შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (19 თავი)


7-04-2017, 21:30
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 345

დილით გაღვიძებულ ნიკოლოზს თავის ტკივილი ტანჯავდა.
მის დღეში იყვნენ ბიჭებიც.
-რა ღვინო იყო ასეთი, რომ დაგვყარა ჭაჭა ნაჭამი ინდაურებივით? ლუკამ იოს შეხედა, რომელსაც ნაბეღლავის ბოთლი შუბლზე მიედო..
-მე რას მეკითხები ამას კითხრე რა ჯანდაბა ჩამოიტანა კახეთიდან? იომ გეგას გახედა ..
-ჩემი რა ბრალია ტო? ნაღდი კახური ღვინო იყო.. დივანზე ჩამოჯდა გეგა და სალომეს გახედა..
-ნიდუ ნაბეღლავი მომაწუდე რა.. სახე დამანჭულმა ნიკამ ცოლს მიმართა.. გოგონამაც შეასრულა ქმრის ბრძანება და ბოთლი გაუწოდა..
-თქვენ დღეს მოდიხართ თუ დარჩებით კიდევ რამდენიმე დღით? ომიკომ ცოლ-ქმარს გახედა.
-არა უნივერსიტეტს ვერ გავაცდეთ, ამიტომ ჩვენც თქვენთან ერთად წამოვალთ.. გაღიმებულმა ნიდამ შეხედა მაზლს..
- საღამოს გავიდეთ ერთად. თავის დაქნევით დათანხმდა ნიკა და ნიდას მიუტრიალდა.. თხლად გაცვია და გაცივდები მასე..
-ნიკა ცხელა.
-ეგ ეხლა გცხელა თორემ საერთოდ არაა სიცხე.. მიდი გამოიცვალე და თბილად ჩაიცვი.. წარბ შეკრულმა გადახედა დვალს და ბუზღუნით წავიდა ოთახისკენ.
- გოგოებმა მიდით რა მაგიდა გაშალეთ, რამე რო ვჭამოთ.. ლუკამ გოგოებს მიმართა.
-ბიჭო შენ სულ როგორ გშია? დაჩიმ ძმაკაცს გახედა
-მოიცა რა .. ხელი აიქნია ლუკიტომ ..
გოგოები სამზარეულოში გავიდნენ სუფრის გასაწყობად.. ნიდაც შეუერთდა მათ და ერთად გაშალეს მაგიდა.. საუზმობის შემდეგ სახლიც მოაწესრიგეს და დაღლილები ჩაესვენნენ სკამებში.
-ნიდუ ჩემი თეთრი სარუჭკა გუშინ , რომ მეცვა სად დევს? ოთახოდან გასძახა ნიკამ მეუღლეს.
-გიკოს აცვია..
-რა პონტში გაცვია ბიჭო ჩემი სარუჭკა? წარბშეკრული გამოვარდა ოთახიდან და გიკოს წინ აესვეტა..
-ღვინო დამექცა ჩემს სარუჭკაზე და ჩავიცვი შენი.. უდარდელად თქვა და ბიჭს გაეკრიჭა
-მერე რაღა ჩემი აიღე, აი აგეღო გუროსი. .
-გუროს ეცვა და რანაირად ამეწაპნა ? ინტერესით მიაშტერდა..
-აუუუ ეს ვინა ტო.. ამოიღრინა დვალმა.. რა ჩავიცვა ეხლა მე?
-გეცვას ეგ შავი მაიკა რას ერჩი ? ხო უხდება ნიიდ? თვალები დაახამხამა გიკომ
-კი კაია.. დაეთანხმა ბიჭს... ნიკამ ბოროტული მზერა ტყორცნა „სარუჭკის ქურდს“ და ოთახში შევიდა..
საღამოს ყველა თბილისისკენ გამოემართა, 10 საათისთვის ჩამოვიდნენ კიდეც.
-ნიდა ჭკვიანად იყავი და წესიერად მოიქეცი.. მანქანიდან გადასულ დას დააწია სიტყვა იომ..
-გავიგე .. გაბრაზებულმა შეხედა ძმას და ეზოში შევიდა. კარები ნათიამ გაუღო წყვილს..
-მოიცადეთ არ შემოხვიდეთ . იკივლა ქალმა და ცოლ-ქმარი კარებში შეაჩერა.
-დედა რა ხდება? დაბნეულმა ნიკამ ნათიას გახედა
-იდექით მანდ არ შემოხვიდეთ. სწრაფად შევიდა სახლში და თეფშით ხელში გამოვიდა.
-რა არის დედა ეს?
-ფეხი დაარტყით, ასეთი ტრადიციაა.. ბძანება გასცა ქალმა . ნიდამ ნიკას შეხედა. დვალმა მხრები აიჩეჩა და ფეხი ჩაარტყა წინ დადებულ ფაიფურის თეფშს, რომელიც ნაწილებად დაიფშხვნა..
-ბევრ ინდურ სერიალს უყურებ ნათი.. ჩაიფხუკუნა ნიკამ.. ცოლს ხელი მოხვია და სახლში შეიყვანა. ბატონი თენგო დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..
-ოხ მოსულა ახალდაქორწინებული წყვილიც.. რა გეჩქარებოდათ კაცო ჩამოსვლა? მხიარულად გახედა კაცმა შვილსა და რძალს
-რა ვიცი მამა ცოლმა დასვენება გვეყოსო და... ნიკამ გოგოს ლოყაზე აკოცა..
-ომიკო სადრაა?
-მცხეთაში წავიდა თავისთან. ოთახში შევალთ რა ჩვენ დავიღალეთ.
-მოიცა ჯერ .. თენგომ ტელევიზორს ხმა გამოურთო და ნათიას დაუძახა.. ქალიც მალევე შევიდა მისაღებში და ქმრის გვერდით დაიკავა ადგილი. -თქვენ რაც იცანცარეთ არ ვიცი მარა მე ასე ვერ დავტოვებ ამ ამბავს, ხვალ საღამოს შევიკრიბებით და ნორმალურად ავღნიშნავთ თქვენს დაოჯახებას.
-კაი თენგო მასე ვქნათ..ნიდას ხელი მოკიდა და ოთახისკენ წავიდა..
-ბიჭო მოდი აქ... თენგომ შვილს დაუძახა. ნიკა ნაწამები სახით მობრუნდა .. -ახალ დაქორწინებულები ხართ და ალბათ ერთად ცხოვრებაც გინდათ, ამიტომ ზაზამ და მე სესხი გამოვიტანეთ ბანკიდან და ბინა გიყიდეთ .. ეს იქნება თქვენი საჩუქარი მშობლებისგან. თბილად გაუღიმა კაცმა პირდაღებულ წყვილს..
-თენგო ღადაობ ? გაოცებულმა ნიკამ წინ მსხდომებს შეხედა.
-წესიერად ილაპარაკე ბიჭო და მოეშვი ჟარგონებს.. გაბრაზდა თენგო.. მასე ჯობია თქვენთვის, დედაშენი ისეთია გააქცევს მაგ ბავშვს ორ დრეში .. ჩაიცინა კაცმა.. ნათიამ გაბრაზებულმა გახედა მეურლეს და ცხვირი აიბზუა..
-აუ აუ რა მაგრად მიყვარხართ თქვენ ხო არ იცით . ნიკოლოზი ჯერ მამამისს და მერე დედამისს გადაეხვია. ნიდა უხერხულად იყო და უბრალოდ იღიმოდა..
-ჯიგრები ხართ რა.. სიცილით თქვა და გამხიარულებული მოეხვია ნიდას.
-ბიძაშნმა ამოვიდეს ჩვენთან რძალი მაინც გვანახოსო.. თენგომ ძმის ნათქვამი გადასცა შვილს.
-ხვალ გაიცნობს რესტორანში.. დაღლილები ვართ და გვეძინება, არ მაქვს ეხლა ბოდიალის თავი.. ამოიფრუტუნა და გაღიმებული შევიდა ოთახში ცოლთან ერთად.
დილით ნიდას მობილურმა გააღვიძა მძინარე წყვილი.
-ნიკა აიღე რა ტელეფონი შენსკენ დევს.. ამოიბურდღუნა გოგომ, ისე რომ თვალი არ გაუხელია..
-გისმენთ..
-შენ რა გინდა ნიდას მობილურთან? იოს ხმა მოესმა ნიკოლოზს
-შენ მგონი დაგავიწყდა მე და ნიდა ცოლ-ქმარი, რომ ვართ.. გაიღიმა ბიჭმა და თვალებდახუჭულ გოგოს ცხვირზე აკოცა..
-დავიწყებული, რომ არ მაქვს მაგიტომ ვრეკავ. სადაა ნიდა?
-ძინავს.. ესე უნდა გვირეკო და გვამოწმო ყოველ დღე? მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები.
-ჭკვიანად იყავი ცხვირ-პირი არ მიგენაყოს.. ჩაიღრინა იომ.
-შენ სიდედრის როლში ხარ ხო? ჩაიცინა ნიკოლოზმა და სიგარეტს დასწვდა, რომელიც ტუმბოზე იდო..
-დაყენდი რა.. გაბრაზდა იოანე.. დაჩისთან ვართ ეხლა და ამოდით თქვენც.
-არ გვცალია ..
-რატო ე? დაინტერესებულმა კითხა
-დღეს რესტორანში ხო მივდივართ? ხოდა მე და ნიდამ ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ.
-რა ტანსაცმელი ბიჭო? ადექი და ჩაიცვი რაც გეცვა გუშინ ის..
-სარუჭკა არ მაქვს ტო გიკომ ამახია... ამოიბუზღუნა დვალმა... დღეს გელოდებით რესტორანში, მოგწერთ მისამართს სადაც უნდა მოხვიდეთ და საღამოს 7საათზე იქ იყავით..
-კაი ..
ტელეფონი გათიშა ..
-ნიკა ჩააქრე ეგ დასაწვავი სიგარეტი.. გაბრაზებულმა შეუღრინა მეუღლეს..
-დასაწვავი რომაა იმიტომაც ვწვავ.. გაიცინა ბიჭმა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო..
-მოწევა კლავს.
-რა სისულელეა... ნიკა ნიდასკენ მიიწია და ყელში აკოცა..- პირველი საათია უკვე.. მიდი გაემზადე და გავიდეთ..
-სად მივდივართ?
-ტანსაცმლის საყიდლად.. წარბები აათამაშა დვალმა..
-მეზარება..
-მერე მოიხსენი ეგ ზარები და წამოდი.. გაუცინა გამხიარულებულს.
-ხო კაი წავიდეთ .. გაიცინა ნიდამ და ლოგინიდან წამოდგა.
ნიკამ იმდენი აბოდიალა ნიდა, რომ გოგოს ყველაფრის სურვილი გაუქრა..
-ნიკა იყიდე ეგ ცისფერი სარუჭკა კაია..
-აი ნახე ვაფშე არ უხედა ამ შარვალს.
-ეხლა გცემ....ნერვები აეშალა ქმრის აუტანელ საქციელზე..
-მართლა არ უხდება ტო.. სარუჭკა მიიდო და სარკეში ჩაიხედა..
-უხდება უბრალოდ შენ ვერ ხარ კარგად..
-არ მომწონს.. სახე დამანჭა და სხვა სექციისკენ გაემართა..
- ნახე ეს რა კაია.. ცხვირ წინ აუფრიალა ბიჭს თეთრი მაიკა შავი წარწერით "მსოფლიოში შენ მიყვარხარ მხოლოდ".. ნიკას გაეღიმა..
-მშვენიერია მაგას უეჭველი ვყიდულობთ. მოიცა და მასეთი ჩემი ზომა არაა?
-კი .. ოღონდ შავია..
-იყოს შავი.. მთავარია ეგ ფრაზა იკვეთებოდეს. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თეთრი მაისური ხელიდან გამოსტაცა ცოლს..
:)
-დავაგვიანეთ. ნიდამ გაბრაზებულმა გახედა ქმარს და რესტორანში შევიდა.. ყველას მიესალმნენ და ასე გაღიმებულები დაჯდნენ სუფრასთან. ნიკოლოზმა ცოლს ბიძამისიც გააცნო, ბევრი იცეკვეს და იმხიარულეს, მაგრამ ნიდას მანც არ მოსდიოდა თვალში შავგვრემანი გოგო რომელიც თვალს არ აცილებდა დვალს და ამრეზით უყურებდა ნიდას..
-ნიკა..
-ჰო
-ის გოგო ვინაა? მათ წინ მჯდომ გოგოზე მიანიშნა ..
-არავინ. აღელვებულმა ნიკამ ღვინის ჭიქა მოიყუდა.
-რა არავინ ნიკა, თვალებით გჭამს .. გაბრაზებულმა გახედა დვალს..
-მერე მე რა ვქნა ?
-შენ არაფერი მარა ცოტახანში მე დავთხრი თვალებს.
-ტყუილად იშლი ნერვებს. ცოლს ლოყაზე აკოცა...არ მიაქციო ყურადღება მაგას, მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და ვსო..
-ნიდ წამო რა ვიცეკვოთ... გიკომ ნიდას დაავლო ხელი და საცეკვაო სცენისკენ წაიყვანა..გაღიმებული ნიკა ცოლს უყურებდა და ბედნიერებით ივსებოდა..
-გილოცავ ნიკოლოზ დაქორწინებას.. იდილია მის წინ მჯდომმა გოგონამ დაურღვია..
-მადლობა ნანკა.. ნაგლურად გახედა გოგოს.. დიალოგის გასაწყვეტად ფეხზე წამოდგა და მოცეკვავე წყვილისკენ წავიდა...
-ჩემი ცოლი ჩემთან.. გიკომ გაიღიმა და ნიკას ნიდა ‘გადაულოცა“ ..
-არ მომწონს ის გოგო.. წარბაწეულმა გახედა მათზე მიშტერებულს..
-დედაჩემის დაქალის შვილია.. ამრეზით გადახედა ნანკას .
-უყვარხარ..
- კაი რა ნიდ..
-რა კაი ნიკა.. მართლა უყვარხარ..
-სიყვარული რა არის ის არ იცის და რომელ უყვარხარზე მელაპარაკები?
-ნიკოლოზ წავიდეთ რა აქედან.
-ნანკას გამო ?
-არა . უბრალოდ აღარ მინდა აქ ყოფნა და ამდენი მთვრალის ყურება.
-რას ერჩი მთვრალს? ნახე ლუკიტო რა საყვარლად ბარბაცებს.. ჩაიცინა ნიკამ
-შენც საყვარლად ბარბაცებ ხოლმე.. ყელში აკოცა მეუღლეს და ეშმაკურად გაიღიმა. დვალმა ხელი ჩაავლო ნიდას და გასასვლელისკენ წავიდა..
-გვრიტებო სად მიიპარებით? გეგა გადაუდგა წინ
-ნეტა ვიცოდე შენი რა საქმეა.. შეუღრინა დვალმა
-ფუ უჟმური..
-წავედით ჩვენ და შენ მიხედე სტუმრებს ჩემს მაგიერ..
-ხვალ კახეთში მივდივართ ბიჭები და შენ წამოხვალ?
-სამსახურში გავდივარ ხვალ და თან ეს უნივერსიტეტიც .. კაროჩე რა.. სახე დამანჭა ნიკამ
-კაი არაუშავს .. წადით ეხლა სანამ იო მოსულა და დაუწყია სიდედრ დედამთილობა.. გაიცინა გეგამ.
ნიკოლოზმა მომცინარ ცოლს ხელი წელზე მოხვია და ასე გამოიყვანა რესტორნიდან. ტაქსი გააჩერეს .. ნიკამ მძღოლს მისამართი უკარნახა და ავტომობილიც დაიძრა..
-ნიკა
-ხო ნიდ
-მიყვარხარ. ლოყაზე აკოცა ბიჭს და თავი მხარზე ჩამოადო..
-ჩემი ცხოვრება ხარ.. გაიღიმა ნიკამ და გოგოს თავზე აკოცა..
მანქანა მცხეთაში ომიკოს სახლის წინ გაჩერდა.. დვალმა მძღოლს ფული გაუწოდა.. მძინარე ნიდა ხელში აიყვანა და ფრთხილად გადაიყვანა ავტომობილიდან .. წვალებით გააღო სახლის კარები და შიგნით შეიყვანა საყვარელი ქალი.. დივანზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.. ღიმილით უყურებდა მძინარე ნიდას და ვერ იჯერებდა ნიდა თუ მისი ცოლი იყო. დითხანს აკვირდებოდა გოგონას და ნაზად ეფერებოდა თმებზე..მერე თვალები დახუწა და მორფეოზის სამყაროში გადაეშვა..
-ნიდუ... დილით გაღვიძებულმა ნიკამ ცოლის გამოფხიზლება სცადა..
-ნიდ გაიღვიძე რა. სახე დაუკოცნა გოგონას..
-მეძინება.. ამოიფრუტუნა და გვერდი იცვალა.
-სამსახურში დამაგვიანდება სიცოცხლე სახლში გავიდეთ და იქ გააგძელე ძილი.. ყელში აკოცა ნიდას.
-დღეს მიდიხარ? მოწყენილმა შეხედა ქმარს და თვალებზე ხელი გადაისვა..
-კი დავეთხოვებოდი მარა გამოცდებისთვის მირჩევნია შვებულების აღება თან დასასვენებლადაც წავალთ მერე..
-მე რა გავაკეთო უშენოდ სახლში?
-ნათიასთან ერთად მოამზადე რაღაცეები.. ლოყაზე აკოცა და გაუცინა
ერთმა თვემ სრული სისწრაფით განვლო..
ბიჭები ძირითადად კახეთში იყვნენ და თავიანთ ბოსტნეულს, რომელიც სათბურში მოიყვანეს უვლიდნენ.. გაყიდვასაც გეგმავდნენ და ბიზნესის განვითარებისკენ მიისწრაფოდნენ..
ლუკიტო და ლიკუნა ერთად იყვნენ..
იკა და ანი ბავშვს ელოდებოდნენ, ნუ ეს ფაქტი დიდ ზარ ზეიმს , რომ გამოიწვევდა სასტავში აღსანიშნი არც არის. ერთ დღეს იკა სახლში დაღლილი მივიდა და დაძინებას აპირებდა, ანის კატეგორიული „წადი ნაყინი მიყიდე რომ გაიგო“ .. ბიჭი ლამის ჭკუიდან გადავიდა, რა თქმა უნდა არსად წამსვლელი არ იყო, ამიტომ საწოლზე დაეხეთქა და საწყალი თვალებით ახედა გოგოს , იმ იმედით, რომ შეეეცოდებოდა დაღლილი მეუღლე და ნაყინის საყიდლად არ გააგდებდა. მარა ცოლის მიერ ნათქვამმა „ნაყინი გვნდა“ ყველაფერი შეცვალა და სიხარულით გავარდა საყიდლად..
ნიდა და ნიკა მთელი დღე სამსახურში იყვნენ, საღამოს მიდიოდნენ უნიში და ლექციებს ესწრებოდნენ.. ახალ სახლში გადასვლაც მოასწრეს ამ დროის მანძილზე და ახლა მარტო ცხოვრობდნენ სრული სიმშვიდით..
-ნიკა დამეხმარე რა.. ოთახში შესულ ქმარს შეხედა.
-რა გინდა აბა.?. ღიმილით გახედა მეუღლეს, მოტოს გასაღები ლოგინზე მიაგდო და სკამზე ჩამოჯდა..
-პროექტი მაქვს გასაკეთებელი მენეჯმენტში ინოვაციური პროცესების დაგეგმვა..
-როდისთვის უნდა ჩააბარო?
-ზეგ.
-კაი მაშინ ეხლა გავაკეთოთ ერთად.. ლოყაზე აკოცა გოგოს და ლეპტოპი თავისკენ მიწია..
-მოვჩით..ღმად ამოისუნთქა ნიკამ და ცოლს ყელში აკოცა .
-გამოცდები გვეწყება იქით კვირას.
-ვიცი ხო.. დაიჭყანა ნიკა.. ერთად ვიმეცადინოთ მერე და დავხუროთ ეს დედა აფეთქებული სემესტრიც. გაუღიმა საყვარელ ქალს..
-ნათიამ დარეკა დღეს..
-რაო? ინტერესით შეხედა ცოლს
-თენგომ ხვალ თუ ეცლება სოფელში გამომყვესო.
-ვმუშაობ ხვალ.. ომიკოს ვეტყვი და გაყვეს ის, თან გაიყოლოს გიკო და გუროც და გაერთობიან.. ტუჩის კუთხე ჩატეხა, ნიდა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა..
-ისე დღეს იმ გეგასთან ერთად რა გინდოდა? თვალებში გაბრაზება გამოესახა ნიკას.
- შემხვდა და უბრალოდ მომესალმა..
-უბრალოდ მოგესალმა და თან ხელზე გეამბორა? გაღიზიანდა იმ მომენტის გახსენებისას
-შენც შეამჩნიე ხო მისი ჯენტმენობა? გაღიმებულმა ნიდამ ქმარს გადახედა, რომელიც საწოლზე წამოჯდა და გოგოს განრისხებული თვალები გაუშტერა.
-ის ლიფტი მანდამანც მაშინ არ გაიღო თორემ ვანახებდი მაგას ჯენტმენობას..
-რას ერჩი ნიკოლოზ? ძალიან სიმპატიური ბიჭია..ეშმაკურად გადახედა ბიჭს..
-ხოო? წარბები აწია ნიკამ.. - ნანკაც ძალიან ლამაზია.. ნიდას ბოროტული ღიმილი სახეზე შეაშრა.. ახლა დვალმა აიკრა დამპლური ღიმილი და ბოროტული გამოხედვა სახეზე..
-გეგა ძალიან ჭკვიანია.
-ნანკაც არ ჩამორჩება.
- გეგამ მაკოცა.. რაღაც უაზრობა დაბეთქვა გაბრაზებულ გულზე..
-ნანკამაც მაკო.. მოიცა რა თქვი? იღრიალა ნიკოლოზმა და საწოლიდან წამოხტა.. ნიდას გაეცინა, ნიკას მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა..
-ხამდახამ მგონია, რომ მართლა ცხოვრებაზე მეტად გიყვარვარ.. გაღიმებულმა ახედა ნიკოლოზს.
-ხანდახან არა.. მუდამ გჯეროდეს მაგის.. თავზე აკოცა ბედნიერს. - მეორედ, რომ გაგეკაროს ის გეგა, შენ თავს ვფიცავარ მაგრად ვცემ..
-ნუ ამბობ უაზრობას ნიკა რა.. ადამიანი მომესალმა რა არი აქ ცუდი?
-შეგეხო.. აი ეს არის ცუდი.. წესივრად მოიქცეს თუ სიცოცხლე უნდა და მოეშვას უაზრო ჯენტმენობას..
-ნუ მაბრაზებ ..
-ნურც შენ.. გოგონას მიუახლოვდა და ბაგეებზე ეამბორა.
შემდეგი ერთი კვირა გამოცდების ჩაბარებასა და მეცადინეობას დაუთმეს.. წარმატებითაც დაასრულეს და ეს სემესტრიც დახურეს.. უნივერსიტეტისგან სამი თვე ისვენებდნენ.. ნიდა სამსახურიდან გაენთავისუფლა ვატოს, ნიკოლოზიც შვებულებას აიღებდა მალე და წავიდოდნენ დასასვენებლად..
-ნიდ ჩემი სპორტული, ნაცრისფერი შარვალი სად დევს? ოთახიდან გამოვიდა და სამზარეულოსკენ გაემართა სადაც ცოლი ეგულებოდა..
-გარდიროში იქნება. გოგონამ ქმარს გახედა და მწვანილის დაჭრა განაგძო.. -სადმე მიდიხარ?
- ხო.. უკნიდენ ჩაეხუტა ნიდას და კისერში აკოცა..-ლუკიტომ დამირეკა ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ ბიჭები და წამოო, თან დააყოლა ნამდვილ ფეხბურთს უნდა გაზიაროთო.. გაიცინა დვალმა.
-ტყუილა ვაკეთებ ამას? მწვანილს დახედა ..
-რატო ტყუილად? .. რომ მოვალ შევჭამ მერე.. გაიღიმა ნიკოლოზმა.. წამო რა მომიძებნე ჩემი სპორტულები.
- მე შენ გამაგიჟებ.. თვალები გადაატრიალა და ოთახისკენ გაემართა..
-მე უკვე გამაგიჟე და ვარ გაგიჟებული შენზე.. გაიცინა და ცოლს უკან მიყვა..
ბიჭები კორპუსის წინ ელოდებოდნენ დვალს..
-სად ჯანდაბაშია ესეც კიდე ვით ვერ ჩამოგორდა? მოუთმენელმა ლუკამ ამოიღრინა
-მართლა რაჭველია რა.. აჰყვა გეგაც..
-აჰა მოდის.. ხელი სადარბაზოსკენ გაიშვირა დაჩიმ.
-სდაროა სასტავს.. გაიკრიჭა ნიკოლოზი და სათვალე ცხვირზე დაისკუპა
-ეს „სდაროვა სასტავს“ ნიდამ გასწავლა? ჩაიცინა იომ
-ჩემი ცოლის სკოლაა..
-ჩაჯექი მანქანაში ბევს ნუ ბლატაობ.. საჭესთა მჯდომმა ილიამ ნიკოლოზს გახედა..
ნიკას გუნდში იყვნენ იო, დაჩი, ილო და გეგა..
ლუკას გუნდში კი აგა, ნოე, იკა და ნიკას კურსელი სერგო.
ფეხბურთის თამაშიც ამას ერქვა...
ნიკოლოზმა ორი გოლი გაიტანა რითაც თავისი გუნდი დაწინაურდა. მაგრამ ბოლოს აქტიურად მორბენალმა ლუკამ და აგამ იმდენი ქნეს ანგარიში შეცვალეს და მოიგეს კიდეც.. 3:2 დასრულდა ლუკიტოს გუნდის სასარგებლოდ..
-ჰა არ განახეთ კლასი? მინდორზე გაწვა დაღლილი ლუკა..
-მოკეტე რა.. შეუღრინა იომ და წყლის ბოთლს დასწვდა..
კორპუსის წინ გაუჩერეს დვალს მანქანა..
-ამოდით ბარემ აქ ხართ.. შესთავაზა ნიკამ დაღლილებს
-არა წავალთ ეხლა და ხვალ ამოგივლით .. იომ ნიკას გახედა ეშმაკურად -ნიდას უთხარი პირველ სათამაშოს მე ვყიდულობო.. გაიღიმა იოანემ და დაბნეულ ნიკოლოზს ბედნიერი თვალებით შეხედა..
-რა სათამაშო? წარბები შეკრა დვალმა და თვალი მოავლო მომღიმარ სასტავს..
-გეტყვის თითონ.. თვალი ჩაუკრა ლუკამ დაბნეულს.
-ვერაფერი ვერ გავიგე.. ხელი ჩაიქნია ნიკამ და სადარბაზოში შევიდა..
სახლის კარები გაღიმებულმა ნიდამ გაუღო. ბჭმა ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ოთახისკენ.. გოგონაც გაყვა..
-ნიკა რაღაც უნდა გითხრა..
-წყალს გადავივლებ და რომ გამოვალ მერე მითხარი კაი?
-ხო კაი.. მოწყენილი გავიდა სამზარეულოში..
-ნიდუუუუ.. მაიკის ბრუნებით დაკავებულმა ნიკოლოზმა გასძახა მეუღლეს და მისაღებში გააბოტა..
-ჰო.. ოთახში შევიდა გოგონაც
-რა გინდოდა აბა? ინტერესით შეხედა ცოლს და მაიკა გადაიცვა..
-ერთი... ორი.. და სამი ნიკა ორსულადა ვააააარ... გაიკრიჭა ნიდა და ხელები გაშალა იმის მოლოდინში, რომ მისი ქმარი მასთან მივიდოდა ჩაეხუტებოდა და დააბზრიალებდა მარა..........
-რას მელაპარაკები? გაიცინა დვალმა და დივანზე ჩაესვენა...-აუ ნიდ მიდი რა წყალი მომიტანე.. თხოვნით შეხედა ცოლს..
-ნიკა ორსულად ვარ... დასერიოზულებულმა შეხედა ბიჭს..
-ვიხუმრეთ.. გავიცინეთ.. გავატარეთ.. გვეყო.. წადი ეხლა წყალი მომიტანე..
-მართლა ორსულად ვარ.. ამოისლუკუნა ნიდამ და თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა..
-ჰა? ნიკამ თავი სწრაფად წამოწია დივნიდან.. -პატარა გვეყოლება? დაბნეული მივიდა ცოლთან.
-ჰო.. სლუკუნით ამოთქვა.
-ანუ მე და შენ... ანუ.. აბლუყუნდა ნიკა.. -მამა ვიქნები? თვალები გოგონას აცრემლიანებულ თვალებს გაუსწორა..
-ასე გამოდის.. მხრები აიჩეჩა ნიდამ.. ნიკოლოზმა გაიცინა ცოლი გულში ჩაიკრა და ტუჩები საფეთქელზე მიაკრო.
-მიყვარხართ. ჩუმად ჩაიჩურჩულა და თვალები სწრაფად დახუჭა ბედნიერების ცრემლი, რომ არ ჩამოვარდნილიყო მის ლოყაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent