ძველი პიანინო - 35
35. მიმი ფიფოს კაბინეტში ისე შეიჭრა, კარზეც კი არ დააკაკუნა.. ასე აჯობებდა, მოულოდნელად თავს დასხმოდა... ხომ უნდა გაერკვია რა სახის მეგობრობა აკავშირებდათ… ან იქნებ სულაც აღარ იყვნენ მეგობრები?.. ფიფოს წინ მაგიდაზე მოურიდებლად ჩამომჯადრი მედ.ექსპერტი უსიამოვნოდ გაიზლაზნა, ალბათ არც აპირებდა ადგილიდან დაძვრას ფიფოს მწყრალად რომ არ გადაეხედა... ქალი უკმეხი სახით გაემართა კარისკენ... მიმიმ, კი ისე დაიჭირა თავი, თითქოს არაფერი შეუმჩნიშნავსო, ფიფოს რექციაც უყურადღებოდ დატოვა, გულიანადაც კი მოიკითხა და სპექტაკლზე დაპატიჟა - შენ რომ გაინტერესებდა, სწორედ ისეთია, ისევ ნიღბებზეა, ახალი დრამაა, წინანდელზე უფრო საინტერესოა, დამაბარეს აუცილებლად წამოვიდესო, რას იზამ, წამოხვალ? - კი, როგორ არა... - უცებ წამოისროლა ფიფომ, მაგრამ მერე შეყოვნდა. - აააა... არ ვიცი, ჯერ გავარკვევ, ალბათ შევძლებ... ფიფოს დაბნეულ ბურდღუნზე მიმის გულიანად გაეცინა, ფიფოც აჰყვა, ცოტა გულზე მოეშვა... ექსპერტი ქალი კარს უკან ყურებდაცქვეტილი უსმენდა, როგორც კი მოჰკრა ყური, ქვევით კიდევ ვიღაც ელოდებაო, კისრისტეხით ჩაირბინა კიბე და ბოლო საფეხურზე, ფეხი გადაუბრუნდა, დიდი ინერციით წინ გავარდა, კინაღამ მართლა კისერი მოიტეხა, მხატვარი რომ არ მიშველებოდა ტვინს დაასხამდა... ქალმა მხატვარი იცნო: - აა თქვენ ის ხართ?... ფსიქოლოგი... მხატვარი დაიბნა, არც გახსენებია ერთხელ ფიფომ ფსიქოლოგად, რომ „მონათლა“, იფიქრა თუ ვინმეში ვეშლებიო, თუმცა არაფერი უპასუხა, იქვე ჩამოჯდომაში მიეშველა... ცოტა ხანში კიბეზე ჩამოსულ ფიფოს და მის სტუმარს ვესტიბიულში „შესანიშნავი სიურპრიზი“ დახვდა... შეწუხებული ქალი კოჭთან შესივებულ ფეხს იზელდა... ფიფო გაოგნებული იდგა, რა ეღონა არ იცოდა.. - ვააჰ, ეს როგორ მოახერხე, რა გიშველო? ექიმი შენა ხარ და.. „აჰა, ესე იგი ექიმი ყოფილა და ფიფოს კაბინეტში რას აკეთებდა?..“ მიმი ფარულად აკვირდებოდა ქალს. - ხო მკვდრების ექიმია, ჯერ-ჯერობით ვერავინ გააცოცხლა. ფოიეში შემოსწრებული თანამშრომლის უაზრო ქილიკზე ქალი საშინლად გაღიზიანდა, ისედაც ვერ იტანდა ამ კაცის უკბილო ხუმრობებს, ახლა კი ცხელ გულზე ისეთი თვალებით ამოხედა, რომ კაცი ადგილზევე გახევდა. - წამიყვანეთ ჩემს კაბინეტში! უფრო ბრძანება გამოუვიდა, ვიდრე შეწუხებული ქალის თხოვნა. „ესე იგი აქ კაბინეტიც ჰქონია და გვამებთან მუშაობს, ახლა გასაგებია, თუმცა არის მაინც რაღაც მათ შორის, ფიფო აშკარად უცნაურად იქცევა...“ მიმი სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა, ფიფო დაბნეულობას ვერ ფარავდა, ის ქალი კი თვალებით ჭამდა მიმის... დაგვიანებით, მაგრამ ფიფომ მაინც მოახერხა თეატრში მისვლა, სპექტაკლი უკვე მთავრდებოდა... მთელმა წარმოდგენამ ისე ჩაიარა, მიმის არაფერი გაუგია. გაშტერებული თვალებით უყურებდა სცენას, მისი გონება სხვაგან დაჰქროდა, დროდადრო სხვებს აჰყვებოდა და ტაშსაც უაზროდ უკრავდა... ფიფოს დანახვაზე სიხარულის მაგივრად უფრო სინანული იგრძნო. რაღაც ჩასწყდა გულში... თავის ძლივს იკავებდა, სადღაც შორს უნდოდა გაქცეულიყო... რაღაც მომენტში მხატვრის ხმაც აღიზიანებდა... სიამოვნებით დაჯდებოდა ახლა ძველი სადარბაზოს ცივ კიბეებზე... სიბნელეში... მტვრისა და ნესტის სუნში... სპექტაკლის მერე ტრადიციულად მხატვრის სახელოსნოში გაგრძელდა დისკუსია... ესეც მოსაბეზრებელი იყო... მიმი ადგილს ვერ პოულობდა. ერთ ხანს იყუჩა, თითქოს აჰყვა კიდეც ხალხს, თუმცა ვერ მოერგო, მათ მარაქაში ვერ ჩაჯდა... და ისე წამოვიდა, არავის დამშვიდობებია... უჩუმრად დატოვა ის ადგილი, სადაც ერთ დროს სიხარულით გარბოდა... სუნთქვა ეკვროდა ხოლმე, სანამ მხატვრის სახლის კარს შეაღებდა... ახლა კი, გამოიპარა... უბრალოდ ადგა და წამოვიდა... მანქანიდან გადმოსვლისთანავე რეკვა დაიწყო... ძლივს გამოსტყუა ნომერი პიპას, ბევრი ხვეწნა და მუდარა დასჭირდა, კაცი უარზე იდგა, არ მიყვარს ტელეფონიო, მხოლოდ საქმისთვის თუ გამოვიყენებ და შეიძლება არც გიპასუხოო... მიმი მაინც ჯიუტად რეკავდა, მოგვიანებით შემოსულ ზარებს მაინც ხომ ნახავსო... სადარბაზოში დიდ ხანს მოუწია ყურყუტი, ზარზე არავინ გამოეხმაურა, ალბათ სადმე თუ მიაგდო ტელეფონიო, ფიქრობდა... „ან იქნებ სძინავს... ან...“ ათას ფიქრში იყო, თუმცა თავს მშვენივრად გრძნობდა, მხატვართან სული შეეხუთა, ასე ცუდად იქ არასდროს ყოფილა... მაინც რა ეტაკა? აღარც ფიფო აინტერესებდა და აღარც მხატვარი... ვიღაც უცხო კაცით დაინტერესდა ვითომ?.. იმდენი მოახერხა, რომ კედლიდან გამოიყვანა, მაგრამ მისთვის საინტერესო ვერაფერი დააცდევინა, პირიქით აქეთ ჩაუკარკლა ბევრი რამ... მხოლოდ ის შეიტყო, რომ კაცს სიმარტოვე ურჩევნოდა... მშობლები გაშორებულები იყვნენ და სოფელში ცხოვრობდნენ, მხოლოდ სულ სხვადასხვა მხარეს და სხვადასხვა კუთხეში... ამიტომაც უწევდა გამგზავრება ხან იქეთ და ხან აქეთ... და მერე უყვებოდა როგორ მუშაობდა ბაღში და როგორ ეხმარებოდა მოხუც მშობლებს... ამაში დიდი საინტერესო არაფერი იყო... აშკარა ტყუოდა იყო. მიმი მიუხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სულაც არ ჰგავდა ეს კაცი სოფელში ნამუშევარს. პიპა ცრუობდა, მაგრამ მიმის არ სწყინდა... იქნებ ადამიანს არ უნდა უცხოს ყველაფერი მოუყვეს, რა საჭიროა პირველივე შეხვედრაზე ყველაფრის გადმოფრქვევა... ამართლებდა კიდეც მის საქციელს, თუმცა ინტერესი საშინლად ჰკლავდა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია... ლოდინი მოსაწყენი გახდა... თუმცა არც ნანობდა, რომ ყველა მიატოვა და აქ გამოიქცა... მოგვიანებით სახლში მისულს დედა მხიარულად შეეგება... როგორი ბედნიერი იყო თურმე მიმი და ფიფო კვლავ ერთად არიან.... მიმიმ გაკვირვებისგან თვალები დაჭყიტა დედა თავის ჩვეულ ქოთქოთს განაგრძობდა: - ვატყობდი, რომ შენ და ფიფო რაღაც არ იყავით კარგად, მაგრამ ეგ არაფერია, ხდება ხოლმე... მიმი ფეხსაცმელს იცვლიდა და თან ცალი ყურით უსმენდა, ნეტა რა შეამჩნია ან ვინ გვნახა ერთადო... ოთახთან მისულს რაღაც ძალიან ნაცნობმა სურნელმა სასიამოვნოდ შეუღიტინა ცხვირში, ემოციებისგან კარი ლამის ხელის კანკალით გამოღო, იასამნის სურნელმა თავბრუ დაახვია, გაოცებული თვალებით შეხედა დედას, რომელიც დარწმუნებული იყო თაიგული უთუოდ ფიფოსგან უნდა ყოფილიყო - ვიღაც კაცმა მოიტანა, ასე დამაბარესო საძინებელში დაახვედრეთო... მიმი ღიმილით ჩაიმალა იასამნის სურნელში, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ფიფო არაფერ შუაში იყო... LEX·2016 წლის 30 ივლისი, შაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.