შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black Widow_შავი ქვრივი #11


14-04-2017, 23:20
ავტორი kookie127
ნანახია 1 465

-ნუ გეშინია, საჭმელი მოგიტანე და თბილი ზეწარი...
-თუ სებასტიანმა გამოგაგზავნა არაფერში მჭირდება._უხეშად ვეუბნები და ზურგს ვაქცევ. მესმის ნაბიჯების ხმა, მიახლოვდება და ჩემთან იხრება.
-დამიჯერე სებასტიანი ამას არასდროს მთხოვდა. ხმაური გავიგე და როგორც კი ის წავიდა ამოგაკითხე.
-წავიდა? ის მონსტრი აქ არაა?.....უნდა გავიქცე! ნამდვილად უნდა გავიქცე!_გიჟივით ვიწყებ ყვირილს და ფეხზე ვიჭრები.
-ვერსად გაიქცევი ვივიან!_ჯონათანი ყველაფერს ძირს დებს. არ ვუსმენ, უბრალოდ მისკენ ვტრიალდები და კარისკენ მივრბივარ.
-კიდევ გაგიმეორო?_ჩემს წინ ჩნდება და გზაზე მეღობება.
-რატომ! რატომ არ შეიძლება დამეხმარო! როგორც ჩანს შენც შენივე ძმას გავხარ! ორივე უგულო არსებები ხართ!_ბოლო ხმაზე ვყვირი და თან მუშტებს მკერდზე ვარტყამ.
-ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გესმის..._მშვიდი ხმით ამბობს და ხელებს მიჭერს.
-მაშინ გამაგებინე._უმწეოდ ვხრი თავს.
ორივენი ძირს ვართ მოკალათებული, ჯონათანის ამოტანილ საბანზე. საჭმელი უკვე შევჭამე და დავწყნარდი კიდევაც.
-ახლა მინდა რაღაც-რაღაცები გაიგო._საუბარს იწყებს.
-გისმენ..._პირს ვიწმენდ და საბანს ფეხებზე ვიფარებ.
-მე და სებასტიანი ძმები ვართ, მაგრამ განსხვავებული დედები გვყავს. ჩვენს შორის არის ის რის გამოც სები ვერც მე მიტანს და ვერც საკუთარ დედას. ამიტომ ის ფაქტი, რომ სებასტიანი მე მთხოვდა შენთვის ამ ყველაფრის გაკეთებას აბსურდია. ის რომ მე მას ვგავარ და მეც უგულო ვარ....ცოტა მეწყინა იცი?!_ლეკვის სახეს იღებს და თვალებში მიყურებს.
-ბოდიში....მაგრამ ამით თავს ვერ შემაცოდებ!_ხელს ვკრავ და ორივე ვიცინით.
-მეც მის მსგავსად ვამპირი ვარ მაგრამ განსხვავებული. სებასტიანი იმისთვისაა გაჩენილი რომ იყოს ყველაზე ძლიერი, სიკვდილისა და შიშის მანქანის მსგავსი. ეს მასშია და მისი შეცვლა არ ვიცი ვინმეს თუ შეუძლია. მე კი მისგან განსხვავებული ვარ. მართალია ცოტა არაადეკვატურ და ჭკუამხიარულს ვგავარ, თუმცა მე შენი მესმის. ასე რომ არ იყოს ახლა აქ არ ვიქნებოდი. მე სებასტიანისგან განსხვავებით, რომელიც მხეცად გადაიქცევა ხოლმე არ შემიძლია ზიანი უდანაშაულოს მივაყენო.
სხვას ვერაფერს გეტყვი, უბრალოდ იცოდე რომ მართალია მეც ვამპირი ვარ და თანაც სებასტიანის ძმა, ასევე შეიძლება უმეტესწილად ისევე მოგექცე როგორც ადრე, მაგრამ....ასეთ სიტუაციებში ჩემი იმედი გქონდეს._თავზე ხელს მისვამს და მიღიმის. ახლა ვამპირს კი არა ნამდვილ ანგელოზს ჰგავს. არ მეგონა, თუ ჯონათანი ასეთი აღმოჩნდებოდა. მასზე თავიდანვე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სასიამოვნო პიროვნება არ იყო, მოთამაშე და არასარეიოზული მეგონა. თუმცა ღრმა წყალში ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვხედავთ, მაგრამ არ ვიცით რა ხდება მის ფსკერზე და თუ არ გადავეშვით ამ უკიდურესობაში ვერც ვერასდროს გავიგებთ.
იქნებ სებასტიანის შემთხვევაშიც ასე იყოს....
არა, სისულელეა! მართალია თვით ყველაზე უგულო და ბოროტთა გულებშიცაა სითბო და სიკეთე, თუმცა სებასტიანი... მისი ამოცნობა შეუძლებელია, ყოველშემთხვევაში ახლა. თუმცა ხომ შემიძლია გავიგო, ღრმად შევცურო იმ ნაპრალებში სადაც სინათლე არ აღწევს.
აზრების ჭიდილში მეძინება. რა თქმა უნდა ამ ცხრაკლიტულში საშინელი სიცივეა, მაგრამ ჯონათანის საბანი მათბობს. ძილბურანში ვარ, მაგრამ რატომღაც ბეტონის იატაკი უფრო თბილი და რბილი მეჩვენება. სასიამოვნოდ ვინაბები და სიზმრების უკიდეგანო უდაბნოში ვიკარგები.
-კიდევ რამდენ ხანს აპირებ ძილს..._ყრუდ მესმის ვიღაცის ხმა. თვალებს ვიფშვნეტ და გაოცებისგან პირი ღია მრჩება. ჩემს საწოლში ვწევარ, რომელიც იმაზე უფრო ფუმფულაა ვიდრე აქამდე იყო. თავთან სებასტიანი მიზის და როცა ვამჩნევ, რომ ხელით თმაზე მეხება მაშინვე მორცხვად იხედება სხვა მიმართულებით, თუმცა მის ოდნავ შეფერადებულ ლოყებს მაინც ვამჩნევ.
-ვამპირებიც წითლდებიან ანუ..._ჩუმად ვამბობ, თუმცა მახსენდება რა მოხდა წინა დღეს და უკან ვიხევი.
-მისმინე... გუშინ ჯონათანმა ასე თუ ისე შეძლო შენთვის კომფორტი შეექმნა, მაგრამ იმ სიცივეში მაინც ცუდად გახდი. როცა საკანში შემოვედი კანკალებდი, სიცხე გქონდა. ედვარდმა მირჩია ოთახში გადმომეყვანე, თორემ ამას არ ვიზამდი._ისე ამბობს, რომ თვალებში არ მიყურებს. არამგონია სიმართლეს ამბობდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
-აჰა....როცა გამოვკეთდები ისევ იმ საშინელ ადგილას ჩამკეტავ ასეა არა?
-არა....ვაღიარებ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენი ბრალიც იყო. არაფერი მოხდებოდა აივნიდან რომ არ გადამძვრალიყავი._ისევ ბრაზი ერევა მის ტონში და ვგრძნობ რომ მისი ხელახლა გაღიზიანება არ ღირს.
მაგრამ რას იზამ როცა შენი თავის დაცვაზე მიდგება საქმე?...
-ხო რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, რომ გაუაზრებლად გავთხოვდი სისხლისმსმელ არსებაზე, რომელმაც ყოველგვარ ცივილიზაციას მოწყვეტილ სასახლეში გამომკეტა და ჩემი წამებით დღეებს იხალისებს. ჩემი ბრალია!_ის უბრალოდ დგება და ოთახიდან გადის. მალე ორი მოსამსახურე აღებს ოთახის კარს. ერთ-ერთი მათგანი თავთან ყვავილებით სავსე ლარნაკს დებს. მუქი ლურჯი ვარდები იმდენად ლამაზია, რომ თვალს ვერ ვაშორებ. მეორე გოგონა ჩემთან მოდის და წამალს მაძლევს, რომელიც სიცხის დამწევია. ცოტახანში ოთახიდან გადიან და მარტო ვრჩები.
ფარდები გამოცვლილია, მეწამულთან ერთად აქ თხელი გამჭვირვალე ფადებიცაა დაკიდებული და რადგანაც ჯერ კიდევ დილაა მზის ნათელ სხივებს უშვებს ოთახში. საწოლი იმაზე რბილია ვიდრე აქამდე ყოფილა. აბრეშუმის ზეწარში ვარ გახვეული და თავი ღრუბლებში მგონია. უეცრად სხვადასხვა ფიქრები მიტაცებენ და მისვენების საშუალებას არ მაძლევენ.
"მეორე გაქცევაც ჩაიშალა....სებასტიანი მხეცივით გიჟდება როცა რაიმეს ვაშავებ, მაგრამ შემდეგ ისეთი მზრუნველია.... არა, ეს იმიტომ რომ ჩემი კეთილგანწყობის მოპოვება სურს. არ გამიმართლა, ამ ადგილს თავი ვერ დავაღწიე. როგორც ჩანს ჩემი ბედია, რომ აქ დავრჩე. მაგრამ რა მოხდება ამ სახლში არავინ იცის...
ის ხომ ვამპირია. უნდა არსებობდეს რაიმე ხერხი რითაც მის "მოთვინიერებას" შევძლებ.
ხოლო თუ დამჭირდა მისი მოკვლის ხერხსაც გამოვნახავ!"
ცოტა ხნით ვისვენებ. შემდეგ შხაპს ვივლებ და სუფთა ტანსაცმელში ვეწყობი.
ჩემდა გასაკვირად ოთახის კარი ჩაკეტილი არაა. კიბეზე ჩავრბივარ და სამზარეულოში შევდივარ.
-დეიდაა!_გაზქურასთან მდგარი ქალი ხტება, შემდეგ კი ბრუნდება და სახეზე შიშის მაგივრად ღიმილი ეფინება.
-რით შემიძლია დაგეხნაროთ ქალბატონო?
-ნიორი მინდა, ერთი თავი._სახე ეცვლება და გაკვირვებული მიყურებს.
-ნიორი? რაში გჭირდებათ ქალბატონო.
-ჰმ... გაციებისთვისაა კარგი._ვუღიმი და ისიც თავს მიქნევს. გარჩეული ნიორს პატარა ჯამზე ვათავსებ და ოთახისკენ მივდივარ. გზად ედვარდი მაჩერებს.
-ბატონი თქვენს ოთახშია და გელოდებათ.
-გმადლობ ედვარდ._ვუღიმი და კიდევ უფრო გახარებული ვაგრძელებ გზას.
-სად იყავი._ოთახში შესვლისთანავე სებასტიანის მქუხარე ხმა ისმის.
-სამზარეულოში ნივრისთვის, გაციებას შველის._ჯამს წინ ვიშვერ და მისკენ მივდივარ.
-და რას აპირებ უნდა ჭამო?_ცოტა ზიზღი დაეტყო სახეზე.
-აჰამ.... უნდა ვჭამო._მასთან სულ ახლოს მივდივარ და ჯამი თითქმის მის სახესთან მიმაქვს.
-ფუ გაწიე საზიზღარი სუნი აქვს._პატარა ბავშვივით იმანჭება და თავს ატრიალებს.
"მეგონა სხვანაირი რეაქცია ექნებოდა."
ჩემს იმედგაცრუებულ მზერას ამჩნევს და წარბებს ეშმაკურად ათამაშებს.
-შენ რა.... ჰაჰაჰა გეგონა რამე დამემართებოდა? ნუთუ გჯერა იმის რომ ნიორზე ვამპირებს რამე მოსდით? ძალიან კარგად გამაცინე. ცნობისთვის მე უბრალოდ ხახვს და ნიორს ვ ე რ ვ ი ტ ა ნ!_ბოლოს სიტყვებს მარცვლის, თვალს მიკრავს და ისევ განაგრძობს სიცილს.

იდიოტი.

-კარგი! მაგრამ შენ აქ რისთვის მოხვედი და რა გინდა?_სერიოზულ ტონს ვიღებ და აწრბებს ვკრავ.
-არ შეიძლებოდა ჩემი საყვარელი ცოლი მომენახულებინა?
-გთხოვ ასეთ სისულელეებს ნუ იმიზეზებ! პირდაპირ თქვი რისთვის მოხვედი._მე მისი არ მჯერა და ვერც სხვა დაუჯერებდა ჩემს ადგილას. სახეზე ემოცია უქრება, თითქოს რაღაც ეწყინა და ზურგს მაქცევს.
-უკვე არაფრისთვის. ნახვამდის._ისე სწრაფად გადის ოთახიდან, რომ არც კი მიყურებს. არ მესმის ამ ადამიან...არსების. ყველაზე უცნაური პიროვნებაა ვინც აქამდე შემხვედრია.
-რადგანაც ეს სულელური ხერხი არ მოქმედებს, ჯობს თავად ვიპოვო სებასტიანთან გამკლავების გზა._ხმამაღლა ვამბობ და ოთახიდან გავდივარ. ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე ის სასიამოვნო სურნელი მხვდება, წიგნების სუნს რომ ეძახიან. ბედნიერებისგან მიელავს თვალები და ვცდილობ ჩემთვის საჭირო წიგნი ვიპოვო. ამ ბიბლიოთეკაში მრავალ ისეთ წიგნს იპოვიდით, რომლებიც ყველაზე უცნაურ კარიბჭეს გაგიხსნიდათ, მაგრამ მე მხოლოდ იმ დროისთვის სისხლისმსმელ არსებებზე მინდოდა ინფორმაციების შეგროვება.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ წიგნებით დატვირთული მივდივარ ერთ-ერთ მაგიდასთან და კითხვას ვიწყებ.
"დედამიწაზე არსებული ყველა არსებებიდან მხოლოდ ვამპირები იყვნენ, ისინი ვინც მაღალი საზოგადოებიდან იშვა. მხოლოდ ისინი ატარებდნენ წმინდა არისტოკრატულ სისხლს და მათ სიძლიერეს ვერავინ შეედრებოდა. ისინი ითვლებოდნენ უზენაესებად ყველა არსებისა და ამავდროულად მათ უპირისპირდებოდა ადამიანთა მოდგმაც. ვამპირებს დევნიდნენ ყოველი რელიგიის მიმდევრები, მეფეები და ყველა ვინც კი მათ გადააწყდებოდა. მაგრამ დრო აირია და ყველაფერი შეიცვალა. მაღალ საზოგადოებაში "მდაბიოთა" სისხლმა იწყო დენა და ვამპირებიც შეიცვალნენ."
-ეს იმაზე რთული იქნება ვიდრე მე მეგონა._მშვიდად ვამბობ და კითხვას განვაგრძობ. ამჯერად ხმამაღლა.
-საუკუნეების განმავლობაში ჩნდებოდა ვამპირთა ახალი სახეობები. გარდამავალი არსებები ვამპირებსა და სხვა არსებებს შორის და შესაბამისად სამეფო სისხლის ვამპირებიც ნელ-ნელა ქრებოდნენ.
მხოლოდ რამოდენიმე შტომ მოახერხა გადარჩენა. მათ შეეძლოთ გაეკონტროლებინათ ყველა სხვა დაბალი ფენის ვამპირი და ასევე მისტიური არსებები.
სამეფო ვამპირებს სათავეში ერთი ვამპირი ყავთ. მისი მეფედ ან დედოფლად არჩევა კი რიტუალის საშუალებით ხდებოდა. ახალგაზრდა...._აზრი წყდება, რადგან შემდეგი ფურცლები ამოხეულია და მე მრავალი კითხვით სხვა წიგნებს ვაწყდები.
"ადრე ვამპირებს ანადგურებნენ მრავალი საშუალებით, თუმცა მათ ადაპტაცია განიცადეს, საზიზღარი სუნის მქონდე საჭმელი და ჯვრები მათ ვეღარ აშინებდა. მხოლოდ ერთადერთი იარაღი იყო მათ მოსაკლავად გამოსადეგი, ეს რწმენა და წმინდა წყალში ამოვლებული ოქროს ტყვიები იყო...
სამეფო ვამპირების განადგურება ბევრს უცდია, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმემ მოახერხა მათი მოშორება. მათ შორის იყო ტავად ვაპირი, მაგრამ ამავდროულად მათზე მონადირე...."
უეცრად ბიბლიოთეკის კარი ბოლომდე იღება და მასში სამი მაღალი სილუეტი ჩანს.
-როგორც ჩანს ბევრი კითხვა დაგიგროვდა.



№1  offline წევრი Kukrali

აუ ნუ აგვიანებ ხოლმე რაა მალე დადე და გაზარდე თავები ძაანა საინტერესოა იმსდია მალე გაირკვევა რაში ჭირდება სებასტიანს ვივიანი მიმწონს ძალაინ

 


№2  offline წევრი Violeta_ia

❤რამდენი რამ ელის ვივიენს კიდევ. უზომოდ საინტერესო ისტორიაა ჩემთვის. მიყვარს სებასტიანი, მიუხედავად ბევრი გაუგებრობისა და მგონია, რომ არც ისეთი სადისტია როგორც ვივის გონია kissing_heart იმედია მალე დადებ შემდეგ თავს, კარგად აღწერ ყველაფერს. მიყვარს ამ ისტორიის კითხვა ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი პერლა

როდის გააგრძელებო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent