შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 31


9-04-2017, 12:17
ავტორი Lex
ნანახია 1 290

31.
ფიფოს გული შეკუმშა, დანაშაულის გრძნობა ისე მოაწვა ყელში, ლამის სუნთქვა გაუჩერა... მხატვარი ღიმილით შეჰყურებდა...
ნახატი მართლაც მშვენივრად შესრულებული. ფიფო თვალს ვერ აცილებდა მიმის მოშიშვლებულ ზურგს...
არა რა...
მართლა დამნაშავე იყო, ნამდვილად დამნაშავე, თავადვე მიუგდო ეს გოგო მხატვარს, აღარც ურეკავდა, აღარც სახლში კითხულობდა..
მერე ერთხელაც ტელეფონის ზარზეც კი არ მცალიაო მიაძახა და საწრაფადვე მოიშორა...
არადა მაშინ მართლა არ ეცალა, ახალი ჩადენილი მკვლელობა იყო, დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა და აბა რა დროს მიმი იყო?...
მოგვიანებით გახსენებოდა მაინც...
ჩვეულებისამებრ ყვავილების თაიგული მაინც გაეგზავნა...
ვერ გამოძებნა მისთვის დრო და შედეგიც მიიღო - მიმი უკვე ნახევრად შიშველი პოზირებდა, ნუთუ პორტრეტი საკმარის არ იყო?..
- შენ რა ზღვაზე არასდროს ყოფილხარ? - მხატვრის ცოტა თითქოს ცინიკურმა ქილიკმა ფიფო გამოაფხიზლა - ჰა, რა იყო? ხომ არ ეჭვიანობ?
მხატვარი არ დასცინოდა, მაგრამ მის მწარე იუმორზე ფიფოს გული მაინც ბოღმით აევსო, ძლივს ამოიდგა ენა:
- არა არ ვეჭვიანობ, უბრალოდ...
- რა უბრალოდ?.. ბარემ ამოღერღე რისი თქმა გინდა.
მხატვარმა სიცილი შეწყვიტა, ხმაც უფრო სერიოზული გაუხდა.
ფიფომ სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა:
- მიმი ასეთი არასდროს მინახავს... არა ასეთი კი არა ასე...
ფიფო გაჩუმდა, ან მეტი რა უნდა ეთქვა.
უხერხული დუმილი ჩამოვარდა, ბოლოს ისევ სიგარეტის მოკიდებას შეეძლო გაეფანტა ეს ყველაფერი...
და ორივე ერთდროულად სწვდა კოლოფს, რასაც ღიმილი მოჰყვა და დაძაბულობაც გაიფანტა.
- მეგონა აქ დამხვდებოდა - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა - სახლში და სამსახურში აღარ მივაკითხე, თან შენი კონსულტაციაც მჭირდებოდა, ბარემ... ვიფიქრე...
- კარგა ხანია აქ არ გამოჩენილა, შეიძლება მთელი თვეა... არ მახსოვს ზუსტად
- მერე არ გიცდია დარეკვა ან...
ფიფო სახლში მიკითხვაზე მიანიშნებდა, მაინც შემოეპარა ეჭვიანობის ტალღა
- არა! არც მიფიქრია დარეკვა, არც კი ვიცი მისი ტელეფონი, და ისიც კი არ ვიცი სად ცხოვრობს.
ფიფომ შვებით ამოისუნთქა. მისდა გასაკვირად მხატვარმა არც მიმის მისამართი იცოდა და არც ტელეფონი...
თუმცა მიმის ტელეფონი ამ ბოლო დროს რატომღაც არ პასუხობდა...
არა მხატვარი ნამდვილად არ იყო მისი მეტოქე, თუმცა რა მეტოქე, რის მეტოქე? თავადვე აქცია ზურგი და ახლა უსინდისოდ ეჭვიანობს და სხვასაც უნამუსოდ განიკითხავს.
„ისე რა ტიპია რა ეს მხატვარი...
მართლაც შერეკილია ცოტა...
არა ისე კარგი ბიჭია...
უბერავს თავისებურად...
ჰმ, ვითომ მიმისთან ჩემზე მაგრად მეგობრობს და მთელი თვეა არაფერი იცის მასზე... ნუთუ არ უნდა მოეკითხა, სად არის და რას აკეთებს? იქნებ რაიმე შეემთხვა?..“
ფიფო მხატვრის მეგობრისადმი გულგრილობამ ცოტა გააკვირვა...
- აბა რა ხდება, კიდევ ახალი მკვლელობაა? ის ძველები აღარ მორჩა?
- ეს რაღაც სხვანაირი საქმეა, მართლა სერიული მკვლელობებია და როგორც კი რაიმე მსგავსი საქმე შემოდის, ყველას მე მომიგდებენ, ვითომ ამით ჩემს გამჭრიახობას სცემენ პატივს, სინამდვილეში კი რთულ საქმეს იშორებენ თავიდან.
ფიფომ ჯიბიდან მეხსიერების ბარათი ამოაძვრინა, და იქვე მაგიდაზე მდგარ პატარა ლურჯ ლეპტოპს შეუერთა.
- ხომ იცი, კონფედენციალურია, ეს რომ ვინმემ გამიგოს სამსახურს დავკარავ
- კი ვიცი, ვიცი, არ ინერვიულო... ისე, რომ იცოდე ყველაზე კარგად საიდუმლო მაშინ ინახება როცა მას არავის უმხელ...
ბიჭებს გაეცინათ...
ფიფო დიდი მოთმინებითა და მოწიწებით შეჰყურებდა მხატვარი რას იტყოდა და დიდხანსაც ლოდინი არ დასჭირვებია.
მხატვარი თავის ჩვეულ სავარძელში გადაწვა და ჩაფიქრებული ხმით დაიწყო:
- ვფიქრობ, რომ ყურადღების მიქცევა მაინდამაინც არ უნდა, მაგრამ არც უკვალოდაც არ უნდა რომ ჩაიაროს... კონკრეტულად პოლიციას რომ მიმართავდეს, მაშინ უფრო სხვანაირად მოიქცეოდა... ის უფრო სისტემას მიმართავს, მაგრამ ზუსტად რას და რომელს? აი ეგ არის ჯერ გასარკვევი...
- რას მირჩევ, როგორ მოვიქცე?
- ჯერ ყველა ის ვარიანტი უნდა ჩამოვთვალოთ, რის გამოც შეიძლება ადამიანი, ანუ უფრო სწორად ის კონკრეტული პირი მკვლელობამდე მივიდა.
- უამრავი ვარიანტებია და იცი მერე რამდენჯერ არ ჩამოვთვალეთ და რამდენნაირად არ ვატრიალეთ, აბა სამსახურში მაგის მეტს კი არაფერს ვაკეთებთ.
- ხომ მაგრამ ნიღბების ვერსია, ხომ მიმისგან მოდის და არა თქვენს სისტემაში მომუშავე პერსონალისგან.
- ეგ კი, მაგრამ ნიღბები ჯერ მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა, უფრო სწორად კი ვერსიის ვარიანტი, თუმცა ესეც ჯერ კიდევ გასარკვევია.
- იმის თქმა მინდოდა, რომ მე ან მიმი ან ვინმე სხვა უცხო პირი, უფრო სხვა თვალით ვხედავთ და შეიძლება ისეთი პატარა ნიუანსები, როგორიც ნიღაბი იყო და თარიღი იყო ბევრად ადვილად შევამჩნიოთ, ვიდრე თქვენ.
- კი ვიცი, და მაგიტომაც ვარ აქ, ჩვენ უფრო სტანდარტულ სტრუქტურას მივყვებით, ზოგჯერ ესეც გვიშლის ხელს.
- ჰო და ჩემი არასტანდარტულობა და დამსხვრეული სტერეოტიპი სხვა კუთხიდან ხედავს, რომ მკვლელი ალალბედზე არ ირჩევს მსხვერპლს, ალბათ დიდხანსაც კი უთვალთვალებს, რომ კარგად შეისწავლოს.
- ისიც კი ვერ დავაზუსტე, ადრეც იცნობდა მსხვერპლს, თუ უბრალოდ ამოირჩია, შეისწავლა... და ნუ რა ვიცი რა, ვერაფერი დავადგინე, საერთოდ ვერაფერი, არც ანაბეჭდები, არც არანაირი მინიშნება... ბევრგან სადაც მწეველი არავინ იყო, ნიკოტინის მძაფრი სუნი დაგვხვდა, მაგრამ ნამწვავების ნასახიც კი ვერსად ვნახეთ, ისიც კი თან მიაქვს... უკვე აღარ ვიცი რა ვქნა..
- იქნებ ჯერ ყურადღება სულ პირველ მსხვერპლს უნდა მივაქციოთ, ყველაზე მეტად იქ დაუშვებდა შეცდომას თუ დაუშვებდა, მაგრამ ის მაინც თუ იცი, რომელი იყო პირველი?
- ჩადენილი დანაშაული ხანგრძლივობის მიხედვით, ის რაც ხელთ გვაქვს...
- მე ყველა მსხვერპლის ახლობლებს მოვიწვევდი ერთად და ვაჩვენებდი ფოტოებს, გავაცნობდი ვინ იყო სხვა მსხვერპლი იქნებ რაიმე კავშირი აღმომეჩინა...
ბიჭებმა გაკვირვებით შეხედეს კარებში შემოსულ მიმის.

LEX·2016 წლის 15 ივლისი, პარასკევი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent