შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეთხუთმეტე თავი)


17-04-2017, 20:43
ავტორი murachashvili
ნანახია 3 764

- რა ხდება? - დაბნეული უმზერდა გვერდით მჯდომ ვაჟს თეკლე.
- ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ შემრცხვეს! - მყარად სჯეროდა საკუთარი სიმართლის ქართველიშვილს.
იქნებ ასეც იყო? იქნებ არც ჰქონდა დანაშაული ჩადენილი? მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებდნენ. ზედმეტად კარგად იცოდნენ პატრულის თანამშრომლებმა, რომელ ჯიბეში ჰქონდა შენახული კვანტალიანისგან შეძენილი ტაბლეტები, ზედმეტი წვალებისა და ძებნის გარეშე, ჩაუყვეს ხელი ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში და მოზრდილი შეკვრაც ამოიღეს. შემთხვევითობის გჯერათ?! მე პირადად არა.
- ეს პაკეტი თქვენ გეკუთვნით? - ცხვირთან დაუტრიალა პატარა ცელოფანი.
უარყოფა არც კი უფიქრია, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თორნიკემ. ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისო იყო თეკლესთვის, რომ მიმხვდარიყო, პაკეტში არსებული ტაბლეტების რაოდენობა იმდენად დიდი არ იყო, რომ ამის გამო მისი დაკავება სდომებოდა. მაშ რა ხდებოდა?!
- მტკიცებულება ხელზე აქვს! - ვიღაცას უპატაკა რაციაში პოლიციელმა.
- მშვენიერია! იმედია არ იტყვის, ჩამიდესო... - ირონიულად იცინოდა უცნობი - დააკავეთ და განყოფილებაში წამოიყვანეთ!
ბრძანების შესრულებას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ხელების გრეხვით დაადეს ხელბორკილები ქართველიშვილს.
- არ გაგატანთ, ხელი გაუშვით, მას არაფერი დაუშავებია! - ძუ ვეფხვივით ბრდღვინავდა თეკლე.
- ამას განყოფილებაში გავარკვევთ! მისი შვილი ყველას ანგელოზი ჰგონია! - ზიზღით, დაუფარავი ირონიით ქირქილებდა ერთ-ერთი პოლიციელი.
როგორ უნდოდა ახლა თავისუფალი ყოფილიყო, სულ რამდენიმე წუთს, ან თუნდაც წამს. ესეც ეყოფოდა ამ ნაბიჭვრისთვის კბილების ჩამოსაღებად. შემდეგ, თუ გინდათ მთელი ცხოვრება ჩაჯდებოდა. სულ რამდენიმე წამი ბორკილების გარეშე უკვე სანატრელად ქცეულიყო.
ბარის ეზოში შავი ფერის ტოიოტას ჯიპი შემოვიდა, ავტომობილიდან საშუალო ასაკის, აკადემიურად ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა და პატრულის თანამშრომელს მიუახლოვდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ოპერაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. თორნიკეს ჯიბიდან ამოღებული პაკეტი ყურადღებით შეათვალიერა და მასთან ერთად ავტომობილიდან გადმოსულ კრიმინალისტებს გადასცა. მათი გამოჩენა კარგად არ ენიშნა თეკლეს.
- ეს ნაგავი, ხომ ნარკოტიკიც არაა! - შვილობილის მკლავზე ჩააფრენილი, ცრემლების ყლაპვით ამჯერად თავად იმეორებდა ძმისშვილის ნათქვამ სიტყვებს.
- არ გინდა, ამ ახვრებთან თავს ნუ იმცირებ... - დედობილის ხელები თავადვე მოიშორა - ყველაფერი გაირკვევა! - მართალია სიმართლის გარკვევის დიდი იმედი თვითონაც არ ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა ხმა მტკიცე ჰქონოდა.
- თქვენს ადგილზე საკუთარ მეტყველებას გავაკონტროლებდი, ყმაწვილო! - საკმაოდ მკაცრად ჟღერდა მამაკაცის სიტყვები - მართალი ხართ, ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ არა მგონია ეს ამბავი თქვენთვის სახარბიელოდ დასრულდეს!
- წადი, შენი ძაღლი დედაც... - აღარც თეკლეს ერიდებოდა, უწმაწურად იგინებოდა ვაჟი.
- ისედაც მძიმე სიტუაციაში, თანამშრომლისთვის შეურაცყოფის მიყენების გამო სასჯელ ნუ დაიმატებ... - ისევ შეუღრინა პიჯაკიანმა.
- ძალიან გთხოვთ, სხვა პრობლემებიც საკმარისად გვაქვს, ახალ სადარდებელს ნუ გამიჩენთ! - უკვე მუდარაზე გადავიდა ქალი.
- რაც არ უნდა გითხრან, იცოდე, რომ დამნაშავე არ ვარ! - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო თორნიკემ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟშიც უკრეს თავი - გესმის დედა? დამნაშავე არ ვარ. ოღონდ შენ გჯეროდეს, ოღონდ შენ... - უკანა სავარძელზე მჯდომი ისევ ღრიალებდა ბიჭი.
- თუ გნებავთ, რჩევად ჩათვალეთ, თუ გნებავთ გაფრთხილებად, თქვეს ადგილზე ქალბატონო, აქ ისტერიკის ნაცვლად, კარგ ადვოკატს დავუქირავებდი საკუთარ შვილს...
- ის მაინც მითხარით სად მიგყავთ?!
- ბიჭს ამაღამვე ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანენ...
- ქალაქის პროკურატურაში?! კი მაგრამ რა შარში გაყო თავი?!
- უფლება არ მაქვს. ამაზე მეტს ვერ გეტყვით. დანარჩენი პროკურორთან გაარკვიეთ... ჯობდა დროულად გასცლოდა, ისედაც ზედმეტი უთხრა, მაგრამ იმდენად შეძრა ქალის ტკივილმა, რომ მთელი გულით შეეცოდა კაცს.
- „ადამიანს თუ მოგსპობს, შვილი, თორემ უცხო რას მოგერევა?!“.. - ავტომობილში მჯდომი ფიქრობდა კაცი, თუმცა მისი სენტიმენტალური განწყობა, სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ავტომობილი ბარის ეზოს მოშორდა თუ არა, ისევ რაცია მოიმარჯვა, და ისევ საგამოძიებო ჯგუფს დაუკავშირდა:
- პროკურორს შეატყობინეთ? ფარნასაც უნდოდა დაკითხვაზე დასწრება... კარგით ნახევარ საათში მანდ ვარ... არა, უჩემოდ არ დაიწყოთ, მეც მინდა მოვუსმინო...

ზოგჯერ სულ რაღაც წამებია საკმარისი ყველაფრის შესაცვლელად, ზოგჯერ, სულ რაღაც ერთი საღამოა საკმარისი, რომ წარმატებული სპორტსმენიდან ნარკოტიკების რეალიზაორად იქცე, „ბარიგად“ მოგნათლონ და ახალი იარლიყიც მიგაკრან. აი, ვინ იყო ის, პატრულის თანამშრომლები თორნიკეს იქ ყოფნას არც კი ერიდებოდნენ, მობილურ ტელეფონში ვიღაცას ამაყად უყვებოდნენ, როგორ დააკავეს ღამის ბარში ნარკოტიკების რეალიზატორი. სიმართლე არავის აინტერესებდა, არც კი კითხულობდნენ რა მოხდა, მათთვის თორნიკე „ბარიგა“ იყო და ამის უტყუარობაში ეჭვიც არ ეპარებოდათ.
ალბათ, ნახევარი საათიც არ დასჭირდათ დიღმის მასივში გასასვლელად. სირენებ ჩართული ავტომობილი ქალაქ თბილისის პროკურატურის ეზოში გაჩერდა. ორი პატრულის თანამშრომლის თანხლებით სამორიგეოში შეიყვანეს თორნიკე. ერთხელ კიდევ გაჩხრიკეს და ბადრაგებს გადააბარეს.
- შეხედავ და ადამინს ჰგავს, არადა!...
თავდახრილი მიჰყვებოდა თანამშრომლებს და ცდილობდა მათი საუბარი ისე მოესმინა, თითქოს ვინმე უცხოზე ლაპარაკობდნენ.
- „მოვა დრო და ამ ცრუ ბრალდებებისთვის ბოდიშს მომიხდიან!“ - იდეაშიც კი არ უშვებდა, რომ შეიძლება დამნაშავედ ეცნოთ.
ფიქრებში ისე გაერთო ვერც კი დააფიქსირა სად შეიყვანეს, სავარაუდოდ დაკითხვისთვის განკუთნილ ოთახს ცალი კედელი სარკისებურად დაბურული ჰქონდა.
ოთახის შუაგულში ერთად-ერთი მაგიდა და ორი სკამი იდგა. არც ფანჯრები, არც ტელევიზორი, არც ტელეფონი. ცოტა არ იყოს, იმედგაცრუბაც კი იგრძნო, რატომღაც სხვაგვარი წარმოედგინა მსგავსი ადგილი.

- დაჯექი და ჩუმად იყავი! - უხეში ბიძგით დასვა მაგიდის წინ მდგომ სკამზე ბადრაგმა.
- ცოტა ფრთხილად, მთელი ცხოვრება ამ, დამპალ პროკურატურაში ყოფნას არ ვაპირებ! - ღრენით გამოსცრა ვაჟმა.
- ყველა ასე ამბობს... - დამცინავად გადმოხედეს კარებში ატუზულმა ბადრაგებმა.

თავდახრილი იჯდა თორნიკე, გგონიათ ეშინოდა, არა. უბრალოდ გული სწყდებოდა, ისევ თეკლეს ცრემლებით სავსე თვალები ახსენდებოდა, მისი გამწარებული სასოწარკვეთილი სახე. იმედი გაუცრუვა გამზრდელებს, მერედა როგორ?!
- ნეტა, ბიჭები როგორ არიან?! - იკას და დათას გადასწვდა ფიქრებში - მეგობრების გათიშული, თითქმის უსულო სხეულების წარმოდგენაზე უსიამოვნოდ გასცრა, თუმცა ფიქრი დიდხანს არ დასცალდა, რკინის კარები ხმაურით გაიხსნა და ოთახში ბარის ეზოში ნანახი პიჯაკიანი მამაკაცი შემოვიდა.
თავისუფალ სკამზე მოთავსდა და ყურადღებით დააკვირდა მის წინ მჯდომ თორნიკეს. ზუსტად ვერ მიხვდა ვის, მაგრამ რომელიღაც დეტექტივში ამოკითხულ პერსონაჟს ნამდვილად აგონებდა ეს საშუალო სიმაღლის, შუბლშეკრული კაცი.
- ხელბორკილები მოხსენით! - როგორც იქნა დუმილი დაარღვია პიჯაკიანმა.
ერთ-ერთი ბადრაგი უხალისოდ მიუახლოვდა, ეჩვენებოდა, თუ მართლა ფეხს ითრევდა?! თითქოს არ უნდოდა ბორკილების მოხსნა და ამას არც მალავდა, მისთვის ეს მინიმალურიც კი არ ემეტებოდათ. არა, ნამდვილად არ მოსჩვენებია. ნეტა ყველა ეჭვმიტანილს ასე ექცევიან, თუ მან დაიმსახურა ამხელა სიძულვილი?!
დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, ოთახში კიდევ ვიღაც შემოვიდა. საშუალო ასაკის მამაკაცის სახის მოყვანილობით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ყოფილი მოჭიდავე გახლდათ, ან იქნებ ახლაც ვარჯიშობდა?!
კარებში მდგომი ბადრაგები გაიჯგიმნენ და სამხედრო სალმით შეხვდნენ, პიჯაკიანი წამოდგა და ადგილი შემოსულს დაუთმო. ვის, ვის და ქალაქის პროკურორის სტუმრობას აშკარად არ ელოდა თორნიკე. ვერც კი იფიქრებდა, თუ პიჯაკიანის ნახსენები ფარნავაზი თავად ფარნავაზ მოლოდინაშვილი იქნებოდა.
- როგორც ვხედავ, მიცანი. ალბათ, შენი საქმის გამომძიებელსაც გაიცნობდი.
- სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ გამიხარდა თქვენი გაცნობა! - ირონიაში არ ჩამორჩა თორნიკეც.
- თავხედიც ყოფილხარ, თუმცა არაუშავს, ამის გამოსწორებას შევძლებთ. ასეც ხდება, გამოგზრდით და ისეთი თბილი გახვალ, საკუთარი გამზრდელიც ვერ გიცნობს!
- ისევ თქვენ თუ დამეხმარებით, ბატონო გამომძიებელო! - ისევ ანგლობდა ვაჟი.
- შეგხედავთ და ადამიანს ჰგავხარ, თითქოს ყველაფერი გაქვს, არადა ვერ ისვენებ...
- ადამიანს კი არ ვგავარ, ადამიანი ვარ! - კბილებში გამოსცრა ვაჟმა.
კარგად იცნობდა მოლოდინაშვილი გამომძიებელს, თორნიკეს რამდენიმე ფრაზა და ეს ნერვების ჭია ნამდვილად მოახერხებდა მის გაცოფებას.
- საკმარისია!... - ისეთი სახით გახედა ვაჟს, რომ სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა - უტვინო არ ჩანხარ, მგონი კარგად ხვდები, რომ დიდ შარში გაყავი თავი. ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, ასე თავხედურად ლაპარაკობდე.
- ერთად ერთი რასაც ვხვდები ისაა, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების გამო არ დამაკავებდით! - დასერიოზულდა ქართველიშვილი.
- მართალი ხარ... თუმცა უკეთესი იქნება, ვიდრე ოფიციალურ დაკითხვას დავიწყებთ, მცირედი გასაუბრება მოგვეწყო.
- გასაუბრება?! დასამალი არაფერი მაქვს, არც თქვენთან მეგობრული საუბრები მჭირდება.
- ზედმეტად დარწმუნებული ხომ არ ხარ საკუთარ ძალებში?! - ისევ ირონიულად ეცინებოდა გამომძიებელს.
- ბატონო გამომძიებელო, ადრე თუ გვიან ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. დამნაშავე არ ვარ და ეს თქვენც კარგად იცით. ფრთხილად იყავით, ასეთი ირონია სანანებელი არ გაგიხდეთ! - ბღვერით ახედა ქართველიშვილმა.
- მეჩვენება, თუ მემუქრები?!
ყურადღებით აკვირდებოდა პროკურორი აპილპილებულ ბიჭს, მართალია არ ამჟღავნებდა, მაგრამ რატომღაც მოსწონდა ეჭვმიტანილი. კარგად იცნობდა დამნაშავეებს, ეს ბიჭი კრიმინალს არ ჰგავდა, მით უმეტეს წამლით მოვაჭრეს. თვალით ანიშნა გამომძიებელს დამშვიდდიო და ისევ თორნიკეს მიუბრუნდა.
- კეთილი. ყველაფერს ძიება გვიჩვენებს. ღმერთმა ქნას საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცო, ჩვენც ეგ გვინდა! არ გეგონოს, რომ მეწყინება, პირიქით, გამიხარდება კიდეც, პირველი მე ვიქნები ვინც ბოდიშს მოგიხდის. მაგრამ შეძლებ?! - თვალებში ჩააცქერდა მოლოდინაშვილი.
- მართლა მომცემთ ამის საშუალებას? - ფუჭი იმედი არ უნდოდა, მაგრამ სიხარული მაინც დაეტყო ხმაში თორნიკეს.
- ალბათ, შენც შენიშნავდი. ჯერ-ჯერობით ბრალი არ წაგვიყენებია. - ჩვეული ირონია მოაშორა ხმას გამომძიებელმაც - აქ მოწმის სტატუსით ხარ მოწვეული, გააჩნია რას გვეტყვი, თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, იქნებ ამაღამვე გახვიდე კიდეც...
- წარმოუდგენელია, „ნასეტკობას“ მთავაზობთ?!- ახარხარდა ვაჟი.
- იმას რასაც შენ ინფორმატორობას ეძახი, შენი თავისუფლების ბილეთი ჰქვია! - ისევ შეუღრინა გამომძიებელმა.
- ნება შენია, ჩვენ ვერაფერს დაგაძალებთ!... - საუბარში ჩაერთო ფარნავაზიც - თუმცა ერთი რამ გაითვალისწინე, თუ აქედან გახვალ, შენი მეგობრები ისედაც ჩამშვებად ჩაგთვლიან, ვერავის დააჯერებ, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიგიცია. კითხვა არ გაუჩნდებათ, როგორ აღმოჩნდი გარეთ?!
- ვერ მაიძულებთ, უფლება არ გაქვთ!
- მორჩი მაიმუნობას! - ისევ გაუმკაცრდა ხმა პროკურორს - ამ წამალმა რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ არ ჰქონდათ უფლებები?!
-მერე ჩემგან რა გინდათ?! პროკურატურაში თქვენ მუშაობთ, გამოიძიეთ, დააკავეთ დამნაშავეები... - ისევ წამოიყინჭა ქართველიშვილი.
- კარგი, რადგან ასე გსურს, იყოს შენებურად. აბა, როგორ მოვიქცეთ, დავიწყოთ ჩვენების ჩაწერა! - ამჯერად გამომძიებელს მიმართა პროკურორმა, რომელიც აშკარად ელოდა მსგავს ბრძანებას, ჩვენების ჩასაწერად მომართული დიქტოფონი მაგიდაზევე მოათავსა.
- სახელი, გვარი, მამის სახელი...
- თორნიკე აკაკის ძე ქართველიშვილი...
- ქართველიშვილი?! დაბადების თარიღი? - როგორც კი ვაჟის პასუხი მოისმინა მორიგი კითხვაც დასვა - რას საქმიანობ?
- სკოლის მოსწავლე ვარ, მეთერთმეტე კლასელი.
- კიდევ?
- რა კიდევ?! - ვერ მიუხვდა კითხვას ვაჟი.
- მხოლოდ სკოლით ხარ დაკავებული?! - დაუკონკრეტა გამომძიებელმა.
- მრბოლელი ვარ.
- მრბოლელი?! -აშკარად არ ესიამოვნა მისი ნათქვამი მოლოდინაშვილს.
- დიახ, საქართველოს ჩემპიონი გახლავართ.
- შენი მეგობრებიც მრბოლელები არიან?
- მეგობრები?!
- ჩვევა გაქვს დასმული კითხვები გაიმეორო? აი, ისინი სასწრაფოს მანქანით დედაშენმა ცენტრში რომ გადაიყვანა, ისინიც მრბოლელები არიან?!
დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბიჭმა.
- ანუ, წამალს მეგობრებსა და ახლობლებში ასაღებდი? არ შეგეცოდნენ მოწამლული წამალი რომ მიჰყიდე?
- გეშლებათ, ეს ჩვენ მოგვყიდეს, ეს ჩვენ გვიმეტებდნენ!... - სიბრაზისგან აცახცახდა ქართველიშვილი.
- მათი სახელები და გვარები? - ამჯერად ფარნავაზმა ჰკითხა.
- ისინიც უნდა დააკავოთ?! - ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ვაჟმა.
- სახელები და გვარები... - უკვე აღიზიანებდა თორნიკე.
- დათა ასათიანი და ირაკლი...
- შეუძლებელია... - მეორე მრბოლელის გვარი აღარც აინტერესებდა, ნაცნობი გვარების გაგონებისთანავე ადგილიდან წამოვარდა ფარნავაზი - ხვდები რა გააკეთე? შენგან გასაღებული წამლით ბიჭები გარდაიცვალნენ... - საკუთარი ემოციის დამალვა როგორღაც მოახერხა და ჯიქურ შეხედა ვაჟს.
- იკა, დათა?! - სისხლმა კინაღამ აასხა პროკურორის სიტყვების გაგონებაზე თორნიკეს.
- არა, ისინი გადარჩნენ.
- მადლობა ღმერთს! - შვებით ამოისუნთქა ბიჭმა.
- მადლობა? დანარჩენების ბედი არ გაღელვებს? მათ რას ერჩოდი?
თითქოს ახლაღა გაიაზრა რაოდენ მძიმე ბრალდებას უყენებდნენ. გონებამ განგაშის ღილაკს შემოჰკრა.
- ცდებით, მე არაფერი გამისაღებია. რეალიზატორი არ ვარ!.. - ინსტიქტურად წამოხტა განერვიულებული.
- ადგილზე დაეგდე! - გამაფრთხილებლად უღრიალა პიჯაკიანმა.
- უფლება არ გაქვთ. კი ბატონო, მომიწევია, ნარკოტიკიც მიმიღია, მაგრამ გამსაღებელი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, ასეთ რამეს ვერ დამაბრალებთ, გესმით? ბატონო პროკურორო, უფლება არ გაქვთ...
- სასაცილოდ არ გეჩვენება ჩემთან უფლებებზე საუბარი? თავი ვინ გგონია?! - ბრაზი მოერია ფარნავაზს.
- რაც გინდათ ის დამაბრალეთ, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებელი არ ვარ!
- არა?! იქნებ ისიც გვითხრა რომ ეს ნაგავი შენ არ გეკუთვნის, ხომ არ ჩაგიდეს?! - ირონიას არ იშურებდა მოლოდინაშვილი.
კარგად ხვდებოდა თორნიკე, რომ რაც არ უნდა ემტკიცებინა, მის სიმართლეს არ დაიჯერებდნენ.
- ვთქვათ, ჩავთვალეთ, რომ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის შეიძინე, ვისგან მიიღე, მისი სახელი შეგიძლია გვითხრა? - გამომძიებელი თვალებში უმზერდა მას.
- არ ვიცი, ბარში ვიღაც უცნობი ბიჭისგან ავიღეთ... - პროკურატურის თანამშრომლებისთვის კვანტალიანის ასე ლანგრით მირთმევას ნამდვილად არ აპირებდა. მასთან ანგარიშები თავად უნდა გაესწორებინა.
- ანუ, უცნობი იყო? - ირონიულად გახედა გამომძიებელმა ფარნავაზს - იმას მაინც გვიდასტურებ, რომ მამრობითი სქესი ჰქონდა?
- ჩემს სიტყვებზე წამოკიდებას ცდილობთ. არადა, ერთი რამ გავიწყდებათ, მათ მეც გამიმეტეს, დანარჩენი ბიჭების მსგავსად, ახლა ჩვენც მკვდრები უნდა ვყოფილიყავი!...
- რას მელაპარაკები?! ამიტომ აფარებ ხელს? ვერ ვიგებ, რა ლოგიკაა? იცოდე ვინ მოგყიდა საწამლავი და მის ვინაობას არ ამხელდე?!
- არ ვიცი, პირველად ვნახე... - ისევ ჯიუტად იმეორებდა თორნიკე.
- კარგი, იყოს შენებურად. აქ მინიმუმ ოცდაოთხ საათს გაატარებ, ეგეც კარგ ვარიანტში. იმედია გონება გაგინათდება და სიმართლის თქმას მოინდომებ!... - ვაჟისთვის აღარც შეუხედავს ისე გავიდა გამომძიებელთან ერთად ოთახიდან ფარნა.
- რამდენიმე დღე გააჩერეთ, როვა გაუშვებთ, თვალი არ მოაშოროთ, მისი ფეხით მიგვიყვანს რეალიზატორამდე!




№1  offline მოდერი sameone crazy girl

სულელი ტუტუცი ბიჭები რა შარში გაეხვნენ ...იმედია ისწავლის ირაკლი ჭკუას

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

შემეცოდა თორნიკე ასეთი ბრალდებისთვის..არ ეკუთვნის.იმედია ბიჭები კარგად იქნებიან და ჭკუასაც ისწავლიან ამის შემდეგ.სუპერ გოგო ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
სულელი ტუტუცი ბიჭები რა შარში გაეხვნენ ...იმედია ისწავლის ირაკლი ჭკუას

La-Na
შემეცოდა თორნიკე ასეთი ბრალდებისთვის..არ ეკუთვნის.იმედია ბიჭები კარგად იქნებიან და ჭკუასაც ისწავლიან ამის შემდეგ.სუპერ გოგო ხარ შენ

გგონიათ ასე მარტივად სწავლობენ ჭკუას? შეიძლება ასეც იყოს, წინასწარ მეც არ ვიცი, გააჩნია განწყობას smile

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

murachashvili
sameone crazy girl
სულელი ტუტუცი ბიჭები რა შარში გაეხვნენ ...იმედია ისწავლის ირაკლი ჭკუას

La-Na
შემეცოდა თორნიკე ასეთი ბრალდებისთვის..არ ეკუთვნის.იმედია ბიჭები კარგად იქნებიან და ჭკუასაც ისწავლიან ამის შემდეგ.სუპერ გოგო ხარ შენ

გგონიათ ასე მარტივად სწავლობენ ჭკუას? შეიძლება ასეც იყოს, წინასწარ მეც არ ვიცი, გააჩნია განწყობას smile

ჭკუას რეალურად საერთოდ ვერ სწავლობენ ან იმდენად იგვიანებენ რომ მთელი ცხოვრება დანგრეული აქვთ და იმედია ამდენად რეალური არ იქნება ყველაფერი ამ შემთხვევაში თუმცა ნამდვიალდ თქვენზეა დამოკიდებული smiley

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sameone crazy girl
murachashvili
sameone crazy girl
სულელი ტუტუცი ბიჭები რა შარში გაეხვნენ ...იმედია ისწავლის ირაკლი ჭკუას

La-Na
შემეცოდა თორნიკე ასეთი ბრალდებისთვის..არ ეკუთვნის.იმედია ბიჭები კარგად იქნებიან და ჭკუასაც ისწავლიან ამის შემდეგ.სუპერ გოგო ხარ შენ

გგონიათ ასე მარტივად სწავლობენ ჭკუას? შეიძლება ასეც იყოს, წინასწარ მეც არ ვიცი, გააჩნია განწყობას smile

ჭკუას რეალურად საერთოდ ვერ სწავლობენ ან იმდენად იგვიანებენ რომ მთელი ცხოვრება დანგრეული აქვთ და იმედია ამდენად რეალური არ იქნება ყველაფერი ამ შემთხვევაში თუმცა ნამდვიალდ თქვენზეა დამოკიდებული smiley

ზოგჯერ გვიანია, ან როცა აღარაფრის იმედი გაქვს, სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი, მაშინ მოდის გრძნობაც და ხსნაც smile ჩანაფიქრი კი მომწონს, მაგრამ ვნახოთ როგორ განვავითარებ, გზა და გზა აზრები მეცვლება, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი საბოლოოდ smile

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ase megona tavosufal msmenelad vijeqi dakitxvis otaxshi.
Sauketeso xar!!!

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Ase megona tavosufal msmenelad vijeqi dakitxvis otaxshi.
Sauketeso xar!!!

უღრმესი მადლობა kissing_heart

 


№8 სტუმარი ლიც-ლიც

ეს "ის" ფარნააა? ძალიან მომწონს ეს ისტორია!! ველოდები შემდეგს, თანაც მოუთმენლად!!

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლიც-ლიც
ეს "ის" ფარნააა? ძალიან მომწონს ეს ისტორია!! ველოდები შემდეგს, თანაც მოუთმენლად!!


კი, ეს ის ფარნაა kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

დაძაბული თავი იყო ამდენი სირთულისათვის შემეცოდა თორნიკეე თუმცა იმედი მაქვს მალეე გამოსწორდება სიტუაცია თორნიკეს სასარგებლოოდ .ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
დაძაბული თავი იყო ამდენი სირთულისათვის შემეცოდა თორნიკეე თუმცა იმედი მაქვს მალეე გამოსწორდება სიტუაცია თორნიკეს სასარგებლოოდ .ძალიან ძალიან მომწონს ეს ისტორია შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ხარ

ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ kissing_heart ეს თავები ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. აქ ყალიბდება თორნიკე და გვავლინება სრულიად ახალი სახით. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მგონი საინეტერესო განვითარება გველის, იმედია მოგეწონებათელ (ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა), ველი შენიშვნებს kissing_heart

 


№12  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ლიც-ლიც
ეს "ის" ფარნააა? ძალიან მომწონს ეს ისტორია!! ველოდები შემდეგს, თანაც მოუთმენლად!!


რომელი ფარნა? ვერაფრითვიხსენებ საიდან მეცნობა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
ლიც-ლიც
ეს "ის" ფარნააა? ძალიან მომწონს ეს ისტორია!! ველოდები შემდეგს, თანაც მოუთმენლად!!


რომელი ფარნა? ვერაფრითვიხსენებ საიდან მეცნობა


ძალიან მიხარია ძველი პერსონაჟები რომ გახსოვთ. აკა, თეკლე, ასათიანი, გოგა, თათია, მოლოდინაშვილი (ანუ უფროსი თაობა), მამა ნიკოლოზით დასრულებული ყველანი ძველი ისტორიიდან "ჩანახატიდან" გახსოვთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent