არ მინდა სსისულელე წაგიჯღაბნოთ. ამდენი ხანია ვწერ და ისეთი ვერ დავწერე როგორიც ჩემს პერსონაჟებს ეკუთვნოდათ. გაგრძელება აუცილებლად იქნება, ოღონდ ჯერ ახალი ისტორიის ჯერია რომლის დასასრული დაწერილი მაქვს და ასე არ გაგაწვალებთ. კიდევ ერტხელ დიიიდი ბოდიში. უნამუსო ვარ ასეტი საქციელისათვის.

 


№5 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ძალიან მომეწონა და ვიმხიარულე.არადა მძიმე დღე მაქვს და განტვირთვა მჭირდებოდა.ახლა როცა სამყაროს ბინდისფერი ადევს საჭიროც კია შემოგვთავაზოთ დროდადრო ასეთი მხიარული რომანები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent