შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი (5)


15-04-2017, 22:46
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 2 895

მზერა სახეზე მიმეყინა დარბაზში შესულს, გუკაზე აკრული გოგო რომ დავინახე, არ ვიცი რავიგრძენი, ვერ გეტყვით, მთლიანად ჩამწყდა გულში რაღაც, მაგრამ არაფრის დიდებით შევიმჩნევდი ამას. საუბარი ისე გავაგრძელე თითქოს არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა რომ ჯენის მეორე სახე უკვე გუკასგან იდგა და იმ გოგოს სათითაოდ აცლიდან თმებს.
- ჯენი, დაინახე ?
- დავინახე ელენე კი, ეს ბიჭი ჩემი რომია არა ?
გაბრაზებულზე ვერ მოვთოკე ნერვები და საკმაოზე ძლიერად შევუბღვირე ელენეს.. ელენეს უემოციო სახის დანახვისას კი უსამოვნოდ გამცრა ტანში
- ელენე მაპატიე
- არაფერია ჯენი
ვივარჯიშეთ, შემდეგ წყალი გადავივლეთ და სასაუზმოდ ჩავედით სამზარეულოში. გუკა მოვიდა მაგიდასთამ და ჩემს გვერდზე დაჯდა იმ არსებასთან ერთად, ხელი წელზე ჰქონდა ისევ მოხვეული და გაშვებას არც ფიქრობდა.
- ჯენი, როგორ ხარ ?
თავი ისე ეჭირა თითქოს თვითონ არ იყო აკრული საათების წინ ვიღაც გოგოზე.
- კარგად რათქმაუნდა, აბა როგორ უნდა იყოს
ელენემ უპასუხა ჩეს მაგივრად და გოგო ლამის თვალებით გაბურღა
- კარგად, შენ როგირ ხარ ?
ჩვეული, მშვდი მზერა მივაპყრე, ელენეს კი ხელი მაგრდ მოვუჭირე ფეხზე და მივანიშნე რომ არ უნდა გაეგრძელებინა.
- არამიშვას, მინდა ჩემი და გაგაცნოთ, ლიზა.
მე რა დამემართა ? ცხრაჯერ გავლანძღე თავი გულში და ელენც ზედ მივაყოლე ჩვენი უხამსი ფიქრებისთვის, მაგრამ და უნდა მეფიქრა აბა რა სიტუაციაში დავინახე..
- და ?
ელენეს პირზე მიდებული წყალი გადაცდა და ძლივს ამოისუნთქა.
- ელენე კარგად ხარ ?
გუკა მაშინვე ადგა და მოსასულიერებლად ხელი მსუბუქად დაკრა ზურგზე.
-კი კი კი, კარგად ვარ.. თან ძალიან.
გაღიმებული მიყურებდა და წარბებს სასაცილოდ მითამაშებდა, მე კი ხანს სად ვიყურებდი და ხან სად, რომ მისი მზერა არ შეემჩნიათ.
სიტუაცია ისევ ელენემ განმუხტა და ხელი გაუწოდა გოგონას
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა წიკლაურის ასულო.
ისეთი ტონით უთხრა, კარგი ჯელტმენი მიმიქარავს .
- ჩემთვისაც სასიამოვნოა.
გაწვდილ ხელს თავისი შეაგება და გაუღიმა ელენეს. ელენემ ლიზას ხელი მოჰკიდა ჩაჭიდულ ხელზე და უკვე შორს მყოფმა დაიყვირა :
- მე და ლიზა ცოტახნით გავალთ და მალე დავბრუნდბით, ჰო ?
თუმცა კითხვის არაფერი ეტყობოდა მის ნათქვამს.
ვიცოდი რომ ხვდებოდა გუკა ჩემს დილანდელ რეაქციას და ძალიან მრცხვენოდა, ნერვიულად ვათამაშებდი ხელებს მაგიდაზე, ის კი ჯერ მშვიდად ადევნებდა ჩემს რეაქციებს თვალს, ბოლოს ალბათ მობეზრდა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
აი, ზუსტად ეს მომენტი მიყვარს სიჩუმე, რომ დისკომფორტს არ ქმნის ურთიერთობაში..
ხან მე მიყურებდა ხან ჰორიზონტს და ასე მონაცვლეობისას შიგადაშიგ იღიმოდა, სწორედ ისე მე რო მადებილებდა.
- რატომ იღიმი ?
ინტერესიანი მზერა მივაპყრე წინ მჯდომს.
- არ მიხდება ?
ისევ ისეთი გამოხედვა, მრავლისმთმელი..
- როგორ არა ძალიან გიხდება, მაგრამ..
დაბნეულმა წამოვაყრანტალე, ის რასაც ვფიქრობდი და ნერვიულად ავხლართე თმაში ხელი.. მოულოდნელობისაგან შევცბი ჩემსკენ რომ გადმოიხარა, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და საიამოვნო იმპულსები გზავნიდა ჩემში.. ხელით სარჭი მომაშორა გმიდანდა მხრებზე ჩამომეშალა თმა .
- ასე უკეთესია.. ჯენი მინდა რომ ვილაპარაკოთ, ოღონდ აქ არა.. სადმე გავიდეთ
- მახსოვს მე ჩვენი გასვლა, თან ძალიან კარგად
- ახლა აღარ დავიკარგებით არ იდარდო..
ხელი ჩამკიდა.. მაგიჟებს რექციები მასთან შეხებისას თუმცა როგორც კარგი მსახიობი ვახერხებ გრძნობებისა და რეაქციების კარგად შეფუთვას. გასავლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.. გასვლამდე ერთგან დარეკა და შემდგდ ისევ გზა განვაგრძეთ..
მივსეირნობდით ხელიხელ ჩაკიდებული ლონდონისს წვიმიან ქუჩებში და მაინც არაფერი იყო ამაზე ღირებული ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ურთიერთობას საერთოდ არ ერქვა სახელი.. ხომ არსებობს წყვილები რომლებსაც არ სჭირდებათ მრავალწლიანი ტრფობა ერთმანეთი რომ შეუყვარდეთ ან სულაც მიხვნდენ რონ დიდი ხანია ერთმანეთი უყვართ და ჯანდაბაში გადააგდონ თავშეკავებულობა თუ სიამაყე ერთმანეთის შესანარჩუნებლად.. ჩვენ სხვა კატეგორია ვართ სამი შეხვედრით, უსიტყვოდ რომ ვესაუბრებით ერთმანეთს..
მივდიოდით გზაში ორი სხვა და სხვა სხეული და ეშმაკმა უწყის რაზე ვფიქრობდით, იქნებ ერთი ფიქრი გვაწუხებდა ორივეს, იქნებ საუბარი უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის მაგრამ მაინც ხმაურიანი სიჩუმეს ვამჯობინებდით ორივე ...

***
მინდა თქვენგან შეფასებები და შენიშვნები მივისმინო, ვიმედოვნებ ეს ყველაფერი შემდგომი თავების გაუმჯობესებაშიშამეხმარება..



№1  offline მოდერი Maiaabuladze

მომწონს მაგრამ ცოტა გაზარდე რა თავები არ მყოფნის ❤

 


№2  offline წევრი ninuca)))

კარგი იყო ველოდები შემდეგ თავს. ოღონდ თავები გაზარდე მალე იკითხება და არ მყოფნის. heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3  offline წევრი ანა ბალზაკი

Maiaabuladze
მომწონს მაგრამ ცოტა გაზარდე რა თავები არ მყოფნის ❤

მადლობა, აუცილებლად <3

ninuca)))
კარგი იყო ველოდები შემდეგ თავს. ოღონდ თავები გაზარდე მალე იკითხება და არ მყოფნის. heart_eyes

მადლობა რომ კითხულობ, ვეცდები <3

 


№4  offline წევრი Nina13

ძაან კაია!!

 


№5  offline წევრი ანა ბალზაკი

Nina13
ძაან კაია!!

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent