ასეც ხდება ხოლმე (20 თავი)
ნიკოლოზი ბედნიერებისგან გასხივოსნებული დააბიჯებდა დედამიწაზე. გაღიმებული აკვირდებოდა ქუჩაში გამვლელ ორსულებს და ერთი სული ქონდა ნიდაც ასეთი დაენახა. მშობლების რიაქცია სასწაული იყო.. გახარებულები ულოცავდნენ შვილებს პაწუკას არსებობას და ხელისგულზე დაატარებდნენ ნიდას. ნიდა უკვე 2 თვის ორსული გახლდათ.. დვალი შოკოლადებით ანებივრებდა ცოლს.. პირველი საჩუქარი იომ აჩუქა, ჯერ არ დაბადებულ დიშვილს, ხის საკატაო ცხენი, რომელიც მთელი ბავშვობის მანძილზე უყვარდა და ნიდას თითსაც არ აკარებინებდა.. ლუკიტომ მანქანა აჩუქა, გიკომ თავისი შეგროვებული მუტფილმების დისკები „გადაუსახსოვრა“ მუცელში მყოფს, იკამ და ანიმ ფუმფულა დათუნია უყიდეს, ილიკომ შოკოლადების კალათა აჩუქა და დააყოლა ეხლა ეს უფრო უნდა მაგას და რომ დაიბადება მერე ვუყიდი სათამაშოებსო.. ომიკომ და გურომ რაგბის , კალადბურთის, ფხბურთის ბურთები და ბარბები გადასცეს წყვილს .. ნუ ორიგინალურობით გამორჩეულებმა დაჩიმ და გეგამ მჟავე კიტრის მწნილის ორმოცდაათამდე ქილა აუტანეს ნიდას.. ნიკა ჯერ ღიმილით შეეგება ორ აყლაყს, რომლებსაც მხოლოდ ორი ყუთი ეჭირათ, მაგრამ როცა რამდენიმე წრე გააკეთეს და ყუთს ყუთი მოყვა , ლამის ინფაქტი მიიღო, მითუმეტეს მაშინ ცოლმა, რომ განუცხადა ეს ქილები აქედან მოაცილე გული მერევა მჟავე კიტრზეო.. ივლისის შუა რიცხვები იყო .. ყველა თავუსებურ დასვენებას იწყობდა ზოგი ზღვაზე იყო, ზოგი მთაში და ზოგიც ბარში.. ნიკა და ნიდა რაჭაში წასასვლელად ემზადებოდნენ .. იკა და ანი უკვე ბათუმშ იყვნენ წასულები .. ლუკიტო და ლიკა ყაზბეგში.. გეგა, დაჩი, იო, გიკო, ომიკო და გურო თურქეთში გულაობდნენ.. ილარიონი და განო სოფელში იყვნენ წასულები .. -ნიკა ეს ბარგი ჩაიტანე ქვევით და ჩადე მანქანაში.. -მარტო ესაა? ოთახში შესულმა ხელი მოკიდა მოზრდილ ჩანთას.. -ეგ შენია და აი იქ დევს ჩემი.. თითი გაიშვირა კედელთან მიდებულ 4 ჩანთაზე და ნიკას გაუღიმა. -რა ამბავია გოგო იქ კი არ ვჩებით მთელი ცხოვრება..წარბები გაოცებულმა აწია ზევით და ცოლს გახედა.. -ნუ ლაპარაკობ ბევრს ადექი მოკიდე ხელი და წავიდეთ მალე.. უდარდელად თქვა და ბედნიერი გავიდა ოთახიდან .. -5 ჩანთა მარტო მე უნდა ჩავიტანო? ოთახიდან გასულს მიაძახა -ჩემთვის არ შეიძლება მძიმის აწევა -მძიმის აწევა არა და დღე და ღამე ჭამა კი ხო? სიცილით კითხა ნიკამ -დიახაც.. მანქანაში ისხდნენ და რაჭისკენ მიემართებოდნენ.. -ნიდა გადადი თუ გინდა უკან და დაიძინე, დაიღლები მასე და თან კისერი გეტკინება.. მზრუნველი ტონით უთხრა ცოლს და ხელისგულზე აკოცა.. -მაშინ საბარგულის გახსნა მოგიწევს. -რატო? მანქანა გზიდან გადააყენა დვალმა.. -პატარა ბალიში მიდევს ლურჯ ჩანთაში .. -კაი მე გადმოვიღებ შენ უკან ჩაჯექი . ღიმილით გადავიდა მანქანიდან.. საბარგულიდან ბალიში გადმოიღო და უკან მჯდომ მეუღლეს გაუწოდა. თვითონ საჭესთან მოკალათდა და გზაც განაგძო. - ტკბილი ძილი ლამაზო. სარკიდან გახედა თვალებდახუჭულ ნიდას . -ფრთხილად ატარე და თუ მოგშივდება მანდ დევს ხაჭაპური და ჭამე.. თვალები არ გაუხელია ისე ამოთქვა.. ნიკას ესიამოვნა ცოლის მზრუნველობა.. ავტომობილი ჭიშკართან გააჩერა..ბარგი სახლში შეიტანა და მძინარე ცოლსაც მიუბრუნდა. -ნიდ გაიღვიძე მოვედით უკვე. ღმად ჩაძინებული ფრთხილად შეარხია.. -ჩამოვედით ?.. მთქნარებით ამოიჩურჩულა.. -ხო . მოდი ჩემთან .. ხელში აიყვანა ძილბურანში მყოფი , მანქანიდან გადაიყვანა, ავტომობილის კარები ფეხით მიკეტა და სახლში შეაბძანა.. ოთახში შეიყვანა საყვარელი ქალი და საწოლზე დააწვინა. ლოყაზე ნაზად აკოცა, შემდგომ კი ოთახიდან გავიდა .. მანქანიდან საკვები პროდუქტი გადმოიტანა და სამზარეულოში შეიტანა.. სწრაფად მოამზადა პომიდვრისა და კიტრის სალათა, კარტოფილიც შეწვა და კვერცხიც მოხარშა.. თეფშზე გადაიღო შემწვარი კარტოფილი, რომელიც პატარა სინზე მოათავსა, სინი ხელში დაიკავა და ოთახისკენ გაემართა... ნიდას ისევ ეძინა.. იქვე მდგარ ტუმბოზე დადო ხელში დაკავებული სინი .. საწოლზე ჩამოჯდა, თმები ყურს უკან გადაუწია, ხელი მუცელზე მიადო და ღიმილით დაუძახა ცოლს.. -ნიდ .. ყელში აკოცა გაღვიძების მიზნით.. გოგონა შეიშმუშნა. -ნიდუ.. ტუჩები ყელიდან ნიკაპზე ააცოცა.. -ნიკანუ მაიმუნობ.. ჩურჩულით თქვა და ბიჭისკენ გადაბრუნდა.. -გაიღვიძე, ჭამე და დავიძინოთ მერე.. გაუღიმა მეუღლეს.. -არ მინდა დაწექი და დავიძინოთ. თვალები დახუჭა და ბალიშზე თავი კომფორტულად მოათავსა. -შენ არ გინდა ჩემს პაწუკას უნდა, ენაცვალოს მამა ..თავი ამაყად გააქნია და ბედნიერებისგან დაბურძგლა.. -ნიკა დაეგდე რა და დაიძინე თუ იძინებ, თუ არა და მაცადე ძილი.. შეუღრინა ნიდამ.. - ნახე კარტოფილი შეგიწვი . სინი საწოლზე გადმოდო..დილის მერე არაფერი არ გიჭამია, ამიტომ ეხლა შეჭამ ჩემს მომზადებულს.. ნიდას გაეცინა , არასდროს არ გაუკეთებია საჭმელი ნიკოლოზს ან უბრალოდ ნიდას ეგონა, რომ დვალმა საჭმლის მომზადება არ იცოდა.. -აი მხოლოდ იმიტომ შევჭამ, რომ შეგიფასო .. გაღიმებული წამოჯდა საწოლზე. -ეჭვი არ მეპარება 10დან 10 რო იქნება .. თვალი ჩაუკრა ცოლს და ფეხზე წამოდგა.. სამზარეულოში გავიდა.. ოთახში სალათითა და წვენით ხელდანშცენებული შევიდა. -10 დან 10ს ვერ ქაჩავ მარა რვიანზე ადიხარ. გაუცინა ბიჭს... -რვიანსაც არაუშავს.. სახე დამანჭა დვალმა..ესეც შემიფასე სალათა დაუდო სინზე, წვენი კი ტუმბოზე დადგა.. -იომ დამირეკა სანამ შენ გეძინა. საწოლზე წამოგორდა ნიკა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -რაო? ინტერესით შეხედა ბიჭს.. -რაო და რა ჩამოვუტანო ჩემს დიშვილს აქედანო ? -ჯერ აცადეთ ამ ბავშვს დაბადება და მერე აჩუქეთ რაც გინდათ ის.. თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა.. -უხარია ბიძიას პატარა კაცუნა ან პრინცესა რაგინდა შენ? წარბები ზევით აწია და მზერა მუცელზე გადაიტანა .. -ისე მართლა როდის გავიგებთ რომელია მაანდ? -რომ დაიბადება მაშინ. -მანდამდე რა გამაძლებინებს.. -გაძლებ.. -ისე მე პატარა პრინცესა მინდა .. მამიკოს გოგო რო იქნება . გაცისკროვნებული თვალებით შეხედა ცოლს.. -ბიჭი, რომ იყოს?.. ცალი წარბი ზევით აწია ნიდამ და წვენის ჭიქას დასწვდა. -იყოს . მე ვინ მეკითხება უფლის ნებაა. მთავარია ჩვენი სისხლი და ხორცი იქნება, ჩვენი პატარარა კაცუნა ან ქალუნა.. ნიდასკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. დილით უთენია გაიღვიძა ქალბატონმა.. მეუღლეს გახედა, რომელსაც მშვიდათ ეძინა.. საწოლიდან წამოდგა, მოწესრიგდა და ეზოში გავიდა. ულამაზესი იყო რაჭა.. მწვანედ მობიბინე მინდორს, მზის კაშკაშა სხივები დანათოდნენ. ჩიტების ჭიკჭიკი სიმშვიდესა და სიწყნარეს სასიამოვნოდ არღვევდა. ნიდა ჰამაკში ჩაჯდა .. რამდენიმე წუთში ნიკოლოზიც გამოვიდა ეზოში . მხოლოდ შარვლის ამარა , სიგარეტის ღერი თითებს შორის მოექცია და სანთებელას უკიდებდა პირთან მიტანილს.. -ეგ სიგარეტი მოგკლავს. ფეხზე წამოდგა, ნიკოლოზთან მივიდა, ყელში ხმაურიანად აკოცა და სიგარეტიც წაართვა.. -თამბაქო არა, მაგრამ შენ შემიწირავ. - რათ გინდა ეს სიგარეტი? -პროსტა მინდა.. ღიმილით აიჩეჩა მხრები და თმები ყურს უკან გადაუწია საყვარელ ქალს. აი შენ კი მჭირდები.. უსაზღვროდ მჭირდები.. ღრმად ჩაისუნთქა გოგონას სურნელი.. -გააჩნია რამდენი ხნით? თვალები დააწვრილა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. -ჩემი ცხოვრების ბოლო დღემდე და იმის იქითაც.. თვალი ჩაუკრა ბედნიერებისგან სახე გაბადრულს.. აგვისტოს ათი იყო ნიდას დაბადების დღე.. ბიჭები დილაუთენია დაადგნენ წყვილს.. პირველი ლუკა შევარდა სახლში.. - რააააააა ლაააამაზი დღეააააააა... ყროყინებდა ბოლო ხმაზე.. - რა ნათელიიიიი მზეაააა, იმიტოოოორომ დღეს ნიდუნიას დაბი დუბის დღეაააააა.. ოთახში შეუარდა მძინარე ცოლქმარს.. როცა ჩახუტებული ნიდა და ნიკა დაინახა თვალებზე აიფარა ხელი.. -ტიტუუუუ რას ხედავს ჩემი ამოსაჩიჩქნი თვალები.. არტისტობა დაამატა თავის ქმედებას.. -აუ რა გაღრიალებს გაჩუმდი რა.. ბალიში გაუქანა ნიკამ ლუკას.. -ეხლა არის სწორედ ღრიალ ჟრიალის დრო.. გაიცინა ლუკამ და საწოლზე დაებეთქვა.. ნუ ნიკოლოზს დაახტა ზევიდა.. -ვაიმე ხელი .. ამოიკნავლა ნიკამ და ოთახიდან გავარდნილ ლუკიტოს გაეკიდა.. ნიდა საყვარლად კისკისებდა.. -ჩემი მონატრებული დაიკო. იოანე ნიდასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა.. -გილოცავ ნიდუ სუ ასეთი გახარებული მენახე.. თავზე ხელი გადაუსვა გაღიმებულმა. -ჩვენც გილოცავთ რძალო.. გაიკრიჭა გიკო და საცუქარი გაუწოდა გოგონას. ნიდამ ინტერესით გახსნა წითელი ბარხატის ყუთი, რომელშიც ვერცხლის ულამაზესი ყელსაბამი იდო.. -მადლობა გიკო... თვალებ აცრემლიანებულმა გახედა ბიჭს, ფეხზე წამოდგა და გადაეხვია.. -რა გულჩვილი გამხდარხარ გოგო შენ.. გაიცინა გიკომ.. -მოიცა ტო ჩვენი საჩუქრებიც ნახე.. გაღიმებულმა დაჩიმ თითი გაიშვირა საჩუქრებისკენ, რომლებიც ტუმბოზე იდო.. -დაჩიმ -სამაჯური აჩუქა. -გეგამ -სუნამო -ლუკიტომ- საათი. -გურომ და ომომ საყურეები. -იოანემ- მაიკა აჩუქა რომელზეც ნიდას და ნიკოლოზის ფოტო იყო.. -აუ რა ბედნიერი ვარ თქვენ, რომ მყავხართ.. ცრემლები მოიწმინდა ნიდამ.. -მოიცა ჩემი საჩუქრის ჯერია.. გაღიმებული მოეხვია ნიკოლეზი საყვარელ ქალს.. -გიკო ხო ჩამოიტანე რაც გთხოვე? -რა თქმა უნდა . თვალი ჩაუკრა ნიკოლოზს გიკომ და ჯიბიდან დისკი და პატარა ყუთი ამოიღო ამოიღო.. -ეს რა არის? გაოცებულმა შეხედა ქმარს. -ჩვენი ცხოვრების განვლილი წლები, რომლებიც ამ დისკზეა ასახული ნუ სრულად არაა ყველაფერი მარა ნახევარი მაინც არის.. ყელში აკოცა ცოლს.. და ეს კიდე გახსენი და ნახე.. ნიდამ ყუთიდან ყელსაბამი ამოიღო, რომელზეც ქართული ასოებით ეწერა „სამუდამოდ ნიკასი“ -ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი ხარ.. -ხო ძაღლივით ჩამომკიდე ეს ყელსაბმელი და თოკიც მომაბი.. გაბრაზებულმა შეხედა ბიჭს.. ნიკას გულიანად გაეცინა.. თვეები უსწრაფესად გადიოდა.. ნუ ბევრი არაფერი არ შეცვლილა ნიკასა და ნიდას ცხოვრებაში მხოლოდ ის, რომ ნიდა უფრო გაიბერა და დამშვენდა.. აი რომ იტყვიან ორსულობა მოუხდა.. ოქტომბერში სწავლაც დაეწყოთ უნივერსიტეტში.. ნიკა ბოლო კურსზე იყო, ჩარჩენილ საგნებსაც ამ წელს გადიოდა და უნისაც ამთავრებდა.. ნიდა მეორე კურსის სტუდენტი გახლდათ.. ბიჭებთანაც არაფერი შეცვლილა ნუ თავიანთ ბიზნესს ხედავდნენ..ბოსტნეულის ბიზნესი კარგად წაუვიდათ, ამიტომ ეს საქმე კიდევ გაგძელეს. ლუკა და ლიკამ იჩხუბეს ამიტომაც უკვე ერთი თვეა ერთმანეთს ხმას არ სცემენ.. არ გაინტერესებთ რაზე იჩხუბეს? ლიკა თავის მეგობრის დაბ დღეზე წავიდა, ეს ამხანაგი კიდე ლუკიტოს არ მოსწონდა.. ნუ რატო არ მოსწონდა ეს სხვა თემაა.. ის გოგო მსუბუქი ყოფაქცევის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.. ხოდა ლუკამ კატეგორიულად უთხრა ლიკას, რომ იმ დაბადების დღეზე არ წავიდოდა .. არჩევანის წინაშეც დააყენა ქალბატონი, ან იქ წახვალ და მე დამივიწყებ ან ჩემთან დარჩები და იმ დაბ დღეს დაიკიდებო.. ლიკას ნერვები აეშალა ლუკას ამ არჩევანზე და სპეციალურად წავიდა იქ .. ხოდა ამის გამო დადიან ახლა ცალ ცალკე გაბუტული ბავშვებივით.. გიკო და გუროც დაბორიალობენ მარტოდ მარტოები.. გიკოს კი ყავს გვანცა მარა ჯერ არ ჩქარობს არაფრის დაწყებას.. ილიკო და განო დაოჯახებას აპირებენ.. იო და აი ის ოფიციანტი ხომ გახსოვთ .. ხო იმას და იოს ვერ აეწყოთ ურთიერთობა.. დაჩის ვიღაც მოწონს .. გეგას სალომე უყვარს მარა ჯერ არაფერი არ ხდება. იკას და ანის პატარა გოგონა ეყოლათ, რომელსაც გაიანე დაარქვეს.. ირაკლი ისეთი დაბნეული იყო საავადმყოფოში ძლივს მიიყვანა ცოლი.. ექიმი, რომ გამოვიდა და უთხრა გილოცავთ პატარა გოგონას მამა გახდითო ისე გაუხარდა ამდენი ემოციით გულიც წაუვიდა და ჩაესვენა ბიჭების ხელებში.. ნუ ამ კადრებს ლუკიტო თავისი ტელეთი აფიქსირებდა .. იმ დღეს იმდენი დალიეს არაფერი აღარ ახსოვდსთ ბოლოს. უკვე დეკემბრის ბოლო დღეები იყო.. ახალიწელიც მალე დადგებოდა.. ბავშვს თებერვლის დასაწყისში ელოდნენ, ამიტომაც პატარას ოთახს ეხლა აწყობდნენ.. ნიკამ ოთახი ვარდისფრად შეღება .. ნიდამ, რომ ოთახი ნახა ლამის გადაირია.. -ეს რა არის ? -ხო ლამაზია? საღებავებით დათხაპნილმა ნიკოლოზმა ცოლს გახედა.. -ვარდისფერია . -ხო -ეს გოგოს ოთახია მერე -ახალი ამბავი -ბავშვი გეი უნდა გაზარდო ? აღრიალდა ქალბატონი -ჯერ ეგ ერთი არაა დადგენილი ბიჭი რომაა, ამიტომ ეს გოგის ოთახია.. -ხოდა მე გეუბნები, რომ ბიჭია -ხოდა მე ვამბობ, რომ გოგოა -ახლავე გადაღებე ოთახი ცისფრად -მერე ჩემი პრინცესა ბიჭის ოთახში ვამყოფო? გაიოცა დვალმა -არ არის გოგოთქო გითხარი უკვე -შენ რა იცი? -ვიცი -არაფერიც არ იცი.. -ან გადაღებავ ან არა და ხმა აღარ გამცე.. გაბუტული გავიდა ოთახიდან. -რას ერჩის ამ ფერს ვერ გავიგე .. თავისთვის ჩაიბურტყუნა ნიკამ.. ისე ამ კედელზე პეპლებიც მოუხდება.. თავის თავს ელაპარაკებოდა დვალი.. როცა ოთახის მორთვა დაასრულა მისაღებში გავიდა და გაბრაზებულ გოგოს გვერდით ჩამოჯდა. ნიდამ ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია ქმარს.. -ნიდ იცი როგორ მიყვარხარ? ............... -ჩემი ცხოვრება ხარ ........... -ჩემი ანგელოზიც ........... -აი ქვეყანას, რომ მირჩევნიხართ ის ხართ შენ და ეგ პატარა ნამცეცა.. ........... -ჩემი ლამაზი ქალი ხარ.. რიაქცია ნოლი. ნიკოლოზმა ბოროტულად გაიღიმა და ვითომ არაფერი ისე თქვა.. -ნინიზე ლამაზიც ხარ.. -ვინაა ნინი? სწრაფად შეუტრიალდა ქმარს.. -მერავიცი ვინაა. გაიცინა დვალმა და გოგონას გაბერილ მუცელზე აკოცა. -თუ ბიჭი გვეყოლება გადავაკეთოთ ის ოთახი, მარა დარწმუნებული ვარ გოგოა.. -ხო მაა? ჩასძახა მუცელში მყოფს .. პატარამ ფეხი მოარტყა მუცელს ან ხელი.. -აი ნახე დამემოწმა . ამაყად შეხედა მეუღლეს და ბაგეებზე ეამბორა .. -ბიჭი იქნება და მაგ ოთახის გადაკეთება მოგიწევს ხელახლა.. -ხო და გაგვეგო სქესი და კი გვეცოდინებოდა ვის ველით.. -არ ვენდობი ეგეთ რაღაცეებს.. მირჩევნია, რომ დაიბადება მერე გავიგოთ.. -ნუ მერე ისედაც გავიგებთ.. თვალები აატრიალა ნიკამ.. ახალი წლის საღამოს ბიჭებმა ააკითხეს წყვილს.. -მოგესალმებით თქვენო უდიდებულესობავ .. კარგად შეზარხოსებულმა გიკომ რევერანსი გააკეთა .. -შეეგდე ბიჭო თუ შედიხარ.. ხელი კრა გურომ.. -გილოცავთ ახალ წეეეელს.. გიჟივით შევარდა ლუკიტო სახლსი და კამფეტები მიმოფანტა შესასვლელში.. -აუ ეს რა გიჟი გვყავს ამ სასტავს ტო.. ამოიწუწუნა გეგამ.. -რავქნათ შენნაირი დასტოინი ვერ იქნება ძმაო ყველა.. გაიკრიჭა ლუკა.. -აბა სადაა საცივი? გახედა ნიდას.. -მაგიდაზე დევს უკვე და შეგილია მიირთვა.. გაუღიმა ბიჭს ქალბატონმა.. -იო სადაა? იკითხა კარებში თავგაყოფილმა ნიკამ, რომელიც სადარბაზოს ათვალიერებდა გაკვირვებული.. -დახურე კარი ეგ, დაჩი და ომიკო მერე ამოვლენ.. უთხრა ილიკომ და მოზუზუნე მობილურს უპასუხა.. -ანი და იკა არ მოვლენ ? ნიდამ ლუკას შეხედა, რომელიც სუფრას ათვალიერებდა.. -გაიანეს ვერ დავტოვებთ მარტოო, ამიტომ სახლში შეხვდებიან ეგენი ახალ წელს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა შემწვარ ქათამს, რომ გაუსწორა თვალები ვაჟბატონმა .. -აუ მე უნდა გავიდე და შემოგიერთდებით მერე .. განოსთან გავდივარ ეხლა. გაღიმებული ილიკო სწრაფად გავარდა სახლიდან.. -ერთი ამის დაოჯახებას მომასწრო მეტი არაფერი არ მინდა.. თვალიდან არარსებული ცრემლი მოიწმინდა ლუკამ და სკამზე დაებეთქვა.. -11საათია უკვე, დასხედით სუფრასთან რაღას უცდით. ბძანება გასცა ნიკამ -მეც მაგას არ ვამბობ.. დაეთანხა "ფრონტზე მყოფი"ლუკიტო.. სიყვარულის სადღეგძელოს სვავდნენ როცა კარებზე ზარი გაისმა.. ნიდამ გააღო კარები რომლის მიღმაც მომცინარი ბიჭები იდგნენ და ლიკუნაც თან ახლდათ.. -როგორაა ბიძიას ვაჟკაცი? იომ ხელი მუცელზე მოუსვა დას.. -პრინცესა უნდა გეთქვა.. უკნიდან ნიკოლოზის ხმა მოესმა ნიდას და მეუღლისკენ შებრუნდა.. -გაიგეთ უკვე სქესი ? გაოცებულმა ომიკომ იკითხა -არა ვარაუდით ამბობს.. ხელი აიქნია ნიდამ .. მისაღებში შევიდნენ და სუფრაზე მოთავსდნენ.. ლუკამ თვალი აარიდა ქალბატონს.. მაგრამ ნიდამ ისე გააკეტა, რომ ლიკა სწორედ ლუკიტოს წინ დასვა.. .. -ლიკა შენი ჭიქა მომაწოდე. იომ გოგოს მიმართა რათა ჭიქაში ღვინო დაესხა.. მანაც სწრაფად გაუწოდა . სევდიანად შეხედა მის წინ მჯდომს, რომელიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.. -ნიკას ტელეფონზე დაურეკეკა ნათიამ .. მიულოცა ახალი წლის მოსვლა და დააყოლა გამოვალთ ხვალ და გნახავტ მე და თენგოო. 12 საათზე ყველა აივანზე იყო გასული და ფერადად განათებულ ცას უყურებდნენ.. ნიკოლოზი ნიდას ჩაეხუტა უკნიდან და ხელები გაბურთულ მუცელზე მოხვია . -იცი როგორ მიყვარხართ? თქვენ ხართ ჩემი სუნთქვა.. უბედნიერესი ვარ ნიდუ..მავსებთ .. მთლიანად მავსებთ შენ და ეს პაწუკა.. ტუჩები საფეთქელზე მიაკრო გაღიმებულს. -გილოცავ ახალ წელს. აი იმ წელს როცა ჩვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინება.. ამაზე მაგარი წელი ვერ იარსებებს ვერასდროს .. გოგონას მთელ სხეულზე მოედო ბედნიერება.. თვალებში ცრემლი ჩაუდგა და ნიკოლოზს უფრო მეტად მიეკრო.. სუფრასთან უნდა დამსხდარიყვნენ როცა ნიდას სუნთქვა გაუხშირდა.. -ნიდ ხო კარგად ხარ? ანერვიულებულმა მოკიდა ხელი მეუღლეს.. -დაიწო.. -რა დაიწყო ნიდა დასრულდა უკვე ის შუშხუნები.. დაბნეულმა გაიხედა აივნისკენ თავის სიტყვებში, რომ დარწმუნებულიყო.. -ეგ კი არა მშობიარობა დამეწყო.. იკივლა ნიდამ. -ჰა? -გამოდი აქეთ. გვერდით გაწია იომ ნიკა და და ხელში ფრთხილად აიყვანა.. -ნიკა ჩანთა წამოიღე.. ძლივს თქვა ნიდამ და ოთახისკენ გაიშვირა ხელი.. დვალი აზრზე ვერ მოდიოდა. ლუკამ მხარი გაკრა გაინძერიო. ლიკა შევარდა ოთახში და ჩანთა გამოიტანა .. იომ ნიდა მანქანაში ჩასვა.. ნიკაც უკან დაუჯდა გოგონას.. -ღრმად ისუნთქე .. წინიდან მობრუნდა ლიკა. -ხო ღრმად ვისუნთქოთ .. გაიმეორა სიტყვები ნიკამ ბლუყუნით და თვითონაც დაიწყო ღრმად სუნთქვა. -შენ კი არა ბიჭო ნიდამ უნდა ისუნთქოს ღრმად.. არა ნაკლებ ანერვიულებულმა იომ სარკიდან გახედა უკან მსხდომებს.. სავადმყოფოში, როგორც იქნა მიაღწიეს.. ნიდა სამშობიაროში შეიყვანეს .. ნიკოლოზმა შესვლაზე უარი თქვა ცუდად გავხდები იქ ვერ შევალო.. ანერვიულებული დააბიჯებდა აქეთ იქით. -ბიჭო მშობლებს უთხარი? ომიკომ ძმას კითხა.. -არა. -მე დავურეკავ .. -მე დედაჩემს გავაგებინებ.. იომაც აუბა მხარი ომოს. -უნდა შევყოლოდი.. თვალცრემლიანმა ნიკამ ამოთქვა და კედლისკენ შებრუნდა. -ნუ ნერვიულობ ნიკა ყველაფერი კარგად იქნება.. გაამხნევა ლიკამ მეგობარი. -რამდენი ხანია იქაა.. რამე ხო არ მოხდა? ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა დვალს.. -კაი რა ტო . რა ცუდზე ფიქრობ შენ კიდე. ყველაფერი ჯიგრულად იქნება აი ნახე.. გიკომ მხარზე დაკრა ხელი ანერვიულევულს.. ექიმის გამოსვლა და ნიკას გადაფითრება ერთი იყო.. -ყველაფერი კარგადაა? მივარდა ექიმს დვალი.. -დიახ ყველაფერი კარგად დასრულდა, იმის მიუხედავად , რომ ნაადრევი მშობიარობა იყო.. გაუღიმა კაცმა ბიჭს. პალატაში გადმოვიყვანთ ცოტახანში და მერე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი მეუღლე . ისეთი დაბნეული იყო ბავშვის ამბავიც ვერ კითხა ექიმს, სქესზე ხომ ლაპარაკი არ იყო.. ბიჭები გადაეხვივნენ ნიკოლოზს და მამობას ულოცავდნენ.. იოანე შამპანურით ხელ დამშვენებული შემოვარდა საავადმყოფოში .. ხმაურიანად გახსნა ბოთლი და ყვირილი დაიწყო ბიძა გავხდიო.. ლუკა ვიდეოს იღებდა სადაც ნიკას დაშტერებულ, ომიკოს გახარებულ, იოს გაგიჟებულ და ბიჭების გაბედნიერებულ სახეებს აფიქსირებდა.. ნიკოლოზი რამდენიმე წუთში შევიდა მეუღლის სანახავად. -ჩემი ლამაზი გოგო.. თვალებში ცრემლ ჩამდგარი მიუახლოვდა ცოლს, რომელსაც პატარა არსება ეკავა ხელში. -ნიკა ხომ გითხარი ბიჭი იქნებათქო? გაბედნიერებულმა დახედა შვილს და ქმარს გაუღიმა.. -ბიჭია? გაოცებულმა კითხა -ხო.. ჩვენი პატარა კაცუნაა. -იმ ოთახის გადაღებვა მოგვიწევს. მარა სიამოვნებით გადავღებავ და კედლებზეც დავახატავ პიპიებს.. გაეღიმა დვალს.. რამე ხომ არ გტკივა? -ცოტა მარა არაუშავს. ამას, რომ ვუყურებ ყველაფერი მავიწყდება. -რა დავარქვათ პატარა კაცს? გაიღიმა შვილის აცმაცუნებულ ტუჩების დანახვისას. -რა ვიცი შენ სუ გოგოზე ლაპარაკობდი და ბიჭის სახელი არც გქონია გეგმაში . -მომიყვანე ჩემი პატარა კაცი.. -ფრთხილად აიყვანე. -ნუ გეშინია არ ვატკენ არაფერს. ისე რამდენ რამეშია გახვეული სახის მეტი არაფერი უჩანს .. უკმაყოფილოდ დახედა მის მკლავებში მოთავსებულს.. -პატარაა და მაგიტო.. -აბა თქვი მა მა .. თქვი მამა .. -ნიკა რა სულელი ხარ.. ბავშვი ეხლა დაიბადა და მამას რანაირად იტყვის? -პირველი მინდა, რომ მამა თქვას.. შვილის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. -დედაჩემი აქ არის? -არა ჯერ არ მოსულან .. ომომ და იომ დაურეკეს მშობლებს და მოვლენ მალე.. ბიჭები გარეთ არიან და ამ ცქნაფას სადღეგძელოს სვავენ. -მომიყვანე ეხლა მე.. -შენ ისედაც უნდა გყავდეს და მაცადე ცოტახანს. -ნიდ მე ვიცი რაც უნდა დავარქვათ.. -რა ? -მაქსიმე.. -მაქსიმე. გაიმეორა ნიდამ.. მომწონს მაქსიმე დვალი.. -ჩემი ვაჟკაცი.. ისე პრინცესა რატომ მეგონე მაა? -უტვინო, რომ ხარ მაგიტომ.. რამდენიმე დღეში სახლში გამოწერეს პატარა კაცუნა დედიკოსთან ერთად.. -იო ნიკა რატომ არ მოვიდა ჩვენს წასაყვანად ? ნაწყენმა შეხედა ძმას.. -რავი რაღაც საქმე ქონდა.. -ლუკა გამორთე ეგ კამერა .. შეუღრინა გაბრაზებულმა მომცინარ ბიჭს. -რა გინდა ტო ვაფიქსირებ ამ დასამახსოვრებელ მომენტს.. -არაა საჭირო.. -არი.. -ნიდა შვილო წავალთ ჩვენ მაშინ და იოანე წამოგიყვანთ თქვენ.. ნათიამ გახედა მოწყენილ გოგოს.. -კარგით. -იოანე ფრთხილად ატარე მანქანა.. გააფრთხილა ქალბატონმა დალიმ შვილი.. -როდის ვატარებ სწრაფად? .. გაიკვირვა ბიჭმა. -სულ. -ხოდა გამონაკლისს დავუშვებ დღეს. ტუჩის კუთხე ჩატეხა. მანქანაში ისხდნენ და სახლისკენ მიემართებოდნენ.. ნიდას მაქსიმე ეკავა ხელში და სევდიანად აკვირდებოდა ფანჯრიდან გამოჩენილ ხალხს.. -მოვედით..მხიარულად თქვა ლუკიტომ და ვიდეო ჩართო.. -დაგიმტვრევ მაგ კამერას. დაემუქრა გოგო..მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოში ბუშტებით ხელდამსვენებულ ქმარს შეხედა .. ბუშტებზე მათი სურათები იყო მიკრული.. ნიკოლოზი royal bliss I love you-ს მრეროდა.. ბიჭები სათითაოდ მიდიოდნენ ნიდასთან და თითო წითელი ვარდი მიქონდათ.. შემდგომ ნიკას გვერდით დგებოდნენ და სიმღერაში ყვებოდნენ, თან სიმღერის რიტმზე უკრავდნენ ტაშს რაც უფრო მეტ ეშხს მატებდა ცოცხლად შესრულებულ სიმღერას.. როცა სიმრერა დაასრულეს ნიკოლოზმა ბუშტებს ხელი გაუშვა , ლამაზად გაიშალნენ ერთად შეჯგუფებულები და ცისკენ ნელი სვლით წავიდნენ.. დვალი ნიდასკენ გაემართა გოგონას შუბლზე აკოცა და შვილს დახედა.. -ნიდა მიყვარხრთ . ამ ცხოვრებაზე მეტად მიყვარხართ.. -ყველაზე მაგარი ქმარი ხარ.. გაუღიმა ბიჭს და ბედნიერებისგან ავსებული შევიდა სადარბაზოში. ნიკას და ნიდას მშობლები პატარას ეფერებოდნენ.. ბატონი თენგო და ბატონი ზაზა სუფრაზე ისხდნენ და ლოცავდნენ პატარა კაცს.. ბიჭებიც ლოცავდნენ სასტავის ახლად შემატებულ წევრს.. იო და ომიკო ჯერ ვერ ეჩვეოდნენ ბიძების როლს.. ხელშიც არ იყვანდნენ პატარას, რამეს ვატკენთო.. ნუ რომც სდომებოდათ ნიკა არ მისცემდა მაქსიმეს აყვანის უფლებას.. -მოდი მა ჩემთან.. ნათიას ხელებში მოთავსებული ბავშვი თვითონ აიყვანა.. -ფრთხილად დაიკავე ნიკა.. ქალბატონმა ნათიამ აღელვებულმა გახედა შვილს.. -ჩემი შვილია.. წარბებ შეკრულმა შეხედა დედამისს -მერე კი არ გართმევ.. შეუბღვირა ქალმა.. -ნიკა მომიყვანე ბავშვი უნდა ვაჭამო. ნიდა ნიკასთან მივიდა.. -მეყოლება რა ცოტახანი და მერე აჭამე, ძლივს გაჩუმებული ეხლა.. -მიდი შენ სუფრასთან და საღამოს სულ შენ გყავდეს. უკმაყოფილოდ გაუწოდა ბავშვი ცოლს და მაგიდასთან მივიდა. საღამოს დაიშალნენ და დატოვეს წყვილი მარტო, პატარა ჩხავანასთან ერთად.. -ნიკა გაიწიე ბავშვი აქ უნდა დავაწვინო.. -და მე სად დავწვე? -აი იმ ვარდისფერ ოთახში.. -შანსი არაა .. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -აქ შემოვიტან იმ აკვანია თუ რაცაა და აი აქ დავდოთ.. -ჩემთან მინდა ახლოს, რომ მყავდეს.. გაიბუტა ნიდა.. - ხო და დაიდგი მერე ის აკვანი გვერდით და გყავდეს.. რაღა მე მაძევებ აქედან.. ღამის 3 საათი იყო ტირილის ხმამ, რომ გააღვიძა ნიკოლოზი. ფეხზე სწრაფად წამოდგა და პატარას დააცქერდა .. -რა გატირებს მაა? -ხელში აყვანა უნდა ალბათ ან შია.. მოესმა ცოლის ხმა .. ნიდა საწოლზე წამოჯდა.. -მოიცა არ ადგე მე მოგიყვან. 1 თვის ასაკში, ნიკოლოზის დაბადების დღეზე მონათლეს მაქვსიმე, ნათლიები ნიდას და ნიკას მეჯვარეები იყვნენ. ეს ფაქტი კი რესტორანში აღნიშნეს.. -ჩემი სიცოცხლე ხარ მა შენ. კარგად შეზარხიშებული ნიკა ბავშვს ელაპარაკებოდა.. -ნიკა კიდევ თუ დალევ მართლა იმ ვარდისფერ ოთახში მოგიწევს დაძინება. -ნუ ბუზღუნებ რა . ყოველდღე კი არ ვნათლავ შვილს. -ბავშვი ცოდოა ამ ხმაურში, წავიდეთ რა სახლში.. თხოვნით შეხედა მეუღლეს.. -კაი წამო.. -შენ საჭესთან არც იფიქრო, რომ დაჯდები.. -მერე ვინ თქვა, რომ მე ვჯდები? გეგას ხელით ანიშნა მათთან მისულიყო. -რა ხდება ? მათთან მისულმა იკითხა.. -გეგა შენ ხო არ დაგილევია და გაგვიყვანე რა სახლში და დაბრუნდი მერე უკან .. ნიდამ შეხედა ბიჭს -მაგიტომაც არ ვსვავდი.. თვალი ჩაუკრა გოგოს. სახში მისულმა ნიდამ ბავშვი დააძინა და ოთახიდან ფრთხილად გავიდა.. ნიკოლოზს გახედა, რომელიც სველ თმებს იმშრალებდა. გაღიმებული მიუახლოვდა ქმარს, კისერში აკოცა და მოეხვია.. -ნიდა ცუღლუტობ.. გაიღიმა დვალმა და სველი ტილო დივანზე მიაგდო.. გოგოსკენ შებრუნდა და ტუჩებზე ეამბორა.. -ნახე ჩემი საჩუქარი.. წარბები აათამაშა ნიდამ და ბიჭს ყელსაბამი გაუწოდა წარწერით - სამუდამოდ ნიდასი.. -მომწონს ეს ფრაზა.. ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და გოგონა სხეულზე აიკრა. -მეც ვგიჯდები..მაცდურად ჩაუკრა თვალი და კოცნაში აყვა მეუღლეს.. მაქსიმეს დღე და ღამე არეული ქონდა ამიტომაც ღამით ეღვიძებოდა.. დილით კი ეძინა.. 3 თვე ასეთ წამება რეჟიმში იყვნენ.. ნიდასთვის უფრო რთული იყო ეს, რადგან უნივერსიტეტიც ემატებოდა ოჯახურ ცხოვრებას .. ძილითაც ვერ იძინებდა მაქსიმეს ხელში..ამ არეული სიტუაციის გამო სამსახურიც ვერ გაგძელა..ქალბატონი ნათია და დედამისი ეხმარებოდნენ, რაც უფრო უადვილებდა უნიში სიარულს და სწავლას.. ნიკოლოზიც ყველანაირად ხელს უწყობდა .. როცა ნიდას ლექცია ქონდა ბავშვს ნიკა უვლიდა. სწრაფად იზდებოდა პატარა ვაჟკაცი და უფრო საყვარელი ხდებოდა. ბიჭები ხელიდან არ უშვებდნენ ბავშვს. რიგი იდგა ვინ დაიჭერდა და ვინ ეთამასებიდა. იკას და ანის გაიანეც მოყავდათ მაქსიმესთან .. ივნისის თვე იყო .. უნივერსიტეტში გამოცდები დაიწყო .. ნიკოლოზმა 4 კურსი დაასრულა და მისი წამებაც მორჩა.. ნიდამაც დაასრულა მეორე კურსი წარმატებით.. სხლში მისული სიხარულით მოეხვია შვილს. -ჩავაბარე დე .. მორჩა ეხლა ვიქნები სუ შენი. გაუცინა მომცინარს. -სუ ჩემი იქნები .. შეასწორა ნიდას ნათქვამი ნიკამ - ხვალ წავიდეთ და ვუყიდოთ ჩასაცმელი ამ მაიმუნს, თან გავასეირნებთ კიდეც. -კაი აზრია.. მეორე დღეს ბავშვის ჩასაცმელის საყიდლად წაბძანდნენ.. -ეს ბაჩია ჯობია თუ ეს? ნიკამ ფეხსაცმელზე მიუთითა ნიდას.. -ეს ბაჩია რარა უბედურებაა? -ბაჩია ქვია და.. ხო ბაჩია ეს მაა? ხელში აიყვანა შვილი და სოსკა გამოგლიჯა პირიდან.. გამოიღე რა ეგ სოსკა რათ გინდა ეგ მატყუარა რაღაც.. ბავშვს არ ესიამოვნა მამამისის მოქმედება და ატირდა.. ნიკამაც სწრაფად ჩაუდო სოსკა პირში.. - დორბლიანო.. დორბლი მოწმინდა შვილს და დაბურთულ ლოყაზე აკოცა. -ეს შარვალი და ფეხსაცმელი ვუყიდოთ .. ხელში დაიკავა ნიდა ბავშვის ტანსაცმელი.. -აუუუუ აი ეს პანდის ფორმა ვუყიდოთ რა? თვალებ გაბწყინებულმა შეხედა ცოლს. ნიდას გაეცინა და თავი დაუქნია. ყველაფერი საჭირო ნივთი იყიდეს და მაღაზიაც დატოვეს. ივლისში აპირებდნენ რაჭაში ჩასვლას პაწუკასთან ერთად, რათა თბილისში გამეფებული სიცხისთვის დაეხწიათ ტავი.. -ნიკა სად ხარ? ანერვიულებულმა დაურეკა მეუღლეს. -სამსახურიდან გამოვდივარ ეხლა და მალე მოვალ.. რამე გინდა რო წამოვიღო? -არა არაფერი.. უბრალოდ, რომ დააგვიანე მაგიტომ დაგირეკე.. -კაი არ ინერვიულო მოვალ მალე. მანქანაში უნდა დამჯდარიყო გზის მეორე მხარეს, სათამაშოების მაღაზიაში ფუმფულა პანდა, რომ შენიშნა.. მაშინვე დახურა ავტომობილის კარი.. რადგან ფეხით მოსიარლეების გზა ჯერ არ იყო, „ბარდიურზე“ დადგა.. ჯიბეში მოზუზუნე ტელეფონი ამოიღო და უპასუხა. -ხო იო? -ნიკუშ სად ხარ? -ეხლა გამოვედი სამსახურიდან და სახლში მივდივარ.. რამე ხდება? -არა არაფერი. ეხლა მოვდიოდით თქვენთან და მაგიტომ გირეკავ რა წამოვიღოთქო. ნიკამ შუქნიშანს ახედა. წითელი, რომ დაინახა სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ.. უეცრად რაღაც მოხდა. იოანეს კარგად ესმოდა ყურმილს მიღმა , შეჯახების, ყვირილის და შეძახილების ხმა.. მოკვდა, მანქანა დაეჯახა, მკვდარი. იოანე ყურმილში ღრიალებდა, მაგრამ მის ძახილს სირენების საზარელი ხმა ფარავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.