შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,მსხლის ქურდი"" (ნაწილი 11)


8-04-2017, 22:08
ნანახია 13 014

ბალღობიდანვე უყვარდა ხეხილი დიმიტრის. კახეთი მოვლილი ჰქონდა ძირისძირობამდის და სადაც საუკეთესი ჯიშის ხე ნახა, ყველას ნარგავი გაიჩინა. საკარმიდამო ნაკვეთი ააყვავა, ახლომახლო მისი ბაღი სანიმუშოდ ითვლებოდა. სოფელში საუკეთესოდ ამყნობდა ხეხილს და ბევრი ნერგიც ჰქონდა. ცალკე გამოყოფილ სანერგე ნაკვეთზე. ხეხილის აუგად ხსენებას ვერ იტანდა, ყოველ ნარგავს ჩვილივით უვლიდა, დღე და საათიც კი იცოდა მათი დარგვისა.
ბუნებით კეთილი, გაანჩხლებამდე მიდიოდა, თუ ვინმე ,,ხელჰყოფდა,, მის ბაღს. და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ომის დროს სოფელში ჩამოსახლებულმა რუსმა პაპა გრიგორიმ, რომელიც ახლა მეფრინველეობის ფერმის გამგედ მუშაობდა ,,გროზნი,, შეარქვა.
ეს მეტსახელი ისე სწრაფად და მჭიდროდ მიეკერა, რომ ახლა მთელი იყალთო გროზნას ეძახდა. დიმიტრიმაც ყური შეაჩვია და ნათლობის სახელივით შეითვისა.
მას შემდეგ, რაც თავისი საყვარელი უმცროსი ქალიშვილი დაკარგა, დიმიტრი ღვინოს მიეძალა. სასმელმა თავისი დამართა და სულ გამოაჩერჩეტა ბერიკაცი. თავის ხელობას მაინც არ უღალატა: თუმცა ძველი იყალთოს აკადემიის მცველად დანიშნეს, მაინც სასხლავი მუდამ ქამარზე ეკიდა და მონასტრის ეზოშიც კი გაიჩინა ნერგები.
ერთხანს მარტოკა ცხოვრობდა ვეება სახლში, მაგრამ ვერ გაუძლო ეულად ყოფნას და სიძეს მოსთხოვა, შვილიშვილი გამოეგზავნა მასთან. მეორე ქალიშვილს შეებრალა მარტოხელა მამა და, რადგან ლენასაც მოვლა-პატრონობა უნდოდა, სოფელში გადმოვიდა სამუშაოდ.
პაპა ძალიან უყვარდა ლენას და სოფელიც მოსწონდა. მამამ მის ცრემლებს ვეღარ გაუძლო და, თუმცა ეძნელებოდა ბავშვოს მოშორება, მაინც წასვლის ნება დართო. ლენაც შეჰპირდა, რომ ყოველ ორ დღეში წერილს გაუგზავნიდა...
ამ საღამოსაც აივანზე იჯდა ლენა და კოხტა ასოებით ქარგავდა მამასთან გასაგზავნ წიგნს.
ჩაფიქრებული იყო. იქვე მიწოლილ ძაღლს, ალმასამ უკვირდა რომ გოგო მის აქ ყოფნას ვერ ამჩნევდა.
ლენას მეგობარი გოგო კიდეებმოწნულ სკამზე დამჯდარიყო და მოთმინებით უცდიდა წერილის დასრულებას.
-აი, უკვე დავამთავრე, ლილი. ლენამ წერილს თვალი გადაავლო, მერე გაკეცა და კონვერტში ჩადო.
-ძლივს არ იქნა? რა გაწერინებს ამდენ წერილს, გოგო?
ლენამ ნაზად გაიღიმა.
-იცი, როგორი კარგი მამიკო მყავს? როგორი ჩხვლეტია ულვაშები აქვს? როცა მკოცნის, ლოყებს მსუსხავს ხოლმე.
მასპინძელი უცებ შეჩერდა და ყური მიუგდო. მერე სტუმარს ხელი სტაცა და სკამიდან წამოაგდო.
-აბა, ყური დაუგდე არ გესმის?
-რა არის? შეკრთა ლილი
-ბაღში რაღაც ხმაურია.
-იცინიან კიდევაც.
-თითქოს ტირის ვიღაც.
-არა, ოხრავს.
-ნეტავ ვინ იქნება?
-არ ვიცი, ნეტავ ვინ იქნება?
-ვინმე ბიჭი შემოიპარებოდა და შეიძლება პაპაშენმა მოასწრო.
-გინდა, წავიდეთ, ვნახოთ?
-მეშინია, ლენა, უკვე ბნელა.
-არა, არა ბნელა, მხოლოდ ბინდია.
-მეშინია.
-ნუ გეშინია...
-მე ვერ წამოვალ, მეშინია.
-ნუ გეშინია, ალმასაც წავიყვანოთ. საყელურზე შენ იქიდან წაავლე ხელი, მე აქედან წავავლებ.
ძაღლი ხალისით დათანხმდა საღამოს სეირნობაზე.
გაუარეს დაკრეფილ თურაშაულს და ლეღვების მხარეს წავიდნენ, მაგრამ ძაღლმა დაიღრინა და დიდი მსხლის მხარეს გაიწია.
უცრებ ოხვრა-მოთქმის მსგავსი ხმა მოესმათ და შიშნაჭამები იქით მიტრიალდნენ.
ვეება მსხალს რომ მიუახლოვდნენ, აშკარად გაიგონეს კბილების კრაჭუნი.
ძაღლმა დაიყეფა და მსხლისაკენ გაიწია.
ბავშვები თრთოდნენ და ბინდბუნდში იცქირებოდნენ. არავინ ჩანდა, მაგრამ უცნაური ხმა აშკარად ისმოდა.
ხეს ახედეს ფოთოლიც არ ტოკავდა.
კიდევ მიუგდეს ყური.
ძაღლი ყეფდა და მსხლისკენ იწევდა.
ხეს დააკვირდნენ და ვერაფერი შეამჩნიეს.
მაშინ მეორე მხრიდან შემოუარეს და შიშისაგან ისეთი იშეჰკივლეს, კინაღამ ძაღკი ხელიდან გაეშვათ.
მსხალზე კაცი იყო მიბმული.
გულგახეთქილმა ბავშვებმა უკან-უკან დაიხიეს და აყეფებული ძაღლიც თან გაიყოლეს.
ხეზე მიკრულმა მისულნი შეათვალიერა.
გოგოები მილურსმულებივით იდგნენ შორიახლო. ვერც წასვლა მოეხერხებინათ და ვერც მისვლა გაებედათ.
ბოლოს ლენამ დაიძახა ხმის კანკალით:
-ვინა ხარ?
მსხალზე მიბმულმა მოჩვენებამ ხმა ამოიღო და დაყვავებით, ძლივს გასაგონდა წაილაპარაკა.
-ამხსენით, გოგოებო.
ბავშვებს ხმა ეცნაურათ და ცოტა გულს მოეფონათ.
-დაბმული ხარ? რატომ? ვინა ხარ?
-ოჰ, ბალღებო! თქვენი პრიკაპრუკიღა მაკლია?.. ვაიიი.. ნიკო მოკვდეს, თუ სამაგიერო არ გადაუხადოს. ოჰ, მაგათი!
ნიკოო? ახლა კი იცნეს ბავშვებმა ,,მიჯაჭვული ამირანი,, და გაშტერდნენ.
-ჩქარა, ბალღებო! რა პირი დაგიღიათ?
-ოო! ნიკო, ნიკო! რატომა ხარ დაბმული? ვინ დაგაბა?
-ახლა მაგის დროა, ჭინჭრაქებო? ჩქარა ამხსენით!
ბავშვები მოცოცხლდნენ, აყეფებულ ძაღლს შეუწყრნენ და მერე ხეზე მიკრულს მიუახლოვდნენ.
-ოი, როგორ შეუკრავთ.. როგორ უნდა გავხნათ, ნიკო?
და ნიკომაც ასწავლა.
კბილებით ჩააფრინდნენ პატარები ქამრებს და დიდი ხნის წვალების შემდეგ, როგორც იყო ეწივვნენ საწადელს.
გაიხნა თუ არა ,,ბორკილი,, ბიჭი წაბარბაცდა და ბალახებში ჩაიჩოქა. მერე წამოდგა ფეხზე და სწრაფად გასწია ღობისაკენ.
ბავშვებმა თვალი გააყოლეს, შემდეგ ხელში შერჩენილ ქამრებს დააცქერდნენ.
მოისმა ღობის ლაწანი და მიწაზე დაცემის თუ დახტომის ხმა.
ლენა კიდევ კარგა ხანს იდგა ბურანში (ნისლში) წასულივით. ბოლოს გამოერკვა, მაგრად ჩასჭიდა ხელი აღავღავებულ ძაღლს, ლილის ანიშნა გაჰყოლოდა და სახლისაკენ გამოსწია.
უცებ გაახსენდა, რომ ხეზე მიკრულს მკერდზე რაღაც ჰქონდა მიწებებული. მაშინვე გამობრუნდა უკან, რადგან საბრალოს ის რაღაც მოხსნის დროს მოსძვრა და მსხლის ძირში დარჩა.
ლენამ აიღო ბალახებში ჩავარდნილი რვეულის ფურცლის ნახევი, შინ დაბრუნდა, აანთო სინათლე და დააკვირდა.
ქაღალდზე საჩქაროდ გაკრული ხელით ეწერა:
,,დაისაჯა მსხლის ქურდობისათვის""
,,გ"" ,,დ"".

ლენამ განცვიფრებით გადახედა მეგობარს როცა მის თვალებშიაც გაოცებით დაინახა, სთხოვა დაეფიცა რომ რაც ნახა, არსად არ იტყოდა.



№1  offline წევრი MikY

უდიდესი სურვილი მაქვს ეს ისტორია წავიკითხო,მაგრამ ისეთი იტერვალებით იდება,რომ იძულებული ვარ დასრულებას დაველოდო

 


№2  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო. ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლუკა

კარგი იყო *დდდდდდდდდდდდდდ
არ

 


№4 სტუმარი gvanca

[b][/b][i][/i][u][/u][s][/s][left][/left][center][/center][right][/right] :стуцк_оут_тонгуе: :раге: [hide][/hide][quote][/quote][spoiler][/spoiler]

ძალიან კარგი იყო ერთი სული მაქვს როდის იქნება შემდეგი ნაცილი wink smile

ძალიან კარგი იყო ერთი სული მაქვს როდის იქნება შემდეგი ნაცილი wink :smile

wink stuck_out_tongue_closed_eyes smile laughing კარგი იყო ხომ იქნება შემდეგი თავი

 


№5 სტუმარი ლიზი შარიქაძე

ძალიან კარგია იმედია შემდეგი ნაწილი დაიდება

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

1 ნაწილი არაა

 


№7 სტუმარი Luka

Zaan magari iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent