ცხოვრება გრძელდება _8_
მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელები და ღრმად ჩავისუნთქე, მისი სუნი, მის სუნს სამას კაციან ტრანსპორტშიც კი გამოვარჩევდი, სასიამოვნო სონამოსა და სიგარის სუნი ერთად, მისი სუნი მამშვიდებდა, ჩემთვის ისევე როგორც თავად მისი სუნიც კი ნარკოტიკივით იყო, მისი ყოველი შეხება, ისევე როგორც ადრე ახლაც სითბოს მიღვიძებდა ჩამქვრალ თვალებში და თითქოს მეუბნებოდა, ანნა ჯერ რადროს სიკვდილია, გამოფხიზლდი, ჯერ შენი დრო არ მოსულაო, ბევრჯერ მინატრია სიკვდილი და ბევრჯერ სუიციდის მცდელობაც მქონია, მაგრამ როცა გადახტომის ბოლო წუთი იყო გამხსენებია ეს სუნი და დამვიწყებია ირგვლივ ყველაფერი. ახლა უკვე ჯეისის მუხლებზე მედო თავი და დაძინებას ვცდილობდი, სახლამდე ჯერ კიდვ დიდი დრო იყო, ჯეისს არ უნდოდა ჩემთვის თვალი მოეშორებინა და ცდილობდა არ ჩასძინებოდა მაგრამ მაინც ჩაეძინა, უსასრულოდ მეჩვენებოდა გზა, მაგრამ მზად ვიყავი ეს უსასრლობა ჯეისსთან ერთად გამევლო, მასთან ერთად ყველგან წავიდოდი, არ ვიცი ეს რა ადამიანი იყო, მართლა არ ვიცი, პოზიტივით სავსე, რაც არ უნდა მომეწყინა მაინც ახერხებდა ჩემს გაცინებას. ჩაძინებული სიცივემ გამომაღვიძა, ჯეისს ხელში ვეჭირე და უკვე სახლის კართან ვიყავით. - დაიძინე უკვე სახლში ვართ. ჯეისს მაგრად ჩავეხუტე და თვალები ისევ დავხუჭე - ო ღმერთო. შეკრთა და სიცილი დააყოლა. - რა მოხდა? კიდევ მომიტაცეს? აქ ხარ ჯეის? უმისამართოდ, შეშინებული ვიქნევ ხელებს და ალექსის სახე მხვდება თითებზე. - აქ ვარ სულელო, ერთიანად კანკალებ, უბრალო შიშზე რა გემართებოდა და ახლა წარმომიდგენია, ნუ გეშინია კარგად იქნები. სახლში შესულლს სასიამოვნო სურნელი დამხვდა, ჩემები იყვნენ, მართალია არ ვიცოდი მაგრამ სუნით ვიცანი, ერთადერთი სუნამო გვქონდა ყველა ჯგუფის წევრს. - ჯეის, რა ხდება? ჩემები აქ არიან? ამ კითხვის დასმა იყო და ყველას ერთად სამზარეულოდან გამოვარდნა მეორე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უზომოდ გახარებული და თან შეშინებული ვიყავი, შიში ჯერ კიდევ იყო ჩემში. აქ არა მხოლოდ ჩემები, არამედ ჯეისის ჯგუფიც იყო. - ახლა კი მისის გთხოვ დახუჭო თვალები. ჯეისის ერთ- ერთი მასსავით ცანცარა ძმაკაცი გადმომიხტა წინ და ხელები სასაცილოდ ამაფარა თვალებზე, ჯეისი კი მომშორდა, ვერ ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას და მივხვდი რომ ის ჩემს უკან აღარ იდგა. - ნუ გეშინია ჯეისი აქაა, ახლა კი ნელი ნაბიჯით წამოდი. ვუჯერებ და ნელი ნაბიჯით დებილივით მივყვები. თვალებს ვახელ, სახლში ნამდვილად არ ვართ, ნიუიორკში ვართ მაგრამ არა სახლში, აქაურობა არ მეცნობა, არც რომელიმე ჩემს მეზობელ ადგილს ჰგავს ის ადგილი სადაც ახლა მე ვდგავარ, რომელიღაცა შენობის სახურავზე ვარ, ისეთი ლამაზი ხედია რომ თვალს ვერ ვწყვეტ. - ეს რაარის? როდის მერე გახდით ასეთი მგრძნობიარენი? - ეგ რა შუაშია? უბრალოდ თქვენთან საქმე გვაქვს და ვიფიქრეთ თან ცოტას გავახალისებთო. - თქვენთან? გაკვირვებული იყურება ჯეისი. - მე მეგონა ამას ანნას გასახარებლად ვაკეთებდით იმის შემდეგ რაც გადაიტანა. გაოცებული ჯეისი უმისამართოდ იყურება. - ნაწილობრივ ასეცაა. თქვა ელენამ, მოვიდა და ორივეს ხელი ჩაგვკიდა. - მოკლედ, მე დავიწყებ და შემდეგ გააგრძელებენ, მისმინეთ, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ჩემპიონატი ანუ როგორც ამას ჩვენ დავარქვით შეჯიბრი ჯეისის გუნდის დახმარებით მოვიგეთ, და თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ დიდიხანია თავს აღარ იწუხებთ ვენთან ცეკვით ქალბატონო ანა და ბატონო ჯეის, გვინდა ერთ გუნდად ვიქცეთ. გაკვირვებულ გამოშტერებული ვუყურებდი ელენას და თან მეღიმებოდა. - როგორც ვხედავ კარგად მოირგე როლი ელენა. ღიმილით ვუყურებ თვალებში, მართლა მიხარია რომ ჩემმა მეგობარმა უყურადღებოდ არ დატოვა გუნდი, რაც მე არ გამომივიდა ჩემი შიშებისა და უაზრო ქცევის გამო. ახლა კი ალექსანდრე აგრძელებს. დიახ ბატონო ჯეის, ნურაფერს გაიკვირვებ, იქიდან გამომდინარე რომ შენ ახლა მხოლოდ ანნაზე ფიქრობ დიდი ხანია აღარ გვიცეკვია, იმის კვალობაზე რომ ჩვენ კიდევ სამი შეჯიბრი გვაქვს ნოსაგები. უნდა გენახათ ჯეისის სახე, კნაღამ გადაკაკანდა როგორც ჩვევია ხოლმე, თუმცა ახლა ნაღდად დაახრღობდნენ ეს რომ ექნა, ამიტომ შემომხედა და თვალი ჩამიკრა. - მაინც რას გვთავაზობთ? ორივემ ერთად წამოვიძახეთ და იქვე იატაკზე დავჯექით. - ჩვენ გვინდა ორივე იყოთ ჩვენი წინამძღოლი. მთელმა დაჯგუფებამ ერთად გვახარა ეს ამბავი რომელიც არც კი ვიცოდით უნდა გაგვხარებოდა, უნდა გვწყენოდა თუ გაგვცინებოდა. როცა გავიაზრეთ რა ხდებოდა მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ რომ ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა. - ჯანდაბას თანახმა ვართ. წამოიძახა ჯეისმა. - მოიცა მე აღარ მეკითხებით? გაბრაზებული სახით შევხედე ჯეისს. - დიახ აბა თქვენ რას გვეტყვით? ღიმილით გამომხედა ჯეისმა და თვალი ჩმიკრა. - მე წინააღმდეგი ვარ. სერიოზული და ნაგლი გავხდი, ავდექი იატაკიდან და ყველას მკაცრად დავხედე ზემოდან. მერე წრის შუაში შევედი და ხმამაღლე ვიკივლე. - რათქმაუნდა თანახმა ვარ. გუნდელების სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ასე ერთად ისინი არასდროს მინახავს და მითუმეტეს ჩემები არ მეგონა თუ ასე შეეგუებოდნენ ამ ამბავს, აქედან გამომდინარე მეც უჩვეულო სიხარულს ვგრძნობდი, ბოლოს როცა ყველაფერი დასრულდა, გადაწყვიტეს პარაშუტებით გადამხტარიყვნენ სახურავიდან. რა უნდა მეთქვა? ვერაფერი ვერ ვთქვი, ხომ არ ვიტყოდი მე შიშის გრძნობა განმძაფრებული მაქვს მეთქი. ავდექი და პარაშუტს დავავლე ხელი, ამის დანახვაზე ჯეისი ლამის გაგიჟდა. - რას აკეთებ? გინდა სამუდამოდ მომკლა? შენ ხომ გეშინია, არც კი იფიქრო გადახტომაზე თორემ არ ვიცი რას გიზამ. გაცეცხლებული მოდის და პარაშუტს ხელიდან მართმევს. - ბავშვებო, თქვენ გადახტით მე და ანნას არ გვინდა. კატეგორიულად მიუბრუნდა ჯგუფს და ხელი მაგრად მომიჭირა მკლავში. - კარგი ჯეის რა პრობლემაა. დაეთანხმა ალექსანდრეც და პარაშუტით უსასრულობაში გაუჩინარდა. გაბრაზებულმა ჯეისმა მთელი კიბეები ასე, მკლავში ხელმოჭიდებულმა ჩამარბენინა, - ჯეის მომი... - ხმა. - მომისმინე მეთ... - ხმა მეთქი. გზაზე გადავდივართ და მანქანაში მსვამს, ღვედს მიკრავს. - მეთვითონ... მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მეც გაბუტული ფანჯრიდან ვიყურები. მანქანა გაჩერდა, სწრაფად გადმოვიდა ჯეისი და ღვედი გამიხსნა. - წამოდი. ისვ მკლავში მომკიდა ხელი და მანქანიდან გადამიყვანა. სახლში რომ შევედით ჯეისი მეცა და სამზარეულოში შემიყვანა. - შენი აზრით რა ჯადაბას აკეთებ? შენ რომ რამე დაგემართოს, შენ რომ რამე დაგემართოს არვიცი რა მომივა, საერთოდ არ ფიქრობ? დღეს სიკვდილს ხელიდან ძლივს გამოგგლიჯე და გინდოდა ჩემთვის ეს ისევ გეგრძნობინებინა? იცი რადღეში ვიყავი როცა ალექსის გუნდელმა ენა მომიტანა მამამისის შესახებ? რატომ აკეთებ ამას? საცოდავი, საწყალი, დაუცველი ბავშვივით ავიტუზე სამზარეულოს კთხეში და თავი დავხარე რომ ჯეისს ჩემი აცრემლიანებული თვალები ვერ შეემჩნია, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და ახლოს მივედი, ისევ თითისწვერებზე ავიწიე და თვალებში ჩავხედე. - ამას რატომ ვაკეთებ? მართლა გაინტერესებს? იქნებ დაავიღალე იმით რომ მუდამ მე ვქმნი პრობლემას ჩემი სისუსტის გამო? იქნებ დავიღალე იმით რომ მხოლოდ შენს ჩახუტებას შეუძლია ჩემი კანკალი შეაჩეროს? იქნებ არ ინდა შენი ტვირთი ვიყო მთეი ცხოვრება, მაშინ როცა შენ შეგიძლია უკეთესი იპოვნო, იპოვნო ის ვისთან ერთადაც მცველად კი არა კაცად იგრძნობ თავს, ის ვინც პრობლემებს კი არ შეგიქმნის არამედ პირიქით, მათ მოგვარებაში დაგეხმარება. - რა ტვირთი? ჰა რა ტვირთი? ჯეისი ხელში მიტაცებს, გული მიფრიალებს, მუცელი არ ვიცი რა ჯანდაბას შვება და ცრემლი ჩამომდის ლოყაზე. - რომელ ტვირთზე მელაპარაკები? ამ ცისფერ თვალებზე? ხელით მეხება და თან სასიამოვნოდ სუნთქავს. - ამ ლამაზ ტუჩებზე? თითით მეფერება ტუჩებზე. - ამ ლამაზ სულზე რომელიც შენში იმალება? ჯეისი სამზარეულოზე მსვამს და ყელში მკოცნის. აუღელვებლად ვსუნთქავ და ტანში ჟრუანტელი მივლის. - ხო თუმდაც. ჩუმად ვეუბნები ყურში და ისევ თავს ვხრი. - ოე ჩემი ქაჯი, შენ არასდროს იქნები ჩემთვის ტვირთი გესმის? - ჯეის, აქამდე არ ვიცოდი თუ არსებობდა ის რასაც ახლა ვგრძნობ, მეგონა რომ ყველაფერი წარმავალი იყო, არ ვიცი ამის შემდეგ რა იქნება, მაგრამ ვიცი რომ არასდროს არ მიგატოვებ. უკვე ღამეა, მე და ჯეისი ჩახუტებულები ვწევართ ჩემს საძინებელში და როგორც ყოველთვის მე მის რიტმულ სუნთქვასა და გულისცემას ვუგდებ ყურს. უსიტყვოდ ამოიხვნეშა და გულში ჩამიკრა. - კიდევ ერთხელ გაბედავ უჩემოდ რამე საშიში გააკეთო და გეფიცები აღარასდროს გაქცემ ხმას. - რატომ არსებობ საერთოდ? მაგრად ვეხუტები და თავს გულზე ვადებ. - იმიტომ რომ მიყვარდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.