შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომიცანი (თავი პირველი)


8-04-2017, 22:32
ავტორი Sunny-Sunny
ნანახია 1 628

"დღეს, მტკვარში გვამი აღმოაჩინეს. გოგონას სხეული პირველად მეთევზეებმა შეამჩნიეს, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს. გარდაცვლილის ამოცნობა ჯერ ვერ მოხერხდა, ვარაუდობენ, რომ ის, უკვე, ერთი კვირაა დაღუპულია. დეტალებს ცხრასაათიან სიახლეებში გაგაცნობთ."
-დაჩი რა ხდება?_ჰკითხა სამზარეულოდან გამოსულმა მაიკომ შვილს.
-გოგოს გვამი უპოვნიათ, მაგრამ ჯერ არ იციან ვინ არის.
-რა საშინელებაა. კარგი, გადართე სხვა არხზე, ახალ ამბებს ვეღარ უყურებს კაცი, სიკვდილის მეტი არაფერი ისმის. საწყალი გოგო... კარგი, წამოდი ვჭამოთ.
მაგიდას მიუსხდნენ.
-დედა, მამა სადაა?
-რომ დავურეკე საოპერაციოში შედიოდა. ამიტომ არამგონია რომ დალოდება ღირდეს.
-კარგი.
არაბულების ოჯახი საკმაოდ პატარა იყო. დედა_მაიკო ბარდაველიძე, პროფესიით ფილოლოგი, რომელიც ქმრის გვარზე გადასულიყო და მისი საყვარელი მეუღლე, ნუკრი არაბული, ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი. მათ ორი ვაჟი ჰყავდათ: უფროსი ნიკა, რომელიც ორი წელია გარდაცვლილი იყო (გზაზე გადადიოდა, მანქანამ რომ გაიტანა) და უმცროსი დაჩი. ეს ორნი ტყუპები იყვნენ, განსხვავება მხოლოდ 5 წუთში იყო, ნიკა 5 წუთით უფროსი გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ დაჩიმ ერთი წელი საავადმყოფოში გაატარა. ექიმებმა მიზეზად ფსიქიკური შოკი დაასახელეს. ამის გამო მოუწია უნივერსიტეტში აკადემიურის აღება. როდესაც გამოწერეს, თითქოსდა, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა. მას შემდეგ კოშმრები აწუხებდა, თუმცა არავის უმხელდა. გამუდმებით იმ ანტიდეპრესანტებს სვამდა, რომელიც საავადმყოფოში ერთ_ერთმა საუკეთესო ფსიქიატრმა გამოუწერა. სიზმარში თვალწინ ედგა ძმის სახე, ზოგჯერ ბავშვობის ეპიზოდებიც უცოცხლდებოდა თვალწინ, მაშინ რეალობას ეთიშებოდა და მომხდარი ტრაგედიაც სადღაც, დროის აბსტრაქციაში იმალებოდა. ხშირად გაუღვიძია ღამით ოფლით გაჟღენთილს.
დაჩის ფსიქოლოგობა სურდა, განსაკუთრებით, დანაშაულის ფსიქოლოგია აინტერესებდა. თვლიდა, რომ ყოველ საქციელს თავისი ახსნა მოეძებნება, ახსნა, რომელსაც დამნაშავე თავის გონებაში წარმოიდგენს. მისი ეს სურვილი, განსაკუთრებით, ძმის გარდაცვალების შემდეგ გაძლიერდა, როდესაც დამნაშავე ვერ იპოვეს. საათობით იჯდა ჩაბნელებულ ოთახში და ფიქრობდა ამაზე, ათასჯერ მაინც წარმოედგინა ტრაგედიის სურათი.
სუფრასთან მსხდომი დედა-შვილი ტკბილად საუბრობდა. ამ დროს კარზე კაკუნი გასმა. ჩანგალს ხელი უშვა მაიკომ, წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
-ასე მალე მოხვედი? მე მეგონა ოპერაცია დიდხანს გაგრძელდებოდა.
-გამარჯობა ძვირფასო. არა, სერიოზული არაფერი ყოფილა, ამიტომაც მალე მოვრჩით და წამოვედი.
-კარგი, ხელები დაიბანე და შემოგვიერთდი, ვვახშმობთ.
სუფრას მთელი ოჯახი მიუსხდა.
-რას შვრები დაჩი, სწავლის საქმეები როგორ მიდის?
-კარგად. მალე გამოცდები მეწყება და ვემზადები.
-შენ იცი. თუ რამე დაგაინტერესებს მკითხე.
-კარგი მამა. მე მოვრჩი ჭამას, ამიტომ დაგტოვებთ, ახალი ამბები იწყება.
ცოლ-ქმარი სუფრასთან მარტო დარჩა, დაჩი კი ტელევიზორთან მოკალათდა და სიახლეების მოსმენა დაწყო. აინტერესებდა ის გოგონა, რომელიც მკვდარი იპოვეს. როგორც აცხადებდნენ, გარდაცვლილი 22 წლის იყო და ორი კვირა სრულდებოდა, რაც დაკარგულთა სიაში ითვლებოდა. ოჯახის წევრებმა ამოიცნეს გვამი, ეს ნინო ქავთარაძე გახლდათ. სიკვდილის მიზეზად გაგუდვა სახელდებოდა, მაგრამ მკვლელის ვინაობა უცნობი იყო. მდუმარედ იჯდა დაჩი და ფიქროდა.
-ნეტავ, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი? _წარმოთქვა ჩაფიქრებული ხმით. ტელევიზორი გამორთო და თავის ოთახში გავიდა. საწერ მაგიდას მიუჯდა, ცოტახანს უძრავად იჯდა, შემდეგ მეცადინეობა განაგრო. დაჩი მესამე კურსის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი იყო. მამის ღირსეული შვილი. პოლიციასთან უნდოდა თანამშრომლობა სწავლის დაამთავრების შემდეგ. კრიმინალური ფსიქოლოგია მისთვის ჰობიც იყო, პროფესიაც და ყოველგვარი გასართობიც. შაბათი ღამდებოდა, მცირეხნიანი წამეცადინების შემდეგ, სახელმძღვანელო გვერდით გადადო და მუსიკა ჩართო ტელეფონში, თან საწოლზე წამოწვა.
Bach_Mass in B minor_ის მისტიკური და იდუმალი მელოდია ნისლივით ლივლივებდა ოთახში. ფიქრად წასულს ჩაეძინა ისე რომ ვერც კი შეამჩნია.
კვირა გათენდა, დილის 9 საათი იყო რომ გაიღვიძა. ტელეფონს დახედა, ბატარია დამჯდარიყო. დატენვაზე შეაერთა, თვითონ კი წამოდგა და სავარჯიშოდ გაემზადა. ყოველ დილით, როდესაც ამის დრო ჰქონდა, გარეთ დარბოდა, დილით თუ არა, საღამოთი მაინც. ადრე კომპანიონობას თავისი ტყუპისცალი უწევდა, მაგრამ ამიერიდან მარტოს უნდა ერბინა. "მარტო"_ეს სიტყვა გამუდმებით გონებაში უტრიალებდა და გულს უღრღნიდა.
სირბილისისას უკნიდან ხმა შემოესმა:
-დაჩი! დაჩი დამიცადე! ასე სწრაფად ნუ გარბიხარ.
უკან გატრიალდა და გაკვირვებული დარჩა ყოფილ კლასელს, გიორგის რომ მოჰკრა თვალი.
-შენ აქ რა გინდა?
-აქ გადმოვედი საცხოვრებლად ერთი კვირა იქნება უკვე. მახსოვდა, რომ აქეთ ცხოვრობდი, მაგრამ ზუსტად რომელ სადაბაზოში ეგ აღარ.
-გასაგებია. ოჯახთან ერთად გადმოხვედი?
-არა, მარტო ვარ. ასე გადავწყვიტეთ. სად სწავლობ, თუ მუშაობ, რას აკეთებ?...გავიგე რომ ნიკა დაიღუპა. გისამძიმრებ. მოგვიანებით მაგრამ... როგორ მოხდა?
-ჰო. ორი წელია უკვე. გზაზე გადადიოდა და მანქანამ გაიტანა. ფეხითმოსიარულეთა გადასვლა იყო მაგრამ... მოკლედ ასე იყო ყველაფერი. დამნაშავე კი ჯერაც არ უპოვნიათ. რას აკეთებენ პოლიციაში ვერ ვხვდები, ყავას სვამენ?
-ჰო, მართლა რას აკეთებენ ნეტა? მაგათ ხომ კაცი ვერ მიენდობა! დიდი ხანია არ მინახიხარ, დღეს კვირაა. მოდი საღამოთი სადმე გავისეირნოთ. გავიხსენოთ სკოლის წლები. შენი ნომერი ჩამაწერინე და დაგირეკავ.
-არამგონია მოვახერხო, სასწავლი მაქვს, თან არც დიდი სურვილი მაქვს სიმართლე გითხრა.
-ნომერი ჩამაწერინე და შეგეხმიანები, უარი არ მიიღება.
დაჩის გაეღიმა. გიორგი ისევ ისეთი იყო როგორიც წლების უკან, სკოლაში. მხიარული და „დაქოქილი“. მასწავლებლებთან ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი ამის გამო, რადგან გაკვეთილებზე ენას არ აჩერებდა. ნომერი ჩააწერინა და სახლისკენ გაემართა. თავში სხვადასხვა ფიქრები უტრიალებდა. სადარბაზოს რომ მიუახლოვდა სწრაფად მიმავალი მანქანა დაინახა და ადგილზე გაქვავდა. თვალწინ ორი წლის წინანდელი შემთხვევა დაუდგა. როდესაც ის და ნიკა სასწავლებლიდან ბრუნდებოდნენ. თავად ძველი ნაცნობი შეხვდა და გაჩერდა, მას ელაპარაკებოდა, ნიკამ კი გზა განაგრძო, ისე, რომ ძმისთვის არაფერი უთქვამს. სწორედ ამ დროს გადავიდა გზაზე და მანქანამ დაარტყა, წამიანი შეჩერების შემდეგ, მთელი სისწრაფით მოსწყდა დანაშაულის ადგილს მანქანა და მიიმალა. უცაბედი ხმაური და ნიკას ჰაერში ავარდნილი, დასისხლიანებული სხეული, უავდრო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. კინოფირივით ჩაიარა კადრმა მის თვალწინ. ასფალტზე დაგდებულ, მბორგავ ტყუპისცალს მიეჭრა დასახმარებლად, ბოლო ხმაზე ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ გვიანი იყო. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩამტვრეულ ნეკნებს შორის მოქცეულ გულს სისხლი აღარ მიეწოდებოდა, შინაგანმა სიახლდენამ კი რამდენიმე წუთში გამოასალმა სიცოცხლეს. თვალებს ნელ_ნელა ლულავდა ნიკა, სიმწრის ცრემლი სდიოდა. ბოლო ძალებს იკრებდა რომ რაღაც ეთქვა პანიკაში ჩავარდნილი ძმისთვის. აკანკალებული, დასისხლიანებული თითებით ქაჩავდა მაისურზე. დაჩი დაიხარა, ის_ის იყო ნიკას ჩახლენწილი ხმის ნაგლეჯმა იელვა, რომ სასწრაფო დახმარების სირენის წივილ_კივილმა გააყრუა არემარე.
ეს საშინელი დღე, როდესაც თავისი სულის ნაწილი დაკარგა, მუდამდღე თვალწინ ედგა, არასოდეს ასვენებდა და აი, ახლაც სწრაფად მიმავალი მანქანის დანახვაზე ჩაიკეცა, თავზე ხელები მიიბჯინა და სახე მაჯაში ჩარგო. თვალები გაფართოვებოდა, გახშირებული გულისცემა ბარაბანის ბგერებივით ისმოდა. ერთიანად აკანკალებული დაჩი, დამფრთხალ თვალებს აცეცებდა აქეთ_იქით და ჩურჩულებდა: დამეხმარე, გთხოვ დამეხმარე.



№1  offline წევრი Violeta_ia

მიხარია რომ ატვირთე პირველი თავი❤ საინტერესო პერსონაჟია დაჩი. მაინტერესებს რა მოხდება და როგორ გაგრხელდება სიუჟეტი. ველი შემდეგ თავს მოუთმენლაფ

 


№2  offline წევრი Sunny-Sunny

Violeta_ia
მიხარია რომ ატვირთე პირველი თავი❤ საინტერესო პერსონაჟია დაჩი. მაინტერესებს რა მოხდება და როგორ გაგრხელდება სიუჟეტი. ველი შემდეგ თავს მოუთმენლაფ

მადლობა blush შევეცდები იმედები არ გაგიმტყუნო kissing_heart

 


№3  offline წევრი ninuca)))

კარგია ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№4  offline წევრი Sunny-Sunny

ninuca)))
კარგია ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart

დიდი მადლობაა relaxed ძალიან მიხარია რომ მოგწონთ kissing_heart

 


№5  offline მოდერი sopiko

კონკურსიდან მახსოვხარ, ამიტომ ისტორია რომ დაიწყე, გადავწყვიტე წამეკითხა.
მიყვარს დეტექტივები, იდუმალებით მოცული ამბები, ნაბიჯ-ნაბიჯ კვანძების გახსნა, ამიტომაც თუ მალ-მალე დადებ თავებს და იმ შეცდომებსაც გამოასწორებ, რაც თვალში მომხვდა, შენი მკითხველი გავხდები, ყოველ შემთხვევაში ამ ისტორიაზე მაინც.
კოშმრები არა, კოშმარები. ეს სიტყვა კუმშვას არ განიცდის.
მიმართვების წინ აუცილებლად მძიმეები დაწერე.
ასევე ჩართულების შემდეგაც.
საერთოდ, კარგად წერ, დახვეწილად, სიტყვების მარაგიც დიდი გაქვს. მით უმეტეს მთავარი პერსონაჟით მოვიხიბლე. დაჩი. საინტერესო, გონიერი და დამაფიქრებელი პერსონაჟია. იმედია მოახერხებს სამართლის აღდგენას.
მგონია, რომ გოგონას მკვლელობა გიორგისთან და ნიკასთან არის კავშირში. იმაზე ფიქრიც არ მასვენებს, თუ რისი თქმა უნდოდა სიკვდილის წინ ნიკას.
აბა, შენ იცი!
გელი!

 


№6  offline წევრი Sunny-Sunny

sopiko
კონკურსიდან მახსოვხარ, ამიტომ ისტორია რომ დაიწყე, გადავწყვიტე წამეკითხა.
მიყვარს დეტექტივები, იდუმალებით მოცული ამბები, ნაბიჯ-ნაბიჯ კვანძების გახსნა, ამიტომაც თუ მალ-მალე დადებ თავებს და იმ შეცდომებსაც გამოასწორებ, რაც თვალში მომხვდა, შენი მკითხველი გავხდები, ყოველ შემთხვევაში ამ ისტორიაზე მაინც.
კოშმრები არა, კოშმარები. ეს სიტყვა კუმშვას არ განიცდის.
მიმართვების წინ აუცილებლად მძიმეები დაწერე.
ასევე ჩართულების შემდეგაც.
საერთოდ, კარგად წერ, დახვეწილად, სიტყვების მარაგიც დიდი გაქვს. მით უმეტეს მთავარი პერსონაჟით მოვიხიბლე. დაჩი. საინტერესო, გონიერი და დამაფიქრებელი პერსონაჟია. იმედია მოახერხებს სამართლის აღდგენას.
მგონია, რომ გოგონას მკვლელობა გიორგისთან და ნიკასთან არის კავშირში. იმაზე ფიქრიც არ მასვენებს, თუ რისი თქმა უნდოდა სიკვდილის წინ ნიკას.
აბა, შენ იცი!
გელი!

ძალიან დიდი მადლობა .ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ჩემი ნაწარმოები blush შევეცდები უფრო მეტი ყურადგება დავუთმო გრამატიკას და გავითვალისწინო შენიშვნა.მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent