ერთმანეთისთვის (თავი 4)
4. /ძალიან ახლოს ვარ ლილე, თან ძალიან შორს. კიდევ უფრო შორს ნუ წამიყვან, ნუ გამრიყავ, მაგისთვის არც შენი თავი გაიმეტო და არც ჩემი. გელოდები, მიპოვე ლილ!/ დაამთავრა იკამ მონოლოგი და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დატოვა აივანი და აივნის იატაკზე მჯდომი გაოცებული ლილე. ჰორიზონტს გაჰყურებდა ლილე და არაფერზე ფიქრობდა, არ იცოდა უბრალოდ რაზე ეფიქრა-შვილზე, რომელსაც წინ უამრავი სიძნელე ელოდა, დიმიტრიზე, რომელმაც საკუთარი არაკაცობა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თუ ირაკლიზე, რომელმაც კიდევ ერთი ძალიან რთული თავსატეხი გაუჩინა. ბოლოს მაინც ირაკლიზე დაიწყო ფიქრი. ჯერ მათი ურთიერთობის გაანალიზებით დაიწყო, მერე იმაზე დაფიქრდა, როდის მოხდა ყველაფერი, როდის მოუშვა ასე ახლოს და მერე იმაზეც, რამდენად ახლოს იყო ლილესთვის მისი ხმა, ჭაობისფერი თვალები და სითბო, რომელსაც თან ასე გაურბოდა და თან, ასე სჭირდებოდა. სჭირდებოდა? დიახ, სჭირდებოდა. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ საკუთარ თავს როდამდე მოატყუებდა. სწორედ ახლა სჭირდებოდა ყველაზე მყარი საყრდენი, რომელიც მისთვის ირაკლი შეიძლება გამხდარიყო. მერე თავი გვერდით გაატრიალა და მთლიანი სიტუაცია შეაფასა. სახლში ათასი კითხვით სავსე, დაბნეული, შეიშინებული მატათა და დაძაბული მედეა ელოდნენ. ალბათ უახლოეს მომავალში კითხვაც გაჩნდებოდა დიმიტრიზე, თან პროცესიც დაიწყებოდა და ათას პრობლემასთან ერთად ამაზე ნერვიულობაც ემატებოდა. ირაკლი? მას ლილესგან არაფერი მოუთხოვია, მაგრამ პასუხს ხომ მაინც ელოდა მისგან? რა ეთქვა ირაკლისთვის, ახლა ამისთვის არ მცალიაო? კარგი, მაგრამ ეგაც რომ არ იქნებოდა მართალი? ზუსტად ახლა „ეცალა“ ამისთვის ლილეს, ახლა უნდა ყოფილიყო მზად და ახლა სჭირდებოდა თანადგომა. თუ ახლა არ მიიღებდა გადაწყვეტილებას და საბოლოოდ არ დაალაგებდა თავის გრძნობებს, მაშინ ეს შეიძლებ მერე კიდევ უფრო გასძნელებოდა, მერე ალბათ გვიანაც იქნებოდა. ირაკლი ჩქარი ნაბიჯით წავიდა კაბინეტისკენ. კარი შესვლისთანავე მიიჯახუნა და აეყურა. რა ქნა? რა გააკეთა? ამდენი ხნის დამალული, კარგად შენიღბული და გულში დატეული გრძნობები უცებ გამოამზეურა და ლილეს პირდაპირ უთხრა.ბოლომდე არა, მაგრამ ხომ უთხრა რაღაც... ნელ-ნელა აანალიზებდა თავის სიტყვებს. იხსენებდა, როგორ უყურებდა ლილეს თვალებში და როგორი გულით წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას. იმ დროს ალბათ არაფერი არ ახსოვდა-არც ადგილი, არც დრო და არც სიტუაცია. -რაჯანდაბა გავაკეთე, რა ვქენი!-შუბლზე ხელებშემოწყობილი, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ბოლოს და ბოლოს ეყო გამბედაობა და ლილესაც დაელაპარაკა ამ თემაზე-რა დროს ეს იყო...რა გავუკეთე ლილეს! რადენიმე წუთით ჩუმად იდგა და მერე ტელეფონი ამოიღო. უცებ მოძებნა რატის ნომერი და გადარეკა: -რატი, სად ხარ?- აქეთ-იქით სიარულს მოჰვა ცქიტიშვილი -სამსახურში, სად უნდა ვიყო, რახდება? -რამე საქმე გაქვს?-ერთ ადგილზე გაჩერდა და პასუხს დაელოდა -იკა სამსახურში რა საქმე უნდა მქონდეს ქირურგ დამიანს? ნუ დღეს აღარ მაქვს ოპერაციები, რახდება იტყვი? -მოკლედ ნახევარ საათში ავტოსადგომზე გელოდები რა, დასალევად უნდა წავიდეთ, იქ მოგიყვები რა მოხდა! -კაი ხო, პაციენტს ვნახავ, გამოვიცვლი და მოვალ-გაკვირვებული იყო რატი. რატი და ირაკლი ბარში წავიდნენ, შედარებით მშვიდი ადგილები დაიკავეს და ირაკლიმაც დაიწყო მოყოლა: -დღეს ვერ წარმოიდგენ რა გავაკეთე!-თვალებში უყურებდა რატის -რა ქენი? -რა და ლილეს ველაპარაკე. აივანზე დავინახე, იატაკზე იჯდა და ტიროდა. მეგონა ცუდად იყო და გავედი. მითხრა, მათეს მამას ველაპარაკეო-თავზე გადაისვა ნერვიულობისგან ხელი-იმ ნაბი***მა არმცალია მათესთვის, იმედია კარგად იქნებაო. -არაკაცი! ზოგი რა ყ**ა რა! გავხევდი შუაზე აქ რომ იყოს! -შენ გგონია მე დავაკლებდი? მოკლედ ცუდად იყო რა ლილე. მერე მითხრა სასამართლოში უნდა შევიტანო საბუთებიო, მეც ჩემი ადვოკატი შევთავაზე. ხომ იცი როგორია, ისევ იმას მეუბნებოდა შეგაწუხეო და მეც თავი ვეღარ შევიკავე... -უთხარი?-თან გაკვირვებული და თან რაღაცნაირი ღიმილით უსმენდა რატი -არ მითქვამს მიყვარხარ მეთქი, მაგრამ ვუთხარი რომ ჩემთვის უბრალო კოლეგა არ არის და... აუ რა ქალივით გიყვები ყველაფერს, ტო! -რა ქალივით ბიჭო, უნდა მომიყვე აბა რაუნდა ქნა! „კაროჩე“ კაი მივხვდი რასაც ეტყოდი ... -თვალებშიც ძლივს ვუყურებდი, ცრემლებით ჰქონდა სავსე და შეშინებული შემომცქეროდა. რა სისულელე გავაკეთე, რა დროს მე ვარ ლილესთვის! -ბიჭო ხო კარგად ხარ შენ! რას ქვია რა დროს შენ ხარ! სადამდე უნდა გევლო აბა დადებილებულს და გამოშტერებულს! ნუ ახლაც დადებილებული ივლი მგრამ...-თან ეცინებოდა რატის, მერე სერიოზული სახე დაიბრუნა- სწორად მოიქეცი! ლილე ძლიერი ქალია, ყველაფერზე დაფიქრდება და შენთვითონ მიხვდები, რას გრძნობს და რას გადაწყვეტს! -მაგის მეშინია რატი, მაგის! რომ ვერ დავინახო რაც მინდა? არ ვაჩქარებ, დაველოდები სადამდეც უნდა. ხომ იცი, ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, რომ შემეშინებინა და უარესად დამებნია, მაგრამ პასუხი რატი? ოდესღაც ხომ მაინც მივიღებ? რომ არ უნდოდეს? მერე როგორღა შევხედო საერთოდ თვალებში, როგორ ვიყო მასთან ახლოს? -ახლა მართლა 18 წლის გოგოსავით მელაპარაკები! რას ქვია როგორღა შეხედო! უნდა იბრძოლო ირაკლი, შენ გგონია ეგრე ადვილად მოვა შენთან? ახლა სჭირდები ზუსტად! გვერდში დაუდექი და აგრძნობინე, რომ ელოდები! ძალიან კარგად ვხედავ, რომ ლილე არ არის შენს მიმართ ცივი და ვერ დამაჯერებ, რომ ვერაფერს ვერ გრძნობს! ასე რომ, მიიყვანე გადაწყვეტილებამდე და არ დატოვო შუა გზაში! შენ შენი უკვე უთხარი, ბოლომდე არა, მაგრამ მაინც ხომ უთხარი, ხოდა მაგ სიტყვების ამარა არ დატოვო! დაანახე, რომ ის, რაც უთხარი ნამდვილი იყო და უბიძგე გადაწყვეტილების მიღებისკენ! -ხელების დახმარებით ელაპარაკებოდა აღელვებული რატი. დაასრულა მონოლოგი და მიაჩერდა ირაკლის-გაიგე? -რატი, რატი-მხარზე გადახვია ხელი-ყოველთვის მართალი როგორ ხარ! -ჰაჰ, რატი ვარ ბიჭო, რას მელაპარაკები! -გაეღრიჭა და თეთრი კბილები გამოუჩინა -ნუ მემანჭები შენი ჭირიმე, ის მითხარი ქეთა როგორაა-წარბები აუთამაშდა ირაკლის რატის გასაჭირის გახსენებაზე-სულ ჩემზე ვლაპარაკობთ, ახლა შენი დროც დადგა! -რავი, არაუშავს რა... -ეე, რა არაუშავს, რახდება რატი-თვალები მოჭუტა ირაკლიმ -მომენატრა ბიჭო მაგრად რა-შუბლზე მოისვა ხელი და თავი აწია-სულ გავგიჟდი მეც, შენი არ იყოს -გენატრება და აქ მიზიხარ ბიჭო? წაეთრიე მერე, იქ ჩაფრენას რა უნდა! -ვერ წავალ იკა, ვერა, შენც ხომ იცი... -რატომ ვერ წახვალ, ამიხსენი გთხოვ! მაგისი მშობლების უაზრო აზრის და ბრალდებების გამო?-გაბრაზდა ირაკლი -უაზრო არ არის ირაკლი, საქმეც მაგაშია. ჩემთან მოდიოდა იმ საღამოს, ჩემი ბრალია იმ ავარიაში რომ მოყვა და ახლა იმ წყეულ ეტლში რომ ზის! გეფიცები, ღამით არ მძინავს ირაკლი! სინდისი არ მასვენებს, ლამისაა შუბლის ძარღვიც გამიწყდეს. ღამეებს ვათენებ იმაზე ფიქრში, რითი ვუშველო! ქირურგი ვარ ირაკლი, ბევრი გადამირჩენია და წამომიყენებია კდიეც იმ სავარძლიდან, მაგრამ ჩემი საყვარელი ქალია ახლა იგივე მდგომარეობაში და ვერაფერს ვაკეთებ! გეფიცები, თითოეული ვარიანტი უკვე მილიონერ განვიხილე! ვის არ დავუკავშირიდი და არ გავუგზავნე მისი გამოკვლევების შედეგები, მაგრამ არაფერი! ასე ვერ ვიცხოვრებ ირაკლი, არ შემიძლია, ხომ იცი! -რატი, ხომ იცი, რომ შენ არაფერ შუაში არ ხარ? შენ შესთავაზე წაყვანა, მაგრამ უარი გითხრა, შენ არაფერ შუაში არ ხარ! რაღაც უაზრო აკვიატებაზე და არასწორ აზრზე ნუ ჩაიციკლები! ერთ დღეს მიხვდებიან ქეთას მშობლები, დამნაშავე იმმანქანის მძღოლის გარდა, არავინ არაა! გამოჩნდება რამე რატი, ხომ იცი, რომ ქეთასთვის არაფერზე არ წავალ უკან და ყველაფერს გავაკეთებ,რომ რამე მაინც ვუშველოთ... -ვიცი ირაკლი, ვიცი.....ნეტავ შემეძლოს რამის გაკეთება! მეორე დღეს ლილეს ადვოკატები დაუკავშირდნენ, პროცესი დაიწყო. იმდენი პრობლემა ჰქონდა, რომ ირაკლის ადვოკატებთან თანამშრომლობას უყოყმანოდ დათანხმდა. მატათასაც უთხრა ცოტა შელამაზებულად, მაგრამ მაინც სიმართლე. ბიჭი ძალიან კარგად შეხვდა. დედამ რომ აუხსნა რა შედეგს გამოიღებდა პროცესი, მათემ უთხრა-მამა ჩემთან მაინც არასდროს მოდის, ასე რომ ჯობია, თანხით მაინც დაგვეხმაროს და საერთოდ, არანაირი კავშირი აღარ გვქონდეს სხვა, ეგეთი მამა მე არ მინდაო. -ისე მატათა შენ ხომ არ აგიყვანო ადვოკატად?-ისე დალაგებულად ელაპარაკებოდა შვილი, ჩაფიქრებულმა შეხედა მას ლილემ-მომაგებინებ კი არა, მემგონი მთელი საქართველო ჩვენ დაგვრჩება! -უჰ, საქართველო ისედაც ჩვენია, თან მე არ მცალია, სკოლაში ვსწავლობ დედა!-სერიოზული ტონით უთხრა მათემ, საქმიანად წამოდგა და სამეცადინო მაგიდას მიუჯდა. -ღმერთო, გადამიყვანს ეს ბავშვი ჭკუიდან!-გაიღიმა და შვილს გახედა. -ისე თმა როდის გადავიპარსოთ დედა?-მოუბრუნდა ბიჭი რა წითელ თმებზე ხელი გადაისვა -ხვალ წავიდეთ, ახლა სამსახურში უნდა გავიქცე. ლილე მთელი გზა აფორიაქებული იყო, აფორიაქებული კი არა, სად გაქცეულიყო არ იცოდა, სამსახურში ხომ ის ელოდა, ირაკლი, ცქიტიშვილი... არ იცოდა რა ექნა, თუ შესასვლელში, ლიფტში, დერეფანში, საოპერაციოში, აივანზე ან სადმე ირაკლის გადაეყრებოდა. ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ჯერ არ ჩამოყალიბებულა, არ იცის რა უნდა და რა-არა.[ეხ,კი იცის, მაგრამ არ უნდა რომ იცოდეს...მეც ვუბერავ, ეგ ვის არ უნდა...მოკლედ, არ მომაქციოთ ყურადღება] არც ის იცის, ირაკლი რომ თვალებში შეხედავს, რა დაანახოს- ის პასუხი გასცეს, რასაც იკა ელოდება, თუ პირიქით, ყველანაირი იმედი გადაუწუროს.მოკლედ, იმედი აქვს რომ ცქიტიშვილს არ გადაეყრება, თუ არა და იქიდან გაქრობა მოუწევს (ნუ, ენდომება მაინც). ამასობაში კლინიკაშიც მივიდა, ლიფტში შევიდა და ის იყო კარი იხურებოდა, რომ რატიმ შეუსწრო [გაგიცრუეთ იმედები?]. -ჰაი, ლიილ, როგორ ხარ? - მიესალმა აქოშინებული რატი ლილეს და გაეკრიჭა -კარგად ბატონო რატი, თქვენ? -გადამრევს ეს გოგო რა. ლილე დავიღალე ამ შენი ბატონოთი და თუ აღარ მომართავ ეგრე, უფრო კარგად ვიქნები... -კარგი რატი-გაეცინა ლილეს-შენ როგორ ხარ? -ეჰ, რავი აბა. ჩემი გვრიტი გავაცილე, გამიფრინდა და როგორ ვიქნები-ამოიოხრა რატიმ და არარსებული ცრემლი მოიწმინდა -ვიინ?-გაეცინა ლილეს-გვრიტი ვინაა გამიმხელ? -უიმე რა გამხელა უნდა ლილე, როგორ ვერ მიხვდი, გრცხვენოდეს! ირაკლი გაფრინდა გერმანიაში... -რრრატო?-დაიბნა უცებ ლილე, თან ორი წუთის შემდეგ მიხვდა, რა იდიოტური შეკითხვა დასვა. ადამიანი ამხელა კლინიკის დირექტორია, რატომ გაუკვირდა ასე მისი წასვლა? გაუკვირა თუ ეწყინა? თუ გაუხარიდა? [ღმერთო, რანაირი ავტორი ვარ, ვერ ჩამოვაყალიბე!] -ქეთას გამო, ხომ იცი იქ არის. მე ვერ მივდივარ, ამიტომ ირაკლი გაფრინდა. ნახავს რამე ხომ არ შეიცვალა, როგორი მდგომარეობაა და ჩამოვა..-სევდიანად გაუღიმა რატიმ და თავი დახარა. -იმედია კარგი ამბებით ჩამოვა, არ ინერვიულო-მეგობრულად გაუღიმა ლილემ. მცირე პაუზის შედეგ რატიმ ლიფტის გაჩერების ღილაკს მიაჭირა თითი და ქალისკენ შეტრიალდა. ლილეს გაუკვირა, ვერ მიხვდა რა მოხდა -ლილე, მისმინე! -ახედა დაბნეულ ლილეს-ვისი, რომ ირაკლი გელაპარაკა. ისაც ვიცი, რის ფასად დაუჯდა შენთვის ნათქვამი თითოეული სიტყვა. ისაც ყველაზე კარგად ვიცი, რომ უზომოდ სჭირდები და ისაც, რომ შენც გჭირდება. უბრალოდ ენდე, მოუშვი შენამდე და ნახავ, რომ ასეა. მე არ უნდა ვერეოდე თქვენს საქმეში, უბრალოდ არ შემეძლო რომ არ მეთქვა-დაასრულა და ისევ ღილაკს დააჭირა. ლიფტის კარი გაიღო და გასვლამე დაამატა-ერთ კვირაში ჩამოვა, იფიქრე ლილე! გავიდა და დატოვა ლიფტში თვალზე ცრემლმომდგარი ლილე. ცოტა ხნით თავი ლიფტის ცივ კეტელს მიადო ქალმა და შემდეგ სართულზე ასვლისას თითონაც დატოვა ეს „ლეგენდარული“ ადგილი, რომელიც უამრავ საიდუმლოს, განცდას, მომენტს და მოგონებას ინახავდა. ერთი კვირა უცებ მიიწურა. ლილე ჩვეულებრივ დადიოდა სამსახურში, მატათა სკოლაში. ირაკლის დაბრუნების დღეც დადგა. მთელი ერთი კვირა ლილე ცდილობდა არ ეფიქრა ამ საკითხზე. რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო შორს მიდიოდა და იბნეოდა, შესაბამისად ფიქრს შეძლებისდაგვარად საერთოდ დაანება თავი და მთლიანად მათეზე გადაერთო. მათეს გამოკვლევების შედეგები სწორედ ირაკლის ჩამოსვლის დღეს უნდა ეჩვენებინა მოწვეული ონკოლოგისთვის, ამიტომ ლილესთვის ორმაგად დაძაბული დღე იყო. ნახსენები ექიმის მომლოდინემ დერეფნის ფანჯრიდან დაინახა შენობაში შემომავალი ირაკლი და რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა. ვერ გეტყვით ეს მონატრება იყო, შიში თუ სულაც სიყვარული. მალე მისი რიგი მოვიდა, ექიმის ოთახიდანაც დაუძახეს და მთლიანად მატათაზე გადაერთო. ექიმი უკვე გასცნობოდა მატათას გამოკვლევებს და ლილეს კითხვებს უსვამდა დიაგნოზის შესახებ. -უკაცრავად, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გამიმეოროთ რა დიაგნოზი დასვეს?-უკვე მესამედ ეკითხებოდა კაცი ლილეს. ლილემაც ხმის კანკალით გაუმეორა და დაელოდა, როდის ეტყოდა ექიმი რამეს. -შეგიძლიათ ბავშვს კიდევ ერთხელ გაუკეთოთ რასაც დაგიწერთ? უბრალოდ.. მე... მოდი გაუკეთეთ და ვნახოთ პასუხები, მგონი რაღაც შეცდომა უნდა იყოს აქ. ლილე გაფითრდა, აკანკალებული ფეხებით გამოვიდა კაბინეტიდან, სასწრაფოთ მედეასთან დარეკა და უთხრა, რომ მათე მიეყვანა კლინიკაში. გამოკვლევები გაუკეთეს და დერეფაში მარტო, სკამზე მჯდარი ლილე ჩუმად ელოდა ექიმს. - ქალბატონო ლილე, შემობრძანდით-დაუძახეს კაბინეტიდან - როგორც აღმოჩნდა არ შევმცდარვარ. ცხვირიდან სისხლდენა, რომელიც ბავშვს აღენიშნებოდა ეპიტაქსისის ბრალია, რომელსაც უპრობლემოდ ვუმკურნალებთ და არ არის საშიში. წონაში კლება როგორც ჩანს ფიზიკური დატვირთვის, ადვილად დაღლადობა-უბრალოდ ასაკის. ეს ყველაფერი უბრალოდ საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, ხოლო ანალიზებში რა მოხდა, ეს უკვ.. -მოიცადეთ!-ხმის კანკალით ამოთქვა ლილემ-თქვენ მეუბნებით, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელია? მწვავე მიელოიდური ლეიკემია არ აქვს და ეს არასწორი დიაგნოზი ლაბორატორიის შეცდომის და დამთხვევების ბრალია? -დიახ, ქალბატონო ლილე, სწორედ ამის თქმა მინდოდა! ორი წუთით ხელებში თავჩარგული იჯდა ლილე, მერე უცებ წამოდგა, გავიდა ოთახიდან, სირბილით გაიარა დერეფანი და პირდაპირ ირაკლის კაბინეტში შევიდა (უფრო შევარდა, ალბათ). ერთი წამით შეჩერდა შესული, გაოცებულ ირაკლის თვალებში შეხედა და შემდეგ წამებში მის სხეულზე ხელებშემოხვეული აღმოჩნდა. ჩაეხუტა ისე, რომ ირაკლის კარგად ესმოდა მისი არაამქვეყნიური გულისცემა, რომლის გარდა იმ წამს, არაფერი სწვდებოდა მის სმენას. კარგა ხანს დაჰყვეს ჩახუტებულებმა. ლილე ტიროდა, ირაკლი თმაზე ნაზად უსვამდა ხელს. ხმის ამოღებას ვერ ვედავდა კაცი, არ იცოდა რა მოხდა, კარგი იყო ეს, თუ ცუდი. -ლეიკემია არ აქვს ირაკლი მატათას, ჯანმრთელია ჩემი შვილი!-თავი ასწია ლილემ, ოდნავ მოშორდა ირაკლის და ჩურჩულით უთხრა-რაღაც შეეშალათ, სიმპტომებიც დაემთხვა... -მოიცადე, რა?!-თან გაკვირვებული იყო, მერე ფართოდ გაეღიმა-ღმერთო რა კარგია! კი მაგრამ, როგორ მოხდა...-ვერ იჯერებდა მომხდარს -არ ვიცი ირაკლი, ლაბორატორიაში აერიათ შედეგებიეტყობა, ყველა გამოკვლევის ერთად გამოვიტანე და ალბათ,სხვისი მომცეს. .. -უპაუხისმგებლო არაპროფესიონალები! ახლავე ჩავალ და გავარკვევ რა მოხდა!-ძალიან გაბრაზდა ირაკლი -მე მათესთან უნდა მივიდე და ვუთხრა ყველაფერი. არ მინდოდა მკურნალობისას თმის ცვენა მისთვის სტრესი ყოფილიყო, ჯერ შევიღებეთ, გუშინ უნდა გადაგვეპარსა თმები და დღეისთვის გადმოვდეთ. ალბათ, აღარ მოგვიწევს-გაიღიმა ლილემ და ჯერ კიდევ შოკირებულმა გააქნია თავი-მე....უნდა წავიდე!-რაღაცის თქმა უნდოდა ირაკლისთვის, მაგრამ არ იცოდა-რის, ამიტომ ნელ-ნელა კარისკენ წავიდა. -ლილე მოიცადე...-დაუძახა კარამდე მისულ ლილეს ცქიტიშვილმა -....-შემობრუნდა ლილე და თვალებში შეხედა -კარგი, არაფერი-ვერც მან მოაბა სათქმელს თავი და კარში გამავალ ლილეს გააყოლა თვალი -ლილე, მჭირდები!- თავისდაუნებურად მაინც მიაძახა ლილეს -მეც!-ერთხელ კიდევ შეხდა ქალმა და კარი გაიხურა, და დატოვა კაბინეტში, ადგილზე მიყინული ირაკლი, რომელსაც ამ ჯერად თავისი გულისცემის გარდა არ ესმოდა არაფერი. ----------- ესაც მეოთხე იმედი მაქვს, რომ ნახვების რაოდენობა არ არის შემთხვევითი და სულ რამდენიმე ადამიანი მაინც გულით კითხულობს ისტორიას და განიცდის ყველაფერს ჩემს პერსონაჟებთან ერთად შემდეგ თავს ძალიან მალე, თან უფრო დიდს დავდებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.