შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (32 დასასრული)

10-04-2017, 22:02
ავტორი jina
ნანახია 4 751

ვიღაცის თბილ მკლავებში ვიყავი, ამას თვალდახუჭულიც ვგრძნობდი, თავი დამძიმებული მქონდა და მიჭირდა რამეზე რეაგირება, მაგრამ როცა უკანასკნელი სცენა გავიხსენე შეცბუნებული ავფართხალდი და თვალებიდან გამოვიხედე... ალექსს ვეჭირე ხელში და ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა მივხვდი კარგი არაფერი ხდებოდა
–გამიშვი... დამსვი... არ ვწყვეტდი ფართხალს სანამ იძულებული არ გავხადე დავესვი
–ვიქტორია უნდა აწვიდეთ! მკაცრად ჟღერდა მისი ხმა თუმცა ვხვდებოდი ეს ტონი განზრახ იყო წამოსული
–რა მოხდა? აკანკალებულმა ვკითხე და ერთიანად დავიძაბე პასუხის მოლოდინში
–მივდივართ! დამაიგნორა და ხელით მიმწია გასასვლელისკენ. უხეშად მოვიშორე მისი ხელები და შევბრუნდი და სწორედ მაშინ ისე შეზანზარდა შენობა რომ ვერცერთი გავჩერდით მიწაზე მყარად, მსუბუქად მივენარცხე კედელზე, ჭერიდან მსუბუქად ჩამოცვივდა საშენი მასალა, მტვერზე თვალები ამეწვა და სახეზე მოვისვი ხელები...
ალექსი სწრაფად წამოდგა და ჩემთან მოირბინა
–კარგად ხარ? მკითხა აფორიაქებულმა
–ეს რა ჯანდაბა იყო? გაურკვევლობაშ ჩავარდნილმა ვკითხე
–შენს ოთახში შედი! მე გავარკვევ!
უხმოდ დავუქნიე თავი და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. როცა ალექსი გაუჩინარდა დევილის ოთახსიკენ წავედი თითქმის სირბილით, გზაში ვლოცულობდი რომ ისევ იქ დამხვედროდა, გიჟივით შევგლიჯე იმ ოთახის კარი მაგრამ არავინ დამხვდა, გაწბილებული უკან გამოვბრუნდი და თვალი მოვკარი სამედიცინო საკაცეს როგორ მიაგორებდნენ, ზუსტად იქითკენ წავედი, ვერ ვგრძნობდი როგორ მეჯახებოდნენ დაფეთებული „ჯარისკაცები“ (გაწვრთნილი ქილერები), ისე მირბოდნენ ვითომ რამე დიდ აჯანყებას უდგენენ წინ. როგორც კი საკაცეს დავეწიე უხეშად მოვაშორე რამდენიმე კაცი რომლებიც მეწინააღმდეგებოდნენ, თეთრ ზეწარს დავწვდი, გადავხადე და დევილის გაყინული, გაშავებული სახე დავლანდე მაგრამ ისე ძლიერად მეცა მაჯაზე ვიღაც და უკან გამწია, რომ დაზუსტებით ვერ მივხვდი ის იყო თუარა ამის გამო მრისხანებამ შემიპყრო
–ალექს რას აკეთებ? გამწარებული მივუბრუნდი
–ვიქტორია არ გინდა... ტკივილნარევი ხმა ჰქონდა, თან აშკარად ჩქარობდა და უკან მიმარბენინებდა, ხელზე ვექაჩებოდი მაგრამ უშედეგოდ
–ალექსანდრე!... ალექს გეყოფა....(ვუმეორებდი და ვეჯაჯგურებოდი მაგრამ სრულ იგნორს ვიღებდი მისგან)..
კიდევ ერთხელ შეირყა შენობა, ამჯერად უფრო ძლიერად და უფრო დიდი ქვები ჩამოცვივდა ჭერიდან, მე და ალექსს არაფერი მოგვსვლია, უფრო სწრაფი ტემპით გამაქცუნა.. ვერ ვხვდებოდი მიწისძვრა იყო თუ რამე განსაკუთრებული ხდებოდა..
–ალექსანდრე! მთელი ხმით ვიღრიალე და წამსვე გაჩერდა ისიც, პირი გააღო და რაღაცის თქმა დააპირა მის უკან ალისია რომ გამოჩნდა, აღარ ეცვა თვაის ელეგანტური თეთრი მოკლე კაბა და თეთრი პიჯაკი, მასაც ისე ეცვა როგორც მის ქილერებს, შავი ვიწრო შარვალი, ბათინკი, წვრილბრეტელიანი მაიკა და თმა ცხენის კუდუვუთ ჰქონდა შეკრული, მის დანახვაზე ალექსი დადებილდა, ისე შეჰყურებდა მეგონა აქვე მივარდებოდა და გა**ვდა. ჩვეულებრივი მზაკვრული სახე ჰქონდა ალქაჯს, ეტყობოდა შეცბუნებული იყო
–ალექს ჯერ არ გითქვამს მისთვის? ბოროტული მზერით ჰკითხა... ალექსს მაშინვე მოექუფრა სახე და მე შემომხედა.. დაბნეული ხან ერთს შევყურებდი ხან მეორეს, ბრაზით ვივსებოდი და მოთმინების ფიალა მეკარგებოდა
–ალისია არ გინდა... შეეწინააღმდეგა ის
–ვიქტორია ძვირფასო დევილი მოკვდა! გახარებული სახით მაცნობა ამბავი...
–ალექს? ეჭვნარევი ხმით ვკითხე რადგან ალისია ჩემი გამწარების გამო მოიტყუებდა კიდეც, მაგრამ როცა მისი სახე დავინახე, მისი თვალებიდან წამოსული ტკივილი და წამწამზე ჩამოსული ცრემლი რომ შევნიშნე, თითქოს გავითიშე, დარწმუნებული ვარ ფერი არ მედო სახეზე, გაფითრებული, ადგილზე მიყინული, გაშეშებული და ამ ამბით შეძრული ვიყავი
–ეს შეუძებელია! ნერვულად წარმოვთქვი და ალექსს ხელებიდან დავუსხლტი, კედლისკენ მივბრუნდი და თმაზე ხელი გადავისვი,–არა! შეუძლებელია! სასოწარკვეთილი, პირგამშრალი ვიძახდი, ნუთუ წამაკმა არ იმოქმედა? როგორც ჩანს დავაგვიანე.. დავაგვიანე.. დავაგვანე... ამას ვიმეორებდი განუწყვეტლივ... სწრაფად და ხმამღლა სუნთქვა დავიწყე.. ვხაოდი, გახელილი თვალებიდან ცრემლები მდიოდა, ერთ წერტილს მივშტერებოდი... ხმამღლა ამოვიხავლე და მუხლებზე დავეცი, მთელი ხმით ვკიოდი და მიწას ფრჩხილებით ვკაწრავდი , სულის შეძვრამდე მტკიოდა.. ზუსტად ისე მეკაწრებოდა და მეფხოჭნებოდა სული როგორც იმ მიწას ვკაწრავდი... ალექსი მომვარდა და ხელებზე მექაჩებოდა, მთხოვდა შემეწყვიტა და ჩემთან ერთად ტიროდა, განსხვავება ის იყო რომ მე ვხაოდი, მთელი ხმით და მთელი ენერგიით...
–გეყოფა წაათრიე მანდედან! ალისიას ცივმა ხმამ გაიჟღერა... მისი ტონის გაგონებისას იმხელა მრისხანებამ, გაბრაზებამ და შურისძიებამ შემიპყრო ვერ აღვწერ, ალექსი უხეშად მოვიშორე და ალისიას ყელში ვწვდი, მთელი ძალით და გაშმაგებით ვუჭერდი
–შენი ბრალია! შენი ბრალია! მოგკლავ! არ გაცოცხლებ! ვხაოდი იმ ხმით რაც ქონდა შერჩენილი, ცრემლები ნაკადულივით მდიოდა, მაინც ვერ ფარავდა მრისხანება იმ ტკივილს რაც დევილის სიკვდილით გამიჩნდა, იმ ხვრელს რომელიც მის გარეშე გულს მიცარიელებდა... ალისიას მზაკვრული და კმაყოფილი სიცილი უფრო მეტად მახელებდა და უკვე ფრჩხილებს ვარჭობდი კისერში, მერე კი ბეჭებში მჩხვლეტავი ნივთი ვიგრძენი, ალისიას თავი დავანებე და უკან შევბრუნდი, ხელში ანდრეა შემრჩა (აი ის ანდრეა სარას და დემეტრეს მეგობარი), გაოცებული შევბრუნდი მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვეღარ შევძელი რადგან უნებურად მოვდუნდი და მის ხელებში ჩავესვენე..
***
გაინტერესებთ ლბათ ამასობაში თორნიკე და ბელა სად იყვნენ ხომ? ტყეშ მხურვალე სე*სის შემდეგ ახალი ენერგიით და ემოციებით დახუნძლულები უსწრაფესად ავიდნენ მთის წვერზე, ალისიას მთავარ რეზიდენციაში.. თქვენი აზრით მართლა მიწისძვრა ან რაიმე მსგავსი ბუნებრივი მოვლენისგან გაჩნდა შენობაში ბზარები და ნანგრევები? არამც და არამც.. ბელა ყუმბარებით დატვირთული მთავარ სავინტილაციო სისტემაში შეძვრა, მილები ისე გაიარა ეჭვი არავის გასჩენია მისი იქ ყოფნისა, სწორედ ამ მილებში აფეტქებდა ყუმბარებს...
აი ტერლეცკი კი არ ჩქარობდა ყუმბარების გამოყენებას... ყურადღების გადატანის მიზნით იგი პირდპაირი გზით შევიდა და შემხვედრი ქილერები ისე მოიშორა რომ ეჭვი არავის შეეპარებოდა მის პროფესიონალიზმში, გარდა ამისა რათქმაუნდა ყავდა თავისი ინფორმატორები „შიგნიდან“ (ესეც კაი გაქექილია)...
ვიქტორიას გადამცემის მიხედვით მოძრაობდა და ასევე ჩუმად შეიპარა ლინას პოტენციური ყოფნის ადგილას მაგრამ იქ არავინ დახვდა და იცით სად აღმოჩნდა? დევილის საწამებელ ოთახშ, დიახ–სწორედ იქ დაუვარდა გოგონას გადამცემი, შესაბამისად ტერლეცკს ახალი თავსატეხი გამოუჩნდა...
***
არ ვიცი გათიშული რამდენ ხანს ვიყავი, გონს რომ მოვედი სრულიად უცხო გარემოში ვიყავი არა იმ მხრივ რომ უცხო ოთახში გამეღვიძა, არამედ იმ მხრივ თუ რაშიც გამეღვიძა... პატარა გისოსიან საკანში ვიჯექი, ზუსტად ისეთში საზღვარგარეთის ფილმებში ძაღლთა თავშესაფარში რომ აქვთ, გარშემო რომ მიმოვიხედე ასეთი 50მდე საკანი იდგა, ყველაში ვიღაც იჯდა, ძირითადად თეთრი სამედიცინო ხალათები ეცვათ რომლებიც პაციენტებისთვის გამოიყენება.. ყველა მისავათებული, თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო... თველბი რამდენჯერმე დავახამხამე, ტირილისგან ქუთუთოები მეწვოდა, ყელი კი საშინლად მწვავდა და მტკიოდა ბღავილისგან... ხელები გავამოძრავე, მერე ტანიც შეძლებისდაგვარად ამ პატარა ადგილზე, ფეხები ოდნავ დამბუჟებოდა, მაგრამ მალევე გამიარა...
–ლინაა... მომესმა ვიღაცის ჩურჩული გვერდითა საკნიდან, შეცბუნებულმა მივაბრუნე თავი მისკენ.. არ მეგონა ასე რამე თუ გამახარებდა
–ნიკოო... ხავილიტწარმოვთქვი რამდენდაცა შემეძლო ხმამაღლა... ხო სწორედ ნიკო იყო ცემ გვერდით მრავალი დალურჯებებით სახეზე, არ იყო კარგ დღეში მაგრამ მაინც მიღიმოდა
–დაბრუნებას გილოცავ...
–აქ როგორ მოხვდი? გაკვირვებულმა ვკითხე
–დამშვიდდი ესეც გეგმის ნაწილია! ჩაიცინა
–რა გეგმის? დავიბენი–ნიკო შენ არც კი იცი რა მოხდა... დაღონებულმა და განადგურებულმა წარმოვთქვი როცა დევილი გამახსენდა
–ყველაფერი კარგად იქნება! დამიმედა
–დევილი მკვდარია! გული ყელში მომებჯინა ამას რომ ვამბობდი, ისევ ცრემლები გადმომცვივდა, მაგრამ ხმამაღლა არ მიტირია, თავისით მდიოდა მლაშე სითხე და სახეს მისველებდა, მწარედ ავქვითინდა ვეღარ მოვერიე თავს, მუხლები მკერდთან მივიტანე, ხელები შემოვიხვიე და თავი შიგ ცავრგე, ისევ ვქვითინებდი...
–მაგათი დედა შე**ცი! იღრიალა გამწარებულმა და გისოსს წიხლი მთელი ძალით რამდენჯერმე დაარტყა–აქედან გავალთ კარგი? ლინა... ლინა შემომხედე!
თავი ძლივძლივობით წამოვყავი და შევხედე
–ორსულად ვარ... ამჯერად მეორე ამბავი ვაცნობე და წინასგან განსხვავებით მის რეაქციას დავაკვირდი... ერთიანად გადაუვიდა სახეზე ფერები, მერე კი გაიბადრა
–მითუმეტეს გავალთ აქედან! გახარებულმა წარმოთქვა...
ჩემი შვილის გახსენებაზე ყოველთვის იმედით ვივსებოდი, დევილის ნაწილი არა ის, რომელიც სულიერად მიკავშირდებოდა, არამედ ის რომელიც ხორციელადაც ჩემში იყო, მავსებდა და მახარებდა, მიზანს მაძლევდა... ღრმად ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე რამდენიმე წამით, მერე ისევ გავახილე და ახალი შემართებით და ენერგიით, მთელი ძალით დავეტაკე გისოსს... წიხლი დავკარი რამდენჯერმე... ოდნავ შეირყა საკეტი
–კარგია ლინა! ასე განაგრძე! მამხნევებდა ნიკო და ისიც იგივეს იმეორებდა...
ჩემი ძალებიდან გამომდინარე საკეტი პირველად მე გავტეხე, მერე ნიკომ..
–ნიკო შენ დანარჩენები გაათავისუფლე მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი. გავაფრთხილე ნიკო, შემდეგ გადავეხვიეთ ერთმანეთს და კარისკენ ავიღე გეზი, საიდანაც ისე სწრაფად შემოვარდა ანდრეა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, უკან სარა და დემეტრე მოყვებოდნენ.
ნიკოს და თვაის დის შეხვედრა იყო სასწაული სცენა, დარწმუნებული ვარ სარას რამდენიმე წელი არ ჰყავდა ძმა ნანახი, შეიძლება ვეც ეცნო რომ არა სისხლის ყივილი, ერთმანეთს რომ შეხედეს წამით ორივენი გაჩერდნენ, ნიკოს ისეთი ლაღი და თბილი გამომეტყველება ჰქონდა დის დანახვისას რომ გული გამითბა მისი შემყურე, სარა გაშეშებული იდგა, ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა, ბოლოს კი მისკენ გაიქცა და ზედ შეახტა
–ნოლოზ... ჩემო ნიკოლოზ როგორ მენატრებოდი...
ეხუტებოდა გოგონოა მონატრებულ ძმას და მის სუნს ფილტვებში ღმად ისუნთქავდა.
–რამდენი ხანი ველოდი ამ დროს ჩემო გოგო... იმხელა სიყვარულით ებუტბუტებოდა ნიკოლოზიც რომ ღიმილით შევყურებდით ყველა
–ვიქტორია მაპატიე.. სხვაგვარად აქ ვერ მოგიყვანდი.. დამნაშავის თვალები მომაპყრო ანდრეამ
–დროს ნურარ დავკარგავთ... გავუღიმე და გასსავლელისკენ დავიძარით...
ნიკო და სარა დანარჩენ „ტყვეებს“ მიხედავდნენ, ჩვენ სამნი (მე დემეტრე და ანდრეა) კი ვითარების გასარკვევად წავედით.
დერეფანში ჩოჩქოლი იყო, აქეთ–იქით დარბოდნენ, როგორც გავიგეთ ვიღაც შემოიჭრა ბაზაზე და არეულობა ამან გამოიწვია. გული მაინც არ მითმენდა და იმ ადგილისკენ წავედი საითაც ცოტა ხნის წინ პოტენციური დევილის საკაცე მიჰქონდათ
–ვიქტორია აქეთ რა გვინდა? დემეტრემ მკითხა
შევჩერდი და მათკენ შევბრუნდი
–ბიჭებო მისმინეთ: ახლა თქვენ ორნი წახვალთ და უსაფრთხო გასასვლელს მოძებნით! მერე ნიკოს და სარას მეშვეობით იმ ხალხს გიაყვანთ! დავასრულე ჩემი სათქმელი და ისევ შევბრუნდიო მაგრამ ანდრეას ხელმა შემაჩერა
–შენ რას აპირებ? მეტად სერიოზული იყო
–ჩემი მომავლისთვის ბრძოლას! გავუღიმე და იქაურობას გავეცალე...
სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი დერეფნის შუაში, უცბათ განგაშს სიგნალი ატყდა, ხანგრძლივი და გამაყრუებელი, როგორც პოლიციის მანქანის ციმციმა შუქები ზუსტად ისე განათდა მთელი შენობა, წითლად ელავდა იქაურობა და უფრო მეტად გადაიტვირთა გზა...
–ყველა მობილიზდეს! იცოდეთ ვიქტორია არ გაგექცეთ!
გამაყრუებელი ზუზუნი ალისიას ხმამ შეცვალა, რომელიც მიკროფონში ისმოდა. ადგილზე გავშეშდი ისევე როგორც ჩემ წინ მდგომნი...
–თამაში იწყება! ტუჩის კუთხე ოდნავ ჩავტეხე და დაველოდე როდის წამოვიდოდნენ. არც დააყოვნეს.. ყველაზე მამაცი გამოიქცა, ხელი მომიქნია მეკი ჩემი საფირმმო ილეთი გავაკეთე: დავიხარე და ფეხი მის ფეხებში გამოვდე, ამის დანახვაზე მეორე გულადი გამოიქცა, სტრატეგია ჰქონდა შეცვლილი და ფეხებზე მიყურებდა რომ იგივე არ გამემეორებინა მისთვის, ძალიან კარგად იბრძოდა, თუმცა მე ვერ შემედრებოდა, რამდენიმე მებრძოდა ერთად, ხან წინიდან, ხან უკნიდან, გვერდებიდან, მუცელში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, მაშინვე ბავშვი გამახსენდა და ორმაგი ძალებით შევუდექი ბრძოლას, გამწარებული ვურტყამდი და რამდენიმე წუთში დერეფანში ყველა ძირს ეგდო ჩემ გარდა,
–ესეც ასე! ამოვიოხრე და ოთახების თვალიერებას შევუდექი... თითქმის ყველა მათგანი ცარიელი იყო, რამდენიმეში უწესრიგოდ ეყარა ტანსაცმელი.. ბოლო კარი შევაღე და სწორედ ის საკაცე დავინახე, უმალვე მივვარდი და ცარიელ საწოლს დავხედე, ზეწარი ისევ ზედ ეფინა, ნერვულად გადავაძრე და ძირს დავაგდე, გარშემო მიმოვიხედე არავინ იყო, დაცარიელებულიყო ოთახი... საშინელმა იმდგაცრუებამ შემიპყრო, სასოწარკვეთილი გამოვბრუნდი უკან და კარებთან მდგარი ალისია დავინახე, იარაღი პირდაპირ თვალებთან მომიტანა და გამიღიმა...
–ჯანდაბა! თვალები უაზროდ გადავატრიალე...
***
თორნიკე დერეფანში გამძვინვარებული მხეცივით იბრძოდა, რამდენიმე ერთად უტევდა, ზოგს მძიმე საგანი ეჭირა, ზოგს დანა, ის კი შიშველი ხელებით იბრძოდა, უკვე იღლებოდა და ვეღარ ახერხებდა მოგერიებას, როცა ერთიანად რამდენიმე მოწინააღმდეგე გამოეცალა. გაოცებულმა გაიხედა მშველელის მიმართულებით და მასში ის ამოიცნო ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა...
ტერლეცკი დერეფნებს ბელასთან ერთად ყუმბარებით ტვირთავდა, წამზომზე რთავდა თითოეულს და იქაურობის „გაწმენდას“ აპირებდნენ, უკვე გასასვლელთან იყვნენ ნიკო თავისი ამალით რომ შეხვდა, გაღიმებულები შეეგებნენ ერთმანეთს, ესეც თავიანთი გეგმის ნაწილი იყო!
ერთად დატოვეს გასასვლელი და ცოტა მოშორებით დაელოდნენ ვიქტყორიას, იმედი ჰქონდათ გამოვიდოდა..
***
ალისია გიჟივით მიმარბენინებდა ტყეში, არ ვიცოდი სად მივდიიოდით, მხოლოდ მე და ის.. იარაღმობჯენილი მივყვადი... აშკარად არ იყო სარკაზმის და ჩემი ნერვების მოშლის ხასიათზე, ეტყობოდა საქმე ისე ვერ წაუვიდა როგორც გეგმავდა. ტყეში საკმაოდ ცუდი გზა იყო, აღმა–დაღმა მივდიოდით, ოდნავ შებნელებულიყო, სუსხი მივლიდა...
–სად მივდივართ? ალექსი სადაა? სიჩუმე დავარღვიე
–მოკეტე და იარე! გამაღიზიანებელი ტონი შეინიშნებოდა მის ხმაში
–ისევ ისეთი კმაყოფილი არ ჩანხარ... ირონია არ დავიშურე
–ნუ მაღიზიანებ! აქვრ გაგასხმევინებ ტვინს! გამოსცრა კბილებში.
რამდენიმე წუთი ვიარეთ და მთის წვერზე ავედით, მთლად წვერზე, თვითმფრინავი იდგა, როგორც ჩანს ასაფრენად მზად იყო... იქვე ახლოს ოციოდა დაცვის წევრი შეკრებილიყო, ალექსი ჯერ კიდევ არ ჩანდა...
მთიდან რომ გადავიხედე სული შემეხუთა, იმ სიმაღლეზე ვიყავით გადახედვამაც კი შემზარა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ალისიასკენ შევბრუნდი..
–ალისია! ცოტა შორიდან მოისმა ალექსის ხმა, გახარებული შევბრუნდი, იმედი მომეცა თითქოს ჩემი გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობდა, გადარჩენის რომ ვიძახი სიკვდილისგან ფგადარცენას კიარა თავისუფლებას ვგულისხმობ.
–ალექსანდრე მე რა დაგავალე?! კატეგორიული ხმა ჰქონდა ალქაჯს
–მაპატიე! არ შემეძლო! არც ალექსი ჩამორჩა
–მოკალით! გაისმა საშინლად ცივი ხმა რომელი ალისასი იყო... შევცბი ამის გაგებაზე და ალექსისკენ გავიწიე მაგრამ ერთ–ერთმა დავის წევრმა მაგრა ჩამავლო ხელი და არ გამიშვა.
რამდენიმე ალექსს მივარდა, ამ უკანასკნელმაც ძალზედ მარტივად მოიშორა მოწინააღმდეგენი... უფრო მეტი და მეტი მივარდა და გაშმაგებით ებრძოდა ყველა მათგანი.
ვეჯაჯგურებოდი ჩემს შემპყრობელს რრათა დავსხლტომოდი და ალექსს დავხმარებოდი, ალისია ისე შეჰყურებდა ამ სცენას თითქოს რაიმე სანახაოდა ყოფილიყოს...
რამდენიმე წამში რაღაცის ზუზუნი მოისმა და სამი კაცი უღონოდ დაეცა მიწაზე, მათ შორის ჩემი შემკავაბელიც. სუნთქვა გამისირდა, პულსი ამიჩქარდა და ვიგრძენი სისხლის მოწოლა... მის სიახლოვეს ვგრძნობდი, გეფიცებით ვგრძნობდი... ალისია შეხტა და ის იყო უნდა ესროლა ალექსისთვის რომ ბუჩქებიდან ის გამოვიდა... საღსალამათი და ჯანმრთელი, ისევ ისეთი ცივი გამომეტყველებით, ნაცრისფერი თვალებით და შეჭმუხნილი შუბლით. მეგონა სიხარულისგან გავფრინდებოდი, ცრემლები ვერ შევიკავე (ორსულობის ბრალი იყო სენტიმენტები) ხმამაღლა გამეცინა, ფართოდ გამეცინა, გულმა სალტოები გააკეთა, ისეთი ბედნიერი ვიყავი თვალებს ვერ ვუჯერებდი...
ალქაჯი მის დანახვაზე შეცბა
–შენ ხომ მოკვდი! გაბრაზებულმა და თან შოკში მყოფმა წარმოთქვა
–ლინას ხელი გაუშვი! მეტად მკაცრი იყო მისი ტონი, როგორ მომნატრებია მისი ხმა, მისი ბგერები...
–მოვკვდი! გაიმეორა მანაც
ამასობაშ ალექსმაც მოიგერია დანარჩენი მებრძოლები და ახლა უკვე თავისუფალი ნელა გვიახლოვდებოდა
–უკან დაიხიე! გამოსძახა გამწარებულმა ალისიამ
–გაუშვი ალისია! კიდევ ერთხელ გაუმეორა
–ორივენი ჯანდაბაში წასულხართ! დაისისინა და თვითმფრინავისკენ მიბიძგა ხელით... გონებაში ვფიქრობდი რა გამეკეთებინა რომ ცოტაი მაინც დაბნეულიყო ეს ალქაჯი ამიტომ რაც პირველად მომაფიქრდა ის გავაკეთე, მუცელზე ხელი მაგრად მივიჭირე და დავიკივლე
–მტკივა! ვაიმე ალისია მტკივა!
მივხვდი ალისია ამხელა საგანძურს (ბავშვის სახით) უყურადღებოდ არ დატოვებდა, მიწაზე ჩავიკეცე და ისევ ავკივლდი, დაბნეული ალისია ჩემთან ერთად დაიხარა და გაოგნებული მიყურებდა მუცელზე
ალექსს სიმართლე ეგონა ჩემი ნათქვამი და ჩვენკენ გამოიქცა, დევილს კი უკვე მოესწრო პილოტისთვის ყელის გამოჭრა და საჭეზე მიეგდო თავი უსულოდ...
სანამ ალექსი უფრო მოგვიახლოვდებოდა სწრაფად ვეცი ალისიას და იარაღი დავაგდებინე, საპასუხოდ მისგან მუშტი მივიღე და ასე მთის წვერზე, კლდს პირას ვიბრძოდით მე და ის, დევილისკენ გავიხედე, დავინახე როგორ ებრძოდა არსაიდ გამოჩენილი ორი პროფესიონალი ქილერი, საკმაოდ კარგად გაწვრთნილები, ალექსი ვერ გვეკარებოდა, დიდი ალბათობით ერთ=ერთი ჩვენგანი გადავიჩეხებოდით რაიმე რომ მოემოქმედებინა ამიტომ მხოლოდ გვეძახდა რაღაცეებს, ვერც ვარჩევდი, ალისია იმაზე კარგი მოჩხუბარი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი, წარბი და ტუჩი მქონდა გახეთქილი ,ის კი უნაკაწროდ იყო.
–ალისია შეეშვი! ისმოდა ალექსის ხმა
–შენ და შენ ნაბიჭვარს გაგიყოლებთ ხომ გაიგე! მგესლავდა ალისია...
როცა ბავშვი ახსენა დევილის რეაქცია ვერ დვაფიქსირე, სამაგიეროდ კარგად მახსოვს თვალის დახამხამებაში როგორ მოიშორა მტრები და ჩვენკენ წამოვიდა, მასთან ერთად დაიძრა ალექსიც მაგრამ ის სირბილით ჩემკენ კიარა ალისიასკენ დაიძრა, ხელები მოხვია და მასთან ჩახუტებული კლდიდან გადაეშვა...
სანახაობამ იმდენად შემზარა რომ ვიკივლე და კლდის ნაპირზე ჩავიკეცე, დავინახე როგორ მოწყვეტით დაეცა ორი სხეული ერთმანეთზე მიხუტებული სხეული უფსკრულში... მერე კი ვიღაცის თბილი ქურთუკი ვიგრძენი სხეულზე... წამოვდექი და უკან მივტრიალდი, დევილის გაბრწყინებულ თვალებს შევხედე, ისეთი სხივი ჩასდგომოდა თვალებში რომელიც აქამდე არ შემინიშნავს... ქურთუკი უხეშად მოვიშორე მხრებიდან, ერთი ხელი გავშალე და ლოყაშ მწარედ გავარტყი
–ეს იმისთვის რომ გაუფრთხილებლად წახვედი იმ ღამეს!
მეორე ხელიც გავშალე და მეორე ლოყაში შემოვარტყი
–ეს კი იმისთვის რომ მოკვდი!
მაინც ჯიუტად მიყურებდა თვალებში და ოდნავ უთრთოდა ტუჩის კუთხე
–პასუხს ველოდები! დავუღრიალე
პასუხმაც არ დააყოვნა ისე მეცა ტუჩებზე... მონატრებულად ვნებიანად და ძალიან ნაზად მკოცნიდა. ყველაფერი მეწვოდა, კოცნაშ ავყევი და სიხარულით ავივსე
–მიყვარხართ ორიევ! მუცელზე ხელი მომისვა და კიდევ ერთხელ მაკოცა...

***
აი ეს იყო ჩემი ისტორია.. უდიდეს მადლობას გიხდით ვინც კითხულობდით, მიკომენტარებდით და სტიმულს მაძლევდით... სათაური თითქმის აცდენილია ისტორიის შინაარსს იმედია მაპატიებთ... ყველა ძალიან მიყვარხართ და მაბენიერებთ... იმედია დასასრული ისეთი იყო როგორსაც ელოდით და იმედები არ გაგიცრუეთ <3 ახალი ისტორიისთვის მაქვს იდეები და თუ სურვილი გაგიჩნდებათ დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ კვლავ <3

№1  offline წევრი Niioo

რა ერქმევა ახალ ისტორიას ?

№2  offline წევრი jina

Niioo
რა ერქმევა ახალ ისტორიას ?

ხვალ დავდებ პირველ თავს და იქ ნახე :დდდ ორი ვარიანტი მაქვს

№3  offline წევრი Peoplefallformysmile

ვაიმეე, ძაან მაგარი იყო , არ ვნანობ რომ დავიწყე ამ ისტორიის კითხვა .. იმედია ახალი ისტორიითაც გაახარებ შენს მკითხველს <3

№4  offline წევრი jina

Peoplefallformysmile
ვაიმეე, ძაან მაგარი იყო , არ ვნანობ რომ დავიწყე ამ ისტორიის კითხვა .. იმედია ახალი ისტორიითაც გაახარებ შენს მკითხველს <3

ugrmesi madloba chemo sayvarelo <3

№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ნუ დევილი კარგად გამოაძვრინე. ვერ გაიმეტე ხო სიკვდილისთვის ასეთი მაგარი პერსონაჟი . კაგადაც ქენი სწორი იყო ეს საქციელი მართლა.

იმას გეტყვი რომ - კი მესმის ეფექტური დასასრული გინდოდა მაგრამ საქმე ისაა რომ იმ შენობაში მყოფებზე და ზოგადად იმათზე არ მეყო ანუ უფრო მეტი დრო უნდა დაგეთმო მათთვის და თუ არ აპირებდი დათმობას მაშინ ამდენი პერსონაჟი არ უნდა შეგექმნა. მე ასეთი გრXძNობა გამიჩნდა რომ თითქონს ამათ ჩრდილში მოექცნენ ხო ხვდები რისი თქმა მინდა. კიდე მხურვალე სექსის შემდეგ პირდაპირ ომი ძალია ჰოთ თემაა ხალხო:დდდდ მოვკვდი მანდ სიცილით ისე გეწერა /;დდდ
ხოდა სულ არაფერი რომ არ დაგეწერა ამ თავში ყველაზე მეტად რაც მომეოწნა ბოლოსთვის მოვიტოვე . ალექსის და ალისიას სიკვდილი იყო სასწაულად კარგი გადაწყვეტილება. აი არც მიფიფიქრია და ისე ლამაზად დაასრულე ალისიას პრობლემა რომ არ ვიცი. უბრალოდ იმაზე მწყდება გული რომ ალისიასნაირი ძუკნა არ იმსახურებდა ალექსს მაგრამ რას ვიზავ ასე ისურვე შენ და. მოკლედ უმაგრესი ხარ!!!
ამ მოთხრობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ბევრი სასიამოვნო წუთუ მაჩუქა ამისთვის მადლობა ძალიან დიდი. მომწონს შენნაირი ტბილი ავტორები და წარმატებას გისურვებ. ერთი თხოვნა მაქ და ალბათ სხვებიც დამეთანხმებიან თავს ნუ მომანატრებ!!!! იმ ნიკს რომლის მოთხრობებიც მომწონს ვიმახსოვრებ და თვალს ვადევნებ ხოლმე შენც ასეთი ხაარ!! თავიდან ასე სერიოზულად არ ვუდგებოდი ამ მოთხრობას მაგრამ მერე ნელნელა ისე დაიხვეწე და ისეთი მაგარი იყო პროგგგრესი რომ საღოლლ!!!
ველი შემდეგსშენი ერთგული მკითხველი!!!

№6  offline წევრი nini sabauri

ძალიან მაგარი იყო ,გამიხრდა ჰეფი ენდით რომ დამთავრდა. ახალ ისტორიას ველოდები, ნამდვილად მაინტერესებს heart_eyes

№7  offline წევრი jina

nawkas12345

ox chemi gogo rogori msuye komentari damitove :D nu vecade mtavar personajebze gagemaxvilebinat yuradgeba... didi madloba aseti shepasebistvis :* dzalian dzalian sasiamovnoa roca shennairi ertguli mkitxvelis komentari mxvdeba :* xvalidanve daviwyeb axal istorias :*

nini sabauri
ძალიან მაგარი იყო ,გამიხრდა ჰეფი ენდით რომ დამთავრდა. ახალ ისტორიას ველოდები, ნამდვილად მაინტერესებს heart_eyes

madloba chemo kargo :* mixaria dzalian <3

№8  offline წევრი M^d G1rl

კაიი?? ეს რა დასასრული იყო გოგოო? გავგიჟდი!! და-ძმის შეხვედრა ძაან კარგი იყო. ალექსი დამენანა მარა მგონი ალისიას გარეშე ვერ გაძლებდა. ლინაზე და დევილზე არაფერს ვამბობ. ჩემი დევილიკოოო ნამდვილი სახელი მაინც ვერ გავიგე ვერ გიტან ამისთვის!!

№9  offline წევრი lamazmani

vaime ai dzaan magari iyo shokshi var ver gamovxatav emocias udzalianmagresi iyo da shen xo saertod dzalian magari xar ai vgijdebi am istoriaze ragac gansxvavebuli iyo ai dzaan da sul velodi rodis dadebdi da nervebi meshleboda ro agvianebdi ise mainteresebda . mainc megona ro devili cocxali iqneboda da dzaan gamixarda happy end magram aleqsi shemecoda rogor gadayva alisias mara esetia siyvaruli uyvarda rogori borotic ar unda yofiliyo da ki hadayva . ai ar vici ra vtqva imdenad momewona es istoria yoveltvis ragac axali xdeboda da ise xlartavdi xan ver verkveodi ra xdeboda guli damwyda, romdamtavrda kidev didxans mindoda gagrdzeleboliyo amati bednieri cxovreba mindoda magram yvela istoria sadgac rcheba darwmunebuli var sheni shemdegi istoriac dzalian magari iqneba magram es chemtvis yoveltvis sauketesod darcheba ai agar vici ra gitxra imdenad momewona getyvi rom uzomod nichieri xar da kargad shegidzlia gadmocema velodebi shens axal iatorias moutmenlad

№10  offline წევრი jina

M^d G1rl
კაიი?? ეს რა დასასრული იყო გოგოო? გავგიჟდი!! და-ძმის შეხვედრა ძაან კარგი იყო. ალექსი დამენანა მარა მგონი ალისიას გარეშე ვერ გაძლებდა. ლინაზე და დევილზე არაფერს ვამბობ. ჩემი დევილიკოოო ნამდვილი სახელი მაინც ვერ გავიგე ვერ გიტან ამისთვის!!

devilis saxeli mtavaria viqtoriam gaigo :D me mainc miyvarxar :*

lamazmani
vaime ai dzaan magari iyo shokshi var ver gamovxatav emocias udzalianmagresi iyo da shen xo saertod dzalian magari xar ai vgijdebi am istoriaze ragac gansxvavebuli iyo ai dzaan da sul velodi rodis dadebdi da nervebi meshleboda ro agvianebdi ise mainteresebda . mainc megona ro devili cocxali iqneboda da dzaan gamixarda happy end magram aleqsi shemecoda rogor gadayva alisias mara esetia siyvaruli uyvarda rogori borotic ar unda yofiliyo da ki hadayva . ai ar vici ra vtqva imdenad momewona es istoria yoveltvis ragac axali xdeboda da ise xlartavdi xan ver verkveodi ra xdeboda guli damwyda, romdamtavrda kidev didxans mindoda gagrdzeleboliyo amati bednieri cxovreba mindoda magram yvela istoria sadgac rcheba darwmunebuli var sheni shemdegi istoriac dzalian magari iqneba magram es chemtvis yoveltvis sauketesod darcheba ai agar vici ra gitxra imdenad momewona getyvi rom uzomod nichieri xar da kargad shegidzlia gadmocema velodebi shens axal iatorias moutmenlad

ro icode ramxela siamovneba momaniche am sityvebit<3 marto aseti komentarebisa da emociebistsvis girda am istoriis dawera :* dzalian gamaxare

№11  offline წევრი gogona tbilisidan

v a i m e!!!mosaklavi xar jer imito ro dackebisas devili mokvdao da imdeni vinerviule gamocdebze ar vnerviulob magdens :dddd Mainc vicodi ro cocxali iknebodaa ese ar gamimetebdi Mara xo unda chagegdo intriga))rogorc koveltvis :dddchemi sikvarulebi ra sakvarlebi ikvnen:dd <3tornikeeze da belaze xo vgijdebi ❤️da aleqsi dzaan shemikvarda miuxedavad imisa rom dasackisshi sashineli tipi megona:dd shenc chemi sikvaruli xar da kvelaze dzaan shenze vgijdebi ise mivechviee koveldgee carmoudgenlad mechveneba ro damtavrda((((( mokled chemo pozitivoo umagresi gogo xar :dd imediaa axali motxrobaa uketesi iknebaa kidev da kidevv:d <3gelodebi!!!!

№12  offline წევრი jina

gogona tbilisidan

shwn xae chemi pozitivi aseti Tbili sityvebistvis :* dzalia miyvarxar :*

№13  offline მოდერი pekhshvela

მართლა აკრგი იყო ერთიანობაში, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ მართლა, ძალიან ნიჭიერი ხარ და მომწონს როგორც შენი წერის სტილი ისე იდეები ^^ ერთიანად დაძაბული ვკითხულობდი ხოლმედა მგონი ყოველ საათში ვამოწმებდი ახალი ხომ არ დადოთქო :დდ მოკლედ მართლა კარგი გამოვიდა და დასასრულიც მშვენიერი იყო, ასეე გააგრძელე მომავალშიც :*** დევილზე ხომ მთლად შეყვარებული ვიყავი:დდდ ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის რაც მომეცი ამ მოთხრობისგან ^__^

№14  offline წევრი gogona tbilisidan

jina

Mec da axals velodebii ragac sascauls:dd!

№15  offline წევრი jina

iqneba iqneba :D

pekhshvela
მართლა აკრგი იყო ერთიანობაში, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ მართლა, ძალიან ნიჭიერი ხარ და მომწონს როგორც შენი წერის სტილი ისე იდეები ^^ ერთიანად დაძაბული ვკითხულობდი ხოლმედა მგონი ყოველ საათში ვამოწმებდი ახალი ხომ არ დადოთქო :დდ მოკლედ მართლა კარგი გამოვიდა და დასასრულიც მშვენიერი იყო, ასეე გააგრძელე მომავალშიც :*** დევილზე ხომ მთლად შეყვარებული ვიყავი:დდდ ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის რაც მომეცი ამ მოთხრობისგან ^__^

ugrmesi madloba chemo sayvarelo <3

№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მაგრამ ალექსის სიკვდილი მეწყინა ძალიან. არ მინდოდა მომკვდარიყო .მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით
--------------------
ლანა

№17  offline აქტიური მკითხველი lalita

ალექსი შემეცოდა ძალიან .ისტორია ძალიან მომეწონა.

№18  offline წევრი jina

La-Na
კარგი იყო,მაგრამ ალექსის სიკვდილი მეწყინა ძალიან. არ მინდოდა მომკვდარიყო .მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით

eh ras vizamt :/

lalita
ალექსი შემეცოდა ძალიან .ისტორია ძალიან მომეწონა.

mec shemecoda :/

№19  offline აქტიური მკითხველი La-Na

[quote=jina][quote=La-Na]კარგი იყო,მაგრამ ალექსის სიკვდილი მეწყინა ძალიან. არ მინდოდა მომკვდარიყო .მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით[/quote]
eh ras vizamt :/
ჰო მაგრამ ერთია,მან დაამტკიცა რომ ნამდვილი მეგობრობაც იცოდა და სიყვარულიც.ასე რომ ის ჩემთვის ნამდვილად საამაყო ადამიანია.
--------------------
ლანა

№20  offline წევრი jina

[quote=La-Na][quote=jina][quote=La-Na]კარგი იყო,მაგრამ ალექსის სიკვდილი მეწყინა ძალიან. არ მინდოდა მომკვდარიყო .მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით[/quote]
eh ras vizamt :/
ჰო მაგრამ ერთია,მან დაამტკიცა რომ ნამდვილი მეგობრობაც იცოდა და სიყვარულიც.ასე რომ ის ჩემთვის ნამდვილად საამაყო ადამიანია.[/quote]
swored es mindoda rom dagenaxat da mixaria :*

№21  offline წევრი sergio ramos

Oooo es ra iyooo aleqsi momwondaa mee bolomde darwmunebuli viyavi ratomgac rom aleqstan iqneboda viqtoria :( dasasruli ar momewona sastikad :(((((

№22  offline წევრი jina

sergio ramos
Oooo es ra iyooo aleqsi momwondaa mee bolomde darwmunebuli viyavi ratomgac rom aleqstan iqneboda viqtoria :( dasasruli ar momewona sastikad :(((((

dzalian vwuxvar :/ madloba rom kitxulobdi

№23  offline წევრი nini :)

მე ძალიან მომეწონა მიუხედავად იმისა რომ ერთიანად წავიკითხე ყველა თავი თან სამუშაოზეც ვერ შევძელი თავის დანებება, ესეიგი ნამდვილად კარგი იყოოო,,,, რაღაც განსხვავებული იყოო... და ზუსტად ამან მომაწონააა.... იყო ის რაც მიზიდავდა ლინასი არ იყოს როგორ დევილი იზიდავდა ისე მე ეს ისტორია.... მოკლედ წარმატებებიიიიი......❤❤❤

№24  offline წევრი jina

nini :)

ugrmesi madloba chemo kargo dzalian gamaxare :* <3

№25 სტუმარი ანიტა^-^

რომ არ მოგატყუო ძალიან დამწყდა გული ალაქსანდრეზე(( ნუ მაინც საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყოო <3 ასე გააგრძელე,წარმატებები))

არაამქვეყნიური ისტორია, რომელმაც ჩემი გული დაიბყრო

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent