შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 24


14-04-2017, 20:00
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 364

-ერთი ვისკი - გაისმა მამაკაცის ხმა,ეს ხმა მაშინვე ეცნო.წამიერად გაუელვა იმ აზრმა,რომ ეს ხმა რაღაცას აგონებდა და მასთან რაღაც აკავშირებდა.ამ ხმის გაგონებისთანავე მარიამს გაუცნობიერებლად გული საშინლად აუჩქარდა და იმპულსურად,თავისდაუნებურად გვერდით მიიხედა და ადგილზევე გაშეშდა,როცა მისთვის კარგად ნაცნობი სილუეტი შენიშნა,თუმცა ეს არ ყოფილა არც ლექსო და არც მისი რომელიმე მეგობარი.
უცნობი ვერც კი ამჩნევდა მარიამის დაჟინებულ მზერას.
-ზურა - დაუძახა გაოცებულმა მარიამმა
ზურამ გვერდით მიიხედა მისი გაკვირვება გაოცებამ და ღიმილმა შეცვალა.
-მარი - გაოცდა დაბნეული ზურა და ენა ჩაუვარდა.მარიამიც ხმას ვერ იღებდა.ზურა საკმაოდ შეცვლილი იყო,თმა უფრო გაჭაღარავებოდა,თუმცა ასაკის მომატებასთან ერთად,უფრო გასიმპატიურებულა.
ისევ ზურამ გააგრძელა საუბარი.
-როგორ ხარ? - უთხრა გახარებულმა და მხოლოდ მაშინ მოიფიქრა,რომ ერთმანეთისთვის ლოყაზე ეკოცნათ
-კარგად,შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ
-მეც არამიშავს.ხო,დიდი ხანია.აქ რას აკეთებ?
-სამსახურის საქმეზე ვარ.შენ რას აკეთებ?
-მეც სამსახურის საქმეზე ვარ
-დაამთავრე ხო სწავლა?
-ხო,დავამთავრე.შენ რას შვრები?
-მე ძველებურად.რას აკეთებ აქ ესე გვიან?
-რა ვიცი,ვერ დავიძინე.შენ?
-მეც ეგრე - ზურამ ღრმად ამოისუნთქა - როგორ გაზრდილხარ და შეცვლილხარ - ღიმილით და ცოტა დანანებით უთხრა ზურამ
-ხო,შენც - გაუღიმა მარიამმა
-არ დალევ რამეს?
-არა მადლობ,დავლიე უკვე
-ხვალე რას შვრები?
-რავიცი,არაფერს
-ისე,აქ ერთი რესტორანია და წავიდეთ ხვალე,ამ ხმაურში ვერ გელაპარაკები ნორმალურად
-კარგი.საღამოს მეცლება და წავიდეთ.ისევ აქ გნახავ ხვალე
-კაი,წავიდეთ.რეზოსთან კიდევ მეგობრობ არა?
-კი.შენ და თეკლა რას შვრებით?
-მე და თეკლაც ეგრე ვართ,ხშირად ნახვას ვერ ვახერხებ ხოლმე
-სამაგიეროდ ბევრს მოგზაურობ,შენც ხო ეგ გინდოდა
-ხო - გაეღიმა მარიამს იმაზე,რომ ზურას მისი ოცნება კარგად ახსოვდა
-აქ აპირებ დარჩენას?
-არა,მალე უნდა წავიდე და დავიძინო,ადრე უნდა ავდგე ხვალ
-მეც ადრე უნდა ავდგე.ეხლა წავალ და ხვალე აქ გნახავ ისევ
-კარგი მაშ,დროებით
-ღამემშვიდობის - დაემშვიდობა მარიამი და თავის ნომრისკენ წავიდა.ვერც კი შენიშნა,როგორ სწრაფად მიდიოდა,თითქმის მირბოდა,მიუხედავად იმისა,რომ დაღლილი იყო.ძალიან დაბნეული და გაოცებული იყო,უკვე თავიდან შეყვარებულიც.შევიდა ნომერში,ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა და დასაძინებლად დაწვა.ძილი არცერთს არ მიეკარა,ერთმანეთზე ფიქრობდნენ.მარიამმა წარმოიდგინა,ხვალ როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს,რაზე ილაპარაკებდნენ.მოუთმენლად ელოდა გათენებას,თან არ უნდოდა გათენებულიყო,უფრო დიდხანს ეცადა და უფრო გაეხანგრძლივებინა ბედნიერება,რადგან ეს შეიძლება აღარასოდეს აღარ განმეორებულიყო.ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა.
დილით გაღვიძებისთანავე საქმეებში ჩაეფლო და ისევ რამდენიმე საათიან ბრიფინგზე მოუწია დარჩენა.მაშინაც კი ზურაზე ფიქრობდა და საქმეზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებდა.ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა ამ დიდი დარბაზიდან.რაც უფრო მეტს ფიქრობდა,მით უფრო ნელა გადიოდა დრო.
ზურაც მსგავს შეხვედრაზე იყო და თვითონაც ვერაფერზე ფიქრობდა,მარიამის გარდა.მათი შეხვედრა ისევ თვალწინ ედგა და ასევე მომავალ შეხვედრაზეც ფიქრობდა.ახლა ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა აქედან და როდის შეხვდებოდა ისევ.
ბოლოს როგორც იქნა,ორივე გათავისუფლდა,საკუთარ ნომრებში დაბრუნდნენ და გამზადება დაიწყეს.ორივემ იცოდა,რომ ეს საღამო ასე უბრალოდ და უემოციოდ არ ჩაივლიდა.
მარიამი გამზადებას შეუდგა და ცოტა არ იყოს სინდისის ქენჯნა აწუხებდა ლექსოს გამო,თუმცა ზურას ცოცხალი თავით ვერ თმობდა.
მარიამისგან განსხვავებით ზურას დიდი ხანია სინდისიც აღარ ქენჯნიდა,რადგან მარიამის გაცნობის დღიდან საკუთარი ცოლი აღარ უყვარდა და სავარაუდოდ არც ჰყვარებია.ბოლოს ამაზე ფიქრს შეეშვა და გაიფიქრა,რომ ამდენი წლის შემდეგ ძლივს ნახა საყვარელი ქალი და არ უნდოდა საკუთარ შეცდომაზე ეფიქრა,ეფიქრა იმ ადამიანზე,ვისაც ყოველდღე ხედავდა.ახლა ამის დრო არ იყო.ახლა იმის დრო იყო,რომ საყვარელ ადამიანზე ეფიქრა და ფიქრობდა კიდეც.ეს დღე შეიძლებოდა აღარასდროს განმეორებულიყო,ამაზე ფიქრი კი კიდევ დიდხანს,შეიძლება სამუდამოდაც გაყოლოდა,რადგან მარიამთან დაშორების შემდეგაც არასდროს არ შეუწყვეტია მასზე ფიქრი.ზურა გაემზადა და ახლა მხოლოდ საღამოს დადგომას ელოდებოდა.
მარიამი ტანსაცმელს ვეღარ არჩევდა.სულ რამოდენიმე კაბა ჰქონდა წამოღებული.არ უნდოდა კონსერვატიულად ჩაეცვა,არც ძალიან გამომწვევად და თამამაც.ოქროსფერი კაბა კი უკვე ეცვა,როცა ზურამ ნახა.ბოლოს სადა და დახვეწილი,გრძელ მკლავიანი და მოტკეცილი წითელი კაბა აარჩია,რომელშის ზურას აუცილებლად მოეწონებოდა,ახლა უნდოდა მხოლოდ მას მოსწონებოდა და შესაბამისად მხოლოდ მისთვის ცდილობდა ლამაზად გამოწყობას.უკვე გაემზადა,როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.ამან უფრო დათრგუნა,რადგან ლექსო ურეკავდა.
-გისმენ
-როგორ ხარ მარი?
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.მომენატრე და დაგირეკე
-მეც მომენატრე
-როდის მოდიხარ?
-ჯერ არ ვიცი,2-3 დღეში
-რატომ ეგრე გვიან?
-არ ვიცი,ეგრე დაგვავალეს
-ხომ არ მოიწყინე?
-რავი
-საღამოობით რას აკეთებ მარტო?
-არაფერს,საქმეები მაქვს ბევრი და ვმუშაობ.გართობისთვის დრო არ მრჩება
-იმედია მალე ჩამოხვალ.მოვიწყინე უშენოდ
-იმედია
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა,რა იყო?
-არ ვიცი.ცივად მელაპარაკები
-არა,ცივად არა.უბრალოდ ძალიან დავიღალე და ბევრი სამუშაო მაქვს
-კარგი,მაშ წავედი მე,აღარ მოგაცდნე და დროებით
-დროებით
მარიამმა ყურმილი დაკიდა.უკვე წასვლის დრო იყო და გულაჩქარებული გავიდა ნომრიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent