69 დღე ტყვეობაში ( თავი 16-17)
69 დღე ტყვეობაში მეთექვსმეტე თავი დღე მეათე -ლიამ...ლიამ...გაიღვიძე!-ლუის ყვრილზე ლიამმა თვალები გაახილა,ლუიმ კი კიდევ ერთხელ შეანჯღრია. -რა ჯანდაბა გინდა,ადამიანო?-დაიღრინა გაბრაზებულმა. -ზეინი გაიპარა ,იდოტო!-იღრიალა ლუიმ -რა ჯანდაბას ამბობ?-სწრაფად წამოდგა და ბეტის ძებნაში,ოთახი მოათვალიერა. -ელემ ბეტი ბაღში წაიყვანა,მე და ზეინი სამზარეულოში ვიყავით,ტაფა ჩამარტყა და გაიქცა! -ამის დედაც...-კბილებში გამოსცრა და ოთახიდან გავარდა,კიბეები გიჟივით გაირბინა და გარეთ გავარდა. -ლიამ რა ხდება?-იყვირა ლუიმ როდესაც ლიამი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. -ჰარის დაურეკე,უთხარი რომ მისი დახმარება მჭირდება! მიხვდება! *** მანქანა კაფესთან შეაჩერა და ფანჯარა ჩასწია. -ჩაჯექი!-თვალები დაუბრიალა ჰარის,რომელმაც თვალები გადაატრიალა,მანქანას შემოუარა და კარები გამოაღო. -შენც ,გამარჯობა ლიამ!-ამოიბუზღუნა და მანქანაში ჩაჯდა,მისი იღლიაში ამოჩრილი ნოუთბუქი ლიამს მიაჩეჩა და კარები დახურა. -ხომ ხვდები რაც უნდა გააკეთო? -ტელეფონი წაიღო?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ჰარი და ნოუთბუქი გადაშალა. -ჩემი ტელეფონი წაიღო!-კბილებში გამოსცრა და გზას მიაშტერდა,თან მანქანა დაძრა. -არ მესმის-ამოიოხრა-რატომ წაიღო ლილემ ტელეფონი,თუ ხვდებოდა რომ ვიპოვიდით. -ლილე რა შუაშია?-დაბნეულმა იკითხა ლიამმა ,მაგრამ მანქანის მართვა არ შეუწყვეტია. -აბა ვინ გაიქცა?-ახლა ჰარი დაიბნა და გაოცებით გახედა ლიამს. -ჩემი ძმა,ზეინი!-ცივად წარმოთქვა. -ძმა გყავს?-გაშტერებულმა წამოიძახა. -ჯანდაბა,ჰარი! უბრალოდ იპოვე! ასეთი ძნელია?-იღრიალა ლიამმა და წითელზე,მანქანა დაატორმუზა.ჰარის ხმა აღარ ამოუღია,ნოუთბუქში ადგილმდებარეობის ძებნა დაიწყო. -იქნებ დაგვერეკა?-გახედა ლიამს და კლავიატურაზე სწრაფად აკრიფა რიცხვები. -ვცადე,გამორთულია.-უფრო მშვიდად წარმოთქვა. -ანუ გამორთული ტელეფონის ადგილმდებარეობას ვეძებ?-გაოცებით წამოიძახა ჰარიმ-ხომ იცი რომ ეს შეუძლებელია? -ტელეფონში ჩიპი ხომ ჩავამონტაჟეთ?-დაღლილმა წარმოთქვა . -აჰ ხო!-წამოიძახა და ამჯერად სხვა პროგრამაში შევიდა-მგონი რაღაც შეცდომაა-დაბნეულმა წარმოთქვა. -ჯანდაბა ,ჰარი! სად არის ზეინი? -ტყეში,ტულის სახლში! *** შოკმა თითქმის გაუარა,ახლა ხეებს შორის მიიკვლევდა გზას და იარაღს ძლიერად უჭერდა ხელს.მრისხანებამ მისი თითეული უჯრედი მოიცვა.ახლა სისხლი სწყუროდა.... უნდოდა ვიღაც მოეკლა,სახლის წინ გაჩერდა და სახლს მიაშტერდა,დანგრეული ქოხი,რომელიც ნახევრად დამწვარი იყო. მხედველობითი ილუზია იყო,სარდაფში ჩასვლის შემდეგ 3 სართულიან კომპლექსში აღმოჩნდა და ხმების მიმართულებით წავიდა. -ეს ჩემი შემოთავაზებაა,გემუდარები!-ზეინის ხმის გაგონებისთანავე ზიზღი დაეუფლა..გონება გადაეკეტა,იარაღს ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა და კარები სწრაფად შეაღო. დაინახა როგორ შეხტა ზეინი მის დანახვაზე და თვალები გაუფართოვდა. -ა..გგიხსნი!-ამოიჩურჩულა ზეინმა,ლიამმა ღრმად ჩაისუნთქა,ზეინს სწრაფად მიუახლოვდა და იარაღის ლულა ზეინის შუბლს შეახო. -ბოლო სიტყვა!-კბილებში გამოსცრა ლიამმა და ზიზღით მიაშტერდა. -მმ..მაპატიე!-თვალები დახუჭა ბიჭმა და სიცოცხლესთან გამოსასალმებლად მოემზადა,სუნთქვაც კი შეიკავა... თითქოს ეს მისი განაჩენი იყო. -ლიამ,მოუსმინე!-კბილებში გამოსცრა ტულმა,ზეინს მხარში ხელი ჩაავლო და მის ზურს უკან სწრაფად დამალა. -მოვუსმინო? ამის დედაც! როგორც კი შანსი მიეცა მაშინვე შენთან გამოიქცა! -მიზეზი ქონდა!-დაიყვირა გაბრაზებულმა ტულმა,ლურჯი თვალები უელავდა,ზეინისკენ მიბრუნდა და დაუყვირა-უთხარი. -ა...არაა!-ამოიჩურჩულა ბიჭმა. -გაიმეორე რაც მე მითხარი!-შანჯღრია ტულმა,ზეინმა ლიამს გახედა შეშინებული თვალებით,მისგან შველას ელოდა,მაგრამ საბოლოოდ მაშინ გატყდა როდესაც ლიამმა მზერა აარიდა და სხვაგან გაიხედა. -ლილეს სიცოცხლეს ჩემს სიცოცხლეში ვცვლი!-ხმამაღლა წარმოთქვა,აცრემლებულმა და იატაკს დააშტერდა. მას არ დაუნახია ლიამის გაოცებული სახე ,არც სინანული მის სახეზე და არც შვება რომელიც ზეინის სიტყვებმა გამოიწვია.. ტულმა მას ხელები გაუშვა და ზეინიც ძალაგამოცლილი მუხლებეზე დაეცა. -შეთანხმება მიღებულია!-ტულის ცივი ხმის შემდეგ გასროლის ხმა ოთახში ექოსავით გაისმა.ლიამის ყვირილმა კი სიჩუმე გააპო,ზეინს თვალები მიეხუჭა და საბოლოოდ ჩაიკეცა იატაკზე. -არა..არაა...გემუდარები...-ლიამი სწრაფად ჩაიკეცა მის გვერდით და მუცელზე ხელი მიადო,თეთრი მაისური სისხლით გაიჟღენთა,ზეინმა რაღაც ამოიხრიალა და პირიდან სისხლი გადმოაფურთხა. -გემუდარები...არ დამპოვო...არ წახვიდე... გაახილე თვალები...-ჩურჩულებდა ლიამი და ზეინს იხუტებდა. -დ...დაიცავი...-ამოიხრიალა ზეინმა,მისი სხეული მოდუნდა... სუნთქვა შეწყვიტა და ხელი,რომლითაც ლიამის მაისურს ებღაუჭებოდა, იატაკზე დავარდა. ლიამი კი უკვე ძმის ცივს სხეულს იხუტებდა,გრძნობდა რომ სულის ნაწილი დაკარგა,რისიც ეშინოდა ის მოხვდა,მისი ძმა ხელში ჩააკვდა,ცრემლების შეკავება არც უცდია... ყველაფერი დამთავრდა.. ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდა. *** როდესაც ტული მოკლა არც შევბა უგრძვნია,პირიქით გული უფრო დაუმძიმდა,თითქოს ათას კილოიანი გრი ჩამოჰკიდეს. "თუ ჯოჯოხეთში მიდიხარ...გააგრძელე სვლა!" მის გონებაში გაიჟღერა როდესაც მანქანას მიადგა,საბარგულიდან ჩანთა გადმოიღო და მაისური გამოიცალა,სისხლიანი ზედა შეათვალიერა და ჩანთსი ჩაჩურთა.ახლა როდესაც ყველაფერი დამთავრდა არ იცოდა რა ექნა... ლილესთავ ვერ დაბრუნდებოდა.. უფროსწორად არ! მანქანაში ჩაჯდა და თავი საჭეს დაათო,თვალები დახუჭა... არაფერი ესმოდა,არაფერს გრძნობდა.. თითქოს ზეინის სიკვდილმა დააცარიელა. ტელეფონი ხელის კანკალით აიღო და ლუის ნომერი აკრიფა. -რა ხდება? კარაგად ხარ?-მეგობრის ანერვიულებული ხმის გაგონებითანავე უდოდა ეყვირა რომ ცუად იყო,რომ ყველაფერი ცუდად დამთავდრა... -კი!-მოკლედ უპასუხა-ბეტის ბარგი ჩაალაგე,მის წასაყვანად მოვდივარ. -ლიამ,რა ხდება? -გემუდარები,უბრალოდ გააკეთე რაც გითხარი! ყველაზე დაძაბული ნაილთან საუბარი აღმოჩნდა,როდესაც უთხრა რომ ტული მოკლა,ყურმილიდან ყვირილის ხმა გაისმა. -თუ ხარ ნორმალური? შენ რა მამაჩემი მოკალი,ამის დედაც! ლიამ სადაც გნახავ იქ გაგათავებ.... აღარ უსმენდა მხოლოდ გული სტკოდა,მშევენივრად იცოდა რომ ნაილისთვის მიცემული პირობა დაარღვია,დაპირდა რომ ტულს არ მოკლავდა,მაგრამ მოკლა.. კიდევ ერთი მეგობარი დაკარგა,აჰ თუმცა არა! ის მისთვის მეგობარი არ ყოფილა,ის უბრალოდ აკონტროლებდა რომ ლიამს სისულელეები არ გაეკეთებინა. -შენს დას მიხედე...-ამოიჩურჩულა ლიამა,ხმა სუსტი ჰქონდა,სუსტადაც იყო,ყველაფერი თავზე ენგრეოდა. -ვის?-ნაილის დაბნეული ხმა მოესმა. -ლილე ტულის შვილია,შენს დას მიხედე.... შემდეგ კი ტელეფონი გათიშა,ლუის სახლთან მისულმა,ბეტის ნივთებიი საბარგულში ჩაალაგა,მძინარე ბეტი უკანა სავარძელზე დააწინა და უსიტყვოდ წამოვიდა. სამუდამოდ... შორს ლონდონიდან... და სამუდამოდ გაქრა მის შვილთან ერთად... თვეები ნელ ნელა გადიოდა,ყველაფერი იცვლებოდა..ხან წვიმდა..ხან თოვდა...მაგრამ ერთი რამ არასდროს იცვლებოდა,არავინ იცოდა სად წავიდა ლიამი და სად გადაიკარგა მის შვილთან ერთად... ერთი წლის შემდეგ კი ლილეს სახელზე წერლი მივიიდა.. წერილი მისამართის გარეშე,წერილში კი მხოლოდ ერთი ფოტო იდო. ლიამის და ბეტის პოტო,რომლის უკანა მხარესაც ეწერა. "მას ენატრები"[/i] 69 დღე ტყვეობაში მეჩვიდმეტე თავი თვეები ნელ ნელა გადიოდა,ყველაფერი იცვლებოდა..ხან წვიმდა..ხან თოვდა...მაგრამ ერთი რამ არასდროს იცვლებოდა,არავინ იცოდა სად წავიდა ლიამი და სად გადაიკარგა მის შვილთან ერთად... ერთი წლის შემდეგ კი ლილეს სახელზე წერლი მივიიდა.. წერილი მისამართის გარეშე,წერილში კი მხოლოდ ერთი ფოტო იდო. ლიამის და ბეტის პოტო,რომლის უკანა მხარესაც ეწერა. "მას ენატრები". გადიოდა წლები,ლილე კი ყოველ წელს,ერთიდაიგივე დღეს წერილს იღებდა,მისმარათის გარეშე. მასში ყოველთვის ლიამის და ბეტის ახალი ფოტოსურათი იყო. ლილე და ნაილი კი ყველანაირად ცდილობნენ ლიამის პოვნას,ლილეს უნდოდა ეპოვა რომ მასთან ყოფილიყო,ნაილს კი შურისძიება უნდოდა... მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ტყვილუბრალოდ გაბრაზდა ლიამზე,რომ თუ ლიამის ადგილას იქნებოდა,ისიც იგივეს გააკეთებდა... *** -ისევ?-გაბრაზებით წამოიძახა ბეატრისმა და ჩანთა მანქანაში ჩააგდო-დავიღალე ,მამა! -ბეატრის!-ლიამის მკაცრი ხმა გაისმა,რომელმაც ანიშნა რომ მანქანაში ჩამჯდარიყო. -ყოველ წელს სხვადასხვა ადგილას გადავდივართ! მთელს მსოფლიოში ათასზე მეტი მეგობარი მყავს,მხოლოდ იმიტომ რომ ყოველ წელს სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობთ! -ბეატრის,შენც იცი რომ... -მიცავ?-გოგონა ყვირილზე გადავიდა-გავიგე! მაგრამ რისგან? არასდროს მეუბნები რატომ გავრბივართ,არასდროს მეუბნები დედაზე არაფერს! მინდა ვიცოდე მამა! -ბეატრის,უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში...-მშვიდი ხმით წარმოთქვა ლიამმა,ის უკვე შეჩვეული იყო ბეტრისის ისტერიკებს რომელსაც მუდამ უნდოდა სიმართლის გაგება. -მამა,15 წლის ვარ და დედა მხოლოდ ერთხელ მტყავს ნანახი და ბუნდოვნად მახსოვს,ლუისგან რაც წამომიყვანე ყოველ წელს სხვადასხვა ადგილას გადავდივართ! დავიღალე არ მინდა ბერლინში გადასვლა! ამიტომ მაიძულე გერმანულის სწავლა? -ბეტრის გპირდები ამჯერად საბოლოოდ გადავალთ ბერლინში. -ანუ სულ ბერლინში დავრჩებით და აღარსად აღარ გადავალთ?-ჩურჩულით წარმოთქვა გოგონამ მას შემდეგ რაც მამამ თავი დაუქნია,ოხვრით ჩაჯდა მანქანაში. -ამჯერად რატომ გადავდივართ,კრისის გარდა?-თავჩახრილმა ამოილუღლუღა. -ბეატრის ის არც პირველი შენი შეყვარებულია და არც ბოლო იქნება... -დამერწმუნე შენ თუ ასე მოქცევას გააგრძელებ ,ის ბოლო იქნება!-თვალები გადაატრიალა-პირველ შეყვარებული ისე სცემე რომ ორივე ფეხი მოტეხე! კრისი კი იარაღით დააშინე! შემდეგ კი მხარში დაჭერი! -მას შემდეგ რაც შენს ოთახში,მას კოცნიდი!-თავი დაიცვა ლიამმა. -მამა,მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭი მკოცნის ,მისი მოკვლის სურვილი არ უნდა გაგიჩნდეს! და თან მაინტერესებს დედაზე ყველაფერი! -სალაპარაკო თემა გადაგაქ-სწრფა უპასუხა ლიამმა -მამა ,მე უკვე პატარა აღარ ვარ-ამოიჩურჩულა-მინდა ყველაფერი ვიცოდე...რისი გეშინია? -მხოლოდ ერთი რამის-ლიამმა გოგონას ოდნავ გაუღიმა-შენი დაკარგვის! *** მანქანა დიდი ,ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა და სანამ ლიამი რაიმეს თქმას მოასწრებდა,ბეატრისი მანქანიდან "გადმოფრინდა" .ლიამმა თვალები გადაატრიალა და თვითონაც გადმოვიდა,შემდეგ კი ბეტრის სახლის გასაღები გადაუგდო,გოგონამ წამოკივლა თუმცა დაჭერა შეძლო და მამას გაბრაზებულმა გახედა.ლიამმა კი ჩაიცინა როდესაც გაბრაზებისდამიუხედავად ბეატრისი სახლისკენ გაიქცა და კარები სწრაფად გააღო. -კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში რომელშიც იმედი მაქ მთელი შენი ცხოვრება იცხოვრებ...-ჩაიღიმა ლიამმა და პირდაღებულ გოგონას მიუახლოვდა. -გავფერ შენზე!-კივილით ჩაეხუტა ბეატრისი მამას-ნუ როცა ჩემი შეყვარებულის მოკვლას არ ცდილობ.-ღიმილით დაამატა შემდგომ და სახლში შეირბინა. *** -სიმართლე მინდა ვიცოდე!-სახლში გოგონას კივილი გაისმა რომელიც გაბრაზებული მისდევდა მამამის. -არა!-მკაცრად წარმოთქვა ლიამმა-არავითარ შემთხვევაში! -ოდესმე ხომ უნდა მითხრა რას ვემალებით და სადაა დედა?-ყვირილი განაგრძო ბეატრისმა. -ბეატრის ელიზაბეტ პეინ!-დაიყვირა გაბრაზებულმა ლიამმა- დავიღალე შენი ისტერიკებით,მთელი 4 წელი თუ არ გპასუხობ სად არის დედაშენი ესეიგი არც ახლა გიპასუხებ! -კარგი!-აკანკალებული ხმით წარმოთქვა ბეტიმ და ლოყაზე ჩამოცვენილი ცრემლები მოიწმინდა-გინდა გითხრა რისი გეშინია? გეშინია რომ სიმართლეს გავიგებ და შენკენ აღარ გამოვიხედავ! გეშინია რომ დამკარგავ! გეშინია რომ ვერ გაგიგებ! ლიამს არაფერი უპასუხია,პატარას სევდიანი ღიმილით მიაშტერდა. -ასეა?-ჩურჩულით იკითხა გოგონამ. -რაც არ უნდა მოხდეს ,მამა ,შენ მე ვერასდროს ვერ დამკარგავ... ვინც არ უნდა ყოფილიყავი წარსულში არ მაინტერესებს,შენ მამაჩემი ხარ და ამას ვერ გავექცევი... რაც არ უნდა მითხრა შენ სულ ჩემი გიჟი მამიკო დარჩები,რომელიც სულ მიცავს,ვის გამოც მეგობრები არ მყავს,იმიტომ რომ არავის ენდობა და ვინც ჩემი შეყვარებული კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა!-ამოიჩურჩულა და მამას ჩაეხუტა,ლიამმაც მოხვია მისი რკინის ხელები და ბეატრისი მის მკლავებში ჩაიძირა. -გ..გემუდარები... მომიყევი.... და ლიამმაც მოუყვა.მოუყვა ყვეელაფერი და მისი სული დაცარიელდა.ბეატრისი დაბნეული და ამავდროულად გაოცებული შეჰყურებდა მამას,ხანდახან მოღალატე ცრემლებს მოიწმენდდა ხოლმე. -... მას შემდეგ რაც ლონდონიდან წამოვედი და შენ წამოგიყვანე,დედაშენს ყოველ წელს ვუგზავნი ფოტოს ,მაგრამ წელს არ გავაგზავნე... შენ გინდოდა რომ აქ დავრჩენილიყავით,ასე რომ ამიერიდან ის ვეღარ მიიღებს წერილს. -მინდა რომ დედამ გვიპოვოს!-ამოიჩურჩულა ბეტიმ. -ეს შეუძლებელია-ამოიოხრა ლიამმა-თუ ლილე გვიპოვის,ნაილიც გვიპოვის...საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ! -ბიძიასი გეშინია?-დაიბნა ბეატრისი. -ერთი რამ დაიმახსოვრე ,ბეატრის. მე არავისი მეშინია,არც ნაილის და არც მისი გეგმების თუ როგორ იძიოს ჩემსზე შური! მე მეშინია რომ შენ დაგკარგავ!-მკაცრად წარმოთქვა ლიამმა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. ბეატრისმა ტუჩები გაილოკა და სწრაფად იპოვა ფოტო რომელიც მამას უნდა გაეგზავნა. იქ უკვე იყო მისამართი სადაც უნდა გაეგზავნათ. კალამის ძებნას რამდენიმე წუთი მოუნდა შემდეგ კი ფოტოს უკანა მხარეს სწრაფად მიაწერა. "გერმანია,ქალაქი ბერლინი,რანდლერის გარეუბანი,დიუმას ქუჩა,სახლი 16. მარტო მოდი,გელოდები დედკო"[i] მეორე დღეს კი სანამ მამა გაიღვიძებდა ფოსტაში წავდა და გაგზავნა. *** -კიდევ ერთხელ გაიმეორე!-ბეატრის გახედა ლიამმა როდესაც მან მანქანიდან გადასვლა დააპირა. -თუ ვინმე შემაწუხებს ან ზედმეტ კითხვას დამისვამს,მაშინვე ვცდილობ მას ჩამოვშორდე და შენ გირეკავ,თუ ვინმე საეჭვოს შევამჩნევ შენ გირეკავ,სანამ შენ მოხვალ მანამდე მათ თუ თავი ვერ დავაღწიე შემიძლია დანა ან რევოლვერი გამოვიყენო,შემიძლია დავჭრა მაგრამ არ უნდა მოვკლა. -ძალიან კარგი!-გაიღიმა ლიამმა-სასიამოვნო დღეს გისურვებ! -როდის უნდა გაიგო რომ დღე არასდროსაა სასიამოვნო სკოლაში!-ბუზღუნით წარმოთქვა ბეტიმ და მამის მანქანიდან გადმოვიდა. 2 კვირა იყო გასული მას შემდეგ რაც ბერლინში გადმოსახლდნენ,თავიდან გაუძნელდათ შეგუება მაგრამ შემდეგ ადვილად შეეჩვივნენ.ბეტი ყოველდღე ელოდა რომ ერთხელაც ლილე მათი სახლის კარზე დააკაკუნებდა... წარმოიდგენდა როგორ ეხუტებოდა დედას... რომელიც ბუნდოვნად ახსოვდა. -რა გქვია?-კაფეტერიაში მარტო მჯდომს ბიჭი როცა მოუჯდა მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს და ფიქრებიდან გამოერკვია,4 გაკვეთილი გასულიყო მას კი არ ახსოვდა როგორ გაატარა ისინი.ზედმეტად ბევრს ფიქრობდა დედაზე. -რაში გაინტერესებს?-უხეშად კითხა და ბიჭს დააკვირდა. ხუჭუჭა,მწვანეთვალება ბიჭი მას მიშტერებოდა. -ბეატრის ელიზაბედ პეინი ,არა?-ღიმილით იკითხა ბიჭმა-გიცანი! მე ბენჯამინი მქვია. -ვინ ხარ?!-ხმაში სიცივე შეეპარა ბეატრის და დაიძაბა,წამებში მაგიდაზე დადებული ჩანთა მხარზე გადაიკიდა და წამოდგომა დააპირა მაგრამ ბენჯამინის თბილმა შეხებამ შეაჩერა. -მამაჩემი ლიამის მეგობარი იყო.-ღიმილით წარმოთქვა,შენი ბავშვობის ფოტოები მაქვს ნანახი და გიცანი. ბეატრისი მხოლოდ ახლა დაკვირდა იმას რომ ბიჭი მასზე პატარაა,დაახლოეით ორი წლით. -ახლოს არ გამეკარო!-ცივი , კატეგორიული ხმით წარმოთქვა,ხელი გამოსტაცა და საჭირო ოთახისკენ გაიკცა,ბიჭიც წამოდგა და უკან მიყვა.ტელეფონი სწრაფად ამოიღო და მამის ნომერი სწრაფად აკრიფა. -მამა...აქ ვიღაც ბიჭია,იც...იცის-შეშინებულმა ამოილუღლუღა,იმ წესებისდამიუხედავად რომელსაც მამა აიძულებდა დაეცვა არასდროს არავინ არ "აჰკიდებია" არავის სცოდნია მისი სრული სახელი და არც მამაის სახელი,ამიტომ მას ეს ყოველთვის ზედმეტად მოიაჩნდა.ახლა კი ეშინდოდა...მათ ის იპოვეს... არ იცოდა ვინ იყვნენ ისინი მაგრამ თუ მამა ღელავდა,ესეიგი მართლაც არსებობდა საფრთხე. --ვინ?! რა იცის ?! ბეატრის?-მამის ხმა ბუნდოვნად გაისმა. -მან იცის ჩემი სრული სახელი,შენი სახელიც! მან მითხრა რომ მიცნო,მამა ის ჩემზე პატარაა... ეს ხომ შეუძლებელია... -სკოლის ეზოში დამელოდე,რა უნდა გააკეთო მე თუ ვერ მოგისწრებ?! ბეატრის,გაიმეორე !-დაყვირა ლიამმა,შეშინებული და აღელვებული ჩანდა,ხმაზე ეტყობოდა. -სკოლის ავტოსადგომზე უნდა დაგელოდეო,უნდა ვეცადო ხალხში გავერიო,თუ ვერ მომისწრებ და რამის გაკეთებას დააპირებენ იარაღი მაქვს და გასროლისთვის უნდა მოვემზადო,ან დანა უნდა ამოვიღო... -გაიმეორე სად გიდევს დანა და სად იარაღი! არ დაიბნე! -მანქანის ხმა გაისმა,ესიგი ლიამი უკვე მოდიოდა. -დანა გრძელმკლავიანი მაისურის სახელოში,მარჯვენა ფეხსაცმელში და პატარა ნემსისმაგვარი დანა თმისამაგრად მაქვს გამოყენებული,ცეცხლსასროლი იარაღი შარვლის უკანა ჯიბესთან განთავსებულ სპეციალურ ჩასადებში,რომელსაც გრძელი ჟაკეტი ფარავს! მაქვს უფლება დავჭრა მაგრამ არ უნდა მოვკლა.... -თუ არაფერი გამოგივიდა ,მოკალი,გესმის? -მამა,მაგრამ.... -საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება ,ბეატრის! თუ საჭირო გახდა მოკალი და არაფერზე არ იფიქრო კარგი? მალე მოვალ. -კ...კარგი-ამოილუღლუღა ,ტელეფონი სწრაფად გათიშა,იარაღი შეამოწმა და სწრაფად გამოვიდა საჭირო ოთახიდან. -ჰეი!-დაიყვრა კაცმა და სწრაფად დაედევნა ბეატრის,ბენჯამისნის ასლი იყო მაგრამ უფრო დიდი. კუთხეში გაუხვია როდესაც ბენჯამინმა მისი დაჭერა მოახერხა და კედელზე ააკრა. -ჯანდაბა!-ამოიჩურჩულა და კაცს გახედა რომელიც საშინლად ეცნობოდა. -ბენ,ასე შეაშინებ.. გაუშვი!-შეუღრინა კაცმა.-მე მამაშენის მეგობარი ვარ.... -რა ვიცი რომ მტერი არ ხარ?-კბილებში გამოსცრა ბეატრისმა და როგორც კი ბენმა ხელი გაუშვა,მუშტი პირდაპირ ცხვირში ხია,შემდეგ კი კაცს ფეხებშუა ფეხი ამოარტყა და დერეფანში გაიქცა.ზურგსულკან კვნესის ხმა გაისმა,რაზეც გაეღიმა. მამა მას რაც 10 წლის გახდა იმის შემდეგ ასწავლიდა როგორ უნდა დაეცვა თავი,კინ-ბოქსზე სიარული აიძულა,იარაღის და დანის ხმარება ასწავლა...ასწავლა სად უნდა მოახვედრო ადამინს ტყვია ისე რომ არ მოკლა... ბეატრის ყოველთვის ეგონა რომ ეს ზედმეტი იყო,მაგრამ ახლა ფიქრობდა ეს აუცილებელი იყო. "მამას აღარადროს ვებუზღუნები როდესაც უფრო მეტს მასწავლის"-თავის თავს დაპირდა და ავტოსადმომზე შეჩერდა. -ბეატრის!-უკნიდან ბენჯამინის ხმა მოესმა,მაგრამ მალევე საბურავების წუილმა ყველა ხმა გადაფარა. -არ მომიახლოვდეთ!-დაიყვირა და იარაღი სწრაფად დაუმიზნა ბენს . ბენის გვერდით მდგარმა კაცმა მას თვალებგაფართოებული გახედა,ავტოსადგურზე მდგარი ხალხი კივილ-წივილით დაიფარა. -ბეატრის,არაფერს დაგიშავებთ,უბრალოდ დალაპარაკება გვინდა!-დაიყვირა კაცმა ,მალევე საბურავების წულის ხმა უფრო ახლოს გაისმა,მერსედესი დიდი სისწრაფით შემოვადა ავტოსადგომზე და ბატრისის ზურგუკან დაატორმუზა. -ჩაჯექი!-მამის ხმის გაგონებაზე ბეტი მოეშვა და თითქოს გულიდან ლოდი მოხსნენო ისე ამოისუნთქა,ლიამმა სწრაფად გამოსტაცა იარაღი ხელიდან და მანქანისკენ უბიძგა,მაგრამ ბეატრისი მანქანაში არ ჩამჯდარა,მამის ზურგს ამოეფარა. -ღმერთო,როგორც იქნა გიპოვეთ,დიდი ხანი გეძებდით ლიამ!-კაცმა მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. -ადგილზე დარჩი!-კბილებში გამოსცა ლიაამა და მწვანეთვალებას შეხედა. -ლიამ,ჰარი ვარ!-გაოცებით წამოიძახა. -კიდევ ერთი ნაბიჭი და გესვრი!-გააფრთხილა ლიამმა,მაგრამ ჰარიმ მას არ დაუჯერა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა,წამებში ეზოში გასროლის ხმა გაისმა,რომელსაც ბეტის წამოკივლება და ჰარის ოხვრა მოჰყვა. თქვენზეა დამოკიდებული შემდეგ, ბოლო (!) თავს როდის დავდებ :3 დამენახეთ ვინც კითხულობთ და დააკომენტარეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.