შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც ნიკოლ ძველებურად რატომ აღარ მიღიმი?! (სრულად)


17-04-2017, 03:56
ნანახია 2 832

-და შენ ახლა მაინც ძველებურად მიღიმი.
-ძველებურ გრძნობებს ეგრე უხდება.
-მე ძველებური გრძნობა ვარ?
-ძველებური ყველაფერი კარგია, ნუ გეწყინება. შენ სულ ხარ ადრეც, ახლაც და მერეც.
-‘მე სულ ვარ ადრეც, ახლაც და მერეც ვიქნები’. მე შენ მოგონებებში დაუკითხავად შემოჭრილი ‘შენ’ ვარ.
-სასცილოა, ერთ დროს ჭირივით იყავი. კანიდან ვერ ვდევნიდი შენ დაავადებას, ისე მეკვროდი ფილტვებს მიკუმშავდი. სუნთქვა შეწყვეტილი შენით ვცოცხლობდი. საშინელი სიტყვაა’ მიყვარხარ’, წარსული ფორმით მოუშუშებელი ტკივილი. მიყვარდი ელენ.
- არ მიყვარს ცრემლიანი წარსულის გახსენება, მაგრამ ტირილი მიყვარს. ისიც მიყვარს ტირილის შემდეგ სიცარიელეს რომ ვგრძნობ და შენით დაცლილი სულელივით ვიღიმი.
-იშვიათი შემთხვევა ხარ ელენ. ერთადერთი ქალი ხარ, რომლის ტირილისაც შემიძლია ვუყურო დილიდან-დაღამებამდე, დაღამებიდან-დილამდე და არ მომბეზრდეს არაასდროს. შენი ჩაწითლებული უპეები მომწონს, შენი მოლურჯო ხაზი ტირილისას რომ გაჩნდება შუბლზე. მიყვარდი ელენ.
-ჩემი მიყვარდი ნისლიან ქალაქში დაიკარგა, სადღაც არასწორად გადაუხვია და ბურუსს შეერია. ამ ბოლო დროს უემოციეობა დამჩემდა, ვერც ვტირი და ვეღარც ვიღიმი. სველ ქუჩებში უემოციო სახით დავდივარ და წარსულის მოგონებების გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ოჰ, ნიკოლ რთულია უშენოდ დანახული სამყარო.
-გაივლის ელენ. რას არ გაუვლია ეს, რომ შეჩერდეს. ცოტაც მოიცადე, ტკივილი შეგეჩვევა, მერე გაუფერულდება და გაქრება. დროს ეტკინება და ჩაქრება. ნუ ტირი, სიყვარული ისევ გეწვევა, გონება თავიდან მოგეწამლება, იმედი მოგეცემა. დამპირდი, ელენ! დამპირდი, რომ ჩვენი წარსული არასდროს ჩაქრება, რომ ეს ყველაფერი დავიწყებას არ მიეცემა. დამპირდი, თორემ გრძნობამორეული ფიქრები ჯებირს გადმოსცდება და გასკდება. ვერგამხელილი ოცნებები გასკდება და შენი უბედური მომავალიც მასთან ერთად ჩაიფერფლება.
-არ მიყვარს დაპირება, მაშინ განსაკუთრებით, როცა ‘გპირდები’-მ ბევრჯერ გამიცრუა იმედი და ჩემი გეგმები დაანგრია. ძლიერი უნდა ვიყო და ცხოვრება მარტო გავაგრძელო. გრძნობები დავივიწყო. არ მინდა სასოწარკვეთილი ცხოვრება, არ მინდა ტკივილი, ტირილი და დარდი. მინდა, გულით ვიღიმოდე, შენ გიღიმოდე და არ ვფიქრობდე სხვა არაფერზე. მინდა, მჯეროდეს ბედნიერების და სიყვარულის უგზოუკვლობის. მინდა, მინდა, რომ ჩემს მომავალში გხედავდე, ნიკოლ.
-რა არის სიყვარული, ელენ? ვის დაუნახავს? ვინ შეხებია? რას ვემონებით? რა გვიმონებს? ერთი უბრალო სიტყვის ქვეშ ვექცევით და მერე მთელი ცხოვრება ვიტანჯებით. ტანჯვაა, ელენ. შენი სიყვარული ტანჯვაა, უშენობაც ტანჯვაა. შენთან ერთად, შენს გარეშეც. და მაინც ყველაფერი როგორი მტკივნეულია.
-ტკივილი თითქოს უფერული გახდა, შევეჩვიე, შევეგუე და შევისისხლხორცე. მიკვირს კიდეც ყოველი ნისლიანი ღამის შემდეგ, როგორ ვიღვიძებ და როგორ ვდგამ ნაბიჯს. თითქოს თავიდან ვიბადები, ახლიდან ვსწავლობ ყველაფერს, მაგრამ იმავე დროში. დროში, რომელშიც ჩვენი სიყვარული აკრძალული და დაუშვებელია.
-ჩვენი ცხოვრება, ჩვენი წესები. ვინ დაგვიწესა წესები,ელენ?! ის რა ცხოვრებაა, სადაც შენი სიყვარული აკრძალულია. სადამდე მივყავართ ამ ყველაფერს? - სიკვდილამდე?! ელენ, ჩემ გამო სიკვდილის გეშინია?
-ნიკოლ, მიჭირს საუბრის დაწყება, ჩემს სახეს შეუჩერებლივ ასველებს მარილიანი სითხე. შენს გამო სიკვდილის ნიკოლ?! არა, არ მეშინია. იმდენად მიყვარხარ, რომ ხანდახან მეშინია არ გავგიჟდე, მერე ვფიქრობ სიკვდილზე და თითქოს ვხვდები, რომ ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ მერე ისევ ვიღებ შენგან წერილს და ისევ ახალი იმედი მესახება. ვიჯერებ,რომ ყველაფერი შესაძლებელი ხდება. მახსენდება, რომ შეუძლებელი არაფერია, ეს შენც კარგად იცი ნიკოლ. თუ გინდა, რომ შეუძლებელი შეძლო, უნდა დაიჯერო, რომ ეს შესაძლებელია, თუნდაც ამისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე მოგიწიოს ბრძოლა. რაა სიცოცხლე ბედნიერების გარეშე?-არაფერი,არაფერი. არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან ზეგ მაგრამ, მინდა ღრმად მჯეროდეს შენი დაბრუნების, ჩვენი თვალების შეხვედრის და შენი სურნელის შეგრძნების.

-მენანები გოგონავ. ამ ცხოვრების მწარე მარწუხებისთვის მენანები. შენი ოქროსფერი თმები მენატრება. მიშველე, ელენ. ამ სიცივსგან მიხსენი, ძვლები მეყინება, უშენობისგან გამოწვეული ჟრუანტელი სისხლს მიყინავს. Save me,Helen!
-პირველად რომ დაგინახე, ვიფიქრე, ვიპოვნე და ჩემი ბედნიერების გზაც გაიკვალათქო, მაგრამ იმედი გამიცხრუვდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველგან ‘ჩვენ’ ვიყავით. მერე უცებ ქარმა დაუბერა, ყველაფერი დალაგებული ბურუსში არია, იმდენად რომ მისგან დახსნა გაჭირდა. სიყვარული მართლა საშიში რამ ყოფილა, ნიკოლ. მეშინია სამყაროს დაუნდობლობის ყოველ წამს გვტკენს ან ტკივილს გვინახლებს. ყოველ ჯერზე დილა უშენობით იწყება, სინათლე სიბნელით იცვლება და დღე ღამეს ემსგავსება, ბურუსითა და უჰაერობითაა გაჩერებული სამყარო, როგორც მე შინით და შენ ჩემით. საშინელია ცხოვრება ლოდინში. ლოდინში, სადაც არ იცი ახალ გაღვიძებულს ან დაძინებულს რა გეწევა. მერე რა იქნება ,ნიკოლ შენ წერილს რომ ვერ მივიღებ?!
-არვიცი,ელენ, არვიცი. მერე, ალბათ შენ იქნები, ჩემით სავსე შენ. იგრძნობ, როგორ შეგივსებ შენ გულში არსებულ ღრმულს და დაისვენებ. იგრძნობ, რომ ფრენა შეგიძლია და ყველა დარდიც გაქრება, მე გამომყვება. ახლა, გული ისე მიძგერს ხელის დამორჩილებაც კი მიჭირს. მიჭირს წერა, სიტყვების პოვნა, რომ გაგამხენევო და გიმეორო, რომ სამარადისოდ მჭირდები. ნელ-ნელა უფრო რთულდება შენთვის წერილის მოწერა, აქ სულ ვიღაცას კლავენ, ადამიანებს აფეთქებენ და მიწას აბარებენ ისე, რომ ცრემლის მოწმენდასაც ვერ ვასწრებთ. ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჩემს თავს ვეკითხები: გავუძლებ?! მაგრამ პასუხი არ არის...
ჩემს წარმოსახვაში მხოლოდ შენ ხარ ახლა და შენით შემოსაზღვრული სამყარო. მე რეალობა მჭირდება არსებობისთვის, ჩვენი რეალობა. მგონი ვიღლები,ელენ.
-ვცდილობ, კალამი ხელში ავიღო, იმდენად მიჭირს შენი მოკითხვა,რომ ღრმად სუნთქვას ვიწყებ უაზრო ფიქრების გასაფანტად. საწოლზე ვწევარ და მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს მტკივნეულად შევყურებ, ოცდამეათე დაბადების დღეზე მაჩუქე ასე მითხარი:’ ჩვენ სიყვარულს გავს ეს ნახატი და გაუფრთხილდიო’. მაშინ უბრალოდ გაგიღიმე და ხელებ მოგხვიე ახლა კი, გეუბნები, რომ მაშინ ყველაზე ბედნიერი დღე მქონდა, შენით,ჩვენით სავსე. მენატრები,ნიკოლ. გული მტკივა, ვეღარ ვუძლებ, მჭირდები.

***
ახლა თუ თვალებს ხუჭავ და გულში სიცარიელეს გრძნობ, ხმა მაღლა ატირდი, არ მოგერიდოს. ახლა მეც იგივეს ვაკეთებ და ტკივილისგან ვიცლები. ვგრძნობ, რომ ადამინი ვარ, სუნთქვა შემიძლია და შენი სურნელის ამოცნობა. თუკი ხვდები, რომ არც ეს გშველის ბნელ ცას ახედე და უთხარი, რომ ‘შენ მას იქაც ხედავ’ ან უბრალოდ, გრძნობით გაუღიმე და თბილი საბანი გადაიფარე, ფაფუკ ბალიშზე შენი გრძელი თმები დააფინე და ხმა მაღლა სიბნელის გასაგონად თქვი, რომ გიყვარდა, გიყვარს და გეყვარება.მერე, ნელ-ნელა დროც გავა და ისევ შემოდგომა დადგება. ისევ ჩამოცვივდა შენს ფანჯრის რაფაზე ფოთლები და ისევ შენ გაახსენდები. ზუსტად ასეა მოწყობილი ცხოვრება : ‘თავისებურად’. ვერ ახსნი, ვერ გაუგებ, ვერ ჩაწვდები, მაგრამ იტყვი მიცხოვრიაო და იქ თითქოს სათქმელიც დამთავრდება.
ბოლოს წერილი რომ გავგზავნე პასუხი დიდხანს აღარ ყოფილა. ველოდე, იქამდე სანამ ფოსტალიონმა წერილთან ერთად პატარა ფურცელი არ მომცა და ჩემი თვალებით არ წავიკითხე,რომ ნიკოლი ახლა მხოლოდ აი,აქ გულში იყო, ჩემ გულში. გულში,სადაც ყველაზე დიდი ადგილი ეკავა და ყველაზე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. წავიდა და რა დატოვა?!- უთქმელი სიტყვები, მელნით ნათქვამი გრძნობები.
უკანსკნელი წერილის გახსნა ყველაზე მეტად მიჭირს, მინდა გაუხსნელად შევინახო, მაგრამ გული არ მაცდის და ხელის კანკალით ვხსნი კონვერტს.

****
-ელენ, ახლა ამას თუ კითხულობ ესეიგი ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, რომ ‘ჩვენ’ კიდე დიდ ხანს გვეარსება. ალბათ, ჩვენი ბედი ეს იყო და ჩვენ ვერ მოვახერეთ მისი შეცვლა. არვიცი, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, მიჭირს იმის ახსნა, რომ სიკვდილის ველოდები, მაგრამ საშინელ სიცივეს ვგრძნობ, განსხვავებულს არა დედამიწურს. შენ რომ აქ იყო გამათბობდი, მაგრამ არ ხარ, ვერ ვგრძნობ შენს გულისცემას, მაგრამ იქ ვიგრძნობ, დაგინახავ კიდეც და ყოველ ღამე შენ რაფასთან მოვალ, რომ შენ სახეს ვუყურო და ვიგრძნო როგორ სუნთქავ, როგორ მოძრაობს შენი გულ-მკერდი სუნთქვისას. ნაზად შეგეხები სათუთ კანზე და შენს ჭორფლებს დავითვლი. ძველებურად ვერ გაგიღიმებ, მაგრამ ძველებურად შეგეხები და ხმა მაღლა ვიტყვი,რომ ერთნი ვართ.
და მე მივდივარ...
და მე მიყვარხარ, ელენ!
****
-ფანჯრის რაფასთან სხეულს რომ ხედავ ის მართლა ქალისაა და არა ანგელოზის. არ გეჩვენება, მართლაც უსაზღვროდ ლამაზია, ვერც წლები და ვერც ტკივილი ვერ ანადგურებს.
-ნახე, იღიმის! ღმერთო ჩემო, როგორ უხდება. ნეტავ ვის უღიმის, თან მაღლა ცაში?! ალბათ, ვარსკვალევებს ესაუბრება ან ოცნობებოს.
-არა, არც ვარსკვლავებს ესაუბრება და არც ოცნებობს. მას უღიმის.
-ვის? ნახე, მგონი ტირის და პირს ამოძრავებს. რამე ხომ არ ტკივა?!
-ჩუუ, ყველას ნუ გააგებინებ.პირს თუ ამოძრავებს, მაშინ მას ეკითხება.
- და რას?
-‘ და მაინც ნიკოლ ძველებურად რატომ აღარ მიღიმი’ ?!
-შენ რა იცი?
-იმ დღის შემდეგ რაც ამ სახლში გადმოვედი, ყოველ საღამოს ფანჯრის რაფასთან დგას, ოქროსფერი თმები სულ გაშლილი აქვს და ყოველთვის ერთი და იმავეს აკეთებს. ათი წელია ვუყურებ და სულ მაგას იმეორებს, მერე შუშას თითებს ახებს და ქრება ისე თითქოს აქამდე არც კი ყოფილა, ხანდახან მგონია ვგიჟდები და ეს ყველაფერი მეჩვენება, მაგრამ მისი თვალები იმდენად ღრმა და ნამდვილია, რომ ფიქრიც თავიდან ქრება.
***
ყოველ საღამოს მთვარის შუქზე იქ მაღლა ფანჯარასთან ოქროსფერ თმიანი ელენი დგას, ნიკოლს უღიმის და მერე ჩუმათ ეკითხება : -‘ და მაინც ნიკოლ ძველებურად რატომ აღარ მიღიმი’ ?! და ასე გრძელდება მანამ სანამ მზე და მთვარე ადგილებს არ გაცვლიან, და ისინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.



როგორ მიყვააააარს

 


ისევ მეოცნებე
როგორ მიყვააააარს

ჩემი ნიკოლი heart_eyes

 


№3  offline მოდერი bibo

მოვედი მოგაგენი
გიპოვე
და ბევრი დამიკარგავს
აქმადე რო ვერ გიპოვე
საოცრება იყო
არის
იქნება
-რა არის სიყვარული, ელენ? ვის დაუნახავს? ვინ შეხებია? რას ვემონებით? რა გვიმონებს? ერთი უბრალო სიტყვის ქვეშ ვექცევით და მერე მთელი ცხოვრება ვიტანჯებით. ტანჯვაა, ელენ.სასწაული სიტყვები
რაღაც სხვა იყო
გულამდრ მოვიდა
გამათბო
თუ გამაბრუა ვერ ვხდები
უბრალოდ კარგი ხარ
გაზაფხულივით
ფერადო
მშვიდო
ბობოქარო
და ყველაზე საყვარელო
ლაღო
ჰაეროვანო
უბრალოდ ძალიან მომწონხარ
აქ იქაც ყველგან
მარწყვის გოგოვ
სასწაული ხარ
საოცრება

 


bibo
მოვედი მოგაგენი
გიპოვე
და ბევრი დამიკარგავს
აქმადე რო ვერ გიპოვე
საოცრება იყო
არის
იქნება
-რა არის სიყვარული, ელენ? ვის დაუნახავს? ვინ შეხებია? რას ვემონებით? რა გვიმონებს? ერთი უბრალო სიტყვის ქვეშ ვექცევით და მერე მთელი ცხოვრება ვიტანჯებით. ტანჯვაა, ელენ.სასწაული სიტყვები
რაღაც სხვა იყო
გულამდრ მოვიდა
გამათბო
თუ გამაბრუა ვერ ვხდები
უბრალოდ კარგი ხარ
გაზაფხულივით
ფერადო
მშვიდო
ბობოქარო
და ყველაზე საყვარელო
ლაღო
ჰაეროვანო
უბრალოდ ძალიან მომწონხარ
აქ იქაც ყველგან
მარწყვის გოგოვ
სასწაული ხარ
საოცრება

ვაიმეე,თააამ ძალიან,ძალიან დიდი მადლობა !ძალიან გამიხარდა❣❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent