შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდოგვის ეფექტი [ნაწილი პირველი]


9-04-2017, 21:49
ავტორი Mademoiselle
ნანახია 2 413

აქ რასაც ვდებ, პირველია. ისე კი დიდი ხანია ვწერ. იყავით მაქსიმალურად კომპეტენტურები, ნუ შემაქებთ დაუმსახურებლად.
სიყვარულით, MademoisELLE.

-მაკოცე, - ახოვანი, სიმპათიური მამაკაცი დაჟინებით სთხოვდა კოცნას.
-გაკოცო? ვინ ხარ? - ყურებს არ უჯერებდა და დიდრონ თვალებს დაბნეული ახამხამებდა.
-დემნა აბაშიძე ვარ და რომ გეუბნები მაკოცე, უნდა მაკოცო! - შავი თვალები დააბრიალა.
ტანჟი ჟრუანტელის დავლა იგრძნო. ყელში ბურთი მოაწვა. აკანკალდა და კედელს მიეყრდნო. მამაკაცი კი თავთან ედგა, სახეზე ცხელ სუნთქვას აფრქვევდა და თვალებით, შავი, ჭინკებგამრავლებული თვალებით დასცინოდა.

დემნა
მთელი ქალაქი შეძრა ამბავმა - დემნა აბაშიძე მთელ ზაფხულს თბილისში გაატარებსო. მოაკლდა ბათუმისა და ყაზბეგის სასტუმროებს ვიზიტები და თბილისის აეროპორტებს ბილეთების გაყიდვა გაუჭირდა. თუ რომელიმე თბილისელ (ტიპურ ვაკელ) გოგოს სადმე წასვლა ჰქონდა განზრახული, ყველა მოგზაურობა გადაიდო. დემნა ყველა ოჯახში სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, ასე რომ, არისტოკრატთა ოჯახებმაც კი გააუქმეს მთაში მშვიდი განტვირთვისთვის განკუთვნილი დღეები და დაიწყეს წვეულებებისთვის მზადება, იმ იმედით, რომ სადმე დაიჭერდნენ სასურველ სასიძოს და სარფიანად გაურიგებდნენ ქალიშვილებს.
მოვიდა ივნისი, შემოაბიჯა უხვი სხივებითა და უხვი საცობებით ქალაქში. ყველა იმას გაიძახოდა - ასეთი სიცხე არ ახსოვს თბილისს; ჯერ ზაფხულის დასაწყისია და ასე რომ ცხელა, წარმოიდგინეთ აგვისტოში რა ბუღი იქნებაო. და ქალაქში დარჩენილების ჯინაზე არც სასურველი სასიძო ჩანდა და არც სასურველი წვიმა.
“ამბობენ, ასე უთქვამს დემნას: საქართველოს კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები და ახლა ვეგასში უნდა გავერთოო”.
-ანკა, გიაკომ რაო, რომ გაიგო არ მიდიხარ საზაფხულო სკოლაში? - მაგიდაზე შემოეწყო ფეხები ქერას და ზაფხულის დასაწყისისთვის უჩვეულოდ გარუჯულ გოგოს, და კენტს აბოლებდა.
-გაგიჟდა, გადაირია, მაგრამ რაღა უნდა ეთქვა?! გავაუქმე ყველაფერი, - კევს პირში ხმაურით ატრიალებდა ვარდისფერ კულულებიანი ანკა.
ასე გაილია ივნისი და ივლისის დასაწყისში, როცა ოჯახებმა იმედგაცრუებით შეკრეს ბარგი და მამიკოს გოგოებმა მამებს გამოუცხადეს ვეგასში მივდივარო, თბილისის აეროდრომზე თვითმფრინავი დაეშვა ინგლისიდან მომავალი.
იკივლეს ბედნიერებისგან თბილისელმა გოგოებმა და სარკესთან დიდხანს ათვალიერეს ფორმები.
-სარკევ, სარკევ, მთელ თბილისში ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არისო? - დაჟინებით ეკითხებოდა ენაჩავარდნილ სარკეს ლიკუნა ამაშუკელი და კონტურს ისწორებდა ტუჩზე. პასუხს რომ ვერ იღებდა, ისტერიულად აბაკუნებდა ფეხს და ყვიროდა: “სარკევ!”.
დემნამ კი ჩამოდგა თვითმფრინავიდან ფეხი სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის იმედით. რა იცოდა, მხოლოდ აეროპორტამდე თუ ელოდა ეს სიმშვიდე და სუფთა ჰაერი?! თუმცა კი ესმოდა ხოლმე და არც სჭირდებოდა შორიდან გაგება, ისეც კარგად ამჩნევდა, როგორ უკანკალებდათ მუხლები გოგოებს მის დანახვაზე. არადა, თვითონაც იცოდა და ყველა დანარჩენმა, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალაქელი ტიპი იყო, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ახლა ბიზნესის სფერო დაქსაქსული აქვს რამდენიმე ქვეყანაში; მათ შორის, ევროპასა და ამერიკაში.
ყველაფერი კი, როგორც იწყება ხოლმე, ანუ ჩვეულებრივ დაიწყო.
დემნა არ დაბადებულა მდიდარ ოჯახში და მის დაბადებას ცხრაას კაციანი სუფრაც არ მოჰყოლია. თოფი გაისროლეს, ჭიქები გააჭახუნეს, მწვადი ააშიშხინეს და კარგი ბედ-იღბალი უსურვეს ოჯახის ახლობლებმა გაბედნიერებულ ოჯახს. ვერც იმას მოგატყუებთ, საოცნებო ბავშვობა ჰქონდა და ხან ნიცას ნაპირებზე და ხანაც შვეიცარიის მთებში ისვენებდა-მეთქი. მთელი ბავშვობის მანძილზე, მხოლოდ გურია და სარფი ენახა, ისიც იმიტომ, რომ მისმა კლასმა დაიჟინა, ექსკურსია აუცილებლად შემეცნებითი არ უნდა იყოსო. ხოდა, ავიდნენ გურიაში, შეიყუჟნენ მადონა ბებიას თბილ კერაში და დააგემოვნეს გურულების უმწარესი, და მაინც სიტკბოთი გაჯერებული კერძები. მადონა ბებია კლასელის - თეო ცუცქირიძეს დიდი ბებია გახლდათ და შვილთაშვილის ნახვის ბედნიერება იმდენად იშვიათად ჰქონდა ხოლმე, უსიტყვოდ დასთანხმდა შვილიშვილს, როცა დაურეკა და აცნობა, კლასით მოდის ჩვენი თეო შენთანო. კარგად კი გაერთნენ, მაგრამ პირველი ექსკურსიის ხიბლი მაინც ვერ დაიჭირეს, ერთმანეთს გაუუცხოვდნენ და საბოლოოდ, მოიწყინეს კიდეც. ერთ კვირიანი ექსკურსია ჯერ იდეაში იქცა სამ დღიანად და ბოლოს ორ დღეში დასრულდა. აი, სარფი კი გამოცდილების და სიახლეების ადგილი აღმოჩნდა. ჭკუაში შესული და დამეგობრებული ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი დღეები შექმნა ჩამავალი მზის სანაპირომ და განთიადის გაპასტულმა სახეებმა. მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, არც ბავშვობა ჰქონდა გადასარევი დემნას. აი, სტუდენტობის ასაკიდან კი ცხოვრებამ მისკენ პირი იბრუნა. ჯერ იყო და მამამისმა, დავით აბაშიძემ გაურკვეველი გზით გაურკვეველი ბიზნესი ჩაიგდო ხელში და მალე იმდენი ქნა, რამდენიმე ბიზნესად გადააქცია ეს მცირე “მრეწველობა” და დიდი სადავეები ჩაიგდო ხელში. სიღარიბიდან სიმდიდრეზე გადასვლამ დემნაზე არა უარყოფითად, არამედ მეტად დადებითად იმოქმედა. ორი წელი საქართველოში დაჰყო, მერე გერმანიაში გადაბარგდა სასწავლებლად, ბოლოს კი ინგლისიდან ჩამოიტანა საერთაშორისო დიპლომი. გზა ყველგან ხსნილი ჰქონდა, ოღონდ მოესურვებინა, მაგრამ ერთ ადგილს მიყინვას წინსვლა არჩია და საფრანგეთში წაიღო მამის ბიზნესი. თავიდან გაუჭირდა, ყველაფერთან ადაპტირება და რისკიანი ნაბიჯები მეტად სახიფათო და გაჭიანურებული გამოდგა. თუმცა ისევ არ დააყოვნა ქარმა მის ცხოვრებაში და შავი ღრუბლები ციდან ანაზდად გაუფანტა. მერე კი დაიწყო ფანატიკური სიყვარული დემნა აბაშიძის მიმართ. აჭრელდა ჟურნალ-გაზეთები, ყბები ასტკივდათ საინფორმაციო თუ თოქშოუს წამყვანებს, და მას-მედიის გენერლებს თავი გაუსკდათ ფიქრით. დემნა არავის ენახვებოდა და არავის უდებდა ცხოვრებას ცხვირწინ. იცოდა, კარგს არაფერს მოუტანდა პოპულარობა. თუმცა ვერც შინაგან შარმს მალავდა, რომლის წყალობითაც ათასობით გოგოს გული ეჭირა და ათასობით ოჯახის სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. პოტენციურადაც კი. არადა, გოგოების უმეტესობის სახელიც კი არ იცოდა. რას იზამდა…
რეგისტრაცია გაიარა, ბარგი აიღო და ის იყო, დამხვედრთა სახე ნელ-ნელა გაიხსნა თვალთახედვისთვის, დემნამ თავის ტკივილი იგრძნო და მიხვდა, თბილისი მართლაც არ იყო კარგი იდეა და ამ ქაოსთან შედარებით ვეგასი ნამდვილ სამოთხედ მოეჩვენა. ასეც იყო, რატომაც არა?!

ანასტასია
მზის სხივები შემოეპარნენ ოთახში, ფარდებს შორის გამოძვრნენ და თვალებზე დაეცნენ. გაეღვიძა. ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. კიდევ მცირე ხანს იწრიალა საწოლში და ბოლოს მიხვდა, ვეღარ შეიბრუნებდა ძილს. წამოჯდა და უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა: “ზაფხულშიც არ მცალდება ძილი… სადაა სამართალი?”. საზაფხულო ფეხსაცმელი ფეხით მოიშორა და შიშველი ტერფებით გაუყვა ცივ იატაკს. საშხაპეში წყალი მოუშვა და ის იყო, გახდა დაიწყო, ზარმა დარეკა.
-ჯანდაბა! - წამოიძახა გაბრაზებულმა.
სიფრიფანა აბრეშუმის ხალათი შემოიცვა და კარის გასაღებად წავიდა, რომლის მიღმაც ვიღაც გამალებით რეკდა ზარს.
-მოვდივარ! - შესძახა და დერეფანში ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი მოავლო. მოსაწესრიგებელი, ახლადგაღვიძებული, მოსაქნელი წარბებითა და დასიებული თვალებით ძალიან შეუხედავი ეჩვენა თავი. თმა შეისწორა, წარბებზე თითები გადაიტარა და კარი გამოაღო.
გაკვირვება ვერ დამალა, როცა ძველი მეგობარი დაინახა ზღურბლს მიღმა, ჩემოდნითა და სევდიანი ღიმილით.
-ტასი, როგორ ხარ? - ჩაიხრიალა და ღიმილით შემოვიდა კარში. გადაკოცნა გოგო და ისევ მიაჩერდა, - გაგაღვიძე?
-რა დროს ეგაა. საიდან გაჩნდი, აჩი? - სიხარული მოულოდნელობისგან გამოწვეული გაოცებით ეცვლებოდა სახეზე და მერე ისევ სიხარულით.
-დიდი ამბებია, ტას. შემომიშვებ?
-მოდი, - დაბნეული გაიწია და გზა დაუთმო.
ჩემოდანი შემოაგორა, იქვე მიაყუდა კედელს.
-როგორ შეგიცვლია სახლი, გოგო, - ღიმილით მოავლო ნაცრისფერ კედლებს თვალი და წინ წავიდა.
დერეფანი გადაჭრა, მისაღებში შევიდა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი გარემოს და სავარძელში ჩაეშვა. ისე ამოიგმინა, თითქოს ფეხით მოსულიყო ბათუმიდან თბილისამდე, მუხლჩაუხრელად.
-ყავას დამალევინებ? - თავი უკან გადმოწია და გაოგნებულ ანასტასიას გაუღიმა.
-ჯერ არა, - უთხრა და მის წინ ჩაეშვა სავარძელში.
თავიდან დაჟინებით მისჩერებოდა, ელოდა როდის ალაპარაკდებოდა. მერე კიდევ, ხმა რომ არ ამოიღო, თავად ჰკითხა - რა ხდებაო.
-ზაფხულია და ჩამოვედი რა, აღარ შემიძლია ეს ბათუმი, ზღვა და აუარებელი სახეები, - იცრუა მან.
მიხვდა, არ ამბობდა სიმართლეს.
-ჩემთან რამე დასამალი გაქვს, აჩი? - მსახიობის ოსტატობით შეცვალა მიმიკა.
-კაროჩე რა.. გრძელი ამბებია. ცოლმა გამომაგდო, - ნერვიულად გაიცინა და უთმო თავზე ხელი გადაისვა.
-თეკლამ, ბიჭო? - არ დაიჯერა.
-ჰო, თეკლამ. ეგ , - ისევ გაეცინა, ისევ ნერვიულად.
-მოგიდუღებ ყავას და მანამდე დაალაგე თავში აზრები. ყველაფერი დაწვრილებით უნდა მოვისმინო, - თვალი ჩაუკრა და ოთახი გადაჭრა.
სანამ ყავას ამზადებდა, ფიქრობდა, აზრებს ალაგებდა. რა უნდა ეთქვა მეგობრისთვის ისეთი, რაც ნუგეშს მიჰგვრიდა, არ იცოდა. ძალიან უხერხულ სიტუაციაში იყო აჩი და ანასტასიას დრო დამგარიყო. ახლა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ყველა გაწეული სიკეთისთვის უნდა გადაეხადა. ასეთი სიკეთე კი ბევრი იწერებოდა აჩის სახელზე.
-არ დამიჯერებ, მაგრამ მახსოვს, როგორი ყავაც გიყვარდა. იმედია, არაფერი შეგიცვლია, ხო? - ღიმილით შევიდა და ორი ფინჯანი მაგიდაზე ცალ-ცალკე დააწყო.
-ბევრი რამ შეიცვალა, ტასი. ბევრი… - ჩაეცინა აჩის და ცხელი ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
-არ მოყვები? - ვერ მოითმინა და მაგიდის ქვედა განყოფილებიდან სიგარეტის კოლოფი გამოაჩინა.
-მოწევ? - ჯერ თვითონ მოუკიდა, მერე ბიჭს გაუცურა.
კარგად ღრმა ნაფაზი გამოუვიდა. მერე სიგარეტის მოლურჯო ნისლში გაეხვია და დაიწყო:
-ტიპი ისეთი ბანძი აღმოჩნდა, თვითონ მღალატობდა და აქეთ დამდო ბრალი, - სიცილით წამოიწყო. მხოლოდ ანასტასია მიხვდებოდა, რომ ეს სიცილი არც ნამდვილი იყო და არც სასურველი. -მერე შემიკრა ბარგი და აღარ დამენახო სანამ ერთგულებას არ ისწავლიო. ერთგულება არ ისწავლება, თეკო-მეთქი, ვუთხარი და კარის დახურვაში დავეხმარე. შენ ხო გესმის, არა?! - ან ხარ ერთგული, ან - არ. ხოდა, ასე… ძაან ცუდ პონტში ვარ ტასი, თორე შენთან არ მოვიდოდი. ცოტა ხანი შემიფარე და მერე მე ვიცი რა, გადამეხადოს, - სიგარეტის ნამწვი ფინჯანის ბლუდზე ჩაწვა.
-მაქვს ერთი ადგილი და გადახდა არ მიხსენო, - გაუღიმა ანასტასიამ.

დემნა
დემნამ უკან მომავალ ფორმიან მამაკაცს თავისკენ უხმო და რაღაც უჩურჩულა. უცებ გამოართვა ჩემოდანი მამაკაცმა და გაასწრო. რამდენიმე ადამიანი გამოეყო ხალხის რიგს, მარჯვნიდან მოუარა რკინის ბარიერს და მისკენ გამოქცეულ გოგოს წელზე ხელი შემოჰხვია.
-დე, მომნატრებიხარ, - აკანკალებული ხმით ყურთან ეჩურჩულებოდა გოგო და ცრემლებით მხარს უსველებდა.
-არა, ხო? - გაეცინა დემნას.
დიდხანს გაგრძელდა ხვევნა-კოცვნა. დემნას მთელი უბანი კი არა, მთელი ქალაქი ხვდებოდა.
-ძმაო, ასე არ შეიძლება ტო, - სიცილით ეუბნებოდა მზის სათვალემორგებული გიაკო ჭელიძე.
-როგორ ასე? - დემნამ გაოცებულმა გადმოხედა ძმაკაცს.
-სულ დაიკარგე, დაივიწყე უბანი, შენი ბავშვობის ძმაკაცები… - ზუზუნებდა ჭელიძე.
-ოღონდ ახლა არა! - ხელი აიქნია აბაშიძემ და გზა გააგრძელა. -ძალიან დაღლილი ვარ. თუ გინდათ, დაჯავშნეთ რესტორანი, წავიხემსოთ და დავიშალოთ.
-ბაზარი არაა, ძმაო. დავჩალიჩდებით ეხლავე! - ეს იყო გიო ბერიძეს ნაცნობი ხმა. ბავშვობიდან ისე საუბრობდა, თითქოს ცხვირზე სარეცხის საჭერები მიემაგრებინათ მისთვისო.
ფუსფუსი გაიზარდა. ოთხი კაცი ერთდროულად ესაუბრებოდა ჩამოსულ დიდკაცს, სამი კაცი რესტორნებს აფაციცებდა, დანარჩენები კი ერთმანეთს უზიარებდნენ დემნას ჩამოსვლით გამოწვეულ სიხარულს.
დემნა აბაშიძე ჩამოვიდაო, დაირხა ხმები და შეირხა გოგოების ხმის იოგები.
კიდევ ერთხელ გაუქმდა ყველა გზა თბილისიდან და ჩაირთო ჰაერის გამაგრილებლები.



№1  offline წევრი jina

pirvel rigshi mixaria aq wera rom gadawyvite... sheni weris stili momewona. zogadad aseti saxis istoriebi dzalian momwons da gpirdebi sheni ertguli mkitxveli viqnebi :* shimaarsitac jerjerobit momewona da albat kargadac ganavitareb :* veli shemdeg tavs :* moculoba ar sheamciro da tu gazrdi uketesi iqneba :*

 


№2  offline წევრი შამხათი

საინტერესოდ დაიწყო, ვნახოთ, რა იქნება. წარმატებები!

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ai pirdapir getyvi gaishva tvalma shen nawerze. Is weris stilia romelic menatreba martla mesame piriiiii. Magari iyo dzann martla . Zustad asetebi miyvars arc damglelad mdzime da arc msubuqi. Veli moutbenlad shemdegs!!!! da gtxov gaagrdzele aset pirshi wera damgala pirvelma pirma ukve. Achi m9mewona. Mec vici ro ucnauri var!!!!!!

 


№4  offline წევრი Mademoiselle

ძალიან დიდი მადლობა! ბედნიერი ვარ, რომ ის საქმე მოგწონთ, რომელიც მეც სიამოვნებას მანიჭებს!

 


№5  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

მომეწონე
პირდაპირი გაგებით მომეწონე
ნუ სათაური აქვს ძალიან მაგარი
სიუჟეტიც მომწონს
და
რაც მთავარია
აჯაბსანდალს არ გავს
ნუ ტაკ
მომწონს და ველი შემდეგს :))

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

[quote=Mariiiiami]გამიხარდა აქ დადებაც რომ გადაწყვიტე შენი მოთხრობების...
ეს სტილი მომწონს
ისიც მომწონს ორივე პერსონჟის ცხოვრებას რომ აღწერ
მინდა განსხვავებული გაგრძელება ქონდეს და გთხოვ ასე გააგრძელე რა არმინდა ბანალური გამოვიდეს <3
მალე დადე :/
შეგიძლია საიტი მითხრათ სადაც სხვა ისტორიები უდევს?

 


№7  offline წევრი Mademoiselle

უღრმესი მადლობა, უსაყვარლესო ადამიანებო! მახარებს თქვენი თბილი სიტყვები.
[quote=lalita][quote=Mariiiiami]გამიხარდა აქ დადებაც რომ გადაწყვიტე შენი მოთხრობების...
ეს სტილი მომწონს
ისიც მომწონს ორივე პერსონჟის ცხოვრებას რომ აღწერ
მინდა განსხვავებული გაგრძელება ქონდეს და გთხოვ ასე გააგრძელე რა არმინდა ბანალური გამოვიდეს <3
მალე დადე :/
შეგიძლია საიტი მითხრათ სადაც სხვა ისტორიები უდევს?[/quote]
არსად მიდევს. რვეულებში ვწერდი ადრე, რამდენიმე კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა და კომპიუტერში რაც მქონდა, ისეთი არაფერია... ნელ-ნელა ავტვირთავ აქაც, ძველსაც და ახალსაც.

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

წარმატებას გისურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent