შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

69 დღე ტყვეობაში ( თავი 12-13)


8-04-2017, 22:00
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 2 052

69 დღე ტყვეობაში
მეთორმეტე თავი
დღე მერვე
მისთვის არასდროს არაფერს ნიშნავდა გოგონების მკვლელობა,მათი წამება,პირიქით სიამოვნებასაც იღებდა ამით მაგრამ ლილე სხვა საქმე იყო.
ყველა გოგო იმისთვის სჭირდებოდა რომ მიზანს მიახლოებოდა,ლილე მისთვის ბოლო უნდა ყოფილიყო მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებოდა რომ მის მოკვლას ვერ შეძლებდა,ვერ შეძლებდა ყოველდღე მისი შვილის მოტყუებას ,როდესაც ყველაფერი დამთავრდებოდა.
ხუთი წუთის შემდეგ ოთახში შევიდა და ლილეს მიაშტერდა,შემდეგ კი რომდესაც ლილეს ღიმილი დალანდა,მზერა აარიდა.
-My heart is a ghost town!-ამოიჩურჩულა,თვალები დახუჭა და ხელები მომუშტა,მთელი ძალა მოიკრბა რომ მკაცრი სახე მიეღო და ლილეს შეხედა.
-ერთი არასწორი ნაბიჯი,ერთი არასწორი სიტყვა და გვამი ხარ გასაგებია?-კბილებში გამოსცრა,ლილემ ღიმილით უპასუხა ,გვერდზე ჩაუარა და გაღებულ კარებში გავიდა.
-სიკვდილით ვერ შემაშინებ,ისედაც უნდა მომკლა!-ჩაიცინა ლილემ,ლიამმა თვალები გადაატრიალა და უკან მიჰყვა.
-ზედმეტად თამამი ხომ არ გახდი ამ ბოლო დროს?-ეშმაკურად წაილუღლუღა ლიამმა-მგონი დასჯა მოგენატრა...
კარი გამოაღო და ლილე წინ გაუშვა,როდესაც მისმა პასუხმა ადგილზე გააშეშა და გოგონას თვალებგაბართოებულმა გახედა.
-ჩვენი სასჯელი?-ეშმაკური ღიმილი შეანათა ლილე-4 წლის წინ ზედმეტად მომწონდა... იქნებ ახლაც მომეწონოს!
-ლილე!-გაეცინა ლიამს და მანქანისკენ მიუთითა.
-რა?-ვითომ გაოცებულმა წამოიძახა ლილემ-განა ასე არ იყო? შენც მოგწონდა...-ბოლო სიტყვები ცივად წარმოთქვა და მზერა აარიდა,რომ მისი აწითლებული ლოყები დაემალა,შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა.
-როგორ ყოველთვის,ახლაც გაწითლდი!-ბუზღუნით მოუარა ლიამმა მანქანას და საჭეს მუჯდა.ლილემ არაფერი უპასუხა,უბრალოდ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
მანქანა დაიძრა და გზატკეცილზე გაიჭრა,უკან მოიტოვა ლიამის სახლი,ტყე და შიში.ლილეს კი ნელ-ნელა გამბედაობა უფრო ემატებოდა,ლიამს გახედა ,შემდეგ კი ხელი ნელა გაახურა კარისკენ.
-არც გაბედო,კარი არ გაიღება,დაკეტილია და შენც დაისჯები!-ლიამის ხმაში ისევ ცივმა ტონმა გაიჟღერა,ლილემ ამოიოხრა და ხელები მკერდზე გადააჯვერიდინა.
-სად მივდივართ?-ამოიოხრა ბოლოს,როდესაც ლიამმა ხმა არ ამოიღო და გზას თვალი არ მოუაშორა.
-რა გაგახსენდა?-ოდნავ დამთბარი ხმით იკითხა ლიამმა,წამით ლილეს გაოცებულ მზერას მოავლო თვალი და ისევ გზას გახედა.
-ამმ...ბავშვთა სახლის სახურავზე რომ გვიყვარდა ჯდომა,რომ ვიპარებოდით...ბავშვთა სახლში და ღამით რომ ვსეირნობდით.. დაა....
-ჩვენი სასჯელი!-სიცილით წარმოთქვა ლიამმა,მაგრამ მალევე დასერიოზულდა-კიდევ რამე?-ლილემ თავი გააქნია და ფანჯარაში გაიხედა.
-შეგიძლია ამიხსნა?-იკითხა უეცრად და ლიამს მიუბრუნდა,ლიამს დიდად არ ენდობოდა,მაგრამ ის დავიწყებული 4 წელი,ლიამს ახსოვდა... მას შეეძლო პასუხები გაეცა.
-მაინც რა?
-რატომ მესიზმრება ოთხი წლის განმავლობაში,ყოველ ხუთშაბათს ერთი და იგივე?
-რა გესიზმრება?-ნერწყვი გადაყლაპა ლიამმა,შეუძლებელი იყო ის დასიზმრებოდა რაც ლილეს გონებიდან ამოშალეს.
-პატარა ბავშვი,დაახლოებით 7-8 თვის,შოკოლადისფერი თვალებით...
ლილემ მისი სიზმრის აღწერა დაიწყო,ლიამი კი ცდილობდა ნერვიულობა არ შესტყობოდა.ლილეს სიზმარი ყოველთვის იმით იწყებოდა,რომ ბავშვთა სახლის ერთერთ ოთახში იყო ჩაკეტილი,კარზე ვიღაც აბრახუნებდა,ხოლო მას კი ბავშვი ძლიერად ჰყავდა ჩახუტებული...
-შემდეგ? იხსენებ ვინ შემოდის ოთახში?-მოუთმენლად ეკითხება ლიამი,ლილე ისევ ფანჯარაში იყურება.
-მის სახეს ვერასდროს ვხედავ,ვიღაც მიჭერს,მეორე კი ბავშვს მართმევს...მაგრამ ეს სიმართლე არაა ხო? ეს მოგონება შეუძლებელია იყოს...მე შვილი არ მყავს.
გზა იწელება,ხმას არცერთი არ იღებს,თითქოს სათქმელი არც არაფერია,მაგრამ მათ მაგიერ სიჩუმე ლაპარაკობს.ჰაერში კი დაძაბულობასთან ერთად გაუგებრობაც ტრიალებს.
-სად მივდივართ?-იკითხა ისევ ლილემ და მზერა ბუნების პეიზაჟიდან ,ლაიმის სახეზე გადაიტანა.
-ჩემს შვილთან...
-შოკოლადისფერი თვალებით და ქერა თმებით?-რატომღაც ჩაეღიმა ლილეს,მაგრამ ლიამი როგორც კი შეიშმუშნა,მასაც სახე შეეცვალა.
-ეს სიზმარი არ ყოფილა ხომ ასეა?-ამოიჩურჩულა-მოგონებებია....
ლიამმი უფრო დაიძაბა და საჭეს ხელები მოუჭირა,ლილე იჯდა და საქარე მინას მიშტერებოდა,თან რაღაცეებს ჩურჩლდებოდა,მის გონებაში ყველაფერი აირია,მის გარშემო გაშავდა და თვალები მიეხუჭა.
-ლილე კარგად ხარ?-ლიამმა გოგონას გახედა,თუმცა მანქანის ტარება არ შეუწყვეტია,ლუის სახლთან უკვე ახლოს იყვნენ.
-შენ მიჭერდი...მან წაიყვანა-ამოიჩურჩულა და სუნთქვა შეეკრა,შიშისგან გააჟრჟოლა.ლიამმა სახლის წინ მანქანა შეაჩერა ,ლილეს გადასწვდა და შეანჯღრია.
-მ..მმ..მახსოვს-ამოილუღლუღა-ყველაფერი მახსოვს....
-ლილე,მისმინე...
-არ არის საჭირო ახსნა.მე მახსოვს... მახსოვს ეს რატომაც მოხდა და არ გადანაშაულებ-განზე გაიხედა გოგონამ,ლიამმა კი უკან,სათამაშოს გახედა. მანქანის სალონში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
-რატომ?-სწრაფად იკითხა ლილემ-შენ ტულს დათანხმდი მკვლელობებზე,რომ მე და ბეატრისი დაგეცავით,რა შეიცვალა მას შემდეგ? რატომ უნდა ვიყო მე შენი მსხვერპლი?
-მან ასე ისურვა ლილე-ამოიჩურჩულა ლიამმა-მას ვერ შევეწინააღმდეგები.
-გასაგებია-ამოიჩურჩულა-მე თუ ბეატრისი?-კბილებში გამოსცრა ლილემ.
-ლილე...
-მე თუ ბეატრისი,ვის სიცოცხლეს გადაატრჩენ თუ ორივე საფთხეში ვიქნებით?-წამოიყვირა ლილემ,ლიამმა სწრაფად გახედა.
-ამას სერიოზულად მეკიხები?-გაოცებით ამოთქვა ლიამმა.
-ლიამ,მე თუ ბეატრისი,აირჩიე....
-ბეატრისი!-დაიყვირა ლიამმა-ის ჩემთვის უფრო ძვირფასია ვიდრე შენ,ჯანდაბა....
-ძალიანაც კარგი!-ოდნავი ღიმილით წარმოთქვა ლილემ
-რა?-ლიამი წამებში დაიბნა.
-კარგია თუ მას აირჩევ,მირჩევნია ბეატრისი იყოს უსაფრთხოდ.
-ამას მართლა ამბობ?
-რათქმაუნდა ლიამ,ის ჩემი შვილია იმისდამიუხედავად რომ 8 თვის პატარა ხელიდან გამომგლიჯე,ახლა კი კარები გააღე,მისი ნახვა მინდა!
ლიამმა რაღაც ამოიბუზღუნა,ღილაკს თითი მიაჭრა და მანქანის კარებები ავტომატურად გაიღო,ორივე ერთდროულად გადავიდა მანქანიდან,ლილემ მოუთმენელი მზერით შეამკო ლიამი,რომელიც ცდილობდა დიდი დათუნია როგორმე მანქანიდან გამოეღო.
-როგორ ჩატენე?!-ამოიბუზღუნა ლილემ , ლიამს მაისურზე ხელი მოჰკიდა და მისკენ გამოქაჩა.სწორედ ამ დროს ლიამმა დათუნია გამოსწია,და ორივე ინერციით უკან გადაქანდნენ.ლილე წაიქცა,ზევიდან ლიამი დაეცა,ლიამს კი უშველებელი დათუნია * :D *
ორივეს სიცილი აუტყდათ,ლიამმა ლილე წამოაყენა დადათუნიაც ხელში აიღო.
-მას ისევ ორი სახელი აქვს?-იკითხა ლილემ,როდესაც კაებთან შეჩერდა.ლიამმა ნელა დაუქნია თავი.
-ბეატრის ელიზაბეტ პეინი. ხან ბეტის ვეძახით ხან ელას,ხოლო როდესაც გაბრაზებული ვართ მასზე სრული სახელით მივმართავთ!-ღიმილით წარმოთქვა ლიამმა,ლილესაც გაეღიმა როდესაც სახლიდან ყვირილი გაისმა.
-ბეტი,აცალე სახლში შემოსვლა!-ყვიროდა ლუი,მაგრამ როგორც ჩანს ბეტიმ არ დაუჯერა,კალები მალევე გაიღო,ლილემ სისუსტე იგრძნო,იგრძნო როგორ დაეხვა თავბრუ,როდესაც პატარა გოგონა დაიახა,რომელიც ლიამს ძალიან გავდა...
-დედიკო!-დაიკივლა გოგონამ,მისკენ გაიქცა და სწორედ იმ დროს ჩაეხუტა,როდესაც ლილე მუხლებზე დაეცა,ლიამმა სწრაფად მიაჩეჩა ლუის სათამაშო და ხელი წააშველა ლილეს,რომელსაც როგორც ჩანს შოკური მდგომარეობა ჰქონდა.წამით სინდისის ქეჯნა იგრძნო,იმის გამო რომ დედა შვილი ერთმანეთს დააშორა.
ტელეფონის ვიბრირების ხმამ გამოაფხიზლა და ტელეფონს დახედა.
"ANONYMOUS XXX"-ლიამმა შეიკურთხა,ლუის ანიშნა მათტან დარჩიო და ქუჩა გადაკვეთა,რის შემდეგაც ტულს უპასუხა.
-ამჯერად რა დავაშავე?-გაბრაზებით იკითხა ლიამმა.
-ლიამ ხომ არ დაგავიწყდა,რომ გიტვალთვალებ...ამაღელვებელი იყო დედა-შვილის შეხვედრა არა?
-რა ჯანდაბა გინდა?-ამოიღრინა ლიამმა.
-გახსოვს 13 წლის წინ როდესაც შენ და შენმა ძმამ გაქცევა სცადეთ,გგონია მან ეს მოახერხა?
-რას ბოდიალობ?-წამოიყვირა ლიამმა,შიშმა მთელი სხეული მოიცვა,სუნთქვა გაუჭირდა.
-მთელი 13 წელი ის აქ იყო,ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული,ამიტომ ვერ იპოვეს შენმა ძვირფასმა დამ და დედამ ის...
-არ მჯერა!-დაიღრინა ლიამმა-მატყუებ!
-ლიამ,იბრძოლე!არ შეგეშინდეს,შეეწინააღმდეგე!-ტკივილამდე ნაცნობმა ხმამ დაიყვირა,ყვირილს დარტყმის ხმა მოჰყვა,ლიამმა იგრძნო როგორ გაეყინა ძარღვებში სისხლი.
-არასწორ რჩევაა ,ზეინ!-გაიგონა ტულის ხმა,მაგრამ ბუნდოვნად,შიშმა ყვეელა კაპილარი დაიპყრო.აი რატომ ვერ მოძებნა ზეინი ვერავინ,ის თავიდანვე ტულს ჰყავდა ოთხ კედელს შორის გამოკეტილი....
69 დღე ტყვეობაში
მეცამეტე თავი
დღე მერვე
"ANONYMOUS XXX"-ლიამმა შეიკურთხა,ლუის ანიშნა მათტან დარჩიო და ქუჩა გადაკვეთა,რის შემდეგაც ტულს უპასუხა.
-ამჯერად რა დავაშავე?-გაბრაზებით იკითხა ლიამმა.
-ლიამ ხომ არ დაგავიწყდა,რომ გიტვალთვალებ...ამაღელვებელი იყო დედა-შვილის შეხვედრა არა?
-რა ჯანდაბა გინდა?-ამოიღრინა ლიამმა.
-გახსოვს 13 წლის წინ როდესაც შენ და შენმა ძმამ გაქცევა სცადეთ,გგონია მან ეს მოახერხა?
-რას ბოდიალობ?-წამოიყვირა ლიამმა,შიშმა მთელი სხეული მოიცვა,სუნთქვა გაუჭირდა.
-მთელი 13 წელი ის აქ იყო,ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული,ამიტომ ვერ იპოვეს შენმა ძვირფასმა დამ და დედამ ის...
-არ მჯერა!-დაიღრინა ლიამმა-მატყუებ!
-ლიამ,იბრძოლე!არ შეგეშინდეს,შეეწინააღმდეგე!-ტკივილამდე ნაცნობმა ხმამ დაიყვირა,ყვირილს დარტყმის ხმა მოჰყვა,ლიამმა იგრძნო როგორ გაეყინა ძარღვებში სისხლი.
-არასწორ რჩევაა ,ზეინ!-გაიგონა ტულის ხმა,მაგრამ ბუნდოვნად,შიშმა ყვეელა კაპილარი დაიპყრო.აი რატომ ვერ მოძებნა ზეინი ვერავინ,ის თავიდანვე ტულს ჰყავდა ოთხ კედელს შორის გამოკეტილი....
-არრ..არაფერი დაუშავო!-ხმა აუკანკალდა,აღარ ახსოვდა ასეთი შეგრძენაბა როდის ჰქონდა,როდესაც მისი შვილი ტულის ხელში იყო? თითქოს ყველაფერი თავზე ენგრეოდა. კიდევ ერთი დარტყმის ხმა გაიგონა,შემდეგ კი როგორ ამოიკვნესა ზეინმა.
-რა გინდა?! არაფერი დაუშავო!-წამოიყვირა და ტელეფონს ხელი ძლიერად მოუჭირა,იმის შეგრძნება რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო ყველაფერს ართულებდა,გრძნობდა როგორ ებინდებოდა გონება და როგორ უნდებოდა რომ ყველა ვინც შეხვდებოდა,მოეკლა.
-მალე დაგიკავშირდები,მანამდე გაერთე!-დამცინავად წარმოთქვა ტულმა და ტელეფონი გათიშა,ლიამი კი ჯერ კიდევ გაშეშებული იდგა და ტელეფონი ყურზე ჰქონდა მიდებული,მისი გონება აღარაფერს აღარ იაზრებდა,სრული ქაოსი სუფევდა.
-მამიკო!-ბეატრისი ახლა მამისკენ გაიქცა და როდესაც ლიამი არ გაინძრა,მის მაიკას დაქაჩა,ლიამმა პატარას დახედა,მერე მათკენ მომავალ ლილეს.
-კარგად ხარ?-იკითხა ლილემ და ბეატრის ხელი ჩასჭიდა,ლიამი გამოერკვა მისი ფიქრებიდან,ლილეს თავი დაუქნია და მისი შვილი ხელში აიყვანა,შემდეგ კი შუბლზე აკოცა ჯერ ბეატრის,შემდეგ კი ლილეც მიიხუტა და მასაც აკოცა.
-თქვენც რომ დაგკარგოთ,ვერ გადავიტან!-ამოიჩურჩულა ჯერ კიდევ აკანკალებული ხმით,ლილე ოდნავ მოშორდა ლიამს და გაოცებუმა შეხედა,შემდეგ კი თითქოს რაღაც გაახსენდაო,წარმოთქვა.
-შეიძლება მე დამკარგო,მაგრამ ბეტის არასდროს დაკარგავ!
***
-არ მინდა!-ბუზღუნებდა ბეტი და თავს აქნევდა.
-უნდა დალიო!-ხმა გაუმკაცრდა ლიამს,ლილემ თვალები გადაატრიალა და ჯერ ლიამს გახედა,მერე ბეტის.
-რა მიკვირს,მამა-შვილი ერთნაირები ხართ,ორივე ვერ იტანთ წამლების დალევას...
-ცუდი გემო აქვს!-ლიამმა და ბეტიმ ერთდროულად წამოიძახეს,იქვე მჯდარ ლუის და ელეს სიცილი აუტყდათ. ლილემ კი ძლივს შეძლო სიცილის შეკავება და გაეღიმა.
-პირიქით ბეტი შენ გგავს,შენნაირი ჯიუტია!-ამოიბუზღუნა ლიამმა,ლილემ კი ისევ თვალები გადაატრიალა.ლიამი მასთან ახლოს მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა.
-ხომ იცი, ვერ ვიტან როდესაც თვალებს ატრიალებ,შემახსენე რა ხდება ამ დროს...
-ჩვენი სასჯელი!-ამოიჩურჩულა ლილემ და სულ გაწითლდა,ლუის კი ისევ ხარხარი აუტყდა.
-საყვარელო ,წამალი უნდა დალიო!-ამჯერად ელემ ამოიღო ხმა.ბეატრისმა ელეს გახედა,შემდეგ კი ლიამს მიუბრუნდა.
-დედას ხომ კიდევ მომიყვან?-ლიამმა დაბნეულმა შეხედა,შემდეგ კი ლილეს გახედა.
-რათქმუანდა საყვარელო,მომიყვანს თუ წამლებს დალევ და ლუის და ელეს დაუჯერებ!-თმებზე ხელი გადაუსვა და ლიამს,მანაც დაბნეულმა გახედა.
უცნაური დაძაბულობა ჩამოწვა მას შემდეგ რაც ბეტიმ სიცხის დამწევი დალია,ყველა ჩუმად იყო და ერთმანეთს უყურებდა,ლიამი იმაზე ფიქრობდა რომ 2 დღეში ლილეს გაქცევა შეეძლო,შემდეგ კი ის თუ ამას მოახერხებდა ლიამს ისევ ჰიპნოზისთვის უნდა მიემართ,რომ ყველაფერი ისევ დაევიწყებინა მისთვის. ლილე კი ადგილს ვერ პოულობდა,ფიქრობდა გამოეყენებია თუ არა მეათე დღის შანსი,გაქცეულიყო თუ დარჩენილიყო,თუნდაც რამდენიმე დღით ისევ ნახავდა მის შვილდ,ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ.
-ლიამ გახსოვს ბეტი რას გეძახდა?-იკითხა ლუიმ და ელეს გახედა,რომელსაც გაეღიმა.ლიამმაც ღიმილით დაუქნია თავი და გაოცერბულ და დაბნეულ ლილეს გახედა.
-უფრო ტარა რომ იყო ლიამს მის სახელ ვერ ეძეხდა,ხალ ლის ეძახდა,ხან ლიმოს,ხან ლიმონს...-აუხსნა ელემ და გაეცინა.
-სანამ საბოლოოდ არ მიხვდა რომ ენის მომტვრევას აჯობებდა ლიამისთვის ,მამა დაეძახებინა!-სიცილით და ნიშნის მოგებით გადახედა ბეატრის.რომელიც გაბრაზდა და გაბრაზების ნიშნად ხელები მკერდზე გადააჯვარედინა.
***
ლიამი ნელა ატარებდა მანქანას,თითქოს სახლში მისვლა არ ეჩქარებოდა.მძინარე ლილეს გახედა და ამოიოხრა,შემდეგ კი სიჩქარეს ოდნავ მოუმატა,მაგრამ მალევე მისი ტელეფონმა დარეკა,ლიამმა ტელეფონს დახედა."ANONYMOUS XXX"-მანქანა შეაჩერა და მანქანიდან გადმოვიდა.
-ზეინს რამეს თუ დაუშავებ,არ გაცოცხლებ,გესმის?!-დაყვირა,როგორც კი ზარის მიღების ღილაკს დააჭირა.
-მემუქრები,ლი ლუკას?-კბილებში გამოსცრა ტულმა.
-უბრალოდ გაფრთხილებ!-ცივი ტონით განაგრძნო ლიამმა,მისმა ყვირილმა როგორც ჩანს ლილე გამოაფხიზლა,რომელმაც სწრაფად გამოხედა მანქანიდან გადმოსულ ლიამს და მანქანიდან გადმოსვლა დააპირა.
-შენი მოკლე ჭკუით რამეს დამიშავებ? როდის უნდა გაიგო რომ როდესაც მეწინააღმდეგები და ბრძანებებს არ ასრულებ,შენთვის საყვარელ ადამიანებს რაღაც ემართებათ?!
-ამჯერად რა ჯანდაბა გინდა?!-დაიყვირა და ლილეს ანიშნა მანქანაში დარჩიო.
-თუ ლილე მეათე დღეს გაქცევას ვერ მოახერხებს,შენ აღარ დაელოდები 69-ე დღეს და მეთერთმეტე დღეს მოკლავ,გასაგებია?
ლიამი მანქანას მიეყუდა,მისთვის ტულის სიტყვები განაჩენივით ჟღერდა,არა ეს განაჩენი იყო.ყველაფერი რამდენიმე დღეში დეამთავრდებოდა.
-რატომ?-ამოიჩურჩულა-შენ ხომ 69 დღე მომეცი....
-გადავიფიქრე!-ჩაიცინა ტულმა-თუ ამ ბრძანერბას არ შეასრულებ შენი ძმა მოკვდება,უნდა აირჩიო ან ლილე ან შენი ოჯახი.ჯესი,დედაშენი,შენი შვილი და შენი ძმის სიცოცხლე ლილეს სიცოცხლის წინააღდმეგ,4 ადამიანი შენი ოჯახიდან ან ლილე...შენი ასარჩევია...
-თუ ლილე გაქცევას შეძლებს?-ხმა გაებზარა ლიამს,რომეცლიც აცნობიერებდა რომ აქ ასარჩევი არაფერი იყო,ყველას გაწირავდა მაგრამ არა ბეტის...
-ვიმეორებ ან ლილე ან ჯესი,ზეინი,ბეატრისი და შენი დედა...გასაგებია?
-გგ..გასაგებია!-ამოიჩურჩულა,როდესაც ტულმა ტელეფონი გათიშა.მანქქანას მიეყუდა რომ არ წაქცეულიყო,დღევანდელი დღე ყველაზე საშინელიც იყო და ყველაზე კარგისც,საშინდლად დამღლდელიც...ლილე მანქანიდან გადმოვიდა და ლიამის წინ აიტუზა.
-გითხარი მანქანიდან არ გადმოხვიდეთქო!-ლიამის ცივმა ტონმა ლილე შეაშინა და წამებში უკან დაიწია,მაგრამ შემდეგ ისევ წინ წაიწია .
ისე ახლოს იყვენენ ერთმანეთთან რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობნენ,ისე ახლოს იყვნენ რომ ერთმანეთის გულის ფეთქვა ესმოდათ მაგრამ ამავდროულად ერთმანეთისგან შორს იყვენ,მათ შორის უმარავი საიდუმლო იყო რომელსაც მათი სიყვარულის განადგურება და ფერფლად ქცევა შეეძლო.
-ლიამ,კარგად ხარ?-ამოიჩურჩულა ლილემ,ლიამმა თავი გააქნია და ჩახარა,გონება კვლავ დაბინდული ჰქონდა,უნდოდა ყველა იმ გრძნობისგან განთავისუფლებულიყო რასაც გრძნობდა.
უეცრად იგრძნო როგორ შეეხო ლილეს ტუჩები მის ტუჩებს,თავიდან დაიბნა,მაგრამ შემდეგ კოცნაში აჰყვა,ხელები ლილეს წელს შემოხვია და მის ტუჩებს დააცხრა.ის გრძნობები რომლებიც 5 წლის მანძილზე ორივეს გულში იყო ჩამარხული,იღვიძებდა.ლიამმა კოცნა გააღრმავა,თითქოს ლილესთვის რაღაცის დამტკიცებას ცდიობდა.ლილე კი არ ეწინააღმდეგებოდა,მას ეს თავადაც სურდა,ლიამის ხელმა ლილეს წელიდან ბარძაყზე გადაინაცლა და გოგონას ხელი ძლიერად მოუჭირა,გოგონამ ყრუდ ამოკვნესა...
-იქნებ ჯობია სახლში წავიდეთ?-კოცნებს შორის ამოიჩურჩურჩულა ლილემ და მოშორდა,ლიამმა თვალები გადაატრიალა როდესაც ლილემ თითქოს არაფერი მომხვდარიყო ისე ჩაჯდა მანქანაში.
-სერიოზულად?-გაბრაზებით გახედა მანქანაში მჯდომ ლილეს.
-ლიამ,არ ვაპირებ შუა ტრასაზე მქონდეს შენთან სექსი,ამისთვის სახლი და საწოლი არსებობს.
-საწოლამდე ვერ მივაღწევთ!-ჩაიცინა ლიამმა,მანქანაში ჩაჯდა და მანქნა დაძრა.
***
მას შემდეგ რაც გალავანი გაიხსნა და ლიამმა მანქნა სახლის წინ შეაჩერა,ლილეს გახედა,რომელმაც სწრაფად გააღო მანქანის კარები და სახლისკენ გაიქცა სიცილით,ლიამიც სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ლილეს მიყვა,ლილემ კარის გაღება ძლივს მოასწორო,რომ ლიამიც შეყვა და წამებში ლილე კარზე აყუდებული აღმოჩნდა.
-ლიამ...-ამოიკვნესა როდესაც ლიამმა მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და მის ტუჩებს დააცხრა,წამებში მაისური სხეულზე შემოახია და კოცნა გააღმავა.ლიამის ხელები ლილეს სხეულზე დასრიალებდნენ,რაც ლილეს კვნესაც იწვევდა.
გონება ორივეს დაბინდული ჰქონდა,ფიქრის თავიც კი არ ჰქონდათ ,მხოლოდ უნდოდათ ერთმანეთის შიშველი სხეულები შეეძგრძნოთ.
-ძლივს სახლში დავბრუნდი და პორნოს მაყურებინენთ ,ამის დედა ვატირე?-ბიჭის ხმა მთელს ოთახს მოედო-როგორც ჩანს ჩემი ძმა გაიზარდა!
ორივე ადგილზე გაშეშდა,ლილემ თვალებგაფართოებულმა გახედა ბიჭს,სწრაფად დაიხარა და მაისურის ნაფლეთები მკერდზე აიფარა,აი ლიამი კი ადგილზე გაიყინა როგორც კი ბიჭისკენ მიტრიალდა.
-ზეინ?-გაშეტერებულმა იკითხა და მის წინ მდგარ ძმას მიაშტერდა.
-როგორც ჩანს ტულს იმის თქმა დაავიწყდა,რომ მიშვებდა!-ამოიოხრა ბიჭმა.
ლიამი გაოცებით და ოდნავი შიშით მიაშტერდა მის წინ მდგარ ბიჭს,მისი ყავისფერი თვალები ისეთი ნაცნობი იყო,მაგრამ მაინც რაღაც უშლიდა ხელს,ტული მას უბრალოდ არ გაუშვებდა 13 წლის წინ.
-ტულმა გადმოგცა,რომ მხოლოდ იმიტომ გამიშვა,რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღო-ამოიოხრა ბიჭმა.
-მე ჩვენს ოთახში ავალ!-უხერხულად ამოთქვა ლილემ და კიბეები აირბინა,ზეინმა გოგონას თვალი გააყოლა და ისევ ლიამს გახედა.
-მ..მ.მააპატიე!-ამოიჩურჩულა ლიამმა და უკან დაიხია.
-ლიამ ,ეს შენი ბრალი არ არის ,გესმის? არ არის შენი ბრალი რომ 14 წელი ოთხ კედელს შორის ვიყავი გამოკეტილი,არ არის შენი ბრალი... თავს ნუ იდანაშაულებ,კარგი?
ლიამმა არაფერი უპასუხა,ახლა მისი უფროსი ძმა მის წინ იდგა,მაგრამ კარგად იცოდა რომ თუ ლილეს არ მოკლავდა ზეინთან ერთად მის შვილსაც დაკარგავდა,ტულმა მხოლოდ იმიტომ დაუბრუნა ზეინი რომ ლიამს არ გადაეფიქრებინა გეგმის ბოლომდე მიყვანა.ზეინი მიხვდა რომ ლიამი განძრევას არ აპირებდა,სწრაფად მიუახლოვდა და პატარა ძმა მის მკავებში მოიქცია,ლიამმა კი როგორც იქნა თავის თავს აპატია ზეინის გაუჩინარება და ისიც ჩაეხუტა.
ეხუტებოდნენ ისე თითქოს მათ გარშემო არაფერი არ არსებოდა,ისე როგორც ბავშვობაში როდესაც ზეინი სასჯელს მიიღებდა და ლიამი ამშვიდებდა მისი ჩახუტებით,ისე როგორც იმ ღამეს გაქცევა რომ სცადეს,ისე თითქოს ეს წლები არ არსებობდა ,ისე თითქოს ლიამი მკვლელი არ ყოფილიყო,ისე თითქოს 13 წლის მანძილზე ზეინი ოთხ კედელ შორის გამოკეტილი და ჯაჭვებით მიბმული არ ყოვილიყო,მათთვის არაფერი არ არსებობდა იმ წუთს,მათ ერთმანეთი დაიბრუნეს.. თუნდაც 13 წლის შემდეგ... მაგრამ იყო ერთი მაგრამ...ტულის გეგმის ბოლო არცერთმა არ იცოდა.



№1  offline წევრი triniti

Ara ra rom vambob martali var.shemiwirav shen mee.es ra magrobaaa vgijdebi da makankalebs roca vkitxulob tan sasiMovnocaa umagresi xar rac sheozleba male dade axali tavi motmenis unari gamiqraa

 


№2  offline მოდერი ენემი

არ ვიცი რატომ მაგრამ ჩანს რო ტული ვერ იტანს ლილეს მაგრამ რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ იმედია შემდეგ თავებში გავარკვევ თორე დავიტანჯე ფიქრით. ველი მომდევნო თავს იმედია მალე დადებ თორე მოთმინების ფიალა მეწურება :D . წარმატებები მაგარი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent