შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (18 თავი)


2-04-2017, 22:20
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 376

ნიკას და ნიდას იდეით აღფრთოვანებულები არ დარჩენილან მათი მშობლები. მაგრამ რა ექნათ? ბევრი ახსნითა და ლაპარაკით დაიღალნენ და ბოლოს მაინც დათანხმდნენ ახალგაზდებს..
მეორე დღეს რაჭაში ჩავიდნენ, ნიკოლოზის სოფელში. ნიდა აღფრთოვანებული უყურებდა მის წინ გადაშლილ სილამაზეს.
-რა ლამაზია. ამოთქვა სახლზე მიშტერებულმა ნიდამ ..
-ნიდ შეგცივდება მასე, შეიკარი კურტკა. ბძანება გასცა ნიკოლოზმა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ნიდას მისი ნათქვამი სულ არ ადარდებდა თვითონ მიუახლოვდა გოგოს, შესაკრავი ყელამდე აუწია და კაპიშონიც დააფარა.. ბოლო დეტალიც არ დავიწყებია და საყვარელ გოგონას ყელში აკოცა..
-მოგწონს? ღიმილით შეხედა წინ მდგომს.
-ძაან..
-ანუ აქ გვექბება ქორწილი?
-აჰამ.. კმაყოფილმა დაუქნია თავი ..
დღეები სწრაფად მიდიოდა .. თითქმის ორი თვე გავიდა უაზროდ..
ამ ორთვეში ბევრი რამ შეიცვალა..
იოანე იმ ხუჭუჭა გოგონას დაუახლოვდა.. ასე, რომ ვთქვათ ურთიერთობის დაწყების ეტაპზე იყვნენ..
ლუკიტო ისევ ლიკას აწვალებდა და ნერვებს უშლიდა. ..
დაჩი კახეთში იყო გეგასთან ერთად .
ილია განოსთან ერთად დაბოდიალობდა აქეთ იქით.
იკა და ანი ბედნიერები იყვნენ ერთად..
ნიკოლოზმა სამსახური დაიწყო ბუღალტრად.. ამის გამო ლექტორებს თხოვა ღამის ცვლაში მოვალო და საღამოს 7 საათზე მიდიოდა უნიში.. ნიდას დილით ქონდა ლექციები, საღამოს კი მუშაობდა.. შაბათს და კვირას იყვნენ თავისუფლები და ისიც ქორწილის ამბებს აგვარებდნენ.. ერთმანეთის ნახვას ვეღარ ახერხებდნენ, ამის გამო კი ნიდა დაღვრემილი დადიოდა.
-ნიდუ სად ხარ? სამსახურიდან გამოსულმა ნიკოლოზმა მაშინვე დაურეკა ნიდას.
-ეხლა ვამთავრებ მუშაობას და სახლში წავალ.
-დამელოდე გამოგივლი და მე წაგიყვან კაი?
-კაი.. მხიარულად ჩასძახა ბიჭს.
მარკეტის წინ, მანქანაზე მიყრდნობილი ნიკოლოზი სიგარეტს ეწეოდა და ნიდას ელოდებოდა .
-ჩემი ლამაზი.. გოგონას დანახვისთანავე გადააგდო ჩამწვარი სიგარეტი, მანქანას მოსცილდა და ნიდასკენ წავიდა.. ხელები მაგრად მოხვია და გულში ჩაიკრა.
-დღეს არ გაქვს ლექცია?
-კი მარა შენი ნახვა მერჩივნა იქ მისვლას. 5 დღეა არ მინახიხარ ტო.. დავიღალე რა .. ერთი სული მაქვს ეს ორი დღე სწრაფად გავიდეს, რომ მოვიდეს ქორწილის დღე.
-მეც მომენატრე თან გაუსაძლისად.. ცხვირი ნიკოლოზის ყელში ჩარგო ..მშობლები წასულები არიან ნათესავთან, იოც არ იქნება სახლში და შენ ხომ დარჩები ჩემთან?
-აბა რას ვიზამ.. შუბლზე აკოცა ნიდას და ხელით ანიშნა მანქანაში ჩაჯექიო..
-მოტოთი აღარ დადიხარ? მანქანაში ჩაჯდომისთანავე კითხა საჭესთან მჯდომ ბიჭს.
-გიკომ წამართვა .. გაიცინა დვალმა.. გოგოებს ევსებათ მოტოზე მჯდომი ბიჭებიო. გაიმეორა გიკოს ფრაზა.. მე კიდე მომიგდო თავისი მანქნა , როგორც თვითონ ამბობს ხოლმე პიპია.. რამდენიმე წუთი გაჩუმდნენ, მერე ნიკა დასერიოზულდა და ნიდას გახედა..
-უნივერსიტეტში როგორაა საქმები?
-სწავლის მხრივ მშვენივრად..
-და სხვა?
-ის თუ გაინტერესებს ვინმე მაწუხებს თუ არა ? გეტყვი, რომ არა.. ამოიღრინა ნიდამ და გაბრაზებულმა შეუტია დვალს.. ჯერ ჩვენი სასტავის ბიჭები არ მეყოფოდა, ახლა შენი დავალებით ნოე დამდევს უნივერსიტეტში. იმ დღეს კურსელმა დავალება ჩამანიშნინეო და ამან კიდე ისეთები დაუწყო ბიჭი საერთოდ აღარ მცემს ხმას..
-ვააა საღოლ ნოეს.. თავი კმაყოფილმა დააქნია.
-ნიკა ხანდახან ნერვებს მიშლი..
-მე სულ მიშლი ნერვებს მარა არაფერს ვამბობ.. და საერთოდ ჩემს საკუთრებას ვიცავ და სრული უფლება მაქვს ამის..
-რომელ უფლებებზე მელაპარაკები როცა შენ ვიღაც გოგოსთან ერთად სურათს დებ ფბში..
-შესწორება .. თვითონ დადო და მომნიშნა.
-როგორც არის. მთავარი ისაა, რომ ვირაც გოგოსთან ერთად სელფებს იღებ
-ხო იცი, რომ შენს გარდა არავინ მანტერესებს? ჩემი კურსელია ეგ გოგო ბიზნესზე , სურათი გადავიღოთო და უარს ხომ არ ვეტყოდი?
-არა რასამბობ .. უარი როგორ უნდა გეთქვა .. ირონიულად ჩაიცინა და გაცოფებულმა შეხედა დვალს.. წამო სადმე გავიაროთო, რომ ეთქვა მაგაზეც უნდა დათანხმებოდი..
-აუ კაი რა ნიდ .. ნუ მიჭედავ უაზროდ.
-აჰ უაზრობა ყოფილა თურმე.. ამოიღრინა და ფანჯარაში გაიხედა.. იცი რას ვიზამ? სწრაფად მიატრიალა თავი ნიკასკენ
-რას? დაინტერესებულმა შეხედა..
-რას და დილის ცვლაში ვიმუშავებ და საღამოს ვივლი უნიში..
-მართლა ? თვალებ გაბწყინებულმა შეხედა გოგონას. მანქანა გადააყენა და ნიდა თავის კალთაში გადასვა..
- ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ..
იმ დღეს ნიკოლოზი ნიდასთან დარჩა..დილით ჩუმად გაიპარნენ სახლიდან. დვალმა ნიდა უნივერსიტეტში მიიყვანა, თვითონ სახლში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად და მერე სამსახურში გავარდა..
სამსახურიდან გამოსულს ბიჭებმა დაურეკეს გეგასთან ვართ წყნეთში და ამოვო.. დაღლილი მანქანაში ჩაჯდა და მათქენ წავიდა.. სახლის წინ გააჩერა ავტომობილი და გადავიდა..
კარები კარგად შეზარხოშებულმა ლუკამ გაუღო.. ნიკოლოზი წარბ აწეული შევიდა მისაღებში და გაქვავდა, როცა ნახევრად შიშველი გოგოები დაინახა..
-აქ რა ხდება? ძლივს ამოთქვა დვალმა
-რა და ვერთობით და ვგულაობთ ბოლომდე.. შენს თავისუფლებას ავღნიშნავთ დღეს, რომელიც ზეგ დაიბლოკება .. გაიკრიჭა დაჩი და მუსიკას ტანი ააყოლა..
-თქვენ ხომ არ უბერავთ ? თვალი მოავლო ბიჭებს..
-დაეგდე რა და დალიე.. გეგამ კონიაკი დაუსხა ჭიაქაში და გაუწოდა. დაბნეული დვალი დივანზე დაებერტყა.. ცდილობდა გამომწვევად ჩაცმული გოგოებისთვის თვალი აერიდებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.. შავგვრემანი გოგო გვერდით დაუჯდა დვალს.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კონიაკი დაცლილ ჭიქაში დაასხაა.. იოანეს გახედა, რომელიც ქერათმიან გოგოს ელაპარაკებოდა და გულიანად იცინოდა.. გულში კარგი სიტყვებით შეამკო მომცინარი ბიჭები..
-რა გქვია ? გაიწელა გვერდით მჯდომი ძერსკი გოგო. ნიკამ მის გძელ ფეხებზ ააყოლა თვალი. გოგონამ ბიჭს მუხლზე დაადო ხელი... ნიკოლოზმა ფეხი გაწია და ხელი მოაცილებინა..
-ნიკა.. მიუგდო ნაგლურად
-ნიკოლოზი
-ნიკა. გაღიზიანებულმა შეხედა.. გოგომ ცხვირი აიბზუა .
კარებზე ზარი იყო და დვალმაც უშველა თავს.. მაშინვე წამოხტა ფეხზე და კარი გამოგლიჯა.
-ნიდა. თვალებ გაფართოებულმა შეხედა გაბრაზებულ გოგოს..
-ნიკოლოზ არ შემომიშვებ? ირონიულად ახედა საყვარელ ბიჭს..
-არა.. წამოიყვირა დვალმა, მაგრამ ნიდას მისთვის არც მოუსმენია სწრაფად შევიდა მისაღებში .. თვალცრემლიანმა ახედა ნიკას.
-შენ თავს ვფიცავარ იმათი ბრალია. თითი გაშეშებული ბიჭებისკენ გაიშვირა..
-და შენ ფრთიანი ანგელოზი ხარ ხო? გაცოფებული გავარდა სახლიდან, გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. ნიკა მანქანით გაყვა უკან..
ნიდა მანქანაში ტიროდა.
ნიკოლოზი ბოლთას სცემდა..
ნიდა ნიკოლოზს ლანძღავდა..
ნიკოლოზი ბიჭებს "ამკობდა".
ნიდას ტაქსის მძღოლი ამშვიდებდა..
ნიკოლოზს ტელეფონში აწყნარებდნენ, ანერვიულებული ბიჭები.
ტაქსს გადაუსწრო ნიკამ და მძღოლიც იძულებული გახდა ავტომობილი გაეჩერებინა.. ნიკოლოზი სწრაფად გადახტა მანქანიდან .. ნიდამ მძღოლს ფული გადაუხადა და ტაქსიდან გადავიდა..
მოხუც მძღოლს მათი შემყურე გაეღიმა.. ავტომობილი დაძრა და წყვილს მოსცილდა.
დვალმა გოგოს ხელი მოკიდა და მანქანაში ძალით ჩასვა.. ავტომობილი ადგილს მოსწყდა.. ხმას არც ერთი არ იღებდა.. ნიდა ფანჯარას მიშტერებოდა და ცრემლებს შეუმჩნევლად იწმენდდა..
ნიკამ მანქანა თავის სახლთან გააჩერა.. ნიდას ხელი დაავლო და სახლში შეიყვანა.
-ნიდა მისმინე..გოგოს აწყლიანებულ თვალებს მიაჩერდა..
-და რა მოგისმინო ? მოაწყვეთ იქ "მალჩიშნიკობა" და ეხლა იტყვი ბიჭების იდია იყოვო..ტირილით ამოთქვა..
-შენ თავს ვფიცავარ არ ვიცოდი რას აწყობდნენ.. უბრალოდ დამირეკეს და მითხრეს ამოდიო. ნიდა არ მენდობი?
-კი გენდობი, მაგრამ შენ ხომ ბიჭი ხარ?
-მერე რა, რომ ბიჭი ვარ? გოგონია თავს ვერ შევიკავებ და ასე ადვილად გიღალატებ ვინმესთან? გოგონია ასე მარტივად გადავაბიჯებ ამ გძნობას? გოგონია ღირსება არ გამაჩნია? ნიდა შენ ვერ დაგკარგავ რამდენიმე საათიანი გართობის გამო.. ნიდა ნუთუ არ გესმის , რომ მიყვარხარ . ნიდას მონოლოგს არც დალოდებია ისე დასწვდა მის ტუჩებს . გოგონას ბაგეებს მოსცილდა და თვალებში შეხედა. მის თვალებში დანახულმა ვნებამ ნიკას გონება მთლიანად არია.. გაუაზრებლად თუ გააზრებულად ველურივით დაეძგერა საყვარელი გოგონას ბაგეებს . ნიდა ხელში აიყვანა და თავისი ოთახისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა........
დილით გაღვიძებულ ნიკოლოზს საყვარელი ქალის დანახვისას ბედნიერებისგან გაეღიამა.. ფრთხილად მოხვია წელზე ხელები და ნაზად აკოცა ლოყაზე.. ნიდამ თვალები ზანტად გაახილა და ნიკას თვალებს , რომ გადააწყდა სირცხვილით ლამის მოკვდა, წინა ღამის ფრაგმენტები, რომ დაუტრიალდა გონებაში. ტუჩები სატირლად დაბრიცა და ხელები სახეზე აიფარა. ნიკოლოზი გადაფითრდა.
-ნიდა ეხლა არ იტირო თორე გავგიჟდები. ხელები სახიდან ჩამოაწევინა გოგოს. -ცუდად ხარ? ანერვიულებულმა აათვალიერა ..
-არა .. ძლივს გასაგონად თქვა ნიდამ
-აბა რა გჭირს ტო?
-მშობლებს როგორ შევხედო თვალებში? ამოისლუკუნა და თვალები ნიკოლოზის თვალებს გაუშტერა.
-ჩვეულებრივ.. უდარდელად თქვა ნიკამ და "თავის ნიდას" ხელები ძლიერად მოხვია.. აბა შვილიშვილები, რომ უნდათ საიდან ეყოლებათ? გაიცინა და სირცხვილისგან აწითლებულს ბაგეებზე წაეტანა.
-ისე საიდან გაიგე შენ გუშინ იქ, რომ ვიქნებოდი?
-ანიმ მითხრა იკაც დაპატიჟესო და არ წასულაო.
-ჩემთვისაც რომ ეთქვათ გოგოები ავიყვანეთ იიქო, არც მე არ წავიდოდი.
-ხო აბა რა.. ირონიულად თქვა ნიდამ
-შენ თავს ვფიცავარ..
ალბათ დითხანს გააგძელებდნენ ნებივრობას ქალბატონ ნათას, რომ არ შეეწუხებინა წყვილი..
-ნიკოლოზ დედა სამსახურში გაგვიანდება.. კარებს დაეჯაჯგურა ქალი, მაგრამ კიდევ კაი ჩაკეტილი იყო.
-დედა გავიგე, წყალს გადავივლებ და გამოვალ.
-კაი შვილო ..
-დავიღუპე.. საწყლად ამოთქვა ნიდამ და საბანი თავზე გადაიფარა..
-კაი რა.. გაღიმებულმა მოაცილა თავზე გადაფარებული საბანი და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. -მიდი ჩაიცვი და გავიდეთ..
-სად გავიდეთ ნიკა ? შენს ოჯახს როგორ უნდა დავენახო, ხომ არ გაგიჟდი?
-ხვალ ვიწერთ ჯვარს მაინც და რა პრობლემაა ერთი ვერ გავიგე. ჩვენი ცხოვრება ჩვენ არ გვეკუთვნის? ამოიფრუტუნა ნიკამ და საწოლიდან წამოდგა.. ფანჯრიდან გადადი მაშინ და მე კარებიდან გამოვალ.
-მასე ჯობს..
ჭიშკართან შეხვდნენ ერთმანეთს და უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდნენ, ომიკოს ხმა, რომ მოესმათ.
-ესენი ნახე რა.. ორი დღეც არ მოიცადოთ ეხლა... სიცილით ამოთქვა ბიჭმა და მანქანის კარი გამოაღო, რომ დამჯდარიყო - მე არაფერს ვიტყვიიიი.. გადაიხარხარა და ძმას თვალი ჩაუკრა.. ნიკოლოზმა ტუჩის კუთხე ჩატეხა.. ნიდამ კი თვალების ცეცება დაიწყო ..
მეორე დღეს ნიკოლოზი ნიდას სახლის წინ იდგა და ქალბატონს ელოდა.
-ბიჭო ეხლა, რომ უარი გითხრას და აღარ გამოგყვეს? ინტერესით შეხედა გიკომ დვალს..
-ომო მომაცილე ეს აქედან.. ანერვიულებულმა ძმას გახედა.
-არ მიაქციო ყურადღება და შეგეშვება.. ხელი აიქნია გურომ..
ნიკოლოზმა, როცა სახლიდან გამოსული ნიდა დაინახა.. გაშეშდა..
ლამაზად დაწნულ თმაზე ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ედგა, თეთრი კეტები და თეთრი გიპიური სარაფანა ეცვა, რომელზეც თეთრი ლამაზი მოსასხამი მოესხა..
ბიჭებს თეთრი სარუჭკები, კეტები და ჯინსის შარვლები ამშვენებდათ.
-წავედით?. გაღიმებულმა შეხედა დვალს.
-ხო წავიდეთ. დაბნეულმა ნიკამ ძლივს უპასუხა..
ნიდას მშობლებმა ბავშვები ლოცვა კურთხევით გააცილეს.
ლუკას მანქანაში იო, დაჩი, ანი და იკა ჩასხდნენ.. ილოს მანქანაში ნიდა, ნიკა, განო, ლიკა და სალო მოთავსდნენ . სალო ნიდას მეორე მეჯვარე გახლდათ. ომიკოს მანქანაში კი გურო, გიკო, ნოე და აგათონიკე ისხდნენ.
-ულამაზესი ანგელოზი ხარ.. ჩემი ანგელოზი.. ნიკოლოზმა ნიდას ყურში ჩასჩურჩულა.. ნიდას გაეღიმა, დვალისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.
გუდამაყარში ჩასულები ღიმილით უყურებდნენ მშვენიერ ბუნებას. სოფელ ჩოხში შევიდნენ, მთაზე ულამაზესი პატარა სალოცავი გამოჩნდა.. ავტომობილებიდან მალევე გადმოვიდნენ და ფეხით აუყვნენ წვრი ბილიკს.. ნახევარ საათში ააღწიეს და სალოცავის წინ დადგნენ.
-რა ლამაზი კუთხია.. გაოცებულმა თქვა ნიკოლოზმა .
-ჰო ლამაზია. აი იქ ქვევით პირიმზის სალოცავია.. წიკლაურები და აფციაურები დადიან .. აქ კი მხოლოდ ჩოხელებისაა. 28 აგვისტოს მარიამობას ამოვდივართ ხოლმე ჩოხელები აქ. მომლოცველობის მიზნით. აი იმ ადგილზე კლავენ ცხვარს, მაგრამ ქალების ასვლა აკძალულია.. მხოლოდ კაცები არიან და ხევისბერი. თვალებ გაბწყინებული საუბრობდა ნიდა თავის კუთხეზე და ეამაყებოდა ის ფაქტი, რომ თვითონაც ჩოხელი იყო.. -ბევრი ტრადიციები აქვთ და თავისებური ხედვა გუდამაყრელებს.. იცი ჩოხელს, რომ გიორგი ერქვას არ შეიძლება..
-რატომ? დაინტერესებულმა ნიკამ გოგოს შეხედა..
-იმიტომ, რომ ჩოხის წმინდა გიორგი მხოლოდ ერთია.. ბებიაჩემი მიყვებოდა ხოლმე ლეგენდას.. თურმე ჩოხელს ბიჭი გასჩენია.. დედას გიორგი დაურქმევია.. ის ბავში კი რამდენიმე თვეში მომკვდარა .. ასე განმეორდა კიდევ რამდენიმე ოჯახში. ხოდა ამის შემდეგ გიორგის აღარავინ არქმევს ჩოხელს.. ასე ამბობენ წმინდა გიორგის არ უნდა გაუტოლდეო..
კიდევ ამბობენ, რომ თუ ჩოხელმა გოგოს ხელი ითხოვა უარი არ უნდა უთხრა, თორემ გოგოს ბედი ცუდად წაუაო.
-მღვდელი გელოდებათ მოდით ეხლა.. გეგამ იდილია დაურღვია წყვილს..
ნიკოლოზმა გოგონას ხელი ჩაკიდა და გაღიმებული შეიყვანა სალოცავში..
ბედნიერები გამოვიდნენ სალოცავიდან და მთაზე დაეშვნენ..
-უფლის წინაშე უკვე ცოლ-ქმარი ვართ.. გაღიმებულმა სეხედა ნიდას..
შავ არაგვთან გაჩერდნენ.. ნიდამ ხელები ჩაყო წყალში , მუჭაში ჩაიგროვა წყალი და ნიკოლოზს შეასხა.
-ნიდა . მოულოდნელობისგან იყვირა დვალმა.. გოგომ სიცილი დაიწყო. -მასე ხო? კაი.. ნიკოლოზმაც შეასხა წყალი მომცინარს.
-ნიკა დავსველდი
-სხვათაშორის მეც.
-არაუშავს სიცილით მიუახლოვდა ბიჭს. კისერზე სველი ხელები მოხვია და ჩაეხუტა..
-ჩემი ხარ ნიდუ .. სულ ჩემი. გაღიმებულმა თქვა და გოგონას შუბლზე აკოცა..
-ლიკუუ .. ლუკამ ლიკას გახედა, რომელიც წყვილს ბედნიერი სახით შეჰყურებდა.
-რა გინდა?
-ცოლად გამომყვები?
-შენ ხომ არ გაგიჟდი?
-პასუხი?
-რა თქმა უნდა არა.. მტკიცედ თქვა ლიკამ
-რატო ტო?
-რა რატო ლუკა? ერთმანეთს ნორმალურად არ ვიცნობთ და ცოლად რანაირად უნდა გამოგყვე?
-აი რანაურადაც ესენი ქორწინდებიან იმნაირად..
-შენ ვერ ხარ საღ გონებაზე..
-ძაან მშვენიერ გონებაზე ვარ.
-არ გეტყობა..
-რას შემატყობ ბოღმით გაქვს ეგ თვალები სავსე.
-ლუკა რა გინდა? გამწარებულმა შეხედა ბიჭს.
-შენ მინდიხარ.. ურცხვად უთხრა გაოცებულს და მის ტუჩებს წაეტანა.. მალევე მოსცილდა გოგოს ბაგეებს და გახევებული დატოვა.
მცხეთაში რომელიღაც რესტორანთან გააჩერეს მანქანები, გადავიდნენ და შენობაში შევიდნენ. ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი და ოფიციანტს შეკვეთა მისცეს. ლიკა უხმოდ, ჩაფიქრებული იჯდა, ლუკას გვერდით... ლუკა კი ეშმაკურად იცინოდა.
-შენ სალო გქვია ხო? გეგამ მის გვერდით მჯდომ გოგონას შეხედა.
-დიახ.. მორცხვად თქვა და ბიჭს თვალი აარიდა.
-მე გეგა ვარ. ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-სასიამოვნოა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა სალომემ..
-წამო ვიცეკვოთ. ხელი ჩაავლო გოგონას და საცეკვაოდ წაიყვანა.. გიკომ ვიღაც ნაცნობი გოგო დალანდა და მისკენ წავიდა..
-გვანცა . მკაცრად თქვა და მომცინარს მიუახლოვდა
-გიკო. ბიჭის დანახვაზე ღიმილი სახეზე შეეყინა.
-რა გინდა აქ? გაცოფებულმა შეხედა აღელვებულს.
-მეგობრის დაბადების დღეზე ვარ.
-ფეხებზე.. ახლავე მოსცილდები ამ სასტავს და წამოხვალ ჩემთან ერთად. გოგონას ხელი ჩაკიდა და რესტორნიდან გაიყვანა..
-ბიჭო სადაა გიკო? ომიკომ გუროს გახედა.
-თავის გოგოსთან ერთად წავიდა სადრაც.
-გვანცასთან ერთად?
-ჰო
-მერე მანქანა?
-ტაქსით წავიდოდნენ..
ლუკა ვიღაც გოგოსთან ერთად ცეკვავდა.. ამის შემყურე ლიკა კი განრისხებული თვალებით უყურებდა ლუკას და ვინ იცის მერამდენე ჭიქა ღვინოს სვავდა.. უკვე კარგად იყო, როცა გაღიმებული ლუკა მიუახლოვდა. ღვინის ჭიქა ხელიდან გამოსტაცა და მაგიდაზე დაახეთქა..
-წამო ვიცეკვოთ . ხელი გაუწოდა გოგონას.
-არ მინდა წადი და ისევ იმ ქერას ეცეკვე.
-მე შენთან ერთად მინდა ცეკვა..
-აი ჩემს ფეხებს.
-ლიკა წესიერად. კბილებში გამოსცრა ლუკამ.
იკა და ანი მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე მხიარულად ლაპარაკობდნენ..
დაჩიმ ვირაც უცნობი გოგო დაპატიჟა საცეკვაოდ და იმასთან ერთად ცეკვავდა.
ილიკო და განოც ცეკვავდნენ..
ნიკოლოზი ნიდას ეცეკვებოდა
-ზეგ უკვე ხელსაც მოვაწერთ და ვსო.. ამოთქვა ნიკამ
-ხვალ უნდა წავიდეთ ხო რაჭაში?
-აჰამ..
-გამო ბიჭო მაცეკვე ჩემს დასთან . გაღიმებულმა იოანემ მოაცილა ნიდას ნიკოლოზი.. დვალმა უკმაყოფილოდ შეხედა იოს და მაგიდისკენ გაემართა..
-მომენატრები..ყურში ჩასჩურჩულა დას და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა..
-იო ისე ამბობ თითქოს ამსტერდამში მივდიოდე მრავალი წლით.
-ხო მარა ყოველდღე, რომ ვერ დაგინახავ, რომ ვერ გაგაწვალებ და რომ ვერ ამიშლი ნერვებს აი ეგ მაწუხებს . ნაღვლიანად შეხედა დას..
-ისეც აგიშლი ნერვებს და სულ შენთან ვიქნები მაინც. ძმას ლოყაზე აკოცა .
-ნიდა რაც გავიზარდეთ შენთვის არ მითქვამს , რომ მიყვარხარ. იმის მიუხედავად, რომ სულ მამწარებ და ნერვებს მითხრი მაინც მიყვარხარ. ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი . არ ვიცი მე ქმარი და ოჯახი. რაც არ უნდა მოხდეს პირველი მე დამირეკე . კაი? ნიდამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო და ატირდა..
-საზიზღარი ხარ რა იო. ეხლა იმიტომ მეუბნები ამ თბილ სიტყვებს, რომ მატირო.
-რა სულელი მყავხარ . გაიცინა იომ და დას შუბლზე აკოცა..
ღამის სამ საათზე დაიშალნენ..
ნიკამ ნიდას არსად არ გავუშვებო და თავის სახლში წაიყვანა.. იომ გაბრაზებულმა შეხედა ნიკას. ნიდა და იო 19 წელი ერთად იზდებოდნენ ახლა კი ნიკამ წაართვა თავისი პატარა დაიკო, ამიტომ ნიკოლოზზე ეჭვიანობდა, რადგან ნიდას მასზე მეტად ნიკა შეუყვარდებიდა..
დილით წავიდნენ თავიანთი სასტავი, ვინც ჯვრის წერაზე იყვნენ ისინი და კიდევ დაქირავებული სურათისა და ვიდეოს გადამღებნი.
-ესეიგი აქ დავკიდებთ ფერად ნათურებს.. ბძანებას აძლევდა ნიდა ბიჭებს. აი აქ კი გავშლით სუფრას. "დინამიკებს" ფანჯარაში დავდებთ. ლუკ შენ კაი გემოვნება გაქვს და "დიჯეი" შენ იქნები.. ნიკა ჩოხა ახალუხი ხომ წამოიღეთ?
-დღეს ჩამოიტანენ დაჩი და გეგა.. თან საჭმელიც უნდა წამოიღონ გამზადებულები და ბარემ გავშლით.. ხელები წელზე მოხვია გოგოს..
- რა მაგარია ტო მარტო ჩვენი სასტავი , რომ იქნება.. ჩვენს პონტში ვიქნებით. ისე მშობლები რანაირად დაითანხმეთ? გაღიმებულმა ლუკამ ნიკას გახედა.
-რა დათანხმება უნდოდა ტო.. ჩვენი ქორწილია და თუ გვინდა მწვერვალზე გადავიხდით . უდარდელად თქვა ნიკამ და ნიდას საფეთქელზე მიაკრო ტუჩები.. .. მარა თენგოს მაინც ვერ გაუტეხავ, მერე რომ ჩავალთ თბილისშიც გავაკეთებთ სუფრას რა სანათესაო და რამე.. ეხლა კიდე მარტო ჩვენ ვიქნებით.
ყველაფერი მოაწესრიგეს ბიჭებმა.. მაგიდები ეზოში დააწყვეს, ფერადი ნათურებიც ჩამოკიდეს და ოთახებშიც განაწილდნენ..
გოგოები მეორე სართულზე იყვნენ.. ბიჭები კი პორველზე..
დილიდანვე დაიწყო ნიდამ მზადება.. მაკიაჟი სალომ გაუკეთა რადგანაც ვიზაჟისტი იყო. ანი და ლიკა სუფრას აწყობდნენ ქვევით..
ბიჭები ჩოხა ახალუხს იცვამდნენ წუწუნით..
ყველაფერი თითქმის მზად იყო.. ნიკოლოზი ნიდას ელოდა ვარდებით ხელ დამშვენებული ..
მეორე სართულის კიბეებს მოუყვებოდა ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ნიდა.. ნიკოლოზო გაღიმებული ათვალიერებდა მის გოგოს..
-ჩამოაღწიე გოგო მალე გახმა კუჭი. როგორც ყოველთვის მშიერმა ლუკამ მშვენიერი ვიდეო გააფუჭა თავისი უტაქტობით.
-უზდელი .. ცხვირ აბზუებულმა ლიკამ ლუკას შეხედა..
-ჩემი ცხოვრება . ლუკა ლიკასკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა.. დაბნეულ გოგოს ენა მუცელში ჩაუარდა და ვერაფერი ვერ უთხრა გამხიარულებულს..
ჯერ სურათები ერთად გადაიღეს. მერე წყვილი განმარტოვდა და ახლა ისინი "პოზიორობდნენ"..
ხელის მოწერის ცერემონიის ჯერიც დადგა და ის აუტანელი ფრაზაც გაისმა ..
-ვინმე არის წინააღმდეგი ამ ქორწინების?
-მე წამოიყვირა იომ.
-ხუმრობს . ლუკამ ხელი პირზე ააფარა იოანეს..
ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა..
ყველაფერი იდიალურად დასრულდა..
-ნიდა გავიხდით ამ დასაწვავ ჩოხებს რა? მანც ხო გადაღებული გვაქვს სურათები? ლუკამ ნიდას შეხედა.
-ჯანდაბას გაიხადეთ.. ამოიფრუტუნა ნიდამ.
-ეხლა გამოვიცვალოთ და წავიდეთ ჩემი სოფლის დასათვალიერებლად.. მერე მოვიდეთ და შეუბეროთ. გამხიარულებული ნიკოლოზი სახლში შევარდა..
ყველამ გამოიცვალა და სახლიც დატოვეს .. მხოლოდ ლიკა დარჩა.. არ მინდა წამოსვლა ვიქნებიო. ნიდამც არ დააძალა და სახლში დარჩენაზე დათანხმდა..
-ლიკა არ მოდის? ლუკამ ნიდას გახედა
-არა .. ვერაა ხასიათზე რაღაც..
-აუ მეც დავჩები რა.. მეზარება წამოსვლა. საკლისკენ გაიქცა ვაჟბატონი..
-შენ აქ რა გინდა .. ლიკამ ლუკას სეხედა, რომელიც ქოშინით მიუახლოვდა გოგოს..
-რა მინდა და აი ეს.. ტუჩებში აკოცა გოგოს..
-ლუკა ნერვებს მიშლი.
-მეც მიშლი, მაგრამ მაინც მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ. ლიკამ გაიღიმა და ბიჭს ახედა.
-აი მარტო ამის გაგონებისთვის ღირდა იმ მანძილის გამორბენა .. გაიცინა ლუკამ ..
გზას მიუყვებოდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ ბიჭები..
-აუ ომო გახსოვს ნიკამ, რომ ჭინჭრებში ჩაგაგდო.. გაიცინა გიკომ..
-რა დამავიწყებს ..კბილებში გამოსხრა და ძმას მტრული მზერა ესროლა..
-არ გაგემწარებინე და არაფერი მოგივიდოდა.. გაიცინა დვალმა და ცოლს წელზე ხელები მოხვია..
ნიდა და ნიკა ნელა მიდიოდნენ .
-ცოლო ეს რამოდენიმე დღე დავჩეთ რა აქ ?
-ქმარო უნივერსიტეტი გვაქვს.. სიცილით ახედა ნიკოლოზს.
-გავაცდინოთ..
-არა..
-კი.. გოგონას ბაგეებს ეამბორა.
-ცუდ ზეგავლენას ახდენ ნიკოლოზ ჩემზე.
-ნეტავი იცოდე რა ბედნიერი ვარ ეხლა.. გაიღიმა ნიკამ ..
- მეც ბედნიერი ვარ შენ, რომ მყავხარ.. ლოყაზე აკოცა ქმარს..
ბევრი ბოდიალის შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და მოლხენაც დაიწყეს.. ლუკამ მუსიკა ჩართო.. გოგოებმა სუფრა გაშალეს და წავიდა ქართული სადღეგძელოები. პირველი იო წამოდგა ფეხზე.
-გილოცავთ შეუღლებას.. ბედნიერები ყოფილიყავით მუდამ და სულ გყვარებოდეთ ერთმანეთი..აი ახლა როგორც უყურებთ თვალებში ერთმანეთს ისე შეგეხედოთ მრავალი წლის შემდგომ. ნიკოლოზ ნიდა ახლა შენია და იმედი მაქვს ამ ჩემს "განძს" რომელიც ახლა შენ გეკუთვნის გაუფრთხილდები და არ დამჭირდება შენი ცემა.. გამაფრთხილებლად გადახედა ნიკას. დვალმა თავი დაუქნია ღიმილით..
-შენ ძმას ისე უყვარხარ მეშინია შენი თავი არ წამართვას.. ჩაიცინა ნიკოლოზმა და ნიდას შეხედა..
-ხო და ჭკვიანად მოიქეცი.. თვალი ჩაუკრა ქმარს..
სადღეგძელოს სადღეგძელო მოყვებოდა, დალოცვას დალოცვა, ჭიქას ჭიქა ემატებოდა და აი ასე გამოთვრნენ კიდეც.. ბევრიც იცეკვეს და ბევრიც იცინეს . უკვე ღამის 2 საათი იყო და ძილიც ერეოდათ გოგოებს..
ნიკოლოზი ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა ცოლს..
-გეძინება? უჩურჩულა გვერდით მჯდომს..
-დავიღალე..
-წამო დავიძინოთ.. ფეხზე წამოდგა ნიკა და შებარბაცდა..
-ნიკა რამდენი დალიე რა უბედურებაა ? აჯუჯღუნდა ნიდა და ოთახისკენ წაიყვანა..
- შეხვედი უკვე ცოლის როლში? გაიცინა დვალმა.. ნიდამ ბიჭი ოთახში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა.. თვითონ გასვლას აპირებდა ნიკოლოზმა, რომ შეაჩერა..
-სად მიდიხარ? ამოიჩლიფინა დვალმა
-გოგოებს მივეხმარები ალაგებაში და მოვალ..
-ოო მოიცა რა. მოდი ჩემთან .. ხელზე დაქაცა და თავის გვერდით მიიწვინა..-ასე მგონია სიზმარში ვარ და თვალს , რომ გავახელ გაქრები.. ჩემი ახდენილი ოცნება ხარ ნიდ.. ჩემი ბავშვი, ჩემი გოგო, ჩემი ქალი.. თვალებ დახუჭული ბურდღუნებდა და ნიდას წელზე მაგრად ხვევდა ხელს..
-შენ კი ჩემი აუტანელი ქმარი ხარ, რომელიც ამის შემდეგ წვეთს არ დალევ.
-როგორ არა.. ჩაიცინა დვალმა.. დავლევ თან სულ შენს სადღეგძელოებს. გაიღიმა .. ნიდას ყელში ჩააცოცა ტუჩები და ხმაურიანად აკოცა..



№1 აქტიური მკითხველი nawkas12345

Magari iyoooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent