69 დღე ტყვეობაში ( თავი 10-11)
69 დღე ტყვეობაში მეათე თავი *13 წლის წინ -გილოცავ ლიამ,უკვე დიდი ბიჭი ხარ,8 წლის გახდი!-გაუღიმა ლიამს მამამ და თავზე ხელი გადაუსვა. -მადლობა,მამიკო-წაილუღლუღა ლიამმა და კიბეებზე მისი დის სახელის ყვირილით გაიქცა. -დარწმუნებული ხარ რომ ის უკვე მზად არის ამისთვის,ლუკას?-სანამ კიბეებზე არბოდა ტულის,მისი მამის დამხმარის ხმა გაიგონა,მაგრამ აღარ გაუგია რა უპასუხა ლუკასმა. -ჯესმინ..ჯესი!-კივილით შევარდა ლიამი დის ოთახში,საბანი გადააძრო და მძინარე დას მუცელზე დაახტა. -შე ვირისთვალება მომშორდი-იკივლა ჯესიმ და ლიამი საწოიდან გადააგდო. -მეტკინა-ამოიბუზღუნა ლიამმა. -შენ და ლიამს ერთნაირი თვალები გაქვთ!-ჩაცინების ხმა მოესმა ლიამს და მისი უფროსი ძმისკენ გაიხედა,ის სწრაფად მივიდა მასთან და პატარა ძამიკო წამოაყენა. -მე საკუთარი სივრცე მჭირდება,ასე რომ ორივე გადით ჩემო ოთახიდან.-ამოიბუზღუნა ჯესმინმა. -შეგახსენებ რომ მხოლოდ 10-წლის ხარ!-გაეცინა ზეინს. -შენ 15-ის ,მერე რა?-ისევ აბუზღუნდა ჯესი. ზეინმა თავი სიცილით გააქნია და ლიამს გახედა. -წამო დედა ტორტს აკეთებდა,ხომ მაჭმევ?-გაუცინა ძამიკოს ,და მას შემდეგ რაც ლიამმა თავი დაუქნია ხელი ჩაკიდა და კიბეებზე ჩაიყვანა. ლიამი კი სწრაფად გაიქცა სამზარეულოში.სასტუმრო ოთახში მყოფმა ადამიანება,მას ღიმილით გააყოლეს თვალი. -ხვალიდან მას სწავლება დაეწყება!-ლუკასმა ზეინს გადახედა. -მამა,მგონი არ ღირს...-ამოიოხრა ზეინმა და მამას და ტულის გადახედა. -ზეინ,შენი გადასაწყვეტი არაა,შენც 8 წლის იყავი როდესაც... -როდესაც არჩევანი ჩემს მაგიერ გააკეთე და მკვლელლად მაქციე-სწრაფად დაასრულა და მამას მზერა აარიდა,მშვენივრად იცოდა ახლა რაც ელოდა. -ზეინ როდის უნდა ისწავლო ლაპარაკი?-კბილებში გამოსცრა ლუკასმა,შვილს სწრაფად მიუახლოვდა და მაისური აუწია-ეს ჭრილობები თავისით არ ჩნდება! -მამა...-ამოილუღლუღა ზეინმა,არ უნდოდა კიდევ არ უნდოდა ჭრილობების მიღება,რომელის გამოც უკვე 20-ზე მეტი შრამი ჰქონდა მუცელზე და მკლავებზე. -ტულ-მის დამხამარეს ანიშნა ,ტულიც სწრაფად მიუახლოვდა ზეინს და მკლავში ხელი ჩაავლო. -ბოდიში,მამა ეს აღარ განმეორდება-ამოილუღლუღა.-არ დამსაჯო. -წაიყვანე,სამი ჭრილობა მარჯვენა მხარზე-მკვახედ წამოიძახა ლუკასმა,ზეინს ხმა აღარ ამოუღია,გვერდითა ოთახში მყოფი ძმის შეშინება არ სურდა. კარგად იცოდა გაუძალიანდებოდა და მისთვისვე იქნებოდა უარესი. -მამა,ზეინ მალე... იცი რა გემრიელი ტორტია-სამზარეულოდან ლიამის ყვირლი გაისმა. ზეინი ტულს სარდაფისკენ გაყვა ტკივილის მოლოდნში ხოლო ლუკასმა სამზარეულოში გააბიჯა. *** -ზეინ,მეშინია!-ამოილუღლუღა ლიამმა და ძმას მიეკრო.შუაღამე იყო, რამდენიმე საათის წინ ზეინმა გააღვიძა,პატარა ჩანთაში ლიამის ტანსაცმელი ჩატენა და სახლიდან წამოიყვანა,ახლა ისინი პარკში,სკამზე იჯდნენ. -ნუ გეშინია,მე შენთან ვარ!-ამოიჩურჩულა ზეინმა და ძმას შუბლზე ეამბორა. -სახლში მინდა... -იქ არ დავბრუნდებით ლიამ,შენ არჩევნის უფლება უნდა გქონდეს ,არ უნდა გახდე ისეთი როგორიც ტული,მამა და მე ვართ,გასაგებია?? -არაფერი არ მესმის,სახლში მინდა-სლუკუნით წარმოთქვა ლიამმა-ზეინ,მეშინია.. სახლში მინდა. -სანამ მე შენთან ვიქნები,ყველაფერი კარგად იქნება კარგი? ქალაქიდან უნდა წავიდე,ადექი-წარმოთქვა ზეინმა,წამოდგა და პატარა ძამიკოს ხელი გაუწოდა. -ზეინ სახლში მინდა,დედასთან ,ჯესისთან და მამასთან. -შენ არ უნდა გახდე მამისნაირი ლიამ,არ დავუშვებ ამას გესმის? -და როგორი ვარ შენი ჭკუით ,ზეინ?-მკაცრი და ცივი ხმა მის ზურგს უკან გაისმა.ზეინი შეხტა და სწრაფად მიტრიალდა მამისკენ. -ლიამ ,წადი მანქანაში ჩაჯექი!-ლიამს გადახედა ლუკასმა,ზეინი სწრაფად მიუახლოვდა ლიამს,მის წინ ჩაიმუხლა და ყურში ჩასჩურჩულა. -ხო გჯერა ჩემი? ხომ მედნობი? დაბნეულმა ლიამმა თავი სწრაფად დაუქნია ძმას. -როცა თავს გადიქნევ გაიქეცი,რაც შეიძლება შორს ,მოგძებნი და თუ დაგიჭირეს არაფერში არ შეეწინააღმდეგო და გააკეთე ის რასაც გეტყვიან ,კარგი? -ლიამმა ისევ თავი დაუქნია და ზეინი წამოდგა,შემდეგ კი ლიამს თავი დაუქნია,ლიამი კი ადგილს მოსწყდა და პარკის ბოლოსკენ გაიქცა. -ტულ!-იღრიალა ლუკასმა,მალევე მანქანიდან ტული გადმოვიდა და ლიამს გაეკიდა,ზეინმაც გაქცევა დააპირა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა რადგან ძლიერმა მუშტის დარტყმამ მუცელში,ჩაკეცა და მუხლებზე დაემხო. -ესეიგი არ მოგწონს ემოციების კონტროლი რომ ისწავლე? არ მოგწონს რასაც ვაკეთებ? არ მოგწონს როდესაც ძალაუფლებას გრძნობ? არ მოგწონს როცა შეწყალებას გევედრებიან? -არა!-დაიყვირა და ქვევიდან ახედა მამას-ვერ გიტან ამ ყველაფრის გამო. -შენთვისვე აჯობებს რომთვალით აღარ დამენახო და საერთოდ მიუხენიდან გაქრე! თორემ არ დაგინდობ და წამებით მოგკლავ. -შვილსაც არ დაინდობ არა?-ამოილუღლუღა ზეინმა და ძლივს წამოდგა. -ჩემს შვილად ყოფნა მაშინ შეწყვიტე როდესაც გაქცევა სცადე. ლუკასი სწრაფად შეტრიალდა მანქანისკენ,ზეინმა ლიამს შეხედა რომელიც მანქანაში ჩასვეს და გაიფიქრა რომ ყველაფრერს კარგავდა. -შ..შეიძლება დავბრუნდე სახლში?-იკითხა,რათქმაუნდა არ უნდოდა დაბრუნება,მაგრამ ლიამის დატოვება არ სურდა. -ვიმეორებ,თვალით არ დამენახო.2 დღე გაქ ამ ქალაქიდან წასასვლელად და აღარასდროს დასაბუნებლად!-კბილებში გამოსცრა ლუკასმა და მანქანაში ჩაჯდა,ზეინმა ლიამის მზერა შენიშნა. "არ შეგეშინდეს,არ შეეწინააღმდეგო"-ტუჩების მოძრაობით ანიშნა,ლიმმა თავი დაქუნია,მანქანა დაიძრა.ზეინმა ხელი ასწია და დამშვიდობების ნიშნად დაუქნია ,ლიამმაც დაუქნია ხელი,მანქანამ მოსახვევში შეუხვია და გაუჩინადა. ზეინი კი დარჩა მარტო,სრულიად მარტო ამ ბნელ სამყაროში. *** -სად არის ზეინი,რა გააკეთე?-იკივლა მარიამ,ლუკასმა მხრებზე ხელი წაავლო და სწრაფად შეანჯღრია. -დაწყნარდი!-დაიღრიალა ლუკასმა-არანაირი ზეინი აღარ არსებობს,ის ჩვენი შვილი აღარაა.... -მამამ ის პარკში დატოვა-ამოიჩურჩულა ლიამმა,ლუკასმა და მარიამ შვილს ერთდროულად შეხედეს შვილს-იქ ცივა და ბნელა... დე,ზეინთან მინდა. -მორჩა!საკმარისია! არ ვინტერესდებოდი იმით რასაც სხვებს უკეთებდი,მაგრამ ის შენი შვილია,ლუკას! მე აქედან მივდივარ და ბავშვებიც მიმყავს!-დაიყვირა გამწარებულმა მარიამ და შეშინებულ ლიამს და ჯესმინს ხელი ჩაავლო,რომ კარისკენ წაეყვანა მაგრამ ლუკასი წინ გადაეღობა. -ან სამივე აქ რჩებით,ან შენ და ჯესი მიდიხართ სამუდამოდ და ლიამს აქ ტოვებ!-დაიღრინა ლუკასმა,ლიამმა მამის მიმართ პირველად იგრძნო შიში. შემდეგ იგრძნო როგორ გაუშვა დედამ ხელი და ჯესისთან ერთად კარისკენ წავიდა. -დედა ,ლიამი!-წამოიძახა ჯესმინმა,მაგრამ დედას ლიამისკენ აღარ გამოუხედია,წასვლას აპირებდა,ზეინის პოვნას და ჯესმინის წაყვანას,ორ შვილს გადაარჩენდა ტირანიგან,ერთის ფასად. -დეე...-შეშინებულმა ამოილუღლუღა ლიამმა და დედას დაედევნა,მაგრამ მამამ შეაჩერა,ჯესიმ დედას ხელი გაუშვა და ლიამს ჩაეხუტა. -გახსოვდეს,მიყვარხარ შე ვირისთვალება!-ჩასჩურჩულა ყურში და ლოყაზე აკოცა,დედამ კარი გააღო და ჯესის ხელი მოკიდა,ლიამს მამა იჭერდა რომ გაქცევა არ შეძლებოდა. ბოლო რაც ლიამმა გაიფიქრა როდესაც დედამ კარი გაიხურა იყო "მას არ ვუყვარვარ,ის არც დამემშვიდობა..." *** შემდეგი 8 წელი ლიამის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე საშინელი იყო. "არ შეგეშინდეს,არ შეეწინააღმდეგო"-მუდამ მისი ძმის სიტყვები ჩაესმოდა გონებაში,როდესაც მამამისისგან დარტყმებს იღებდა. -არ უნდა გეშინოდეს,არ უნდა გტკიოდეს და სხვისთვის ტკივილის მიყენება უნდა გსურდეს,ეს უნდა მოგწოდეს!მათი შიში და სიძულვილი უნდა მოგწოდეს,უნდა მოგწონდეს როდესაც შეწყალებას გევედრებიან! მამის სიტყვებს ვერასდროს იტანდა,მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებეული მას სულ ეს ესმოდა,სიტყვები მის გონებაში ილექებოდა,არ აღიარებდა მაგრამ მას უკვე მართლაც მოსწონდა ეს ყველაფერი. პირველად როცა სხვისთვის ტკივილის მიყენება აიძულა მამამ 8 წლის იყო,პირველად როდესაც ადამიანის მოკვლა აიძულა 10-ის. მთელი არსებით შეიძულა დედამისი და ჯესი,რადგან მათ დატოვეს,არც ზეინის მონახვა უცდია,ლუკასმა გააფრთხილა რომ თუ ზეინის პოვნას ეცდებოდა,ზეინს მოკლავდა. მასაც სჯეროდა,ყოველდღე ერთიდაიგივეს იმეორებდა,ამამის არ ეწინააღმდეგებოდა და როგორც მამაისი იტყოდა "სამაგალითო შვილი იზრდებოდა,მხოოლოდ ერთხელ დაიმსახურა ჭრილობა" ლიამს სარკეში ჩახედვა არ სურდა,იქ მხოლოდ მკვლელს ხედავდა,მხოლოდ ახლა ხვდებოდა რისი ეშინოდა ზეინს,რატომ არ უნდოდა რომ ლიამი მათნაირი გამხდარიყო.მაგრამ უკვე გვიანი იყო,ის უკვე იყო ადამიანი რომელმაც ბევრის სიცოცხლე შეიწირა.... ბოლოს გაბედა ის რასზეც მთელი 8 წლის განამავლობაში ფიქრობდა,ერთ დღესაც მან მობილური აიღო და პოლიციის ნომერი აკრიფა,სანამ ოპერატორი ზარს უპასუხებდა მამის დღიურს დახედა სადაც დანომრილად ეწერა,მისი მსხვერპლის ყველა სახელი და გვარი და ასაკი,ბოლო ჩანაწერზე გადავიდა და ოპერატორის ხმის გაგონებისთანავე წარმოსთქვა. -მე ლიამ ლი ლუკასი ვარ,გენდრი ლი ლუკასის შვილი.მამაჩემი მანიაკია.. მან დღეს მისი მეხუთასე მსხვერპლი მოკლა... *** გენრის სამუდამო პატიმრობა მისუაჯეს,მის დამხმარეს კი მხოლოდ 2 წლიანი,ლიამი მოწმეთა დაცვის სისტემაში აღმოჩნდა და გვარის შეცვლის შემდეგ,ლონდონში,ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მიიყვანეს. იქ მასზე 2 წლით პატა გოგონამ ასწავლა რა იყო სიყვარული,მაგრამ ყველაფერი არსე ადვილად არ იყო,მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა ადვილი,ტულმა ფული გადაიხადა და ერთ თვეში განათავისუფლეს,მალევე მისგან პირველი მუქარა წამოვიდა. თუ ლიამს არ უნდოდა რომ ზეინს,ჯესის დედამის ან სულაც ლილეს რამე დამართნოდა ,ლილეს და ლიამსი შვილი მისთვის უნდა მიეცათ ,ლიამსაც სხვა გზა აღარ ქონდა. 17 წლის ასაკში მან მისი შვილი ტულს გადასცა,შემდეგი ერთი წელი კი მისი და ლილეს ურთიერთობა უარესობისკენ წავიდა. მუდმივი ჩხუბი უკვე ყელში ჰქონდა ამოსული,და როდესაც ბავშვთა სახლიდან წამოვიდა ტულს დახმარება სთოვა. მალევე ტულმა ლილესთვის "მშობლები" მონახა,შემდეგ კი საუკეთესო ექიმი დაიქირავეს და მალევე ლილეს მთელი 4 წელიწადი დაავიწყეს. ტულმა კი ლიამს პატარა ბეატრისი იმ პირობით დაუბრუნდა რომ ლიამი მამის საქმეს გააგრძელებდა და მას სპეციალურად ამისთვის აშენებული სახლი მისცა. ლიამი ბავშვობიდანვე შეეჩვია მორჩილებას ,თუმცა არც ახლა არ ჰქონდა დიდი არჩევანი,თან მას ეს მოსწონდა. მოსწონდა როდესაც სხვას ტკივილის აყენებდა და მათ თვალებში შიშს ხედავდა.... 69 დღე ტყვეობაში მეთერთმეტე თავი დღე მერვე -ასწიე შენი დამპალი და ბეატრისთან წადი სასწრაფოდ!-ლიამი ჰარის ყვირილმა გააღვიძა. -რა? სად? როდის?-შეშინებული წამოხტა ლიამი და მის საწოლთან მდგომ ჰარის გახედა,რომელიც გაბრაზებული დაყურებდა და ანჯღევდა. -ბეატრის სიცხე აქვს და შენი ნახვა უნდა,არავის იკარებს და თან ასე გამოაცხადა მამაც არ მოვიდეს ,დედას თუ არ მოიყვანსო!-დაიბღვირა ჰარიმ.-შენ გგავს! წამლების მიღებაზეც უარს ამბობს! -მე კი არა დედამის ჰგავს!-კბილებში გამოსცრა ლიამმა და საწოლზე წამოჯდა.-მასავით ჯიუტი,თავზეხელაღებულია და ყველაფრის კონტროლი უყვარს.-ჰარის გახედა რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა-რა?-გაღიზიანებულმა იკითხა. -და ვინ არის დედამისი? არავისთვის არ გითქვამს,მე რა დამესიზმრება მისი ვინაობა? -არ არის საჭირო.... -იდიოტო შენი შვილს მაღალი სიცხე აქვს,წამლებს არ იღებს და თუ წამლები არ მიიღო შეიძლება რამე დაემართოს,ასე რომ იპოვე დედამისი და მიუყვანე! -ჰარი,მოკვდი!-დაიღრინა ლიამმა და წამოდგა. -ლილეა ხომ?-ამოიჩურჩულა ღიმლით ბიჭმა,რასაც ლიამის ჯერ გაოცებული მერე გაღიზიანებული სახე მოჰყვა. -სად ჯანდაბაიდან მიხვდი? -დააცვიე ქალაქში,შენს შვილს საჩუქარი უყიდე და როცა მოხვალ ლილე მზად დაგხვდება!-ლიამმა ჰარის სიტყვებზე თვალები გადატრიალა,მაგრამ მაინც მორჩილად გაემართა კარისკენ. *** ლილეს სიცივისგან გააკანკალა,თვალები ძლიერად დახუჭა და ტკივილისა და შიშისგან მოიკუნტა,არ იცოდა რა ელოდა მომავალში,გააკანკალა როდესაც კარის გაღების ხმა გაიგონა,შემდეგ ნაბიჯების,შუქი აანთეს.შეგნებულად არ ახელდა თვალებს. მის მაჯებს შეეხნენ და ხელებიდან ბორკილები მოხსენს,სწორედ ამ დროს გააცნობიერა რომ ეს ლიამის ხელები არ იყო და სწრაფად გაახილა თვალები,მის რექციაზე კულუკა ბიჭმა ჩაიცინა. ფრთხილად მოკიდა ხელები და წამოაყენა,ლილე შეშინებული შეჰყურებდა ბიჭს. -არაფერს დაგიშავებ-ყურში ჩასჩურცულა და ლიამის ოთახში გაიყვანა-გაქცევა არც სცადო,ჯერ მე წამაცლის ლიამი თავს და მერე შენ!-გამაფრთხილებლად ეარმოთქვა,და ლილეს მზერას გააყოლა თვალი რომელიც ღია კარისკენ იხედებოდა.ლილემ სუსტად დაუქნია თავი. ჰარი ნელა მიუახლოვდა და მკერდიდან და წელიდან სახვევები მოხსნა,კანი ოდნავ წითელი იყო მაგრამ დამწვრობები აღარ ეტყობოდა.ლილე შეიშმუშნა და მკერდზე ხელები აიფარა,რასაც ჰარის სიცილი მოჰყვა. -შარვალი გაიხადე-მშვიდად უთხრა,ლილემ კი ჰარის დაბნეულმა გახედა. -აბაზანაში შარვლით ხომ არ ჩაწვები?-ცალი წარბი ასწია,ლილეს დაბნეულობა გაიფანტა მაგრამ მისი ადგილი შიშმა დაიკავა. -ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ... ლიამი არ ვარ!-ცივად თქვა ჰარიმ და სააბაზანოში შევიდა,ლილემ კარებს გახედა,მერე ღრმად ჩაისუნთქა და შარვალი გაიხადა.რამდენიმე წუში ჰარი ოთახში დაბრუნდა და ლილეს პირსახოცი გაუწოდა. ლილე უხმოდ გაემართა სააბაზანოს კარისკენ ,შემდეგ შეჩერდა და ჰარის გახედა. -რა გქვია?-დაბნეულმა წარმოსთქვა. -ჰარი..-გაუღიმა ბიჭმა-15 წუთში სააბაზანოში შემოვალ. ლილემ თავი დაუქნია და სწრაფად შეაბიჭა სააბაზანოში. 15 წუთის შემდეგ ჰარიმ ლილესთვის განკუთვნილი ტამსაცმელი აიღო,რომ სააბაზანოში შეეტანა მაგრამ შეჩრედა როდესაც ლიამი დაინახა,რომელსაც დიდი დათუნია ეჭირა ხელში. -ბეატრისთვისაა?-გაეცინა ჰარის. -იმედია მოეწონება!-შვილის გახსნებაზე სახეზე ღიმილი გამოესახა. -აუცილებლად მოეწონება...-ჩაიცინა -ლილე სააბაზონოშია. -ამმ... საქმე არ გაქ?-უხერხულად იკითხა ლიამმა და სათამაშო საწოლზე დადო. -მაგდებ?-გაეცინა ჰარის. -კი!-ლიამსაც გაეცინა. -ლილე ამას არ იმსახურებს-ოდნავ ღიმილით,მაგრამ სერიოზულად წარმოთქვა ჰარიმ და სანამ ლიამი რამის თქმას მოასწრებდა კარი გაიხურა. ლიამმა სათამაშოს გახედა,მერე სააბზანოს კარებს ,ამოიხრა.თვითონაც იცოდა რომ ლილე ამის ღირსი არ იყო,მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. სსაბაზანოს კარები შეაღო თუ არა ადგილს მიეყინა,შემდეგ კი გოგონას სახელი იღრიალა და სააბაზანოს ეცა. გოგონას სხეული წყალში უმოძრაოდ იწვა,მთლიანად წყალში ჩაძირულიყო . მისი ხელები გოგონას სხეულს შემოეხვია და სწრაფად ამოათრია წყლიდან,ლილეს ხველება აუტყდა,როგორც ჩანს მხოლოდ ახლახან ჩაყვინთა. -გაგიჟდი?-დაიყვირა გაბრაზებულმა ლიამმა და რამდენჯერმე გააწნა სილა რომ გოგონა გონს მოსულიყო,გოგონამ ოდნავ გაახილა თვალები. -რატტ..ტომ? რატ..ომ არ მმ.მომეცი უფლლლ..ება რომ მოვ...მკვდარიყავი?-მიკიბ-მოკიბვით ამოილუღლუღა გოგონამ. -ამის უფლებას არასდროს,მოგცემ გესმის?-გოგონა შეანჯღრია,ლილეს თვალები მიეხუჭა,მისი სხეული პირსახოცში გახვია და ხელში აიტაცა,ლილეს გახედა რომელსაც გაეღიმა. -მმ...მე გამახსენდი...მახსოვხარ!-ამოიჩურჩულა,გოგონამ როდესაც ლიამმა ის საწოლზე დააწვინა და ზევიდან დახედა,ლილემ ლიამის შოკირებული სახე დაინახა ,მანამ სანამ გაითიშებოდა. *** -თქვენ მითხარით რომ ის არასდროს გამიხსენებდა!-ვიღაცას ტელეფონზე უყვიროდა ლიამი,ლილემ ოდნავ გაახილა თვალები,ჯერ გაოცებულმა შეხედა დიდ დათუნიას,მერე ლიამს რომელიც საწოლზე ,მისგან ზურგით იჯდა. -რა მნიშვნელობა აქვს? გაახსენდა... შეიძლება რომ კიდევ რამე გაახსენდეს? ჯანდაბა!-დაიღრინა და ტელეფონი კედელს ესროლა,ლილე შეკრა და სწრაფად დახუჭა თვალები. -ვიცი რომ არ გძინავს,არასდროს გამოგდიოდა თავის მომძინარება.-ამოიოხრა ლიამმა,მის ხმაში სიბრაზე გამქრალიყო. -ჩემს მოგონებებში სხვანაირი იყავი...-ამოიჩურჩულა ლილემ,ლიამი მიკენ შეტრიალდა. -და მაინც როგორი? -საყვარელი,მზურუნველი,ოდნავ ჯიუტი....ასეთი სასტიკი არ იყავი... ლიამმა თვალები გადაატრიალა,წამოდგა და სპირტი და ბაბმა მოიტანა,შემდეგ კი გუშინდელი ჭრილობები მკლავებზე დაუმუშავა. -ესენი ჩაიცვი!-მკაცრად წარმოსთქვა ლიამმა და ტანსაცმელები საწოლზე დაუდო-5 წუთი გაქვს. ოთახიდან გასვლა დააპირა როდესაც ლილეს კითხვამ შეაჩერა. -რატომ? -იმიტომ რომ ჩემ შვილთან მივდივარ და შენც წაგიყვან რომ ისევ არ სცადო,საწამებელ ოთახში შენ დატოვებასაც ვერიდები რადგან მეშინია რომ ჯაჭვს შემოიხვევ ყელზე და თავს დაიხრჩობ!-მის ტყუილზე გაეცინა . -რატომ? -რა რატომ?-პირსახოცში გახვეულ შიშველ გოგონას გახედა. -რატომ გეშინია?-ღიმილით იკითხა ლილემ. -იმიტომ რომ შენი სხეულიგან საკმარისი სიამოვნება არ მიმიღია-ცივი ღიმილით წარმოთქვა და თვალები ჩაუშავდა-იმიტომ რომ საკმარისად არ მისიამოვნია შენი წამებით,5 წუთში მზად იყავი. ლიამი ოთახიდან გავიდა,ლილე კი გაოცებული და გაშეშებული ოთახში დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.