შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი10)


13-04-2017, 22:56
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 629

კიბეზე სწრაფად ჩამოვირბინე და დერეფანში გავვარდი, ლუკა გაოგნებული მიყურებდა თამუნა კი გამომყვა
-ნია საით?
-ყველაფერი მოვისმინე, ამიტომ აზრი არ აქვს
-კარგი ლუკას დავუძახებ და ერთად წავიდეთ... - თამუნა შევიდა ლუკას დაუძახა ლოდინის დრო არ იყო, გრძელი მოსასხამი მოვისხი, ჩანთა შემოსასვლელი კარადიდან ავიღე და გავვარდი, გზა ცარიელი იყო, სირბილით მთავარ გზაზე გავედი... ტაქსი გავაჩერე
-უკაცრავად გთხოვთ რაც შეიძლება სწრაფად იმოძრავეთ...
-შემევცდები... - დუმილი - საით? - მძღოლი ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭი იყო, მომღიმარი, თვალები უბრწყინავდა...
-პირდაპირ იარეთ და ახლავე გეტყვით... - ჩანთა გავხსენი, ტელეფონი ჩანთიდან ამოვიღე, ხელების კანკალის გამო ტელეფონის წონასწორობას ძლივს ვაკონტროლებდი, როგორც იქნა თამუნას დავურეკე...
-გოგო სად ხარ არ გადამრიო...
-მომისმინე, ჩქარა მითხარი რომელ საავადმყოფოშია...
-სულ გააფრინე, ლუკა გაბრაზდა...
-მითხარი...
-კარგი...
10 წუთში საავამყოფოს წინ ვიყავით... მძღოლს ფული მივაწოდე, ხურდას არც დაველოდე, ჩქარა გადმოვედი და კარებში შევვარდი, რატომღაც ყველა გაკვირვებული, ცნობისმოყვარულებით აღსავსე თვალებით შემომცქერდნენ, ეს საშინლად გამაღიზიანებელი იყო... დერეფანში ერთ-ერთ მედდასთან მივედი და მოვიკითხე სად შეიძლება მენახა... რამდენიმე წუთიანი ძიების მერე სანდროს პალატასთან მივედი...
-უკაცრავად ქალბატონო, თქვენ ვინ ხართ?
-შეიძლება შევიდე?
-გასაგებია...- იღიმის, მაგრამ წამიერად - რათქმაუნდა, მხოლოდ რამდენიმე წუთი... - ბოლომდე აღარ ვუსმენ და კარებს ვაღებ... პალატაში ერთი საწოლია, ირგვლივ კედლები თეთრია... საწოლის ირგვლივ რაღაც დანადგარებია, ნელ-ნელა მივედი ახლოს მასთან, საწოლის კუთხეში ჩამოვჯექი, ისეთი მშვიდი არასდროს მინახია, მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე, რამდენიმე წუთის შემდეგ გავბედე და მის ხელს შევეხე, ხელი ჩავკიდე, ისეთი ცივი იყო (წარმოიდგინეთ, ჩემ ხელებზე ცივი იყო), უეცრად სახეზე რაღაც თბილი ვიგრძენი, თბილი ცრემლები, თბილ ლოყებზე უგზოუკლოდ მოედინებოდნენ, და ძირს ცვიოდნენ... ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, მაგრამ მთელი ძალით მინდოდა მეყვირა: -შენ რომ... შენც რომ რამე მოგივიდეს ამს ვეღარ გადავიტან... -თუმცა რატომ? რა ხდება? რა ხდება ჩემს თავს? ასე არასდროს მიგრძვნია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა... ნუთუ... ნუთუ შემიყვარდა? არა, რა შემიყვარდა... რა სულელი ვარ... - ჩაფიქრებული მედდამ გამომაფხიზლა...
-კარგად ხართ? - ისევ იღიმის, ამჯერად ძალდატანებით
მუჭით ცრემლები მოვიხოცე... და სწრაფად გამოვფხიზლდი
-დიახ... - გაღიმებას ვცდილობ - გმადლობთ -წამოვდექი
-ნუ ღელავთ... ყველაფერი კარგად იქნება - მხარზე ხელს მხვევს
-რათქ... - ვცდილობ ყელში მომდგარი ბურთი გადავყლაპო, ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ თვალებიდან სწრაფად მცვივდება ცრემლები...
-დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ... -ხელებს მხვევს და გულში მიკრავს - ასეთი რომ გნახოთ უფრო ინერვიულებს და უარესად იქნება
-ასე არ შეიძლება, რამე რომ მოუვიდეს? - აკანკალებული ხმით ვეუბნები მას
-კარგი რა? რა უნდა მოუვიდეს, საუკეთესო ექიმები მკურნალობენ, თუნდაც სავალდებულოა ცუდზე იფიქრო?
-მართალი ხართ... - ნაბიჯით უკან ვიხევ და ცრემლებს ვიშორებ - გმადლობთ
-მადლობა შენ რომ დამიჰჯერე, და იცოდე არც ერთი წამით აღარ იფიქრო ასეთ სისულელეზე...
-კარგით... შეიძლება ცოტა ხნით დავრჩე?
-კი... მე რაღაცას შევამოწმებ და გავალ
-კარგით - ისევ ჩამოვჯექი და სანდროს ვუყურებდი, მედდა გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკა და თამუნა შემოვიდა
-გარეთ არავინ იდგა და შემოვედით - იღიმის თამუნა
-ყველაფერი კარგადაა? - ლუკა ცდილობს აღელვება დამალოს
-არ ვიცი... ექიმი არ შემოსულა
-რათქმაუნდა კარგად იქნება - ისევ იღიმის თამუნა



ვიცი პატარა თავია მაგრამ აუცილებლად მალე დავდებ შემდეგს... იმედია მოგეწონებათ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent