შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 30


8-04-2017, 12:05
ავტორი Lex
ნანახია 1 300

30.
- თავს, რომ იკლავენ?.. ისინი რა, არ აღვიძებენ?
მიმი სიხარულისგან ცმუკავდა, მოსაუბრე გამოუჩნდა, ის სულიერი სიმარტოვე აღარ ემუქრებოდა. ვინ იცის, იქნებ ახლოსაც გაეცნო და მის ცნობისმოყვარეობასაც მოეღებოდა ბოლო.
- იმათი დრო უკვე იყო მოსული... როცა ამ ქვეყნად არავინ და აღარაფერი რჩებათ, მათი დრო უკვე მოსულია...
- გინდა დამაჯერო, რომ ისინი, ვინც თავს იკლავს, მათ ახლობლები და ოჯახის წევრებიც არავინ ჰყავდათ? და ყველა მარტოხელა იყო? რა სისულელეა...
- მარტოხელა არა! მარტო სული... როცა ცხოვრება გვერდით ჩაგივლის, მხოლოდ ემოციებიღა შემორჩება გონებას...
მიმიმ ვერაფერი უპასუხა, ხმაც დადუმდა...
ცოტა ხანში შესძახა, სად ხარო, მაგრამ კედლიდან ჩქამიც არ ისმოდა...
ის იყო წასვლა დააპირა, რომ კედლიდან ხმა გაისმა:
- ისე რას დადიხარ აქ? ვის დაეძებ?
- ან ვის დაეკარგე, არა?
მიმიმ ცინიკურად ჩაიცინა, და განაგრძო:
- არ გინდა გამოხვიდე დამენახვო?
- საშინლად გამოვიყურები, ახლახანს გამეღვიძა...
- ჩემზე ცუდ ფორმაში ნამდვილად არ იქნები.
მიმიმ ტანზე დაიხედა და სიცილი აუვარდა:
- ისე, შენ რომ არ ყოფილიყავი, დავიღუპებოდი იქ... ვერც მომაგნებდნენ ალბათ... მადლობა მინდა გადაგიხადო...
მოსაუბრემ არაფერი უპასუხა.
დუმილი კარგა ხანს გაიწელა...
- აქ ხარ?
მიმიმ ვეღარ მოითმინა.. უკვე სახლში წასვლაც მოუნდა, მაგრამ ვერც იქაურობას ტოვებდა.
- ცოტა ჩავთვლიმე... წუხელ მთელი ღამის ნათევ-ნამუშევარმა... კედლებს შორის შენი სასოწარკვეთილი სიმღერა გავიგე... და არც ახლა მაცლი მოსვენებას.
ბოლო წინადადება უკვე სიცილით დაასრულა.. და ისევ დადუმდა...
დუმილი ისევ ისე მოსაწყენი გახდა, მიმიმ კვლავ წასვლა დააპირა:
- ისევ სჯობს წავიდე... აქაც კი ზედმეტი ვარ... წავედი.. სახლში?.. თუ ღამის გასათევში?...
კედლიდან პასუხი მოესმა:
- სახლი იქ არის სადაც გული მიგიწევს... თუნდაც ღამის გასათევი ერქვას...
და ისევ დუმილი...
მიმი კვლავ შეჩერდა, ცრემლმორეული კიბეზე ჩამოჯდა...
საკუთარი თავი შეეცოდა... უმწეობა იგრძნო...
ამდენ მეგობრებში მაინც მარტო სული აღმოჩნდა...
- სიყვარულით, სიხარულით შემოხვეული და ნაფერები ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ სრულიად მარტო ხარ... შენს ირგვლივ უამრავი ხალხია და შენ კი მარტო ხარ მარტო... სრულიად მარტო...
მიმის ატირებული ხმა საბრალოდ ისმოდა.
- და იცი რატომ ხარ მარტო?.. აღარ იყავი საჭირო და ძველი ჩვარივით მოგიშორეს... - მოსაუბრე მიყუჩდა და მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა: - ჰმ, ნაგავზე მოსროლილი ბავშვი...
მიმი მიხვდა, კაცმა მიმის მოთქმას თავისი ისტორია შეურია... რაღაცით კი წააგავდა მის დღევანდელ სიტუაციას, მაგრამ... ალბათ შედარებაც კი არ შეიძლებოდა და ცოტა გამხნევება სცადა:
- რაც იყო ის უკვე წარსულს ჩაბარდა, დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო და ყველაფერი კარგად იქნება.
მიმი ოპტიმისტურ დარიგებას მისი თანამოსაუბრის სიცილი მოჰყვა:
- ჰაჰა, ყველაფერი კარგად იქნება! - ეს ის სიტყვებია, რითაც ახლობლები ადვილად გიშორებენ თავიდან... მოვალეობა ხომ მოიხადეს, თბილი სიტყვები არ დაიშურეს... მეტი რაღა გინდა?..
ისევ დადუმდა, მიმიც ხმას ვერ იღებდა, რაღაც ყელში ჰქონდა ბურთივით გაჩხერილი, თითქოს უნდოდა ეყვირა, ეტირა ხმამაღლა... იყო რაღაც სინანულის გრძნობა, რაღაცის დაკარგვისა და თითქოს რაღაც გაურკვეველი ახლის შეცნობის..
მერე ისევ ხმამ დაარღვია დუმილი:
- მხოლოდ ზღაპრებში მთავრდება ყველაფერი კარგად... ჭირი იქა... ლხინი აქა... ჰმ, აბა რომელი ლხინი?.. ყოველთვის რაღაცას ვიღაც მაინც ეწირება... ერთმა, რომ გაიმარჯვოს მეორე უნდა დამარცხდეს...
- ეს თავისთავად მასეა, აბა ისე როგორ გამოვლინდება გამარჯვებული…
- რა ფასი აქვს მაშინ მასეთ გამარჯვებს თუ სხვას დააზიანებ, გაწირავ და გაანადგურებ...
- არ გინდა მომიყვე ვინ ხარ?
- რა? რა გინდა რომ გაიგო?
- მე მაინც არ ვიცი ვინ ხარ, აი შენ კი მიცნობ, ამიტომ უფრო შეგიძლია მენდო და მომიყვე... მომიყევი ის რაც გაწუხებს
- მერე შენ რა?
- არაფერი, უბრალოდ... ვიღაც უცხოსთვის მაინც ხომ გამოვდგები მოსასმენად... გამიხარდება...
- ჰმ... ასეთი რა გაწყენინეს, რომ ჩემი მოსმენა გაგახარებს..
- რა ვიცი... ყველას თავის საქმე აქვს, თავის ცხოვრება აქვს... ჩემი ადგილი კი არსად მოიძებნა... ასე არასდროს ვყოფილვარ...
- ესე იგი შენთვის ვერ მოიცალეს? ვერ გაერთე ისე, როგორც საჭიროა, ყურადღების ცენტრიდან მოშორებით მოგისროლეს არა... ჰა ჰა... და ეს არის შენი დარდი?.. იმაზე თუ დაფიქრებულხარ, რომ ყველას მართლაც თავისი პირადი ცხოვრება აქვს?.. ზოგს იქნებ დასვენება უნდა, ზოგიც მართლა დაკავებულია, მუშაობს და გასართობად არ სცალია, შენ კი დროს ტარება გინდა და ამან დაგაღონა... გამრთობი ვერ ნახე...
ხმა მიყუჩდა.
მიმის საშინლად შერცხვა, უცნობი მართალი იყო... მხატვარს თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდა, თავად შეეჭრა და დაუმეგობრდა, თუ მეგობრად სთვლიდა აბა მაშინ რა ადარდებდა და აწუხებდა?.. ფიფო? ფიფოს ისეთი რთული სამუშაო აქვს, ხშირად კაბინეტში ღამეებსაც კი ათევს... მიმი კი უსინდოსოდ ბუზღუნებს და იბუტება...
- აქ ხარ?.. - გამოეხმაურა კედლიდან - ჩაგაფიქრა ჩემმა სიტყვებმა... ხომ ხედავ არც იმდენად უმწეო ხარ...
მიმის გაეღიმა... ხმა კი აგრძელებდა:
- ჯერ უნდა შეეცადო, რომ მას გაუგო და შემდგომ თავად იქნები გაგებული, ის აქეთ გაგიგებს შენი ყველა მცდელობის გარეშეც... - მერე უფრო ნაღვლიანად დასძინა: თუმცა დღეს სულ სხვა დრო მოვიდა... რამდენიც არ უნდა გაუგო, ყოველთვის ის არის გამარჯვებული ვინც მეტს იმოქმედებს და ძალად შეაჩრის თვალებში თავის ვითომდა „თანადგომას, ერთგულებას და სითბოს“... ამით ის თავის პირად ცხოვრებას იწყობს, განა შენი გულისთვის აკეთებს ამას, თან გიმტკიცებს შენთვის ვზრუნავდიო და შენც ბრიყვივით გჯერა... მერე ხვდები ამ ფარსს, მაგრამ მაინც ჩუმად ხარ და ისევ გჯერა... უბრალოდ გინდა, რომ გჯეროდეს... სულელივით გინდა, რომ გჯეროდეს... და მაშინ უფრო მეტად ბრიყვზე ბრიყვი გამოდიხარ და შენც ნებდები, ვერაფერს აკეთებ... ფიქრობ, რომ მერე... მერეო... მერე გამოვასწორებო და ასე თანდათან ყველა გზა გეჭრება... მერე კი გვიანდება და შენც გვიან ხვდები, რომ წლები გასულა და იდიოტი ხარ...
უცნობი ისევ თითქოს თავს დარდს ჰყვებოდა, მიმი შერცხვენილი უსმენდა. ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა:
- მართლაც რა უსინდისო ვყოფილვარ, სულ ტყუილად მომდის გული... ხალხს კი რამდენი დარდი აქვს, რამდენი რამის ატანა უწევს, მე კი სისულელეებზე ვიშლი ნერვებს.
- აუტანლობის ატანაზე მძიმე არაფერია...
ხმა საშინლად სევდიანი იყო.
მიმის გული მოეწურა ვერაფერი უპასუხა.
ხმამ ცოტა ხნით ისევ იყუჩა მერე კი ისევ გამოსძახა მიმის:
- სახლშიც არავინ გყავს?
- კი როგორ არა, დედა მყავს... საკმაოდ მოსიყვარულე და უზომოდ მზრუნეველი.
- ჰოდა წადი და ჩაეხუტე დედას! რას დადიხარ აქ რას ეძებ?!
ხმა საშინლად მკაცრი იყო.
მიმიმ ყურები ჩამოყარა... კიბეს მდუმარედ ჩაუყვა... ტელეფონიდან ნომრის ბარათი ამოაძრო და სადღაც კიბის ნანგრევებში გადაუძახა...
ამ უცნობმაც კი გამოაპანღურა და მართალიც იყო რას დაეძებდა?
რა უნდოდა აქ?..

LEX·2016 წლის 11 ივლისი, ორშაბათი.

მცირე ანოტაცია მკითხველთათვისაც და არამკითხველთავის :)

1.კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ფსიქოლოგიური დრამა და ყველასთვის არც მისაწვდომია და არც ჩასაწვდომი.
2. რაც შეეხება თავების ზომებს, წინა მოთხრობასთან შედარებით უფრო გავზარდე, მაგრამ რადგან საკმაოდ რთული და ბევრად დიდი ისტრორიაა, ცოტა სირბილეებიც ჩავურთე.
3. ადრეც ვთქვი, რომ ის რაც უკვე დაწერილია და გამოქვეყნებულია სხვა საიტებზე, ის არ იცვლება და პირდაპირ გადმოდის აქ. დააკვირდით ნაწერის ბოლოს თარიღს.
4. და ყველაზე მთავარი, კრიტიკა უნდა ეხებოდეს კონკრეტულად ნაწარმოებს და არა მისი აბზაცების რაოდენობას.
გმადლობთ :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent