შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CELEBRATION OF LOVE (პირველი და მეორე თავები )


9-04-2017, 18:42
ნანახია 1 341

Tinatin P.O.V
ხელოვნება - ეს ისაა, რითიც ვცოცხლობ, რითიც ვსუნთქავ. გასული 20 წლის განმავლობაში ვხატავდი მაშინ, როცა ბედნიერი ვიყავი და მაშინაც, როცა ვწუხდი. ყველაზე მეტად ხელოვნება და ლიტერატურა მიყვარს. როცა რამე წიგნს წავიკითხავ, ყოველთვის ვხატავ პერსონაჟებს ისე, როგორც წარმოვიდგენ.
_______________________
დღეს ჩემი ამინდია. არც ქარია, არც ძალიან სიცხე. თბილა და ნელი სიო დაქრის. ასეთ ამინდში ხატვა ძალიან მიყვარს. ამიტომ სწრაფად ჩავიცვი შავი, მაღალწელიანი შარვალი, ტოპი და კედები. თმა ცხენის კუდად შევიკარი, ჩანთაში ფურცლები, საღებავები და სხვა საჭირო ნივთები ჩავყარე და კიბეებზე ჩავირბინე. გარაჟიდან ველოსიპედი გამოვიყვანე და გზას გავუდექი. ბათუმის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობას და მუსიკების მოსმენას არაფერი მირჩევნია. ვგიჟდები ამ ქალაქზე! ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს დახატული თითოეული ქუჩა. ბათუმი ის ქალაქია, სადაც ბავშვები ღიმილიანი სახითა და გაბრწყინებული თვალებით გეგებებიან, სადაც ჯიხურებში მოხუცი ბებიები და ბაბუები სხედან და კითხულობენ, როცა მიესალმები კი სევდიანი და თან კეთილი თვალებით შემოგხედავენ. ჩემი ბათუმი სიყვარულის ქალაქია!
ამასობაში, ჩემს ადგილთან მივედი - ნურის ტბასთან. საღებავები ამოვიღე, მუცელზე დავწექი და ხატვა დავიწყე. საოცარია, ფერი ფიქრებივით სწრაფად იღვრება ფურცელზე.
__________________
ზღვა რა ლამაზი და უკიდეგანოა, არა? მაგრამ ამავდროულად საშიში. მაგნიტივითაა, მისკენ გიზიდავს, გექაჩება და ცდილობს ჩაგითრიოს. ვისაც ცურვა შეუძლია ფსკერამდე ჩასვლას შეძლებს და მის უკიდეგანო სილამაზეს ბოლომდე იხილავს. ის კი, ვინც ცურვა არ იცის მხოლოდ ზედაპირზე იჭყუმპალავებს. ესეც ცოტა ხნით, შემდეგ ტალღა მოვა და დაგახრჩობს. ეს შეგვიძლია ადამიანებზეც გადმოვიტანოთ. ვინც იბრძვის, ტალღებს გაუმკლავდება და ოცნებებს აისრულებს. ვინც არა - საკუთარ ნაჭუჭს ვერ გასცდება და სამყაროს ვერ ნახავს.
ჩემი ასეთი ფიქრები ახლახანს წაკითხულმა წიგნმა - „ზღვისფერი უსასრულობა“ - გამოიწვია. შთაბეჭდილებები უსაზღვროა. ძალიან მომეწონა! იმდენად, რომ გუშინ მთელი ღამე ვკითხულბდი, წამითაც არ მომიხუჭავს თვალი. სასწრაფოთ წამოვვარდი ლოგინიდან და ლეპტოპი ავიღე. წიგნის სახელი დავგუგლე. ავტორი ვინმე კონსტანტინე მახარაძეა, ბათუმელი, 23 წლის. ფოტოებში გადავედი. შავი თმა და ცისფერი თვალები აქვს, წვერიც ოდნავ მოშვებულია. ჰმმ, საკმაოდ სიმპატიურია.
კიბეებზე ჩავირბინე და მაცივრის კარი გავაღე - ჯ ა ნ დ ა ბ ა - როგორც ყოველთვის ცარიელია. განა, ამაზე დიდი სევდა არსებობს ამქვეყნად?! ტელეფონი და ჩანთა ავიღე და კაფეში წავედი სასაუზმოდ.
_ გოგონა, უკვე მოვედით - მომესმა მძღოლის ხმა.
_ მადლობა - გავუღიმე, ფული გადავუხადე და ტაქსიდან გადმოვედი.
არც ისე ბევრი ხალხია. კარგია, ხმაური დიდად არ მიყვარს. ფანჯარასთან დავჯექი და მიმტანიც მოვიდა.
- რას ინებებთ? - მკითხა და გამიღიმა
- ბლინები მარწყვის ჟემით და ფორთოხლის წვენი,თუ შეიძლება - მეც გავუღიმე. თავი დამიქნია და წავიდა.
ჩემი ულუფა შევჭამე თუ არა თვალები დავხუჭე და გავიღიმე. ბლინებს ყველაზე კარგად აქ ამზადებენ! ძალიან გემრიელია!
when your legs don’t work like they used to before - გავიგე თუ არა სიმღერის ხმა სცენისკენ გავიხედე და გაკვირვებისაგან ყბა იატაკზე დამივარდა.
თავი 2
when your legs don’t work like they used to before - გავიგე თუ არა სიმღერის ხმა სცენისკენ გავიხედე და გაკვირვებისაგან ყბა იატაკზე დამივარდა. შანსი არაა! სცენაზე ჩემი უკვე საყვარელი წიგნის ავტორი, კონსტანტინე მახარაძეა. შავი მაისური და შავი შარვალი აცვია. ფეხზე კი დოქტორი მართენსები მოურგია. წამით შემომხედა, თუმცა მალევე ამარიდა მზერა. სიმღერის დროს თვალებს ხუჭავს. მთელი კაფე მზერით დაგვატყვევა. ვუყურებდი როგორ მღეროდა და მეღიმებოდა. სიმღერა დაასრულა თუ არა ბართან გადაინაცვლა და რაღაც შეუკვეთა. მოულოდნელად ჩემსკენ გამოიხედა და როცა დამინახა, რომ ისევ ვუყურებდი ჩაიცინა და თავი გააქნია. ღმერთო! ჯანდაბა, გამომიჭირა! სწრაფად ავარიდე მზერა და ბლინების ჭამა განვაგრძე. არა, ისეთი ტიპის გოგო არ ვარ ყველა ბიჭზე გადარეულები რომ არიან და ათას სისულელეს აკეთებენ მათ გამო. უბრალოდ, არ ველოდი და ამიტომ მივაშტერდი. რას წარმოვიდგენდი თუ ჩემი საყვარელი წიგნის ავტორს სიმღერა შეეძლო. გუგლში მასზე ყველაფერი წავიკითხე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ეწერა.
- უკაცრავად, ანგარიში თუ შეიძლება - დავუძახე მიმტანს, მალევე გამოვედი კაფიდან და სახლში წავედი.
სასწრაფოდ უნდა ვიშოვო სამსახური. ფული თითქმის მელევა. ვიცი, ჩემს ძმას რომ ვთხოვო აუცილებლად გამომიგზავნის მაგრამ არ მინდა შევაწუხო. მითუმეტეს სულ ახლახანს დაიწყო მუშაობა, ბინის ქირაც გადასახდელი ექნება. თანაც უკვე 20 წლის და ვარ საკუთარი თავი თვითონ უნდა ვარჩინო. თავიდან დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრება ძალიან გამიჭირდა მაგრამ თანდათან მივეჩვიე. ლეპტოპი ავიღე და ვაკანსიების ძებნა დავიწყე. ჯერ უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, ამიტომ მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის იმედი არ უნდა მქონდეს.
გვესაჭიროება კონსულტანტი, სრულწლოვანი, უნდა ფლობდეს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.
მართალია თურქული ძალიან კარგად არვიცი, მაგრამ მაინც ვცდი. მითითებულ ნომერზე დავრეკე.
- გისმენთ - გაისმა ქალის ნაზი ხმა
- გამარჯობა, მე თინათინ ბეროშვილი ვარ, ვაკანსიასთან დაკავშირებით გირეკავთ
- გამარჯობა, მაგრამ სამწუხაროდ უკვე ავიყვანეთ თანამშრომელი. თუ რამე ახალი გამოჩნდება შეგატყობინებთ.
- გასაგებია. მადლობა - ვუთხარი და გავთიშე,
უკვე 20 ადგილას დავრეკე მაგრამ არაფერი გამოვიდა. საშინლად დავიღალე. ცოტას კიდევ გადავხედავ და დავიძინებ.
გვესაჭიროება მიმტანი. ახალგაზრდა გოგო/ბიჭი. სრულწლოვანი. აუცილებლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
იქნებ აქ მაინც გამიმართლოს. ჩანთა ავიღე და მითითებულ მისამართზე წავედი.
კაფე არც ისე დიდია. წყნარი და მშვიდი ადგილია. ყველა მაგიდა დაკავებულია,როგორც ჩანს ხალხს მოსწონს ეს ადგილი. ბართან მივედი, სადაც ერთი ყავისფერ თმიანი გოგო და შავთმიანი ბიჭი იდგა.
- გამარჯობა - ვუთხარი და გავუღიმე
- რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მკითხა გოგონამ და შემომხედა. წვრილი და თბილი ხმა ჰქონდა.
- იცით, აქ ვაკანსიასთან დაკავშირებით მოვედი. უფროსთან მინდა შეხვედრა.
- უფროსი აქ არის, მაგრამ მიმტანის არჩევა ჩვენ დაგვავალა. მიღებული ხარ.
- რა? ასე მალე? არაფერს მკითხავთ? - სამსახურში სრულიად უცხო ადამიანი ასე სწრაფად როგორ აყავთ.
- ერთი კვირაა ვაკანსია გამოვაცხადეთ და არავინ გამოგვხმაურებია. მეტის მოცდა აღარ შეგვიძლია ასე რომ კი. შეგიძლია ხვალიდან დაიწყო მუშაობა - ამჯერად ბიჭმა მითხრა და დამეკრიჭა. - ღმერთო, ეს რა გიჟებში მოვხვდი.
- 9ზე აქ უნდა იყო. იცოდე დაგვიანება არ გაბედო! - მითხრა - მაგრამ მოიცა, შენი სახელიც კი არვიცი, მე ქეთევანი ვარ, ეს კი ირაკლია.
- მე თინათინი ვარ - ვუთხარი და გავუცინე - იქნებ მკვლელი ვარ, არ გეშინიათ სამსახურში ასე სწრაფად არ ამიყვანეთ?
- კარგი რაა, შენთავს შეხედე, შენ მკვლელი როგორ უნდაიყო - ამჯერად ბიჭმა გაიცინა. მე გავუცინე.
- კარგი, ხვალ 9ზე აქ ვიქნები.
დავემშვიდობე და წამოვედი. მაგარიაა! სამსახური ვიშოვე! თანაც ირაკლი და ქეთევანიც მომეწონა. ძალიან კარგები არიან. ვფიქრობ, დავმეგობრდებით.


გთხოვთ კომენტარები დატოვოთ heart_eyes



№1  offline წევრი ninuca)))



კარგია ველოდები შემდეგ თავს. heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent