შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 26


3-04-2017, 00:48
ავტორი Lex
ნანახია 1 361

26.
მიმის ერთ წერტილზე გაუშეშდა მზერა, ბიჭებმა ერთმანეთში საუბრობდნენ, თავიდან არა, მაგრამ მოგვიანებით კი შეამჩნიეს... ალბათ თუ მოიწყინაო, როცა სხვა დროს სულგანაბული უსმენდა. ფიფომ ჭიქები შეავსო, მიმის არც ეს შეუმჩნევია, ისევ სადღაც შორს ქროდა მისი ფიქრები...
- მოხდა რამე?
ფიფოს ალერსიანმა ხმამ მიმი ადგილზე დააბრუნა
მიმიმ რაღაც ნაღვლიანად შეხედა
- დღეს სასაფლაოზე... ერთი კაცი ისე გულსაკლავად გოდებდა, ხმით მოსთქვამდა... და არ ჩერდებოდა. ვეღარ მოვითმინე და მივედი... ისეთი თვალებით შემომხედა დავიბენი... დედას შეეშინდა ვინმე გიჟი არ იყოსო, არ უნდოდა რომ მივსულიყავი... საფლავზე ისე იყო დამხობილი ვიფიქრე, რომ უთუოდ ძალიან ახლობელი ადამიანი თუ ჰყავდა გარდაცვლილი...
მიმი გაჩუმდა
ბიჭები ინტერესით ელოდნენ, მერე რას იტყოდა, ბოლოს ფიფომ ვეღარ მოითმინა:
- საშინელებაა როცა ახლობელ ადამიანს მიწას მიაბარებ..
- მაგრამ იცით რაში იყო საქმე... საფლავი ძალიან ძველი იყო, მოუვლელი... გასულ საუკუნემდე დასაფლავებული ოჯახი იყო... დიდი ბებია და ბაბუა თუ იქნებოდა ან იმათი მშობლები... ეს კაცი კი ისეთი ხმით...
- გარდაცვლილთა სულები იქ იკრიბებიან, სადაც შენ მიხვალ მოსანახულებლად - ჩაერია მხატვარი - და არა აქვს მნიშვნელობა ვისი საფლავია.
- ეს არ ვიცოდი
- არც მე ვიცოდი
- ალბათ ამ ქვეყნად აღარავინ დარჩა, და ვინც იქეთ წავიდა, მათი საფლავები შორს იყო.. სადაც აეტირა იქვე ჩაიმუხლა... - მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა - ასეთია ადამიანის ყოფა... დარდობ, განიცდი, ნებდები და უმოქმედო ხდები, ან ვერ შეეგუები წაგებას და იწყებ ბრძოლას...
- და შეიძლება ერთ დღესაც სერიულ მკვლელადაც იქცე.
დაუმატა მიმიმ
ბიჭებს გაეცინათ
- მასეა, მასე, არაფერი არარის გამორიცხული... თავიდან სერიული მკვლელის არსებობაც კი არ იყო შენიშნული, და მიმის წყალობით დადგინდა, მიმი ჩემი საქმეების ბერტილიონია.
ფიფომ მიმის მისამრთით ჭიქა ასწია და გადაკრა
- ბერტილიონი? - გაიკვირვა მხატვარმა - ეგ არ ვიცი ვინ არის, არამგონია ხელოვნებასთან რაიმე საქმე ჰქონოდა, თორემ მეცოდინებოდა, ყური მაინც მექნებოდა მოკრული, თუმცა რა ვიცი..
- კონკრეტულად ხელოვნებასთან არა, მაგრამ კრიმინალისტიკაში საკმაოდ დიდი გადატრიალება მოახდინა, დანაშაულის გახსნის ახალი მეთოდი დანერგა, რასაც შემდგომ დაქტილოსკოპიის დანერგვა მოჰყვა... ის იყო პირველი ვინც იდენტიფიკაციის მეთოდით ამხილა დამნაშავე..
- თითის ანაბეჭდებით?
- არა, მაგრამ მოგვიანებით სწორედ მაგას მოჰყვა მერე თითის ანაბეჭდების მეთოდიც... თავიდან კი ბერტილიონმა დიდი. საკმაოდ დიდი დრო მოანდომა და ბევრიც იწვალა... და რატომ წვალობდა თუ იცით?
მიმიმ და მხატვარმა მხრები აიჩეჩეს
- არავინ დაუჯერა, დასცინოდნენ კიდევაც... - მიმის ღიმილით გახედა - ისე თავიდან არც მე მჯეროდა. იცი, რომ მიმიმ აღმოაჩინა ნიღბების ვერსია, მგონი უკვე ვთქვი, ხომ ადრეც...
- როგორც ვხვდები ბერტილიონი იდენტიფიკაციის ხელოვნების ფუძემდებელია. მდააა, საინტერესოა. აბა გისმენთ, გისმენთ...
- მხატვარი, მაინც მხატვარია რა - შენიშნა ფიფომ - ყველაფერს მაინც ხელოვნებას არქმევს
- მე კი არ ვარქმევ ასეა, რაც ხელიდან გამოდის არის ნება ხელისა და იმ ვნებით აკეთებს რა ვნებითაც მას გული გონება და სული კარნახობს. ისე ბერტილიონი არა, მაგრამ მე ვიდოკზე გამიგია რაღაც-რაღაცეები.
- ჰოო? და მაინც რა? ისე ვიდოკი იყო პირველი ვინ კარტოთეკის სისტემა შექმნა. მსოფლიოში პირველი სამძებრო სააგენტო ჩამოაყალიბა.
ჩაერია ფიფო, თუმცა არც მხატვარი ჩამორჩა
- ხო, და მანამდე კი სანამ მასეთი ცნობილი გახდებოდა, ხან ცირკის მსახიობი იყო, ხან ვითომ მღვდელი... ხან მარადიორობდა ბანდაც კი ჰქონდა ჩამოყალიბებული...
ფიფოს ტელეფონმა მხატვარს ორატორობა შეაწყვეტინა.
- სამსახურიდან მირეკავენ!
ისე გამოცხადა, თითქოს რაიმე დანაშაულში ამხილეს და თავს იმართლებდა... სანამ გარეთ არ გავიდა მანამდე არ უპასუხა.
უცნაური იყო, ტელეფონზე საპასუხოდ ფიფო არასდროს გასულა გარეთ. მხატვარი უმალო მიხვდა, თუ რომელი თანამშრომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მიმის ცოტა არ იყოს ცინიკურად ჩაღიმება სახეზე შეეყინა, როცა მხატვრის თვალებს წააწყდა... „ღმერთო ჩემო, მართლაც რა სიმპათიურია...“
მიმი საკუთარმა ფიქრმა სახეზე ოდნავ წამოაწითლა.
ქუჩიდან შემოსულმა ფიფომ მოიბოდიშა, ბერტილიონზე სხვა დროს მოგიყვებით, სასწრაფოდ სამსახურში მიბარებენო და ისე გავიდა მიმისთვის არც უკითხავს მოდიხარ თუ რჩებიო... აშკარა იყო მიმის მხატვრის ხახაში აგდებდა, თუმცა იცოდა, რომ ის ხახა არ იკბინებოდა და მაინც, მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა მიმის, ნეტა თუ მიხვდა რამესო, ფიფოს სხვა ფორმითაც ძალიან ადვილად შეეძლო თავი დაეძვრინა, მაგრამ ვერ მოზომა, ვეღარ მოთოკა მოზღვავებული გრძნობები...
- ზოგჯერ ვნება იმდენად ძლიერია, რომ სიყვარული გგონია...
- რა?.. რა თქვი?..
მიმი მხატვრის მოულოდნელად წამოსროლილმა სიტყვებმა ფიქრებიდან გამოარკვია
- გინდა დაგხატო?
მხატვარმა თემაც შეცვალა და სამუშაოდაც მოემზადა
მიმი სიამოვნებით დათანხმდა.

LEX·2016 წლის 1 ივლისი, პარასკევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent