შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნებისეული გრძნობა {სრულად}


13-04-2017, 20:42
ავტორი ბუკა
ნანახია 3 094

ხატვა იმაზე მეტია ჩემში ვიდრე სიყვარული.სხვადასხვა გამუქებული ადგილების გაფერადება როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს სიყვარულზე ამაღლებულ გრძნობას გადმომცემს და იმ სამყაროში მიშვებს,რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერასოდეს ვერ ჩაწვდება.სიმართლე გითხრათ ჩემს ნაწერს ყველა ადამიანი ვერც გაიგებს, რადგან ეს იმ ადამიანების სამყაროა ვინც რაიმე სასარგებლოს ქმნის ანუ შემოქმედია.არსებული ფაქტორი იმისა თუ რატომ უნდა ვხატავდე რათქმაუნდა უამრავია, მაგრამ წლები მაინც თავისას შვრება.მოგეხსენებათ კაცის დამჭკნარ ხელებს აღარ ძალუძს ისეთი შედევრი შექმნას რომლითაც იამაყებს და იტყვის რომ თეთრ ფურცელზე გადატანილი ნათელი ფერები და ოდნავ გამუქებული ხაზები მის მთელ ცხოვრებას უდრის.არვიცი ხატვა როდის დავიწყე ან როდის გახდა ჩემი სამყარო ზედმეტად განსხვავებული, მაგრამ გეტყვით რომ შედევრი ნამდვილად შევქმენი.ყველაფერი კი თავისით მოხდა...
_დაგენიძლავები!გოგოების თავლიერებით გართულმა გიგამ უცებ წამოიძახა და წარბაწეულმა გამოხედა მის გვერდით მდგარ მეგობარს
_კაი რა
_მოსწონხართქო!ისევ აგრძელებდა გიგა და დემეს რეაქციას აკვირდებოდა
_მორჩი გიგა
_რატომ
_კაი გეყოს!ანერვიულებულმა მალევე გამოათავისუფლა სიგარეტის ბოლი პირიდან და მასზე მოშტერებულ გოგოებს ირონიული მზერა მიაპყრო
_ისევ მარისთან ხარ?
_ხო!გაეცინა დემეს
_არა არის სწორი რა
_სწორია!
მოკლედ მოუჭრა და გიგას უაზრო სიფათს თვალი აარიდა.ნამდვილად არ უნდოდა ახლა მისი არტისტული მონაცემების უკვე მეასედ მოსმენა და შეფასება.კბილებს შორის მოქცეული სიგარეტი მობეზრებულად მოაშორა ალუბლისფერ ბაგეებს და უნივერსიტეტიდან გამოსულ მარის თბილად გაუღიმა.გოგონას უცებ გაუვარდისფერდა ლოყები და ახლა მარი ისეთი საყვარელი იყო დემესთვის როგორც არასდროს.არ იცის რა მოსწონდა მასში თუმცა იცოდა,რომ მარის ყველაფერი უყვარდა დემეში.ალბათ ეს მოსწონდა დემესაც,ეგოისტურად მოსწონდა რომ მარი მასზე გიჟდებოდა,დემე კი მარის გაგიჟებულ სიყვარულზე იყო შეყვარებული.მარი ჩვეულებრივი გოგო იყო.სწორი შავი თმითა და ღია ყავისფერი თვალებით.მისი თეთრი კანი განსაკუთრებით მოსწონდა დემეს,რადგან ყოველი შეხებისას უფრო და უფრო რწმუნდებოდა მარის იმ სინაზეში რომელიც თითქოს მისი სულის ამოძახილიც კი იყო.ზოგჯერ თავისი კუპრივით შავი თვალებით დაიჭერდა დემე მარის მზერას და უყურებდა.იქამდე უყურებდა სანამ არ მობეზრდებოდა და რატომღაც ყოველთვის ასეთი ყურებისას შეუთავსებლობის გრძნობა ეუფლებოდა.ხშირად დაიჭერდა ხოლმე თავის თავს იმ ტყუილში,რომლის აღიარებაც არ უნდოდა, რადგან მისი მოშორების შიშით გამოწვეული გრძნობები, უფრო და უფრო ამძიმებდა მისი ცხოვრების ყოველ წამს...
_ლამაზია
_მართლა?გაუხარდა მარის
_რაღაც ძალიან მგავს არა?უკნიდან მოხვია გოგონას სხეულს ძლიერი ხელები და თავი მის ყელში ჩარგო
_შენ ხარ და იმიტომ გგავს,გაეცინა გოგონას და თავის შექმნილ დემეს პორტრეტს ამაყად გაუსწორა მზერა
_დიდი პატივია!თავზე აკოცა გახარებულ მარის და ხელები უფრო ძლიერ მოხვია.მარიც გატრუნული ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული და ბედნიერი იყო დემეს ყოველი შეხებით_როგორი გრძნობაა როცა ხატავ?ისე უცებ დაუსვა დემემ მარის შეკითხვა,რომ თვითონაც ვერ მიხვდა ამ შეკითხვის მიზანს
_გააჩნია ვის ან რას ხატავ!ხუთ წუთიანი დუმილის შემდეგ მოაშორა გოგონამ მზერა ნახატს და დემეს მიუბრუნდა
_მე როცა მხატავდი მაშინ რას გრძნობდი?ნიშნისმოგებით ჩააჩერდა თვალებში დემე ,ტუჩის კუთხე ჩატეხა და მაცდურად აათვალიერა ჩვეულებრივი მარიამი
_იმ გრძნობებს,რომელსაც შენ ვერასოდეს იგრძნობ!მოკლედ მოუჭრა გოგონამ და ლოყაზე მიადო ცხელი ტუჩები ცოტა ნაწყენ დემეს_შენ ხატვა არ შეგიძლია და ვერ იგრძნობ დემე!განუმარტა მარიმ
_და რომ დავხატო?
_მაშინ რაღაც ძალიან უნდა იგრძნო!თბილად გაუღიმა გოგონამ და მაგიდიდან აღებული ცხელი ფინჯანი ხელებს შორის მოიქცია
_ისე ვერ დავხატავ?!ირონიულად აათვალიერა ნახატი და თავის წარმოგენებში უკვე დაიწყო იგივე ნახატის თავისი ვერსიით მოხაზვა
_რა წარმოიდგინე ახლა?
_ვერ გავიგე!გაიოცა დემემ
_წარმოდგენით ვისი ხატვა დაიწყე
_ჩემი თავის!
_შენი თავის?ხმამაღლა გაიცინა მარიმ
_რა იყო
_მხოლოდ მაშინ დახატავ რაღაც ღირბულსა და განსხვავებულს როცა სხვისი ასახვა მოგინდება თეთრ ფურცელზე და არა შენი თავის
_და როცა დავხატავ რა მოხდება მაშინ?
_ახალ, მთავარ გრძნობას აღმოაჩენ!გაეღიმა მარის
_მაგ გრძნობას სახელი არ აქვს?
_აქვს, მაგრამ არ გეტყვი!თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მის წინ მდგარ მაღალ სილუეტს
_და მაინც ჩემზე კარგს ვის დავხატავ? გაიჯგიმა დემე
_ოჰო უნივერსიტეტის გოგოები რომ გიჟდებიან შენზე ამას იმიტომ ამბობ?
_ეჭვიანობის სუნი მცემს
_საუბრის თემას ნუცვლი
_მე არა,შენ ცვლი!უცებ აიტაცა სუსტი სხეული დემემ და მაშინვე დაეწაფა სასურველ ბაგეებს.იმ დღეს მარისთან დარჩა .უბრალოდ ხელები მოხვია საყვარელ სხეულს,ძლიერად ჩაეხურა და მთელი ღამე მისი გულის ცემის მოსმენით გაირთო თავი.გაურკვევლად იყო დემე. არ იცოდა მარი უყვარდა თუ უბრალოდ ეცოდებოდა.მარის მშობლები არ ყავდა.ის სულ მარტო იყო თუმცა მარისთვის,რომ გეკითხათ აუცილებლად გეტყოდათ რომ სულაც არ იყო მარტო.მარის დემე უნივერსიტეტში მისვლის პირველი დღიდან უყვარდა, დემეს კი მარის სიყვარული უყვარდა და ვინ იცის იქნებ თვითონ მარიც.არ იცოდა ისეთ უბრალო გოგოსთან როგორიც მარი იყო რატომ ჩერდებოდა დემეტრე გელოვანი,ბიჭი რომელიც ყველა გოგოს ნამდვილი ოცნების მწვერვალი იყო.თვითონ მისი მეგობარი გიგაც დაბნეული იყო დემეს საქციელით.ვერაფერი ვერ გაეგო,მაგრამ არ ერეოდა დემეს ცხოვრებაში რადგან იცოდა, რომ დემე დემე იყო და მისი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
_ნახე ისევ გიყურებს?უნივერსიტეტთან მდგარი გიგა ქერა გოგოს თვალიერებით იყო გართული და დემეს ისე ელაპარაკებოდა რომ ზედაც არ უყურებდა
_კაი რა გიგა
_შენ ბიჭო სულ გამო***დები ასე,მიდი ნახე რა კაი გოგოა!
_არ მევასება ეგეთი სწერვა ტიპები !
_არ არის სწერვა,მოიცა დავუძახებ
_კაი რეებს აკეთებ ეხლა თუ ხვდები
_ვხვდები!გაბრაზებულმა გადახედა გიგამ დემეს და რამოდენიმე გოგონასთან მდგომ ქერას დაუძახა.ისიც მაშინვე მოვიდა და ბიჭები მორცხვად აათვალიერა
_გამარჯობა,ანა ეს დემეა, ჩემი ჯგუფელი!მაშინვე დაინახა დემემ ანას ზღვისფერი თვალები და ჩაიკარგა მასში.მარი?მარი დაავიწყდა დემეს.ანა ძალიან ლამაზი იყო,მარიზე ბევრად ლამაზი და სულაც არ იყო ისეთი სწერვა როგორიც დემეს ეგონა.დემე კმაყოფილი იყო ანასთან ყოფნით თუნდაც იმიტომ, რომ მარისთან აღარ ქონდა არანაირი ურთიერთობა.თითქოს დაისვენა,სხვანარი გახდა ისევ ისეთი დემე იყო როგორიც მაშინ,როცა მარის არ იცნობდა.მისი დღეები ისევ ისეთი ხმაურიანი გახდა,როგორიც მარის გამოჩენამდე იყო.გეგამაც დაიბრუნა ძველი შეშლილი მეგობარი დემეს სახით და დაისვენა,ალბათ დემეს ფერიცვალება მარის ხელში მასაც ისე აშინებდა თავის დროზე როგორც დემეს...
_ანა,ხატვა იცი?ერთხელ სეირნობისას უბრალოდ კითხა დემემ ანას და ხელი მჭიდროდ მოხვია მის სუსტ წელს
_არა,რატომ მეკითხები?!გაიკვირვა ანამ
_ისე რა...მხრები აიჩეჩა დემემ და გაურკვეველი ბგერები თავისდაუნეურად მოშორდა მის ალუბლისფერ ბაგეებს
_რამე მითხარი?
_მე დაგხატავ შენ!ისეთი ხმით წარმოთქვა დემემ ეს სიტყვები თვითონაც გაუკვირდა.დემემ მართლა დაიწყო ხატვა,მთელი დღე ხატავდა,ანა კი უკვე შეწუხებული იყო დემეს ოთახში გამოკეტვით და მისთვის გაურკვეველი ფურცლების ჯღაბნით.დემეც გრძნობდა ანასთან გაუცხოვებას, მაგრამ დემე ყოველთვის გრძნობდა იმ ხელოვნებისეულ გრძნობას რომელიც აჩრდილივით დაყვებოდა მას და ფიქრის საშუალებას საერთოდ არ აძლევდა.ერთ საღამოს როცა ხატავდა გაახსენდა.ნასვამი იყო და იმიტომ გაახსენდა.მოგეხსენებათ სიმთვრალეში ადამიანი ყველაზე სუსტი არსებაა ამ ქვეყნად რადგან მას არ შეუძლია საკუთარი გრძნობების კონტროლი.ფანჯარაში გაიხედა დემემ და შავ,ბნელ ცაში ცისარტყელა დაინახა.სინამდვილეში თვითონაც იცოდა რომ იქ ცისარტყელა საერთო არ იყო,მაგრამ მაშინ თავისი ასეთი წარმოსახვით ცდილობდა მარისთან დაკავშირებას და მისი თეთრი ნაზი სახის გახსენებას.დღეები დღეებს ცვლიდა დემეს კი აღარ მოსწონდა ანას ზღვისფერი თვალები და მადისამღძვრელი სხეულის ფორმები.უბრალო საუბარი მოენატრა დემეს.მარი მოენატრა და ამას მაშინ მიხვდა როცა უკვე ძალიან გვიანი იყო.დემეს ფერადი დღეები სინამდვილეში უფერული და უბედური აღმოჩნდა, ამ უფერულმა დღეებმა კი დაახლოვებით ორ წელს გასტანა.ერთ დღეს როდესაც გადაწყვიტა მარის მონახულება მიუხედავად იმისა,რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა მაინც მოძებნა და მასთან საუბარი გადაწყვიტა, თუმცა მაშინ ცხოვრებაში პირველად მიხვდა, რომ უბრალო საუბარი უკვე ძალიან გვიანი იყო.


_თვალებით გჭამს მარიამ.გაკრეჭილმა გახედა ნატამ თავის დაქალს და ფორთოხლის წვენი მოსვა
_ხომ იცი რომ ახლა არავის თავი არ მაქვს
_კარგი რა მარი,უბრალოდ დაივიწყე ის ბიჭი!
_ასე მარტივი არ არის
_უცბად რომ მოვიდეს და დაგიბრუნდეს?!
_არ მოვა ნატა.დანაღვლიანებულმა გახედა მეგობარს მარიმ
_რატომ?!
_იმიტომ რომ მთავარი გრძნობა არ აქვს ნაპოვნი
_ერთი შენც რა მაგრად გაკლია!ხმამაღლა გაიცინა ნატამ.შემდეგ მეგობართან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა.მარიც ჩაეხუტა გულიც კი გაუთბა სულ სულც ცოტა ხნით.იმდღეს სახლში გვიან დაბრუნდა.სადარბაზოდან გამოსულ მუშებს თვალი ინტერესით გააყოლა და კიბეები სწრაფად აირბინა.ოთახში შესვლისას პირველი რაც დაინახა უამრვაი სურათი იყო.წამით ეგონა რომ მოეჩვენა,თავი გააქნია რეალობაში დასაბრუნებლად და მის წინ არსებულ უამრავ პორტრეტს გაოცებულმა გაუსწორა მზერა
_მგონი გავგიჟდი
_გავგიჟდით!უკნიდან მოეხვია მარის სასურველი სხეული და თავი მის ყელში ჩარგო
_დემე
_ჰო
_მგონი ძალიან მგავს არა?
_ჰო
_არვიცი ახლა უნდა გეჩხუბო თუ ჩაგეხუტო! სიცილი დაიწყო გოგნამ და ცრემლების ხელით მოშორება დაიწყო
_უნდა ჩამეხუტო!გაიჯგიმა დემე,ძლიერად მოხვია თავისი ხელები მარის სხეულს და მარის მთელი სახე დაუკოცნა მონატრებულს
_რა დავარქვათ ჩვენს გრძნობას დემე
_ხელოვნებისეური გრძნობა!



№1  offline წევრი mimimimo

მარიამი, რა!
ძალიან მოკლედ იყო
ყველა'ფერი
როგორც ასე
ისტორია
არ მომეწონა
მაგრამ
ძალიან მომწონს
შენი წერის სტილი.
ცოტა დახვეწა
კი სჭირდება
მაგრამ
წარმატებები!

 


№2  offline წევრი Niioo

მე მომეწონა ძალიან მომეწონა, თბილი და ტკბილი იყო, ზუსტად ისეთი ისტორიაა როგორის წაკითხვასაც ვისურვებდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent