შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

69 დღე ტყვეობაში ( თავი 14-15)


12-04-2017, 22:43
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 2 053

69 დღე ტყვეობაში
მეთოთხმეტე თავი
დღე მერვე
ორივე უხმოდ იჯდა და გამორთულ ტელევიზორს მიშტერებოდა,სიჩუმე კი საშინლად იწელებოდა...
ზეინი ფიქრობდა რომ ლიამი არაფერში იყო დამნაშავე,რომ მან მისი რჩევა გაითვალიწინა,არ ეშინოდა და არ ეწინააღმდეგებოდა.
აი,ლიამი კი...ლიამმა არ იცოდა რა ეთქვა,ყველაფერს თავის თავს აბრალებდა,ფიქრობდა რომ ზეინმა 13 წელი ოთხკედელშორის გამოკეტილმა,სწორედ მის გამო გაატარა.
-რაზე ფიქრობ?-ხმას ზეინმა ამოიღო,მისთვის უჩვეულო იყო ლიამის სახლში ყოფნა.შეჩვეული იყო ცივ,ნესტიან და ბნელ ოთახს რომელშიც მთელი 13 წელი გაატარა,შეჩვეული იყო ტკივილის ატანას და მორჩილებას მხოლოდ იმიტომ რომ ლიამს არაფერი დაშავებოდა.გუშინდელი ღამესავით ახსოვდა ყველაფერი... ყველაფერი რამაც გატეხა,რამაც დაასუსტა... ეს იყო პატარა ძამიკოსადმი სიყვარული,მას უნდოდა ის დაეცვა და სწორედ ამიტომ გატყვდა... გატყდა არამარტო ფიზიკურად,არამედ სულიერადაც,ტულს მისცა ყველაფრის უფლება რომ ტულს მისი მუქარა არ შეესრულებინა... რომ მამამის არაფერი დაეშავებინა ლიამისთვის.....
*Flashback-13 Years Ago
ფეხები ებლანდებოდა და გაქცევას ცდილობდა,იცოდა რომ მამამისი ასე უბრალოდ არ გაუშვებდა...იცოდა რომ დღეს როდსაც დედა ყველაფერს გაიგებდა ის მამისგან წავიდოდა,ეს ბოლო წვეთი იქნებოდა...
მაგრამ ახლა რაზეც ფიქრობდა მხოლოდ ლიამი იყო,ჯესი არც ანაღვლევდა და ალბათ იმიტომ რომ ჯესი გოგო იყო ხოლო გენრი მხოლოდ ბიჭებს ასწავლიდა მისი თქმით "ადამიანის წამების და მოკვლის ხელოვნებას".
ღრმად სუნთქავდა და რაც ძალა ჰქონდა გარბოდა,გრძნობდა თბილ სითხეს რომლითაც გრძელმკლავიანი მაისური იყო გაჟღენთილი,მხარზე ჭრილობები კვლავ გაიხსნა და სისხლმა მაისური დასვარა.სისხლის სუნი გულს ურევდა,მთლიანად კანკალებდა და გარბოდა,არ იცოდა სად...ან ვისთან... მშველელი არსად ჩანდა,მალევე აღმოაჩინა რომ პარკიდან დიდი ხნის წამოსული იყო,ახლა კი ათასწლოვან ხეებს შორი გარბოდა.
ბნელოდა,ციოდა და მას სტკიოდა,იცოდა რომ ვერ გაიქცეოდა მაინც იპოვიდნენ მაგრამ მაინც ჯიუტად გარბოდა.
-ზეინი-დამცინავი ხმა გაისმა ხეებს შორის -ხომ იცი რომ არც მამაშენი და არ მე არ გაგიშვებთ და მაინც,რისი იმედი გქონდა როდესაც ლიამის წაყვანა და გაქცევა სწადე?
ზეინი მის ხმაზე წამით გაშეშდა,შემდეგ კი ძალები მოიკრიბა და გაიქცა,ზურგსუკან მხოლოდ ერთხელ მიიხედა,დაინახა რომ ტული შეძლებდა,მაგრამ წინ სვლას მაინც აგრძელებდა... ცრემლები მის ლოყებზე ჩამოცვივდა.. ტკივილი გაძლიერდა,სისხლს კარგვადა და ნელ-ნელა უფრო და უფრო უჭირდა კოორდინაციის დაცვა,თვალებში მხოლოდ წამით დაუბნელდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა რომ წაქცეულიყო,სხეულში სისუსტეს გრძნობდა..ჭრილობები რომლებიც დღეს მიიღო სასჯელად, ღრმა იყო.ყველაფერმა გაორება დაიწყო,ყველაფერი თითქოს ცურავდა,წამოდგომა სცადა მაგრამ ძლიერმა დარტყმამ მუცელში,ის კვლავ მიწაზე დააგდო.
ტკივილისგან გაწამებულმა ამოიკვნესა,თვალთახედვა დაებინდა და ღამის გამო საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა,იგრძნო როგორ ჩაარტყეს მხარში და როგორ წამოვიდა უფრო მეტი სისხლი.
-მმ..მმომკლალი!-ამოილუღლუღა ხმადაკარგულმა ,პასუხად კი ტულის ჩაცინება მიიღო.
-ზეინ გაიხსენე მამაშენის პირველი გაკვეთილი,რა გითხრა მან?-იგრძნო როგორ მოჰკიდეს მხრებში ხელი და წამოაყენს,ფეხზე დადგომა ვერ შეძლო,არც უპასუხა... გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას.
-მან გითხრა რომ სიკვდილი არასდროს უნდა მოითხოვო,რომ ეს სუსტს გაჩენს ...კიდევ რა გაჩენს სუსტს ზეინ?
-სს..იყვარული!-ჩურჩულით უპასუხა ზეინმა.
-სწორია,ზეინ! შენ იმისთვის გამზადებნენ რომ მამაშენის საქმე გაგეგრძელებინა და არა იმისთვის რომ ის შეგერცხვინა,თუ ძლიერი იქნები შეიძლება ოდესმე სიბნელის გარდა სხვა რამეც დაინახო...
დამცინავი ხმა,აი რა გაიგონა ზეინმა სანამ გაითიშებოდა და სიბნელეში ჩაიძირებოდა,და არამარტო რამდენიმე საათით არამედ 13 წლით.
***
თვალები რომ გაახილა,ვერაფერი დაინახა.თავიდან ეგონა რომ დაბრმავდა,მაგრამ შემდეგ ბუნდონად დაინხა თეთრი მატრასი რომელზეც იწვა,ხელი თბებში შეიცურა და მის სმენას ჯაჭვის ჟღარუნი მისწვდა,თვალებგაფართოებულმა შეხედა ხელებს,ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა სიბნელის გამო მაგრამ გაარჩია რომ ხელბორკილები ეკეთა,რომელიც ჯაჭვით იყო ბეტონის კედელზე მიერთებული.სრული სიბნელე ყველაფერს ართულედა,იგრძნო როგორ წამოუვიდა ცრემლები.ის ჯერ კიდევ პატარა იყო,იმისთვის რაც გადაიტანა და იმისთვის სადაც ახლა ის იყო.
ის სიყვარულმა გატეხა,ძმის სიტყვარულმა...უნდოდა რომ ლიამს იგივე არასდროს გადაეტანა რაც მან გადაიტანა და გაქცევა სცადა,როდესაც იცოდა რომ არაფერი გამოუვიდოდა.
სიყვარული ზოგჯერ გაუზარებელი საქციელებისკენ გვიბიძგებს.ზოგჯერ ეს კარგია,ზოგჯერ კი ცუდი. მთავარი ისაა გვჯერა კი ჩვენი თავის,იმის რომ შეცდომას არ დავუშვებთ და შევძლებთ საყვარელი ადამიანი დავიცვათ თუ არა.
ძალიან ნელა მის მხარს შეეხო,რომელიც შეხვეული აღმოჩნდა.ამოიოხრა... როგორც ჩანს ეს მისი სასჯელია იმისთვის რომ ლიამის გადარჩენა სცადა და არა ის არ ბრაზდებოდა ლიამიზე და არ აბრალებდა მას არაფერს,ის მხოლოდ ერთს ხვდებოდა .ეს სასჯელი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა,მან ეს იცოდა... ცრემლები ნელა მოიწმინდა როდესაც კარის გაღების ხმა გაისმა,ოთახში შემოსულმა სინათლემ თვალი მოსჭრა,მაგრამ მალევე გაარჩია ტული და ის რომ მას ხელში დანა ეკავა.
მაჩეტე!
ზეინმა ღრმად ჩაისუნთქა და კედელს ძლიერად მიეკრო,თითქოს მას მისი დაცვა შეეძლო,თითქოს ის მას გაანგრევდა და გარეთ გავიდოდა,თითქოს გადარჩენას შეძლებდა.
თვალები დახუჭა,სხეული უკანკალებდა,ყოველი სასჯელის შემდეგ დედა და ლიამი მის გვერდით იყვნენ და ცდილობდნენ მის დამშბიდებას,ახლა კი არცერთი მის გვერდით არ იყო და გრძნობდა როგორ გატყდა სულიერად...თითქოს ბედს დამორჩილდა.იგრზნო როგორ მიუახლოვდა ტული და მისი ნაბიჯების ხმაც გაიგონა,ტკივილისთვის მოემზადა...
იწყებოდა...
***
არ იცოდა რამდენი ხანი გავიდა რადგან სიბნელის გარდა ვერასდროს ვერაფერს ხედავდა.შეიძლება დღეები ან წლები,მხოლოდ იმას ხვდებოდა რომ აქ ყოფნას დიდხანს ვეღარ შეძლებდა,ის რომ ზეინი ტულს აძლევდა ეწამებინა ის და ხმას არ იღებდა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა რომ ტული დაემუქრა,თუ არ დაემორჩილებოდა ლიამს მის თვალწინ მოკლავდა და ის ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდა. იცოდა რომ მამამისი ციხეში გარდაიცვალა,ახლა კი უფრო ეშინოდა რადგან მხოლოდ მამას შეეძლო ლიამის ტულისგან დაცვა.
ეს მტკივნეულად ჟღერდა...
ტკივილი კი მისი ცხოვრების მეგზური გახდა,ისევე როგორც სამარისებული სიჩუმე და სიბნელე.
*End Of Flashback
-იმაზე რომ ჩემი ბრალია ყველაფერი,მარტო გაქცევას შეძლებდი.. მე არ უნდა წაგეყვანე იმ ღამეს-უპასუხა ჩურჩულით და მის ხელებს დახედა.
-მარტოც ვერ გვიქეცი,ეს შენც იცი, ლიამ!-ამოიოხრა ზეინმა-თან რომც იქვე მოვეკალი,მაინც არ დაგტოვებდი,გესმის?
ლიამმა ნელა დაუქნია თავი.ზეინმა კი მზერა ლიამის ხელებზე შეაჩერა.ლიამს ხელები უკანლაებდა და ნერვულად ისრესდა მათ.
-თავს ნუ იდანაშაულებ ,კარგი?-ამოილუღლუღა.
-ეს არადროს გამომივა,ზეინ!-უეცრად ლიამმა ბოლო ხმაზე იღრიალა და წამოდგა-არადროს გამომივა არ დავიდანაშაულო თავი იმაში რაც მოხდა,შენ სცადე რომ მე გადაგერჩინე და სწორედ ამიტომ აღმოჩნდი 13 წლით ტყვეობაში... არც კი მინდა წარმოვიდგინო,როგორ გრძნობდი თავს...ეს ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია!
-69 დღე!-ხმადაბლა შეუსწორა ზეინმა.
-რა?-უცებ ლიამი გაოცებული მიაშტერდა.
-69 დღე მე ვიყავი მე,შემდეგ კი მან გამტეხა დანარჩენი წლები მე არ ვიყავი ის ვინც ვარ... არასდროს დაინტერესებულხარ რატომ იყო თქვენს შეთანხმებაში 69 მკვლელობა? ან რატომ იყო ის გოგო განსაკუთრებული ვინც ბოლოს უნდა მოგეკლა?
-დავინტერესდი,მაგრამ არ მიპასუხა.
-69-ე დღეს მე შევწყვიტე გაძალიანება...იმის შიშით რომ მის მუქარას აასრულებდა.
სიჩუმე ჩამოწვა,ლიამი დივანზე დაეხეთქა და ისევ ტელევიზორს მიაშტერდა.
-რამდენი ხანი?-ისევ ჩურჩულით წარმოთქვა ზეინმა,მაგრამ ლიამი მიხვდა რაზეც ეკითხებოდა ის.
-13 წელი,10 თვე,3 კვირა და 2 დღე-ამოიჩურჩულა ლიამმა,თავი ჩახარა და ისევ მის ხელებს დახედა.
-ითვლიდი?-გაოცებით იკითხა ზეინმა.ლიამმა თავი დაუქნია,მაგრამ მაინც არ შეხედა,შემდეგ კი იგრძნო როგორ შეეხო ზეინის ხელი ხელზე და ოდნავ მოუჭირა.
-შემომხედე!-ამოიჩურჩულა ,მაგრამ მას შემდეგ რაც ლიამმა თავი არ ასწია და არ შეხედა,დაამატა-გთხოვ!
ლიამმა ნელა ასწია თავი ,ზეინმა კი ამოიოხრა.
-თვალებში შემომხედე,ლიამ!-ამოიოხრა,თითქოს ცდილობდა დაევიწყებინა ყველაფერი რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა.ლიამმა თვალებში შეხედა,როდესაც ზეინის სახეზე ოდნავი ღიმილი გამოისახა.
-კიდევ ერთხელ გიმეორებ და შეუშვი ამ დებილ ტვინში,ეს შენი ბრალი არ ყოფილა,ლიამ! დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს,იგივეს გავაკეთებდი! ისევ ვცდიდი რომ გადამერჩინე გენრისგან...
-რატომ?-ლუღლუღით შეაწყვეტინა ლიამმა.
-იმიტომ რომ ჩემი ძმა ხარ!იმიტომ რომ როდესაც პირველად სასჯელი მივიღე 8 წლის ასაკში,დავიფიცე რომ ვეცდებოდი შენც იგივე არ გამოგეცადა...იმიტომ რომ დავიფიცე,რომ დაგიცავდი!მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამომივიდა.
-შენ სცადე!-უფრო თამამად წარმოთქვა ლიამმა.
-მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ამისთვის!-ზეინის ხმაში იგრძნობოდა იმედგაცრუება.
-ეს საკმარისი აღმოჩნდა ნამდვილ მკვლელად არ ვქცეულიყავი და ადამიანობა შემენარჩუნებინა!-არ შეეგუა ლიამი.
-და მაინც ,იქნებ ჯობია შენი ცხოვრებისგან ისევ გავქრე,ოღონდ ამჯერად სამუდამოდ?-ძლივს ამოთქვა ზეინმა.
-ამაზე ფიქრი,არც გაბედო,გესმის?! შენ ჩემი ძმა ხარ,ჩემი უფროსი ძმა...და.. მე შენ მჭირდები!
-ისეთი როგორიც ახლა ვარ?-ზეინის ხმაში ტკივილი გამოიკვეთა-მე გამტხეს ლიამ,ფიზიკურადაც და სულიერადაც.მეშინია ყველაფრის რაც ჩემს გარშემოა,მეშინია იმის რაც არ მესმის ან ვერ ვხედავ...იცი რა ვიგრძენი როცა ტულმა გამომიშვა? შიში! როცა დავინახე ცამეტი წლის შემდგომ,პირველად? როცა სუფთა ფაერი ჩავუსნთქე და არა სისხლით გაჟღენთილი ჩემი ბნელი ოთახის ჰაერი! მე არ ვარ ის ვინც ადრე ვიყავი,ლიამ! შენ უბრალოდ არ გესმის...
-მესმის!მე მესმის ის რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო გადაიტანე და თუ მართლა არ გინდა რომ თავი ამის გამო დამნაშავედ ვიგრძნო,არ წახვიდე...ჩემთან დარჩი!
-რატომ ლიამ?-ამოიოხრა ბიჭმა და ლიამს მიაშტერდა.
-იმიტომ რომ მჭირდება და ყოველთვის დამჭირდება უფროსი ძამიკი და ბეატრისსაც დასჭირდება ბიძია რომელიც მას დაიცავს!-ოდნავ გაიღიმა ლიამმა,მაგრამ როდესაც ზეინის ბედნიერი სახე დაინახა,რომელიც სწრაფად ჩაეხუტა იგრძნო როგორ წამოსცვივდა ბედნიერების ცრემლები. ბოლოსდაბოლოს ის მის გვერდით იყო,ზეინი მის გვერდით იყო.
***
ზეინს ოთახი მიჩნა,დაპირდა რომ მის შვილს და მეგობრებს უახლოეს მომავალში გააცნობდა და მის ითახში შევიდა,მაგრამ მალევე ბედნიერი ღიმილი სახეზე შეახმა.
-ლილე?-გაოცებით იკითხა და საწოლზე მჯდომ,მტირალ გოგონას შეხედა-რა გატირებს?
-მე..მე გამახსენდა...-ამოიჩურჩულა გოგონამ და უფრო ძლიერად ატირდა როდესდაც ლიამმა ჩაიხუტა.
-რა გაგახსენდა ,ლილე?
-რატომ აღმოვჩნდი ბავშვთა სახლში...
-იმიტომ რომ შენი მშობლები ავტოვარიაში დაიღუპნენ?-დაბნეულმა იკითხა ლიამმა.
-არა,ლიამ.. ტულმა დედაჩემი მოკლა როდესაც გაიგო რომ სახლიდან წასვლა და ჩემი წაყვანა უნდოდა!-ამოისლუკუნა ლილემ.
-შენი?-შოკირებულმა იკითხა ლიამმა.
-არ მინდა იმის აღიარება,რომ ტული მამაჩემია...მაგრამ არ მესმის რატომ უნდა მას ჩემი მოკვლა?
ლიამმა არაფერი უპასუხა,არა ვერაფერი ვერ უპასუხა... შოკირებული იმ გოგონას მიაშტერდა რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ,იმ გოგონას რომლის მამამაც არამარტო მას არამედ ზეინსაც გაუმწარა სიცოცხლე,მაგრამ არსებობდა კითხვა რომელიც უპასუხოდ რჩებოდა... რატომ უნდოდა ტულს ლილეს მოკვლა ან უფრო სწორად რატომ უნდოდა ტულს მისი შვილის მოკვლა??
მეთხუთმეტე თავი
ლიამმა არაფერი უპასუხა,არა ვერაფერი ვერ უპასუხა... შოკირებული იმ გოგონას მიაშტერდა რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ,იმ გოგონას რომლის მამამაც არამარტო მას არამედ ზეინსაც გაუმწარა სიცოცხლე,მაგრამ არსებობდა კითხვა რომელიც უპასუხოდ რჩებოდა... რატომ უნდოდა ტულს ლილეს მოკვლა ან უფრო სწორად რატომ უნდოდა ტულს მისი შვილის მოკვლა??
თვითონაც ვერ გააცნობიერა როდის წამოდგა და როდის დაიწია უკან.
-ლლ..ლიამ!-აკანკალებული ხმით წარმოთქვა ლილემ და ლიამს აცრემლებული თვალებით ახედა. ლიამი სწრაფად შემოტრიალდა და კარისკენ წავიდა,იცვოდა რომ არასწორად იქცეოდა მაგრამ ახლა მხოლოდ პრობლემებისგან გაქცევა სურდა,მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მის ცხოვრებაში ისევ ყველაფერი აირია. მისი ძმა გამოჩნდა,რაც რათქმაუნდა ახარებდა მაგრამ ამავდროულად აბნევდა.
-არ.. არ.. წავიდე!-ამოილუღლუღა გოგონამ და სწრაფად წამოდგა,ბიჭმა სწრაფად გახედა გოგონას.
ორივეს თვალებში ტკივილი ისახებოდა,ბიჭის თვალებში ტკივილი იკითხებოდა,სიყვარულთან და სიძულვილთან ნაზავი.ხოლო გოგონას თვალებში კი უიმედოაბა,სიყვარულთან და შიშთან ნარევი. ისინი ერთმანეთს მთელი მათი განვლილი ცხოვრების განმავლობაში იცნობდნენ,მაგრამ ყოველდღე ერთმანეთზე ახალს იგებნენ.
ეს არ იყო სწორი... მაგრამ არის კი ჩვენს ცხოვრებაში რაიმე სწორი? რაიმეს ვაკეთებთ? არასწორია. რაიმეს ვამბობთ? არასწორია! ცხოვრება თვითონ არის არასწორი,ხალხია არასწორი,ჩვენ ვართ არასწორები.
ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ პრობლემებს და მაშინაც თუ გვიყვარს,უბრალოდ ხელს ვკრავთ მას.ხელვს ვკრავთ და მერე ვნანობთ.. იქნებ ჯობია ურალოდ პრობლემებს თვალებში ჩავხედოთ,ისევე როგორც შიშს? ... და უბრალოდ სიყვეულისთვის ვიბრძოლოთ!
-აქ დარჩენა არ შემიძლია...-ამოიჩურჩულა ბიჭმა და ლილეს ხელები მოიშორა,როდესაც გოგონამ ჩახუტება სცადა.
-გემუდარები,მის გამო ნუ შემიძულებ...მას ჩვენს შორის ნუ ჩააყენებ..
ლიამი აღარ უსმენდა,კარები სწრაფად გამოიხურა და კარებს მიეყუდა, დაღლილობამ მთელს სხეულში დაუარა და ჩასრიალდა,იატაკზე მჯდომმა და კარზე მიყუდებულმა ამოიოხრა,ფიქრები ერთმანეთში ეროდა,ლილეს კარზე ბრახუნი მოსვენებას არ აძლევდა,მან ისევ ჩაკეტა ის.. რა მნიშვნელობა იქნებოდა ახლა საწამებელ ოთახში ჩაკეტავდენ თუ ლიამის ოთახში,ლიამის გარეშე ისედაც ცუდად იყო.
-ლიამ?-ძმის დანნებული ხმა გაიგონა და აცრემლებული თვალები ასწია.
-აქ რას აკეთებ?-ცივი,მაგრამ აკანკალებული ხმით წარმოთქვა.
-წყლის დასალევად გამოვედი!-უფრო დაიბნა ზეინი როდესაც ლიამის აცრემლებული თვალები დაინახა-რა მოხდა?
-69-ე დღეს რა მოხდა?!მითხარი!-მისი სიტყვები ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას,ზეინი ერთ ადგილას გაშეშდა,მის თვალებში სიბნელემ დაისადგურა,მისი შოკოლადისფერი თვალები წამებში შავად იქცა.მის თვალებში სიცივემ დაისადგურა და ლიამს გააკანკალა,თითქოს ეს სიცივე მის კანს შეეხო და დასუსხა.
-რა მნიშვნელობა აქვს?-ამოიჩურჩულა და ისიც ლიამის გვერდით,იატაკზე ჩამოჯდა.
-რომ გეკითხები ესეიგი აქვს მნიშვნელობა,ამის დედა ვატირე!-იღრიალა გამწარებულმა და ზეინს გახედა.ზეინმა სწრაფად გახედა ლიამს და მის თვალებში დაბნეულობასთან ერთად იმედგაცრუება გამოისახა,შემდეგ კი სწრაფად წამოდგა და კიბეებისკენ წავიდა.
-ზეინ!-წამოიყვირა ლიამმა როდესაც გააცნობიერა რომ ზეინი წასვლას აპირებდა,სწრაფად მოსწყდა ადგილს და ზეინს უკან მიჰყვა.
-შენც მისნაირი ხარ!-ამოიჩურჩულა ტკივილნარევი ხმით ბიჭმა,როდესაც ლიამმა მისი შეჩერება სცადა,მხრებში ხელი ჩაავლო და კედელს მიახეთქა.
ლიამს სუნთქვა შეეკრა და ზეინს მიაშტერდა.
მას უბრალოდ არ უნდოდა გაეშვა...მაგრამ თუ ადამიანს წასვლა უნდა,იქნებ უნდა გაუშვა და არ უნდა შეაჩერო? შეიძლება ეს ძლენია მაგრამ თვითონ ცხოვრებაც ძნელია.
-ეს შენს თვალებში ჩანს,ლიამ... როცა ბრაზდები...შენ...-ზეინმა ახსნა სცადა,მაგრამ რამდენიმე სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთს. ტკივილი და შიში ისევ ბრუნდებოდა,ტკივილი ამჯერად მის გულში ისადგურებდა,აი შიში კი გონებაში... ვერასდროს წარმოიდგენდა რომ მისი უმცროსი ძმა ასე შეაშინებდა. ლიამის თვალები ჩაშავებულიყო და მხოლოდ სიცივეს აფრქვევდა.
-მითხარი რა მოხდა 69-დღეს?!-კბილებში გამოსცრა ლიამმა.
-გამიშვი!-ამოილუღლუღა ზეინმა და წასვლა სცადა,მაგრამ ლიამის ხელები რომლებიც მტკივნეულად უჭერდა მხრებზე ხელს,ამის საშუალებას არ აძლევდა. ჯერ კიდევ დღეს გამოვიდა "ჯოჯოხეთიდან" და ჯერ კიდევ არ გააჩნდა ძალები რომ ვინმეს შეწინააღმდეგებოდა.
-სანამ არ მეტყვი ,ამ სახლიდან არ გახვალ,გასაგებია?-ცივად წარმოთქვა ლიამმა.
-მან მენდი ჩემ თვალწინ მოკლა... საკმარისია?-უკვე ზეინმაც დაიყვირა და გაბრაზებით მიაშტერდა,ლიამის თვალებში დაბნეულობა გამოისახა და ხელი სწრაფად გაუშვა,ზეინი კი კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-მა..მაპატიე!-ამოიჩურჩულა და სწრაფად დაიხია უკან.
-უნდა წავიდე!-ცივად წარმოთქვა და კარისკენ წავიდა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს რომ შეჩერებულიყო ,გაითიშებოდა და თავს ვერადროს ვერ დააღწევდა იმ ტკივილს და იმეგაცრუებას,რომელიც შეგნიდან ღრღნიდა.
-მოიცადე!-ამოიოხრა ლიამმა,ზეინმა თითქოს შვება იგრძნო როდესაც სახლის კარები გააღო და ცივმა ნიავმა დაუბერა,შემდეგ კი მაღალ გალავანს შეხედა რომელიც სახლს გარს ერტყა.
"ეს ციხეა"-გაიფიქრა და ლიამისკენ მიტრიალდა-"ოქროს გალია უფროა,ვიდრე ციხე.. თუმცა ერთი და იგივეა"
-ახლა ვერ წახვალ!-ლიამის მშვიდმა ხმამ გააოცა,სულ რამდენიმე წუთის წინ ზეინს ეგონა რომ ლიამი მოკლავდა ,ახლა კი მშვიდად ესაუბრება.
"ბიპოლარულია"-მისთვის ამოიოხრა,ლიამის სიტყვებს ყური არ ათხოვა და გალავნისკენ გაემართა,ლიამმა მისი სახელი კიდევ ერთხელ დაიყვირა და ამჯერად თითქოს მუდაით,ზეინი მისკენ მიტრიალდა და გაბრაზებით მიაშტერდა.
-რატომ ვერ წავალ?2 ფეხი მაქვს და შემიძლია წავიდე!
-ზეინ ,ახლა ღამეა... სახლი კი ტყის შუაგულში დგას.-აუხსნა ლიამმა.ზეინმა გალავანს გახედა.ტყე... ის ადგილი სადაც მისი ერთი სიცოცხლე დამთავრდა,იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში შიშის გრძნობამ.
-ტულმა იცოდა... იცოდა რომ წასვლა მომინდებოდა... იცოდა და ამიტომ მომიყვანა აქ-ამოიჩურჩულა
-რა?-ლიამი დაბნეული მიაშტერდა.
-ხვალ დილით მაინც წავალ!-კბილებში გამოსცრა ზეინმა-არ დავრჩები იმ ადამიანის სახლში რომელიც ტულს გავს.
-ზეინ,მე შენი ძმა ვარ!
-ძმა რომელმაც რამდენიმე წუთის წინ კინაღამ გამგლიჯა!-წამოიყვირა ზეინმა-ხვალ მივდივარ!-ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა და სახლში შეირბინა,ლიამმა ზეინს თვალი გააყოლა და ამოიოხრა,ლიამი მშვენივრად ხვდებოდა რომ ზეინი ისევ ისეთი ბავშვური იყო,როგორიც ადრე. და მართლაც ის მხოლოდ ფიზიკურად გაიზარდა,თუმცა ის ისევ ის პატარა ბიჭი იყო რომელიც 13 წლის წინ ბნელ ოთახში გამოკეტეს.
ის ისეთივე გულუბრყვილო იყო როგორიც ადრე,ისევ ადვილად სწყინდა და სტკიოდა...
ის იყო დიდი ადამიანი რომელიც საკუთარ ბავშვობაში ჩარჩა,მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც შიზოფრენიკმა გადაწყვიტა ის 13 წლით ოთხ კედელს შორის გამოეკეტა.
***
დღე მეცხრე
ლიამმა თვალები რომ გაახილა უკვე თენდებოდა,ბეატრისი მის გვერდით იწვა და ძლიერად ეხუტებოდა მამამის.ლიამმაც დაბენეულმა ჩაიხუტა,არ ახსოვდა როგორ მოვიდა ლუის სახლში ან რატომ იყო ბეატრისის ოთახში,მხოლოდ ის ახსოვდა რომ სამზარეულოში შესვლის შემდეგ კონიაკის ბოთლი გამოცალა.ოთახს რომ თვალი მოავლო,საერთოდ დაიბნა და გაოცებული მიაშტერდა ზეინს რომელსაც სავარძელში ეძინა და პლედი ეხურა.
ლიამი ფრთხილად წამოდგა რომ ბეტი არ გაეღვიძებინა,შემდეგ კი ზეინთან მივიდა და ოდნავ შეანჯღრია რომ,გამოეფხიზლებინა.მაგრამ მგონი მას უფრო სჭირდებოდა გამოფხიზლება ვიდრე ზეინს,რომელმაც სწრაფად გაახილა თვალები და ლიამს ახედა. -რა მოხდა? თავი მისკდება!-ამოიბუზღუნა ,რამაც ზეინის ღიმილი გამოიწვია.
-ნაკლები უნდა დალიო!-ზეინი წამოდგა და ბეატრის დახედა.ლიამმა არაფერი უპასუხა,უბრალოდ ამოიოხრა როდესაც ამჯერად ზეინი ჩაუწვა ბეატრისს,ჩაიხუტა და საბანი შეუსწორა.
-ზეინ,გუშინდელი მაპატიე?-ფრთხილად კითხა და ზეინის სახეს დააკვირდა.
-მას შემდეგ რაც ნასვმამი შემომივარდი ოთახში და დაჩოქილი მეხვეწებოდი 3 საათის განმოვლობაში,კი!
-ეს ხუმრობაა ხო?-დაბნეულმა წარმოთქვა,ზეინმა კი უფრო ფართოდ გაიღიმა.
-ხომ იცი რომ მე ხუმრობა არ შემიძლია!
-სამაგიეროდ ლუის შეუძლია,ის გეტყოდა...წინაზე ხიდიდან გადამისროლა!
ზეინმა თავი ბალიშში ჩარგო რომ არ გასცინეობოდა,ლიამმა კი რაღაც ამოიბუზღუნა და ოთახიდან სწრაფად გამოვიდა.
***
მთელი დღე ლუის,ელეონორის,ზეინის და ბეატრისის გარემოცვაში გაატარა,თითქოს ყველაფრის დავიწყება სურდა,ყველაფრის რაც გადაიტანა,რაც იგრძნო და რაც მთავარია მოისმინა.
ნაილს დაურეკა და სთხოვა რომ ლილესთან მისულიყო და მისთვის მიეხედა,რატომღაც მისი დანახვა არ სურდა,არ სუდა ისევ დაენახა გოგონა რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა მისი და მისი მამის გამო.
ხვალ მეათე დღე იყო,სახლში უნდა წასულიყო და ლილე უნდა ენახა,მაინც უნდა ენახა.
-მამიკო,დარჩები დღესაც?-იკითხა საღამოს ბეტიმ,ლიამმა თავი დაუქნია და ბეტის შუბლზე აკოცა.ღამე როდესაც ლიამს ეგონა,ბეტის მის მკლავებში ჩაეძინა,გოგონამ თვალები გაახილა .
-ყველაფერი კარგად იქნება,მამიკო!-გოგონას ხმა ისე იმედიანად ჟღერდა ,ლიამმაც დაიჯერა..ბეტიმ თვალები დახუჭა და მამის მკლავებში თავი დაცულად იგრძნო.
-ყველაფერი კარგად იქნება,საყვარელო!-ამოიჩურჩულა ლიამმა და პატარას შუბლზე ეამბორა-გპირდები!



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ეეჰ რა მოიცდის ეხლა ორი დღე სად გაჩერდები ხოლმე რა... დღეს შოკები მაკლდა და კიდევ ერთიც მივიღე :-D

 


№2  offline მოდერი ენემი

სიტყვებს ვერ ვპოულობ , ისეთი საინტერესო გახდა ჩემთვის რომ არ ვიცი მალე დადე რა თორე ცუდად ვარ უკვე. ერთი რაღაც ვერ გავიგე ბეტიმ უთხრა მამამისს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა ნუთუ ბავშვმა რამე იცის მეათე დღეს რაც მოხდება იმაზე?. მაგარი ხარ :D

 


№3  offline წევრი Cruella-De-Vill

baby girl for everyone
სიტყვებს ვერ ვპოულობ , ისეთი საინტერესო გახდა ჩემთვის რომ არ ვიცი მალე დადე რა თორე ცუდად ვარ უკვე. ერთი რაღაც ვერ გავიგე ბეტიმ უთხრა მამამისს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა ნუთუ ბავშვმა რამე იცის მეათე დღეს რაც მოხდება იმაზე?. მაგარი ხარ :D

მადლობა <3 დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent