შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 21


8-04-2017, 21:06
ავტორი anonimiavtori
ნანახია 1 949

ზურამ პატარა პარკში ჩაყრილი ფხვნილი ხელში აიღო და კარგად დააკვირდა,დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას,რომ რომ კოკაინი იყო და მარიამმაც ეს გაიკეთა.თავში უცევ ერთმანეთის მიყოლებით მრავალი კითხვა გაჩნდა,პირველ რიგში იმაზე დაფიქრდა,თუ საიდან აღმოჩნდა მარიამის ხელში კოკაინი,თანაც საკმაოდ ძვირი და ძნელად საშოვნელი.თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო.პირველ რიგში სასწრაფოში დარეკვა გამორიცხა.
-მარი,მარი - რამდენჯერმე გაიმეორე მისი სახელი და თან ლოყაზე ოდნავ წამოარტყა გამოსაფხიზლებლად,თუმცა უშედეგოდ.შემდეგ მისი ხელი ამოსწია საბნიდან და პულსი გაუსინჯა.ძალიან დაბალი იყო,თითქმის არც იყო,რადგან რამოდენიმე წამის განმავლობაში მხოლოდ ერთ პატარა დარტყმას თუ გრძნობდა.მიხვდა,რომ კარგად ვერ იყო და საფრთხეში იყო.საბანი გადაჰხადა,სწრაფად აიყვანა ხელში,გაიყვანა,რომ ცივი წყლით გამოეფხიზლა და აბაზანასთან მიიყვანა.წყალი მოუშვა და სახეში შეასხა.ამანაც რომ ვერ გამოაფხიზლა,იძულებული გახდა აბაზანაში ჩაეწვინა და ისე დაესხა წყალი.ასეც მოიქცა და თან მისი სხეულის ხელში ჭერის გამო მუხლებზე დამდგარი თვითონაც სააბაზანოში მოექცა და რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ,ამან შედეგიც გამოიღო.შენიშნა,რომ გონზე მოდიოდა.ცივმა წყალმა ოდნავ გამოაფხიზლა.
-რა ქენი,რა ქენი,გაგიჟდი? - შეწუხებული სახით ეუბნეოდა ზურა და თან მისი სახე ხელებში ქონდა მოქცეული.
მარიამმა თვალები გაახილა,თითქოს ახლახანს გაეღვიძოს და მაშინვე მიხვდა ყველაფერს,რამოდენიმე საათის წინ რაც გააკეთა ისიც გაახსენდა.თუ როგორ გაიგო ზურამ და როგორ აღმოჩნდა მასთან,წარმოდგენა არ ქონდა..საბოლოოდ ისე გამოფხიზლდა,რომ ლაპარაკი უკვე შეეძლო.
-მცივა - უთხრა მარიამმა,რომლის სხეულზეც ცივი წყალი მოედინებოდა.
ზურამ წყალი დაკეტა,მარიამი წინ წამოსწია და გულში ჩაიკრა,მან კი ხელები ისე მიიკრა საკუთარ მკერდზე,რომ ზურას არ ჩახუტებოდა,შემდეგ ზურამ ორივე ხელი მოუძებნა და ხელზე აკოცა.
-შემაშინე - უთხრა ზურამ
-გაიწიე - ამოილუღლუღა მარიამმა
-იბანავე
-აუ,არ მინდა შენი დარიგება - უხეშად უპასუხა მარიამმა
-რა დროს ეგაა გოგო,ცუდად ხარ
-ცუდად ვარ მარტო იმის გამო,რაც შენ გააკეთე - ტონს აუწია მარიამმა
-აგიხსენი უკვე რაც იყო,ან ეხლა ეგ რა სალაპარაკოა.რა დღეში ხარ ვერ ხედავ?
-და რომ ამიხსენი მაგით დანაშაული გამოისყიდე?მერე აღარ დაგელაპარაკები მაგაზე.და შენ არ გეხება,რა დღეში ვარ.ეხლა კიდევ წადი - კარისკენ წავიდა მარიამი,გააღო და გარეთ გასვლაზე მიანიშნა ზურას.მარიამს თვალებიდან ცრემლდები მოსდიოდა,პირველ რიგში საკუთარ თავზე,რადგან არ ეგონა,რომ ზურას გაშვებას შეძლებდა ოდესმე,ასევე ტიროდა ზურას ღალატზე
ზურამ თავიდან ხმა არ ამოიღო,დამნაშავის სახით იყურებოდა.მიხვდა,რომ აღარაფერი გამოუვიდოდა და კართან მდგარი მარიამისკენ წავიდა.
-მიყვარხარ - ბოლოჯერ უთხრა ზურამ,მარიამის სახე ხელებში მოიქცია,აკოცა და გაღებული კარიდან გავიდა.
მარიამმა კარი სწრაფად დახურა.მუხლები მოეკვეთა,ჩაიკეცა და დახურულ კარს მიეყუდა.თავჩაღუნული ქვითინებდა.დარწმუნდა,რომ ასეთი საშინელი პერიოდი ცხოვრებაში არ ექნებოდა.ახლა ყველაფერს ნაცრისფრად ხედავდა.ბრაზდებოდა ყველაფერზე - ზურაზე,საკუთარ თავზე,ღალატზე და სძულდა ის დღე,როცა ეს კაცი პირველად ნახა და გაიცნო.კაცი,რომელიც მისი ბედნიერების და უბედირების ერთადერთი მიზეზი გახდა.ამ მომენტიდან ყველაფრის იმედი დაკარგა,რადგან ზუსტად იცოდა,რომ საყვარელ ადამიანს ღალატს არასდროს აპატიებდა,თუმცა მარიამთან ყოფნის დროს,ზურა სხვა ქალსაც ღალატობდა,რაც არაფრით განსხვავდებოდა ამ სიტუაციისგან.ყოველ შემთხვევაში ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა და არც მის ცოლზე და არც ქეთაზე.არ იცოდა რა ეფიქრა,მართლა უყვარდა თუ არა ზურას,ან რატომ იყო ერთდროულად სამ ქალთან.თუმცა ამას აღარ ქონდა მნიშვნელობა,რადგან მას აღარასდროს დაუბრუნდებოდა და მის გარეშეც ყველაზე უბედური ადამიანი იქნებოდა.
***
ზურა კიბეებს სწრაფად ჩაუყვა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა,თუმცა თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა,რაც მთავარია სახლში არა.ახლა ყველაზე ნაკლებად სახლში მისვლა უნდოდა.ღრუბლიანი ამინდი იყო და წვიმაც მოდიოდა.ახლა ეს ცივი ჰაერივით ესიამოვნა.გზას გაუყვა და ბევრი სიარულის შემდეგ მანქანა ისეთ ადგილას დააყენა,სადაც ხალხი არ იყო.სიგარეტს მოუკიდა და თვალებიდან ცრემლები გაუცნობიერებლად წამოსცვივდა.დიდხანს იყო ერთ ადგილას და ფიქრობდა,თავს დამნაშავედ გრძნობდა.ნანობდა ქეთასთან ურთიერთობას,იმასაც ნანობდა,რომ მარიამს დაუახლოვდა,თუმცა ახლა ვერცერთ შეცდომას გამოასწორებდა.იმედიც არ ჰქონდა,რომ მარიამს ისევ დაიბრუნებდა.ახლა ვეღარ შეხვებოდა,ვეღარ ნახავდა.ამას ისიც ემატებოდა,რომ მათი ბანკეტი რამოდენიმე დღეში იქნებოდა და შემდეგ ვეღარც სკოლაში ნახავდა.
ერთ ადგილას გაჩერებაც უჭირდა,არც სახლში არ უნდოდა მისვლა,თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.ახლა მხოლოდ ძილი უნდოდა,რომ ვერაფერი გაეგო,ვერაფერი ეგრძნო.იქნება რომ გაეღვიძა ყველაფერი სიზმარი აღმოჩენილიყო.
მანქანა დაქოქა და სახლში წავიდა.ცოლისთვის ხმა არ გაუცია,ოთახში ჩაიკეტა და დაიძინა.რამოდენიმე დღის განმავლობაში ბარში დადიოდა და სვამდა,მთელი დღე გასული იყო სახლიდან და სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა,ისიც მაშინ,როცა ცოლს და ბავშვებს უკვე ეძინათ.რამდენჯერმე მარიამის ბინასთანაც გაჩერდა და უყურებდა,როგორ გამოდიოდა ხოლმე,თუმცა მასთან მისვლა არ შეეძლო.
რამოდენიმე დღეში მარიამის კლასის ბანკეტიც მოახლოვდა და თვითონაც უწევდა წასვლა.მიუხედავად იმისა,რომ არ უნდოდა წასვლა და მისი კიდევ ერთხელ ნახვა,მაშინ როდესაც მასთან მისვლა არ შეეძლო,მაინც იძულებული იყო წასულიყო,ის კი არ სიამოვნებდა,რომ იქ ქეთაც უნდა ყოფილიყო და კიდევ ერთხელ უნდა გაეხსენებინა ის დღე,როცა ქეთასთან დაწვა.
დილით სკოლაში წავიდა.ბოლო ზარი დაწყებული იყო და მარიამსაც მოჰკრა თვალი რამდენჯერმე,თუმცა მოსწავლეების ლაპარაკის და მათი ყურების თავი არ ჰქონდა და ცარიელ სკოლაში შესვლა გადაწყვიტა.თავის კაბინეტში შევიდა და იქიდან ადევნებდა ბავშვებს თვალს.
საღამოს სახლში დაბრუნდა,სმოკინგში გამოეწყო და ბანკეტზე წავიდა.მოსწავლეები ცალკე მაგისასთან ისხდნენ,მანქატურები კი მასწავლებლებთან ერთად ერთ მაგიდაზე ისხდნენ.ცოტა ხანში მოსწავლეებიც მოვიდნენ და თვალებით მარიამს დაუწყო ძებნა,შემდეგ თეკლასთან ერთად მომავალი მარიამი დაინახა მის დანახვაზე თბილად გაეღიმა.მარიამი განსაკუთრებულად ლამაზი არასდროს ყოფილა,განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა გარეგნობაში.უფრო სიმპატიური იყო,მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებულად ლამაზი და სადა იყო,რადგან გადაპრანჭვა არასდროს უყვარდა სხვა გოგოებივით.ქეთაც მასზე ლამაზი იყო და მისი ცოლიც,თუმცა მარიამი მისი უბრალოებით ბევრად სჯობდა ორივეს.ამ ბოლო დროს ზურა დააკვირდა,რომ მარიამს ხშირად ადარებდა სხვა ქალებს,ქეთას,თავის ცოლს და ყოველთვის მარიამს არჩევდა ყველაფრით და დღითიდღე უფრო უყვარდებოდა.
მიუხედავად იმისა,რომ მარიამი გართობას ცდილობდა,მის თვალებში არსებულ სევდას მაინც ამჩნებდა.საერთოდ,ზურა ყოველთვის ხვდებოდა,თუ როდის გრძნობდა მარიამი ცუდად თავს,მაგრამ ახლა მისი დახმარება არ შეეძლო,ამ სევდის მიზეზი ხომ თვითონ იყო.
მარიამმაც დაინახა,თუ როგორ უყურებდა ზურა,ასევე თვითონაც შენიშნა,რომ არ იყო კარგად ზურა,თუმცა თვალი სწრაფად აარიდა.ასევე შენიშნა მის გვერდით მჯდარი ქეთაც,რომელიც ზურას გაუჩერებლად ელაპარაკებოდა,თუმცა ზურა ყურადღებასაც არ აქცევდა.
-ზურა,რა გჭირს?არ მისმენ? - კითხა ქეთამ
-გისმენ - უპასუხა ზურამ,არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა,რადგამ იმ ღამეს რაც მოხდა,მხოლოდ ქეთას ბრალი არ ყოფილა და ზურას ბუნებას არ ახასიათებდა ის,რომ ოდესმე ვინმესთვის უხეშად ეპასუხა
-რა გჭირს?
-არაფერი
-მოწყენილი ჩანხარ
-არა,არ ვარ
-რა გჭირს ამ ბოლო დროს?ვეღარ გცნობ.იმ დღის შემდეგ აღარაფერი გითქვამს ჩემთვის
-რამე უნდა მეთქვა?
-არაფერი არ გაქვს სათქმელი?
-არა
-არ მოგეწონა? - გამომწვევად ჩასჩურჩულა ყურში ქეთამ
ზურამ ფერი დაკარგა და გაღიზიანებული სახით შეხედა.არაფერი უპასუხია.
-მითხარი,არ მოგეწონა?
-ქეთა,გაჩერდი რაა - უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ზურა
-თუ გინდა კიდევ გავიმეოროთ.აქვე - ისევ გამომწვევად უთხრა ქეთამ
-ქეთა,არა - უპასუხა გაღიზიანებულმა
-მე მომეწონა,კიდევ გავიმეორებდი შენთან - განაგრძობდა ქეთა
-სხვასთან დაიკმაყოფილე შენი სურვილები
ქეთამ თავი დამნაშავედ იგრძნო,ცოტა არ იყოს ზურას შეეცოდა კიდეც,თუმცა ეს პასუხი ეკუთვნოდა.
ბავშვებმა გართობა დაიწყეს და თითქმის ყველა ცეკვავდა რესტორანში.სინათლეები ჩამქრალი იყო და ვერ ხედავდა მარიამს.ზურა საპირფარეშოში გავიდა,რადგან რამოდენიმე ჭიქამ ცოტა არ იყოს დაათრო და პირის დაბანა გადაწყვიტა.
ცივი წყალი სახეში შეისხა და მაშინვე ქეთას ხმა მოესმა უკნიდან.
-ვერ გავიგე,რამე დავაშავე? - კითხა ქეთამ
-შენ არაფერი
-აბა რატომ მეუხეშები?
-ქეთა,თავი დამანებე რაა,ძაან დაღლილი ვარ.არაფერი უნდა მომხდარიყო მაშინ
-წინააღმდეგი არც შენ ყოფილხარ
-ვიცი და არ უნდა მომხდარიყოთქო
-გასაგებია
ზურა დარბაზში დაბრუნდა.
უკვე გვიანი იყო და ხალხმა დაშლა დაიწყო.ბავშვები ერთმანეთს ცრემლებით დაემშვიდობნენ და ყველა სახლში წავიდა.ზურას მისვლა არ უნდოდა გასეირნება გადაწყვიტა.ისიც იფიქრა,რომ მარიამისთვის დაერეკა,თუმცა გადაიფიქრა,რადგან აზრი არ ექნებოდა და სრულიად უადგილო იქნებოდა.
1 საათიანი სიარულის შემდეგ,როცა მის ცოლს უკვე ეძინებოდა,სახლში მივიდა და თვითონ სხვა ოთახში დაიძინა,მეორე დღეს კი თავი იმით იმართლა,რომ ცოლის გაღვიძება არ უნდოდა.
ზაფხულიც მოვიდა და ყველა დასასვენებლად მიდიოდა.ზურასაც და მის ოჯახსაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ გადაწყვეტილი,რომ ზაფხულში დასასვენებლად ზღვაზე და შემდეგ სოფელში უნდა წასულიყვნენ.
ზღვაზე დაისვენეს ცოტა ხანს,შემდეგ კი სოფელში წავიდნენ.თითქოს ოჯახური იდილიე ჰქონდათ,თუმცა ყველაზე უბედური ზურა იყო.თავის მოჩვენება,რომ თითქოს ბედნიერი იყო,ძალიან მოსწყინდა და ბოლოს აღარც გამოსდიოდა.მაშინ,როცა მისი ოჯახი ბედნიერი იყო,თვითონ უბედური იყო და ამის მიზეზი მარიამი იყო.რაც უფრო შორს იყო და რაც უფრო დიდი დრო გადიოდა,მით უფრო ენატრებოდა,ამას ისიც ემატებოდა,რომ 4 თვე იყო გასული მას მერე,რაც ბოლოს ნახა.ყოველ წუთს,ყოველ წამს მასზე ფიქრობდა,მარტო არ ტოვებდნენ მასზე ფიქრები და მხოლოდ ამით იყო მასთან ახლოს.დარწმუნებული იყო,რომ მარიამიც იგივეს გრძნობდა.
ერთ ღამეს,გვიან მარიამზე ფიქრმა გააღვიძა.ლოგინში გაჩერება აღარ შეეძლო და ფრთხილად ადგა,რომ ცოლს არ გაღვიძებოდა.ტანსაცმელი ჩაიცვა,რადგან გარეთ ციოდა.აივანზე გავიდა და ცაში აიხედა.მთვარე და ვარსკვლავები ლამაზად ანათებდნენ.ახლა ყველაფერი მარიამის თავს ახსენებდა და ყველაფერი,რაც მის გარშემო იყო ტკივილს აყენებდა,ეს ღამე,მთვარე და ვარსკვლავებიც კი.მიხვდა,რომ ძილი დილამდე გარდაუვალი იყო და იქვე ჩამოჯდა და ისევ ფიქრებს მიეცა.გრძნობდა,რომ ასე ახლოს იყო მარიამთან.ღამის სიჩუმემ და ცივმა ჰაერმა მასზე კარგად იმოქმედა,ახლა მხოლოდ მარიამი აკლდა.როგორ მობეზრდა ეს ყველაფერი,ოჯახი,მეგობრები,ტყუილი ბედნიერება.ამ ფიქრებში ჩაეძინა და დილით ისევ გაეღვიძა.მისი ცოლი უკვე ამდგარი იყო და მისთვის პლედი მიეფარებინა.სახლში შევიდა და ნათიამ უცნაურად დაუწყო ყურება.
-რა გჭირს ამ ბოლო დროს?ვეღარ გცნობ - ჰკითხა ნათიან
-არაფერი.დავიღალე - მოკლე პასუხით შემოიფარგლა და ოთახში დაბრუნდა დასაძინებლად.ნათია კი კარგად ხვდებოდა ყველაფერს,თუ ვის გამო და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.
***
მთელი ზაფხული მარიამმა ზღვაზე გაატარა და ზაფხულის მიწურულს ქალაქში დაბრუნდა.მთელი ზაფხულის განმავლობაში წამითაც არ დავიწყებია ზურა.ხშირად ღამით ზღვაზე გადიოდა,სეირნობდა და მასზე ფიქრობდა.ფიქრობდა,რომ ახლა ზურასაც მოეწონებოდა იმ ადგილას სადაც თვითონ იყო და რასაც თვითონ აკეთებდა,რადგან ღამე სიარული ორივეს უყვარდა.როგორ უნდოდა ამ ყველაფრის დავიწყება და როგორ არ შეეძლო.ხან ბარებში დადიოდა,სვამდა და ცრემლებს ღვრიდა,თუმცა ამ ყველაფრის შეცვლა არ შეეძლო.ხშირად უფიქრია იმაზეც,რომ ზურასთვის მიეწერა და მაშინ,როცა ამის გაკეთებას აპირებდა,მისი ღალატი ახსენდებოდა,რომელიც მიწერის საშუალებლას არ აძლევდა
სექტემბერში უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ მისთვის რთული წლები დაიწყო,რადგან ახლა კონცენტრაცია მხოლოდ სწავლაზე უნდა მოეხდინა დიდი ძალისხმევის შემდეგ ეს შეძლო კიდეც.ცდილობდა ნაკლები ეფიქრა საკუთარ გრძნობებზე და ეს დაეხმარა კიდეც.4 წლიანი სწავლის შემდეგ,როცა 1 წელი ჰქონდა დარჩენილი,ვენის უნივერსიტეტში მოხვდა.მისი ეს წარმატება და ძალისხმევა ნაწილობრივ იმის შედეგი იყო,რომ საკუთარ თავს არ აძლებდა ზურაზე ფიქრის,საკუთარ გრძნობებზე ფიქრის საშუალებას,თუმცა გულის სიღრმეში ზურა ყოველთვის ახსოვდა,მიუხედავად იმისა,რომ მასზე ფიქრს თავს არიდებდა.
არდადეგებზე ხშირად ჩადიოდა საქართველოში,თუმცა 5 წლის განმავლობასი ზურას არცერთხელ შეხვედრია და არც სადმე გადაყრია შემთხვევით.თეკლასთან კონტაქტი ყოველთვის ჰქონდა,თუმცა ზურაზე არასდროს არაფერს ეკითხებოდა,რადგან მხოლოდ ერთი ბიძგი იყო საკმარისი იმისთვის,რომ მასზე ფიქრი კიდევ თავიდან დაეწყო.
23 წლის ასაკში,საქართველოში დაბრუნდა,თუმცა ახლაც ცოტა ხნით.საზღვარგარეთ სწავლამ დიდი წარმატება მოუტანა,ზუსტად ისეთი,როგორზეც ოცნებობდა.აქვე გაიცნო ბიჭი - ლექსო,რომელსაც ძალიან მოსწონდა და მარიამიც არ იყო მის მიმართ გულგრილი.მათი ურთიერთობა კი ნელ-ნელა სერიოზულ სახეს იღებდა.მარიამს მის შეყვარებაში მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს - ზურას სიყვარული.



№1  offline წევრი D-I-A-N-A

დედა ეს რა იყო ? :დდ გამიკვირდა ამდენი წელი რომ გავიდა , მაგრამ მაინც მომეწონა . ძალიან მომენატრე , დიდხანს ველოდი ახალ თავს და გამიხარდა დიდი რომ დადე . ყოჩაღ , ასე გააგრძელე <3 kissing_heart

 


№2  offline წევრი anonimiavtori

D-I-A-N-A
დედა ეს რა იყო ? :დდ გამიკვირდა ამდენი წელი რომ გავიდა , მაგრამ მაინც მომეწონა . ძალიან მომენატრე , დიდხანს ველოდი ახალ თავს და გამიხარდა დიდი რომ დადე . ყოჩაღ , ასე გააგრძელე <3 kissing_heart

უღრმესი მადლობა <3 სწავლის გამო ვერ ვახერხებ ხშირად დადებას.წლებს რაც შეეხება,გეგმაში ეგ მქონდა,რომ რამოდენიმე წელი გასულიყო და არ მინდოდა ძალიან გამეწელა უაზროდ და მერე დამეწერა,რომ დიდი ხანი გავიდა და მაგიტომ დავწერე ასე მოკლედ

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

anonimiavtori
D-I-A-N-A
დედა ეს რა იყო ? :დდ გამიკვირდა ამდენი წელი რომ გავიდა , მაგრამ მაინც მომეწონა . ძალიან მომენატრე , დიდხანს ველოდი ახალ თავს და გამიხარდა დიდი რომ დადე . ყოჩაღ , ასე გააგრძელე <3 kissing_heart

უღრმესი მადლობა <3 სწავლის გამო ვერ ვახერხებ ხშირად დადებას.წლებს რაც შეეხება,გეგმაში ეგ მქონდა,რომ რამოდენიმე წელი გასულიყო და არ მინდოდა ძალიან გამეწელა უაზროდ და მერე დამეწერა,რომ დიდი ხანი გავიდა და მაგიტომ დავწერე ასე მოკლედ

აი ეს სწავლა რაა . მის გამო მეც ვერ ვასწრებ წერას :დდდ კი ნამდვილად სწორად მოიქეცი რომ არ გაწელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent