შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 32


10-04-2017, 09:13
ავტორი Lex
ნანახია 1 443

32.
მიმი ძველ მეგობრებს დაუბრუნდა, ხანდახან ისევ ისინი თუ შეახსენებდნენ ფიფოს არსებობას, სად დაიკარგა, რას აკეთებსო, მიმიც ადვილად უხსნიდა უამრავი საქმე აქვსო და მეტსაც აღარ ეკითხებოდნენ...
ერთხელ ისიც კი უთხრეს ფიფოს მანქანაში ვიღაც ქალი ეჯდაო, მაგრამ მიმი არ დაიბნა და აქაც გამოიყვანა ფიფო „მდგომარეობიდან“.
-იქნებ თანამშრომელი იყო, რატომ გიკვირს? ნუთუ შენ არასდროს გისარგებლია მეგობრის ტრანსპორტით?
... და ამით ფიფოზე საუბარი და ზედმეტი შეკითხვები საბოლოოდ დასრულდა.
მიმი აგრძელებდა ძველ დაბრუნებულ ცხოვრებას, მაგრამ ახალი სულ სხვა შემართებით, ნომერთან ერთად ტელეფონის აპარატიც გამოცვალა, მანქანის შეცვლაც კი გადაეწყვიტა...
ერთი-ორჯერ კი იფიქრა მხატვარს ვესტუმრებიო, მაგრამ თითქოს განგებ დრო ვერ გამოძებნა, თანდათან კი ისიც მიივიწყა და აღარც ის იდუმალი მოსაუბრე გახსენებია და არც სიზმრებში აჰყოლია იმ ძველი დანჭყრეული პიანინოს ხმას, იქნებ სულაც ილუზია იყო და სადღაც მის გონებაში გაისმოდა ძველი ჰანგები და არა სინამდვილეში...
ყველაფერი უკვე ბევრჯერ წაკითხული წიგნივით თაროზე შეაგდო და იქნებ აღარც კი მიბრუნებულიყო, რომ არა ერთი უჩვეულო შემთხვევა. ერთ დღესაც მის ერთი ძველი მეგობრის დეიდას დროზე ადრე მოუსწრაფეს სიცოცხლე და ახლა ამ საქმეს ფიფო იძიებდა...
აი მაშინ კი მოაგონდა, ფიფოც და მხატვარიც. თავიც დაიდანაშაულა, რატომ უნდა მიეტოვებინა? რის გულისთვის? საშინელი სინანული იგრძნო, მეგობრების ერთი წრის გულისთვის მეორე წრე რატომ უნდა გაეწირა?..
ბევრი აღარ უფიქრია და სამსახურიდან პირდაპირ მხატვრის სახელოსნოში ამოჰყო თავი.
ბიჭები სიხარულით შეხვდნენ მიმის გამოჩენას. სამივეს თავისებურად დანაშაულის გრძნობა ქენჯნიდა, ამდენი ხნის მანძილზე ერთხელ მაინც წესიერად უნდა მოეკითხათ ერთმანეთი...
მიმის წინადადება საინტერესო ჩანდა, მაგრამ ფიფო არ დაეთანხმა. ყველა ერთად, რომ მოვიწვიოთ და ერთდროულად დავკითხოთ, მაშინ სერიული მკვლელის არსებობა გახმაურდება, ეს კი პანიკას გამოიწვევს ქალაქში და მეც სამსახურს დავკარგავო.
-სათითაოდაც, რომ დავკითხო და სხვა მსხვერპლთა ფოტოები ვაჩვენო, მაინც პანიკა ატყდება.
-და შენც ნუ აჩვენებ მერე როგორ არის მოკლული, მის სიცოცხლეში გადაღებული ფოტოები ისე აჩვენე, და ნურც ეტყვი, რომ ისიც ისეთივე მსხვერპლია, როგორიც მათი ახლობელი.
ფიფო მხატვრის სიტყვებმა ჩააფიქრა, მოეწონა მისი იდეა, თანაც გულში მაინც ტუქსავდა თავს, ასე რამ გამომაშტერა, მე თავად რატომ ადრე ვერ მოვიფიქრეო.
კიდევ დიდ ხანს ისაუბრებდნენ, კარებში რომ მათთვის უკვე ნაცნობი მსახიობი ქალი, მუქი ლურჯი აბრეშუმის მოსასხამებითა და ჩალმით არ გამოჩენილიყო. მხატვარი ოვაციებით შეხვდა:
-ქალი ინდიგოც მოსულა თავისი ტაგელსმუსტებით
სანამ პირდაღებული მიმი გაკვირვებით იკითხავდა ტაგელმუსტი რას ნიშნავსო, ფიფომ დაასწრო ახსნა:
-ეს ტუარეგების 40 მეტრიანი შარფია, 18 წლიდან მის გარეშე ხალხში გამოჩენა სირცხვილად ითვლებოდა. ეს მხოლოდ მამაკაცებში იყო მარტო, მისი სახე უცხოს რომ დაენახა ან მას მოკლავდა ან თავი უნდა მოეკლა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალები არ იფარავდნენ სახეს.
ფიფო ამეტყველდა, როგორც იქნა მიეცა საშუალება თავი გამოეჩინა. თუმცა მხატვარი უმალ ჩაერთო საუბარში
-ბერბერთა ტომია და ძალიან საინტერესო მითი აქვთ, ამორძალებს მაგონებენ, - მოულოდნელად სკამზე შეხტა და დიდი პათოსით წარმოსთქვა - მოვიდა ყოვლისშემძლე ტინ-ჰინანი, მოახლესთან ტაკამადთან და გახდა დედოფალი აჰაგარაში, მასთან უამრავი თავყვანისმცემელი მოდიოდა, დედოფალი მოახლესთან ერთად თავის საძინებელში ღებულობდა, მერე თავს აჭრიდნენ, შვილები კი რჩებოდათ და ასე მრავლდებოდნენ...
მხატვარი სკამიდან ჩამოვიდა, ტაშიც დაიმსახურა, თუმცა ფიფოს სახეზე ცოტა წყენაც შეატყო და წამით გაჩუმდა, თითქოს შეიბრალაო, მაგრამ მალევე ახალი დარტყმა მიაყენა
-სხვათა შორის ბერტილიონზეც ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე, ამას კი შენ უნდა გიმადლოდე, რადგან შენამდე არასდროს მსმენია მის შესახებ.
ფიფომ შეიფერა, თითქოს შეაქესო, მაგრამ სიტყვის თქმა ვინ აცალა, მხატვარმა მასაც და მიმისაც მოუბოდიშა, მსახიობ სტუმართან მოდელზე უნდა ვიმუშავოთო აბა დაგვტოვეთო და ზედმეტი ცერემონიების გარეშე ორივე გარეთ გამოაბრძანა.
ამით მხატვარი თავის პირად საქმესაც იწყობდა და ფიქრობდა დაცალკევებულ წყვილსაც თავიდან დააახლოვებდა.
სახელოსნოდან გამოსვლისთანავე, ფიფომ სამსახური მოიმიზეზა, მიმის ეგონა თან წაიყვანდა, ისე როგორც ერთ დროს, მის კაბინეტში ისაუბრებდნენ, მაგრამ ფიფომ არაფერი უთხრა, მიმიც გაჩუმდა. თუმცა გადაწყვიტა სურპრიზი მოეწყო და სხვა გზიდან მოევლო და სამსახურთან დახვედროდა, იქნებ მაშინ მაინც შეეპატიჟებინა... ასეც მოიქცა, სხვა გზიდან მოუარა და ის იყო ფიფოს სამსახურის შორიახლო უნდა ჩასაფრებულიყო, რომ ფიფოს მანქანამ ისე ჩაიარა არც კი შეჩერებულა სამსახურთან, მანქანაში ვიღაც ქალი ეჯდა.

LEX·2016 წლის 18 ივლისი, ორშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent