69 დღე ტყვეობაში (თავი 8-9)
69 დღე ტყვეობაში მერვე თავი დღე მეექვსე -ჯანდაბა!-ამოიბუზღუნა ლიამმა და თვალები გაახილა-და რატომ არ ჩავწექი ჩემს რბილ საწოლში,რა მოუხერხებელი ყოფილა ეს დივანი! ჭერს მიაშტერდა და უეცრად სწრაფად წამოხტა და სამზარეულოში გაიქცა. -ასეთი იდიოტი როგორ ვარ?-თავის თავს სწრაფად კითხა და მაცივრიდან საჭმელი გამოიღო,შემდეგ კი მიკროტალღურ ღუმელში შეათბო და თეფშზე დადო,თან გულში თავის თავს ლანძღავდა. მაცივარი კიდევ ერთხელ გამოაღო და ვაშლის წვენს მიაშტერდა... არა! ლილეს ვაშლზე ალერგია ჰქონდა. მაცივარი მოხურა და თეფშს გადაწვდა,შემდეგ კი კიბეები აიარა და ოთახში შევიდა,მისი სახე ღიმილმს გააპო და თეფში ტუმბოზე დადო. ლილეს საბანში გახვეულს ეძინა,ჯერ კიდევ ლიამის მოცემული შარვალი ეცვა ,ხოლო სხეულის ზედა ნაწილი შეხვეული ჰქონდა,ლიამი საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას დახედა,შემდეგ კი სახიდან თმები გადაუწია. -საჭირო რომ არ იყოს ისევ შენი ცხოვრებით იცხოვრებდი,რომლიდანაც ჩემი თავი განგებ ამოვიშალე....-ამოიჩურჩულა ლიამმა. გაახსენდა როგორი მოთხოვნა წამოუწენა ჯერემის და ლიზას როდესაც ლილეს შვილად აყვანა უნდოდათ... ის ლილეს ცხოვრებიდან უნდა გამქრალიყო და გაქრა კიდეც სანამ მის ოჯახს საფრთხე არ დაემუქრა,ლიამი წამოდგა და ჯერ ოთახიდან შემდეგ კი სახლიდან სწრაფად გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ტელეფონს დახედა.4 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მისი უსაყვარლესი ადამიანი სხვას მიუყვანა. -ბეატრისთან მივდივარ,15 წუთში იქ იყავი.-სწრაფად წარმოთქვა როდესაც ყურმილი აიღეს. -კარგი!-ამოიბუზღუნა ლუიმ და ტელეფონი გაუთიშა. თავი გააქნია და მანქანა დაქოქა,ერთადერთი რაც უშველიდა ეს მისი მონახლება იყო. გზაზე მანქანა გააჩერა და მისი საყვარელი შოკოლადი იყიდა,შემდეგ კი მანქანა ბაღის ეზოსთან შეაჩერა და პატარა გოგონა გახედა,რომლიც სხვებთან ერთად არ თამაშობდა,არამედ მარტო იყო და სკამზე იჯდა. ბავშვები იქით-აქეთ დარბოდნენ და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.პატარა,4 წლის გოგონა კი მათ უყურებდა.ლიამმა ოდნავ შესამჩნევად ამოიოხრა და ეზოში შევიდა,შემდეგ კი გოგონას გვერდით მიუჯდა და შოკოლადები გაუწოდა,პატარამ ღიმილით ახედა ლიამს. -მამიკო-წამოიძახა გახარებულმა და სწრაფად ჩაეხუტა,ლიამმა სიცილით ჩაიხუტა და პატარა კალთაში ჩაისვა,გოგო კი არაფრით არ შორდებოდა ლიამს და უფრო ძლიერად ეხუტებოდა. -მეც მომენატრე,ელა!-ღიმილით წარმოთქვა ლიამმა და ოქროსფერ თმებზე მოეფერა,კვირაში ერთხელ ის ბაღში მოდიოდა ხოლმე რომ შვილი ენახა და ორივე ელოდა ამ შეხევედრას. -ჰეი,რატომ ტირი?-შეშინებულმა კითხა ლიამმა და ცრემლები მოწმინდა,იფიქრა რამე ხომ არ ტკივაო და შეშინებული მიაშტერდა ბავშვს რომელიც მთელი ძალით ეხუტებოდა და სლუკუნებდა. -იცევ წაქვალ... -მოდი შემთანხმდეთ,კარგი?-გაუღიმა ლიამმა და გოგონას თაფლისფერ თვალებში ჩახედა-მე სულ შენთან ვარ,შენ უბრალოდ ვერ მხედავ... -ცემი ანგელოზი ქარ?-ამობლუკუნა გოგონამ,ლიამმა ღიმილით დაუქნია თავი ,შუბლზე აკოცა და გოგონა მიიხუტა. -ხო,მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ და ყველაფრისგან დაგიცავ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც რომ მომიხდეს. -ქო დამპირდი რო დედას მოიკვანდი? -ელიზაბედ ამას ვერ მოვახერხებ,შენც კარგად იცი რომ მეც ძლივს გხვდები ხოლმე... -კაქი-ამოიბუზღუნა ელამ-მაქინ დამპილდი ლო ოდესმე გამაცობ ,კაქი? -გპირდები,ელა.. გპირდები-ამოიჩურცულა ლიამმა,მაგრამ თვითონაც იცოდა რომ ამ დანაპირებს ვერ აასრულებდა.უბრალოდ ვერ შეძლებდა ელასთვის ლილე ენახვებინა,უბრალოდ ვერ შეძლებდა.... -ბიძია ლუი!-წამოიყვირა გოგონამ და ეზოში შემოსული ლუისკენ გაიქცა. -ზოგჯერ მგონია რომ მამამისი შენ ხარ და შენ უფრო უყვარხარ!-ჩაიბუზღუნა ლიამმა,როდესაც ლუიმ ბავშვი ხელში აიყვანა. -ის ჩემთან და ელეონორთან ცხოვრობს,არ დაგავიწყდეს!-გაეცინა ლუის-მაგრამ სულ შენ გკითხულობს.... *Flashback* -მე უკვე ვთქვი-თვალები გადაატრიალა ლიამმა და ლილეს ხელი გადახვია. -საერთოდ ფიქრობ რას ამბობ ლიამ? ის თოთხმეტი წლის არის და ორსულადაა!-იღრიალა დირექტორმა.*თორმეტი წლიდან შეუძლია ქალს მშობიარობა* -საერთოდ იცი ვისი შვილი ვარ?-ფეხზე წამოხტა ლიამი და დირექტორს შეუღრინა-ხვდები მაინც რომ თუ მომინდება ისე გამაქრობ რომ შენგან წერტილიც არ დარჩება? -მემუქრებით ლი ლუკას?-გაოცებით წამოიძახა დირექტორმა. -ლი ლუკას?-დაბნეულმა იკითხა ლილემ და ლიამს გახედა. -ლილე,კაბინეტიდან გადი ახლავე! -მაგრამ...-ამოილუღლუღა გოგონამ ,მაგრამ ლიამის მზერა როგორც კი დაინახა,უხმოდ გავიდა კაბინეტიდან. -მეორეჯერ კიდევ დამიძახებთ ლი ლუკასს და გეფიცებით თქვენს გვამს ვერასდროს იპოვიან! -ეს თქვენი ნამდვილი გვარია,ცნობილი მანიაკის ,გენრი ლი ლუკასის შევილი ხართ,რომელიც 3 წელი ფსიქიატრიულში იმყოფებოდა,რადგან მამამის არ დამსგავსებოდა ,მაგრამ როგორც ჩანს დაემგვანეთ. -დიახ მე ვარ ჯეიმს ლი ლუკასი და სახელი და გვარი მხოლოდ იმიტომ შემიცვალა მთავრობამ,რომ საფრთხე არ დამმუქრრებოოდა და მერე რა? ახლა ჩვენ ლილეზე ვლაპარაკობთ! ტული მოვა და ბავშვს წაიყვანს როგორც კი ის გაჩნდება! -ლილე თანახმაა?-გაბრაზებით ამოიოხრა დირექტორმა. -ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს..-ამოილუღლუღა ლიამმა და კაბინეტიტან გამოვიდა. -რა?-სწრაფად იკითხა ლილემ და საწოლიდან წამოდგა,როდესაც ლიამი მის ოთახში შევიდა. -არაფერი,ბავშვის დატოვების უფლება მოგცა...-ჩაიჩურჩულა ლიამმა,არა ბავშვი ლილეს არ დარჩებოდა,ეს ტულის მოთხოვნა იყო რომ დედამის და ჯესის არაფერი დამართნოდათ.... *EndOfFlashback* -გაიღვიძე?-იკითხა ლიამმა როდესაც მის ოთახში შეაბიჯა,სწრაფად მივიდა ლილესთან და ხელიდან ფოტო გამოგლიჯა. -მე...შენ გიცნობდი..ადრე?-იკითხა ჩურჩულით გოგონამ,ლიამმა ლილეს შეხედა,შემდეგ ფოტოს. კარგი დრო იყო,ერთმანეთი იყვარდათ,ბედნიერები იყვნენ ასაკისდამიუხედვად მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია... ახლა რა უპასუხოს? რა უთხრას? მოუყვეს ყველაფერი? სცადოს რომ თვითონ განთავისუფლდეს ტულის მონობიდან? და თავისი შვილიც იხსნას? შესაძლებელია კი ეს? თუ მოუწევს რომ ლილე ელას გამო გაწიროს? -კი,ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით...-ამოიოხრა ლიამმა და თვალები დახარა. ეცხრე თავი დღე მეშვიდე გოგონამ თვალები გაახილა და ფრთხილად მოიშორა ლიამის ხელი,რომელის ლიამს მის წელზე მოეხვია.ლიამი შეიშმუშნა და სხვა მხარეს გადატრიალდა. ლილემ ამოიოხრა და საწოლიდან წამოიწია,მას მერე რაც ლიამმა აღიარა რომ ერთმანეთს იცნობდნენ სიტყვა აღარ დასცდენია,არცერთი კითხვაზე აღარ უპასუხია რაც ლილემ დასხვა და ოთახიდან გავიდა,შემდეგ კი ღამით დაბრუნდა და თან ნასვამი. არერთს არაფერი არ უთქვიათ,ლილეს ეშინოდა ხმის ამოღების,ლიამს კი არ სურდა ლაპარაკი,გოგონა ძლიერად ჩაიხუტა ,მისი ხელები ლილეს თმებში ახლართა და მისი თმის სურნელი შეისუნთქა. -რაც არ უნდა მოხდეს,ვეცდები რომ ბეატრისმა გნახოს. ლილეს არაფერი უპასუხია,არ იცოდა რაზე ლაპარაკობდა ლიამი ,ვერც კითხვას უბედავდა,უამრავი კითხვები ჰქონდა,მაგრამ არცერთი პასუხი. ლიამს გახედა,რომელსაც მშიდად ეძინა. "ბეატრისი" გაუელვა და თვალები დახუჭა,სახელი ეცნობოდა,მაგრამ ვერ იხსენებდა... იცოდა რომ ეს სახელი მისთვის ძვირფას ადამიანს ერქვა. -აუჩ!-ამოიკვნესა ლიამმა და ლილესკენ გადმოტრიალდა-თავი მისკდება. -ნაკლები უნდა დაგელია და არ გეტკნებოდა!-მანამ წამოსცდა სანამ გააცნობიერებდა ვის ეუბნებოდა,მალევე მისი სხეული შიშმა მოიცვა და ლიამს მზერა აარიდა ,თუმცა ლიამის გაბრაზების მაგიერ მისმა სიტყვებმა ლიამის სიცილი გამოიწვია. -შენი საყვარელი შენიშვნა!-ჩაიცინა ლიამმა-ვერ გადაეჩვიე მის თქმას. -შენ საიდან იცი?-ლილემ დაბნეულმა გახედა-ახ,გამახსენდა მე ხომ წარსულში გიცნობდი . ბოდიში მარა მე მთელი 4 წელი არ მახსოვს რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში! -ხომ არ გათამამდი?-გამაღიზიანებელი ღიმილით ჰკითხა ლიამმა,ლილეს არაფერი უპასუხია ,თავი გვერდზე გაატრიალა და ფანჯრას გახედა. -ადექი!-ამოიოხრა ლიამმა,თვითონაც წამოდგა,ლილეს მაჯაზე ხელი მოჰკიდა და მის წინ დააყენა. -უცნაური ხარ!-ამოიჩურჩულა გოგონამ, როდესაც ბიჭმა თვალებში ჩახედა. -ზოგჯერ უცნაურობა კარგია,კარგია როდესაც ვინმესგან განხვავდები როდესაც,მათსავით შავ-თეთრი არ ხარ! -ან ცუდია რადგან ყველასგან გარიყული ხარ და მარტო რჩები,ამ დროს მხოლოდ ტკივილს გრძნობ. -მარტოობა ისაა რაც ყველა ჩვენთაგანს სჭირდება ხოლო ტკივილი სიხარულს სჯობია,ის ყოველთვის ნამდვილია და მის უკან არასდროს იმალება მოულოდნელობა. -ამიტომ ვამბობ რომ უცნაური ხარ!-ამოიოხრა გოგონამ და თვალები დახუჭა. -ამიტომ ვამბობ რომ ჯობია იყო უცნაური-ამოიჩურჩულა და მისი ხელი გოგონას თმებში ახლართა. -რატომ?-ამოიჩურცულა გოგონამ,თვალების გახელას არ აპირებდა,თითქოს ლიამის მზერის ეშინოდა. -რატომ შენ?-დამცინავად იკითხა ლიამმა,გოგონას ხელი გაუშვა და უკან დაიხია-რატომ სვამთ ამ კითხვას ყველა? -არა,რატომ აკეთებ ამას? მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს თუ რატომ გახდი ასეთი? -ასეთი?-იკითხა ლიამმა-ლილე თვალები გაახილე და მიპასუხე,რას გულისხმობ! -რატომ გახდი მანიაკი,რატომ?-დაიყვირა ლილემ და ლიამს შეხედა,ლიამი ადგილზე გაშეშდა და ლილეს მიაშტერდა. -იმიტომ რომ მომწონს-ხმაში სიცივე შეეპარა-იმიტომ რომ ამას 8 წლის ასაკიდან ამას ვაკეთებ,იმიტომ რომ ეს მასწავლეს,იმიტომ რომ იმად მაქციეს რაც ახლა ვარ...მე მამაჩემის მოსწავლე ვიყავი ლილე,მე ვარ ის ვინც ვარ და ვერ შემცვლი. -არც ვცდი! -ერთხელ უკვე სცადე!-დაიყვირა ლიამმა-სცადე და რა გამოვიდა? -ლიამ ,არაფერი არ მესმის....-თავი ჩახარა ლილემ-მე...მე... არ მახსოვს. -არცაა საჭირო-ხმა გაებზარა ლიამს-ჩემს გამო არაფერი არ გახსოვს,ყველაფერი ჩემს გამო დაგავიწყე,იმის გამო რომ ჩემს გარეშე ცხოვრება შეგძლებოდა,რომ ტკივილი რომელიც მე გამოვიწვიე არასდროს არ გაგეხსენებინა.... -ლიამ,არ მესმის-ამოისლუკუნა ლილემ და თავჩახრილმა ცრემლები მოიწმინა. -არც არის საჭირო...-ამოიოხრა ბიჭმა,სწრაფად მოჰკიდა ლილეს ხელი და ოთახიდან გამოათრია. -არა,გემუდარები უკან აღარ დამაბრუნო-წამოიკივლა ლილემ როდესაც ლიამმა ის საწამებელი ოთახისკენ წაათრია. -ლიამ,გეხვეწები...გემუდარები... ლიამმა ღრმად ჩასუნთქა და სწრაფად შეაღო საწამებელი ოთახი და ლილეს ხელი კრა.გოგნამ წონასწორობა ვერ შეიკავა და დაეცა,წამით მზერა მაგიდებისკენ გაექცა და შიშისგან გააჟრჟოლა. -შეგიძლია აირჩიო-ჩაიღიმა ლიამმა და ლილეს მიაშტერდა. -ლიამ...გთხოვ...-ცრემლები წამოსვივდა ლილეს. -ლილე ჯობია შენ თვითონ აირჩიო საწამებელი იარაღი,დამიჯერე მე ისეთს ავირჩევ მაქსიმუმ ტკივილს რომ მოგაყენებს. -ლი.... -აირჩიე!-დაიყვირა ლიამმა და თმებში ხელი წაავლო,გოგონამ კი ტკივილისგან წამოიკვნესა. -დ..დ...ა..ნ..ა-ამოისლუკუნა გოგონამ,ლიამმა სწრაფად გაუშვა ხელი და დამცინავად შეხედა. -არადა მუხლების სამსხვრევის,მკერდის მარწუხების სწამებელლი მსხლის გამოყენებას ვაპირებდი.... მაგრამ დანაც კარგია. პირველი ჭრილობა მარჯვენა ხელზე,მეორე მაჯაზე,ვენასთან ახლოს,მესამე მარცხენა ხელზე. -ვინ არის ბეატრისი?-დაიყვირა ტკივილისგან გაწამებულმა ლილემ,არ ესმოდა როგორ შეეძლო ლიამს ასე შეცვლა,გუშინ როდესაც ჩაიხუტა ,მან იგრზნო რომ უსაფრთხოდ იყო,მაგრამ ახლა.... ლიამი გაოცებისგან გაშეშდა და დანა ხელიდან გაუვარდა,დანა ხმაურიანად დაეცა იატაკზე,ლილემ კი ინსტიქტიურად ანაკლაებული ხელით სწრაფად აიღო. -გაგახსენდა?-იკითხა და ლილესკენ გაიწია რომ დანა წაერთმია მაგრამ დანის წვერი წამებში შეეხო ლიამის მკერდს. -შენ თვითონ ახსენე გუშინ-ძლივს წარმოთქვა ლილემ,შემდეგ კი დანას ხელი გაუშვა და დანა ისევ იატაკზე დაეცა,თვითონაც არ იცოდა რატომ გააკეთა ეს,ხომ შეეძლო ლიამისთვის რამე დაეშავებინა და გაქცევა ეცადა,მაგრამ მასზე რაღაც მიჯაჭვულობას გრძნობდა. -ჭკვიანი გოგო!-ჩაიცინა ლიამმა,სწრაფად აიღო დანა და მაგიდაზე დადო,შემდეგ კი ლილეს უსიცოცხლო სხეული კედლისკენ წაათრია და მას ისევ ხელბორკილები დაადო,როომელიც ჯაჭვით კედელს უერთდდებოდა. -ვერ გი..ტან-ამოილუღლუღა ლილემ როდესაც ლიამი ოთახიდან გადიოდა,ლიამი მისკენ შეტრიალდა და გაუღიმა,შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. შუქი ისევ ჩაქრა და ლილეს მოეჩვენა რომ წყვდიადი დღეიდან მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. *** გოგონა წყალმა გამოაღვიძა,ტკივილიგან დაიკივლა როდესაც წყალმა ჭრილობებში ჩააღწია და სხეული შიგნიდან ასწვა. -მარილიანი წყალი!-მხრები აიჩეჩა ლიამმა და ჩაიღიმა. ლილემ ტკივილისგან წამოიკივლა,ხელები საშინლად აეწვა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცოცხლად იწვოდა. -ეს შენ,შენი საყვარელი მაქსისგან რომელმაც შენი თავი მომყიდა!-ჩაიცინა ლიამმა და მუხლებზე ფურცელი დაუგდო,შემდეგ კი ოთახიდან სწრაფად გავიდა,ლილეს ტკივილს შოკური მდგომარეობაც ემატებოდა. აკანკალებული ხელით აიღო ფურცელი. "მიყვარხარ, მაპატიე ვერ შევძელი დამეცავი და შენი თავი წაგებაში გავცვალე. თუ შეძლებ მაპატიე" ლილეს ლოყები ცრემლებმა დანამეს, არც კი სჯეროდა რომ ეს მის თავს ხდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.