შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 34


12-04-2017, 00:16
ავტორი Lex
ნანახია 1 264

34.
- არც იმდენად სულელი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე, მაგრამ იცი რას ვიფიქრე ახლა?
- აბა, რა იფიქრე ისეთი საინტერესო, რომ ...
კედლიდან სიცილი მოისმა.
- გინდა ყავა დავლიოთ ერთად და ისე ვისაუბროთ... მე დაგპატიჟებ
- აჰა, და შენ დამპატიჟებ არა.
ისევ გაეცინა.
- რატომაც არა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი იდეაა და არა
- და არა ჩემი, იმიტომ რომ მე ვერ მოვიფიქრე არა?... არ მეყო ამდენი გონება, რომ გოგონა, რომელიც მე დამსდევს აქამდე ყავაზე უნდა დამეპატიჟებინა
- სულაც არ დაგსდევ, უბრალოდ...
- როგორ არა, დამსდევ კიდევაც და მთელი არმიაც მომისიე, გახსოვს?
განზრახ შეახსენა ის ძველი ამბავი.
- მე არავინ მომისევია.
მიმიც აჰყვა სიცილში.
- როგორ არავინ? შენ ამოხვედი და ამოგყვნენ კიდევაც, ვცხოვრობდი ჩემთვის, მშვიდად დავსეირნობდი ძველი სახლის საკმაოდ გრილ და მიუვალ ლაბირინთებში გარეთ კი ისეთი ხვატი იდგა მაშინ და ერთ მშვენიერ დღესაც...
- მე კი არ მომსდევდნენ, ვიღაცის დასაჭერად იყვნენ მოსულნი.
- მერე რა ქნეს არ დაიჭირეს?
- როგორც ვიცი, მაშინ არაფერი გამოუვიდათ და მგონი არც მერე.
მიმი უცებ გაჩუმდა, ეს უკვე ფიფოს საქმეს ეხებოდა და მისი აფიშირება არ შეძლებოდა, რა საჭირო იყო ყველა შემხვედრთან ამის ტლიკინი. კიდევ კარგი დროზე მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
კაციც გაჩუმდა... ჩაფიქრდა... კარგი იქნებოდა ამ გოგონასთან დაახლოვება, მაგრამ მაინც ფრთხილობდა... რამდენ ამბავს გამოსტყუებდა...
„არც იმდენად თავქარიანი და ცანცარა გოგო ჩანს, როგორც თავიდან მეგონა... ჰმ, როგორ დროზე მოკეტა...“
დუმილი დიდ ხანს გაგრძელდა. მიმიმ მოიწყინა. მიხვდა, მისი თანამოსაუბრე გარეთ გამომსვლელი არ იყო... ნახვამდისო, დაემშვიდობა და ისე ჩავიდა კიბეზე პასუხსაც აღარ დაელოდა...
ის იყო მანქანა მოაბრუნა და დაღმართს უნდა ჩაყოლოდა, რომ თითქოს განგებ ვიღაც კაცი მანქანას შეუვარდა და იქვე ჩაიკეცა. მიმი გულგახეთქილი მიეჭრა, კაცი ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა, კიდევ კარგი არ მოვკალიო ერთი კი გაიფიქრა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ძლივს დაითანხმა მანქანაში ჩაესვა და საავადმყოფოში წაეყვანა. როგორც მთავარ გზაზე გავიდნენ კაცმა კრუსუნი და კრუნჩხვა შეწყვიტა და მიმის უკვე კარგად ნაცნობი ხმით მიმართა:
- დავლიოთ ყავა? შენი წინადადება ძალაშია ისევ?
მიმი გაოგნებისგან კივილი მორთო, ძლივს მოასწრო დამუხრუჭება, კივილი და სიცილი ერთმანეთში შეერია, ორივე ხელით გამალებით დაუშინა საჭეს მუშტები, კაცი მშვიდი ღიმილით შეჰყურებდა, ელოდა როდის მოთოკავდა მიმი ემოციებს..
- მართლა, რომ გამეტანე რას ფიქრობდი?
- მოვიდოდნენ მერე შენი ნაცნობი რაზმელები და ჩაგაყუდებდნენ ციხეში, მაგრამ მერე მთელი რაზმი მაინც შენს დასაცავად გამოვიდოდა, როგორც ძველ ნაცნობს მხარში ამიგიდგებოდა...
პიპა ყველანაირად ცდილობდა ფიფოს ირგვლივ ესაუბრა
მიმი კი კვლავ სიცილისგან ბჟირდებოდა:
- არა, არა არ არიან ჩემი მეგობრები, მარტო ერთს ვიცნობ
- აჰა და სადარბაზოში ისევ შენივე ნაცნობი გამოგეკიდა არა?...
- არა ადრე არც კი ვიცნობდი, მაგ ამბის მერე გავიცანი...
მიმიმ ცოტა მოიწყინა, ძველმა მოგონებებმა თავი იჩინა.
- თუ გინდა ნუ მომიყვები.
მიმიმ მხრები აიჩეჩა:
- მოსაყოლიც არაფერია... არ ვიცი, როგორ და რანაირად მომაგნო, მაგრამ იქ რომ მნახა იმის მერე სულ ყვავილებს მიგზავნიდა, მერე უკითხავად დამადგა სახლში, დედას ისე დაუმეგობრდა, რომ მოკავშირედ „გაიხადა“...
მიმი ისევ გაჩუმდა.
- ასე გაწყენინა? რა დააშავა? თუ გინდა ყურებს ავუწევ.
მიმის გაეცინა:
- არა, არაფერი დაუშავებია, უბრალოდ...
- როცა ერთი ადამიანი მეორეს შეურაცხყოფას აყენებს, იცოდე, რომ მან მართლა დაიმსახურა, რადგან ისეთ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომ შეურაცხყოფის ღირსი გაიხადა თავი...
- არა, არა, შეურაცხყოფა არ მოუყენებია...
მიმი გაჩუმდა, თითქოს ტირილის ხასიათზეც იყო, მაგრამ თვალები სულ ამომშრალი ჰქონდა, ცივი გაყინული მზერით სადღაც შორს ქალაქის ჰორიზონტს გახედა.
კარგი სანახავი იყო ღამის ქალაქი, ლამპიონების შუქი გაბმული მძივებივით ციმციმებდა... სადღაც კაფეში ჯდომას, ისევ ქალაქის თავზე მოქცევა სჯობდა. სუფთა ჰაერიც სასიამოვნო იყო...
პიპა მიმის პროფილს შეჰყურებდა
„არც იმდენად რთული ჩანს... ცოტა კიდევ ბიძგი უნდა და თავადვე გაიხსნება...“
- იცი, შენი პასუხები, სულ არა-არათი იწყება... საკუთარ თავს უფრო ეურჩები და ეწინააღმდეგები ვიდრე
- ვიდრე ვის? ვინმე სხვას?.. არავის ვეწინააღმდეგები, არც ვეურჩები.
გააწყვეტინა მიმიმ.
- მეც მაგას ვამბობ, საკუთარ თავს რაღაცას უმტკიცებ, მაგრამ არ იბრძვი, არ იბრძვი ისე როგორც საჭიროა... ცხოვრებას მდორედ მიყვები.
- ვის შევებრძოლო? კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები, როცა არ...
მიმის კვლავ სული ყელში მოაწვა, სიტყვის გაგარძელება ვეღარ შესძლო.
- გასაგებიაა...
- რა? რა არის გასაგები?
- ვიღაც მესამე არა?..
- მესამე?.. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - ალბათ, არ ვიცი... მგონი... მესამე?...
- ერთ რჩევას მოგცემ. მოულოდნელად დაადექი თავს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. მიაკითხე სახლში ან სამსახურში და ასევე მოულოდნელად ჰკითხე, ის რაც გაინტერესებს და ასე გიღრღნის გულს და ნურაფრის შეგეშინდება ან მოგერიდება. დამიჯერე, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, სჯობს სიმართლე იცოდე, ვიდრე გაურკვევლობაში იყო. ეჭვი გულს გამოგიჭამს და მერე თავადაც შეჭმული აღმოჩნდები...

LEX·2016 წლის 27 ივლისი, ოთხშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent